You are on page 1of 4

მოწამვლა

მოწამვლა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შხამის


ეგზოგენურად მოხვედრის შემთხვევაში. მომწამვლავი ნივთიერება (შხამი) შეიძლება აღმოჩნდეს
პრაქტიკულად ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმში გარკვეული
რაოდენობით მოხვედრისას შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის
მოშლა.
მოწამვლას განიხილავენ როგორც ქიმიურ ტრავმას, რომელიც ვითარდება ორგანიზმში უცხო
ქიმიური ნივთიერების ტოქსიური დოზით მოხვედრის შედეგად.
მოწამვლის გამომწვევი შეიძლება იყოს:
• მედიკამენტები;
• ქიმიური ნივთიერებები (საყოფაცხოვრებო ქიმია);
• შხამიანი მცენარეები;
• გაზი;
• კანზე მოხვედრილი შხამიანი ნივთიერებები;
• ვადაგასული ან უხარისხო საკვები პროდუქტი.
მომწამლავი შეიძლება იყოს ნებისიმიერი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას
იწვევს დაზიანებას, დაავადებას ან სიკვდილს
არჩევენ საყოფაცხოვრებო და საწარმოო მოწამვლას. ადამიანი შეიძლება მოიწამლოს
ალკოჰოლური პროდუქტებით, მცენარეული ან კვებითი სახის მომწალავი ნივთიერებებით.
გადაუდებელი დახმარების ფორმა დამოკიდებულია ორგანიზმში შხამის მოხვედრის გზაზე.
მავნე ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს:
 გადაყლაპვით
 ინჰალაციით (შესუნთქვით)
 ინექციით
 კანიდან.

მოწამვლის კლასიფიკაცია.

- კვებითი მოწამვლა

- სამკურნალო პრეპარატებით და ალკოჰოლით მოწამვლა

- შხამქიმიკატებით მოწამვლა

- გაზით მოწამვლა

- მჟავებით და ტუტეებით მოწამვლა

მოწამვლისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:


 ცვლილებები ქცევაში (უეცარი ძილიანობა, აღგზნებადობა, შენელებული აზროვნება,
არაადექვატური რეაქცია გარემო პირობებზე, კიდურების ტრემორი, კრუნჩხვა და სხვ.)
 კანის ფერის შეცვლა;
 სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაკლება;
 გულის მუშაობის დარღვევა (გულის რითმის და/ან არტერიული წნევის ცვლილებები);
 სუნთქვის დარღვევა;
პირველი დახმარების ძირითადი მიზანი მოწამვლის დროს:
 სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა
მომწამვლელი ნივთიერების დადგენა, მისი ზემოქმედების შეჩერება და შესაბამისი

მკურნალობა
პირველი დახმარება მოწამვლის დროს:
 აუცილებელია შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ მოწამვლა გამოწვეულია მავნე
ნივთიერებების ან აირების გამოყოფით გარემოში, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს პირად
უსაფრთხოებაზე;
 დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზებული
სამსახურები;
 ეცადეთ დაადგინოთ მომწამვლელი ნივთიერების ტიპი, რაოდენობა, მიღების დრო და მისი
ორგანიზმში მოხვედრის გზები. საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შემთხვევის
ადგილზე მოსულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
 შეამოწმეთ ცნობიერების დონე;

 თუ მომწამვლელი ნივთიერება მოხვდა ორგანიზმში კანის ზედაპირიდან, ჩამობანეთ


წყლით დაზიანებული არე;
 თუ დაზარალებულმა შეისუნთქა მომწამვლელი ნივთიერება, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ
სუფთა ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას;
 თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არის,
დააწვინეთ იგი უსაფრთხო პოზიციაში;

გადაუდებელი სამსახურის მოსვლამდე მუდმივად აკონტროლეთ ცნობიერების დონე,


სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;
გარემოს დათვალირებისას მიაქციეთ ყურადღება ცარიელ ან გახსნილ ბოთლებს,
კონტეინერებს, წამლის ქილებსა და მოწყვეტილ მცენარეებს. თუ შესაძლებელია თვით
დაზარალებულისაგან მიიღეთ საჭირო ინფორმაცია
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
ტერმინი კვებითი მოწამვლა - მწვავე არაგადამდები დაავადება, რომელიც წარმოიქმნება
მიკროორგანიზმებით დაბინძურებული საკვები პროდუქტების გამოყენების შედეგად.

