You are on page 1of 7

თამბაქო

8001417 ავტორი: ილონა ბასილაია

თავისუფალი წერა
  თამბაქო მცენარეა, რომლის ფოთლებისგანაც მზადდება თამბაქოს პროდუქტები. თამბაქოს
მოსაწევი ნაწარმია: სიგარეტი, სიგარა. თამბაქოს ნაწარმს მიეკუთვნება ელექტრონული
სიგარეტი. ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმზე ზემოქმედებენ მასში მოხვედრისთანავე.
როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იწყებს თამბაქოს მოხმარებას, იწყება მისი ორგანოებისა და
ორგანოთა სისტემების დაზიანება, განსაკუთრებით ზიანდება: ფილტვები და სასუნთქი
სისტემის სხვა ორგანოები, ირღვევა ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობა.
ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი ნაწილია. იგი იწვევს დამოკიდებულების განვითარებას. 
თამბაქოს მოხმარებისას ეს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით ხვდება ორგანიზმში და
იწვევს მის დაზიანებას. მეორადი კვამლის ზემოქმედებას პასიური მოწევა ეწოდება, რაც
გულისხმობს, არამწეველი ადამიანების მიერ თამბაქოთი დაბინძურებული ჰაერის
შესუნთქვას, რაც იგივე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორც აქტიური
მწეველობა.საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში
შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს
კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად
იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს
რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).

ჩანაწერების ჟურნალი
მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება  სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად
ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600
000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის
ზემოქმედების) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1
ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით.
თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს[
მსგავსად ამ ქვეყნებისა, მწეველობა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.
სადღეისოდ, საქართველოში, თამბაქოს ეწევა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30%,
ხოლო ყოველწლიურად, თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით  11 000-მდე ადამიანი
იღუპება. შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა
იზრდება, რაც ძირითადად ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. საქართველოში, 14-16
წლის სკოლის მოსწავლეების 16%–ია რეგულარული მწეველია. უფრო მეტიც,
მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულია თამბაქოს პირველი გასინჯვის ასაკიც, რომელიც
არსებული მონაცემებით, 9 წელზე ნაკლებია. გარდა ამისა, სხვადასხვა გამოკვლევამ
დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის
პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ. შედეგად, ”პასიური წევის“
შედეგადკი ყოველწლიურად 3000 უდანაშაულო ადამიანი იღუპება.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, სიგარეტი გავლენას ახდენს არამხოლოდ მწეველებზე, არამედ
მათ გვერდზე მყოფ არამწეველებზეც. ამის მიზეზი კი, WHO-ს მიერ „კანცეროგენად“
კლასიფიცირებული, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი მეორადი
კვამლია.  სიგარეტის მოწევისას გარემოში რჩება გამოყოფილი კვამლის 2/3–ზე მეტი,
რომელიც  შეიცავს 2–ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს, ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქულ
კვამლშია. ამ კვამლში შემავალი 4000–მდე ქიმიური ნივთიერებიდან კი 50–ზე მეტი
კანცეროგენია

კვლევებით დადგინდა, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე


დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა
და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კიბოს... რაც შეეხება ბავშვებს, პასიური
მწეველობა  სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში
უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის... აღმოჩნდა, რომ მწეველი
მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი. მაგალითად, ასეთ
ბავშვებში შესამჩნევად მაღალია ჰეპატობლასტომის (ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე)
სიხშირე. ეს იშვიათი დაავადება, ფიქრობენ, რომ იწყება ჯერაც მუცლადყოფნის პერიოდში.
არამწეველ მშობლებთან შედარებით, ამ დაავადების განვითარების რისკი 2 ჯერ მაღალია იმ
ბავშვებში, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელია მწეველი, ხოლო 5-ჯერ მაღალია ორივე
მწეველი მშობლის შემთხვევაში.

