You are on page 1of 12

სოციალური მედიის გავლენა სხეულის ხატსა და კვებით ჩვევებზე 2015-

2019 წლებში.

ელენე თოფურიძე

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: თინათინ ქავთარაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
განაცხადი

როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი არ შეიცავს სხვა


ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად
წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული
სათანადო წესების შესაბამისად.

ელენე თოფურიძე

21.01.2022

1
სარჩევი

განაცხადი ........................................................................................................................................... 1
სარჩევი ................................................................................................................................................ 2
შესავალი ............................................................................................................................................. 3
ლიტერატურის მიმოხილვა ............................................................................................................ 4
დასკვნა და რეკომენდაციები.......................................................................................................... 7
ბიბლიოგრაფია .................................................................................................................................. 9

2
შესავალი

სოციალური მედია 21-ე საუკუნის განუყოფელი ნაწილია და მას მსოფლიო მასშტაბით


მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. არაერთი მოსაზრება არსებობს იმაზე, რომ
სოციალური მედია დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებასა და ფსიქიკაზე,
როგორც დადებით ისევე უარყოფით ჭრილში. ერთ-ერთია სხეულის ხატთან და კვების
ჩვევებთან დაკავშირებული პრობლემები. სოციალური ქსელების მომხმარებლები
ხშირად აზიარებენ თავიანთ გარეგნობას. ტექნოლოგიური პროგრესი საკუთარი
ფიგურის შეცვლის და იდეალურთან მიახლოების საშუალებას იძლევა ფოტოშოპისა და
ე.წ. „ფილტრების“ დახმარებით. შესაბამისად, სოციალური ქსელების მომხმარებლები
ხშირად ამ იდეალების მიმსგავსებას ცდილობენ. სხეულის ხატი ინდივიდის საკუთარ
სხეულზე წარმოდგენას და დამოკიდებულებას ნიშნავს. ის არ არის ფიქსირებული და
არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს გარე მოვლენებით, განსაკუთრებით სოციალური
გამოცდილებითა და მედიაში ნანახი ინფორმაციით. (Grogan, 1999, 1-2).
ბოლო ათწლეულებში ამ საკითხს დიდი ყურადღება მიექცა სამეცნიერო სივრცეში და
არაერთი კვლევა ჩატარდა მასზე. ერთ-ერთი მათგანი ინსტაგრამის სოციალურ ქსელში
გავრცელებულ ტრენდს ე.წ. „ფიტნეს ინსპირაციის” ზემოქმედებას ეხება. ეს ტენდენცია
მოტივაციური კომენტარებით ხასიათდება, მომხმარებელს ჯანსაღი ცხოვრების
წესისკენ, ჯანმრთელი საკვების მიღებისკენ და ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს.
კვლევის მიხედვით, ის უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლის სხეულის ხატზე და
ადაბლებს მათ თვითშეფასებას გარეგნულ ასპექტში. (Tiggemann, 2015, 65). ამავე
ტენდენციაზე ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი მოტივაციური წერილები
მოქმედებენ ახალგაზრდა მომხმარებლების კვებით ჩვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ
ისინი დადებით შინაარსს ატარებენ და ჯანსაღ კვებას უწევენ რეკომენდაციას,

