You are on page 1of 18

სწორი კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები წარმოადგენს ყველაზე


გავრცელებულ პრობლემას. სტატისტიკურად დათვლილია, რომ ზრდასრული ადმიანების
30-40% აქვს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, ხოლო 50 მილიონი მიმართავს ამბულატორიას
საჭმლის-მომნელებელი სისტემის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომატიკის გამო.
ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ენდოსკოპიური და ქირურგიული პროცედურა
ტარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით. კვებითი ჩვეულება და საკვების
სპეციფიკურობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების
ჩამოყალიბებაში. უმრავლეს შემთხვევაში სწორი კვება ზეგავლენას ახდენს ადამიანის
კეთილგანწყობაზე და აუმჯობესებს მის ცხოვრების ხარისხს ტკივილის შემცირების გზით
და ჯანდაცვის დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობის შემცირების კუთხით.
დიეტოთერაპია არის ერთერთი მთავარი მეთოდი კუჭ-ნაწლავის დაავადებების
მკურნალობისას. ამ დროს ეფექტი მიიღება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციურ აქტივობაზე
არამხოლოდ ადგილობრივად საკვების ქიმიური, მექანიკური თუ თერმული მოქმედების
დამზოგავი პრინციპების ხარჯზე, არამედ მთლიან ორგანიზმზე ზემოქმედების გზით
ნივთიერებათა ცვლის, ნერვული და ჰუმორული რეგულაციის გაუმჯობესებით.
მაგალითად, ნახშირწყლები ამაგზნებელ ზემოქმედებას ახდენენ ვეგეტატიურ ნერვულ
სისტემაზე და ამავდოულად აძლიერებენ „გაღიზიანებული“ კუჭის სიმპტომებს (კუჭის
ჰიპერსეკრეცია, მწვავე გულის წვა, მჟავე ბოყინი, მიდრეკილება სპაზმებისკენ).
კუჭ-ნაწლავი წარმოადგენს საკვების მიწოდების პირველ წყაროს, ამიტომ მისი
გონივრული რეგულაცია ხელს უწყობს მალნუტრიციის (კვების დაღვევა) და
მალაბსორბციის (შეწოვის დარღვევა)თავიდან აცილებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ
კუჭ-ნაწლავის დარღვევების მქონე ადამიანების მთავარი გართულებაა ორგანიზმისთვის
აუცილებელი ნივთიერებების არასაკმარისი რაოდენობით მიღება და შეთვისება.

კუჭნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტების კვების მთავარი პრინციპები


დიდი ხნის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის დაავადებების
დროს რეკომენდირებდნენ მკაცრ დამზოგავ დიეტებს. თანამედროვე მედიცინის
მიღწევების წყალობით და ახალი პრეპარატების გაჩენით შესაძლებელი გახდა ნაკლებად
მკაცრი დიეტების გამოყენება.კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა
იცოდნენ, თუ როგორ ახდენს ზეგავლენას სხვადასხვა საკვები მათ კუჭ-ნაწლავზე.
საკვების ზემოქმედება კუჭის სეკრეციაზე
1. ძლიერი გამომწვევები: ხორცის, ქათმის, სოკოს ბულიონები; სანელებლები
(პირშუშხა, მდგოვი, აჯიკა); შემწვარი კერძები; კონსერვები; ტომატის სოუსები;
თავისივე წვენში ჩაშუშული ხორცი და თევზი; მარილიანი და შებოლილი ხორცი
და ზღვის პროდუქტები; დამარილებული და დამჟავებული ბოსტნეული; მაგრად
მოხარშული კვერცხის ყვითრი; ჭვავის პური და საფუვრიანი ცომის ნაწარმები;
ძველი ან ზედმეტად გაცხელებული საკვები პროდუქტი; მაღალი მჟავიანობის
მქონე რძე-მჟავა პროდუქტები ან უცხიმო რძე, რძის შრატი; ძლიერი ჩაი და ყავა;
გაზირებული და ალკოჰოლური სასმელები; მჟავე და არასაკმარისად
დამწიფებული ხილი ან უმი ბოსტნეული.
2. სუსტი გამომწვევები: სასმელი წყალი; რძის პროდუქტები- ცხიმიანი რძე, ნაღები,
ხაჭო; სახამებელი; კვერცხი ომლეტის სახით; კარგად მოხარშული თევზი ან
ხორცი; ბოსტნეული პიურეს სახით; ცხიმები, რძიანი სუპები მარცვლოვნების ან
ბოსტნეულის; ტკბილი ხილისგან მომზადებული პიურე; მანის ან ბრინჯის ფაფა;
თეთრიპური გუშინდელი გამოცხობის; ტუტე წყლები, რომლებიც არ შეიცავენ
ნახშირორჟაგნს; სუსტი ჩაი.