შედეგად ვღებულობთ თამბაქოზე დამოკიდებულ კიდევ ერთ ადამიანსა და სხვადასხვა


დაავადებების განვითარების საფრთხეს. კვლევებით დადგინდა, რომ  მოზარდების 50%,
რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწყო მოწევა, ხდება რეგულარული მწეველი, იმ მოზარდთა
ნახევარი, კი რომელიც გახდა რეგულარული მწეველი, იღუპება თამბაქოსთან
დაკავშირებული დაავადებებით. WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-
დან 99 000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. ვარაუდობენ, რომ ამ
ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი
ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი https://www.ncdc.ge/pages/user/LetterContent.aspx?
ID=a7fa5451-a57b-4b9e-8581-3bea7b8cfce5

მაპროვოცირებელი შეკითხვები
1. რა არის თამბაქო?

2. სად წარმოიშვა თამბაქო?

3. რა დაავადებებს იწვევს თამბაქოს მოხმარება ?

4. რა საფრთხის მოტანა შეუძლია თამბაქოს ხშირ გამოყენებას?


5.რა ასაკში ფიქსირდება ყველაზე ხშირად თამბაქოს მოხმარების შემთხვევები?

6. მწეველს რამდენად შეუძლია ზიანი მიაყენოს გარშემომყოფებს ?

7.საბოლოოდ რა შედეგამდე მივყავართ თამბაქოს გამოყენებას ?

8.დამაინც რა გზითაა შესაძლებელი მოწევის სრული აღმოფხვრა ?

9.რა დაავადებები ვითარდება პასიური მოწევის შედეგად ?

10. როგორია მწეველთა გარდაცვალების სტატისტიკა ?

სააზროვნო რუკა
„კლასტერი“
დაბინძურებ
ული ჰაერი
82% დაბალი
და გარემო
და საშუალო
ქვეყნებში შედეგები დაავადება
და
სიკვდიი

კვლევის
სტატისტიკა
გარდაცვლილთა
თამბაქო
რაოდენობა

კანონი
საქართველ
ოში 11
მზარდი მილიონი
ჯარიმებ მაჩვენებელი წლიურად
ი 6
მილიონი
ადამიანი

დაწესებულებაშ
ი იკრძალება რეგულარუ
18 წ-მდე
მოწევა ლი მწეველი
82000
99000 მეტი

გონებრივი იერიში - თამბაქო


პირველი ფაზა :
დაავადებული ხალხი

სურვილის გამძაფრება

ფილტვის სიმსივნე
სასუნთქი გზების დაზიანება

წონაში კლება

უმადობა

არტერიული დაავადებები

უჰაერობა

მეორე ფაზა:
დამახასიათებელი სიმპტომები:
მიმბაძველობა

ნერვული სისტემის აშლილობა

სისხლის დაბინძურება

სისხლძარღვების შევიწროვება

ირღვევა ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობა

აჩქარებული გულისცემა

მოთენთილობა

ნებისყოფის დაკარგვა

ხშირი ხველა

ბრძოლის მეთოდები
კანონების შემუშავება

სხვადასხვა ღონისძიებები

აქციები

მედიკამენტები

მესამე ფაზა
აბზაცი 1: შესავალი {თამბაქო}

აბზაცი 2: თამბაქოს წარმოშობა

აბზაცი 3: გავრცელების სტატისტიკა

აბზაცი 4: სიკვდილიანობა

აბზაცი 5 : დამახასიათებელი სიმპტომები

აბზაცი 6: თვითნებურად ჯამრთელობის ხელყოფა

აბზაცი 7: დასკვნა {სხვადასხვა აქტივობების დაგეგმა „ჯანსაღი ცხოვრება“}

გეგმა- პროსპექტი
პირობითი სათაური - თამბაქო
თეზისი -ყველა დროის გავრცელებული პრობლემაა თამბაქოს მოხმარება
და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები რაც დიდ
პრობლემას უქმნის ჯამრთელობას

ძირითადი ნაწილი :
1.მწეველთა რაოდენობის ზრდა
სტატისტიკური მონაცემები
მედია და ინფორმაცია

2.ჯამრთელობის ხელყოფა
დაზიანებული ორგანიზმი
ფიზიკური ძალების სისუსტე

3. ბრძოლის მეთოდები თამბაქოს წინააღმდეგ


საზოგადოების ჩართულობა
ორგანიზაციების აქტივობები
აქციების გამართვა
მედიის მიერ საზოგადოების ინფორმირება

You might also like