You are on page 1of 9

ზოგიერთი მიკროელემენტის ზოგადი დახასიათება

Clinically Oriented Anatomy -Moore


Atlas of Human Anatomy - Netter
Physiology - Costanzo
Histology: A Text and Atlas - Ross and Pawlina
Biochemistry - Lippincott's review
Essential Neuroscience - Siegel and Sapru
Genetics - Thompson (Only if you enjoy pain; there's probably a better book out there but I don't know
it)
The Developing Human – Moore

Anatomy — Thieme, Netters, Rohen, Grays Atlas ; Moore's, Clinical Anatomy, Gray's Anatomy for
Students; Grant's Anatomy Dissector; Langman’s medical Embryology, Junqueira Histology

Biochem — Lippincott's, Harper's, Lehninger Biochem

Physio — Costanzo, Guyton Physio

Patho — RR Pathology Goljan; Big Robbins / Medium Robbins

Micro — Lange’s Immunology/Microbiology

Pharma — Katzung Pharma, Lippincotts Pharma

Internal Medicine — First chapters from Harrison, Cecil, Davidson, chapters from reference text books
(Hurst, Rheumatology 2 volume etc)

Clinical (med) — Hutchison, McLeod

Surgery — Bailey & Love + chapters from reference text books; Apley's Concise

Essential Neuroscience - Siegel and Sapru

Others —

First Aid (review)

Pathoma

BRS Physio

BRS Behavioral Science

UWorld

Kaplan Qbank

USMLERx

NBME
რკინა - Fe

რკინა სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილების, მათ შორის ფერმენტების, კომპონენტია .


ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 3,5 გრამ (დაახლოებით 0,02%) რკინას,
რომლის ძირითადი მასა ორგანიზმში წარმოდგენილია ჰემოგლობინში შემავალი
კომპლექსის - ჰემის სახით. ასეთივე სახით შედის ეს მიკროელემენტი ციტოქრომ-450-ის,
ციტოქრომ-G5-ის, მიტოქონდრიათა სასუნთქი ჯაჭვების ციტოქრომების შემადგენლობაში .
რკინას შეიცავს ანტიოქსიდანტური ფერმენტები (კატალაზა, მიელოპეროქსიდაზა ).
ამიტომაც ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორგანიზმის ჟანგბადით
მომარაგებისთვის, არამედ სასუნთქი ჯაჭვის სრულფასოვანი ფუნქციობისა და ატფ-ს
(ადენოზინტრიფოსფორმჟავას) სინთეზისთვის, ენდოგენური და ეგზოგენური
ნივთიერებების დეტოქსიკაციისთვის (ანუ მავნე შინაგანი და გარეგანი ნივთიერებებისგან
ორგანიზმის გასაწმენდად), მეტაბოლურ პროცესთა წარმართვისთვის, დნმ-ს
(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას) სინთეზისთვის, ტოქსიკური ნაერთების
ინაქტივაციისთვის (უვნებელსაყოფად). რკინის შემცველი ნაერთები მნიშვნელოვან
როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციობაში (უპირველეს ყოვლისა, უჯრედულ
რგოლში). რკინის დეფიციტის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა რკინადეფიციტური
ანემია, რომლის მიღმაც შესაძლოა იმალებოდეს ორგანიზმში მიმდინარე მძიმე
დარღვევები (შინაგანი სისხლდენების დროს სისხლის ქრონიკული კარგვა და სხვა ).
რკინის დეფიციტის დროს აღინიშნება კანის სიფითრე, სკლერის ანუ თვალის თეთრი
გარსის სისხლძარღვთა ინექცია, დისფაგია ანუ ყლაპვის აქტის მოშლა , პირის ღრუსა და
კუჭის ლორწოვანი გარსების დაზიანება, ფრჩხილების დეფორმაცია და განლევა .
ადამიანის ორგანიზმში რკინა საკვებთან ერთად ხვდება. რკინით მდიდარია ღვიძლი ,
ხორცი, კვერცხი, პარკოსნები, პური, მარცვლეული, ჭარხალი. ადამიანის ორგანიზმის
დღეღამური მოთხოვნილება რკინაზე შემდეგია: ბავშვები - 4-18 მგ, ზრდასრული
მამაკაცები - 10 მგ, ზრდასრული ქალები - 18 მგ, ორსულები ორსულობის მეორე ნახევარში
- 33 მგ. ქალის ორგანიზმს უფრო მეტი რკინა სჭირდება, ვიდრე მამაკაცისას. წესისამებრ ,
საკვებთან ერთად შეღწეული რკინის მარაგი ორგანიზმისთვის საკმარისია , თუმცა ზოგ
შემთხვევაში (ანემია, სისხლის დონორობა და სხვა) აუცილებელი ხდება რკინის შემცველი
პრეპარატებისა და საკვები დანამატების მიღება. ისიც საყურადღებოა , რომ რკინის
ჭარბმა ოდენობამ (200 მგ და უფრო მეტი) შესაძლოა ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედება
მოახდინოს. რკინის სიჭარბე თრგუნავს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ სისტემას,
ამიტომაც ჯანმრთელი ადამიანებისთვის რკინის პრეპარატების გამოყენება
არარეკომენდებულია.