საკვების მოქმედება კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე

კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე საკვების ზემოქმედება დამოკიდებულია პირველ რიგში


მის კონსისტენციაზე და ქიმიურ შემადგენლობაზე. მყარი საკვები გამოიდევნება უფრო
გვიან, ფაფისებრი საკვები. ამიტომ, ხორცი დაჭრილი სახით უფრო დიდხანს ჩერდება კუჭ-
ნაწლავში, ვიდრე ხორცის სუფლე. ყველაზე სწრაფად ევაკუირდება ნახშირწყლები, შემდეგ
ცილები, ყველაზე გვიან ცხიმები.

კუჭ-ნაწლავზე მექანიკური, ქიმიური და თერმული ზემოქმედება

კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გარსის მექანიკურ გაღიზიანებას იწვევს: ერთჯერადად


დიდი რაოდენობის საკვების მიღება, უხეში მცენარეული უჯრედისის შემცველი
პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, შემაერთებელი ქსოვილით მდიდარი
პროდუქტების (ხრტილები, ფრინველის კანი, თევზის კანი და სხვა) მიღება.
კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე მოქმედებს თერმული ზემოქმედებაც: ძალიან
ცხელი ან ძალიან ცივი საკვები.
კუჭ-ნაწლავის დაავადებების დიეტოთერაპია პირველ რიგში ეყრდნობა დამზოგავი
კვების პრინციპებს. დამზოგავ კვებით რაციონში პირველ რიგში შედის a) კუჭის სეკრეციის
სუსტი გამომწვევები, b) საკვები, რომელიც სწრაფად ტოვებს კუჭს და c) არ აღიზიანებს მის
ლორწოვან გარსს. კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების დამზოგავ რეჟიმებს მიეკუთვნება
აგრეთვე საკვების ხშირი და მცირე ულუფებით მიღება, რომელიც აადვილებს
გადამუშავებას და საკვების ათვისებას. ხანგრძლივად დამზოგავი დიეტის გამოყენების
გამო ყურადღება უნდა მიექცეს რაციონის სრულფასოვნებას.
კუჭ-ნაწლავის დამზოგავი მუშაობა აგრეთვე ითვალისწინებს განტვირთვის
რაციონზე თანდათანობით გადასვლასაც. თუმცა შესაძლებელია ე.წ. ”ზიგზაგები”-ის
გამოყენებაც, მკვეთრი გადასვლები დამზოგავი მუშაობიდან განტვირთვის რაციონზე და
პირიქით, რაც მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს კუჭზე, იწვევს კუჭის მუშაობის
კომპესატორულ ამუშავებას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ზოგადად გამოიყენება შემდეგი ტიპის
დიეტები.
A. მექანიკური და ქიმიური მოქმედების მიხედვით დამზოგავი დიეტის
ვარიანტი - კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას გამწვავების
სტადიაში და არასტაბილური რემისიის დროს; მწვავე გასტრიტისას, ქრონიკული
გასტრიტის დროს გამწვავების პერიოდში მაღალი მჟავიანობით, გასტროეზოფაგიალური
რეფლუქსის დროს .
მოკლე დახასიათება. დიეტა ფიზიოლოგიური შემადგენლობით ცილები, ცხიმები,
ნახშირწყლები. გამდიდრებული ვიტამინებით და მინერალებით. ლორწოვანი გარსის და
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეცეპტორული აპარატის ზომიერი ქიმიური და მექანიკური
გამღიზიანებლებით. გამოირიცხება სანელებლები, ცხარე საკვები და მარილი (6-8
გრ/დღეში). მოხარშული ან ორთქლზე. დახეხილი ან დაუხეხავი. ტემპერატურა 15 დან 60-
65°C . თავისუფალი სითხე 1-2 ლიტრი. კვების რიტმი 5-6-ჯერ დღეში.
ქიმიური დახასიათება - ცილები - 85-90 გრ (ცხოველური 40-45 გრ); ნახშირწყლები
300-330 (მონო- და დისაქარიდები 30-40 გრ); ცხიმები 70-80 გრ (მცენარეული 25-30 გრ);
ენერგეტიკული ღირებულება 2100-2400 კკალ.
B. სტანდარტული დიეტის ვარიანტი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულოვანი დაავადებისას გამწვავების სტადიაში და არასტაბილური რემისიის დროს;
მწვავე გასტრიტისას, ქრონიკული გასტრიტის დროს გამწვავების პერიოდში მაღალი
მჟავიანობით, გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დროს
მოკლე დახასიათება. ცილების, ცხიმების ნახშირწყლების ფიზიოლოგიური
შემადგენლობით და ვიტამინებით, მინერალებით და მცენარეული უჯრედისით
(ბოსტნეული, ხილი) გამდიდრებული დიეტა. შაქრიანი დიაბეტის მქობე პაციენტებში
იკრძალება რაფინირებული შაქარი. იზღუდება აზოტოვანი ნაერთები, მარილი ეთერული
ზეთებით მდიდარი საკვები, მჟაუნა, შებოლილი პროდუქტი. კერძები მზადდება ორთქლზე
ან მოხარშული სახით, ან გამომცხვარი სახით. ცხელი კერძების ტემპერატურა არ უნდა
აღემატებოდეს 60-65°C,ცივი კერძების - არანაკლებ 15°.თავისუფალი სითხე 1-2 ლიტრი..
კვების რიტმი ხშირი მცირე ულუფებით 4-6 ჯერ დღეში.
ქიმიური დახასიათება - ცილები - 85-90 გრ (ცხოველური 40-45 გრ); ნახშირწყლები
300-350 გრ ( მონო- და დისაქარიდები 50-60 გრ); ცხიმები 85-90 გრ (მცენარეული 40-45 გრ);
ენერგეტიკული ღირებულება 2170-2480 კკალ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად: კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილის დარღვევები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილი მოიცავს: პირის ღრუს, ხახას, ხორხსარქველს,
საყლაპავის ზედა სფინქტერს, საყლაპავ მილს, საყლაპავის ქვედა სფინქტერს, კუჭს,
პილორულ სფინქტერს.

