You are on page 1of 15

საქართველოს დავით

აღმაშენებლის უნივერსიტეტის
სტუდენტი: გურამ კვინიკაძე

რკინით მოწამვლა
რკინით მოწამვლა არის ორგანიზმის რკინით
გადატვირთვა, რომელიც გამოწვეულია დიდი
რაოდენობით რკინის მიღებით. ეს ტერმინი
ძირითადად ასოცირდება მცირეწლოვან
ბავშვებთან, რომლებიც მოიხმარენ დიდი
რაოდენობით რკინა დამატებულ აბებს,
რომლებიც ტკბილეულს ჰგავს, დაახლოებით 3
გრამი ლეტალურია ორი წლის ბავშვისთვის.
გამომწვევები

• ბუნებაში, რკინა ჩვეულებრივ


გვხვდება მისი დაჟანგული სახით,
შავი რკინა, რკინა (II), ხსნადია და
მისი ტოქსიკურობა იცვლება,
მეტწილად კუჭ-ნაწლავის გარსის
მთლიანობით. რკინის დანამატები,
როგორც წესი, გამოიყენება
ანემიის სამკურნალოდ.
• მიღებული რკინის რაოდენობამ შეიძლება მიმანიშნოს პოტენციური ტოქსიკურობის შესახებ.
რკინის უკმარისობის, ანემიის სამკურნალო დოზაა 3-6 მგ / კგ დღეში. ტოქსიკური მოქმედება
იწყება 10-20 მგ / კგ ელემენტარული რკინის მიღების შემთხვევაში. 50 მგ / კგ-ზე მეტი
ელემენტარული რკინის შეყვანა ასოცირდება ძლიერ ტოქსიკურობასთან. [9]

• შავი სულფატის ჰეპტაჰიდრატის 325 მგ ტაბლეტს აქვს 65 მგ (20%) ელემენტარული რკინა


• შავი გლუკონატის 325 მგ ტაბლეტს აქვს 39 მგ (12%) ელემენტარული რკინა
• შავი ფუმარატის 325 მგ ტაბლეტს აქვს 107,25 მგ (33%) ელემენტარული რკინა
• 200 მგ შავი სულფატს აქვს 65 მგ (33%) ელემენტარული რკინა

• სისხლის მაჩვენებლების თვალსაზრისით, რკინის დონე სისხლში 350–500 მკგ / დლ – ზე მეტი


