You are on page 1of 10

თამბაქო და

თამბაქოს
მოხმარება
რეზო შარაშიძე
თამბაქო

 თამბაქო (Nicotiana) — ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.


ნაყოფი კოლოფია. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა.
კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო (Nicotiana tabacum) და წეკო
(Nicotiana rustica). დეკორატიულ მებაღეობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი
ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს.
 მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი,
მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე
მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური,
მომრგვალო ან ელიფსურია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო).
ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის
ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა
წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი (1000 თესლი 60-80 მგ-ს იწონის).
 თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდია 135-170 დღე. იგი სითბოსმოყვარული (თესლის გაღივებისათვის
ოპტიმალური ტემპერატურა 27-28 °C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვიტარებისათვის 24-28 °C)
და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ
ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე,
რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და
ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს
30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის).
 თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ევროპაში (ესპანეთი,
პორტუგალია, შემდეგ საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ამერიკიდან შემოიტანეს
XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს
დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII
საუკუნის დასაწყისში.
 საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში
შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე
თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად
იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ
საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
 დამუშავებული თამბაქო შეიცავს2500 ქიმიურ ნივთიერებას. მოწევის დროს მწეველი
შეისუნთქავს დაახლოებით 4000 ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელთაგანაც 43 კანცეროგენია
(კიბოს გამომწვევი ნივთიერება). ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმზე ზემოქმედებენ მასში
მოხვედრისთანავე. როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იწყებს თამბაქოს მოხმარებას, იწყება
მისი ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დაზიანება, განსაკუთრებით ზიანდება: ფილტვები
და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოები, ირღვევა ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობა.
ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი ნაწილია. იგი იწვევს დამოკიდებულების განვითარებას.
ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის გულის შეკუმშვების სიხშირეს, არტერიული
სისხლის წნევას, აფერხებს სისხლის მიწოდებას ცენტრალურ და პერიფერიულ ორგანოებამდე.
ნიკოტინი მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც შედის ინსექტიციდებისა და სოფლის
მეურნეობაში გამოყენებადი სხვადასხვა პესტიციდების შემადგენლობაში. ნახშირჟანგი (CO)
ძლიერმოქმედი შხამია, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს წვის შედეგად. იგი იწვევს გულის
შეკუმშვათა სიხშირის ზრდას, ხელს უშლის ერითროციტების მიერ სისხლში ჟანგბადის
მიწოდებას, რაც განაპირობებს მნიშვნელოვანი ორგანოების ჟანგბადოვანი შიმშილის
განვითარებას; ნახშირჟანგი ასევე დიდი რაოდენობით არის მანქანის გამონაბოლქვში.
ფაქტები თამბაქოზე

 თამბაქო კლავს მის მომხმარებელთა ნახევარზე მეტს.


