You are on page 1of 33

პათოფსიქოლოგია

ჯანმრთელობა-სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა.

პათოლოგიური პროცესი-ორგანიზმში ადგილობრივი (ლოკალური) და ზოგადი რეაქციების ერთობლიობა,


რომელიც გამოწვეულია დაავადების დამაზიანებელი მოქმედების საპასუხოდ.

პათოლოგიური მდგომარეობა-ნორმიდან ხანგრძლივი გადახრა,რომელსაც ორგანიზმისთვის უარყოფითი


ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. შეიძლება განვითარდეს გადატანილი დაავადების ან პათოლოგიური
პროცესის შედეგად (მაგ: კუჭის წყლულისგან განვითარდეს ნაწიბური).

პათოლოგიური რეაქცია-არაადექვატური და ბიოლოგიურად არამიზანშეწონილი პასუხი, ვითარდება


ჩვეული ან პათოგენური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

დაავადება-ორგანიზმის რთული რეაქცია გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედებაზე, რომლის დროსაც


ირღვევა სტრუქტურა,ჰომეოსტაზი... დაავაების დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ორი
ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: პათოლოგიური და საკომპენსაციო.

დაავადების განვითარების სტადიები:

1. ლატენტური პერიოდი- გამომწვევი მიზეზის ზემოქმედებიდან დაავადების პირველი კლინიკური


ნიშნების გამოვლენამდე. შეიძლება იყოს ხანგრძლივი/ხანმოკლე.
ინფექციური დაავადებების შემთხვევაში უწოდებენ ინკუბაციურ პერიოდს
2. პროდრომული პერიოდი-დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენიდან მისი კლინიკური
სურათის გაშლამდე. ამ პერიოდში ხშირად სჭარბობს დაავადების არასპეციფიკური ნიშნები, ამიტომ
პროდრომული პერიოდის გამოყოფა მრავალი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში რთულია.
3. კლინიკური სურათის სრულად გაშლის პერიოდი-ამ დროს აღინიშნება დაავადების
დამახასიათებელი სიმპტომების სრული გამოვლენა: როგორც არასპეციფიკური,ისე სპეციფიკური
ნიშნების.
4. დაავადების გამოსავალი-შეიძლება იყოს:
 სრული და არასრული გამოჯანმრთელება;
 რეციდივი;ქრონიკულ ფორმაში გადასვლა;
 სიკვდილი.

ადო დაავადების განვითარების სამ სტადიას გამოყოფს:

1.დასაწყისი;

2.თვით დაავადება;

3.გამოსავალი.

გამოჯანმრთელება- დაავადების დროს განვითარებული დარღვევბის ლიკვიდაციისა და ორგანიზმის


ნორმალური ცხოველქმედების აღდგენის პროცესი.

სრული გამოჯანმრთელება-როდესაც დაავადების ყველა ნიშნები ქრება და ორგანიზმი უბრუნდება


საწყის,ჯანმრთელ მდგომარეობას.

არასრული გამოჯანმრთელება- ორგანიზმში დაავადების შედეგი რამდენიმე ხანს,ან მუდმივად რჩება.

რეციდივი-დაავადების დროებითი გაქრობის, შესუსტების ან შეწყვეტის შემდეგ, მისი ხელახალი


გამოვლენა.
რემისია-ავადმყოფური მდომარეობის დროებითი გაუმჯობესება, ნაწილობრივი უკუგანვითარება, ან
სრული გაქრობა. როგორც წესი,რემისია იცვლება რეციდივით.

გართულება-მიმდინარე პათოლოგიური პროცესის დამამძიმებელი მოვლენა,რომელიც უკავშირდება


ძირითად დაავადებას და ამძიმებს მის მდგომარეობას.

ქრონიკულ ფორმაში გადასვლა-ამ დროს დაავადება ხასიათდება ხანგრძლივი რემისიის პერიოდებით.

ტერმინალური მდგომარეობა-ორგანიზმის კვდომის პროცესი,რომლის დროსაც სიცოცხლის შეწყვეტა


ხდება თანდათან.

სიკვდილი კვდომის პროცესის დამამთავრებელი სტადიაა. გამოყოფენ შემდეგ სტადიებს:

1. პრეაგონია-გონების დაბინდვა,ჰიპოტენზია კრიტიკულ დონემდე,გულის და სუნთქვის უკმარისობა


(გრძელდება საათები/დღეები).
2. აგონია-ორგანიზმის ფუნქციების დათრგუნვა და კომპენსაციური რეაქციების დაძაბვა.არტერიული
წნევის მომატება, გულის მუშაობის და სუთქვისი გაძლიერება (გრძელდება რამდენიმე წუთს,
ზოგჯერ მეტიც, მთავრდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის დათრგუნვით).
3. კლინიკური სიკვდილი-გულის და სუნთქვის შეწყვეტა. (ამ დროს 5-6 წუთის განმავლობაში
შესაძლებელია ორგანიზმის გაცოცხლება) ჰიპოთერმიის დროს ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივია (20
წუთამდე)).
4. ბიოლოგიური სიკვდილი-გულის და სუნვის შეწყვეთიდან 5-6 წუთის შემდეგ თავის თვინის ქერქის
უჯრედები ნეკროზდება და მათი გაცოცხლება შეუძლებელი ხდება.

რეანიმაცია-სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები.არის რამდენიმე


სახის:

1. გულის გარეგანი,ანუ დახურული, არაპირდაპირი მასაჟი-რითმული ზეწოლა გულის მწვერვალზე,


წუთში 60-ჯერ,მიმართულია სისხლის მიმოქცევის აღდგენისკენ. გაფართოებული გუგები
ვიწროვდება, საძილე არტერიებზე ჩნდება პულსი.
2. ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია-სუნთქვის შეწყვეტისას დამხმარე ეფექტური ხერხია.
დაზარალებულის ფილტვებში შეყავთ ამოსუნთქული CO2, რაც აღაგზნებს სუნთქვის ცენტრს.
(წუთში 12-15 ჯერ).

დეფიბრილაცია-მიოკარდიის ყველა ნაწილის ერთდროული აგზნება.

დაავადების კლასიფიკაცია:

 ეტიოლოგიური გამომწვევი მიზეზების მიხედვით: ინფექციური,მეკმვიდრეობითი,მოწამვლა.


 ლოკალიზაციის, ანატომიურ ფუნქციური ნიშნით: სუნთქვის, საჭმლის მონელების, შარდსასქესო
სისტემების...
 პათოფიზიოლოგიური,პათოგენეზური ერთობით: ალერგოი;ოო,სიმსივნე, შოკი.
 ასაკის და სქესის მიხედვით: ქალთა,ბავშვთა,ხანშიშესულთა,მოხუცებულთა დაავადებები.
 სოციალური ნიშნებით: პროფესიული დაავადებების, პრიობების ერთობით, სამხედრო
პათოლოგია...
 მიმდინარეობის მიხედვით: მწვავე,ქვემწვავე,ქრონიკული.

ეტიოლოგია- სწავლება დაავადების წარმოშობის მიზეზების, მისი აღმოცენების და პირობების შესახებ.


მონოკაუზალიზმი-თეორია,რომლის მიხედვითაც დაავადებას ერთი გამომწვევი მიზეზი აქვს.
კონდიციონალიზმი-თეორია,რომლის მიხედვით დაავადების მიზეზები არ არსებობს, ის მრავალი პირობის
ურთიერთშერწყმის შედეგია და ყველა პირობა პრინციპულად თანაბარმნიშვნელოვანია.
პათოგენური ეტიულოგიური ფაქტორები შეიძლება იყოს: გენეტიკური, ფიზიკური, ქიმიური,
ბიოლოგიური, ინფორმაციული, სოციალური...
პოლიეტიოლოგიური დაავადებები- ერთი და იგივე დაავადება ვითარდება სხვადასხვა ფაქტორის
ზეგავლენით.

16—22

რეაქტიულობა-ორგანიზმის თვისებათა ერთობლიობაა,რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა


ზემოქმედებაზე ორგანიზმის რეაქციების თავისებურებებს.

1. ნორმერგიული-ორგანიზმის ადექვატური რეაქცია გამღიზიანებლის ზემოქმედდებაზე;


2. ჰიპერერგიული-არაადექვატური მომატებული რეაქცია (დაავადება სწრაფად იმდინარეობს);
3. ჰიპოერგიული-არაადექვატური სუსტი რეაქცია (დუნედ,წაშლილი სიმპტომებით მიმდინარეობს).
4. ანერგია-რეაქციის არასებობა (ორგანიზმის ფუნქციების მკვეთრი დარღვევა).

ორგანიზმის შეცვლილ რეაქციას დიზერგია ეწოდება.

სახეობრივი რეაქტიულობა-სახეობრივი იმუნიტეტი (მაგ: ადამიანი მდგრადია მრავალი ცხოველური


დაავადების მიმართ).

რეაქტიულობა შეიძლება იყოს სპეციფიკური (იმუნიტეტი) ან არასპეციფიკური (სტრესი, ფაგოციტოზი,


პარაბიოზი). როგორც სპეციფიკური, ისე არასპეციფიკური რეაქტიულობა თავის მხრივ შეიძლება იყოს
ფიზიოლოგიური (იმუნიტეტი) და პათოლოგიური (ალერგია)

რეზისტენტობა- ორგანიზმის მდგრადობა პათოგენური ფაქტორების მიმართ. შეიძლება იყოს პასიური, და


აქტიური. ასევე პირველადი- დაკავშირებული მემკვიდრეობით ფაქტორებთან და მეორადი- შეძენილი.

პათოგენეზი-სწავლება დაავადებების და პათოლოგური პროცესების შესახებ.

პათოგენეზში ზოგჯერ ჭარბობს ადგილობრივი ცვლილებები, ზოგ შემთხვევაში ლოკალური დაზიანებები


იწვევს ორგანიზმის სიტემურ, გენერალიზებულ რეაქციებს.

დაავადების განვითარებისას პათოგენეზის სპეციფიკური მექანიზმი- იმუნიტეტის აქტივაცია,ხოლო


არასპეციფიკური მექანიზმი- ცხელება, ანთება...

სიმპტომები არსებობს ძირითადი და წამყვანი.

კონსტიტუცია- ორგანიზმის მორფოლოგიური და ფუნქციური, მათ შორის ფსიქიკურ თავისებურებათა


ერთობა, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის რეაქტიულობას და ყალიბდება მემკვიდრეობის
საფუძველზე გარემო ფაქტორების ზეგავლენის შედეგად.

ჰიპოკრატეს კონსტიტუციური კლასიფიკაცია;


კრაზისი და დისკრაზია;
სიგოს კლასიფიკაცია (რესპირაციული, დიგესტიური, კუნთოვანი, ცერებრული).
კრეჩმერის კლასიფიკაცია (ათლეტური, პიკნიკური, ასთენიური).
ჩერნორუცკი-ჰიპოსთენიური,ჰიპერსთენიური და ნორმოსთენიური.

დიათეზი-კონსტიტუციური ანომალიის ერთ-ერთი სახეობა,რომელიც ხასიათდება ორგანიზმის


არაადქვატური რეაქციით ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ გამღიზიანებელზე. დიათეზი- დაავადების
მიმართ ორგანიზმის მზადყოფნა.

დიათეზი:

ექსუადაციურ-კატარული

ლიმფურ-ჰიპოპლაზიური
ნერვულ-ართრიტული

ასთენიური

23-28

სტრესი-ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია,რომელიც ვითარდება ნებისმიერი ძლიერი


გამღიზიანებლის (სტრესორის) ზემოქმედების შედეგად.
ადაპტაცია- ორგანიზმის სიტემური, სტადიურად განვითარებადი შეგუების რეაქცია.
ზოგადი ადაპტაციური სინდრომი_ ორგანიზმის პასუხი სტრესორზე ნეიროენდოკრინული და
მეტაბოლური ცვლილებებით. ჩართყლია ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანო და ფიზიოლოგიური
სისტემა.
ადგილობრივი ადაპტაციური სინდრომი- პროცესს შედარებით ლოკალური ხასიათი აქვს , ვითარდება
ცალკეულ ქსოვილებში და ორგანოებში.

სტრესი სამ სტადიად მიმდინარეობს:

1. განგაშის სტადია (შოკისა და ანტიშოკის ფაზები);


2. რეზისტენტობის სტადია;
3. გამოფიტვის სტადია.

შოკის ფაზა-ჰიპოტენზია,ჰიპოთერმია,ჰიპოგლიკემია,სისხლის შესქელება...


ანტიშოკი (პოსტშოკი)- კორტიკოტროპინის და კორიკოსტეროიდების სეკრეციის გაძლიერება,არტერიული
წნევისა და კუნთების ტონუსის მომატება.

სინტოქსიკური რეაქციები- სტრესის დროს განვითარებული დამცველობითი რეაქციები.

რეზისტენტობის სტადიაში შესაძლებელია დარღვეული ფუნქციების კომპენსაცია და ადამიანის


გამოჯანმრთელება. ამ დროს მატულობს ორგანიზმის რეზისტენტულობა.

გამოფიტვის სტადიაში ქვეითდება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია,მცირდება არტერიული წნევა,


ძლიერდება ცილების დაშლა, აღინიშნება იმუნოდეპრესია.

46-53

მემკვიდრეობა-უჯრედებისა და ორგანიზმის თვისება გადასცეს ანატომიურ-ფიზიოლოგიური ნიშან-


თვისებები შთამომავლობებს გენების საშუალებით. გენები დნმ-ის მოლეკულური ნაწილებია და შედგება
კოდონებისგან. თითოეული კოდონი კი - 3 ნუკლეოტიდისგან. კოდონის საშუალებით ხდება ცილის
მოლეკულაში ამინომჟავას სტრუქტურისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის კოდირება.

ადამიანის სომატურ უჯრედებში 46 ქრომოსომაა, გამეტაში-23. ქრომოსომების 1-22 წყვილი აუტოსომებია,


ხოლო 23-ე სასქესო.

კარიოტიპი-ქრომოსომული კომპლექტის რაოდენობრივი და თვისობრივი ერთობლიობა.


გენოტიპი-გენეტიკურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა.
ფენოტიპი-ორგანიზმის ნიშან-თვისებების ერთობლიობა.

გენები ფუნქციურად 3 ჯგუფად იყოფა:

ცისტრონები (სტრუქტურული)
ოპერატორები
რეგულატორები

გენები აქტივობის მიხედვით: დომინანტური და რეცესული


მუტაცია-გენის ან ქრომოსომის სტრუქტურული ან რაოდენობრივი ცვლილება.
განასხვავებენ შემდეგი სახის მუტაციებს: გენურს; ქრომოსომულს;გენომურს.
მუტაგენები-ფაქტორები,რომლებიც იწვევენ მემკვიდრეობით დაავადებებს.
ეგზოგენური ქიმიური მუტაგენები: პესტიციდები,საკვები დანამატები,სამკურნალო ნივთიერებები.
ეგზოგენური ფიზიკური მუტაგენები: რადიაცია,გამოსხივება,რენტგენის სხივები,ულტრაიისფერი სხივები.
ენდოგენური ფიზიკური მუტაგენები-მაიონიზირებელი რადიაცია,რადონი...