სპილენძი - Cu

სპილენძი დიდ როლს ასრულებს კომპლექს ჰემისა და, შესაბამისად, ჰემოგლობინის


ბიოსინთეზში, ამიტომაც მისმა დეფიციტმა, ისევე როგორც რკინისამ, შესაძლოა ანემია
გამოიწვიოს. სპილენძი შედის ციტოქრომოქსიდაზის ანუ მიტოქონდრიების სასუნთქი
ჯაჭვის ტერმინალური ფერმენტის სტრუქტურულ შემადგენლობაში, შესაბამისად , ის
უჯრედში ენერგიის გენერაციისთვის აუცილებელი მიკროელემენტია . მნიშვნელოვან
როლს ასრულებს აგრეთვე ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვაში. თუთიასთან ერთად
შედის ქსოვილოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტის სუპეროქსიდდისმუტაზის და სისხლის
პლაზმის ანტიოქსიდანტური ცილის ცერულოპლაზმინის სტრუქტურულ შემადგენლობაში .
სისხლის ნაკადში სპილენძი ძირითადად სწორედ ცილა ცერულოპლაზმინს გადააქვს.
ნაწლავთა მიერ ათვისების შემდეგ სპილენძი ღვიძლში ალბუმინის საშუალებით
ტრანსპორტირდება. აღნიშნული მიკროელემენტი, გარდა ფერმენტებისა , ჟანგბადის
გადამტან ცილა ჰემოციანინის შემადგენლობაშიც შედის (ცნობისთვის: მრავალი
მოლუსკისა და ფეხსახსრიანთა სისხლში ჟანგბადის გადამტანი რკინა კი არა , სპილენძია ).
სპილენძს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები . ის არეგულირებს
კატექოლამინების, სეროტონინის, თიროზინის, მელანინის ცვლას, ზრდის ინსულინის
აქტივობას და ხელს უწყობს ნახშირწყლების შედარებით სრულფასოვან უტილიზაციას .
მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის ცილების - კოლაგენისა და ელასტინის
სტრუქტურულ ფორმირებაში. აღნიშნული ცილები არა მხოლოდ ძვლოვანი და
ხრტილოვანი ქსოვილის, არამედ კანის, ფილტვებისა და სისხლძარღვთა კედლის
სტრუქტურული კომპონენტებიც არის, ამიტომ სპილენძის დეფიციტმა შესაძლოა აორტისა
და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას დაუდოს სათავე. იმავე მიზეზით სპილენძის
ნაკლებობამ შესაძლოა ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაცია და ოსტეოპოროზი
(ძვლის გამეჩხერება) გამოიწვიოს. სპილენძი მონაწილეობს ნერვების მიელინის გარსის
წარმოქმნაში. აღნიშნული გარსის დეგენერაცია გაფანტული სკლეროზსა და ნერვული
სისტემის სხვა მძიმე დარღვევებს განაპირობებს. სავარაუდოა, რომ სპილენძი და თუთია
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ ათვისებისას ურთიერთს კონკურენციას უწევენ,
ამიტომაც საკვებში ერთ-ერთი მიკროელემენტის სიჭარბემ შესაძლოა მეორის უკმარისობა
გამოიწვიოს. ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 0,9 მგ სპილენძი სჭირდება.
სპილენძის ზოგიერთი ნაერთი წყალსა თუ საკვებში ტოქსიკურია. სასმელ წყალში ამ
მიკროელემენტის შემცველობა 2 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე არასასურველია
სასმელ წყალში სპილენძის ნაკლებობაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1998 წელს
დაადგინა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სპილენძის დეფიციტი გაცილებით
სახიფათოა, ვიდრე სიჭარბე. 2003 წელს ამავე ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ
საფუძვლიანად გააანალიზა სპილენძის ტოქსიკურობის შეფასებანი და აღიარა , რომ
სპილენძი არ წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევათა მიზეზს.
არსებობდა ეჭვი, რომ ჰეპატოცერებრულ დისტროფიას, ვილსონ-კონოვალოვის
დაავადებას, თან ახლავს ორგანიზმში სპილენძის ჭარბი დაგროვება , ვინაიდან
მიკროელემენტი ნაღველში ღვიძლით ვეღარ გამოიყოფა - აღნიშნული დაავადება ხომ
ღვიძლისა და ტვინის დაზიანებას იწვევს, თუმცა დაავადების აღმოცენებასა და სპილენძის
მიღებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესწავლამ ეს არ დაადასტურა . დღეისთვის
დადასტურებულია მხოლოდ ჰეპატოცერებრული დისტროფიით დაავადებულთა
მომატებული მგრძნობელობა საკვებსა და წყალში სპილენძის მაღალი შემცველობის
მიმართ.