ტოქსიკურად ითვლება ხოლო 1000 მკგ / დლ – ზე მეტი დონე მიუთითებს რკინის მძიმე
მოწამვლაზე.
- რკინა (Fe3 +) ტოქსიკურია მთელი რიგი
უჯრედული პროცესებისთვის.
მას შეუძლია გამოიწვიოს :
1. ლორწოვანი გარსის ნეკროზი
2. კაპილარების გამტარობის გაზრდა
3.მიტოქონდრიის ლიპიდური მემბრანის
დარღვევა.
4.კრებსის ცილკის ინჰიბირება.
5.ჟანგვითი ფოსფორილირების
ინჰიბირება.
სიმპტომები
• რკინის მწვავე ინტოქსიკაციის
გამოვლინებები, როგორც
წესი, იყოფა 5 ფაზად :
● კუჭ-ნაწლავის (GI) ფაზა
• ● ლატენტური, ან ფარდობითი
სტაბილურობის ფაზა
• ● შოკი და მეტაბოლური
აციდოზი
• ● ჰეპატოტოქსიურობა
ღვიძლის ნეკროზი
• ● ნაწლავის ობსტრუქცია
1.კუჭ-ნაწლავის ფაზა - ანუ GI ფაზა ხდება 30
წუთიდან 6 საათის განმავლობაში რკინის
მიღებიდან. ამ ფაზის კლინიკური
გამოვლინებები არის: მუცლის ტკივილი,
გულისრევის შეგრძნება,ღებინება, დიარეა
2.ლატენტური ფაზა - ზოგჯერ მას ასევე
უწოდებენ „შედარებით სტაბილურ" ან "მშვიდ"
ფაზას. ვითარდება მიღებიდან 6-დან 24
საათამდე, ეტაპი შეიძლება იყოს
გარდამავალი ან საერთოდ არ გამოჩნდეს
რკინით ინტოქსიკაცია პაციენტებში.
3)შოკი და მეტაბოლური აციდოზი-გულსისხლძარღვთა სისტემის
ტოქსიკურობა(შოკი,სიფერმკრთალე,ტაქიკარდია,ჰიპოტენზია).
• კოაგულოპათია,
• შოკი შეიძლება იყოს ჰიპოვოლემიური,დისტრიბუციული და კარდიოგენულიც.
• მეტაბოლური აციდოზი-Fe3+ იონები გამოყოფენ წყალბადს.  (Fe3+ + 3H2O —> Fe(OH)3 +
3H+) ,ასევე შეიძლება გამოვლინდეს ლაქტატ აციდოზი ჰიპოვოლემია /შოკის გამო და
რკინით გამოწვეული მიტოქონდრიული ფერმენტების დისფუნქციის გამო.
• ამ ფაზაში შეიძლება ისევ გამოვლინდეს :GI
ჰემორაგია,ჰემატემეზისი,მელენა.ნაწლავის პერფორაცია.
• მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი-ტიპურია ამ ფაზისთვის.
• თირკმლის და ცნს დაზიანება.შეიძლება განვითარდეს სიყვითლე ,კომა და
კოაგულოპათიის გაუარესება ღვიძლის დისფუნქციის გამო.
• 4)ჰეპატოტოქსიკურობა: მიღებიდან 12-დან 96 საათამდე ნაწლავიდან
აბსორბირებული დიდი რაოდენობის რკინა ხვდება ღვიძლში,ამიტომაც მისი
დაზიანების და ნეკროზის რისკი დიდია.
• 5)ნაწლავის ობსტრუქცია-2-8კვირა.-კუჭნაწლავის დანაწიბურების გამო.ყველაზე
ხშირად ვითარდება კუჭის გასავალის ნაწილში.ძირითადი სიმპტომია ღებინება.
დიაგნოზი
• კლინიკური ნიშნები:ძლიერი გულისრევა, პირღებინება,
ჰიპოვოლემია, ცნობიერების შეცვლა, სითხის დაკარვის და
მეტაბოლური აციდოზის გამოვლინებები.
• სისხლში რკინის კონცენტრაციის განსაზღვრა.მიღებიდან პირველ 4-6
საათში.
• 350-500 საშუალო. 500ზე მეტი მძიმე,და 1000 ზე მეტის შემთხვევაში
პრაქტიკულად ლეტალურია.
• ასევე გამოიყენება
რადიოგრაფიული კვლევა.
• ლაბორატორიული მონაცემები:
• ელექტროლიტები,შარდოვანა,კრე
ატინინი.
• AST/ALT და ბილირუბინი
• ვენური და არტერიული გაზები
• სისხლის საერთო ანალიზი
• PT და aPTT
• სისხლის ჯგუფი
დიფერენციალური დიაგნოზი
• მრავალი სხვა ტოქსიკური აგენტი იწვევს ღებინებას საწყის ეტაპზე რაც
ასევე დამახასიათებელია რკინის
ტოქსიკურობისთვის.ესენია:სალიცილატები,თეოფილინი,კაუსტიკური
სოდა,იზოპროპანოლი,დარიშხანის და ვერცხლისწყლის
მარილები,ორგანოფოსფატები და კარბამატები,ასევე
ნიკოტინი,არასტეროიდები,სოკოები და სხვა.
• ასპირინი:მომატებულია სისხლში მისი
დონე,ჰიპერთერმია,ჰიპერვენტილაცია.
• თეოფილინი:სისხლში
მომატებულია,კრუნჩხვები,ტაქიარითმიები,ჰიპოტენზია,ჰიპერთერმია.
• ორგანოფოსფატები:მუსკარინული ნიშნები დიარეის და ღებინების
გარდა(ბრონქორეა,ბრონქოსპაზმი,ბრადიკარდია,მიოზი),არითმიები,
ფასციკულაციები და სისუსტე,კრუნჩხვები,
• ნიკოტინი:მუსკარინული ნიშნები,კრუნჩხვები,კუნთების სისუსტე,და
რაბდომიოლიზი,პარალიზი,კომა.
ჰემოქრომატოზი
• ნიშნები და სიმპტომები- ვლინდება 40 წლის მერე, როდესაც რკინის მარაგი
როგანიზმში გადააჭარბებს 20 გრამს. ქლებში მამაკაცებთან შედარებით გვიან
ვლინდება რადგან რკინის გარკვეული რაოდენობა იკარგება მენსტრუაციის გზით .
• ღვიძლის ციროზი- ღვიძლის ციროზს წინ ყოველთვის უსწრებს ღვიძლის
დისფუნქციის ნიშნები- მომატებულია ღვიძლის ასტ ალტ ბილირუბინი, დოლის
ჩხირისებური თითები, ლეიკონიქია, ასტერიქსისი, ჰეპატომეგალია, ხელისგულების
ერითემა. ციროზი ვლინდბა სიყვითლით და ასციტით, კუჭისა და საყლაპავის
ვარიკოზები.
• შაქრიანი დიაბეტი- რკინის დაგროვება პანკრეასში აზიანებს მას
• კანის პიგმენტაცია დაკავშირებულია რკინისა და მელანინის
ურთერთშეკავშირებასთან და კანი იღებს ბრინჯაოს ფერს. ამის გამო
ჰემოქრომატოზს ბრინჯაოსფერ დიაბეტსაც უწოდებენ.
• მტევნის ართიტი- განსაკუთებით მეორე და მესამე მეტკარპოფალანგური სახსარი,
ასევე მხრისა და მუხლის სახსრები
• თირკმელზედას უკმარისობა
• გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმია, პერიკარდიტი.
კარდიომიოპათია,რომელიც შესაძლოა იყოს რესტრიქციული ან
დილატაციური(შექცევადია).
• სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია ღვიძლის კარცინომა.
მკურნალობა

