You are on page 1of 2

,კლასი: VIII

სამიზნე ცნება: ჯანმრთელობა და დაავადება,სტრუქტურა და ფუნქცია, სასიცოცხლო


თვისება,კვლევა
თემა: ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები
საკითხი: ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი თამბაქო,კოფეინი
როგორ წარმოვაჩინო ჩემს მოხსენებაში მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენა ადამიანის
ცხოვრებაზე და მათი დაძლევის გზები?
კომპლექსურის სათაური: იცხოვრე მავნე ჩვევების გარეშე
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინეთ, რომ ხართ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები და
მუშაობთ შემდეგ კომიტეტებში:

 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი


 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;
 განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი
კომიტეტების მიხედვით დაამუშავე ინფორმაცია, ინფორმაციის დამუშავების შემდეგ,

წარმოადგინე მოხსენება (წინადადებების პაკეტი ) თემაზე:

,,იცხოვრე მავნე ჩვევების გარეშე“, რომელშიც დაასაბუთებთ, კომიტეტების მიხედვით,


პრობლემების გადაჭრის თქვენეული წინადადებების უპირატესობას.

მოხსენების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 ექსპერიმენტის ეტაპები და შედეგის ანალიზის საფუძველზე გააკეთე დასკვნა:


რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება ორგანოების/ ორგანოთა სისტემების
სტრუქტურებსა და მათ ფუნქციონირებაზე ? (სტრუქტურა და ფუნქცია მ.წ 3,
კვლევა-მ.წ. 1)
 როგორ მოქმედებს ცალკეული ორგანოებისა და მათი
სისტემების სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებზე ალკოჰოლის,
ნარკოტიკის და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება? როგორ
უკავშირდება ეს ორგანოთა სისტემები ერთმანეთს?
( სტრუქტურა და ფუნქცია- მ.წ. 3 , სასიცოცხლო თვისება - მ.წ. 2 )

 როგორ შეიძლება იმოქმედოს მავნე ჩვევების მიმართ დამოკიდებულებამ


ადამიანის იმუნიტეტსა და ჰომეოსტაზზე?
(ჯანმრთელობა და დაავადება - (მ.წ. 3,4)
 რა გავლენას ახდენს ადამიანის მავნე ჩვევების მიმართ დამოკიდებულების
გაჩენა შრომისუნარიანობაზე?
რესურსი: ვიდეორგოლი მარიხუანას ჭარბი დოზა https://www.youtube.com/watch?
v=DksE6H3ccr0
ვიდეო მწეველი ბოთლი :
https://www.youtube.com/watch?v=nhAl968TiKI
კითხვები, რომელიც დაგეხმარება პრეზენტაციისთვის:
როგორ მოქმედებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ორგანოთა სისტემებზე?
;’

რომელი სასიცოცხლო თვისებების ფუნქციის დარღვევა უკავშირდება ნარკოტიკების


მოხმარებას?

რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ,ნარკოტიკის და სხვა


ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების დაწყება?

You might also like