You are on page 1of 26

ანთების

საწინააღმდეგო
საშუალებები
ანთება წარმოადგენს ორგანიზმის
რეაქციას სხვადასხვა გამაღიზიანებელი
ფაქტორების ზემოქმედებაზე . ეს
ფაქტორები შეიძლება იყოს ენდოგენური
და ეგზოგენური .
მათ მიეკუთნება : ბაქტერიული ,
ვირუსული , პარაზიტული , ინფექციის
გამომწვევი , ასევე ალერგიული ,
ფიქიკური , ქიმიური , აგენტები .
ისინი იწვევენ , როგორც
ადგილობრივ ასევე ზოგად
რეაქციებს . ანთებითი რეაქციები
შეიძლება გამოხატული იყოს
ძლიერად და გამოიწვიოს სხვდასხვა
ორგანოს ან ქსოვილის ფუნქციის
დარღვევა.
რომლებიც წარმოიქმნებიან ანთებაში
მონაწილე სხვადასხვა უჯრედული ელემეტებით ,
მაგალითად : ლეიკოციტები , მონოციტები ,
ვაგოფაგები .
ისინი იწვევენ ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებების სეკრეციას .
ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს
ქიმიური აგებულების და სტრუქტურის მიხედვით
ყოფენ სტეროიდულ და არასტეროუდულ
საშუალებებეს .
სტეროიდულ ანთებ საწინააღმდეგო
საშუალებებს მიეკუთნება ლიკოკორდიკო
სტეროიდები , რომელთა მოქმედების მექანიზმი
მდგომარეობს ფერმენტ ფოსფორლიპაზას
ინჰიბირებაში .
არასტეროიდულ ანთებ საწინააღმდეგო
საშუალებებს მიეკუთნება ნივთიერებები ,
რომლებიც აქვეითებენ პოსტანოიზების
ბიოსინთეზს ( ფერმენტ ციკლო ოქსიგენაზას
ლოკატორები ) .
დადგენილია , რომ არსებობს ციკლო
ოქსიგენაზას ორი სახეობა ( ცოგ 1 და ცოგ 2
). ასეთი მიდგომით არასტეროიდულ
ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს
ყოფენ ორ ჯგუფად ცოგ 1 + ცოგ 2 +
არაშერჩევითი ინჰიბიტორები , რომელთაც
მიეკუთნება : აცეტილსალიცილის მჯავა ,
ბუტადიონი , ინდომეტაცინი , იბუპროფენი .
ცოგ 2 -ის ინჰიბიტორი : ცელეკოქსიდი .
რასტეროიდულ ანთების
საწინააღმდეგო საშუალებების
უმეტესობას ახასიათებს ანთების
საწინააღმდეგო ანალგეზიური და სიცხის
დამწევი მოქმედება .
ამ პრეპარატების ანთების
საწინააღმდეგო მექანიზმს უკავშირებენ
მის მაინჰიბირებელ მოქმედებას
ფერმენტ ციკლო ოქსიგენაზაზე .
ისინი აუცილებელია , რადგან მათ
შედეგად მცირდება პროსტანოიდების
პროცედურები , ეს იწვევს : ანთების ,
შეშუპების , ჰიპერემიის და ტკივილის
დაქვეითებას .
ანალგეზიური მოქმედების მექანიზმი
დაკავშირებულია ამ ჯგუფის ნივთიერებების
დამთრგუნველ გავლენასთან
(პოსტაბლანირების სინთეზი ) .
სიცხის დამწევი მოქმედება
განპირობებულია , როგორც
პოსტაგრანდინების სინთეზის
დათრგუნვაზე , ასევე მათ
თერმორეგულაციის ცენტრზე , მათ
ზემოქმედებაზე.
სხეულის ტემპერატურა ქვეითდება
სითბოს გაცემის ან გაზრდის შედეგად
( იზრდება ოფლის გამოყოფა ,
სიცხის დამწევი ეფექტი განსაკუთრებით
ვლინდება ცხელების ფონზე , სხეულის
ნორმალურ ტემპერატურას ისინი პრაქტიკულად
არ ცვლიან .
ამ ჯგუფის ტიპური წარმომადგენელია
სალიცილის მჟავას წარმოებულები , იგივე
სალიცილატები , რომელთა შორის ყველაზე
ხშირად იყენებენ აცეტილსალიცილის მჟავას
( ჯენერილი ) , (ასპირინი ) , რომელსაც აქვს
ტკივილ გამაყუჩებელი , ანთებ საწინააღმდეგო
და სიცხის დამწევი მოქმედება .
აცეტილსალიცილის მჟავას იყენებენ ,
როგორც ანთებ საწინააღმდეგო საშუალებებს ,
მწვავე და ქრონიკული რევმატიული
