You are on page 1of 4

პანკრეასი

პანკრეასი/კუჭქვეშა ჯირკვალი- შერეული ტიპის


ჯირკვალია. ის გამოიმუშავებს ორი სახის ჰორმონს:
ინსულინს და გლუკაგონს.( პანკრეასი ასევე
ასრულებს გარე სეკრეტორულ ფუნქციას,ის
გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ
ფერმენტებს,რომელსაც გამოყოფს თორმეტგოჯა
ნაწლავში). ინსულინის და გლუკაგონის
დანიშნულებაა სისხლში გლუკოზის/ შაქრის დონის
დარეგულირება.მისი სამიზნეა ღვიძლი და
კუნთები, ასევე ცხიმოვანი ქსოვილი.(ზოგიერთ
ორგანოს აქვს უნარი ინსულინის დახმარების გარეშე
მოიხმაროს გლუკოზა,ძირითადად დახმარება
სჭირდება-ღვიძლს,კუნთებს,ცხიმოვან ქსოვილს)

ჯირკვალი ინსულინის გამომუშავებას მაშინ იწყებს,როცა სისხლში გლუკოზის რაოდენობა


იზრდება, ეს საკვების მიღების შემდეგ ხდება. უჯრედებზე ინსულინი შემდეგი
მიმართულებით მოქმედებს

ამის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონე მცირდება.

1.კუჭქვეშა ჯირკვალი, 2.ჰორმონი ინსულინი,


3.გლუკოზა, 4.რეცეპტორი, 5.გლუკოზის გადამტანი/ტრანსპორტერი

ხშირია შემთხვევები,როდესაც პანკრეასის უჯრედები, ჰიპოფუნქციის დროს ინსულინს ვერ


ასინთეზებენ და ვითარდება დაავადება-შაქრიანი დიაბეტი.
ამ დროს სისხლში უამრავი გლუკოზაა,მაგრამ უჯრედებს არ მიეწოდება-ენერგიის მთავარი
წყარო. არსებობს შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი, როდესაც ინსულინი გამომუშავდება,
მაგრამ ცილა-რეცეპტორი უგრძნობია ინსულინის მიმართ. შაქრიანი დიაბეტის დროს
უჯრედები იძულებული ხდებიან ენერგიის მიღებისათვის დაშალონ ცხიმები და ცილები.
ცილები უჯრედების მთავარი საშენი მასალაა. გარდა ამისა ყველა ენზიმი, ჰორმონების
ნაწილი, იმუნიტეტში მონაწილე ანტისხეულები და სისხლის შედედებაში მონაწილე
ფიბრინოგენი ცილოვანი მოლეკულებია და ამიტომ ცილების გამოყენება ენერგიის
მისაღებად იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, ქსოვილის აღდგენის, ინფექციებთან ბრძოლის
და სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას. ამავდროულად ორგანიზმში ირთვება
ჰომეოსტაზის(ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის) მექანიზმი, რომელიც ცდილობს
აღადგინოს სისხლში გლუკოზის ნორმალური რაოდენობა და ორგანიზმი ზრდის დღე-
ღამეში გამოყოფილი შარდის რაოდენობას. შარდთან ერთად სისხლიდან გლუკოზაც
იდევნება, ე.ი. იზრდება გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობაც.

შაქრიან დიაბეტს ახასიათებს რამდენიმე მთავარი სიმპტომი:

 ხშირი შარდვა
 გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება
 ძლიერი შიმშილის შეგრძნება(უჯრედში ცილების ინტენსიური ხარჯვის გამო)

ხშირმა შარდვამ შეიძლება ორგანიზმი მინერალების დეფიციტამდე მიიყვანოს.

გლუკაგონს - ინსულინის საწინააღმდეგო/ანტაგონისტური მოქმედება აქვს. გლუკაგონი


გამომუშავდება მაშინ ,როდესაც სისხლში გლუკოზის დონე მცირდება.მისი სამიზნე-
ღვიძლი და კუნთებია. ჰორმონის ზემოქმედებით კუნთებში და ღვიძლში არსებული
გლიკოგენი გარდაიქმნება გლუკოზად,რომელიც გადადის სისხლში და გლუკოზის დონეც
გაიზრდება.
თირკმელზედა ჯირკვალი.

თირკმელზედა ჯირკვალი-შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია.


ისინი მოთავსებულია თირკმლების ზედა ნაწილზე, აქედან
წარმოდგება სახელწოდებაც- თირკმელზედა ჯირკვალი. შედგება
ორი ნაწილისგან: ტვინოვანი და ქერქოვანი.

