You are on page 1of 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის


ფაკულტეტი

ავტორი: დიმიტრი ქვარაია


თემა : იშემიური ინსულტი
მედიცინის ფაკულტეტი ,ე’ ჯგუფი
კურსი IV
გეგმა
1.მოკლე მიმოხილვა
2.ინსულტის რისკები
3.კვლევის დანიშნულება
4. კვლევის მეთოდოლოგია
5.კვლევის მიმოხილვა
6.კვლევის შედეგები.
7.შეჯამება.
ინსულტი. ეტიოლოგია. პათოგენეზი.
ინსულტი ეწოდება მწვავედ განვითარებულ ნევროლოგიურ დეფიციტს,
რომლის დროსაც, აღინიშნება თრომბოემბოლიური დაზიანება,
ცერებრალური მიკროანგიოპათია, ვასკულიტი ან სხვა, რის შედეგადაც
ვითარდება ტვინის ქსოვილების იშემია, ინფარქტით ან მის გარეშე.
I კვლევა
კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს
ასაკოვან ქალებში.

• მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით
ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში
კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა
ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც,
რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.
• ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კალიუმის მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას, მაგრამ შეუძლია თუ არა კალიუმის მიღებას ინსულტისა და
სიკვდილიანობის პრევენცია, აქამდე გაურკვეველი იყო.
• კვლევაში ჩართული იყო 50-79 წლის ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 90,137 ქალი. პოსტმენოპაუზის საშუალო ხანგრძლივობა 11 წელს შეადგენდა.
კვლევისას აღირიცხებოდა ქალების მიერ კალიუმის მოხმარების დონე, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის და გარდაცვალების შემთხვევები.
• კვლევის დაწყებისას არცერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა ინსულტი. კალიუმის საკვებისმიერი მიღების საშუალო მაჩვენებელი დღეში 2,611 მილიგრამს
შეადგენდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კალიუმის საშუალოზე მაღალი მოხმარებისას ინსულტის განვითარების ზოგადი რისკი 12%-ით და იშემიური
ინსულტის განვითარების რისკი 16%-ით მცირდება. დადგინდა, რომ კალიუმის მაქსიმალური რაოდენობის მოხმარების პირობებში ნაადრევი სიკვდილიანობის
რისკი 10%-ით მცირდებოდა.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა შორის კალიუმის მაღალი მოხმარება დაკავშირებული იყო ნაადრევი სიკვდილიანობის
განვითარების რისკის შემცირებასთან, იშემიური ინსულტის რისკის 27%-ით და ზოგადად ინსულტის რისკის 21%-ით დაბალ რისკთან.
• ამ კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საჭირო რაოდენობით კალიუმის საკვებისმიერი მიღება უფრო ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების
დაწყებამდე. დღეისათვის აშშ-ში რეკომენდებულია 4.7 მილიგრამი კალიუმის მიღება ყოველდღიურად.
კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციით ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალიუმით მდიდარი საკვები. კალიუმის მაღალი შემცველობით
გამოირჩევა თეთრიკარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, ბანანი, თეთრი პარკოსნები (ლობიო) და სხვა.
II კვლევა
ქალებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვით ინსულტის
განვითარების რისკი 50%-ით მცირდება.
• სტოკჰოლმის კაროლინის ისტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ, რომლის ფარგლებში გამოკვლეულ
იქნა 60 წლის 31,696 ქალი, დაადასტურა, რომ სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ინსულტის განვითარების რისკს თითქმის
ანახევრებს.
• კვლევა გრძელდებოდა ათი წლის მანძილზე და მეცნიერები ორიენტირებულნი იყვნენ ხუთ ძირითად ფაქტორზე: ჯანსაღი კვება,
ალკოჰოლის ზომიერი მიღება, არამწეველობა, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი წონა. აღმოჩნდა, რომ ქალებში, რომლებიც
ცხოვრების ჯანსაღი წესის ხუთივე ფაქტორს ასრულებდნენ, ინსულტის განვითარების რისკი 54%-ით შემცირდა.
• ცხოვრების ჯანსაღი წესის კრიტერიუმები კვლევაში: ჯანსაღი კვება განისაზღვრებოდა როგორც რეკომენდებული კვების ქულების
50% (ქულები ფასდებოდა მიღბული ჯანსაღი საკვების -ხილის, ბოსტნეულის, უცხიმო რძის პროდუქტების მიღების სიხშირის
მიხედვით), ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება - 3-9 პორცია კვირაში, ფიზიკური აქტიურობა - ფეხით სეირნობა ან ძუნძული დღეში 40
წუთი, დამატებით, კვირაში ერთი საათი რეკრიაციული ფიზიკური დატვირთვა, ჯანსაღი წონა -სხეულის მასის ინდექსი ნაკლები 25-ზე.
• კვლევაში ჩართული ქალებიდან ხუთივე ჯანსაღი ფაქტორის კრიტერიუმებს მხოლოდ 589 შეესაბამებოდა, უმრავლესობა 2-3 ჯანსაღი
ფაქტორით შემოიფარგლებოდა, 1525 ქალი კი, არცერთს არ ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ინსულტის 1554 შემთხვევა
გამოვლინდა.
• იმის გამო, რომ ინსულტის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე და შეუქცევადი დარღვევები ვითარდება, მის პრევენციას
უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება.
• აღნიშნული კვლევის შედეგები მიუთითებენ, რომ ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის
განვითარების რისკს.
• ქალებში, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან, თავის ტვინის ინფარქტის განვითარების რისკი 13%-ით მცირდება. ცხოვრების ჯანსაღი
წესი ის არჩევანია, რომელიც საშუალებას აძლევს ადმიანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.
III კვლევა
WAKE UP !
• WAKE-UP არის MRI -ით თრომბოლიზისზე დამყარებული ევროპული
მულტიცენტრული,რანდომიზებული,პლაცებო-კონტროლირებადი, კლინიკური კვლევა, მწვავე ინსულტის
მქონე პაციენტებში,რომლთა შემთხვევაში უცნობია ინსულტის დაწყების დრო,ვინაიდან ისინი იღვიძებენ
ინსულტის ნიშნებთან ერთად.