გენის ან ქრომოსომის ცვლილების მექანიზმის მიხედვით მუტაცია იყოფა 3-ად:


დელეცია-გენის ან ქრომოსომის რომელიმე უბნის ამოვარდნა.
ტრანსლოკაცია-უბნის გადაადგილება.
ინვერსია-უბნის შემობრუნება 180 გრადუსით.

კლაინფელტერის სინდრომი-მამაკაცებში ერთზე მეტი X ქრომოსომის არსებობა (კლასიკურ შემთხვევებში


47XX). 400-500 დაბადებული ბიჭიდან ერთში. არიან საშუალოზე მაღალი ტანის, შეცვლილია სხეულის
პროპორციები.აქვთ გრძელი კიდურები. ხშირადაა გამოხატული ევნუხოიდიზმის (საჭურისის) ნიშნები.
აღენიშნებათ გონებრივი ჩამორჩენა, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, სათესლეები სიჭაბუკეში
ზომაში იკლებს. აღინიშნება აზოსპერმია.

ევნუხოიდიზმი-აქვთ არაპროპორციული სხეული: გრძელი ქვედა კიდურები, ხელები გრძელი და წვრილი,


სასქესო ორგანოები მცირე ზომიაა, მათ არ ეზრდებათ წვერ-ულვაში და ზოგადად თმიანობა სუსტადაა
გამოხატული. ცხიმი ლაგდება ქალური ტიპით. მათი გონებრივი განვითარება დამაკმაყოფილებელია.

ტერნერის სინდრომი-სასქესო ქრომოსომების ანომალია ქალებში (მხოლოდ ერთი X (XO)).ავადმყოფები


დაბლები არიან, აქვთ „ფარისებრი“ ფორმის გულმკერდი, შეზღუდულია კისრის მოძრაობა, აქვთ
დეფორმირებული ყურის ნიჟარები,მოკლე ნიკაპი, ცხვირის ფართო უძე, „სფინქსის“ სახე, მრავლობითი
ხალები, საკვერცხეების ჰიპოპლაცია,უნაყოფობა, მეორადი სასქ. ნიშნების განუვითარებლობა, ხშირად
სმენის დაქვეითება...

X-ტრისომიის სინდრომი- ქალების ქომოსომული დაავადება. კარიოტიპში 3 X-ქრომოსომა. ამ დროს


აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა,საკვერცხეების ჰიპოპლაზია და უნაყოფობა.

ტრისომია 13, ანუ პატაუს სინდრომი-მაღალი ლეტალობა,მიკროცეფალია, სახის ანომალია, მგლის ხახა,
კურდღლის ტუჩი.

ტრუსომია ქრომოსომების მე-18 წყვილზე, ედვარდსის სინდრომი- სუსტი ფიზიკური და გონებრივი


განვითარება, თავის ქალას და სახის ანომალია, თითის ფალანგების სახსრების ანომალიური
მოქნილობა,მოკლე,განიერი გულმკერდი.

ტრისომია ქრომოსომების 22-ე წყვილზე-ახლო მხედველობა,გონებრივი ჩამორჩენილობა,აგრესია...

ტრისომია 21-ე წყვილზე, დაუნის სინდრომი- ორივე სქესშია გავრცელებული. რაც უფრო დიდია დედა,
მით მეტია დაავადების სიხშირე. დაბადებულ ბავშვთა 0.15%.

132-134

შიმშილი-იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ორგანიზმი ან სრულად არ იღებს საკვებს, ან არასაკმარისი


რაოდენობით, ან ვერ ითვისებს ამა თუ იმ დაავადების გამო.

არსებობს სრული, არასრული (რაოდენობრივი) და ნაწილობრივ (ხარისხობრივ) შიმშილს.


არასრული (რაოდენობრივი) და ნაწილობრივ (ხარისხობრივ) შიმშილს. მაშინ ვითარდება,როდესაც
ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში საკვებით ვერ იღებს საჭირო ენერგიას, ყველაზე ხშირი მიზეზებია
მადის დაქვეითების მიმდინარე ქრონიკული დაავადებები.
აბსოლუტურია შიმშილი, თუ ორგანიზმი წყალსაც არ იღებს.სიკვდილი დგება 3-6 დღეში.
ყველა ტიპის შიმშილს აქვს როგორც გარეგანი ისე შინაგანი მიზეზიც (მაგ: სრული შიმშილი-გარეგანი
მიზეზი:საკვების არარსებობა ან უარის თქმა კვებაზე, შინაგანი:განვითარების მანკები, საჭ. მომნ. სისტემის
დარღვევები,რომლებიც აბრკოლებენ საკვების ათვისებას.
ის,თუ რამდენ ხანს იცოცხლებს მოშიმშილე ორგანიზმი დამოკიდებულია გარეგან და შინაგან პირობებზე.

სრული შიმშილი 3 პერიოდს მოიცავს:

1. ენერგიის არაეკონომიური ხარჯვის (2-4 დღე ნახშირწყლების და ძირითადი ცვლის მოხმარების


გაძლიერება, მცირდება ცილის სინთეზი...);
2. მაქსიმალური შეგუების (40-50 დღე ყველაფერთან ერთად სარეზერვო ნივთიერებების გამოყენება
იწყება);
3. ტერმინალური (3-5 დღე ცილა მკვეთრად იშლება...).

150-153

სიმსუქნე-ორგანიზმში ცხიმის ჭარბი რაოდენობით დაგროვება. ამ დროს სხეულის მასა 20-30 %-ით
მატულობს.

სიმსუქნე ლოკალიზაციის მიხედვით: ზოგადი (თანაბარი) და ადილობრივი (ლოკალური)

ქალური (ცხიმის დაგროვება უმეტესად დუნდულებისა და თეძოების არეში)


მამაკაცური (უპირატესად მუცლის არეში);

არსებობს სიმსუქნის შემდეგი ფორმები:


ჰიპერპლაზიური (ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობრივი გაზრდა).
ჰიპერტროფიული (ცხიმოვანი უჯრედების მასის გაზრდა, (ძირითადად 35 წელს ზევით)).
შერეული (ვლინდება ბავშვთა ასაკში).

სიმსუქნე შეიძლება იყოს:


პირველადი (ჰიპოთალამური);
მეორადი (სიმპტომური) ვითარდება ენერგიის ხარჯვის დაქვეითებისა და ლიპიდების სინთეზის
აქტივაციის დროს.

სიმსუქნის ნეიროგენური მექანიზმები:


1.ცენტროგენური - ფსიქიკური დარღვევები-დაუოკებელი მუდმივი ლტოლვა საკვების მიღებისადმი.
2.ჰიპოთალამური - ტვინის შერყევა,ენცეფალიტი, მეტასტაზები...

სიმსუქნის ენდოკრინული ვარიანტები:


1.ლეპტინური - ლეპტინი წწარმოიქმნება ცხიმოვან უჯრედებში, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას,
აძლიერებს ენერგეტიკულ დანახარჯებს. მისი უკმარისობა იწვევს პირიქით რეაქციებს.
2. ჰიპოთირეოიდული - თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა- ენეერგეტიკული ხარჯვის შემცირება,
მეტაბოლიზმის დაქვეითება.
3. თირკმელზედა
4. ინსულინური - ინსულინის რეცეპტორთა რიცხვირ მომატება ან (და) მათი ჰიპერსენსიტიზაცია.

განლევა და კახექსია- ცხიმოვანი ქსოვილის მასის მნიშვნელოვანი შემცირება (20-25% კახექსიისას 50%)

განლევის და კახექსიის გარეგანი და შინაგანი მიზეზები: ორგანიზმის გამოფიტვის მიზეზი შეიძლება იყოს
ნაწილობრივი ან სრული შიმშილი, საკვების დაბალი კალორიულობა, ტვინის ტრამვა, სტრესი...
პირველადი განლევა და კახექსია- ტრამვა, ხანგრძლივი სტრესი, ჰიპოთალამუსის იშემია.
მეორადი განლევა და კახექსია-იწვევს ინსულინის, გლუკოკორტიკოიდების დეფიციტი,სიმსივნის
ნეკროზული ფაქტორი...

ათეროსკლეროზის ძირითადი რისკ-ფაქტორია: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპეერტენზია, სიმსუქნე,


ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპოდინამია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები...
ძირითადი ფსიქიატრიული სიმპტომების განმარტება
ფსიქიკა არის ტვინის უნარი, ასახოს სამყარო და ობიექტური რეალობა და მოახდინოს
მასთან ადაპტაცია, რაც ვლინდება შემდეგი ფსიქიკური ფუნქციების სახით, როგორიცაა აღქმა,
აზროვნება, მეხსიერება, ემოცია და სხვა. აღნიშნული ფსიქიკური ფუნქციების დარღვევას
შეისწავლის ზოგადი პათოსიქოლოგია.
ფსიქიკურ დაავადებებს, ისევე როგორც ნებისმიერ დაავადებას, გააჩნია გარკვეული
სიმპტომები. სიმპტომი ეწოდება დაავადების დამახასიათებელ ნიშანს.
განასხვავებენ სუბიექტურ და ობიექტურ სიმპტომებს.
სუბიექტურია სიმპტომი, რომელსაც აღწერს უშუალოდ პაციენტი.
ობიექტურია სიმპტომი, რომლის გამოვლენა ექიმს შეუძლია გამოკვლევების მეშვეობით.

გუნებ-განწყობისა და ემოციური სფეროს პათოლოგია


ფსიქიკური აშლილობის დროს გუნებ-განწყობის პათოლოგია შემდეგი სამი სახით არის
წარმოდგენილი:
1. გუნებ-განწყობის ხასიათი შეცვლილია - ეს შეიძლება გამოიხატოს შფოთვის,
დეპრესიის, აწეული გუნებ-განწყობის(მანიის), გაღიზიანებადობის და სიბრაზის სახით.
შფოთვა- შფოთვა პათოლოგიურად ითვლება იმ შემთხვევაში, როცა მისი ხარისახი
არსებული საშიშროების არაპროპორციულია ან მასზე ხანგრძლივად გრძელდება, ან
რეალურად არ არსებობს შფოთვის გამომწვევი მოვლენა ან ობიექტი. შფოთვით რეაქციას გააჩნია
შემდეგი კომპონენტები:
ფსიქოლოგიური- კომპონენტი-აჟიტირებულობა, ცუდი წინათგრძნობა, წუხილი, უძილობა,
ყურადღების შევიწროვება (საშიშროების წყაროზე ფოკუსირება).
სომატური კომპონენტი- კუნთების დაძაბვა, სუნთქვის გახშირება.
ვეგეტატიური კომპონენტი- გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, პირის სიმშრალე, შარდვისა
და დეფეკაციის ძლიერი მოთხოვნილება.
დეპრესია
დეპრესიის შემთხვევაში გუნებ-განწყობა პათოლოგიურად დაწეულია, დაქვეითებულია
თვითშეფასება, მოჭარბებულია პესიმისტური და ნეგატიური აზრები, პაციენტს დაკარგული აქვს
სიამოვნების განცდის უნარი(ანჰედონია) და ა.შ.

მანია
მანია, დეპრესიასთან შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი. იგი აწეული გუნებ-განწყობის
ექსტრემალურ ხარისხს წარმოადგენს. პაციენტი ეიფორიაშია, აქვს სრული კეთილდღეობის
განცდა რეალური საფუძვლის გარეშე, მომატებულია თვითდაჯერებულობა, აქტიურობა და ა.შ

2. გუნებ-განწყობა ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით მეტად ან ნაკლებად მერყევია.


ემოციები და გუნებ-განწყობა ადამიანის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საზრუნავთან
ერთად ცვლალებადია, მაგრამ სხადასხვა ფსიქიკური დაავადებების დროს შეიძლება ამ
ცვალებადობამ პათოლოგიური სახე მიიღოს.
გუნებ-განწყობის მომატებულ ცვალებადობას გუნებ-განწყობის ლაბილობა
ეწოდება, გუნებ-განწყობის ცვალებადობის შემცირებას - გუნებ-განწყობის სიჩლუნგე ან
გასადავება. სრულ განურჩევლობას აპათია ეწოდება. ამ დროს სრულიად დაკარგულია ინტერესი
მომხდარი და მიმდინარე მოვლენების მიმართ.

3. გუნებ-განწყობა არ შეესაბამება პაციენტის აზრებს და ქმედებებს ან მის ამჟამინდელ


მდგომარეობას.
ამ მოვლენას ემოციის შეუსაბამობა ეწოდება.