კვებით მოწამვლას არ მიეკუთვნება:

- დაავადებები, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში გადამეტებული დოზით საკვები


პროდუქტების მოხვედრის შედეგად (გიპერვიტამინოზი);
- დაავადება, გამოწვეული წინასწარი განზრახვით საჭმელში რაიმე შხამის შეყვანის შედეგად;

- ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებები;

- კვებითი ალერგიები.

კვებითი ინტოქსიკაციისათვის დამახასიათებელია მოკლე ინკუბაციური პერიოდი.


ინტოქსიკაცია ვითარდება ცხოველური წარმოშობის უხარისხო საკვები პროდუქტის
გამოყენებისას (ხორცი, თევზი, ძეხვეული, დაკონსერვებული ხორცი და თევზი, რძე და რძის
პროდუქტები – კრემი, ნაყინი) , აგრეთვე არასწორი შენახვის შეგედაგ. დაავადების პირველი
სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან 2-4 სთ –ის შემდეგ ან გვიან, 20-26 სთ–ის შემდეგ.
დაავადება იწყება უეცრად: საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება, მოვლითი ტკივილები
მუცლის არეში, ხშირი თხელი განავალი . ინტოქსიკაცია გამოვლინდება არტერიული წნევის
დაქვეითებით, პულსის გახშირებით და შესუსტებით, კანის საფარველი ფერმკრთალი, წყურვილი,
მაღალი ტემპერატურით (38-400 C), გულის უკმარისობით, შეიძლება განვითარდეს კუნთების
კრუნჩხვითი შეკუმშვა.
პირველადი დახმარება – სასწრაფოდ კუჭის ამორეცხვა წყლით კუჭის ზონდის
საშუალებით ან ხელოვნურად ღებინების გამოწვევით — დიდი რაოდენობით თბილი წყლის
მიცემა დასალევად (1,5—2 ლ) შემდგომ ენის ძირის გაღიზიანებით. ამორეცხვა ტარდება «სუფთა
წყლის» მიღებამდე.
არ შეიძლება რაიმე საკვების მიღება (1—2 დღის განმავლობაში), მაგრამ უნდა მიიღოს დიდი
რაოდენობით სითხე. უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება ან ავადმყოფი გადავიყვანოთ
სამკურნალო დაწესებულებაში.

სოკოთი მოწამვლა – ვითარდება შხამიანი სოკოს გამოყენების შემთხვევაში. ინტოქსიკაციის


