You are on page 1of 36

თემა:ქიმიური ელემენტები და

მათი როლი ჩვენს ორგანიზმში;


სახელი/გვარი:თათული მეტრეველი;
სკოლა:თბილისის პირველი კლასიკური
გიმნაზია;
საგანი:ბიოლოგია;
კლასი:10/2 კლასი;
სარჩევი:
მიმოხილვა;ელემენტები ჩვენს ორგანიზმში;
რკინა და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
კალციუმი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
კალიუმი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;

ფოსფორი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;


იოდი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
თუთია და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
ნატრიუმი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
ქლორი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
ფტორი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
გოგირდი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
მაგნიუმი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
კობალტი და მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე;
მიმოხილვა;ელემენტები
ჩვენს ორგანიზმში;
ადამიანის ორგანიზმი 60-მდე ელემენტს შეიცავს და თითოეულ მათგანს
გარკვეული როლი უკავია ორგანიზმის ფუნქციონირებაში .მათგან გამოვყოთ
რამდენიმე მათგანი,რომელთაც დიდი როლი უკავიათ ორგანიზმში მიმდინარე
პროცესების
განხორციელებაში.ესენია:რკინა,კალციუმი,კალიუმი ,ფოსფორი ,იოდი ,თუთია ,ნა
ტრიუმი,ქლორი,ფტორი,გოგირდი,მაგნიუმი,კობალტი .განვიხილოთ თითოეული
მათგანი და მათი როლი ჩვენს ორგანიზმში.
რკინა და მისი გავლენა ჩვენს
ორგანიზმზე;
რკინა ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია .ის მონაწილეობს
ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, სისხლის წარმოქმნის, სუნთქვისა და
იმუნობიოლოგიურ პროცესებში. ადამიანის ორგანიზმისთვის რკინის უდიდესი
მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ ის სისხლისა და ასეულობით ფერმენტის
შემადგენლობაში შედის.ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 3,5-4,5
გრამი რკინაა. მისი 2/3 სისხლშია, დანარჩენი 1/3 - ღვიძლში, ელენთაში, კუნთოვან
ქსოვილსა და ძვლებში. სისხლის ჰემოგლობინის შემაგდგენლობაში შედის რკინა ,
რომელსაც ჟანგბადი ფილტვებიდან უჯრედებში , ქსოვილებსა და ორგანოებში
გადააქვს,ასევე რკინას შეიცავს მიოგლობინი ორგანიზმის ერთ -ერთი
უმნიშვნელოვანესი ცილა, რომლის შემადგენლობაში შემავალი რკინაც
განსაზღვრავს ორგანიზმში ჟანგბადის მარაგს, ციტოქრომებში არსებული რკინა ,
რომლებიც ენერგიის დაგროვებაში მონაწილეობს.რკინის წყალობით უჯრედები არა
მხოლოდ მარაგდება სასიცოცხლო ჟანგბადით, არამედ დაცულია ლეიკოციტების
(სისხლის თეთრი უჯრედების) მიერ გამოყოფილი წყალბადის ზეჟანგის ტოქსიკური
ზემოქმედებისგან.
რკინის დეფიციტი;
რკინის ნაკლებობა თურმე უფრო ხშირია, ვიდრე სხვა
მიკროელემენტებისა თუ ვიტამინის დეფიციტი .რკინის
ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ანემიას,სისხლის
ნაკლებობას. რკინის კატასტროფული ნაკლებობის დროს
ვლინდება ანემიის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები -
მაგალითად:
• კანის ატროფია,სიმშრალე;
• მტკივნეული ნახეთქები ტუჩის კუთხეებთან და
ქუსლებზე;
• თმის სიმშრალე, მტვრევადობა და ინტენსიური ცვენა;
• პირის ღრუს სიმშრალე ;
• ხშირი გაციება.