• დამხმარე თერაპია:სითხეების ინფუზია ჰიპოვოლემიური შოკის


პრევენციის მიზნით.
• კუჭ-ნაწლავის დეკონტამინაცია:მთლიანი ნაწლავის
ირიგაცია(ოსმოსურად ბალანსირებული პოლიეთილენგლიკოლის
ელექტროლიტური სხნარი)
• კუჭის ამორეცხვა:თუმცა შეიძლება წარმოიქმნას ბეზოარი და ეს
მეთოდები არ იქნება ეფექტური.ამიტომ ზოგჯერ ატარებენ
ენდოსკოპიურ მკურნალობას ან ქირურგიულ გასტროტომიას დიდი
რაოდენობის ტაბლეტების მიღების შემთხვევაში.
• არაეფექტური მეთოდები:ნახშირი,იპეკაკი,კუჭის ბიკარბონატის და
ფოსფატის სხსნარით ამორეცხვა,ასევე დეფეროქსამინით ლავაჟი.
ანტიდოტური თერაპია
• ინტრავენური დეფეროქსამინი სერიოზული მოწამვლის
შემთხვევაში:მძიმე
სიმპტომები(ჰიპოვოლემია/შოკი,ლეთარგია/კომა,მუდმივი
გულისრევა/პირღებინება.
• გაზრდილი ანიონურ ნაპრალოვანი მეტაბოლური აციდოზი.
• რკინის პიკური კონცენტრაცია 500მკგ/დლ-ზე მეტი.
• დიდი რაოდენობით ტაბლეტები მუცლის რენტგენოგრამაზე.
• დეფეროქსამინი უერთდება სამვალენტიან რკინას და წარმოქმნის
ფერიოქსამინს,რომელიც თირკმლის საშუალებით გამოიყოფა და
შარდს აძლევს ფორთოხლისფერ/მოწითალო-ყავისფერ ფერს.
• დოზა:საწყისი 15მგ/კგ/სთ თანდათან გაზრდა დროთა
განმავლობაში ,მაქს 35მგ/კგ/სთ.
• ფილტვის ტოქსიკურობის გამო ზოგიერთი ექსპერტის აზრით
რეკომენდირეუბლია 5მგ/კგ/სთ დან დაწყება და მაქს 15მგ/კგ/სთ
გამოყენება.
• დეფეროქსამინის გვერდითი ეფექტები:
• ჰიპოტენზია(ჰისტამინის გამოთავისუფლების გამო)
• მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
• ქრონიკულად გამოყენების შემთხვევაში(თალასემიის დროს) ზრდის
სიყრუის და სიბრმავის რისკს.
• დეფეროქსამინის გამოყენება მიზანშეწონილია ორსულებშიც.

• სხვა მკურნალობის მეთოდებია:


• ვენური ჰემოფილტრაცია კარგ შედეგს იძლევა ,თუმცა შეიძლევა
განვითარდეს სისხლდენა.
• ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

You might also like