You are on page 1of 3

კლინიკური ფარმაცია

თემა: ყაბზობა და ფაღარათი 3.3.2


კუჭ ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებს შორის ყველაზე ხშირად ყაბზობა და
ფაღარათი გვხვდება. ორივეს მკურნალობა ადვილია და ხშირად სიმპტომები
თვითგანკურნებადია თუმცა შეიძლება ისინი მნიშვნელოვანი პრობლემის მიზეზი
გახდეს. ყაბზობას შეუძლია გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ
ჰოსპიტალიზაციასაც მოითხოვს. ყაბზობას იწვევს:
ჰიპოთირეოდიზმი,ჰიპოკალიემია,ჰიპერკალციემია, გაფანტული სკლეროზი,
დეპრესია, კუჭ ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია. ფაღარათი კი ისეთი
დაავადებების მეორადი გამოვლინებაა როგორიცაა: წყლულოვანი კოლიტი,
კრონის დაავადება და ნაწლავის კარცინომა. წამლებიც ხშირად იწვევს მათ მაგ.
ოპიოდური ტკივილგამაყუჩებლების (მორფინი, კოდეინი) გვერდითი ეფექტის
ყაბზობა. ამპიცილინი, ერითრომიცინი, თვითგანკურნებად ფაღარათს იწვევს.
ყაბზობა - ყაბზობად ითვლება მდგომარეობა, როდესაც დეფეკაციათა რიცხვი
კვირაში 3-ზე ნაკლებია და დღიური ფეკალური მასა 30 გ -მდეა. ამის მიხედვით
პოპულაციის 99% ს კუჭის ნორმალური მოქმედება აღენიშნება. მოსახლეობის 10-
20% უჩივის მტკივნეულ , არასრულ დეფეკაციას და აბდომინური დისკომფორტს.
ყოველ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე რამდენჯერმე მაინც აღენიშნება ყაბზობა,
განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ასაკში. ცხოვრების მჯდომარე წესი და მოძრაობის
შეზღუდვა ამცირებს ნაწლავების აქტივობას. კვების რაციონში ბოჭკოთი მდიდარი
საკვებისა და თხევადი პროდუქტის შეზღუდვა ამცირებს როგორც ნაწლავების
პერისტალტიკას ასევე ფეკალურ მასაში წყლის შემცველობას. ასევე მოხუცები
ხშირად იღებენ ისეთ წამლებს, რომლის გვერდითი ეფექტიც ყაბზობაა.
ყაბსობისადმი მიდრეკილები არიან ბავშვები და მწოლიარე ავადმყოფები,
აგრეთვე ორსულები.
ეტიოლოგია - უმრავლეს შემთხვევაში ყაბზობის მიზეზი საკვებ პროდუქტში
ბოჭკოსა და სითხის ნაკლებობაა ასევე გაძლიერებული ოფლიანობაც.
ორსულობის პერიოდში ყაბზობას რამდენიმე ობიექტური მიზეზი აქვს: ნაყოფის
დაწოლა ნაწლავებზე, სითხეების მაკლებად მიღება, ფიზიკური აქტივობის
შემცირება. ყაბზობას იწვევს სხვადასხვა დაავადებები, ქირურგიული ჩარევა და
სამკურნალო საშუალებები. ყაბზობის სიმპტომები - დეფეკაცია კვირაში 2-ჯერ
არარეგულარული ინტერვალით, მშრალი და მკვრივი ფეკალური მასა,
დეფეკაციის დროს ტკივილი ან დისკომფორტი, ნაწლავების არასრულად
დაცლისა და მუცლის დაჭიმულობის შეგრძნება და მსუბუქი უმადობა.
გამოკვლევები - იმ დროს თუ არსებობს ეჭვი, რომ ყაბზობა სერიოზული
დაავადების მეორადი გამოვლინებაა ავადმყოფს უტარდება სიგმოსკოპია და
კოლონოსკოპია ბარიუმის კონტრასტით. დიაგნოზი ტარდება ნაწლავების ანთებად
დაავადებებსა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს შორის. საჭიროა ასევე
პერიფერიული სისხლის სურათის და ელექტროლიტების შესწავლა. განავლის
გამოკვლევაც საკმაოდ ინფორმატიულია: მცირე ზომის, მკვრივი, მრგვალი
ფორმის ფეკალური მასა ნაწლავის გაღიზიანების სინდრომს ახასიათებს,
სისხლდენა -წყლულოვან კოლიტსა და ბუასილს.
მკურნალობა - მარტივი ყაბზობის დარეგულირება კვების რაციონის შეცვლით
შეიძლება. საჭიროა ფიზიკური აქტივობის გაზრდა. საფაღარათოები თითქმის არ
გამოიყენება გარდა იმ პათოლოგიების დროს როდესაც მძიმდება დაავადება.
ბავშვებში სასურველი არ არის საფაღარათოების დანიშვნა უფრო კვების
რაციონში ხილის ფაფის ჩართვა. საფაღარათოების გამოყენება რეკომენდებულია
წამლით გამოწვეული ყაბზობის სამკურნალოდ და ქირურგიული და
რადიოლოგიური პროცედურების წინ, ნაწლავების შიგთავსის დაცლის მიზნით.
საფაღარათოები - უნივერსალური საფაღარათო საშუალება არ არსებობს
ამიტომ ექიმმა დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს მისი დადებითი და უარყოფით
მხარეები. საფაღარათო საშუალებების ფარმაკოლოგიური ჯგუფებია: ნაწლავის