აღქმის პათოლოგია
სპეციფიკური სახის აღქმის დარღვევები მძიმე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებს წარმოადგენს.
აღქმის პათოლოგიას განეკუთვნება ილუზიები და ჰალუცინაციები.
ილუზია არის გარეგანი სტიმულის მცდარი აღქმა. ილუზიის გაჩენის ალბათობა მაღალია მაშინ,
როცა პიროვნება შფოთვას განიცდის.ჯანმრთელი ადამიანი კრიტიკულად აფასებს ილუზიის
არსებობას და დროულად ახდენს ქცევის კორეგირებას.
ჰალუცინაცია არის უობიექტო აღქმა. ამ დროს წარმოდგენები დომინანტურ პოზიციას იკავებენ
ფსიქიკაში და ინტენსივობით უტოლდებიან რეალურ შეგრძნებებს
სირთულის მიხედვით არსებობს მარტივი და რთული ჰალუცინაცია.
მარტივი სმენითი ჰალუცინაციის დროს პიროვნებას ჩაესმის ხმაური ან სტვენა. რთული სმენითი
ჰალუცინაციის დროს - მუსიკა. მარტივი მხედველობითი ჰალუცინაციის დროს პიროვნება
ხედავს სინათლეს, რთული მხედველობითი ჰალუცინაციის დროს - ადამიანებს ან სხვადასხვა
სცენებს.
სენსორული (შეგრძნების) მოდალობის მიხედვით არსებობს სმენითი,
მხედველობითი, ყნოსვითი და გემოვნებითი, სომატური(ტაქტილური და ვისცერალური)
ჰალუცინაციები.
1. სმენითი ჰალუცინაციების დროს ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმაური, მუსიკა
ან ხმები. ისინი შეიძლება პირდაპირ პაციენტს მიმართავდნენ (მეორე პირის ჰალუცინაციები) ან
ერთმანეთში საუბრობდნენ და პაციენტს მესამე პირში მოიხსენებდნენ (მესამე პირის
ჰალუცინაციები). მესამე პირის ჰალუცინაციები ხშირად გვხვდება შიზოფრენიით დაავადებულ
პაციენტებში.
2. მხედველობითი ჰალუცინაციები ობიექტის ზომის მიხედვით შეიძლება
იყოს ნორმალური ან ანომალური.
არსებობს მხედველობითი ჰალუცინაციის ექსტრაკამპინური ფორმა, როდესაც პაციენტი
გამოსახულებას ხედავს საკუთარი მხედველობის არის მიღმა, თავს უკან.
3. ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები ხშირად ერთად განიცდება. სუნი და გემო
უმეტესად უსიამოვნოა.
4. სომატური ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ტაქტილური და ვისცერალური. ტაქტილური
ჰალუცინაციების დროს პაციენტი განიცდის შეხებას, ჩხვლეტას, მოჭერას, სხეულზე
მწერების ცოცვას და ა. შ. ვისცერალური ჰალუცინაციების დროს პაციენტს ეჩვენება, რომ
შინაგანი ორგანოები გაწელილი ან დაბერილი აქვს, მუცელსა და გულმკერდში მოძრაობს
ცოცხალი არსება და სხვა.
ერთი რომელიმე მოდალობის სტიმულმა შეიძლება მეორე მოდალობის ჰალუცინაცია
გამოიწვიოს. მაგ., მუსიკამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობითი ჰალუცინაციები. ეს ე.წ.
რეფლექტორული ჰალუცინაციებია.
აღქმის დარღვევას წარმოადგენს დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია.
დეპერსონალიზაცია - ეს არის ,,მე“-ს ცნობიერების შეცვლა, რომლის დროსაც პიროვნების
მიერ საკუთარი პერსონა და სხეული განიცდება როგორც არარეალური, მოწყვეტილი საკუთარ
გამოცდილებას. დეპერსონალიზაციის სახეებია ,,სხეულის სქემის მოშლა“ და ,,ორეულის
სიმპტომი“. პირველ შემთხვევაში სხეულის ცალკეული ნაწილები შეცვლილი, დამახინჯებული
ფორმით და ზომით აღიქმება, ხოლო ,,ორეულის სიმპტომის“ შემთხვევაში ავადმყოფი თავს ორ
დამოუკიდებელ პიროვნებად აღიქვამს.
დერეალიზაცია - ეს არის სივრცის აღქმის დარღვევა. მას მიეკუთვნება მიკროფსია და მაკროფსია.
აზროვნების პათოლოგია მოიცავს ორ ფენომენს:
1.საკუთრივ აზროვნების პათოლოგია, რაც წარმოადგენს ცვლილებას ცალკეული აზრის
ბუნებაში
2.ასოციაციური პროცესების დარღვევები, რომელიც მოიცავს აზროვნებისა და სხვადასხვა
აზრების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესს.
ბოდვა არის მყარი რწმენა, რომელსაც არაადექვატური საფუძველი აქვს. ბოდვის
დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ იგი გამყარებულია რწმენით, რომლის შეცვლაც
საწინააღმდეგო ფაქტებით შეუძლებელია.
განასხვავებენ ბოდვის შემდეგ ფორმებს:
დევნის ბოდვა: ხშირად უკავშირდება პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომელიც პაციენტის აზრით,
ცდილობს რაიმე ავნონ მას, დააავადონ ან მისი რეპუტაცია შელახოს. ამ ტიპის ბოდვა
გვხვდება შიზოფრენიის, დეპრესიის და სხვა დაავადებების დროს.
დამოკიდებულების ბოდვა: პაციენტი ობიექტებს, მოვლენებს, ადამიანებს,
რომლებასაც მასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, საკუთარ თავს უკავშირებს.
განდიდების ბოდვა: პაციენტს საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენა გააჩნია.მაგ.,
პაციენტი შეიძლება მიიჩნევდეს რომ მდიდარი, განსაკუთრებული უნარების მქონე და
გამორჩეული ადამიანია. განდიდების ბოდვა გვხვდება შიზოფრენიის და მანიის დროს.
დანაშაულის ბოდვა: მას დეპრესიულ ბოდვასაც უწოდებენ, რადგან ყველაზე
ხშირად გვხვდება დეპრესიით ავადობის შემთხვევაში. პაციენტს აქვს ძლიერი დანაშაულის
განცდა უმნიშვნელო უკანონობის გამო, რაც მან წარსულში ჩაიდინა, მიიჩნევს, რომ ამ ცოდვის
გამო დაისჯება თვითონ და მისი ოჯახის წევრები.
ნიჰილისტური ბოდვა: პაციენტს აქვს რწმენა, რომ ზოგიერთმა პიროვნებამ ან ობიექტებმა
შეწყვიტეს ან მალე შეწყვეტენ არსებობას. მაგ, პაციენტს შეიძლება სჯეროდეს, რომ დედამიწა
განადგურების პირასაა.
იპოქონდრიული ბოდვა: ყოველგვარი სამედიცინო მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, პაციენტს
სჯერა, რომ რაიმე სნეულებით არის ავად.
ღაზოიანობის(ცოლ-ქმრული ღალატის) ბოდვა: უფრო ხშირად გვხვდება
მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
სექსუალური ან სიყვარულის ბოდვა: უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. პაციენტს სჯერა, რომ
იგი უყვარს ადამიანს, რომელიც რეალურად მისთვის მიუწვდომელია და მაღალი სოციალური
სტატუსი აქვს.
ზემოქმედების ბოდვა: პაციენტი დარწმუნებულია, რომ მისი აზრები და
ქმედებები გარედან იმართებადა ეს მისი სურვილით არ არის განპირობებული.
ზემოქმედების ბოდვა გვხვდება შიზოფრენიის დროს.
ბოდვა, რომელიც აზრების მიკუთვნებულობას ეხება. შიზოფრენიით დაავდებულებში გვხვდება
აღნიშნული ბოდვის სამი სახე:
1. აზრების ,,ჩანერგვა“: პაციენტი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი აზრი მას არ ეკუთვნის და
სხვების მიერ არის მის გონებაში ჩანერგილი.
2. აზრების ,,წართმევა“(მითვისება): პაციენტს გააჩნია განცდა, რომ მას საკუთარ აზრებს
გარეშე ძალები ართმევენ.
3. აზრების გახმოვანება: პაციენტს სჯერა, რომ მისი გამოუთქმელი აზრები
მეორე ადამიანს ესმის ან ტელეპატიის (ან სხვა ხერხებით) მისი აზრები ცნობილი შეიძლება
გახდეს სხვა ადამიანებისთვის.

ობსესიური და კომპულსიური სიმპტომები


ობსესიები წარმოადგენს პერიოდულად განმეორებად პერსისტენტულ აზრებს,
იმპულსებსა და ხატებს, რომლებიც მიუხედავად მათი შეჩერების მცდელობისა, მაინც
აღწევენ გონებაში. ობსესიური აზრები შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბინძურებასა და
ჭუჭყთან, რაც აფიქრებინებს პიროვნებას, რომ ამ გზით შეიძლება გადაედოს დაავადება და
ზიანი მიადგეს მას. არსებობს აგრესიული ობსესიური აზრები, რაც ასახავს ადამიანისთვის
შეურაცხყოფის მიყენებას, საზოგადოებაში უწმაწური სიტყვების წამოძახებას და სხვა.
წესრიგთან დაკავშირებული ობსესიური აზრები საგნების მკვეთრად განსაზღვრული
თანამიმდევრობით დალაგებას ან სამუშაოს ორგანიზებას ეხება.
კომპულსიები ობსესიის საპასუხო, განმეორებადი, სტერეოტიპული ქცევებია. კომპულსიებს
თან ახლავს ერთის მხრივ განცდა,რომ ქცევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და მეორეს
მხრივ, ქცევის განხორციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძლიერი სურვილი.
კომპულსური ქცევები მრავალრიცხვოვანია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია
შემდეგი ოთხი ტიპის კომპულსია:
1. შემოწმების რიტუალი
2. დასუფთავების რიტუალი
3. დათვლის რიტუალი
4. ჩაცმის რიტუალი

ასოციაციური პროცესის დარღვევის შემდეგი ფორმები არსებობს:


აზრების მოჭარბება
აზროვნების გაღარიბება
აზრების ბლოკირება
პერსევერაცია - ერთი და იმავე აზრის მუდმივად და უადგილოდ გამეორება.

მოტორული სიმპტომები ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს შეიძლება შეგვხვდეს. ასევე


შესაძლებელია მედიკამენტებით მკურნალობის გვერდით ეფექტსაც წარმოადგენდეს.
შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში მოძრაობის დარღვევის გავრცელებული
ფსიქოპათოლოგიური სიმპტომი არის კატატონია. მას ახასიათებს კუნთთა ტონუსის ძლიერი
მომატება. კატატონია შეიძლება გამოვლინდეს კატატონიური აგზნების ან კატატონიური
სტუპორის სახით
კატატონიური აგზნებას ახასიათებს უმიზნო, უაზრო, ქაოტური მოძრაობები,
ექო-სიმპტომები“: ექოლალია - მოსაუბრის სიტყვების უაზრო გამეორება; ექოპრაქსია - სხვისი
მოქმედების უმიზნო გამეორება; ექომიმია - სხივისი მიმიკის გამეორება.

კატატონიური სტუპორის კლინიკური გამოვლინებებია: მუტიზმი-მეტყველების სრული


შეკავება; ამიმია - მიმიკური მოძრაობის სრული მოსპობა, ნეგატივიზმი - პაციენტი აკეთებს იმის
საპირისპიროს, რასაც სთხოვენ. კაპიუშონის სიმპტომი - პაციენტს საბანი თავზე წამოხურებული
აქვს, როგორც თავსაფარი.

მეხსიერების დაკარგვას ამნეზია ეწოდება. განასხვავებენ ანტეროგრადულ და რეტროგრადულ


ამნეზიას. ანტეროგრადული ამნეზიის დროს ადამიანს არ ახსოვს ამნეზიის გამომწვევი მიზეზის
ზემოქმედების შემდგომი მოვლენები, რეტროგრადული ამნეზიის დროს კი დავიწყებულია
მოვლენები, რომელიც დროში წინ უსწრებდა ამნეზიის გამომწვევ მიზეზების ზემოქმედებას.
მეხსიერების პათოლოგიას მიეკუთვნება ასევე მეხსიერების გაუკუღმართება ანუ პარამნეზია.
პარამნეზიის ერთ-ერთი ფორმაა კონფაბულაცია. კონფაბულაციას ,,მეხსიერების
ჰალუცინაციასაც“ უწოდებენ, რადგან მას ახასიათებს ამნეზიასთან ერთად ცრუ მოგონებების
გაჩენა. კერძოდ, მეხსიერებიდან წაშლილი ,,სივრცე“ ივსება ცრუ მოგონებებით.
მეხსიერების პათოლოგია დროის აღქმის დარღვევთაც შეიძლება გამოვლინდეს. ამ
შემთხვევაში არჩევენ ორ ფენომენს: ,,déjà vu”-ს ( ,,უკვე ვნახე“) და ,,jamais vu”-ს ( ,,არასდროს
მინახავს“).
ინსაითი
პაციენტის მიერ საკუთარ თავში მომხდარი ავადმყოფური ცვლილებების გაცნობიერებას და
მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების შემუშავებას.
ინსაითს სხვადასხვა ასპექტები გააჩნია, რომლებიც პაციენტთან შეიძლება განსხვავებული
ხარისხით იყოს წარმოდგენილი. მაგ:
•აცნობიერებს თუ არა პაციენტი სხვებისთვის თვალსაჩინო მოვლენებს
•გაცნობიერების შემთხვევაში მიიჩნევს თუ არა იგი ამ მოვლენას ანომალურად
•თუ ფიქრობს, რომ ეს მოვლენა ანომალურია, მიიჩნევს თუ არა მას ფსიქიკური
დაავდების გამოხატულებად
• თუ პაციენტი ამ მოვლენის მიზეზს ფსიქიკურ დაავადებაში ხედავს,
საჭიროდ მიიჩნევს თუ არა მკურნალობას?
ინსაითის ხარისხის დადგენა მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს,
რამდენად დაემორჩილება პაციენტი მკურნალობას.

აფექტური აშლილობები
კლინიკური დეპრესია მძიმე და ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტკივილით ხასიათდება,რომელიც
დროთა განმავლობაში შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ ადამიანი ინვალიდად იქცეს ან
სუიციდის მცდელობამდე მივიდეს. კლინიკური დეპრესიის სიმპტომები 5 ფუნქციურ სფეროს
მოიცავს: 1. ემოციური 2.მოტივაციური 3.ქცევითი 4.კოგნიტური 5.ფიზიკური
მძიმე დეპრესიული აშლილობა - დეპრესიის მწვავე ფორმა: დეპრესიის ეპიზოდი ზემოთ
ჩამოთვლილი სულ მცირე 5 სიმპტომით და ორკვირიანი ან უფრო ხანგრძლივი მიმდინარეობით.
უკიდურეს შემთხვევაში ვლინდება ფსიქოტური სიმპტომები და რეალობასთან კონტაქტის
დაკარგვა: ბოდვითი იდეები ან ჰალუციანციები. დეპრესია შეიძლება იყოს
 რეკურენტული (პერიოდული)
 სეზონური ( დაკავშირებულია წელიწადის დროების ცვლილებასთან)
 კატატონური ( სრული უმოძრაობით ან ზედმეტი აქტივობით ხასიათდება)
 მშობიარობის შემდგომი
 მელანქოლიური როდესაც ადამიანი გულგრილია სასიამუვნო ამბების მიმართ

დისთიმია - აფექტური აშლილობა, რომელიც რეკურენტული დეპრესიული აშლილობისგან


თვისებრივად კი არა, არამედ სიმპტომატიკის სიმძიმისა და მდგრადობის (დროში უცვლელობის)
ხარისხით განსხვავდება. დისთიმიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია, რომ სიმპტომები
ვლინდებოდეს 2 წლის მანძილზე თითქმის უწყვეტად. დისთიმიის დიაგნოსტირებისთვის
აუცლებლად უნდა გამოირიცხოს წინმსწრები დეპრესიის, მანიის, ჰიპომანიის ან შერეული
ეპიზოდი. როდესაც დისთიმიური აშლილობა მძიმე დეპრესიაში გადაიზრდება ეს უკვე ორმაგი
დეპრესიაა.