ქრომი - Cr

ქრომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიოგენური ელემენტია. ორგანიზმში ის ლიპიდების ,


ცილებისა და ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს. შედის ფერმენტ ტრიფსინის
შემადგენლობაში. ეს იმიტომ, რომ ქრომი წარმოადგენს დაბალმოლეკულური ორგანული
კომპლექსის - გლუკოზისადმი ტოლერანტობის ფაქტორის (Glucose Tolerance Factor, GTF) -
მნიშვნელოვან კომპონენტს. აქედან გამომდინარე, მიკროელემენტის ბიოლოგიური
როლი ნახშირწყლოვანი ცვლისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციით
გამოიხატება. GთF-ი უზრუნველყოფს გლუკოზისადმი უჯრედთა მემბრანების
განვლადობის ნორმალიზებას, არეგულირებს გლუკოზის მოხმარებისა და დეპონირების
პროცესებს. ამ თვალსაზრისით ის, ფაქტობრივად, ინსულინთან ერთად ფუნქციობს.
ვარაუდობენ, რომ GთF-ი ინსულინთან ერთად წარმოქმნის სისხლში გლუკოზის დონის
მარეგულირებელ კომპლექსს. ქრომი ზრდის ქსოვილთა რეცეპტორების ინსულინისადმი
მგრძნობელობას, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას მის მიერ რეგულირებულ ყველა
მეტაბოლურ პროცესში. ამიტომაც ქრომი აუცილებელია შაქრიანი (უპირველეს ყოვლისა , II
ტიპის) დიაბეტით დაავადებულთათვის. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებს , წესისამებრ ,
ქრომის შემცველობა სისხლში დაქვეითებული აქვთ. ისიც აღსანიშნავია , რომ ქრომის
მნიშვნელოვანი დეფიციტი დიაბეტისმაგვარი მდგომარეობის მიზეზად იქცევა .
მიკროელემენტის შემცველობა იკლებს ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების
შემდგომ პერიოდში. ამ დეფიციტით აიხსნება სწორედ ორსულთა დიაბეტის განვითარება ,
თუმცა ეს არ არის დაავადების ერთადერთი მიზეზი. ქრომის ნაკლებობა , გარდა
გლუკოზისა, სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატებასაც
განაპირობებს, რაც ათეროსკლეროზული პროცესების პროვოცირებას ახდენს.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ქრომის ნაკლებობა იწვევს
ზრდის შეფერხებას, ნეიროპათიასა და უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევას ,
აქვეითებს სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნარს. სუფთა სახით ქრომი საკმაოდ
ტოქსიკურია, მისი მეტალური მტვერი აღიზიანებს ფილტვების ქსოვილს. ქრომის
ზოგიერთი ნაერთი იწვევს დერმატიტს და სხვადასხვა პათოლოგიას, მათ შორის -
ონკოლოგიურსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ შაქრის ჭარბად მოხმარება ზრდის ქრომზე
მოთხოვნას და ამავე დროს მის დანაკარგს შარდთან ერთად.