3
მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ დანაშაულის გრძნობა თუ მათი კვებითი რაციონი
და ფიზიკური აქტივობა არ არის თანხვედრაში ე.წ „ინფლუენსერებთან“.
ზოგიერთისთვის ასეთი რჩევები კალორიების აკვიატებულ თვლას ან კომპულსურ
(უკონტროლო) საკვების მიღებას იწვევს. კველვაში მიღებული მონაწილეები აცხადებენ,
რომ მიუხედავად ამგვარი უარყოფითი გავლენისა, ისინი თავს იძულებულად გრძნობენ
თვალი ადევნონ ამ პუბლიკაციებს და მიჰყვნენ მათ ესებს. (Easton, 2018, 6-7). გამხდარი
ფიგურის იდეალი, რომელიც ძირითადად არარელისტური და მიუვდომელია
ორგანიზმის ჯანმრთელი ფუნქციონირების შემთხვევაში, საკმაოდ გავრცელებულია
სოციალურ მედიაში და ბევრში სხეულით უკმაყოფილებას იწვევს. ხშირია სხეულის
შეცვლის სურვილი და ამ მიზნის მისაღწევად არაჯანსაღი გზების გამოყენება,
როგორიცაა ზედმეტი დიეტა და კალორიების ობსესიური თვლა. (Martinez, 2019, 12).
წინამდებარე საშინაო ნაშრომი მიზნად ისახავს გამოყოს სხვადასხვა ფიგურული
იდეალები სოციალურ მედიაში და განსაზღვროს მათი გავლენა მომხმარებლის
სხეულის ხატზე და მის კვებით ჩვევებზე. ამისთვის პასუხი გაეცემა კითხვას, თუ რა
გზებით და ტენდენციებით ხდება მათი მანიპულირება.

ლიტერატურის მიმოხილვა

საზოგადოებაში მუდმივად იქმნება იდეალური სხეულის სტანდარტები, რომლებიც


უმეტესობისთვის საკუთარი გარეგნობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ხდება. ამ
იდეალების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ოპტიმალური საშუალება სოციალური
მედიაა. ციფრულ სამყაროში ნებისმიერს აქვს საშუალება საკუთარი სხეული
სრულყოფილად, მაგრამ არარეალისტურად წარმოაჩინოს. ეს ყველაფერი
მომხმარებლების სხეულის ხატის შეფასებაზე ისახება და იდეალური ფიგურის
მისაღწევად კვებით მანიპულირებას იწვევს. სხეულის ხატი ადამიანის მიერ შექმნილი
საკუთარი გარეგნობისა და სხეულის სურათს ნიშნავს. სხეულის ხატი პირველად
ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ ჭრილში პოლ შილდერმა განიხილა. შილდერამდე
ეს ითვლებოდა როგორც ტვინის დაზიანების შედეგად საკუთარი სხეულის
4
დამახინჯებული აღქმა. თუმცა, შილდერის აზრით სხეულის ხატი კოგნიტური
ფუნქციონირების გარდა, გარემოსა და სხვებთან ურთიერთობის ზემოქმედებითაც
ყალიბდება. სხეულის ხატი მგრძნობიეარეა სოციო-კულტურული ფაქტორების მიმართ
და არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს. (Grogan, 1999, 1-2).
აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში შესწავლილი იქნა თუ რა გავლენას
ახდენს ინსტაგრამის სოციალურ ქსელში, როგორც ცნობადი სახეების, ასევე
არაცნობადი, რიგითი მომხმარებლების მიერ განთავსებული მთლიანი სხეულის,
თანაბრად მიმზიდველი და გამხდარი სურათები. შედეგებმა აჩვენა, რომ მათმა ნახვამ
მონაწილეებს საკუთარი სხეულით უკმაყოფილებისკენ უბიძგა. აქედან გამომდინარე
ირკვევა, რომ იდეალურთან მიახლოებული ფიგურის ნახვა მოკლე დროში ახერხებს
მომხმარებლებს დისკომფორტი შეუქმნას. მკვლევარების ვარაუდისგან განსხვავებით,
ცნობილი და არა ცნობილი ადამიანების სურათებმა, იმავე ზემოქმედება იქონიეს
გამოკითხულებზე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მომხმარებლები ყურადღებას უმთავრესად
იდეალურთან მიახლოებულ სხეულზე ამახვილებენ და ნაკლებად ინტერესდებიან მათი
ავტორების ვინაობით. კვლევამ აგრეთვე დაადგინა, რომ ამ პროცესში შუამავლის როლი
„სელებრითების გაღმერთებამ“ შეასრულა. მომხმარებლები, მათ ერთგვარ კერპად
აღიქვამენ და ცდილობენ თავიანთი სხეული მათთან თანხვედრაში მოიყვანონ. (Brown,
2016).
ბოლო დროს სოციალურ მედიაში გამოიკვეთა ორი ტრენდი. ერთ-ერთი ე.წ “ფიტნეს
ინსპირაცია” (fitspiration) სხეულის ათლეტურობას, ფიზიკურ ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას
უწევს პოპულარიზაციას. ხოლო მეორე, (ე.წ “thinspiration”) გამხდარი სხეულის
იდეალიზაციას ახდენს. ამ ტრენდების გავლენა დიდია სოციალური მედიის
მომხმარებლების სხეულის ხატზე, რასაც წინამდებარე კვლევა ამტკიცებს. სტუდენტები
1 კვირის მანძილზე ნახულობდნენ ამ ორი ტრენდის პუბლიკაციებს, რაც თითო ჯერზე 5
წუთს არ აღემატებოდა. შემდეგ ავსებდნენ კითხვარებს საკუთარი სხეულის
კმაყოფილების შესახებ. დადგინდა, რომ ორივე ტრენდმა უარყოფითად იმოქმედა
მონაწილეების სხეულის ხატზე, სურათების ნახვისთვის გამოყოფილი დროის სიმცირის
მიუხედავად. ეს შედეგი ემთხვევა წინა კვლევის დასკვნას, რომ სოციალური მედიაში