• WAKE- ის მიზანია შეამოწმოს MRI- ზე ინტრავენური თრომბოლიზის ეფექტურობა და უსაფრთხოება Alteplase-ს გამოყენებით,
ინსულტის სიმპტომების ან უცნობი სიმპტომების მქონე პაციენტებში. ამასთანავე, WAKE-UP მიზნად ისახავს ახალი უსაფრთხო
და ეფექტური მკურნალობის საშუალებას მწვავე ინსულტის მქონე პაციენტებისთვის.
Wake-UP არის ევროპის ერთობლივი კვლევითი პროექტი, რომელიც დაიწყო აკადემიური, მცირე და საშუალო ბიზნესის
პარტნიორების გაერთიანებით, ინსულტის პაციენტების მკურნალობის გასაუმჯობესებლად.

• Wake up- ის ძირითადი მიზანია ინსულტის სიმპტომების მქონე პაციენტებში MRI- ზე დაფუძნებული თრომბოლიზისით
შექმნილი რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევა.


< Wake up – ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, თრომბოლიზის ეფექტურობა და alteplase-ს უსაფრთხოება.

• პროექტი 2013 წელს დაიწყო.

• 30 ივნისს საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით WAKE-UP კვლევები შეჩერდა. კვლევის მიწურულს 1,377
პაციენტი ჩაირთო WAKE-UP- ში, 501 პაციენტი იქნა რანდომიზებული და 876 დაუხურა.
• ამ პროექტის ერთ-ერთი სასარგებელო მხარე იყო ის, რომ ექიმების / მკვლევარების გადამზადება მოხდა MRI- ის სასწავლად, რამაც
შესაძლებლობა მისცა პროფესიონალებს გარკვეულიყვნენ MRI- ის ინტერპრეტაციაში მწვავე ინსულტის დიაგნოსტიკის დროს. რვა
ევროპულმა ქვეყანამ 400-მდე სპეციალისტი გადაამზადა აღნიშნული პროგრამით.
გამოყენებული წყარო:

• American Heart Association Journal Stroke


• Journal of American academy of neurology
• SafeStroke. Stroke alliance for Europe
• NCDC
გმადლობთ ყურადღებისთვის.

You might also like