თუთია - Zn

თუთია შედის ასობით მეტალოფერმენტის აქტიური ცენტრის სტრუქტურულ


შემადგენლობაში. ის აუცილებელია დნმ და რნმ-პოლიმერაზების ფუნქციობისთვის ,
რომლებიც მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემას, ცილების ბიოსინთეზს
(წარმოქმნას) და ორგანიზმის რეპარაციულ (განახლების) პროცესებს აკონტროლებენ.
თუთია ის მიკროელემენტია, რომელსაც შეიცავს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის
ბიოსინთეზის გადამწყვეტ რეაქციაში მონაფერმენტი, წილე აგრეთვე
სუპეროქსიდდისმუტაზა - მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტი. თუთია დიდ
როლს ასრულებს ორგანიზმის ჰორმონულ ფუნქციათა რეალიზებაში. ის უშუალოდ ახდენს
გავლენას ინსულინის პროდუქციასა და ფუნქციობაზე და ამით ინსულინდამოკიდებული
პროცესების მთელ სპექტრზე. მამაკაცებში თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის
(მამრობითი სასქესო ჰორმონის) სინთეზში და სასქესო ჯირკვლების ფუნქციობაში .
სწორედ ამიტომ ორგანიზმში თუთიის დონესა და პოტენციას შორის მნიშვნელოვანი
კავშირი არსებობს. თუთია აინჰიბირებს (ბოჭავს) 5-ალფა-რედუქტაზას, რითაც
არეგულირებს ტესტოსტერონის მეტაბოლიტის დიჰიდროტესტოსტერონის დონეს
(შეგახსენებთ: ამ უკანასკნელის სიჭარბე პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის -
ჰიპერპლაზიას განაპირობებს). თუთია აუცილებელია არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ
ქალის ორგანიზმისთვისაც. მას შეიცავს ესტროგენებისთვის (მდედრობითი სასქესო
ჰორმონებისთვის) განკუთვნილი რეცეპტორები (მგრძნობიარე წარმონაქმნები ), რის
გამოც თუთია ფაქტობრივად ესტროგენდამოკიდებული პროცესების რეგულატორად
გვევლინება. თუთიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვალი )
ფუნქციობისა და ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალური მდგომარეობისთვის .
აღნიშნული მიკროელემენტი წარმოადგენს რეტინოლგადამტანი ცილის კომპონენტს, A
და C ვიტამინებთან ერთად ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს და ავლენს
ანტივირუსულ მოქმედებას, რითაც აფერხებს იმუნოდეფიციტის აღმოცენებას . თუთიას
აქვს ჭრილობებისა და წყლულების შემხორცებელი მოქმედება, მონაწილეობს ყნოსვითი
და გემოვნებითი აღქმის პროცესებში, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის
ფუნქციობისთვის, მათ შორის - მეხსიერების პროცესებისთვისაც. თუთიას დიდი ოდენობით
შეიცავს ხორბლის ქატო და ღივი, მზესუმზირისა და გოგრის თესლი (130-დან 202 მგ/კგ-
მდე), საქონლის ღვიძლი, თევზის ზოგიერთი სახეობა (30-დან 85 მგ/კგ-მდე), ლობიო,
ბარდა, მწვანე ჩაი, კურდღლისა და წიწილის ხორცი, ნიგოზი, კვერცხის გული, კაკაო (20-
დან 50 მგ/კგ-მდე).