5
განთავსებული ფიგურულ იდეალებისთვის ცოტა დროა საკმარისი, რათა უარყოფითი
ზემოქმედება მოახდინოს მომხმარებლის სხეულის ხატზე.
მართალია, გავლენა მცირე აღმოჩნდა, თუმცა მკვლევარები თვლიან, რომ ამ შინაარსის
სურათების ნახვას შეუძლია დროსთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს
მათი სხეულის ხატის აღქმაში. აღსაღნიშნავია, რომ სურათები რომლებიც სიგამხდრის
იდეალს ასახავდნენ, ორმაგი დისკომფორტი გამოიწვია მონაწილეებში, ვიდრე “ფიტნეს
ინსპირაციამ”. მიუხედავად ამ შედეგისა, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ “ფიტნეს
ინსპირაცია” ვერ დახასიათდება, როგორც ჯანსარი ცხოვრების წესის გავრცელების
ოპტიმალური გზა. (Griffiths, 2019).
კიდევ ერთ კვლევაში “ფიტნეს ინსპირაციის” სხეულის ხატზე გალვენის დასადგენად,
კვლევაში მონაწილეობა 18-25 წლის პირებმა მიიღეს, რომლებიც ყოველდღიურად
ადევნებდენ თვალს ამ ტრენდის პუბლიკაციებს. გამოკითხვის პასუხები წინა კვლევის
შედეგებს ემთხვევა, კერძოდ აჩვენებს, რომ მონაწილეები უკმაყოფილონი არიან
საკუთარი სხეულით და ცდილობენ იდეალურ ათლეტურ ფიგურასთან მიახლოებას.
(Easton, 2018). გამოკითხულების მიხედვით, ამგვარ სურათებში ხშირად
არარეალისტური და რთულად მიღწევადი სხეულია წარმოდგენილი, რაც აძლიერებს
გარეგნობის მათთან შედარების პროცესს და საკუთარი სხეულით უკმაყოფილებას.
(Easton, 2018, 6). კვლევის ერთ-ერთი მონაწილის მიხედვით “ფიტნეს ინსპირაციის” მიერ
მოწოდებული ჯანსაღი დიეტის დაცვა იმდენად რთულია, რომ კვებითი რაციონის
ზედმეტ კონტროლს იწვევს, თუმცა ხანდახან სწორედ ეს არარეალისტური მიზანი
ხდება გადამეტებული საკვების მიღების მიზეზი. ერთი მონაწილის აზრით კი, თუკი ის
ამ ტრენდის მიხედვით დაიწყებდა კვებას, უდაოდ კვებითი აშლილობის რისკის ქვეშ
დადგებოდა. (Easton, 2018, 7). მიუხედავად ამისა, გამოკითხულებმა აღნიშნეს, რომ
„ფიტნეს ინსპირაცია“ მათ ჯანსარი ცხოვრების წესის მოტივაციას აძლევდა.
ზემოთ აღწერილ კვლევაში ნაჩვენებია „ფიტნეს ინსპირაციის როგორც გამიზნული
დადებითი მიზანი, ისევე უარყოფითი შედეგი მომხმარებელზე, რაც თანხვედრაშია წინა
კვლევის ავტორების აზრთან, რომ მიუხედავად თავისი შინაარსისა, ეს ტრენდი უდაოდ
ზიანის მომტანია მომხმრებლისთვის.