რკინის სიჭარბე;
ასევე ხშირია რკინის სიჭარბე ორგანიზმში .რკინის
სიჭარბე პრაქტიკულად ყოველთვის ართულებს
პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების
მიმდინარეობას. გარდა ამისა, პროვინცირებას უწევს
ღვიძლისა და ნაწლავის კიბოს.რკინის სიჭარბის დროს
გამოხატული სიმპტომები ძალიან ჰგავს ჰეპატიტის
ნიშნებს. ორგანიზმში რკინის სიჭარბის მიზეზად
შესაძლოა იქცეს:
• მისი დიდი რაოდენობით მიღება, მაგალითად,
სასმელი წყლით, რომელშიც ელემენტის
შემცველობა მომატებულია;
• რკინის ცვლის მოშლა.
• ღვიძლის, პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის),
ელენთის დაავადებები, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ;
კალციუმი და მისი როლი
ჩვენს ორგანიზმში;
კალციუმი(Ca-calcium) სწორედ ეს ქიმიური ელემენტი არის
ძვლებისა და კბილების ძირითადი საშენი მასალა. ზრდასრული
ადამიანის ორგანიზმი საშუალოდ 1000 გ კალციუმს შეიცავს. მისი
მთავარი საწყობი ძვლები და კბილებია, სადაც კალციუმის 99%-
ია თავმოყრილი.კალციუმს განუწყვეტლივ მოვიხმართ ,
შესაბამისად, ორგანიზმში მისი მარაგი დღიდან დღემდე ილევა.
კალციუმის წარმოქმნა ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ
ის გარედან უნდა მივაწოდოთ. ამისთვის საუკეთესო საშუალება
საკვებია.
კალციუმი მნიშვნელოვანია:
• ძვლისა და კბილების ფორმირებისთვის;
• კუნთის შეკუმშვისთვის;
• ენზიმების(ფერმენტები) სათანადო ფუნქციონირებისთვის ;
• გულის ნორმალური რიტმისთვის;
• ნერვული გამტარობის რეგულირებისთვის;
• ჰორმონის გამომუშავებისთვის;
კალციუმის დეფიციტი და
სიჭარბე;
ცხოვრების წესისა თუ ზოგიერთი მდგომარეობის
გამო ორგანიზმში კალციუმის დონე მცირდება,
მაგალითად, რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
• ბულემია, ანორექსია და კვების სხვა დარღვევები;
• მაგნიუმის ჭარბი დოზა;
• საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მოხმარება;
• რაციონში დიდი რაოდენობით ცილა და კალიუმი ;
• კოფეინის ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობა;
• თირკმლის უკმარისობა;
• ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი;
• ნაწლავის ანთებითი დაავადება და სხვა.
არც კალციუმის სიჭარბეა სასურველი.ამიტომ
სასურველია კალციუმი დღიურად უნდა მივიღოთ
სხვადასხვა ასაკზე სხვადასხვა ნორმა.
კალიუმი და მისი როლი ჩვენს
ორგანიზმზე;

კალიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია. ეს ელემენტი აუცილებელია


ნერვული და კუნთოვანი კავშირების დასამყარებლად . ის ერთგვარი გადამტანის
როლსაც ასრულებს – საკვებ ნივთიერებებს უჯრედში შეღწევაში ეხმარება ,
ცხოველქმედების ნარჩენებს კი – უჯრედის დატოვებაში. კალიუმი ამცირებს
ინსულტის განვითარების რისკს, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას ,გიცავთ
კუნთის მასის განლევისგან,დადებითად აისახება ძვლის ჯანმრთელობაზე , ახდენს
თირკმლის კენჭების ფორმირების პრევენციას, უჯრედებს საკვები ნივთიერებებით
ამარაგებს.ის ორგანიზმში მოსვენების დენის წარმოსაქმნელად გვჭირდება .
კალიუმის დეფიციტი;
ჰიპოკალემია ეწოდება მდგომარეობას, როდესაცსისხლის მიმოქცევაში
ნორმაზე დაბალია კალიუმის მაჩვენებელი. ამ დროს ვლინდება შემდეგი
სიმპტომები:
• საერთო სისუსტე და დაღლილობა;
• კუნთების ტკივილი;
• ყაბზობა;(კუჭის შეკრულობა).