მოლიბდენი - Mo

მოლიბდენი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია. ის უჯრედთა


ორგანოიდებშია თავმოყრილი - ბირთვში, რიბოსომებში, მიტოქონდრიებში . დიდი
რაოდენობით არის აღმოჩენილი ღვიძლში, თირკმელებში, კანსა და აორტაში.
მოლიბდენი მუდმივად არის ადამიანის ტვინის ქსოვილში ემბრიონული განვითარების
პროცესში. ის აღმოჩენილია ტვინის რუხ ნივთიერებაში, მხედველობის, სმენის,
გემოვნებისა და ყნოსვის ზონებში, ყველა ორგანოსა და ქსოვილში , შედის ფერმენტთა
შემადგენლობაში. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფერმენტის აქტივატორი . მცირე
დოზებით (დაახლოებით 5 მკგ) დადებით გავლენას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქმნაზე
და ზრდის ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობას, აძლიერებს ორგანიზმის
დეზინტოქსიკაციურ თვისებებს. მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცებულია , რომ
ლეიკოზების დროს ერითროციტებში და, საზოგადოდ, სისხლში მოლიბდენის
შემცველობა იმატებს, რემისიის პერიოდში კი ერითროციტების ამ მიკროელემენტით
გაჯერება კიდევ უფრო იზრდება. იგივე ხდება ჰიპერტონიის დროსაც : მოლიბდენის
კონცენტრაცია სისხლში იმატებს და იმავდროულად ძლიერდება მისი გამოყოფა შარდით .
იგივე ხდება სხვა მიკროელემენტებთან მიმართებითაც, თუმცა, ჩვეულებრივ, მოლიბდენი
ორგანიზმიდან უფრო მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ვიდრე აღწევს მასში , ამიტომაც
მისი მარაგი ყოველთვის საკმარისია. მოლიბდენის დღეღამური მოთხოვნილება 200-300
მკგ-ია. საკვებში მისი შემცველობა 0,004-3,0 მგ/კგ-ის ფარგლებში მერყეობს, ბოსტნეულში -
0,04-0,2 მგ/კგ-ისა, ხორცი და რძე გაცილებით ნაკლებ მოლიბდენს შეიცავს, ვიდრე სხვა
ცხოველური პროდუქტები. ყველაზე მეტი ოდენობით ეს მიკროელემენტი შედის ბარდაში ,
ლობიოსა და პურპროდუქტებში. მოლიბდენი სპილენძის ანტაგონისტია. ეს ორი ელემენტი
ერთმანეთის აქტიურობას აქვეითებს. მოლიბდენის მიერ ბიოლოგიურად აქტიური
შენაერთებიდან სპილენძის გამოძევებისას ქსოვილებში ჟანგვითი პროცესები ნელდება .
ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესებში მოლიბდენის როლი სრულად ჯერ კიდევ
არ არის შესწავლილი. ბოლომდე არ არის გამოკვლეული ამ მიკროელემენტის კავშირი
ფერმენტებთან, ჰორმონებთან, ვიტამინებთან, თუმცა დადგენილია, რომ გარემოში
მოლიბდენის კონცენტრაციის მომატება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა
შემთხვევებს ზრდის (მოლიბდენი იოდის ანტაგონისტია). მეცნიერებმა იმის
კონსტატირებაც შეძლეს, რომ მოლიბდენის დამატებისას ვითარდებოდა პოდაგრა ,
სისხლში იმატებდა შარდის მჟავას რაოდენობა. ისიც აღსანიშნავია , რომ მოლიბდენს
ორგანიზმში ფთორის შეკავების უნარი შესწევს, რაც უზრუნველყოფს კბილების მინანქრის
განმტკიცებას, იცავს კბილებს კარიესისა და სხვა სახის დაზიანებისგან.