6
სოციალურ მედიაში გავრცელებული გამხდარი ფიგურის იდეალის და კვებითი
ქცევების დარღვევას შორის კავშირის დასამტკიცებლად, ჩატარდა კვლევა, რომელშიც
18-25 წლის ასაკამდე მდედრობითი სქესის პირები გამოიკითხნენ. წინა კვლევების
მსაგვსად, სოციალური მედიის მოხმარების სიხშირე სხეულით უკმაყოფილების მაღალ
მაჩვენებელთანაა დაკავშირებული. კერძოდ, გამოკითხულები სოციო-კულტურული
ფაქტორებით დადგენილი იდეალური წონის და ფიგურის მიღწევას ცდილობენ.
(Martinez, 2019, 7). გამოკთხულების 48%-ს ამას დიეტის გზით ცდილობს, რომლის
წარუმატებლობის შემთხვევაშიც იზრდება საკუთარი სხეულის ხატის დამახინჯებული
აღქმა და მიზნის მისაღწევად არაჯანსაღი გზების გამოყენება. კერძოდ კვების რაციონზე
გადამეტებული ყურადღების გამახვილებასა და ჯანმრთელობისთვის მავნე დიეტაში,
რაც გამოკითხულების 38.77% ახასიათებს. (Martinez, 2019, 7).
აღნიშნული კვლევის შედეგების წინა კვლევასთან შედარებისას ჩანს, რომ კვების
რაციონის კომპულსურ კონტროლს იწვევს არამარტო „ფიტნეს ინსპირაციის“ ტრენდი
სოციალურ მედიაში, ასევე გამხდარი ფიგურის იდეალის პროპაგანდა. განსხვავება მათ
შორის მიზანია: პირველის შემთხვევაში მომხმარებელი სიჯანსაღეს, ხოლო მეორეს
შემთხვევაში წონის დაკლებას ცდილობს.

დასკვნა და რეკომენდაციები

აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოციალურ მედიაში წარმოჩენილი


ფიგურული იდეალები და კვების რაციონის გაზიარება უარყოფითად ისახება
მომხმარებლის სხეულის ხატზე და იწვევს დარღვეულ კვებით ქცევებს. სოციალურ
ქსელებში შესაძლებელია სრულყოფილად და სურვილისამებრ წარმოჩინდეს
ნებისმიერი რამ. ეს ხალხს უნერგავს არარეალისტურ, მაგრამ მიმზიდველ სხეულის
ხატს და კვებითი რეჟიმის სრულყოფილ ნიმუშს. შესაბამისად, მომხმარებლები
ცდილობენ მიემსგავსონ სრულყოფილ ვიზუალს და დაიცვან კვების ინსტრუქციები.
ისინი მიმართავენ ვარჯიშს და დიეტას, რაც ჩვეულებრივ კარგი შედეგების მომტანი