დაავადებებისას ასევე როგორც ანალგეზიურ
საშუალებას , ნევრალგიების , ნიალგიების ,
სახსრების და ტკივილის დროს .
გვერდითი ეფექრტებია : კუჭ-ნაწლავზე
გამაღიზიანებელი მოქმედება , ასევე ხშირად
გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს
დაწყლულება , ჰემორაგიები .
ხშირად ადგილი აქვს გულის რევას და
პირღებინებას , ასევე შეიძლება
გამოიწვიოს ყურებშ ხმაური , სმენის
დაქვეითება , ალერგიული რეაქციები ,
კანზე გამონაყარი , ბონქოსპაზმი , მისი
გამოყენებისას არ ვითარდება შეჩვევა და
წამლის მიერი დამოკიდებულება .
ბუტადიონი ასევე ახდერნს ანალგეზიურ ანთებ
საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმდებას . მას
ძირითადად იყენებენ , როგორც გამოხატულ ანთებ
საწინააღმდეგო მოქმედ პრეპარატს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია , რომ მას
გამოიყენებენ მწვავე პოდაგრის შემთხვევაში ,
რადგან იგი ხელს უწყობს თირკმელებიდან
შარდმჟავას გამოყოფას .
გვერდითი ეფექტი : დეპრესიული დარღვევა ,
გულის რევა , დიარეა , ღებინება , კუჭდან
სისხლდენა , შეშუპება , ალერგიული რეაქციები .
ინდომეტაცინი თავისი ანთებ
საწინააღმდეგო მოქმედებით უფრო
ძლიერია ვიდრე აცეტილსალიცილის
მჯავა და ბუტადიონი .
კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის
ტრაქტიდან და მას იყენებენ , როგორც
რევმატიული ართრიტის სხვადასხვა
ქრონიკული რევმატული დაავადებების და
ასევე პოდაგრას შემთხვევაში .
გვერდითი ეფექტები : არასასურველი
ზეგავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ,
დისპეპსიური მოვლენები , ასევე
შესაძლებელია გამოიწვიოს თავის
ტკივილი , იშვიათ შემთხვევაში
აღინიშნება ფსიქიკური აშლილობა
დეპრესიის და ჰალუცინაციის სახით .
დიკლოფენაკ ნატრიუმი - რომელსაც
ახასითებს სიცხის დამწევი აქტივობა და
მეტნაკლებად აქტიური ანთებ
საწინააღმდეგო მოქმედება .
სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ
იყენებენ იბუპროფენს რომელსაც
ახასიათებს კარგად გამოხატული ანთებ
საწინააღმდეგო , ანალგეზიური და სიცხის
დამწევი მოქმედება .
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
ახლოს არის ბუტადიონთან და აღემატება
აცეტილსალიცილის მჯავას .
ბუტადიონი ზემოაღნიშნული
პრეპარატებიდან შედარებით კარგად
გადაიტანება და დისპეფსიური
მოვლენები უფრო ადვილადაა
გამოხატული ვიდრე სალიცილის დროს .
ასევე ფართოდ გამოიყენება ბოლო წლებში
პრეპარატი ცელევოკსიდი , რომელიც მიეკუთნება
ცოგ 2-ის ინჰიბიტორთა ჯგუფს , მას გააჩნია ანთებ
საწინაღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის
დამწევი მოქმედება .
იყენებენ ანთების და ტკივილის სიმპტომური
მკურნალობისთვის , ოსტეოართროზის ,
რევმატოუდული ართრიტის დროს , ასევე მწვავე
ტკივილის გასაყუჩებლად ძვალკუნთოვან
ქსოვილებში .
გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია :
ალერგიული რეაქცია , გამწვავება ,
შესაძლებელია პერიფერიული შეშუპება ,
თავბრუსხვევა , უძილობა , ღებინება ,
ალოპეცია , ჭინჭრის ციება , ასევე მას
არასასურველი ეფექტი აქვს კუჭ-
ნაწლავის ტრაქტზე.
აგრეგანი / AGREGAN
• საერთაშორისო დასახელება