ზოგიერთი კლინიცისტი საჭიროდ მიიჩნევს გამომწვევი ფაქტორების მიხედვით ენდოგენური


(შინაგანი მიზეზებით განპირობებული) და რეაქტიული/ეგზოგენური (გარეგანი მიზეზებით
განპირობებული) დეპრესიის გამოყოფას. თუმცა ეს მოსაზრება არ არის ფართოდ გავრცელებული,
რადგან უფრო ხშირად დეპრესია შინაგანი და გარეგანი მიზეზების კომბინაციით არის
გამოწვეული

დეპრესიის მიზეზები. დეპრესიის მიზეზების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა, და დღესდღეობით


ნებისმიერი რამ შეიძლება მიზეზად ჩაითვალოს მაგრამ დეპრესიის გამომწვევ მიზეზებს ორ ჯგუფად
ყოფენ:

 ბიოლოგიური - გენეტიკური და ბიოქიმიური


 ფსიქოლოგიური- ფსიქოდინამიკური, ქცევითი, კოგნიტური და სოციოკულტურული

გენეტიკური ფაქტორები - დეპრესიისადმი მემკვიდრეობითი წინსწარგანწყობა (გენეტიკური მიდრეკილება)


. მონოპოლარული დეპრესიით დაავადებულთა ნათესავების 20% მიდრეკილია დეპრესიისკენ, ხოლო
მთლიან პოპულაციაში იგივე მაჩვენებელი 10%. მონოზიგოტურ ტყუპებში თუ ერთს აქვს დეპრესია,
შემთხვევათა 46%-ში მეორესაც აქვს დეპრესია, დიზიგოტურ ტყუპებში ეს მაჩენებელი 20%-ს უდრის.

ბიოქიმიური მიზეზები- ორი ნეიროტრანსმიტერის (ნორეპინეფრიისა და სეროტონინის) აქტივობის


დაქვეითება: ჰიპერტონიის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებს ნორეპინეფრინისა ან
სეროტონინის აქტივობას, იწვევს დეპრესიას. პრეპარატები, რომლებიც ზრდის ნორეპინეფრინის ან
სეროტონინის აქტივობას, დადებითად აისახება ადამიანის აფექტურ მდგომარეობაზე.

ფსიქოდინამიკური მიზეზები - დამოკიდებულება და დანაკარგი

 კლინიკური დეპრესიისა და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული სიმპტომების მსგავსება


 დეპრესია, რომელიც საყვარელი ადამიანის სიკვდილით არ არის გამოწვეული, „სიმბოლური“
დანაკარგის შედეგია (ადამიანისთვის რაღაცის, ძალიან მნიშვნელოვნის დაკარგვა, რაც
ქვეცნობიერად ფასდება, როგორც საყვარელი ადამიანის სიკვდილი).
 ქცევითი მიდგომა - ცვლილებები დაჯილდოება-დასჯაში
 კოგნიტური მიზეზები - უარყოფით ჭრილში მოვლენების შეფასებ
 უარყოფითი აზროვნება. მცდარი აზროვნება, რომლის დროსაც დადებითი გამოცდილების
მნიშვნელობა გაუფასურებულია, ხოლო უარყოფითი გამოცდილების მნიშნვნელობა
გადაფასებული; უარყოფითი დაკვნები, რომლებსაც არ აქვთ ობიექტური საფუძველი. ადამიანების
ცხოვრებაში მომხდარი უარყოფითი მოვლენები აპროვოცირებს უარყოფითი აზროვნების ციკლს.
ასეთი აზროვნება ვრცელდება 3 სფეროზე: 1)საკუთარ გამოცდილებაზე, 2) საკუთარ თავზე, 3)
საკუთარ მომავალზე, რის შედეგადაც ამ ადამიანებს უყალიბდებათ დეპრესია.
 სოციოკულტურული მიზეზები

ბიპოლარული აშლილობა

 ადამიანებს ბიპოლარული აშლილობით აღენიშნებათ გუნება-განწყობილების როგორც


მნიშვნელოვანი გაუარესების (დეპრესია), ასევე გაუმჯობესების (მანია) ეპიზოდები. მრავალი
მათგანი ამ მდგომარეობას „ამერიკულ მთებს“ ადარებს. მათი გუნებაგანწყობილება ორ
უკიდურესობას შორის მერყეობს.
 მანიის სიმპტომები იგივე 5 სფეროს მოიცავს რასაც დეპრესია. თუმცა მანია ამ სფეროებზე
დეპრესიის საწინააღდეგო გავლენას ახდენს.
 მანიაკალური ეპიზოდის დიაგნოსტირებისთვის სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში უნდა
ვლიდებოდეს უკიდურესი გაღიზიანება ან ანომალურად კარგი გუნებაგანწყობილება ზემოთ
ჩამოთვლილ მინიმუმ სამ სიმპტომთან ერთად. ეპიზოდი შეიძლება მიმდინარეობდეს ფსიქოტურ
გამოვლინებებთან ერთად, როგორებიცაა ბოდვა და ჰალუცინაცია. როდესაც მანიის სიმპტომები
სუსტად არის გამოხატული ამბობენ, რომ ადამიანს ჰიპომანიაკალური მდგომარეობა აქვს

ბიპოლარული აშლილობის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ

1. პირველადი ბიპოლარული აშლილობა


2. მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობა

პირველი ტიპის ბიპოლარული აშლილობისას აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული მანიაკალური და მძიმე


დეპრესიული ეპიზოდები. უფრო ხშირია ამ ეპიზოდების მონაცვლეობა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში
შერეული ეპიზოდებიც გვხვდება.

მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ჰიპომანიაკალური ეპიზოდები ენაცვლება მძიმე დეპრესიულ


მდგომარეობას. სწრაფ ცირკულირებასთან გვაქვს საქმე, თუ ერთ წელიწადში გუნება-განწყობილების
დარღვევის 4 ან მეტი ეპიზოდი ფიქსირდება.

ციკლოთიმია კიდევ ერთი აფექტური აშლილობაა და ეს დიაგნოზი დასტურდება, თუ 2 წლის მანძილზე


რემისიის (2 თვეზე მეტი) გარეშე ვლინდება იოლი დეპრესიული და ჰიპომანიური ეპიზოდების მრავალი
შემაწუხებელი პერიოდი, ამავე დროს სიმპტომები არ შეესაბამება შიზოაფექტურ აშლილობას და არ არის
გამოწვეული შიზოფრენიით, ფსიქოტური დარღვევებით ან რომელიმე სამედიცინო მდგომარეობით.

ბიპოლარული აშლილობის მიზეზები

 ნორეპინეფრინის (კვლევებით დამტკიცებულია) მომატებული აქტივობა


 სეროტონინის დაქვეითებული აქტივობა (პირდაპირი კავშირი ჯერ კიდევ უცნობია);
 ნატრიუმის იონების გადატანის პროცესში გარკვეული ტიპის სირთულეები განაპირობებს
ნეირონების „მარტივ ამუშავებას“, რაც იწვევს მანიას (გარკვეული ნეირონების მემბრანაში ნატრიუმი
იონების გადატანის აშკარა დეფექტები აღინიშნებოდა ბიპოლარული აშლილობის მქონე
პაციენტებში);
 ბიპოლარულ აშლილობებს საფუძვლად ბიოლოგიური ანომალიებისადმი მემკვიდრეობით
გადმოცემული წინასწარგანწყობა (მიდრეკილება) უდევს (ბიპოლარული აშლილობების მქონე
პირების ნათესავებთან ჩატარებული კვლევები ადასტურებს ამ მოსაზრებას);
შიზოფრენია
შიზოფრენია მიეკუთვნება ფსიქოზურ აშლილობათა ჯგუფს. შიზოფრენიის მქონე ადამიანები კარგავენ
რეალობის აღქმას. მათი უნარი, შეიმეცნონ გარემო და ადეკვატური რეაგირება ჰქონდეთ გარემოს
გამღიზიანებლებზე იმდენად პრობლემური ხდება, რომ შესაძლოა ხელი შეეშალოთ სახლში, სკოლაში ან
სამსახურში ფუნქციონირებაში. შესაძლოა ჰქონდეთ ჰალუცინაციები (უობიექტო აღქმა) ან ბოდვა (მცდარი
აზრები/მსჯელობა) ან შესაძლოა ჩაიკეტონ თავის სამყაროში.

შიზოფრენიის სიმპტომები - შეიძლება დაჯგუფდეს სამ კატეგორიაში:

1. პოზიტიური სიმპტომები ( აზროვნების, ემოციისა და ქცევის ჭარბად გამოხატული გამოვლინებები)


2. ნეგატიური სიმპტომები (დეფიციტი აზროვნებაში, ემოციასა და ქცევაში)
3. ფსიქომოტორული სიმპტომები (უჩვეულო მოძრაობები ან ჟესტები).

შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში დომინანტურია პოზიტიური სიმპტომები, ზოგიერთის


შემთხვევაში - ნეგატიური სიმპტომები. თუმცა ტიპურად ორივე სახის სიმპტომები გარკვეული ხარისხით
მაინც ვლინდება. საშუალოდ, მამაკაცების შემთხვევაში უფრო ვლინდება ნეგატიური სიმპტომები, მაშინ
როდესაც პოზიტიური სიმპტომები ქალებთან და მამაკაცებთან თანაბრად გვხვდება. შიზოფრენიის მქონე
ადამიანების დაახლოებით ნახევარს აქვს მეხსიერებისა და სხვა კოგნიტური ფუნქციების სერიოზული
სირთულეები. პოზიტიური სიმპტომები - „პათოლოგიური დანამატებია“.

შიზოფრენიის დროს ყველაზე ხშირი პოზიტიური სიმპტომები:

 ბოდვა (Delusions) - იდეები, რომლებისაც შიზოფრენიის მქონე ადამიანებს გულწრფელად სჯერათ,


თუმცა ამ იდეებს არ აქვს რეალური საფუძველი. ბოდვა მცდარი და უსაფუძვლო აზრია, რომლისაც
უკრიტიკოდ სჯერა ინდივიდს და არ იზიარებს მისი სოციალური გარემო. ყველაზე ხშირია დევნის
ბოდვა - ადამიანს სჯერა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, მასზე ჭორაობენ, მის
დისკრიმინაციას გეგმავენ, ჯაშუშობენ და
 რეფერენსული ბოდვა - ადამიანი სხვის მოქმედებებს, მოვლენებსა და საგნებს ანიჭებს
განსაკუთრებულ პიროვნულ მნიშვნელობას.
 განდიდების ბოდვა - ადამიანებს სჯერათ, რომ არიან დიდი გამომგონებლები, რელიგიური
მხსნელები ან სხვა განსაკუთრებული ძალით მოსილი პიროვნებები.
 კონტროლის ბოდვა- ადამიანებს სჯერათ, რომ მათ გრძნობებს, აზრებს, მოქმედებებს აკონტროლებენ
სხვა
 დეზორგანიზებული აზროვნება და მეტყველება - შიზოფრენიის მქონე ადამიანი შეიძლება ვერ
აზროვნებდეს ლოგიკურად, ჰქონდეს უწესრიგო, არეული აზრები და მეტყველებდეს უცნაურად,
მისთვის დამახასიათებელი მანერით. ეს ხშირად იღებს თავისუფალი ასოციაციების ფორმას - ერთი
თემიდან მეორეზე გადასვლა (გადახტომა), ამ დროს ადამიანს სჯერა, რომ მისი არათანმიმდევრული
საუბარი შიზოფრენიის მქონე ზოგიერთი ადამიანი იყენებს ნეოლოგიზმებს (ახალი, გამოგონილი
სიტყვები, რომლებსაც მნიშვნელობა მხოლოდ ამ ადამიანისათვის აქვს), აქვთ პერსევერაციები
(სიტყვებისა და წინადადებების გამეორება).  გაძლიერებული აღქმა და ჰალუცინაციები -
გაძლიერებული აღქმის დროს ადამიანს აქვს განცდა, რომ მისი შეგრძნებები შთაინთქმება გარემოში
არსებული სანახაობებისა და ხმების მიერ.

ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა შეგრძნების მოდალობაში.


 სმენითი ჰალუცინაციები - ყველაზე ხშირია შიზოფრენიის დროს. ამ დროს ადამიანებს ესმით
ბგერები ან ხმები. შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ხმა უშუალოდ მას მიმართავს - აძლევს ბრძანებას
ან აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ან შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ხმა
შემთხვევით
 ტაქტილური ჰალუცინაციები - ჩხვლეტა, წვა, ელექტრო-შოკური შეგრძნებები.
 სომატური ჰალუცინაციები - შეგრძნება, თითქოს სხეულის შიგნით რაღაც ხდება. მაგალითად,
გველი დაცოცავს მუცელში.
 მხედველობითი ჰალუცინაციები - ფერების ბუნდოვანი აღქმა, ადამიანებისა და საგნების
განსხვავებული აღქმა.
 გემოვნებითი ჰალუცინაციები - საჭმლისა და სასმელის უცნაური გემოს შეგრძნება.
 ყნოსვითი ჰალუცინაციები - გრძნობენ სუნს, რომელსაც სხვა ვერავინ გრძნობს.

შეუსაბამო აფექტი სიტუაციურად შეუსაბამო, არაადეკვატური ემოციები-ინდივიდმა შეიძლება გაიცინოს,


როდესაც შეატყობინებენ საშინელ ამბავს ან შეიძლება გაბრაზდეს მაშინ, როდესაც სასიამოვნო და
სასიხარულო სიტუაციაშია.

ნეგატიური სიმპტომები - პათოლოგიური დეფიციტია:

 მეტყველების გაღარიბება - ხშირად ამჟღავნებენ ალოგიას ანუ მეტყველების გაღარიბებას, რაც


შეიძლება გამოხატული იყოს მეტყველების სიმწირეში ან მეტყველების შინაარსის გამარტივება-
გაღარიბებაში.
 გასადავებული ემოცია - ნაკლებად ამჟღავნებენ და გამოხატავენ ემოციებს, მათი სახე უმეტყველოა,
ხმა - მონოტონური, არ ამყარებენ თვალით კონტაქტს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს
ანჰედონიას - სიამოვნების მიღების შეუძლებლობას.
 სურვილის დაკარგვა - შიზოფრენიის მქონე ბევრი ადამიანი განიცდის აპათიას, ენერგიისა და
ინტერესებისგან დაცლას. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ამბივალენტური (ერთმანეთის
საწინააღმდეგო, კონფლიქტური გრძნობები) გრძნობები ბევრი რამის მიმართ.
 სოციალური ჩაკეტვა- შეიძლება ჩაიკეტოს თავის სოციალურ გარემოში და იცხოვროს მხოლოდ
საკუთარი იდეებითა და ფანტაზიებით. გამომდინარე იქიდან, რომ მათი იდეები ალოგიკური და
არეულია, ეს მდგომარეობა იწვევს ადამიანის სერიოზულ დაშორებას არსებული რეალობისგან.