7
უნდა იყოს. თუმცა აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ეს ქცევა პათოლოგიურ სახეს
იძენს და საზიანო ხდება ჯანმრთელობისთვის.
კვლევაში ხაზგასმული იქნა რამდენიმე საკვანძო საკითხი სოციალურ მედიაში
ფიგურული იდეალებისა და მათი გავლენის შესახებ. გამოიკვეთა გამხდარი
სხეულისკენ სწრაფვის ტენდენცია, რასაც გადაჭარბებული დიეტა მოჰყვება.
დადგენილი წონის მიუღწევლობის შედეგი კი დაქვეითებული თვით-შეფასება და
საკუთარი სხეულის დამახინჯებული აღქმაა. ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს
ჭარბწონიანად და არამიმზიდველად მიიჩნევდეს, რადგან ვერ აკმაყოფილებს
სოციალურ მედიაში არსებულ სტანდარტებს.
ასევე, ყურადღება გამახვილდა ფიტნეს იდეალსა და ჯანსაღი კვების
პოპულარიზაციაზე. კვლევამ დაადგინდა, რომ ეს უკანასკნელი მომხმარებლის ნაწილს
მოტივაციას აძლევს და შინაარსიდან გამომდინარე, სიჯანსაღისკენ მოუწოდებს. თუმცა,
ხშირ შემთხვევაში მასაც შეუძლია უარყოფითი შედეგების მოტანა. კერძოდ, ადამიანი
ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს ჯანსაღ საკვებზე, კალორიების რაოდენობაზე და
გადამეტებულად ვარჯიშობს. ეს როგორც ფსიქიკისთვის, ისევე ფიზიკური
ჯანმრთელობისთვისაა საზიანო.
გარდა ამისა, გამოვლინდა, რომ ცნობილი და არაცნობილი პირების მიერ განთავსებული
სურათებს თანაბარი გავლენა აქვთ. აქედან გამომდინარე, ეს დაწესებული სტანდარტები
უნივერსალურია ნებისმიერი ადამიანისთვის და არ განისაზღვრება ცნობადობის დონის
მიხედვით.
შემდგომი კვლევებისთვის შესაძლებელია ყურადრება მიექცეს იმას, თუ როგორ
შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა სოციალურ მედიაში არსებული იდეალები და
მოწოდებები საკუთარი სხეულის და ჯანმრთელობის სასარგებლოდ, ფსიქიკური და
ფიზიკური კეთილდღეობის დარღვევის გარეშე.

8
ბიბლიოგრაფია

Brown, Zoe and Marika Tiggemann. 2016. Attractive celebrity and peer images on Instagram:
Effect on women’s mood and body image. Body Image. 19: 37-43.

https://ezproxy.iliauni.edu.ge:2052/science/article/pii/S1740144516300936

(25.12.2021)

Easton, Stephanie, Katherine Morton, Zara Tappy, Daniella Francis and Laura Dennison. 2018.
Young People’s Experiences of Viewing the Fitspiration Social Media Trend: Qualitative Study.
Journal of Medical Internet Research. 20, iss. 6.
https://www.researchgate.net/publication/325829238_Young_People's_Experiences_of_Viewing
_the_Fitspiration_Social_Media_Trend_Qualitative_Study
(28.11.2021)
Griffiths, Scott and Ashleigh Stefanovski. 2019. Thinspiration and fitspiration in everyday life:
An experience sampling study. Body Image. 30: 135-144.

https://ezproxy.iliauni.edu.ge:2052/science/article/pii/S1740144518305059

(25.12.2021)

Grogan, Sarah. 1999. Body Image: Understanding Body Dissatisfaction in Men, Women and
Children. London: Routledge.
http://www.art-
therapy.gr/images/stories/book_library/new/%CE%92%CE%99%CE%92%CE%9B%CE%99%CE
%91/art%20therapy/Body-Image-Understanding-Body-Dissatisfaction-in-Men-Women-a.pdf
(28.11.2021)
Martinez-Aparacio, Pilar, Alberto-Jesus Perea-Moreno, María Pilar Martinez-Jimenez, María
Dolores Redel-Macías, Claudia Pagliari and Manuel Vaquero-Abellan. 2019. Social Media, Thin-

9
Ideal, Body Dissatisfaction and Disordered Eating Attitudes: An Exploratory Analysis.
International Journal of Environmental Research and Public Health. 16(21).
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6861923/pdf/ijerph-16-04177.pdf
(02.12.2021).
Tiggemann, Marika and Mia Zaccardo. 2015. “Exercise to be fit, not skinny”: The effect of
fitspiration imagery on women’s body image. Body image. 15: 61-67.
https://ezproxy.iliauni.edu.ge:2052/science/article/pii/S1740144515000893
(28.11.2021)

10
11

You might also like