You are on page 1of 10

დიაბეტი

ნინო ავალიანი , IX კლასი


შაქრიანი დიაბეტი — ფართოდ გავრცელებული
დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში
მომატებულია გლუკოზის რაოდენობა.
ორგანიზმში ინსულინის (ჰორმონის) ნაკლებობა იწვევს დიაბეტს ინსულინის დანაკლისი
თავის, მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი (საჭმლის მომნელებელი
სისტემის ჯირკვალი) ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას.
დიაბეტის დროს სისხლში გროვდება გლუკოზის (შაქრის) ზედმეტი
რაოდენობა. მას ზომავენ გლუკომეტრით.
არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახეობა:
ტიპი 1, ტიპი 2, პრედიაბეტი და ა.შ.
◦ ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს (ხშირად
ტიპი 1-ის შემთხვევაში), თუმცა მადა
გაძლიერებული აქვს. დიაბეტით ავადმყოფს
წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით
იღებს სითხეს და დიდი რაოდენობით
გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი,
პირიქით, გასუქებულია (ტიპი 2), ან
ნორმალური წონისაა.
დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა .
ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა ,
სასურველია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვნად ამცირებს
დიაბეტის რისკს და ხელს უწყობს პანკრეასის ნორმალურ ფუნქციონირებას.
◦ მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს
ადამიანს.
◦ პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის საშუალებით,
მეორე ტიპის დროს კი ჯერ დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის შემცველობის დაყვანა
ნორმამდე, მაშინ მედიკამენტები, ან ინსულინი.
პანკრეასი
◦ პანკრეასის კუნძულების მიერ გამოყოფილი ჰორმონი — ინსულინი პირდაპირ გადადის
სისხლში და არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას
◦ მას გამომტანი სადინარი არ გააჩნია და გამომუშავებულ ჰორმონს პირდაპირ სისხლში
ათავისუფლებს
◦ პანკრეასზეც მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგადი წესები: გაიმდიდრეთ რაციონი ახალი
ხილითა და ბოსტნეულით, ყოველდღე სვით 8-10 ჭიქა წყალი, ერიდეთ მძიმე, ცხიმიან
საკვებს, რომელიც პანკრეასს ზომაზე მეტი ფერმენტის წარმოქმნას აიძულებს, ნუ შეჭამთ
ღამით, დროდადრო მიეცით პანკრეასს დასვენებისა და აღდგენის საშუალება
ნორმალური ძილით,
◦ რეგულარულად ივარჯიშეთ: სხვა ორგანოების მსგავსად, პანკრეასსაც სჭირდება
სისხლით კარგი მომარაგება, რასაც სწორედ ფიზიკური აქტიურობა უზრუნველყოფს.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like