You are on page 1of 14

მარღანია რატი

შემაჯამებელი N1

რეგენერაცია არის სხეულის


დაკარგული ან
დასახიჩრებული ნაწილის
აღდგენა. მას უდიდესი
მნიშვნელობა აქვს
მედიცინაში,
განსაკუთრებით კი
ქირურგიაში. აღდგენის
პროცესები შესაძლებელია
მიმართული იყოს,
ორგანიზმის მთლიანობის
აღდგენისაკენ, მისი
დარღვევის შემთხვევაში.
ანსხვავებენ :
ფიზიოლოგიურ,
რეპარაციულ და
პათოლოგიურ
რეგენერაციებს.
სიცოცხლისუნარიანობის
პროცესი აერთიანებს ორ
მომენტს, ესენია :
დაკარგვისა და აღდგენის
მომენტები. ორგანიზმში,
როდესაც ხდება
უჯრედებისა და მათი
კომპლექსების ხარჯვა,
რომელთა აღდგენაც
მიმართულია ორგანიზმის
მორფოფუნქციონალური
მაჩვენებლების განახლებასა
და შენარჩუნებაზე, იგი
წოდებულია
ფიზიოლოგიურ
რეგენერაციად.

ორგანიზმში მუდმივად
მიმდინარეობს
საფარველის-კანის
ეპითელური უჯრედების
აქერცვლა, ნაწლავის
ლორწოვანი გარსის
უჯრედების ჩამოფრცქვნა.
ამ უჯრედთა სიცოცხლის
ხანგრძლივობა სულ
რამდენიმე დღეა.
დაღუპულ უჯრედთა ბედი
არაერთნაირია. საფარველის
უჯრედები ხვდებიან გარე
სამყაროში. ხოლო ნაწლავის
უჯრედები, რომლებიც
მდიდდარია ფერმენტებით
აქერცვლის შემდეგ
ხვდებიან ნაწლავის წვენში
და იღებენ მონაწილეობას
საჭმლის მონელებაში.
კიდევ უფრო სწრაფად
ხდება ერითროციტების
ცვლა, რომელთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა
დაახლოებით 125 დღეა. ე.ი.
ადამიანის სხეულში ყოველ
წამში იღუპება
დაახლოებით ოთხ
მილიონამდე ერითროციტი,
ამავე დროს ხდება მათი
შევსება ახლით ძვლის
წითელი ტვინის
საშუალებით. ხოლო
ერითროციტთა ახლით
მთლიანად ჩანაცვლება
ხდება ყოველ ოთხ თვეში
ერთხელ, ე.ი. ძველი
უჯრედების ადგილს
იკავებენ ახალი უჯრედები,
რომლებიც მრავლდებიან
გაყოფით. ფიზიოლოგიური
რეგენერაციის
მიმდინარეობაზე
მოქმედებენ შინაგანი და
გარეგანი ფაქტორები. მაგ.:
ატმოსფერული წნევის
დაცემისას ორგანიზმში
ერითროციტების
რაოდენობა მატულობს.
მთაში მცხოვრებლებს
გააჩნიათ უფრო მეტი
ერითროციტების
რაოდენობა, ვიდრე ბარში.
ასევე, ცვლილებები
ემჩნევათ მთაში ამსვლელ
მოგზაურებსაც.

ერითროციტების
რაოდენობაზე გავლენას
ახდენს ფიზიკური
დატვირთვა, კვება და
სინათლე.
პათოლოგიური
ცვლილებების, ან
ტრავმების შედეგად
სტრუქტურათა აღდგენას -
რეპარაციული რეგენერაცია
ეწოდება.
იგი წარმოიშვება მაშინ,
როცა მიმდინარეობს
ორგანიზმის დაშავება, ან
დაზიანება. რეპარაციული
რეგენერაცია ფართოდაა
ცნობილი, მაგრამ მისი
უნარი ყველა ორგანიზმს
ერთნაირად არ აქვს
გამოხატული. აღდგენითი
პროცესები განსხვავდება
არა მარტო მასშტაბებითა
და ხერხებით, არამედ
საბოლოო შედეგებითაც და
აგრეთვე რეგენერირებული
ორგანოების რაოდენობითა
და ხარისხით.

ზოგიერთ შემთხვევაში
რეგენერირდება ანუ
აღდგება, ისეთი ორგანო ან
სხეულის ნაწილი,რომელიც
დაკარგული ან
დასახიჩრებული იყო. ამას
ჰომომორფოზი ეწოდება.
მაგრამ არის შემთხვევები,
როდესაც რეგენერირდება
სრულიად სხვა ორგანო,
ამას ჰეტერომორფოზი
ეწოდება.
ჰეტერომორფოზის დროს,
აღდგება ტიპიურისაგან
განსხვავებული ორგანოები.

განვიხილეთ ეს პროცესები
ცხოველების მაგალითზე
კლასიფიკაციის მიხედვით:

ნაწლავღრუიანებსა და
ჭიებში მათი სხეულის
გაყოფის დროს ადგილი
აქვს ორი ახალი სხეულის
აღდგენას.
კიბოსნაირებში
დაშავებული თვალის
მაგივრად, რეგენერირებას
განიცდის ხშირად
ულვაშები.
ხერხემლიანებიდან -
თევზებში, შედარებით
კარგადაა გამოხატული
რეგენერაციის უნარი. მათ
შეუძლიათ აღიდგინონ :
ფარფლები, კანი
ქერცლებითურთ და
დაზიანებული ყბები.
ამფიბიებს გააჩნიათ კარგი
უნარი ორგანოთა
აღდგენისა. ტრიტონებში
წამოიზრდება მოწყვეტილი
კიდურები, კუდი. მათ ასევე
შეუძლიათ რეგენერირება
მოახდინონ თვალისა.

You might also like