• სუნთქვის პრობლემები და სხვა.
კალიუმის სიჭარბე;
ორგანიზმში კალიუმის დონის მომატებას ჰიპერკალიემიას ვუწოდებთ .
ამ ელემენტს საკვების მეშვეობით ვიღებთ, ხოლო იმას, რაც ნორმაზე
მეტია, თირკმელების საშუალებით გამოვყოფთ. როცა თირკმელები ამა
თუ იმ მიზეზით სათანადოდ ვერ მუშაობენ, სისხლში კალიუმი ჭარბად
გროვდება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, გულის რიტმის
დარღვევა, შენელება – და უეცარი გულის წასვლები.ამიტომ ნორმაზე
მეტი არ უნდა მივიღოთ კალიუმი და გავითვალისწინოთ ექმიმების
რეკომენდაციები.
ფოსფორი და მისი
გავლენა ჩვენს
ორგანიზმზე;
ფოსფორი(P-phosphorus) ეს არის ქიმური ელემენტი, რომელიც ორგანიზმს
მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად, ქსოვილების აღსადგენად და
ნარჩენების ფილტრაციისთვის სჭირდება. ეს ორგანიზმში სიდიდით მეორე
მინერალია (კალციუმის შემდეგ), რომელიც ძლიერი და ჯანსაღი ძვლების
შესანარჩუნებლად გამოიყენება. თუმცა ორგანიზმი ფოსფორს ვერ აწარმოებს და
ადამიანმა იგი საკვებიდან უნდა მიიღოს. ფოსფორი ჯანმრთელობისთვის ბევრ
უპირატესობას შეიცავს. ის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე გავლენას ახდენს .
1. ძლიერი ძვლების და კბილების შენარჩუნებას ხელს უწყობს ;
2. კუნთებს შეკუმშვაში ეხმარება;
3. ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღდგენას ხელს უწყობს ;
4. თირკმლებიდან ნარჩენებს წმენდს და აქრობს;
5. მთელ სხეულში ჯანსაღ ნერვულ გამტარობას ხელს უწყობს;
6. ენერგიის მოთხოვნას და შენახვას აკონტროლებს;
ფოსფორის დეფიციტი და
სიჭარბე;
ფოსფორის დეფიციტი იწვევს კბილების დაშლას , პაროდონტოზს ,
სახსრებისა და ძვლების დაავადებებს, დარღვევებს ნერვული
სისტემის მხრივ, ენერგეტიკულ დეფიციტს.ბავშვებში ვითარდება
რაქიტი.ფოსფორის სიჭარბე:თირკმლის ქრონიკული დაავადების
დროს შეიძლება ძალიან ბევრი ფოსფორი
დაგროვდეს.მდგომარეობა, რომელიც ჭარბ ფოსფორს
უკავშირდება:
• სისხლძარღვების და თირკმლების სისტემაში გაქვავება ;
• თირკმლებში მილების დაზიანება;
• შარდში ცილების ზრდა, რომელიც თირკმლის დაზიანებაზე
მეტყველებს;
იოდი და მისი გავლენა
ორგანიზმზე;
იოდი(I) აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის .იოდი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის თიროქსინის შემადგენლობაში შედის .იოდის
მეორე ფუნქციაა - ორგანიზმზე და მის ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი
ზემოქმედება.
იოდის მესამე ფუნქცია ადამიანის გონებრივ მოქმედებასთანაა დაკავშირებული .
ორგანიზმის იოდით ნორმალურად უზრუნველყოფის დროს ჩანს გონებრივი უნარის
ამაღლება.
იოდი ორგანიზმში ჟანგვის პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო საზომია .
იოდის დეფიციტი;
იოდის ნაკლებობა მთელ მსოფლიოშია
გავრცელებული, თუმცა მისი დეფიციტი იშვიათია იმ
რეგიონებში, სადაც სუფრის მარილს იოდი აქვს
დამატებული. ნაკლებობის რისკი მეტია იმ
ადამიანებში, ვინც ზღვისგან მოშორებით, ზღვის
დონიდან დიდ სიმაღლეზე ცხოვრობს, რადგან მათი
საარსებო გარემო ნაკლებ იოდს შეიცავს.
