Professional Documents
Culture Documents
Документ Microsoft Word
Документ Microsoft Word
პირის ღრუ, კბილები, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი
იმ სისტემის ნაწილებია, რომელშიც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა
ჯირკვლის მონაწილეობით იწყება და მთავრდება საჭმლის მონელება - სასარგებლო
გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი
ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მთელ სიგრძეზე სამმაგი გარსი აკრავს გარს: შიგნითა -
ლორწოვანი, შუა - კუნთოვანი და გარეთა, რომელიც სეროზული ან შემაერთებელი
ქსოვილისგან შედგება. ლორწოვანი გარსი, გარდა ნაწლავის ამომფენი საფარისა,
შეიცავს სხვადასხვა დანიშნულებისა და ბუნების (ნაწლავის უბნის შესაბამისად)
მრავალ ჯირკვალს, რომელთა წვენი საჭმლის მომნელებელი ერთ-ერთი ძირითადი
ელემენტია. მილის მთელ სიგრძეზე, პირის ნაპრალიდან ანალურ ხვრელამდე,
ლორწოვანი გარსის სისქეში განლაგებულია ლორწოს გამომყოფი ეპითელური
უჯრედები. ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნებია
ნაწლავის ნაოჭები და ხაოები. მათი საშუალებით იზრდება საკვებთან შეხების
ზედაპირი და რეგულირდება ნაწლავში ქიმუსის (საკვები ნარევის) გადაადგილების
ტემპი. ლორწოვანი გარსის მთელ სიგრძეზე, სისქეში, უხვადაა გაფანტული
ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს. კუნთოვანი გარსი
ნაწლავის კედლის ძირითად მასას ქმნის და მექანიკური წინააღმდეგობის დაძლევას
ემსახურება. ნაწლავში ხშირად ვითარდება მაღალი წნევა. ეს მისი სტატიკური
ფუნქციაა. დინამიკური ფუნქცია კი გულისხმობს ნაწლავის კედლის
პერისტალტიკურ და ქანქარასებრ მოძრაობას, რომელიც საჭმლის მონელების
პროცესის უმნიშვნელოვანესი რგოლია. კუნთოვანი შრის ირიბი ბოჭკოები კუჭის -
საჭმლის მომნელებელი მილის ყველაზე დიდი და ტევადი ორგანოს - კედლის
სიმტკიცეს და კუჭში საკვების გადაადგილებას განაპირობებს. სეროზული გარსი,
რომლითაც ამოფენილია მუცლის ღრუ და დაფარულია ორგანოთა კედლები, მეტად
მნიშვნელოვან როლს ასრულებს - იგი ქმნის ბარიერს, ერთი მხრივ, მუცლის ღრუსა
და ამა თუ იმ ორგანოს და, მეორე მხრივ, მეზობელ ორგანოებს შორის. სეროზული
გარსის უჯრედების მიერ გამოყოფილი წვენი სისტემატურად ასველებს ორგანოს, რაც
საგრძნობლად ამცირებს ხახუნს როგორც თვით ორგანოებს, ასევე ამა თუ იმ ორგანოსა
და ღრუს კედელს შორის.