You are on page 1of 4

გიორგი ჯოლოხავა

ალკოჰოლზე დამოკიდებულება და მისი გამომწვევი პრობლემები

შესავალი

მსოფლიოში ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და


გავლენა ალკოჰოლის მოხმარებას აქვს. ბევრ ქვეყანაში ალკოჰოლს ხალხი
დღესასწაულებზე და სტრესის დასაძლევად იყენებენ. ალკოჰოლის მოხმარე ისეთ
სირთულეებთანაა დაკავშირებული როგორებიცაა: განქორწინება, სოციალური და
ფსიქოლოგიური პრობლემები, ძალადობა, სუიციდი და სხვა. დღევანდელ მსოფლიოში
მიჩნნეულია, რომ ადამიანი ალკოჰოლს იღებს უარყოფითი ემოციების დროს, როგორც
საკუთარი თავის დახმარება. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებში
შედარებით მეტი იმპულსური ქცევა ვლინდება, რაც, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს,
როგორც მომხმარებელს, ასევე იმ ადამიანებს ვინც მათ გვერდით იმყოფება. რამდენიმე
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარებას ძალიან უწყობს ხელს
ემოციური დაძაბულობა, ამიტომ ამ სტრესულ გარემოში ალკოჰოლზე
დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი საკმაოდ მაღალია.

ალკოჰოლის მოხმარების გავლენა ძალიან მაღალია ბავშვებშიც. ალკოჰოლი ძალიან


დიდ პრობლემას უქმნის ადამიანის შრომისუნარიანობას და დაკავშირებულია
ეკონომიკურ დიდ პრობლემასთან, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ოჯახის ცხოვრების
საკითხების გაუარესებაას.

ალკოჰოლოზე დამოკიდებულების დაძლევისთვის არაერთი ხერხი არსებობს, მაგრამ


მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა გამოსავალი არ არის და ხშირ შემთხვევბში
საჭიროებს ფსიქოლოგების ჩართვას. ალკოჰოლზე დამოკიდებულება ნიშნავს იმას,
როდესაც ადამიანს მის გარეშე ვერ ძლებს და სასმელი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება.

მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარებით


წელიწადში 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება. ალკოჰოლი 200-მდე დაავადების
1
გამომწვევი მიზეზია, რაც საგრძნობლად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე
გონებრივ ფუნქციონირებას. ალკოჰოლზე დამოკიდებულება იწვევს ისეთ დაავადებებს
როგრებიცაა: სიმსივნე, ციროზი, გულის პრობლემები, ინსულტი, დეპრესია და სხვა
დაავადებები. ასევე საკმაოდ ხშირადაა ჩადენილი დანაშაულები, როდესაც ადამიანი
ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშაა. კვლევებზე დაყრდნობით მსოფლიოში 6.1% მამაკაცი
სწორედ ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებით იღუპება, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი
ნაკლებია და 1.1%. ალკოჰოლის მოხმარების ზრდასთან ერთად იმატებს ფიზიკური და
ფსიქოლოგიური პრობლემების რისკი, რაც საკმაოდ დიდ გავნელას ახდენს ადამიანების
ჯანმრთელობაზე.

კვლევის მიზანია როგორც ცოდნის მოგროვება და განვრცობა, ასევე რაიმე წვლილის


შეტანა. კვლევის ერთ-ერთი მიზანია ქვეყანაში არსებული სერვისების და ხარისხების
შესწავლა, რომლებიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ხელს შეუწყობენ მათ
დაძლევაში. საზოგადოებამ უნდა გაიგოს თუ რამდენად საზიანოა ალკოჰოლის ჭარბი
მოხმარე მათი ორგანიზმისთვის.
კვლევაში პასუხები გაეცემა შემდეგ კითხვებს:

 რა პრობლემებს გადააწყდება ადამიანი, რომელიც ჭარბი რაოდენობით

ალკოჰოლს მიიღებს?

 შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა შეძლოს ალკოჰოლის მიღებით

გამოწვეული პრობლემების დაძლევა?

 რა საფრთხის ქვეშ დადგება ადამიანი თუ მან 12 ერთეულზე მეტი ალკოჰოლი

მიიღო?

 როგორ უნდა იმკურნალოს ადამიანმა, რომელიც ალკოჰოლზეა დამოკიდებული?

2
ბიბლიოგრაფრა

ბულაშვილი, ნინო 2019. ალკოჰოლზე დამოკიდებულება - სერვისები და გამოწვევები


საქართველოში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივეერსიტეტი. (12/05/2022)

ხურცილავა, ნინო,2015წ. ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული


აშლილობები (ალკოჰოლიზმი). ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებით
გამოწვეული აშლილობები ( ალკოჰოლიზმი). intermedia.ge (12/05/2022)

გოგიჩაიძე,მარიამ. ლინდია,ნათია2019წ. საქართველოს უნივერსიტეტი,


ალკოჰოლიზმი - ნეიროპათოფიზიოლოგია, ჯანმრთელობის დაცვის
გამოწვევები.მედიცინის დეპარტამენტი.

[http://caucasushealth.ug.edu.ge/pdf/v3i4/Alcoholism%20%E2%80%93%20neuro-
pathophysiology,%20health%20promotion%20challenges.pdf?
fbclid=IwAR2aLgdYc5Uqx3FjQakxR1UbYcphYaNUwTnUwSuKwEYUCfQVQP4tFdJjAJA ]
(05/12/2022)

NHS, 2018წ. Alcohol misuse (overview, risks, treatment). Alcohol misuse - NHS
(www.nhs.uk) (05/12/2022)

3
4

You might also like