როდესაც ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა,
ფარისებრი ჯირკვალი იზრდება ზომაში და
ფორმირდება ჩიყვი.დროთა განმავლობაში
ფარისებრი ჯირკვალი ხდება უფუნქციო და ძალიან
ცოტა ჰორმონს გამოიმუშავებს. ამ მდგომარეობას
ჰიპოთირეოზი ეწოდება. ზრდასრულებში
ჰიპოთირეოზმა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს კანის
შეშუპება, დისფონია (ხმის ჩახლეჩა), მენტალური
შესაძლებლობების შესუსტება, მშრალი და ქერცლიანი
კანი, თმის გათხელება და გაუხეშება, სიცივის
აუტანლობა და წონაში მომატება.
იოდის სიჭარბე;
იოდის გადაჭარბებული მოხმარება საკმაოდ
იშვიათია. ბევრი იოდის მიღება, როგორც წესი, არ
ახდენს უარყოფით გავლენას ფარისებრი ჯირკვლის
ფუნქციაზე, თუმცა ზოგჯერ გამონაკლისებიც გვხვდება.
იოდმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის
გააქტიურება და თირეოიდული ჰორმონის ჭარბად
გამოყოფა (ჰიპერთირეოიდიზმი). შედეგად ფარისებრი
ჯირკვალი იზრდება.ზედმეტი იოდის მიღებისას,
შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის
ფუნქციის შესუსტება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ,
თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მანამდეც
დარღვეული იყო.
თუთია და მისი გავლენა
ჩვენს ორგანიზმზე;
ეს მიკროელემენტი მონაწილეობს :
• დნმ-ის და ცილების სინთეზში;
• ასტიმულირებს ბავშვის ზრდა-განვითარებას;
• ხელს უწყობს პოსტოპერაციული ჭრილობების შემცირებას და სწრაფად
გამოჯანმრთელებას;
• აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, გონებრივ მუშაობას ,
მეხსიერებას;
• A ვიტამინის და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში ;
• ხელს უწყობს ძვლების, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობას ;
• აუცილებელია ყნოსვისა და გემოვნების რეცეპტორების
ფუნქციონირებისათვის;
• მონაწილეობს ტესტოსტერონის და ინსულინის სინთეზში .
თუთიის დეფიციტი და
სიჭარბე;
მიკროელემენტ თუთიას რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში
სულ 2-3 გრამია და სწორედ ეს მცირე რაოდენობა აკეთებს იმ დიდ
საქმეებს.თუთიის დეფიციტის დროს შესაძლოა, გამოვლინდეს
ხშირი ავადობა, კანის, ფრხილების პრობლემები , თმის ცვენა,
მადის დაქვეითება, ღამის მხედველობის დაქვეითება,
ჭრილობების გვიან შეხორცება, გახანგრძლივებული დიარეა ,
მამაკაცებში იმპოტენცია, ძილის დარღვევები.
ადამიანები იშვიათად მოიხმარენ დიდი რაოდენობით თუთიას.
ჩვეულებრივ, მისი ზედმეტი მოხმარება განპირობებულია მჟავე
პროდუქტების ჭარბი მიღებით ან თუნუქის კონტეინერებში
(მოთუნუქებული) არსებული სასმლის (წყლის გარდა) ხშირი
სმით.თუთიის სიჭარბისას შესაძლოა გამოვლინდეს მეტალის გემო
პირში, ღებინება, გულისრევა და დიარეა.
