You are on page 1of 11

უშაქრო დიაბეტი

diabetes insipidus
• უშაქრო დიაბეტი განპირობებულია თირკმელების მიერ
შარდის კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით , რაც
განპირობებულია :
1. ანტიდიურეზული ჰორმონის დეფიციტით (ცენტრალური
უშაქრო დიაბეტი)
2. ვაზოპრესინის მოქმედების მიმართ თირკმლის
მილაკების მგრძნობელობის დარღვევა
ვაზოპრესინი
• ვაზოპრესინი წარმოადგენს ცილას რომელიც შედგება 9 ამინომჟავასგან.
ანტიდიურეზული ჰორმონის V2 რეცეპტორები განლაგებულია თირკმლის
დისტალურ კლაკნილ მილაკებში. მათი აქტივაცია განაპირობებს წყლის
რეაბსორბციის გაძლიერებას. ანტდიურეზული ჰორმონის მაღალი
კონცენტრაციის პირობებში ადგილი აქვს სისხლძარღვთა V1
რეცეპტორების აქტივაციასაც.
ფიზიოლოგიურ პირობებში ვაზოპრესინი სეკრეციის რეგულაცია
ხორციელდება ჰიპოთალამუსის ოსმორეცეპტორებით. პლაზმის
ჰიპეროსმოლარობა იწვევს ანტიდიურეზული ჰორმინის სეკრეციის
სტიმულაციას. ვაზოპრესინის სხვა არაპირდაპირი სტიმულატორია
ჰიპოვოლემია და არტერიული ჰიპოტენზია.
უშაქრო დიაბეტის გავრცელება
• უშაქრო დიაბეტი არცთუ ისე გავრცელებულია.
ენდოკრინულ დაავადებებს შორის მისი პროცენტული
მაჩვენებელი 0,5-0,7-ს უდრის (15 000-17 000-დან 1
შემთხვევა). ყოველწლიურად 1 000 000 კაცზე დაავადების
ერთი ახალი შემთხვევა ვლინდება. უმეტესად მამაკაცები
ავადდებიან. ბავშვებში უშაქრო დიაბეტი უპირატესად 12
წლის ასაკიდან გვხვდება.
კლინიკური ფორმები
• არსებობს უშაქრო დიაბეტის სამი ფორმა:
თანდაყოლილი
შეძენილი
იდიოპათიური.
• შეძენილი თავისმხრივ შეიძლება იყოს:
ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტი
თირკმლისმიერი შეძენილი უშაქრო დიაბეტი
• ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტის მიზეზებია: ჰიპოფიზის
სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა, ჰიპოფიზის სიმსივნის ოპერაციული
მოცილება, ინფექციური აგენტები, ტრავმა, აუტოიმუნური ფაქტორი ,
რომელიც ორგანიზმში აკრძალული ცილის სინთეზით არის
განპირობებული.

თირკმლისმიერ შეძენილ უშაქრო დიაბეტს იწვევს:


თირკმლის ქრონიკული დაავადებები (პიელონეფრიტი); ჰიპოკალემია ,
ცილოვანი შიმშილი, ჰიპერკალცემია, ზოგირთი  მედიკამენტი
მაგალითად ლითიუმის პრეპარატები ,
გენტამიცინი, ვინბლასტინი , ფუროსემიდი და სხვა .

• ცნობილია იდიოპათიური უშაქრო დიაბეტიც , რომელიც სპონტანურად


ან დაუდგენელი მიზეზით ვითარდება
კლინიკური სიმპტომები
• უშაქრო დიაბეტს გაძლიერებული შარდვა და წყლის უხვი სმა ახასიათებს მისი
სინონიმებია უშაქრო ხშირი შარდვა, ინსიპიდური (გემოს გარეშე) დიაბეტი –
diabetes isipidus. წყურვილის შეგრძნება შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს რომ
ავადმყოფმა შეიძლება დღე ღამეში 3 დან 20 ლიტრამდე სითხე მიიღოს .
შესაბამისად დიურეზიც გაძლიერებულია. უშაქრო დიაბეტს შეიძლება ასევე
ახასიათებდეს საკმაოდ მძიმე ფსიქონევროლოგიური ნიშნები : უძილობა ,
უგუნებობა, აგზნებადობა, თავის ტკივილი , შრომის უნარის მკვეთრი დაქვეთება .
• ბავშვთა ენურეზი – ღამის უნებლიე შარდვა, რომელიც საკმაოდ არის
გავრცელებული, ხშირად სწორედ უშაქრო დიაბეტით არის განპირობებული .
უშაქრო დიაბეტის დროს ბავშვები უჩივიან თავის ტკივილს , ცუდად სძინავთ ,
აწუხებთ კანის სიმშრალე, უმადობა, არ იმატებენ წონას , ჩამორჩებიან
ფიზიკური განვითარებით.
გამოკვლევის მეთოდები
 შარდის ხვედრითი წონა;
სისხლისა და შარდის ოსმოლარობა;
სისხლში ანტიდიურეზული ჰორმონის რაოდენობა;
შიმშილის ტესტი
ცენტრალური უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში
მივმართავთ ჰიპოფიზის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან
მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას.
დიფერენციული დიაგნოზი
• საჭიროა უშაქრო დიაბეტის დიფერენცირება ნერვული
პოლიდიფსიისგან, რომელიც შედარებით იშვიათია და
პათოლოგიური წყურვილის სინდრომს წარმოადგენს. ამ
დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია, როდესაც
სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები უშაქრო დიაბეტს
გამორიცხავს. ასეთი სახის დარღვევას უფრო
ფსიქოგენური ხასიათი აქვს და შედარებით მსუბუქად
მიმდინარეობს.
მკურნალობა
ცენტრალური უშდ-ის მკურნალობის პრინციპია ჩანაცვლებითი
ჰორმონოთერაპია მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამისთვის გამოიყენება
სინთეზირებული ადჰ (დესმოპრესინი, ვაზოპრესინი, არგიპრესინი,
ლიპრესინი), რომლებსაც ცხვირში იწვეთებენ ან შეისუნთქავენ.
არსებობს ასევე ანტიდიურეზული საშუალება ტაბლეტების სახით
(მინირინი), რომელიც საქართველოშიც არის რეგისტრირებული.
თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის სამურნალოდ შეიძლება
გამოიყენებულ იქნას შარდმდენი საშუალებები (მათი პარადოქსული
მოქმედების ეფექტის გამო), აგრეთვე პროსტაგლანდინების სინთეზის
ინჰიბიტორები (იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ასპირინი). მათვე იყენებენ
ცენტრალური და თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის
დიფერენცირებისთვის.

You might also like