(აქტიური ნივთიერება) : acetylsalicylic acid კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო


საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო გამოშვების ფორმა: 75მგ ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

• გვერდითი ეფექტები
ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი. წინასწარგანწყობილ პაციენტებში – ბრონქული ასთმის შეტევების
პროვოცირება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა,
ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში. სისხლმბადი სისტემის მხრივ: გაძლიერებული
სისხლდენა, იშვიათად - ანემია (კუჭ-ნაწლავის სისტემაში ფარული სისხლდენით განპირობებული). ცნს-ის მხრივ:
თავბრუსხვევა, ყურებში შუილი. აგრეგანი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო,
მთლიანობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ერთეულ შემთხვევაში ვითარდება.
აერტალი /
AIRTAL
• საერთაშორისო დასახელება
(აქტიური ნივთიერება): aceclofenac კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო
საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ფენილძმარჟავას წარმოებულები მწარმოებელი
კომპანია: GEDEON RICHTER PIc მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი გამოშვების ფორმა: 100 მგ ტაბლეტი #20;#60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

• გვერდითი ეფექტები
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: აღნიშნული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა კუჭ -ნაწლავის
ტრაქტის დარღვევებია. შეიძლება განვითარდეს კუჭის წყლული , კუჭ -ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან
სისხლდენა, რაც ზოგჯერ იწვევს ლეტალურ გამოსავალს განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ .
განყოფილება 4.4). ასაპ მიღებისას აღინიშნა გულისრევა , ღებინება , დიარეა , მუცლის შებერილობა , შეკრულობა ,
დისპეფსია, კუჭის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება , წყლულოვანი სტომატიტი , კოლიტის გამწვავება და
კრონის დაავადება (იხ. განყოფილება 4.4). ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა გასტრიტი . ასაპ მიღებასთან
დაკავშირებით აღინიშნა შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა . კლინიკური კვლევები და
ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს , რომ ზოგირთი ასაპ (განსაკუთრებით მაღალი დოზების
ხანგრძლივად გამოყენებისას) შეიძლება უმნიშვნელოდ ზრდიდეს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკს
(მაგ.მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ.განყოფილება 4.4).
ალგოფლექს ფორტე /
ALGOFLEX FORTE
• საერთაშორისო დასახელება
(აქტიური ნივთიერება): ibuprofen კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
→ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული
ანალგეზიური ეფექტით მწარმოებელი კომპანია : Sanofi-Aventis Deutschland GmbH მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გამოშვების ფორმა: 600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ )

• გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება შეინიშნოს
გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში , დისპეფსია , ყაბზობა , შებერილობა , დიარეა , ახალი ან
შედედებული სისხლი განავალში, პირღებინება სისხლთან ერთად . ხანდახან , განსაკუთრებით ხანდაზმულებში ,
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება/სისხლდენა ფატალური შედეგით სრულდება . უფრო მწვავე
შემთხვევებში, შესაძლებელია თავი იჩინოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანმა ანთებამ და კრონის
დაავადების გაუარესებამ. მხედველობის მხრივ: მხედველობის ისეთი დარღვევები , როგორიცაა მხედველობის
დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე .
არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მოკლე პერიოდის განმავლობაში უმცირესი ეფექტური
დოზის გამოყენებით, რაც აუცილებელია მათ შესაჩერებლად .
აუქსილენი / AUXILEN
• საერთაშორისო დასახელება
(აქტიური ნივთიერება): dexketoprofen კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები →
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
მწარმოებელი კომპანია: HBM PHARMA მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთი გამოშვების ფორმა: 50მგ/2მლ (25მგ/მლ)
2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №5 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