 ყოველწლიურად, მსოფლიოში თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით
6 მილიონი ადამიანი კვდება. თამბაქოს უშუალო მოხმარებით 5
მილიონზე მეტი და მეორადი კვამლის ზეგავლენით 600 000–ზე მეტი
ადამიანი იღუპება. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში,
2030 წლისთვის, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული
სიკვდილობის რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს.
 მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია. მათი დაახლოებით 80% დაბალ
და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.
 მართალია, გლობალურად თამბაქოს პროდუქტების მოხმარება
იზრდება, თუმცა ზოგიერთ საშუალოზე მაღალ და მაღალ განვითარებულ
ქვეყნებში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირების ტენდენცია
შეიმჩნევა.
 თამბაქოს ეპიდემია ერთ–ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების
ჯანმრთელობას და ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს. ყოველწლიურად,
თამბაქოს უშუალო მოხმარებით 5 მილიონზე მეტი და მეორადი კვამლის ზეგავლენის შედეგად
600 000–ზე მეტი ადამიანი იღუპება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამბაქოსთან დაკავშირებული
მიზეზების გამო ყოველ 6 წამში დაახლოებით 1 ადამიანი იღუპება, 10 ზრდასრული ადამიანიდან
1. თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საბოლოო ჯამში თამბაქოსთან
დაკავშირებული დაავადებების გამო მოკვდება. მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია. მათი
დაახლოებით 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოსთან
დაკავშირებული ავადობა და სიკვდილობა უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს.
 თამბაქოს მომხმარებლები, რომლებიც თამბაქოსთან დაკავშირებული მდგომარეობების გამო
დროზე ადრე იღუპებიან, თავიანთი ოჯახების შემოსავალს საგრძნობლად ამცირებენ, პრობლემას
უქმნიან ჯანდაცვის და ეკონომიკის განვითარებას.
 ზოგიერთ ქვეყანაში, ხშირად ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან თამბაქოს პლანტაციებში უწევთ
მუშაობა იმისთვის, რომ უზრუნველყონ ოჯახის შემოსავალი. ეს ბავშვები „მწვანე თამბაქოს
დაავადებით“, რომელსაც თამბაქოს სველი ფოთლების დამუშავების პროცესში კანიდან შეწოვილი
ნიკოტინი იწვევს, ავადდებიან.
 რამდენადაც, თამბაქოს მოხმარების დაწყების მომენტიდან ჯანმრთელობის
პრობლემების გამოვლენამდე რამოდენიმე წელია საჭირო, თამბაქოსთან
დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილობის ეპიდემია ახალი დაწყებულია.
 მე–20 საუკუნეში თამბაქოს მოხმარებასთან 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი
იყო დაკავშირებული. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 21 საუკუნეში
თამბაქოსთან 1 მილიარდი სიკვდილი იქნება დაკავშირებული.
 2030 წლისთვის, თამბაქოს კონტროლისკენ მიმართული შესაბამისი
ღონისძიებების გატარების გარეშე, თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილობა
8 მილიონამდე გაიზრდება. ამ სიკვდილობის 80%–ზე მეტი დაბალ და საშუალო
შემოსავლიან ქვეყნებში დაფიქსირდება.
 თამბაქოს ნაწარმის მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილ კვამლს, რომელიც ავსებს რესტორნებს, ოფისებს და სხვა
დახურულ სივრცეებს, როცა ადამიანები ეწევიან, მეორადი კვამლი ქვია. თამბაქოს კვამლში 4000–მდე ქიმიური
ნივთიერებაა; მათგან 250 კარგად ცნობილი მავნე ნივთიერებაა, 50–ზე მეტი კი კიბოს გამომწვევია. არ არსებობს
მეორადი კვამლის ზემოქმედების უსაფრთხო დონე.
 მოზრდილებში, მეორადი კვამლი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, მათ შორის გულის
კორონალურ დაავადებებს და ფილტვის კიბოს, ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომს, ორსულებში
დაბალწონიანი ნაყოფის დაბადებას იწვევს.
 ბავშვების თითქმის ნახევარი რეგულარულად იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში.
 ბავშვების დაახლოებით 40%–ს ერთი მწეველი მშობელი ყავს.
 მეორადი კვამლი ყოველწლიურად 600000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
 2004 წელს ბავშვებზე მეორად კვამლთან დაკავშირებული სიკვდილობის 28% მოდიოდა.
 ყველა ადამიანს აქვს თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი ჰაერით სუნთქვის უფლება. თამბაქოსაგან თავისუფალი
კანონი იცავს არამწეველთა ჯანმრთელობას, არ აყენებს ზიანს ბიზნესს და ხელს უწყობს მწეველებს თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტაში.
 მსოფლიოს მოსახლეობის 16%–დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი-თამბაქოსაგან თავისუფალი სახელმწიფო
პოლიტიკითაა დაცული.

 თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს, კვლევების
მიხედვით, არცთუისე ბევრი ადამიანი აღიქვამს. მაგ, ჩინეთში 2009 წელს
ჩატარებულმა კვლევის მიხედვით მწეველთა მხოლოდ 38 %–მა იცოდა, რომ
მოწევა იწვევს გულის კორონალურ დაავადებებს და მხოლოდ 27%–მა იცოდა,
რომ იწვევს ინსულტს. იმ მწეველთა უმრავლესობას, რომელთაც ქონდათ
ინფორმაცია თამბაქოს საფრთხეების შესახებ, უნდოდა თავის დანებება მოწევაზე.
 კონსულტაციებს და მედიკამენტებს შეუძლიათ თამბაქოზე თავის დანებების
წარმატებულობის გაორმაგება.
 თამბაქოს მომხმარებელთათის თამბაქოზე თავის დანებების ეროვნული სერვისები,
საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვით, ხელმისაწვდომია მხოლოდ 21
ქვეყანაში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 15%ცხოვრობს.
 დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ერთ მეოთხედში თამბაქოზე თავის დანებების
სერვისები ჯერჯერობით არ არსებობს.
გმადლობთ ყურადღებისათვის

You might also like