You are on page 1of 2

სხვადასხვა ბეტა-ადრენობლოკატორები განსხვავდებიან ბეტა-რეცეპტორებზე

მათი მოქმედების სპექტრის მიხედვით. პრეპარატებს, რომლებიც შერჩევითად


ახდენენ ბეტა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას და ლოკალიზდებიან
უპირატესად გულში (კარდიომიოციტები, გამტარი სისტემის უჯრედები)
უწოდებენ კარდიოსელექტიურ პრეპარატებს (ნებივოლოლი, მეტოპროლოლი,
ატენოლოლი, ტალინოლოლი და სხვა). ისინი გავლენას ახდენენ აგრეთვე
თირკმელების იუქსტაგლომერულარული აპარატის და ცხიმოვანი ქსოვილის
ბეტა1-ადრენორეცეპტორებზე. სხვები (პროპრანოლოლი, პინდოლოლი,
თიმოლოლი და სხვა) ერთდროულად მოქმედებენ ბრონქების, პერიფერიული
სისხლძარღვების, პანკრეასის, ღვიძლის, ჩონჩხის კუნთის ბეტა1-
ადრენორეცეპტორებზე და ბეტა2-ადრენორეცეპტორებზე და მათ უწოდებენ
არასელექტიურებს (არაშერჩევითებს). უნდა გავითვალისწინოთ, რომ
კარდიოსელექტიურობა არ არის აბსოლუტური: დიდი დოზების და
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში სელექტიური ბეტა1-
ადრენობლოკატორები ახდენენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების ბლოკირებასაც.
აღნიშნულია, რომ კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორები უფრო
ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების და გულის იშემიური დაავადების
ფონზე გაჩენილი გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკაში,
ვიდრე არასელექტიური.

სელექტიურობა შეფარდებითი მცნებაა.

ტოლერანტობა - ატანა, მოთმენა - გამძლეობა შხამის , წამლის მიმართ,


ორგანიზმიდან შხამის ან წამლის დიდი დოზების გამოყოფა ორგანიზმისთვის
რაიმე ზიანის მიყენების გარეშე

ტაქიფილაქსია – (ბერძ. Tachys სწრაფი, ჩქარი + phylaxis დაცვა) ამა თუ


იმ ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის ხანმოკლე დაქვეითების
მოვლენა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის სწრაფ დაცვას სხვადასხვა
ტოქსიკური ზემოქმედებისაგან.
აბსორბცია, შეწოვა, შთანთქმა, შესრუტვა – სხვადასხვა ნივთიერების
(უჯრედთა შორის გავლით) სისხლსა და ლიმფაში შესვლის
ფიზიოლოგიური პროცესი. ნივთიერებათა შეწოვა წარმოებს საჭმლის
მომნელებელი მილიდან, თუ ორგანოებიდან, კანისა და ჭრილობის
ზედაპირიდან

კუმულაცია- სამკურნალო ან შხამიან ნივთიერებათა დაგროვება


ორგანიზმში მათი ხანგრძლივად ხმარების გამო;ამ დაგროვების
შედეგად ნივთიერების მოქმედების გაძლიერება

დეგრანულაცია (პოხიერი უჯრედებისა და კილერი / მკვლელი


უჯრედების მიერ გრანულების შიგთავსის მიკროგარემოში
გამოთავისუფლება).

ანტიგენი -ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერება, ჩვეულებრივ ცილა ან


ცილის კომპლექსი პოლისაქარიდთან, რომელიც ორგანიზმში
მოხვედრისას იწვევს სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნას.

ანტისხეული (ლათ. anticorporum) — იმუნოგლობულინური
ბუნების ცილა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის
საპასუხოდ. ანტისხეულების სინთეზს აწარმოებენ B ლიმფოციტები,
ხოლო სეკრეციას — პლაზმური უჯრედები. ანტისხეულები აქტიური
უბნებით უკავშირდებიან ბაქტერიებს ან ვირუსებს და ეწინააღმდეგებიან
მათ გამრავლებას ან ახდენენ მათ მიერ გამოყოფილი ტოქსიკური
ნივთიერებების ნეიტრალიზებას. სისხლში ანტისხეულების არსებობა
მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი შევიდა ანტიგენთან
ურთიერთქმედებაში ამ უკანასკნელის მიერ გამოწვეული დაავადების
საწინააღმდეგოდ.

ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იმუნური უჯრედები - ე.წ. პოხიერი უჯრედები -


ჰისტამინს გამოიმუშავებენ. ეს უკანასკნელი ალერგიული რეაქციების მედიატორია, თუმცა
ანთებით პროცესებშიც მონაწილეობს და სიმსივნეებს იმუნური სისტემისგა

You might also like