პირის ღრუს დარღვევები. გინგივიტი; კარიესი. საკვები ცვლის პირის ღრუს pH და


მიკრობულ აქტივობას, რაც თავის მხრივ სტიმულირებს კარიესის გაჩენას. Streptococcus
mutans, Lactobacillus casein და Streptococcus sanguis მიკროორგანიზმები მონაწილეობენ
ნახშირწყლების მეტაბოლიზმში პირის ღრუში. გვერდით პროდუქტად მიიღება მჟავა,
რომელიც პროვოცირებს კარიესს. ნერწყვის ამილაზას სუბსტრატი, ფერმენტირებადი
ნახშირწყლები, საუკეთესო სუბსტრატია ბაქტერიული მეტაბოლიზმისთვის. წარმოქმნილი
მჟავა პირის ღრუს pH ამცირებას 5,5-მდე და ქვემოთ.

კბილის მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მინერალიზებული ქსოვილია,


რომლის შემადგენლობაშიც შედის 96% არაორგანული მინერალები, ძირითადად -
ჰიდროქსიაპატიტები, რომლებიც მეტად მგრძნობიარეა მჟავის მიმართ. და 3% ორგანული
ნივთიერებები, 1% წყალი. კარიესული დაავადება წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს,
რომელიც ხასიათდება მინერალური ნივთიერებების ხსნადობით. რაც განპირობებულია
პირის ღრუს სითხესა და ნერწყვში არსებული კარიოგენური ბაქტერიების მიერ
გამომუშავებული ფერმენტების (მეტალოპროტეინაზა) ორგანულ მატრიქსზე ზემოქმედების
შედეგად. კარიესული პროცესის განვითარებისას ირღვევა პათოლოგიურ და დამცველობით
ფაქტორებს შორის ბალანსი. პათოლოგიურ ფაქტორებს შორის მოიაზრება მჟავა
მაპროდუცირებელი ბაქტერიები, კვების სიხშირე (ფერმენტაბელური კარბოჰიდრატები),
ნერწყვის სუბნორმალური რაოდენობა და დისფუნქცია. დამცველობით ფაქტორს
წარმოადგენს ნერწყვი მისი რაოდენობისა და შემადგენლობის გათვალისწინებით, ასევე
ანტიბაქტერიული მოქმედებით.

პათოლოგიური ფაქტორების პირველი რგოლი-კარიოგენული ბაქტერია შეიძლება


იყოს ნებისმიერი ბაქტერია, არსებული პირის ღრუს სითხეში, რომელსაც აქვს
მჟავაწარმოქმნის უნარი. წარმოქმნილი მჟავები იწვევენ მინანქარსა და დენტინში არსებული
კალციუმ ფოსფატის გახსნას (დემინერალიზაცია). კბილის დემინერალიზაციის პროცესს
მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს: პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები, კვების
თავისებურება (მიღებული ნახშირწყლების ოდენობა), კვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და
რაოდენობა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, ორგანიზმის მიერ მიღებული ფტორის
ოდენობა და სხვა.