ფსიქომოტორული სიმპტომები - შიზოფრენიის მქონე ადამიანებს ზოგჯერ აქვთ ფსიქომოტორული


სიმპტომები, რაც გულისხმობს - მოუქნელ მოძრაობებს, განმეორებად გრიმასებს (სახის მანჭვა) და
მოჭარბებულ ჟესტებს, ხელის მოძრაობებს. ამ მოძრაობებს ხშირ შემთხვევაში აქვს თავისი დანიშნულება -
რიტუალური ან მაგიური. ფსიქომოტორული სიმპტომების ექსტრემალური ფორმა არის - კატატონია.

კატატონიური სტუპორის დროს - ადამიანი წყვეტს რეაგირებას გარემოზე (სრული მოტორული შეკავება).
კატატონიური აგზნების დროს - სახეზეა ხელებისა და ფეხების ქაოტური მოძრაობები. ასევე შეიძლება
ვლინდებოდეს კატატონიური რიგიდობა და კატატონიური პოზირება.

ბოლო წლებში დომინირებს გენეტიკური და ბიოლოგიური კვლევები შიზოფრენიის გამომწვევი მიზეზების


ახსნაში. მკვლევრებს სჯერათ, რომ ზოგიერთი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს შიზოფრენიის
ბიოლოგიურ პრედისპოზიციას და მოგვიანებით უვითარდება შიზოფრენია, როდესაც ხვდება
ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორც წესი გვიანი მოზარდობისა და ადრეული მოზრდილობის ასაკში.

დოფამინის ჰიპოთეზის მიხედვით, შიზოფრენია გამოწვეულია ნეიროტრანსმიტერ დოფამინის


გადაჭარბებული აქტივობით.სხვადასხვა კვლევებით მტკიცდება, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანებს
აქვთ თავის ტვინში სტრუქტურული ცვლილებები. მაგალითად, გაფართოვებული პარკუჭები, შედარებით
მცირე საფეთქლის წილები და შუბლის წილები, ქერქული რუხი ნივთიერების მცირე რაოდენობა და
პათოლოგიური სისხლის დინება თავის ტვინში - რაც გულისხმობს, ზოგიერთ არეში შემცირებას, ხოლო
ზოგიერთ არეში - გაზრდას. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შიზოფრენია დაკავშირებულია სტრუქტურულ
და უჯრედულ პათოლოგიებთან ისეთი სტრუქტურების, როგორებიცაა: ჰიპოკამპი, ამიგდალა და
თალამუსი.

ფროიდი განიხილავდა შიზოფრენიას, როგორც რეგრესიისა და ეგო-კონტროლის აღდგენის შედეგად


განვითარებულს, რეიხმანი კი მიიჩნევდა, რომ შიზოფრენია გამოწვეულია ცივი და არააღმზრდელობითი
მშობლების მიერ. ის აღწერდა დედებს, როგორც ცივს, უინტერესოსა და უგულვებელმყოფებს - უწოდებდა
მათ შიზოფრენოგენურ დედებს

ქცევითი ახსნა - ბიჰევიორისტები შიზოფრენიის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ ოპერანტულ განპირობებასა


და განმტკიცების პრინციპებს.

კოგნიტური ახსნა - ამ თეორიის მიხედვით, შიზოფრენიის მქონე ადამიანი გადის „რაციონალურ ბილიკს -
სიგიჟემდე“. ეს თეორია ეთანხმება ბიოლოგიურ ხედვას,რომ ჰალუცინაციებისა და აღქმის სირთულეების
დროს თავის ტვინი მართლაც გამოიმუშავებს უცნაურ და არარეალურ შეგრძნებებს - შეგრძნებებს, რაც
გამოწვეულია ბიოლოგიური ფაქტორებით. აშლილობის შემდგომი მახასიათებლები თავს იჩენს, როდესაც
ადამიანი ცდილობს გაიგოს თავისი უჩვეულო შეგრძნებები. როდესაც პირველად ესმის ხმები, ის
ტრიალდება გარშემომყოფებისაკენ. როგორც წესი, სხვები უაყოფენ ხმების არსებობას და ადამიანი აკეთებს
დასკვნას, რომ სხვები სიმართლის დამალვას ცდილობენ. ისინი უარყოფენ ყველა უკუკავშირს და
უვითარდებათ ბოდვა.

სოციოკულტურული ახსნა - ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები არიან სოცალური და კულტურული


ძალების ზემოქმედების ქვეშ. შიზოფრენიის განვითარებაში წვლილი შეაქვს - მულტიკულტურულ
ფაქტორებს, სოციალურ სტიგმას და ოჯახის დისფუნქციას.

პარანოიდული ტიპის შიზოფრენია

პარანოიდული ტიპის ძირითადი მახასიათებელი არის გამოხატული ბოდვა და სმენითი ჰალუცინაციები,


შედარებით შენახული კოგნიტური ფუნქციონირებისა და აფექტის ფონზე. ტიპურად დამახასიათებელია
დევნის ბოდვა და გრანდიოზული ბოდვა, ან ორივე ერთად. დაწყების ასაკი, სხვა ქვეტიპებთან შედარებით
დროში უფრო გადავადებულია. ჩვეულებრივ, ნეიროფსიქოლოგიურ ან სხვა კოგნიტური შეფასების დროს
ვლინდება მსუბუქი შეფერხება ან ნორმა. პროგნოზი პარანოიდული ტიპის შიზოფრენიის დროს უკეთესია.

 ადგილი აქვს ერთ ან მეტ ბოდვას ან ხშირ აუდიტორულ ჰალუცინაციებს.


 არ აქვს ადგილი: დეზორგანიზებულ მეტყველებას, დეზორგანიზებულ ან კატატონიურ ქცევას, ან
გასადავებულ ან შეუსაბამო ემოციებს.

შიზოფრენიის ეს ქვეტიპი ყველაზე გავრცელებული ტიპია მთელს მსოფლიოში. კლინიკურ სურათში


დომინირებს პარანოიდული ბოდვები, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ჰალუცინაციები,
განსაკუთრებით სმენითი ჰალუცინაციები და აღქმის დარღვევები. მიმდინარეობა შეიძლება იყოს
ეპიზოდური, დროებითი ან სრული რემისიებით და ქრონიკული. ყველაზე ხშირად შემხვედრი
პარანოიდული სიმპტომებია: დევნის ბოდვა, რეფერენსული ბოდვა, განდიდებული შობა .
განსაკუთრებული მისია, სხეულებრივი ცვლილება ან ეჭვიანობა; ჰალუცინატორული ხმები, რომლებიც
ემუქრებიან პაციენტს ან აძლევენ ბრძანებებს ან სმენითი ჰალუცინაციები ვერბალური ფორმის გარეშე -
სტვენა, სიცილი და ა.შ. ყნოსვისა და გემოს ჰალუცინაციები, სექსუალური ან სხულებრივი შეგრძნებები.
მხედველობითი ჰალუცინაციებიც შეიძლება ვლინდებოდეს, თუმცა არა როგორც დომინანტური სიმპტომი

დეზორგანიზებული ტიპის შიზოფრენია


დეზორგანიზებული ტიპის შიზოფრენიის ძირითადი მახასიათებელია დეზორგანიზებული მეტყველება,
დეზორგანიზებული ქცევა და გასადავებული ან არაადეკვატური აფექტი.

ასევე ეწოდება ჰებეფრენიული შიზოფრენია. აფექტური ცვლილებები დომინანტურია, ბოდვები და


ჰალუცინაციები ფრაგმენტული, ქცევა უპასუხისმგებლო და არაპროგნოზირებადი, დამახასიათებელია
მანერიზმი. გუნებაგანწყობა არაადეკვატურია და ხშირად მოჰყვება ხითხითი, ღიმილი, გრიმასები,
მანერიზმები, სიცელქე. აზროვნება დეზორგანიზებულია, მეტყველება უთავბოლო და
არათანმიმდევრული. ამ ტიპის შიზოფრენია, როგორც წესი იწყება 15 - დან 25 წლამდე და აქვს ცუდი
პროგნოზი ნეგატიური სიმპტომების სწრაფი განვითარების გამო.

კატატონიური ტიპის შიზოფრენია

კატატონიური ტიპის შიზოფრენიის ძირითადი მახასიათებელია აშკარა ფსიქომოტორული დარღვევები,


რაც შეიძლება მოიცავდეს: მოტორულ უძრაობას - კატალეფსია ან სტუპორი; გადაჭარბებულ მოტორულ
აქტივობას - უმიზნო, არ არის გამოწვეული გარეგანი სტიმულით. ექსტრემალურ ნეგატივიზმს; მუტიზმს;
ნებითი მოძრაობის თავისებურებებს; ექოლალიებს; ექოპრაქსიებს. ვლინდება ფსიქომოტორული
დარღვევები. ძირითადი მახასიათებლები შეიძლება ვლინდებოდეს უკიდურეს ფორმებში - ჰიპერკინეზები
და სტუპორი, ავტომატური მორჩილება და ნეგატივიზმი. აკვიატებული დამოკიდებულებები და პოზები
შეიძლება შენარჩუნებული იყოს დიდი ხნის განმავლობაში.

არადიფერენცირებული ტიპის შიზოფრენია

ძირითადი მახასიათებელია სიმპტომების არსებობა, რომელიც ხვდება შიზოფრენიის A კრიტერიუმს


(შიზოფრენიის ზოგადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი), თუმცა არ ხვდება პარანოიდული,
დეზორგანიზებული ან კატატონიური ტიპის შიზოფრენიის კრიტერიუმს.

რეზიდუალური ტიპის შიზოფრენია

ეს დიაგნოზი ისმევა, როდესაც სახეზე იყო სულ მცირე ერთი ეპიზოდური შიზოფრენია. ვლინდება
ნეგატიური სიმპტომები. ჰალუცინაციებისა დაბოდვის არსებობის შემთხვევაში, ეს სიმპტომები არ არის
დომინანტური და არ მოჰყვება ძლიერი აფექტი. რეზიდუალური ტიპის შიზოფრენიის მიმდინარეობა
შეიძლება იყოს დროში ლიმიტირებული და წარმოადგენდეს გარდამავალ ეპიზოდს სრულ რემისიამდე. ან
ვლინდებოდეს წლების განმავლობაში, გამწვავევის გარეშე.

პოსტ - შიზოფრენიული დეპრესია დეპრესიული ეპიზოდი, აღმოცენებული, როგორც შედეგი შიზოფრენიის


ავადმყოფობის, შეიძლება გახანგრძლივდეს. შიზოფრენიის ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება ვლინდებოდეს,
თუმცა აღარ დომინირებს კლინიკურ სურათში.

მარტივი შიზოფრენია იშვიათი აშლილობა, როდესაც სახეზეა უცნაური ქცევების ფარული, თუმცა
პროგრესული განვითარება. საზოგადოების მოთხოვნების მიმართ გულგრილობა, ზოგადი
ფუნქციონირების გაუარესება. ბოდვა და ჰალუცინაციები არ ვლინდება და მდგომარეობა ნაკლებად
ფსიქოზურია. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხეტიალს, ინდივიდი გახდეს უმიზნო, უმოქმედო.

პიროვნების აშლილობები

პიროვნება - ადამიანის თვისებებისა და ქცევის მყარი პატერნი, რასაც ინდივიდი ავლენს


განსხვავებულ ვითარებაში

პიროვნული აშლილობები - ინდივიდის პიროვნული და ქცევითი ტენდენციების


დარღვევა,რომელიც უშუალოდ არ მომდინარეობს დაავადებიდან, თავის ტვინის დაზიანებიდან
ან ფსიქიკური აშლილობიდან. ის მოიცავს პიროვნების რამდენიმე სფეროს და ასოცირებულია
მნიშვნელოვანი ხარისხის დისტრესთან და სოციალურ დისფუნქციასთან

A კლასტერი აერთიანებს:

პარანოიდული პიროვნული აშლილობა:


• ეჭვიანია
• უნდობლობას იჩენს სხვების მიმართ
• შურიანია
• სენსიტიურია
• აღშფოთებულია
• ღვარძლიანია
• საკუთარი თავი მიაჩნია მნიშვნელოვან პიროვნებად
დამახასიათებელი დევიაციური ქცევა
• არასოდეს პატიობენ წყენას, რომელიც რეალურია ან მათ მიერ რეალურად არის
აღქმული.
• ხშირად ჩივიან სასამართლოში და დაჟინებით ცდილობენ მოიგონ სასამართლო პროცესი,
რასად შეიძლება წლები დაუთმონ. მათ ადგილას სხვები დიდი ხნის წინ დაანებებდენე თავს
სასამართლოში დავას
• როდესაც რაიმეს სთავაზობენ, იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება ავნოს ამ
შემოთავაზებამ მათ ინტერესებს.
• საკუთარი თავს მიიჩნევენ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად. სჯერათ, რომ არიან ძალიან
ნიჭიერები და შეუძლიათ დიდი მიღწევები ჰქონდეთ. იმის მიუხედავად რომ რეალურად
ასე არ ხდება, მაინც ინარჩუნებენ რწმენას საკუთარი განსაკუთრებულობის გამო, მიიჩნევენ
რა, რომ სხვა ადამიანები ხელს უშლიან შესაძლებლობების გამოვლენაში.
სენსიტიურები არიან ცივი მოპყრობის მიმართ. მათთან ურთიერთობა არაკომფორტულია, რადგან
სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც კი ჩხუზე გადადიან
• არ ენდობიან ექიმს,შესაბამისად მკურნალობა ხანგრძლივი და
ნაკლებად ეფექტურია
• მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია
• ფსიქოთერაპიის მეთოდებიდან გამოიყენება ფსიქოდინამიკური, ქცევითი და კოგნიტური
თერაპია

შიზოიდური პიროვნული აშლილობა


• ემოციურად ცივი
• ინდიფერენტული
• დისტანციური
• უჭირს სიამოვნების მიღება
• ინტროსპექტული
• უყვართ მარტოობა, იშვიათად ქმნიან ოჯახს. ოჯახური ცხოვრებას არ მოაქვს მათთვის
კმაყოფილება.
• არ აქვთ იუმორის გრძნობა.
• მიდრეკილნი არიან ინტროსპექციისა და ფანტაზიებისაკენ. აქვთ წარმოსახვის რთული
სამყარო, მაგარამ ემოციებისაგან დაცლილი
• ინტელექტუალური თემები მეტად აინტერესებთ, ვიდრე ადამიანები.
• კონცენტრირებულნი არიან საქმეზე, მაგრამ საქმიანობის პროცესში მიღებული შექება ან
კრიტიკა არ აღელვებთ
• პაციენტები ხშირად ეთიშებიან მკურნალობას რამდენიმე სეანსის შემდეგ.
• გამოიყენება ფსიქოთერაპია, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება უმნიშვნეო შედეგის
მიღწევა.
• მედიკამენტოზური თერაპია არაეფექტურია.

