You are on page 1of 15

ლკოჰოლისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედება

ავტორები: ლიზა დუმბაძე


ანეტა ცენტერაძე
ნინო თურმანიძე
ალკოჰოლიზმი
 ალკოჰოლიზმი მისი
გავრცელებული და
ისტორიული გამოყენებით,
ნიშნავს ნებისმიერ
მდგომარეობას, რომელშიც
ადამიანი ხანგრძლივი
მოხმარების შედეგად
ვარდება. განურჩევლად
ჯანმრთელობის
პრობლემებისა და ნეგატიური
სოციალური შედეგებისა.
 უფრო ზუსტად კი
აკოჰოლიზმი არის სპირტიანი
სასმელებისადმი
ავადმყოფური ლტოლვა, რის
გამოც მას ნარკომანიის
ჯგუფში განიხილავენ. მისი
ფართოდ გავრცელების გამო
იგი არა მარტო სამედიცინო,
არამედ მწვავე სოციალურ
პრობლემედაც იქცა.
 ალკოჰოლის ზემოქმედება
აისახება ადამიანის ფსიქიკურ
და ფიზიკურ ფუნქციებზე.
ალკოჰოლის მცირე დოზით
მიღება განაპირობებს
კუნთების მოდუნებას,
მცირეოდენ გაბრუებას და
ერთგვარ დამშვიდებას, რაც
სიამოვნებას ანიჭებს
ადამიანს.
 იგი განსაკუთრებით
ნევროზული ან
ფსიქოპათიური ხასიათის
პიროვნებას გვრიას
სიამოვნების შეგრძნებას.
ხშირ შემთხვევაში სწორედ
ასეთი ადამიანები იქცევიან
ხოლმე შემდეგში ე.წ.
ქრონიკულ
ალკოჰოლისტებად. ასეთ
პიროვნებებს ახასიათებს
აბსტინენციური სინდრომი,
 ფსიქიკის და შინაგან
ორგანოთა მუშაობის
აშლილობით და მძიმე
შეგრძნებებით. მათ
დასათრგუნად იგი
იძულებულია მიიღოს
სასმელის ახალი დოზა.
ალკოჰოლიზმის განკურნების
სხვადასხვა მეთოდი
არსებობს. მედიკამენტები,
ჯგუფური თერაპიები და
სხვა...
ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ, შეიძლება,
სხვადასხვა სახის ფიზიკური დარღვევა
გამოიწვიოს:
 1. ალკოჰოლს გარკვეული
ტიპის ქსოვილებზე,
განსაკუთრებით, ღვიძლსა და
თავის ტვინზე, უშუალო
ტოქსიკური მოქმედება
ახასიათებს;
 2. ალკოჰოლის ჭარბად
გამოყენებას ხშირად თან
სდევს ცუდი კვება, რაც
იწვევს ცილებისა და B ჯგუფის
ვიტამინების ნაკლებობას;
 3. იზრდება უბედური
შემთხვევების,
განსაკუთრებით, ქალა-
ტვინის ტრავმის მიღების
რისკი;
 4. ალკოჰოლის ჭარბად
მოხმარებას თან სდევს
დაუდევრობა და აქედან
გამომდინარე,
გაზრდილია მოწ-
ყვლადობა ინფექციების
მიმართ.
თამბაქო
 მოსაწევი თამბაქო
მრავალწლოვანი მცენარეა,
მაგრამ მოჰყავთ როგორც
ერთწლოვანი. თამბაქოს
სამშობლოდ ითვლება სამხრეთ
ამერიკა. საქართველოში თამბაქო
XVII საუკუნის ბოლოს და XVIII
საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს.
ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო.
მაღალხარისხოვანი საპაპიროსე
თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX
საუკუნის I ნახევარში გავრცელდა.
პირველად იგი აფხაზეთში
გააშენეს, შემდეგ - აჭარაში.
 დამუშავებული თამბაქო
შეიცავს 2550ქიმიურ
ნივთიერებას. მოწევის დროს
მწეველი შეისუნთქავს
დაახლოებით 4000ტოქსიკურ
ნივთიერებას,
რომელთაგანაც 43
კანცეროგენია (კიბოს
გამომწვევი ნივთიერება).
ქიმიური ნივთიერებები
ორგანიზმზე ზემოქმედებენ
მასში მოხვედრისთანავე.
 როდესაც ახალგაზრდა ადამიანი
იწყებს თამბაქოს მოხმარებას,
იწყება მისი ორგანოებისა და
ორგანოთა სისტემების
დაზიანება, განსაკუთრებით
ზიანდება: ფილტვები და
სასუნთქი სისტემის სხვა
ორგანოები, ირღვევა ფიზიკური
და გონებრივი
შრომისუნარიანობა. ნიკოტინი
თამბაქოს შემადგენელი
ნაწილია. იგი იწვევს
დამოკიდებულების
განვითარებას.
 იგი იწვევს გულის
შეკუმშვათა სიხშირის
ზრდას, ხელს უშლის
ერითროციტების მიერ
სისხლში ჟანგბადის
მიწოდებას, რაც
განაპირობებს
მნიშვნელოვანი
ორგანოების
ჟანგბადოვანი შიმშილის
განვითარებას.
 თამბაქოს მოხმარებისას ეს
ნივთიერებები მაღალი
კონცენტრაციით ხვდება
ორგანიზმში და იწვევს მის
დაზიანებას. მეორადი კვამლის
ზემოქმედებას პასიური მოწევა
ეწოდება, რაც გულისხმობს,
არამწეველი ადამიანების მიერ
თამბაქოთი დაბინძურებული
ჰაერის შესუნთქვას, რაც იგივე
ზიანს აყენებს ორგანიზმს,
როგორც აქტიური მწეველობა.
ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრების ერთერთი ძირითადი
პრინციპი იმაში მდგომარეობს რომ თავიდან მოვიშოროთ მავნე
ჩვევები. საკუთარ თავს ძალა დავატანოთ და შევწყვიტოთ
თმბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ყოველივე ეს
გვართმევს სიცოცხლის წლებსა და ჯანმრთელობას. ჩვენი
ყოველდღიური ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ, უარი უნდა
ვუთხრათ თამბაქოსა და ალკოჰოლს, სამაგიეროდ კი ისინი
ჩავანაცვლოთ ჯანსაღი, სასარგებლო და კარგი ჩვევებით.
შეიყვარეთ საკუთარ თავი და უარი უთხარით თქვენს მავნე
ჩვევებს.
გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like