ნატრიუმი და მისი როლი
ჩვენს ორგანიზმზე;
ორგანიზმში არსებული ნატრიუმის დიდი ნაწილი გვხვდება სისხლში და
უჯრედშორის სითხეში. ნატრიუმი ხელს უწყობს სითხის ნორმალური ბალანსის
შენარჩუნებას. ის აგრეთვე გადამწყვეტ როლს თამაშობს კუნთების და ნერვების
ნორმალურ ფუნქციონირებაში.ნატრიუმი აგზნების პროცესს
წარმოქმნის .ჯანმრთელი თირკმელების მეშვეობით რეგულირდება ორგანიზმში
ელექტროლიტის კონცენტრაციის მუდმივობა, რაც არასაჭირო ნატრიუმის
შარდთან ერთად გამოყოფას გულისხმობს.
ნატრიუმის დეფიციტი;
ჰიპონატრიემიის დროს სისხლში ნატრიუმის დონე
მკვეთრად დაქვეითებულია.ნატრიუმის დაბალი დონე
სისხლში შეიძლება არაერთი მიზეზით იყოს
განპირობებული, მათ შორის საყურადღებოა: სითხის
ჭარბი მიღება, გულის ან თირკმლის უკმარისობა,
ციროზი და შარდმდენების გამოყენება. თუ
ჰიპონატრიემია ღრმავდება, მოსალოდნელია
კუნთების თრთოლა და კრუნჩხვები, პაციენტი
შესაძლოა გახდეს არაკონტაქტური და არ პასუხობდეს
გარე გამაღიზიანებლებს;
ნატრიუმის სიჭარბე;
ჰიპერნატრიემიის დროს სისხლში ნატრიუმის დონე მკვეთრად
მაღალია.ჰიპერნატრიემია შესაძლოა არაერთი მიზეზით იყოს განპირობებული ,
თუმცა დეჰიდრატაცია მისი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. რაც მოიცავს :
არასაკმარისი რაოდენობით წყლის მიღებას, დიარეას, თირკმლის
დისფუნქციას და შარდმდენების გამოყენებას;პაციენტების ძირითადი ჩივილია
გაძლიერებეული წყურვილის გრძნობა, შესაძლოა გამოვლინდეს კონფუზია ,
კუნთების თრთოლა და კრუნჩხვები.
ქლორი და მისი როლი ჩვენს
ორგანიზმზე;
ქლორის ფუნქციები ადამიანის სხეულში:
• იგი აქტიურად მონაწილეობს ოსმორეგულაციაში - პროცესებში , რომლებიც
ინარჩუნებენ მუდმივ ზეწოლას სხეულში და არეგულირებენ სასიცოცხლო
ნივთიერებების შემცველობას და გადანაწილებას.
• ახდენს წყლის ბალანსის ნორმალიზებას.ქლორი ინარჩუნებს სითხის ნორმალურ
მოცულობას, ხსნის შეშუპებას და აწესრიგებს წნევას.
• მონაწილეობს მარილმჟავას სინთეზში - საჭმლის მონელების მნიშვნელოვანი
ელემენტია. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას , ღვიძლის
ჩათვლით.
• ქლორი უჯრედების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს არის უჯრედშორისი სითხის
ნაწილი, შლის ზედმეტ მარილებს და წყალს, ანაწილებს მათ ორგანიზმში .
• ხელს უწყობს ცხიმების დაშლას.
• მონაწილეობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების , ტოქსინების , შარდოვანის
აღმოფხვრაში.
• ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების სასიცოცხლო ფუნქციებს
(ერითროციტები).
• მას აქვს სასარგებლო გავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
• ასტიმულირებს მადას, რადგან ქლორი ააქტიურებს კუჭის წვენის წარმოქმნას .
ქლორის დეფიციტი და
სიჭარბე;
ზედმეტი ქლორი კლავს ფლორას ნაწლავებში, ამიტომ შეეცადეთ
თავიდან აიცილოთ ქლორირებული წყალი.
ქლორის დეფიციტის ნიშნებია:
• ლეტარგია;(უმოქმედობა,ჰგავს ღრმა ძილს)
• კუნთების სისუსტე;
• მშრალი პირი;
• მადის დაკარგვა.
• ჭარბი ქლორი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შენარჩუნებას .