Iodi

იოდი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია. ადამიანის ორგანიზმში ის არ


წარმოიქმნება, ორგანიზმს ის უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით
მიეწოდება. თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, ვითარდება
იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დაავადებას აძლევს დასაბამს .
იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის
ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება - ყალიბდება ჩიყვი. ჩიყვის ჩამოყალიბებას
იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება. იოდდეფიციტი და , შესაბამისად ,
თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა ხელს უწყობს იოდდეფიციტური დაავადებების
განვითარებას. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს
სხვადასხვა პათოლოგიას, მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის
ბოლომდე.თამარ დუმბაძის თქმით, იმისთვის, რომ იოდიზებული მარილიდან იოდი არ
აორთქლდეს და ის უბრალო მარილად არ გადაიქცეს, საჭიროა იგი მშრალ ადგილზე ,
კარგად თავდახურულ, შუშის ჭურჭელში შეინახოთ: ”ტენიან გარემოში იგი კარგავს თავის
თვისებებს. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ , რომ თუ იოდიზებულ მარილს
საჭმელში მზადებისას ჩაყრით, დუღილისას მარილიდან იოდი მთლიანად აორთქლდება ,
ამიტომ საჭმელზე მარილი მოაყარეთ მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე სუფრაზე გასატანად
გაქვთ მზად”, – ამბობს სპეციალისტი.თამარ დუმბაძის თქმით, იმისთვის, რომ
იოდიზებული მარილიდან იოდი არ აორთქლდეს და ის უბრალო მარილად არ გადაიქცეს ,
საჭიროა იგი მშრალ ადგილზე, კარგად თავდახურულ, შუშის ჭურჭელში შეინახოთ :
”ტენიან გარემოში იგი კარგავს თავის თვისებებს. ასევე მნიშვნელოვანია
გაითვალისწინოთ, რომ თუ იოდიზებულ მარილს საჭმელში მზადებისას ჩაყრით ,
დუღილისას მარილიდან იოდი მთლიანად აორთქლდება, ამიტომ საჭმელზე მარილი
მოაყარეთ მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე სუფრაზე გასატანად გაქვთ მზად”, – ამბობს
სპეციალისტი.იოდის დეფიციტის ამოცნობა, რამდენიმე ზოგადი სიმპტომით არის
შესაძლებელი: მადის დაქვეითება, ადვილად დაღლა, უგუნებობა, მეხსიერების
გაუარესება, კანის სიფერმკრთალე, სიმშრალე, თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება ,
ხელის გულების ოფლიანობა და სხვა.

უჯრედების დაცვა

მოლიბდენი ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური როლები


თქვენს სისხლში. ანტიოქსიდანტები მოქმედებენ თავისუფალი რადიკალებით
რეაგირებით, რომლებიც ჯანსაღ უჯრედებს ემსახურებიან, რაც უჯრედების ფუნქციის
დაქვეითებას და თვით უჯრედების განადგურებას იწვევს. თავისუფალი რადიკალების
მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებები, კიბოს სხვადასხვა
ფორმები. მოლიბდენის მსგავსი ანტიოქსიდანტების დახმარებით, თავისუფალი
რადიკალები გახდებიან ნეიტრალური ნაერთები, რომლებიც არ აზიანებენ ჯანმრთელ
უჯრედებს..
ენერგიის წარმოება