შიზოტიპური პიროვნული აშლილობა


• სოციალური შფოთვა.
• აზროვნებისა და აღქმის დარღვევა
• არაადექვატური ემოციები
• მეტყველების დარღვევა
• ექსცენტრული ქცევა
• სომატოსენსორული ილუზიები
• დერეალიზაცია

• დეპერსონალიზაცია
• საზოგადოებაში ყოფნისას განიცდიან შფოთვას, ამიტომ უჭირთ ურთიერთობების
დამყარება და ჰყავთ ცოტა მეგობარი
• ახასიათებს ექსცენტრული მოქმედებები და უცნაური მანერები
• იცვამენ უცნაურად
მკურნალობა:
• ფსიქოთერაპია
• ანტიფსიქოზური მედიკამენტები

B კლასტერი(დრამატული პიროვნული აშლილობები)


1. ანტისოციალური
• უგრძნობია
• უპასუხისმგებლოა
• იმპულსურია და ადვილად ღიზიანდება
• არ აქვს დანაშაულის და სინანულის განცდა
• ახასიათებთ დანაშაულის გადაბრალება
• ბავშვობის ასაკში აცდენენ გაკვეთილებს, სასტიკად ეპყრობიან ცხოველებს,აზიანებენ სხვის
ქონებას,შეიძლება გააჩინონ ხანძარი.
• მოზრდილებს ახასიათებთ კრიმინალური ქცევა,სამსახურის ხშირი გაცდენა ან საერთოდ
უარი მუშაობაზე, სხვებისთვის საკუთარი დანაშაულის გადაბრალება და შეურაცხყოფის
მიყენება, არ განიცდიან სინანულს და არ ეუფლებათ დანაშაულის განცდა, არიან ფიზიკური
და სექსუალური მოძალადეები, მათ დანაშაულებრივ ქმედებას ამძიმებს ალკოჰოლის და
ნარკოტიკის მოხმარება, უპატიოსნოდ იქცევიან ფინანსურ საკითხებში-ფლანგავენ ფულს
და არ აბრუნებენ ვალს.

2,მოსაზღვრე
• იდენტობის დარღვევა
• ინტენსიური და არასტაბილური ურთიერთობები
• ძალისხმევა, რომ არ მიატოვონ
• განმეორებითი მუქარა ან თვითდაზიანების აქტები
• მუდმივი სიცარიელის განცდა
• სტრესთან დაკავშირებული პარანოიდული აზრები
• იმპულსურობა
• ბრაზის კონტროლის სირთულე
• აფექტური არასტაბილურობა

3.ჰისტრიონული
• თვითდრამატიზაცია
• სუგესტურობა
• ზედაპირული, ლაბილური აფექტი
• ითხოვს ყურადღებას
• ცდილობს მოხიბლოს სხვები უადგილო სიტუაციაში
• ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ მიმზიდველობას
• მეტყველება ზედმეტად იმპრესიულია
• ურთიერთობას აღიქვამს უფრო ინტიმურს, ვიდრე სინამდვილეშია

4.ნარცისული
• საკუთარი გრანდიოზულობისა და მნიშვნელობის განცდა
• ფანტაზიები საკუთარი განუზომელი წარმატებების შესახებ
• განსაკუთრებულობის შეგრძება
• მოითხოვს აღფრთოვანებას
• მიიჩნევს, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს და სხვები მათ სურვილებს
უნდა ასრულებდენენ
• ექსპლუატაციას უწევს სხვებს
• აკლია ემპათია
• შურიანია, სჯერა, რომ სხვებს შურს მისი
• ქედმაღალია
C კლასტერი(,,შფოთვითი პიროვნული აშლილობები):
1. თავის ამრიდებელი პიროვნული აშლილობა
• დაძაბულობის განცდა
• სოციალური არასრულფასოვნების განცდა
• მუდმივად აწუხებს იმის შიში, რომ უარყოფილი იქნება სხვებისგან
• ერიდება აახალი კონტაქტების დამყარებას
• ერიდება რისკს
• ერიდება სოციალურ აქტივობას

2. დამოკიდებული პიროვნული აშლილობა


• ნებას რთავს სხვებს აიღონ პასუხისმგებლობა
• ზედმეტად დამყოლია
• არ სურს გონივრული მოთხოვნები წაუყენოს სხვებს
• გრძნობს, რომ არ შეუძლია მოუაროს საკუთარ თავს
• ესინია, რომ მარტო დარჩება და მოუწევს საკუთარ თავზე ზრუნვა
• სჭირდება აქტიური დახმარება გადაწყვეტილების მიღების დროს
3. ობსესიურ-კომპულსური პიროვნული აშლილობა
• ზედმეტად დიდ ყურადღევბას უთმობს დეტალებსა და წესებს
• ამუხრუჭებს პერფექციონიზმი
• ზედმეტად კეთილსინდისიერია
• ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროდუქტიულობას
• ხისტი და ჯიუტია
• სურს, რომ სხვებიც ემორჩილებოდნენ მის წესებს
• ზედმეტად პედანტურია
• ზედმეტად ფრთხილია და ახასიათებს ორჭოფობა
• უჭირს ძველი და გამოუსადეგარი ნივთების გადაგდება
• ძუნწია და აგროვებს ფულს

პიროვნული აშლილობები არის მდგომარეობა, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს.


დროგამოშვებით არ არის მოსალოდნელი ცვლილებები. პიროვნული აშლილობების გამოსავალის
შესახებ არ მოიძებნენა სანდო ინფორმაცია

კვებითი აშლილობები

პათოლოგიას განაპირობებს პიროვნების დამოკიდებულება საკუთარი წონისა და ფორმის მიმართ.


კვებითი აშლილობების გავრცელებული ფორმებია ნერვული ანორექსია და ნერვული ბულიმია,
რომელთაც საფუძვლად უდევს პაციენტის მიერ სხეულის წონისა და ფორმისთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ანუ პაციენტი საკუთარ ღირსებას აფასებს მხოლოდ
სხეულის წონის, ფორმის და მისი კონტროლის უნარის თვალსაზრისით.

ნერვული ანორექსიის ძირითადი ნიშნებია სხეულის ძალიან დაბალი წონა, წონაში მატების და
სიმსუქნის ძლიერი შიში.

ნერვული ანორექსიის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია:

 სიმაღლისა და ასაკის მიხედვით დადგენილი წონის მინიმალურ მაჩვენებელზე


უარი. (სხეულის წონა სტანდარტული წონის 85%-ს ან ნაკლების შეადგენს
 წონის კლების მიუხედავად, წონაში მატების და გასუქების ძლიერი შიში.
 წუხილი სხეულის წონისა და ფორმის გამო.სხეულის წონისა და ფორმის
არაადექვატური ზეგავლენა თვითშეფასებაზე.
 ამენორეა რეპროდუქციული ასაკის ქალებში.(ერთმანეთის მიყოლებით სამი უკანასკნელი
მენსტრუალური ციკლის გამოტოვება)

ნერვული ანორექსიის ორ ტიპს განარჩევენ: შეზღუდვითს და გაწმენდითს.შეზღუდვითი ტიპის


შემთხვევაში პიროვნება რეგულარულად არ არის დაკავებული უკონტროლო კვებით და
გამწმენდი საშუალებების გამოყენებით(თვითგამოწვეული პირღებინება,საფაღარათო
საშუალებები). გაწმენდითი ტიპის ნერვული ანორექსიის დროს პიროვნება რეგულარულად
მიმართავს უკონტროლო კვებას და გამწმენდ საშუალებებს.

უკონტროლო კვება არის სპეციფიკური ტიპის ქცევა. ამ დროს პაციენტი იღებს ისეთ საკვებს,
რომლისგანაც ჩვეულებრივ თავს იკავებს. გადაჭარბებული ჭამის შემდეგ გრძნობს შებერილობას
და ხელოვნურად იწვევს ღებინებას.პაციენტს ძლიერ აღაშფოთებს ნებისმიერი
ადამიანი,რომელიც ურჩევს ჭამისგან თავი არ შეიკავოს. იგი მალავს საკვებს ან ჭამის
შემდეგ,სხვებისგან მალულად,იწვევს პირღებინებას.

შიმშილის შედეგად ვითარდება მრავლობითი ფიზიკური სიმტომები და ნიშნები: სიცივის


მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, განლევა, ზრდის
შეფერხება, კანის სიმშრალე, ჰიპოთერმია, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, არითმია, კუნთების
სისუსტე, ოსტეოპოროზი. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია გუნებ-განწყობის ლაბილობა,
დეპრესია, შფოთვა, სოციუმიდან გარიყვა, სექსუალური ინტერესების დაქვეითება.
ნერვული ანორექსია გავრცელებულია ახალგაზრდა ასაკის ქალებში. დაავადება,როგორც
წესი,მოზარდობის ასაკში იწყება. თუმცა, შესაძლებელია ბავშვობაში ან გვიან ასაკშიც
განვითარდეს. დაავადება იწყება დიეტის დაცვით,რომელიც შემდეგ უმართავი ხდება. კლინიკურ
პრაქტიკაში ნერვული ანორექსიით დაავადებული მამაკაცები პაციენტთა საერთო რაოდენობის 5-
10%-ს შეადგენს. შემთხვევათა უმრავლესობა მოდის მაღალი სოციალური ფენის
წარმომადგენლებზე.
ანორექსიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ-კულტურალური
ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მიზეზებიდან აღსანიშნავია პიროვნების განვითარებასთან
დაკავშირებული პრობლემები: დაბალი თვითშეფასება, გადაჭარბებული სწრაფვა
სრულყოფილებისაკენ, გაძლიერებული თვითკონტროლი,რომლის საბოლოო მიზანი არის
გახდომა. ოჯახური ტიპის პრობლემები გარკვეულ როლს თამაშობს ამ დაავადების
განვითარებაში.აღმოჩნდა,რომ ნერვული ანორექსიით დაავადებულ პირების ოჯახებში ხშირია
გართულებული ურთიერთობები, კონფლიქტური გარემო, მშობლების ფსიქიკური აშლილობები,
ნერვულ ანორექსიას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა გამწვავებებისა და რემისიების
მონაცვლეობით. შესაძლოა, პაციენტს განუვითარდეს ბულიმია ან სხვა დაუზუსტებელი კვებითი
აშლილობა. ნერვული აშლილობა არასდროს გარდაიქმნება სხვა ფორმის ფსიქიკურ აშლილობად.
მიუხედავად ქრონიკული მიმდინარეობისა, პაციენტი შეიძლება გამოჯანმრთელდეს მრავალი
წლის შემდეგ.

რეკომენდებულია ოჯახური თერაპია. სხეულის ფორმაზე, წონაზე და კვებაზე ანომალური


წარმოდგენის შეცვლის მიზნით კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიაც გამოიყენება. ნერვული
ანორექსიის დროს მედიკამენტოზური თერაპია წამყვანი არ არის. თუმცა პაციენტებში დეპრესიის
ნიშნებით, გამოიყენება ანტიდეპრესანტებით მედიკამენტოზური თერაპია. პაციენტის
ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მისი წონა უკიდურესად დაბალია
წონის აღდგენა, ჩვეულებრივ, ამბულატორიულად

ტერმინი ,,ბულიმია“ ასახავს უკონტროლო, გადაჭარბებული ჭამის ეპიზოდებს.


ნერვული ბულიმიის ნიშნებია:

 გადამეტებული ჭამის დაუძლეველი სურვილი.


 სხეულის წონის კონტროლის მიზნით უკიდურესი საშუალებების გამოყენება.
 სხეულის წონასა და ფორმასთან დაკავშირებით ზეღირებული იდეები,
რომლებიც ნერვული ანორექსიის დროსაც შეინიშნება.
 ნერვული ბულიმიით დაავადებულ პაციენტებს,როგორც წესი,სხეული ნორმალური
წონა გააჩნიათ. ასევე არ აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ბულიმიის ეპიზოდს შეიძლება წინ უძღვოდეს სტრესი ან პაციენტის მიერვე თავს მოხვეული
დიეტის დარღვევა.თითქმის სრულად დაკარგულია კონტროლი კვებაზე.
უკონრტოლო,გადაჭარბებული კვების ეპიზოდის დროს პიროვნება მარტო იმყოფება. ჭამის
დაწყებისას ჩნდება დაძაბულობის მოხსნის განცდა, მაგრამ შემდეგ თავს იჩენს სინანული და
ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. პაციენტმა შეიძლება ხელოვნურად გამოიწვიოს პირღებინება ან
მიიღოს გამწმენდი საშუალებები. დღის მანძილზე ბულიმიისა და გამწმენდი საშუალებების
მიღების ეპიზოდები რამდენჯერმე შეიძლება მონაცვლეობდეს. ნერვული ბულიმიის დროს
დეპრესიული სიმპტომები უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე ნერვული ანორექსიის
დროს და იხსნება კვებითი აშლილობის გამოსწორებასთან ერთად.
ნერვული ბულიმია თავს იჩენს გვიანი მოზარდობის პერიოდში. პაციენტთა მეოთხედს
აღენიშნება ნერვული ანორექსიის ეპიზოდი.
ნერვული ბულიმია ძირითადად მდედრობითი სქესის პირებშია გავრცელებული.მამაკაცებში
ათჯერ უფრო ნაკლები სიხშირით გვხვდება. დავადება მხოლოდ განვითარებული ქვეყნების
მოსახლეობაშია გავრცელებული.
ნერვული ბულიმია დაკავშირებულია სხვადასხვა რისკ- ფაქტორების ზემოქმედებასთან,
როგორიცაა მშობლების ფსიქიკური აშლილობა,სექსუალური ძალადობა, ჭარბი წონა,რაც
პიროვნებას დიეტის დაცვისკენ უბიძგებს. გენეტიკური ფაქტორების როლი ამ პათოლოგიასთან
კავშირში ბუნდოვანია.
დაავადებას აქვს ქრონიკული მიმდინარეობა. იგი არ ასოცირდება სხვა ფსიქიკური
აშლილობის დაწყებასთან. სიმსუქნე ბავშვობის ასაკში და დაბალი თვით შეფასება,როგორც წესი,
არაკეთილსაიმედო გამოსავალთან არის დაკავშირებული.
მკურნალობა. დღეისათვის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო საშუალებად მიჩნეულია კოგნიტურ-
ბიჰევიორული თერაპია,რომელიც მიმართულია იმ ქცევისა და აზრების შეცვლაზე,რომლებიც
ხელს უწყობენ კვებითი აშლილობის შენარჩუნებას. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა
ამცირებს უკონტროლო ჭამას და ასევე გამწმენდი საშუალებების გამოყენების სიხშირეს,
აუმჯობესებს პაციენტის გუნებ-განწყობას, თუმცა კოგნიტურ- ბიჰევიორულ თერაპიასთან
შედარებით მისი ეფექტურობა სუსტია.

