You are on page 1of 7

თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული რისკ-ფაქტორები და მისი

აღმოფხვრის გზები მოზარდებში

ნიკა ლაზაშვილი

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

კურსის ხელმძღვანელი: მანანა მალაღურაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2018
განაცხადი

როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს


ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს,
რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების
შესაბამისად.

ნიკა ლაზაშვილი

11.05.2018

i
სარჩევი

შესავალი........................................................................................................................................ 4

გამოყენებული ლიტერატურა ............................................................................................................6

1
შესავალი

თანამედროვე სამყაროში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის


ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად
იმისა, რომ უამრავი ლოზუნგი, სარეკლამო კამპანია და რეგულაცია არსებობს
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მწეველთა სტატისტიკური მაჩვენებელი
დღითიდღე იზრდება. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული რისკ-ფაქტორები და მისი
აღმოფხვრის გზები უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში, რადგან
თამბაქოს მოხმარების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად 7 მილიონზე
მეტი ადამიანი იღუპება, გლობალურად, მწეველია მამაკაცების 40%, ხოლო ქალების -
9%.1 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, თუ არ განხორციელდება
თამბაქოს კონტროლის შესაბამისი ღონისძიებები, 2030 წლისთვის, თამბაქოს
მოხმარება გამოიწვევს 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს.2

მრავალი ექიმი, მეცნიერი თუ მკვლევარი საუბრობს, იმ დაავადებათა შესაძლო


განვითარებაზე, რასაც იწვევს თამბაქოს გამოყენება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
ხშირად თამბაქოს მოხმარება ადრეულს ასაკში იწყება. მოზარდებში დაავადების
გამომწვევ მიზეზად კი უმრავლეს შემთხვევაში თამბაქოს მოხმარება სახელდება. ეს
ფაქტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის აღნიშნულ პრობლემას, რადგან სწორედ
მოზარდები წარმოადგენენ ქვეყნის მომავალს, რაც უფრო ჯანმრთელია საზოგადოება
მით უფრო განვითარებულია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე მოზარდთა
ჯანდაცვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.3

კვლევის მიზანია გავეცნო არსებულ პრობლემას უფრო საფუძვლიანად და


დავამტკიცო, რომ თამბაქოს გამოყენება მხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს
ადამიანის ცხოვრებაზე. ასევე მინდა მეტი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას
თამბაქოს მავნებლობის შესახებ და კონკრეტულად რა დაავადებების გამომწვევია ის

1 თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და კანონის აღსრულება.


http://ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=bef2c866-41a3-47ae-9edb-ce1b722c244c (11.5.2018)
2 World Health Organization. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/ (11.5.2018)

3 ბაკაშვილი, ია. 2006. სასუნთქი სისტემის დაავადებები მოზარდებში (სიხშირე, ხელშემწყობი

ფაქტორები, კლინიკური თავისებურებები). დისერტაცია. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის


ინსტიტუტი.
2
მოზარდებში, ვისაუბრებ აქტიურ და პასიურ მწეველებზე, მკითხველს გავაცნობ
ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებს პასიურ, არამწეველ ადამიანებს
აქტიური მწეველები. აღნიშნულ კვლევაში განვიხილავ რა მდგომარეობაა
საქართველოში ამ კუთხით და რა რეგულაციებითა და მეთოდებით ცდილობს
სახელმწიფო და არსამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული პრობლემის
აღმოფხვრას.

მოცემულ თემაზე მუშაობის დროს შევეცდები სხვადასხვა ექსპერტის ნაშრომებზე


დაყრდნობით პასუხი გავცე კვლევის დროს გაჩენილ კითხვებს:

 რატომ იწყებენ მოზარდები თამბაქოს მოხმარებას და რატომ ხდებიან მასზე


დამოკიდებულნი;
 ამართლებს თუ არა აკრძალვა, რომლის მიხედვითაც იზღუდება თამბაქოს
მიყიდვა არასრულწლოვანთათვის.
 რა მდგომარეობაა სკოლებში?
 რა როლი აკისრია სკოლას ბავშვის მწეველ ინდივიდად ჩამოყალიბებაში.

3
გამოყენებული ლიტერატურა

ბაკაშვილი, ია. 2006. სასუნთქი სისტემის დაავადებები მოზარდებში (სიხშირე,

ხელშემწყობი ფაქტორები, კლინიკური თავისებურებები). დისერტაცია.

სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.

თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და კანონის აღსრულება.

http://ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=bef2c866-41a3-47ae-9edbce1b722c244c

(11.05.2018)

ქაქუთია, ნათია. მაია შიშნიაშვილი. სიგარეტი - ღირს ამ ,,სიამოვნებაზე“ უარის თქმა!

https://ncdcgeorgia.wordpress.com/ (11.05.2018)

1. World Health Organization. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

(11.05.2018)

4
5

You might also like