თქვენს სხეულში ენერგიის წარმოება მოითხოვს ბიოქიმიურ რეაქციებს, კვების დაწყების


შემდეგ საკვებ ნივთიერებების დეკონსტრუქციით. მოლიბდენი საჭიროა უჯრედების
წარმოქმნის ენერგიაში მიტოქონდრიაში, ან უჯრედების ელექტრომობილში , დანგრეული
მაკრონატრიენტებით. ეს ენერგია არა მხოლოდ დაგეხმარებათ თქვენი დღის
განმავლობაში, არამედ ის საჭიროა უჯრედული პროცესებისთვის , როგორიცაა საჭმლის
მონელება, გულისცემა თქვენი გულის ცემისთვის, კუნთების მუშაობის შესაძლებლობის და
ახალი ჯანსაღი უჯრედების შესაქმნელად..

ნარჩენების მოცილება

თქვენს სხეულში მოლიბდენის ზოგიერთი ნაწილი ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც


საჭიროა ნარჩენების მოსაშორებლად. მინერალი ხელს უწყობს ტოქსინების
მეტაბოლიზაციას და საჭმლის მონელებას. ეს ნარჩენების ნაწილაკები შემდეგ
გაფილტრული ხდება თქვენი თირკმელების დახმარებით, საბოლოოდ კი ტოვებს თქვენს
სხეულს შარდვის დროს. მოლიბდენი თქვენს სისტემაში წამლების მეტაბოლიზაციას
ახდენს, თქვენს სხეულს ეხმარება გამოიყენოს ის რაც საჭიროა და შემდეგ შარდში რაიმე
ზედმეტი ამოძრავებს..

წაიკითხეთ აგრეთვე Filet-O-Fish კვების შესახებ ინფორმაცია

დოზის გადაჭარბების თავიდან აცილება

თქვენ გჭირდებათ დღეში 45 მიკროგრამი მოლიბდენი, რომ დააკმაყოფილოთ მედიცინის


ინსტიტუტის საკვებისა და საკვების გამგეობის მიერ დადგენილი დიეტური შემცველობა .
თქვენ გჭირდებათ მეტი – 50 მიკროგრამი – თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი. მოლიბდენი
შეიძლება ტოქსიკური იყოს დღეში 2,000 მიკროგრამზე მეტი დოზით. თუ არ მიიღებთ
მოლიბდენის დანამატს, თქვენ სავარაუდოდ არ მიიღებთ ძალიან ბევრს თქვენი
დიეტისგან. მოლიბდენის ტოქსიკურმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების
სიმპტომები, ორგანოთა დაზიანება, ნევროლოგიური დისფუნქციები, სხვა მინერალების
ნაკლოვანებები ან თუნდაც კრუნჩხვები.

რას იწვევს ორგანიზმში თუთიის დეფიციტი და როგორ გავიგოთ, გვაკლია თუ არა ეს


ელემენტი

27.10.2011

რას იწვევს ორგანიზმში თუთიის დეფიციტი და როგორ გავიგოთ, გვაკლია თუ არა ეს


ელემენტი

თუთიას სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელ

ელემენტს, კოსმეტოლოგები კი მას "კოსმეტიკურ" მიკროელემენტად მიიჩნევენ. მასზე


ბევრად არის დამოკიდებული თმის ბზინვარება და კანის სილამაზე . ორგანიზმის მხრივ
თუთიის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია. ამ მხრივ ეს მიკროელემენტი არ ჩამოუვარდება
რკინას. თუთია სჭირდება ყველა ორგანოს, თითოეულ უჯრედს. ის ჰაერივით
აუცილებელია. ის აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის
ფუნქციის შესანარჩუნებლად, რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის.