ფტორი და მისი გავლენა
ჩვენს ორგანიზმზე;
ფტორი (ლათ. fluorum) ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის
აუცილებელი მიკროელემენტია. ცხოველებსა და ადამიანში ფტორი
არის ძვლოვან ქსოვილში, განსაკუთრებით კბილების დენტინსა და
მინანქარში.ფტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვალწარმოქმნაში
და ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოწესრიგებაში . ბავშვთა ასაკში , მუდმივი
კბილების ჩამოყალიბებისა და ზრდის პროცესში , ხდება ფტორის
ჩალაგება კბილის მინანქარში.
ფტორის დეფიციტი;
ფტორის გარეშე ადამიანის ორგანიზმი ცუდად ითვისებს
რკინას, ამიტომ დიდია რკინადეფიციტური ანემიისა და
კარიესის განვითარების რისკი. ფტორის ნაკლებობის
დროს დაშლას იწყებს კბილის მინანქარი , რადგან
აქტიურად კარგავს ფტორაპატიტს. ფტორის დეფიციტის
ძირითადი გამოვლინებებია კბილების კარიესი და
ოსტეოპოროზი. თუ ორგანიზმს ფტორი არასაკმარისი
რაოდენობით მიეწოდება, ეს ძირითადად სასმელ წყალში
მისი მცირე რაოდენობის შედეგია.
ფტორის სიჭარბე;
სასმელ წყალში ფტორის მომატებული შემცველობის
დროს გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:
პათოლოგიური ცვლილებები ძვლებსა და
კბილებში ,გულისრევა, ღებინება, ცენტრალური
ნერვული სისტემის დაზიანება, არტერიული წნევის
დაქვეითება,
ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სისხლის შედედების
დარღვევა.
გოგირდი და მის
გავლენა ჩვენს
ორგანიზმზე;
გოგირდი ეხმარება
ორგანიზმს კანის
დაავადებებთან, ნაწლავთა
ინფექციებთან, რევმატიზმთან,
სასუნთქი სისტემის
პათოლოგიებთან ეფექტურად
ბრძოლაში.
გოგირდის დეფიციტი;
გოგირდი გამოიყოფა შარდით, როგორც
ეს სისხლშია. გოგირდის ამინომჟავების
დეფიციტი უფრო მეტად აფერხებს
გლუტათიონის სინთეზს, ვიდრე ცილის
სინთეზი ანთებითი სტიმულის არსებობისა
და არარსებობისას.
გოგირდის სიჭარბე;

ზოგიერთ ადამიანს უჭირს გოგირდის გამოყოფა მათი სისტემიდან ,


ყველაზე ხშირად გენეტიკური მემკვიდრეობის გამო . გოგირდის
სიჭარბე შეიძლება გამოვლინდეს როგორც ასთმა/ქოშინი , ჭინჭრის
ციება/კანის ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, სიწითლე ,
მაღალი ან დაბალი წნევა, ქრონიკული სტრესი და დაღლილობა.
მაგნიუმი და მისი გავლენა
ჩვენს ორგანიზმზე;
განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა მაგნიუმი , რომელსაც
თამამად შეიძლება ვუწოდოთ ენერგიის მინერალი. სწორედ მასზეა
დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესი . . მაგნიუმი , კალციუმი
და D ვიტამინი ერთობლივად განსაზღვრავს ძვლების სიმტკიცის ხარისხს . გარდა
ამისა, მაგნიუმი მონაწილეობს ადამიანის ორგანიმში მიმდინარე უამრავ
ბიოქიმიურ პროცესში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში .
მაგნიუმი ასევე მნიშვნელოვანია B1, B6 და C ვიტამინის ნორმალური დონის
შენარჩუნებისთვის ორგანიზმში. მას აქვს უჯრედების რეგენერაციის, ანუ
უჯრედების აღდგენის უნარი.მაგნიუმის დონე მნიშვნელოვანია გულის ნორმალური
რითმისთვის. მაგნიუმი ამცირებს ე.წ ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში ,
შესაბამისად მცირდება ათეროსკლეროზის განვითარებაც .
