You are on page 1of 2

სიგარეტი დაახლოებით 600 ნივთიერებას შეიცავს.

წვისას სიგარეტი
წარმოქმნის 7000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას. ამ ქიმიკატებიდან
უმეტესობა ტოქსიკურია, ხოლო სულ მცირე 69 მათგანი იწვევს
კიბოს.
მასში შემავალ ნივთიერებებს მიეკუთვნება: აცეტონი, ამიაკი,
ნიკოტინი, მეთანოლი, ნაფტალინი, ბენზოლი და სხვა.
მოწევა რჩება სიკვდილისა და ავადმყოფობის გამომწვევ ერთერთ
ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად.
2017 წელს ინგლისში 77 800 ადამიანი დაიღუპა მოწევასთან
დაკავშირებული მიზეზებით, ხოლო 2017/18 წლებში 489,300-მა
ადამიანმა მიმართა სამედიცინო სექტორს თამბაქოს მოხმარებით
გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
სიგარეტის მოხმარება ყველაზე ხშირია: ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებში •
დაბალი შემოსავლის მქონე პირებში • ადამიანებში,
რომლებიც უმუშევრები არიან • უსახლკაროებში • სისხლის
სამართლის სისტემასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები •
ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სოციალურ
საცხოვრებელში • უმუშევრებში • მარტოხელა მშობლებში.
მაგალითად, 2014 წელს ინგლისში ჩატარებული კვლევის
თანახმად, უსახლკაროთა 77% მოიხმარს თამბაქოს.
მოწევა იწვევს დაავადებების განვითარებასა და
ინვალიდობას და აზიანებს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს.
16 მილიონზე მეტი ამერიკელი ცხოვრობს მოწევით
გამოწვეული დაავადებით. მოწევა იწვევს კიბოს, გულის
დაავადებებს, ინსულტს, დიაბეტსა და ფილტვების ქრონიკულ
ობსტრუქციულ დაავადებას, რომელიც მოიცავს ემფიზემასა და
ქრონიკულ ბრონქიტს. მოწევა ასევე ზრდის ტუბერკულოზის,
თვალის დაავადებების და იმუნური სისტემის პრობლემებს,
მათ შორის იწვევს რევმატოიდულ ართრიტს.
სიგარეტის კვამლში შემავალი ქიმიკატები იწვევს
სისხლძარღვების უჯრედების შეშუპებას და ანთებას. ეს
პროცესები ავიწროებს სისხლძარღვთა სანათურს, ამას ემატება
ისიც რომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო,
სისხლძარღვთა კედლის სანათურზე ხდება
ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნა, რაც კიდევ
უფრო ამცირებს სანათურის დიამეტრს.
Სისხლის გასქელება, ამასთანავე სისხლძარღვთა დიამეტრის
შემცირება ხელსაყრელ პირობებს ქმნის თრომბების
წარმოქმნისათვის. Სისხლძარღვთა ბლოკირებამ შეიძლება
გამოიწვიოს გულის შეტევა, ინსულტი, ნეკროზი სხეულის
სხვადასხვა უბანზე და უეცარი სიკვდილი.

You might also like