შიგთავსის მოცულობის გამზრდელი საფაღარათოები, მასტიმულირებელი
საფაღარათოები, ოსმოსური საფაღარათოები, ფეკალური მასის დამარბილებელი
საშუალებები.
ნაწლავის შიგთავსის გამზრდელი საშუალებები- ძირითადად
პოლისაქარიდების ან ცელულოზას ნაწარმებია. საჭიროა მათი მიღება შესაბამისი
რაოდენობის სითხესთან ერთად. ისინი საკმაოდ ეფექტურ და უსაფრთხო
წამლების ჯგუფს მიეკუთვნება. მოქმედებას 12-72 საათში ამჟღავნებენ.
მასტიმულირებელი საშუალებები - ნაწლავის კედელში არსებულ ნერვულ
დაბოლოებებზე ამჟღავნებენ ადგილობრივ გამაღიზიანებელ ეფექტს, რაც ნერვულ
წნულში იმპულსის გავრცელების დაჩქარებასა და ნაწლავის გლუვი კუნთის
აქტივობის გაზრდას განაპირობებს. მოქმედებას 6-12 საათში იწყებენ ამიტომ
სასურველია მათი მიღება ღამის საათებში. ამ ჯგუფის პრეპარატების თვის
დამახასიათებელია ძლიერი სპაზმური ტკივილები და ელექტროლიტებისა და
სითხის დაკარგვა. მათი დანიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, თუ ნაწლავის
შიგთავსის მოცულობის გამზრდელი საფაღარათოები არაეფექტურია ან მათი
გამოყენება სხვადასხვა მიზეზის გამო შეზღუდულია. ოსმოსური (მარილოვანი)
საფღარათოები - ისინი ნაწლავის სანათურში სითხეების შეკავებას იწვევენ.
მიღება რეკომენდებულია უზმოზე, სითხესთან ერთად. მოქმედებას მიღებიდან 2-4
საათში ამჟღავნებენ. გამოკვლევების წინ ნაწლავების გასუფთავების მიზნით
ფოსფატის ოყნები ინიშნება, მისი გამოყენება შეიძლება მწვავე ყაბზობის
სამკურნალოდ.
დოზირების ფორმები - საფაღარათოების უმრავლესობა ორალურად მიიღება,
ზოგიც რექტალური სამკურნალო ფორმაც არსებობს სანთლების ან ოყნის სახით.
მაგ. ბისაკოდილი გამოდის ტაბლეტების ფორმით, მაგრამ სწრაფი მოქმედების
მიზნით რეკომენდებულია ამ პრეპარატის რექტალური სანთელი. სანთლების
გამოყენება არ შეიძლება ანალური წყლულისა და გისტულების დროს.
გვერდითი ეფექტები, უკუჩვენებები და სიფრთხილე- ქრონიკული
გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამკურნალწამლო
დამოკიდებულებას. საფაღარათოების გამოყენება არ შეიძლება ნაწლავების
ობრსტრუქციის, აპენდიციტის, ფეკალური გაუვალობის დროს. ასევე დაუშვებელია
გაურკვეველი მუცლის ტკივილის, გულის რევისა და ღებინების დროს. ნატრიუმის
შემცველი საფაღარათოების გამოყენება უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის,
თირკმლის ფუნქციის დარღვევისა და ჰიპერტენზიის ფონზე. ბისაკოდილის
ტაბლეტები მთლიანად უნდა გადაიყლაპოს კოლიკის თავიდან აცილებისთვის. არ
შეიძლება ბისაკოდილის მიღება რძესთან და ანტაციდებთან ერთ-ერთად.
ნაწლავის შიგთავსის გამზრდელი საშუალებები მიღება აუცილებელია ერთი ჭიქა
ცივი წყლით. არ შეიძლება მათი მიღება უშუალოდ დაწოლის წინ. ბავშვებს ეს
ჯგუფი არ ენიშნებათ. მასტიმულირებელი საფაღარათოები შარდს წითლად ღებავს
რაც ავადმყოფს უნდა იცოდეს.
სამკურნალწამლო დამოკიდებულება- გადაჭარბებული გამოყენება იწვევს
მუცლის ტკივილს, ელექტროლიტების დაკარგვას, სისუსტეს, გულისრევას,
ღებინებას, ფაღარათსა და ყაბზობას.
ფაღარათი (დიარეა)
დიარეა ხშირი დეფეკაციაა ძალზე თხელი წყლისმაგვარი ფეკალური მასით. ის
შეიძლება განისაზღვროს როგორც 300 მლ თხევად ფეკალურ მასაზე მეტი 24
საათში. ფაღარათის გამო წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვას აქვს
ადგილი. დიარეა თავისთავად დაავადება არ არის. იგი რომელიმე დაავადების
სიმპტომია. ფაღარათი საკმაოდ ხშირი პრობლემაა განსაკუთრებით ჰიგიენის
დაბალი სტანდარტის პირობებში. იგი დეჰიდრატაციას იწვევს ამიტომ ამ
პათოლოგიას ყოველწლიურად მსოფლიოში სულ ცოტა 5 მილიონი ადამიანის
სიცოცხლე ეწირება განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
ეტიოლოგია- ფაღარათის მრავალი მიზეზი არსებობს. დიარეაც შეიძლება იყოს
მწვავე, მარტივი და თვითგანვითარებადი ასევე ქრონიკული, სერიოზული
პათოლოგიის მეორადი გამოვლინება. ფაღარათი წამლის გვერდითი ეფექტიც
შეიძლება იყოს.

You might also like