• გვერდითი ეფექტები
გულისრევა , ინექციის არეში ტკივილი, რეაქციები ინექციის ადგილას, მაგალითად ანთება, დალურჯება ან
სისხლდენა, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ლარინგეალური შეშუპება, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში ,
შეხურება და კანკალი, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), გამონაყარი ქავილით, სიყვითლე, აკნე, ზურგის ტკივილი,
თირკმელების ტკივილი, წყლის გახშირებული დაკარგვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები,
კუნთებისა და სახსრების რიგიდობა, კუნთების სპაზმი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლის ანალიზში), სისხლში
შაქრის მომატებული დონე (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის დაქვეითებული დონე (ჰიპოგლიკემია),
ტრიგლიცერიდის მომატებული რაოდენობა სისხლში (ჰიპერტრიგლიცერიდემია), შარდში კეტონური სხეულები
(კეტონურია), შარდში ცილა (პროტეინურია), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე
უკმარისობა.
ამელოტექსი / AMELOTEKS

• საერთაშორისო დასახელება
(აქტიური ნივთიერება): meloxicam კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო
საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ოქსიკამები მწარმოებელი კომპანია: Sotex
მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი გამოშვების ფორმა: 15 მგ ტაბლეტი № 20 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი
(ურეცეპტოდ)

• გვერდითი ეფექტები
დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი, გაუვალობა, მეტეორიზმი, დიარეა , „ღვიძლის“
ტრანსამინაზების აქტიურობის გარდამავალი ზრდა, ჰიპერბილირუბინემია, ბოყინი, ეზოფაგიტი,
გასტროდუოდენალური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან . სტომატიტი , კოლიტი, ჰეპატიტი,
გასტრიტი , ბრონქოსპაზმი , თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილიანობა, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია,
ემოციონალური ლაბიალურობა , არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია.
ინდომეტაცინი სოფარმა /
INDOMETACIN SOPHARMA
• საერთაშორისო დასახელება
(აქტიური ნივთიერება): indometacin კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო
საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ინდოლძმარჟავას წარმოებულები
მწარმოებელი კომპანია: სოფარმა მწარმოებელი ქვეყანა : ბულგარეთი გამოშვების ფორმა : 25 მგ ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

• გვერდითი ეფექტები
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ არახშირი : ლეიკოპენია (სისხლის წითელი უჯრედების
რიცხვის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას ), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების
რიცხვის შემცირება სისხლდენების , ან სისხლჩაქცევების განვითარების მომატებული რისკით ),
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირება , რაც ზრდის ინფექციის განვითარების
რისკს), ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რიცხვის შემცირება , სისუსტე ).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათი : ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება ), ასთმური
შეტევები, ალერგიულ პაციენტებში ალერგიული (ანაფილაქსიური , ან ანაფილაქტოიდური ) რეაქციები .
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ არახშირი : სითხის შეკავება , ჰიპერგლიკემია (სისხლში
შაქრის დონის მომატება), გლუკოზურია (შაქარი შარდში ), ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის
მომატება . დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ხშირი : გულისრევა , ღებინება , ფაღარათი , დისპეფსია ,
შეკრულობა, მუცლის ტკივილი.
აცეტილსალიცილის მჟავა /
ACETYLSALICYLIC ACID
• საერთაშორისო დასახელება

(აქტიური ნივთიერება): acetylsalicylic acid კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების


საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები →
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის →
აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები მწარმოებელი კომპანია : ნეოფარმი მწარმოებელი
ქვეყანა: საქართველო გამოშვების ფორმა: 0.5გ ტაბლეტი №10 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი
(ურეცეპტოდ)

• გვერდითი ეფექტები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია , ტკივილი


ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, იშვიათად, ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების განვითარება ,
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციის დაზიანება ; ცენტრალური ნერვული
სისტემის მხრივ: ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა , თავის
ტკივილი, მხედველობის შექცევადი დარღვევა, ხმაური ყურებში, ასეპტიკური მენინგიტი ;
სისხლწარმომშობი სისტემის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია , ანემია .

You might also like