მაგნიუმის დეფიციტი და
სიჭარბე;
მაგნიუმის დეფიციტის განსაკუთრებული ნიშანი არის კუნთების კრამპი
(კრუნჩხვა, დაჭიმულობა), უპირატესად ქვემო კიდურების კუნთების
უეცარი, უნებლიე შეკუმშვები, რასაც მოუსვენარი ფეხის სინდრომსაც
უწოდებენ. იგი ფეხების, ან მხოლოდ ტერფების მუდმივი მოძრაობის
სურვილით გამოიხატება ,ასევე ხშირია კიდურების დაბუჟების შეგრძნება ,
ხშირად ჭიანჭველების ცოცვასაც ადარებენ, რასაც უნდა მიექცეს
სათანადო ყურადღება. მაგნიუმის ნაკლებობისას სიმპტომატურია
აგრეთვე ჩხვლეტის შეგრძნება, ხელების კანკალი, სახის კუნთების სპაზმი ,
მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, ცნობიერების
დათრგუნვა, მეხსიერების გაუარესება, უძილობა, შფოთვა ძილში , გულის
რითმის დარღვევები, არითმიის მიზეზი ხშირად სწორედ მაგნიუმის
დეფიციტია.
ჰიპერმაგნემიის დროს(მაგნიუმის სიჭარბის) ადგილი აქვს
ბრადიკარიას და ჰიპოტენზიას.
კობალტი და მისი გავლენა
ჩვენს ორგანიზმზე;
კობალტის გარეშე არ არის B12 ვიტამინი, რომელიც ამ ვიტამინის
ნაწილია, ის მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების
დაშლაში, ამინომჟავების და დნმ-ის სინთეზში, .კობალტი აუცილებელია
პანკრეასის ნორმალური ფუნქციონირებისა და ადრენალინის აქტივობის
რეგულირებისათვის.
კობალტის დეფიციტი და
სიჭარბე;
ორგანიზმში კობალტის ნაკლებობა ხდება საჭმლის მომნელებელი
სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა ქრონიკული
გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ქრონიკული
ქოლანგიოქოლეცისტიტი.ჭარბი კობალტი შეიძლება გამოიწვიოს მძიმე
კარდიომიოპათია გულის მწვავე უკმარისობით.
გამოყენებული
• ლიტერატურა:
https://hticenters.com/ka/news/463/lalii-i-ego-rol-v-organizme
• https://ka.healthy-food-near-me.com/phosphorus-p/
• https://www.momsedu.ge/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%
A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/4297/%E
2%80%8B%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%
E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9
3%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%97%E1%83
%98%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1_
%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%
9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%8
3%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A4%E1%83%A3%E1
%83%9C%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%
E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98
• https://merki.mkurnali.ge/sections/1012/tutia/
• https://merki.mkurnali.ge/sections/1011/natriumi/
• https://electric-in-home.com/ka/v-kakih-produktah-pitaniya-soderzhitsya-hlor-zel-nyi/
• https://ka.healthy-food-near-me.com/chlorine-cl/#Why-chlorine-deficiency-occurs

http://www.medgeo.net/2014/07/23/%E1%83%A4%E1%83%A2%E1%83%9D%E
1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%
E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93
%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9
4/
• https://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=40&id_artc=94699
• https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=192791
• http://chemistry.ge/publication/e-books/inorganic_chemistry/view.php?id=203
• https://ka.healthy-food-near-me.com/cobalt-co/
• https://merki.mkurnali.ge/sections/1004/iodi/
• http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=22458
• https://www.aversi.ge/ka/cnobari/1152/sachiro-elementebi#kaliumi
• http://chemistry.ge/periodic_table/view.php?numb=26
• https://www.aversi.ge/ka/cnobari/1991/yvelaferi-kalciumis-shesakheb
• https://organika.ge/2017/03/13/calcium/
• https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/endokrinologia/754-2009-02-26-1
3-29-45.html
• https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/nivthierebatha-cvla/6432-rkinis-
mnishvneloba-organizmisthvis.html
მადლობა
ყურადღებისთვის
!

You might also like