ძილის აშლილობა

ძილის აშლილობის მრავალფეროვან გამოვლინებებს შორის აღსანიშნავია ინსომნია. ტერმინი


,,ინსომნია“ ნიშნავს უძილობას. ბევრი პაციენტი, რომელსაც ცუდად სძინავს, უჩივის დღის
განმავლობაში დაღლილობას, უგუნებობას, ასევე ინტელექტუალური აქტივობის ხარისხის
გაუარესებას.
ხანმოკლე უძილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პიროვნულ პრობლემებთან,როგორიცაა
ახლობლის დაკარგვა, დაძაბული სოციალური ურთიერთობები,სტრესი, დამქანცავი სამუშაო.
უძილობა შეიძლება გაჩნდეს სომატური პათოლოგიის, დეპრესიის და შფოთვითი
აშლილობის,დემენციის ფონზე. ის ხშირად ახლავს ალკოჰოლის, კოფეინის გადამეტებულ
გამოყენებას. უძილობის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს ექიმის მიერ დანიშნულმა
მედიკამენტებმა. უძილობის 15%-ის მიზეზი დაუდგენელია. აღსანიშნავია, რომ ადამიანები
განსხვავდებიან ძილის ხანგრძლივობის მოთხოვნილებით. პოპულაციის გარკვეულ ნაწილს, ვინც
უჩივის უძილობას, შეიძლება საკმარისადაც სძინავს, მაგრამ ვერ აცნობიერებს ამ ფაქტს.
ინსომნიის მკურნალობა. ინსომნიის მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის მკურნალობაში
ეფექტურია ძილის ჰიგიენის დაცვა.

ძილის ჰიგიენასთან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციები


Zilis garemo:
nacnobi da komfortuli;
Cabnelebuli;
mSvidi;
ecadeT:
daZinebis win SeasruloT yvela saWiro procedura da rituali;
adgeT da dawveT erTsa da imave dros;
dasaZineblad mxolod maSin dawveT, rodesac daiRlebiT;
ifiqroT sakuTar problemebze dawolamde;
regularulad ivarjiSoT;
garda amisa:
dawolamde ecadeT, ar CaerToT iseT aqtivobaSi, romelic Zlier aRgagznebT;
gvian nu ivarjiSebT;
dRis bolos ar miiRoT kofeinis Semcveli sasmelebi;
bevrs nu mowevT da ar miiRoT didi raodenobiT alkoholi;
dRis manZilze didxans nu daiZinebT;
dawolis win nu miiRebT didi raodenobiT sakvebs;
fxizel mdgomareobaSi sawolSi didxans nu gaCerdebiT.

არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდებიდან რეკომენდირებულია კოგნიტიური


თერაპია. ფსიქოთერაპიის აღნიშნული მეთოდი ეხმარება პაციენტებს განსაზღვრონ და შეცვალონ
ინსომნიის შესახებ არასწორი შეხედულებები. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია სტიმულ-
მაკონტროლებელი თერაპია, რომლის მთავარი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანი
უნდა დაწვეს მაშინ,როცა ეძინება და თუ 20 წუთის განმავლობაში ვერ დაიძინა, უნდა ადგეს და
ხელმეორედ დაწოლამდე ჩაერთოს ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მისთვის სიმშვიდის
მომტანია.
არა არის რეკომენდირებული საძილე საშუალებების ხანგრძლივი მოხმარება,რადგან მათი
მოხსნის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ინსომნია, რომელიც არანაკლებ სტრესულია,
ვიდრე ძილის პირველადი აშლილობა. გარდა ამისა, საძილე საშუალებების ხანგრძლივი
გამოყენება იწვევს დღის განმავლობაში აქტივობის ხარისხის გაუარესებას, პაციენტს უვითარდება
ტოლერანტობა და ხდება მათზე დამოკიდებული

პარასომნია
პარასომნიას ახასიათებს ძილთან ასოცირებული ანომალური ქცევა, ძილის სტადიების დარღვევა
ან ძილ-ღვიძილის გარდამავალ პერიოდებთან დაკავშირებული ცვლილებები.
პარასომნიებს მიეკუთვნება: ღამის კოშმარები, ღამის შიშები,
სომნაბულიზმი.
ღამის კოშმარები ანუ ღამის შფოთვითი აშლილობა არის REM-
ძილიდან(თვალების სწრაფი მოძრაობის ძილი) გამოღვიძება სრულ გამოფხიზლებამდე,
სიზმრების დეტალური გახსენებით. კოშმარული სიზმრები შეიძლება გამოიწვიოს დღის
მანძილზე გადატანილმა შიშმა. სხვა ხშირი მიზეზებიდან აღსანიშნავია პოსტტრავმული
სტრესული აშლილობა,ცხელება,ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედება.
ღამის შიშები ბავშვთა ასაკის პათოლოგიაა.იგი ცალკეულ შემთხვევებში
ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება გაგრძელდეს. ჩაძინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ
ბავშვი,რომელიც REM-ძილის ფაზაში იმყოფება,იღვიძებს,წამოჯდება შეშინებული
გამომეტყველებით, შეიძლება წამოიყვიროს, გახშირებული აქვს სუნთქვა და გულისცემა.
რამდენიმე წუთში ბავშვი მშვიდდება და ძილს განაგრძობს.
სომნაბულიზმი ანუ ძილში სიარული არის ავტომატიზმი,რომელიც ჩნდება ღრმა ძილის დროს.
ის 5-12 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება. ზოგჯერ აშლილობა გრძელდება ზრდასრულ
ასაკშიც. ბავშვების უმრავლესობა ძილში არ დადის ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშვნელობით,არამედ წამოჯდება საწოლში და ასრულებს განმეორებით მოძრაობებს.
სომნაბულიზმის ეპიზოდი გრძელდება რამდენიმე წამიდან წუთამდე, იშვიათად ერთი საათიც.
სომნაბულიზმის ეპიზოდის დროს არსებობს თვითდაზიანების რისკი, ამიტომ აუცილებელია
უსაფრთხოების დაცვა-კარების და ფანჯრის დაკეტვა, სახიფათო საგნების მოცილება და სხვა

სექსუალობასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები

გამოყოფილია პრობლემათა სამი ჯგუფი:

1. სექსუალური დისფუნქცია
2. ,,პარაფილია“
3. გენდერული იდენტობის აშლილობები

სექსუალური დისფუნქცია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა


სექსუალური ინტერესის დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში და ა.შ. სექსუალური
დისფუნქცია შეიძლება პირდაპირ არ გამომჟღავნდეს, მაგრამ თავი იჩინოს სხვა ჩივილებით
(დეპრესია, უძილობა, გინეკოლოგიური პრობლემები).

პარაფილია ანუ ანომალური სექსუალური უპირატესობის კონცეფცია დაფუძნებულია სამ


ასპექტზე:

1. სოციალური ქცევა არ ექვემდებარება გავრცელებულ შეხედულებებს იმის შესახებ,თუ


რა ითვლება ნორმალურად.
2. ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექსუალურ ურთიერთობაში მყოფ მეორე
ადამიანს. მაგ.სექსუალური სადიზმი.
3. თავად ადამიანის მიერ განცდილი ტანჯვა, გამოწვეული საზოგადოების
დამოკიდებულებით მისი ცხოვრების წესის მიმართ, კონფლიქტი პიროვნების
პიროვნების სექსუალურ სურვილებსა და მის მორალურ სტანდარტებს შორის.
ანომალური სექსუალური უპირატესობის აშლილობები ორ ჯგუფად იყოფა:
1.პიროვნების სექსუალური ინტერესის ობიექტთან დაკავშირებული ანომალიები
2. სექსუალური აქტის უპირატესობის (თუ რა ტიპის სექსუალურ აქტს ანიჭებს პიროვნება
უპირატესობას) ანომალიები.
სექსუალური ინტერესის ობიექტთან დაკავშირებული ანომალიებია ფეტიშიზმი, პედოფილია,
ზოოფილია, ნეკროფილია და ა. შ. ამ ტიპის ანომალიების დროს სექსუალური აგზნების
მისაღწევად, მეორე მოზრდილი ადამიანის ნაცვლად უპირატესობას ანიჭებენ რაიმე საგანს,
ცხოველს და ა.შ.

ფეტიშიზმი

სექსუალური ფეტიშიზმის დროს, სექსუალური აგზნების მიღწევის საუკეთესო ან ერთადერთი


საშუალება არის ნივთები ან ადამიანის სხეულის ისეთი ნაწილები,რომელთაც სექსუალური
დატვირთვა არ გააჩნიათ. მაგ. ქალის წინდა,თმა და ა.შ.
ფეტიშიზმი იწყება მოზარდობის ასაკში, გავრცელებულია მხოლოდ მამაკაცებში. ფეტიშისტებში
აგზნების გამომწვევი შეიძლება იყოს არა მარტო ნივთები,არამედ პიროვნების
რაიმე ,,ატრიბუტი“,მაგ. სიკოჭლე, სხეულის დეფორმაცია. ფეტიშისტები სასურველი ნივთის
მოპოვებას ბევრ დროს უთმობენ, ყიდულობენ ან იპარავენ. სასურველ ნივთებთან კონტაქტი
იწვევს სექსუალურ აგზნებას, რასაც მოსდევს მასტურბაცია ან სექსუალური აქტი პარტნიორთან.
პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები უცნობია. არსებობს თეორიები,რომელიც უკავშირედება
თავის ტვინის დისფუნქციას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. კლინიკური გამოცდილების
მიხედვით, ფეტიშიზმი სუსტდება ან საერთოდ ქრება დამაკმაყოფილებელი ჰეტეროსექსუალური
ურთიერთობების დამყარების შემდეგ. ეფექტურია ფსიქოანალიზი და ბიჰევიორული თერაპია.

ფეტიშური ტრანსვესტიზმი

ფეტიშური ტრანსვესტიზმი გავრცელებულია მამაკაცებში, ქალებში ძალიან იშვიათად


გვხვდება. ამ პათოლოგიის დროს ინდივიდები ატარებენ საწინააღმდეგო სქესის აქსესუარებს, ან
შესაძლებელია მთლიანი ჩაცმულობა საპირისპირო სქესის ჰქონდეთ. ზოგჯერ ასეთი ტანსაცმელი
სრულიად ღიად, საზოგადოებაში აცვიათ, ზოგჯერ კი დაფარულად - მამაკაცის ტანსაცმლის ქვეშ.
პათოლოგია თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში, თავდაპირველად
იწყება ქალის რამდენიმე აქსესუარის ტარებით, შემდეგ ემატება დეტალები იქამდე, სანამ
პიროვნება მთლიანად არ შეიმოსება ქალის ტანსაცმლით. ქალის ტანსაცმლიც ჩაცმა მასში იწვევს
სექსუალურ აგზნებას და ხშირად ეს ქცევა მასტურბაციით მთავრდება.
ფეტიშური ტრანსვესტიზმის მიზეზი უცნობია. არ არსებობს სარწმუნო მონაცემები
ქრომოსომული ან ჰორმონული ცვლილლებების შესახებ. ფსიქოანალიტიკური თეორიის
მიხედვით, ფეტიშიზმი ვითარდება იმ პირებში, რომლებმაც ბავშვობაში ვერ დაძლიეს
კასტრაციის შიში.
პედოფილია
პედოფილია არის ბავშვებთან დაკავშირებული სისტემატური ხასიათის სექსუალური აქტივობა
(ან აქტივობის წარმოსახვა). აღნიშნული პათოლოგია მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება.
პედოფილები, ჩვეულებრივ, ირჩევენ ბავშვებს, რომელთა ასაკი მერყეობს 6 წლიდან სქესობრივი
მომწიფების ასაკამდე. ბავშვი შეიძლება იყოს როგორც იმავე სქესის(ჰომოსექსუალური
პედოფილია), ან საპირისპირო სქესის (ჰეტეროსექსუალური პედოფილია). აღწერილია
პედოფილიის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც ასოცირებულია სექსუალურ სადიზმთან.
პედოფილიის ეტიოლოგია უცნობია. პედოფილებს ხშირად ახასიათებს ზრდასრულ
ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უუნარობა ან ქალებთან ურთიერთობის შიში.
არ არსებობს მონაცემები რაიმე სახის ეფექტური თერპიის შესახებ.
ზოოფილია

ცხოველების რეგულარულად გამოყენება სექსუალური აგზნების მისაღწევად. აღნიშნული


პათოლოგია იშვიათად გვხვდება სამედიცინო პრაქტიკაში.

ნეკროფილია
სექსუალური აგზნების მისაღწევად გვამთან სექსუალური კავშრის დამყარება. ნეკროფილიის
მიზეზების, პროგნოზის ან მკურნალობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სექსუალური აქტივობის უპირატესი აშლილობები მოიცავს ქცევის სხვადასხვა ვარიაციებს,


რომლებიც ხორციელდება სექსუალური აგზნების მისაღწევად. ამ ტიპის პათოლოგიებს
მიეკუთვნება სექსუალური სადიზმი და მაზოხიზმი.
სექსუალური სადიზმი მარკიზ დე სადის სახელს უკავშირდება, რომელიც სექსუალური
დაკმაყოფილების მიღწევის მიზნით ქალების მიმართ უკიდურეს სისასტიკეს იჩენდა.
სექსუალური სადიზმი გულისხმობს სექსუალური აგზნების მიღწევას მეორე ადამიანისადმი
ტკივილის მიყენების ან დამცირების გზით. მსგავსი ქცევა, ჩვეულებრივ, რეგულარულ
ხასიათს ატარებს. სადისტური ქცევის გავრცელებული ფორმებია ცემა, გამათრახება, დაბმა და ა.
სადიზმი ვლინდება როგორც ჰეტეროსექსუალური, ასევე ჰომოსექსუალური ურთიერთობის
დროს.
პათოლოგიის ეტიოლოგიის, პროგნოზის, მკურნალობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მაზოხიზმი გავრცელებულია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, როგორც
ჰომოსექსუალურ,ასევე ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში. ეტიოლოგია უცნობია.
მკურნალობის მიზნით რეკომენდირებულია ფსიქოანალიტიკური და ბიჰევიორული თერაპია.