ტვინოვანი შრე გამოიმუშავებს ჰორმონ-ადრენალინს ანუ


ეპინეფრინს, რომელიც გამომუშავდება შიშის, მრისხანების,
უეცარი ცვლილებების და სტრესული სიტუაციების დროს.
ადრენალინის ფუნქცია არის ორგანიზმის ადაპტაციის,
თავდაცვის უნარიანობის და აქტივობის გაზრდა შეცვლილ
გარემო პირობებში. ადრენალინის სამიზნე ორგანოებია: ღვიძლი,
გული, კანი, ცხიმოვანი ქსოვილი, სასუნთქი გზები-ბრონქიოლები,რომელიც ბოლოვდება
ფილტვებში, კუჭი და ნაწლავები.

სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმს სჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია,ამისთვის


საჭიროა სისხლმა სწრაფად მიუტანოს უჯრედებს საკვები და ჟანგბადი. აქედან გამომდინარე
ადრენალინის ზემოქმედებით ადრენალინი იწვევს:

 გულის შეკუმშვათა რიტმის გახშირებას და გაძლიერებას


 ღვიძლში გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად,რომელიც გადადის სისხლში
 აფართოებს სასუნთქი გზების-ბრონქიოლების სანათურს (ბრონქიოლი სასუნთქი
გზაა), სისხლი მდიდრდება ჟანგბადით
 აქტიურდება ცხიმის დამშლელი ფერმენტები
 ითრგუნება კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკა,მონელება, თითქოს აფრთხილებს
ორგანიზმს, რომ სტრესულ სიტუაციაში მას საჭმლის მონელებისთვის არ სცალია.
 ვიწროვდება კანისკენ მიმავალი სისხლძარღვები(არტერიოლები) და ფართოვდება
გულის მკვებავი-გვირგვინოვანი სისხლძარღვები (არტერიები)

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონები- ორგანიზმში მინერალური


ნივთიერებების შემცველობასა(სამიზნე ორგანო-თირკმლები) და ორგანული ნივთიერებების
გარდაქმნებს აკონტროლებს.
კითხვარი ( პანკრეასი )

1.მოქმედების მიხედვით, როგორი ტიპის ჯირკვალს მიეკუთვნება პანკრეასი?

2.ჩამოთვალე ჰორმონები,რომელსაც გამოიმუშავებს პანკრეასი

3.განსაზღვრე რა მნიშვნელობა აქვს ჰორმონებს ორგანიზმისთვის?

4.როდის გამომუშავდება ორგანიზმში ინსულინი და რომელია მისი სამიზნე ორგანოები?

5. ჩამოთვალე უჯრედზე ინსულინის მოქმედების ეტაპები

6.როდის გამომუშავდება ორგანიზმში გლუკაგონი?რომელია მისი სამიზნე ორგანოები?

7. როგორ მოქმედებს გლუკაგონი სამიზნე ორგანოებზე?

8. რომელი დაავადება ვიტარდება პანკრეასის ჰიპოფუნქციის დროს?

9.რატომ განიცდის უჯრედები გლუკოზის შიმშილს,მიუხედავად იმისა,რომ სისხლი


მდიდარია გლუკოზით?

10.რატომ გადადის ორგანიზმი ცილების წვაზე?

11. როგორ მოქმედებს დიაბეტის დროს ორგანიზმის ჰომეოსტაზური მექანიზმი(სისხლის


გლუკოზისგან გასათავისუფლებლად)

12.ჩამოთვალე შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი მთავარი სიმპტომები

კითხვარი (თირკმელზედა ჯირკვალი)

1.მოქმედების მიხედვით, როგორი ტიპის ჯირკვალს მიეკუთვნება თირკმელზედა ჯირვალი?

2.აგებულების მიხედვით რამდენი შრისგან შედგება სად მდებარეობს თირკმელზედა


ჯირკვალი?

3.რას აკონტროლებს ქერქოვანი შრის მიერ გამომუშავებული ჰორმონი?

4. რომელ ჰორმონს გამოყოფს ტვინოვანი შრე და რომელია მისი სამიზნე ორგანოები?

5.რა ცვლილებებს განიცდის თითოეული სამიზნე ორგანო ჰორმონის ზემოქმედების


შედეგად?

6.რას უწოდებენ ჰორმონ ადრენალინს და რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის?

You might also like