უჯრედულ დონეზე

ყველაზე უკეთ კოსმეტოლოგებმა იციან, რაოდენ ძლიერ გავლენას ახდენს თუთია


გარეგნობაზე. თმის სიხშირე და ბზინვარება, კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე სწორედ
ამ ელემენტის დამსხურებაა. შთამბეჭდავი კოსმეტიკური ეფექტი ეფუძნება თუთიის უნარს ,
მოახდინოს უჯრედების სასიცოცხლო ქმედებათა სტიმულირება. ამ მიკროელემენტის
უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა, ნერვულ სისტემას აზარალებს. აპათია და
დეპრესიული მდგომარეობა თუთიის დეფიციტის პირველი სიმპტომებია . მისი უკმარისობა
გავლენას ახდენს აგრეთვე შეგრძნებებზე, განსაკუთრებით - ყნოსვასა და გემოვნებაზე .
ხშირია მხედველობის პრობლემები - თუთიას ხომ უშუალო კავშირი აქვს A ვიტამინთან ,
რომელიც ბადურაზე მოხვედრისას უზრუნველყოფს ფერად მხედველობას ანუ ხელს
უწყობს ფერთა აღქმას და ხელს უშლის ქათმის სიბრმავის განვითარებას. დღე -ღამეში
ჩვენს ორგანიზმს 15-20 მგ (ორსულებს - 30 მგ) თუთია სჭირდება.

ისევ დეფიციტი

მედიკოსები ამტიცებენ, რომ თუთიის სადღეღამისო ნორმის მიღება არც ისე იოლია , თუ
საგანგებოდ არ მივირთვით საკვები, რომელიც მდიდარია ამ მიკროელემენტით .
ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, ტკბილეული და მარილიანი საკვები ხელს უწყობს
მინერალიზაციის დონის დაქვეითებას, ამიტომ ტკბილეულის, მარილის, ალკოჰოლური
სასმელების მიღებისას ზომიერება უნდა დავიცვათ, ხოლო იმ მედიკამენტების
გამოყენებისას, რომლებიც თუთიაზე უარყოფითად მოქმედებენ , სიფრთხილე
გამოვიჩინოთ. თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლისა და
ღვიძლის მუშაობის დარღვევა.

შეკითხვა ექიმს

<p>გამარჯობა. ადამიანს რამდენ გრადუს ტემერატურაზე შეიძლება ეძინოს რამდენია ის


მინიმუმი ტემპერატურა? მადლობთ ყურადღებისთვის.</p>

პასუხი
აზროვნების უნარი

თუთია გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზეც. დადგენილია , რომ


ხუთოსან მოსწავლეებს ორგანიზმში თუთია გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე
ჩამორჩენილებს. თუთიით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას .
თუთიას შესწევს უნარი, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება, ამიტომ ეს ელემენტი
სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოების მთავარი კომპონენტია. თუთიის ღირსებები
არც ამით ამოიწურება; მას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს - ამაღლებს გუნება -
განწყობას, იცავს ადამიანს აპათიისა და დეპრესიისგან.

სად ვიპოვოთ ეს შესანიშნავი მიკროელემენტი?

ჯანსაღ და, რაც მთავარია, მრავალფეროვან საკვებს ხართ მიჩვეული? ეს იმას ნიშნავს ,
რომ თუთიის უკმარისობას მაინცდამაინც არ განიცდით. თუ უმადობას უჩივით, ამჩნევთ ,
რომ ჭრილობები ძნელად გიხორცდებათ, სქესობრივი ლტოლვა დაქვეითებული გაქვთ,
მიდრეკილი ხართ ინფექციებისკენ, კანი გამოგიშრათ, გაქვთ ქერტლი - უნდა
დაფიქრდეთ, ხომ არ გაქვთ თუთიის დეფიციტი. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად
ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ყველი, კვერცხი,
მარცვლეული, ზღვის პროდუქტები, სოია, დაცეხვილი მარცვლეულის პური.

You might also like