პირველი ნიშნები ვითარდება 1,5 -3 სთ–ის შემდეგ. სწრაფად განვითარებული სისუსტის ფონზე
აღინიშნება ნერწყვისდენა, მრავალჯერადი ღებინება, ძლიერი შეტევითი ტკივილები მუცლის
არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ხშირად ვითარდება აგრეთვე ხშირი სისხლიანი განავალი
და ნერვული სისტემის დაზიანება: ჰალუცინაცია, ბოდვა, კრუნჩხვა.
პირველი დახმარება – სასწრაფოდ კუჭის ამორეცხვა წყლით, ზონდით ან ხელოვნურად
ღებინების გამოწვევით.
თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია კუჭის ამორეცხვა არ შეიძლება.
მოვაბრუნებინოთ თავი გვერდზე, რათა არ მოხდეს ნაღები მასების სასუნთქ გზებში მოხვედრა.
სუნთქვის შეწყვეტის შემთხვევაში – ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.
სამედიცინო დახმარების გამოძახება უნდა იყოს გადაუდებელი:
- მოწამვლის წყარო - სოკო
- შეუჩერებელი ღებინება
- სისხლი განავალში ან ნაღებ მასებში
- სხეულის ტემპეტარურის მომატება
- 3 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი
- მოწამვლის ნიშნები აღენიშნება ოჯახის რამოდენიმე წევრს
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია – ეთილის სპირტი, რომელიც შედის ალკოჰოლური სასმელების
შემადგენლობაში, დამთრგუნველ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ადამიანის ორგანიზმში ეთანოლი გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად და ძმარმჟავად, რომელიც
იწვევს ყველა ორგანოს და ქსოვილების ტოქსიურ დაზიანებას.ალკოჰოლი იწვევს გულზე,
სისხლძარღვებზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ღვიძლზე, თირკმლებზე ზემოქმედებას
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნები:
 ემოციური არასტაბილურობა;
 მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
 სახის კნის გაწითლება;
 გულის რევა და ღებინება;
 სუნთქვის დათრგუნვა და ცნობიერების დარღვევა (მძიმე შემთხვევაში). მძიმე
ტოქსიური დაზიანებისას ვითარდება კომატოზური მდგომარეობა, რომელიც
ხასიათდება ცნობიერების დაკარგვით, გუგების რეფლექსების არ არსებობით (რეაქცია
სინათლეზე), ტკივილის შეგრძნების დაქვეითება.
სამკურნალო პრეპარატებით მოწამვლა - სამკურნალო საშუალებებით მოწამვლა ხშირად
აღინიშნება ბავშვებში, ოჯახში, სადაც არასწორად ინახავენ წამლებს — ბავშვებისთვის მისაწვდომ
ადგილზე. დიდებში მოწამვლა ხდება შემთხვევით დოზის გადამეტებისას, სუიციდის
მცდელობისას და ნარკომანებში. ხშირად მოწამვლა ვითარდება საძილე საშუალებების დოზის
გადამეტებისას.
პირველადი დახმარება სამკურნალო პრეპარატებით და ალკოჰოლით მოწამვლისას.
თუ დაზარალებული გონზეა -კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა. სუნთქვის დარღვევის
შემთხვევაში - ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.
ნარკოტიკებით მოწამვლისას - აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. სუნთქვის
და გულის მუშაობის შეჩერების შემთხვევაში - რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.

საყოფაცხოვრებო ქიმიური ნაწარმით მოწამვლა – დიაგნოსტიკა ძირითადად ემყარება ანამნეზს.


პირველი დახმარება – სუფთა ჰაერზე გამოყვანა.
ნახშიჟანგით მოწამვლა – საკმაოდ ხშირია უკანასკნელ წლებში. ნახშირჟანგი გამოიყოფა
ნებისმიერი საწვავის წვის შედეგად. იგი უსუნო და უფერო მომწავლავი გაზია, რომლის მაღალმა
კონცენრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი რამოდენიმე წუთში.
ნახშიჟანგით მოწამვლის სიმპტომები: ნახშირჟანგის დაბალი კონცენრაცია იწვევს მცირედ
გამოხატულ თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, სუნთქვის შესუსტებას. ნახშირჟანგის
ზომიერ კონცენტრაციას შეუძლია გამოწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის
რევა, გონების დაკარგვა, ცნობიერების დონის შეცვლა.
პირველი დახმარება – სასწრაფოდ გაანიავეთ ოთახი: გააღეთ კარებები და ფანჯრები, გამორთეთ
საწვავზე მომუშავე ნებისმიერი მოწყობილობა.
სუსტი ზედაპირული სუნთქვისას ან სუნთქვის შეწყვეტისას - ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.
მძიმე მოწამვლის შემთხვევაში აუცლებელია ჰოსპიტალიზაცია, რადგან შესაძლებელია სასუნთქი
და ნერვული სისტემის გართულებები
კონცენტრირებული მჟავით და ტუტით მოწამვლისას ძალიან სწრაფად ვითარდება მძიმე
მდგომარეობა, რომელიც პირველ რიგში აიხსნება პირის ღრუს, ხახა, საყლაპავი, კუჭის ფართო
დამწვრობით, იშვიათად ხორხი, მოგვიანებით - შეწოვილი ნივთიერებების სასიცოცხლო
ორგანოებზე მოქმედების შედეგად(ღვიძლი, თირკმლები, ფილტვები, გული).

You might also like