გენდერული იდენტობის ანომალიის ერთ-ერთი ფორმაა ტრანსსექსუალიზმი. ტრანსსექსუალი


პირები დარწმუნებულნი არიან, რომ საკუთარი ქრომოსომული სქესის საპირისპირო გენდერი
აქვთ და სურთ იცხოვრონ ისე, როგორც მათი ანატომიური სქესის საპირისპირო სქესის მქონე
ადამიანები ცხოვრობენ.
აღნიშნული პათოლოგიის ეტიოლოგია უცნობია. მკურნალობის მეთოდებიდან
გამოიყენება ფსიქოთერაპია, ჰორმონოთერაპია, პლასტიკური ქირურგია.

ძირითადი ფსიქიატრიული სიმპტომების განმარტება

 სიმპტომები: სუბიექტური და ობიექტური


 გუნებ-განწყობის პათოლოგია სამი სახისაა:
1. გუნებ-განწყობის ხასიათი შეცვლილია: შფოთვა (სამი კომპონენტი
გააჩნია:ფსიქოლოგიურ-სომატურ-ვეგეტატიური), დეპრესია, მანია, სიბრაზე და
გაღიზიანებადობა
2. გუნებ-განწყობა ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით მეტად ან ნაკლებად
მერყევია: გუნებ-განწყობის ლაბილობა, გუნებ-განწყობის სიჩლუნგე ან გასადავება,
აპათია
3. გუნებ-განწყობა არ შეესაბამება პაციენტის აზრებს და ქმედებებს ან მის
ამჟამინდელ მდგომარეობას - ემოციის შეუსაბამობა
აღქმის პათოლოგია:
1.ილუზია
2.ჰალუცინაცია (მარტივი და რთული)
სენსორული (შეგრძნების) მოდალობის მიხედვით არსებობს სმენითი (მეორე პირის
ჰალუცინაციები და მესამე პირის ჰალუცინაციები), მხედველობითი, ყნოსვითი და გემოვნებითი,
სომატური (ტაქტილური და ვისცერალური) ჰალუცინაციები.
3.დეპერსონალიზაცია („სხეულის სქემის მოშლა“ და „ორეულის სიმპტომი“)
4.დერეალიზაცია (მიკროფსია, მაკროფსია)

 აზროვნების პათოლოგია
1.საკუთრივ აზროვნების პათოლოგია, რაც წარმოადგენს ცვლილებას ცალკეული აზრის
ბუნებაში
2.ასოციაციური პროცესების დარღვევები, რომელიც მოიცავს აზროვნებისა და სხვადასხვა
აზრების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესს.
 ბოდვა : დევნის, დამოკიდებულების, ზემოქმედების, ნიჰილისტური, იპოქონდრიული,
ღაზოიანობის, განდიდების , სექსუალური, დანაშაულის.
 ბოდვა, რომელიც აზრების მიკუთვნებულობას ეხება. შიზოფრენიით დაავდებულებში :
აზრების ჩანერგვა, აზრების წართმევა, აზრების გახმოვანება.
 ობსესიური და კომპულსიური სიმპტომები
 ოთხი ტიპის კომპულსია:
1. შემოწმების რიტუალი
2. დასუფთავების რიტუალი
3. დათვლის რიტუალი
4. ჩაცმის რიტუალი

ასოციაციური პროცესის დარღვევის შემდეგი ფორმები არსებობს:


აზრების მოჭარბება
აზროვნების გაღარიბება
აზრების ბლოკირება
პერსევერაცია

 კატატონია: კატატონიური აგზნება (ექოლალია, ექოპრაქსია) კატატონიური სტუპორი


(მუტიზმი, ამიმია, ნეგატივიზმი, კაპიუშონის სინდრომი)
 მეხსიერების დაკარგვა-ამნეზია (რეტროგრადული და ანტეროგრადული), პარამნეზია
(კონფაბულაცია) დეჟა-ვუ, ჟემე-ვუ.
 ინსაითი

აფექტური აშლილობები
 მძიმე დეპრესიული აშლილობა - დეპრესიის მწვავე ფორმა: დეპრესიის ეპიზოდი ზემოთ
ჩამოთვლილი სულ მცირე 5 სიმპტომით და ორკვირიანი ან უფრო ხანგრძლივი
მიმდინარეობით. უკიდურეს შემთხვევაში ვლინდება ფსიქოტური სიმპტომები და
რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა: ბოდვითი იდეები ან ჰალუციანციები.
 დისთიმია - აფექტური აშლილობა, რომელიც რეკურენტული დეპრესიული არამედ
სიმპტომატიკის სიმძიმისა და მდგრადობის ხარისხით განსხვავდება. როდესაც
დისთიმიური აშლილობა მძიმე დეპრესიაში გადაიზრდება ეს უკვე ორმაგი დეპრესიაა.
 ბიპოლარული აშლილობა გუნება-განწყობილების როგორც მნიშვნელოვანი გაუარესების
(დეპრესია), ასევე გაუმჯობესების (მანია). მანიის სიმპტომები იგივე 5 სფეროს მოიცავს რასაც
დეპრესია და ის ამ სფეროებზე დეპრესიის საწინააღდეგო გავლენას როდესაც მანიის
სიმპტომები სუსტად არის გამოხატული ამბობენ, რომ ადამიანს ჰიპომანიაკალური
მდგომარეობა აქვს.
 პირველი ტიპის ბიპოლარული მკვეთრად გამოხატული მანიაკალური და მძიმე
დეპრესიული ეპიზოდები. უფრო ხშირია ამ ეპიზოდების მონაცვლეობა, მაგრამ ზოგიერთ
შემთხვევაში შერეული ეპიზოდებიც გვხვდება.
 მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ჰიპომანიაკალური ეპიზოდები ენაცვლება მძიმე
დეპრესიულ მდგომარეობას. სწრაფ ცირკულირებასთან გვაქვს საქმე.
 ციკლოთიმია კიდევ ერთი აფექტური აშლილობაა . იოლი დეპრესიული და ჰიპომანიური
ეპიზოდების მრავალი შემაწუხებელი პერიოდით, ამავე დროს სიმპტომები არ შეესაბამება
შიზოაფექტურ აშლილობას და არ არის გამოწვეული შიზოფრენიით, ფსიქოტური
დარღვევებით ან რომელიმე სამედიცინო მდგომარეობით.

შიზოფრენია

 შიზოფრენიის სიმპტომები :
1. პოზიტიური სიმპტომებია ბოდვა:რეფერენსული, განდიდების, კონტროლის,
დეზორგანიზებული აზროვნება და მეტყველება, გაძლიერებული აღქმა და ჰალუცინაციები
2. ნეგატიური სიმპტომები : მეტყველების გაღარიბება, გასადავებული ემოცია (ანჰედონია,
სურვილის დაკარგვა, სოციალური ჩაკეტვა)
3. ფსიქომოტორული სიმპტომები : კატატონია,მოუქნელი მოძრაობები, განმეორებად
გრიმასები (სახის მანჭვა) და მოჭარბებული ჟესტები, ხელის მოძრაობები. 4
 პარანოიდული ტიპის შიზოფრენია-ძირითადი მახასიათებელი არის გამოხატული ბოდვა
და სმენითი ჰალუცინაციები, შედარებით შენახული კოგნიტური ფუნქციონირებისა და
აფექტის ფონზე. ტიპურად დამახასიათებელია დევნის ბოდვა და გრანდიოზული ბოდვა, ან
ორივე ერთად. დაწყების ასაკი, სხვა ქვეტიპებთან შედარებით დროში უფრო
გადავადებულია. ჩვეულებრივ, ნეიროფსიქოლოგიურ ან სხვა კოგნიტური შეფასების დროს
ვლინდება მსუბუქი შეფერხება ან ნორმა.
 დეზორგანიზებული ტიპის შიზოფრენიის ძირითადი მახასიათებელია დეზორგანიზებული
მეტყველება, დეზორგანიზებული ქცევა და გასადავებული ან არაადეკვატური აფექტი.ასევე
ეწოდება ჰებეფრენიული შიზოფრენია. აფექტური ცვლილებები დომინანტურია, ბოდვები
და ჰალუცინაციები ფრაგმენტული, ქცევა უპასუხისმგებლო და არაპროგნოზირებადი,
დამახასიათებელია მანერიზმი
 კატატონიური ტიპის შიზოფრენიის ძირითადი მახასიათებელია აშკარა ფსიქომოტორული
დარღვევები, რაც შეიძლება მოიცავდეს: მოტორულ უძრაობას - კატალეფსია ან სტუპორი;
გადაჭარბებულ მოტორულ აქტივობას - უმიზნო, არ არის გამოწვეული გარეგანი
სტიმულით. ექსტრემალურ ნეგატივიზმს; მუტიზმს; ნებითი მოძრაობის თავისებურებებს;
ექოლალიებს; ექოპრაქსიებს. ვლინდება ფსიქომოტორული დარღვევები.
 არადიფერენცირებული ტიპის შიზოფრენია -ძირითადი მახასიათებელია სიმპტომების
არსებობა, რომელიც ხვდება შიზოფრენიის A კრიტერიუმს (შიზოფრენიის ზოგადი
დიაგნოსტიკური კრიტერიუმი), თუმცა არ ხვდება პარანოიდული, დეზორგანიზებული ან
კატატონიური ტიპის შიზოფრენიის კრიტერიუმს.
 რეზიდუალური ტიპის შიზოფრენია-ეს დიაგნოზი ისმევა, როდესაც სახეზე იყო სულ მცირე
ერთი ეპიზოდური შიზოფრენია. ვლინდება ნეგატიური სიმპტომები. ჰალუცინაციებისა
დაბოდვის არსებობის შემთხვევაში, ეს სიმპტომები არ არის დომინანტური და არ მოჰყვება
ძლიერი აფექტი.
 პოსტ - შიზოფრენიული დეპრესია -დეპრესიული ეპიზოდი, აღმოცენებული, როგორც
შედეგი შიზოფრენიის ავადმყოფობის, შეიძლება გახანგრძლივდეს. შიზოფრენიის
ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება ვლინდებოდეს, თუმცა აღარ დომინირებს კლინიკურ
სურათში.
 მარტივი შიზოფრენია იშვიათი აშლილობა, როდესაც სახეზეა უცნაური ქცევების ფარული,
თუმცა პროგრესული განვითარება. საზოგადოების მოთხოვნების მიმართ გულგრილობა,
ზოგადი ფუნქციონირების გაუარესება. ბოდვა და ჰალუცინაციები არ ვლინდება და
მდგომარეობა ნაკლებად ფსიქოზურია. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხეტიალს, ინდივიდი
გახდეს უმიზნო, უმოქმედო.

პიროვნების აშლილობები

A კლასტერი აერთიანებს:

• პარანოიდული პიროვნული აშლილობა (ეჭვიანია,შურიანია,სენსიტიურია,საკუთარი თავი


მიაჩნია მნიშვნელოვან პიროვნებად,უნდობლობას იჩენს სხვების მიმართ)
• შიზოიდური პიროვნული აშლილობა (ემოციურად ცივი,ინდიფერენტული,დისტანციური,,
უყვართ მარტოობა,არ აქვთ იუმორის გრძნობა, ინტელექტუალური თემები მეტად
აინტერესებთ, ვიდრე ადამიანები)
• შიზოტიპური პიროვნული აშლილობა (აზროვნებისა და აღქმის
დარღვევა,დეპერსონალიზაცია-დერეალიზაცია,სოციალური შფოთვა,მეტყველების
დარღვევა,სომატოსენსორული ილუზიები,ექსცენტრული ქცევა, არაადექვატური ემოციები)

• B კლასტერი(დრამატული პიროვნული აშლილობები)


1. ანტისოციალური (უგრძნობია კრიმინალური ქცევა არ აქვს დანაშაულის და სინანულის
განცდა უპასუხისმგებლოა იმპულსურია და ადვილად ღიზიანდება)
2. მოსაზღვრე (იდენტობის დარღვევაბრაზის კონტროლის სირთულე აფექტური
არასტაბილურობა ინტენსიური და არასტაბილური ურთიერთობები მუდმივი
სიცარიელის განცდა სტრესთან დაკავშირებული პარანოიდული აზრები იმპულსურობა)
3. ჰისტრიონული (თვითდრამატიზაცია სუგესტურობა ზედაპირული, ლაბილური აფექტი
ითხოვს ყურადღებას)
4. ნარცისული ( საკუთარი გრანდიოზულობისა და მნიშვნელობის განცდა ფანტაზიები
საკუთარი განუზომელი წარმატებების შესახებ განსაკუთრებულობის შეგრძება
მოითხოვს აღფრთოვანებას)

C კლასტერი(,,შფოთვითი პიროვნული აშლილობები):


4. თავის ამრიდებელი პიროვნული აშლილობა-დაძაბულობის განცდა სოციალური
არასრულფასოვნების განცდა მუდმივად აწუხებს იმის შიში, რომ უარყოფილი იქნება
სხვებისგან ერიდება აახალი კონტაქტების დამყარებას ერიდება რისკს,ერიდება სოციალურ
აქტივობას
5. დამოკიდებული პიროვნული აშლილობა-ნებას რთავს სხვებს აიღონ პასუხისმგებლობა
ზედმეტად დამყოლია არ სურს გონივრული მოთხოვნები წაუყენოს სხვებს გრძნობს, რომ არ
შეუძლია მოუაროს საკუთარ თავს
6. ობსესიურ-კომპულსური პიროვნული აშლილობა -ზედმეტად დიდ ყურადღევბას უთმობს
დეტალებსა და წესებს ამუხრუჭებს პერფექციონიზმი კეთილსინდისიერი ზედმეტად დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ ხისტი და ჯიუტია სურს, რომ სხვებიც ემორჩილებოდნენ მის
წესებს ზედმეტად პედანტურია ზედმეტად ფრთხილია და ახასიათებს ორჭოფობა უჭირს
ძველი და გამოუსადეგარი ნივთების გადაგდება ძუნწია და აგროვებს ფულს

კვებითი აშლილობები

• ნერვული ანორექსია (შეზღუდვითი და გაწმენდითი)


• ნერვული ბულიმია
• უკონტროლო კვება
ძილის აშლილობა
• ინსომნია
• ძილის ჰიგიენა
• პარასომნია : ღამის კოშმარები, ღამის შიშები, სომნაბულიზმი.
სექსუალობასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები

1. სექსუალური დისფუნქცია
2. ,,პარაფილია“
3. გენდერული იდენტობის აშლილობები

ანომალური სექსუალური უპირატესობის აშლილობები :


1.პიროვნების სექსუალური ინტერესის ობიექტთან დაკავშირებული
ანომალიები: ფეტიშიზმი, პედოფილია, ზოოფილია,
ნეკროფილია,ფეტიშური ტრანსვესტიზმი
2. სექსუალური აქტის უპირატესობის (თუ რა ტიპის სექსუალურ აქტს ანიჭებს პიროვნება
უპირატესობას) ანომალიები: სადიზმი და მაზოხისმი

You might also like