კარიესი იწყება კბილის მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გაწოვით და


სრულდება ხვრელის წარმოქმნით. კბილების კარიესის განვითარებას უკავშირდება PH-ის
ლოკალურ ცვლილებას კბილის ზედაპირზე არსებული ნადების ქვეშ. ნადები წარმოადგენს
ბაქტერიების კოლონიას, რომელთაგან ზოგიერთი გადაამუშავებს ნახშირწყლებს და
გამოყოფს ორგანულ მჟავებს. ეს მჟავები გროვდება ნადების ზედაპირზე, პერიოდულად
ჩამოირეცხება ნერწყვით, ნეიტრალიზდება, მაგრამ თუ ნადების სისქეში შეაღწია და კბილის
ზედაპირზე მოხვდა, დაიწყება მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გამოდევნის
პროცესი.

კბილის ნადების გაჩენასა და მინანქრის დემინერალიზაციაში უმთავრესად


მჟავაწარმომქმნელი სტრეპტოკოკები და ლაქტობაქტერიები მონაწილეობენ.
ნახშირწყლოვანი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში pH 6-დან 4-მდე ეცემა. რძის
მჟავასთან ერთად, რომელიც უშუალოდ ნახშირწყლების დაშლის პროდუქტია, კბილის
ნადები შეიცავს ჭიანჭველამჟავას, ცხიმოვან, პროპიონის და სხვა ორგანულ მჟავებს.

ნერწყვი-ს (saliva) გამოყოფა რეგულირდება სიმპათიკური და პარასიმპათიკური


სისტემებით, პაარასიმპათიკური აძლიერებს და სიმპატიკურ ამცირებს ნერწყვის
გამოყოფას, არსებობს ჰიპერსალივაცია და ჰიპოსალივაცია.

რძემჟავას და ძმარმჟავას კომბინირებული მოქმედება უფრო პათოგენურია, ვიდრე


მხოლოდ რძემჟავის. Streptococcus mutans, Streptococcus sobrinus, lactobacilli-ის ერთობლივი
ზემოქმედებით განაპირობებენ კარიესული დაავადების გაცილებით სწრაფ პროგრესირებას,
ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. წარმოქმნილი მჟავები პირის ღრუს სითხიდან
დიფუზირდებიან მინანქრის ზედაპირულ შრეებში ფორების გავლით და ჰიდროქსიდის
იონების გამოთავისუფლების ხარჯზე ახდენენ მინანქრის ღრმა შრეების დაშლას.
პათოლოგიურ ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება ფერმენტაბელური კარბოჰიდრატები,
რომლებსაც შეიცავს საქაროზა, გლუკოზა, ფრუქტოზა. ნახშირწყლების ცხოველქმედების
პროდუქტები აზიანებს კბილის მინანქარს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია
საქაროზას, შედარებით მოკრძალებული - გლუკოზასა და ფრუქტოზას. ნადებს მანიტი,
სორბიტი და ქსილიტიც აჩენს, მაგრამ ნადების აქტიური ფერმენტი მათ უსაფრთხო
ფრუქტოზად აქცევს. სახამებელი არ წარმოადგენს კარიოგენულ ნივთიერებას, ვინაიდან
მისი მოლეკულები ნადების სიღრმეში ვერ აღწევენ.

კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს კბილზე კარიესოგენული მჟავების


ზემოქმედების სიხშირე და ხანგრძლივობა. შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ
მიკროორგანიზმები წარმოქმნიან მჟავას, რომელიც მინანქარს აზიანებს. დროთა
განმავლობაში ეს მჟავები ანეიტრალებენ ნერწყვის ბუფერულ თვისებებს და ახდენენ
მინანქრის ნაწილობრივ დემინერალიზაციას. თუ ნახშირწყლებს ადამიანი მთელი დღის
განმავლობაში იღებს, PH დიდხანს რჩება დაბალი, ნერწყვი ვერ ასწრებს მისი ბალანსის
აღდგენას და ჩნდება მინანქრის ზედაპირის შეუქცევადი დაზიანების ალბათობა.

დამცველობითი ფუნქციის ერთ-ერთ მთავარ რგოლს ნერწყვს- გააჩნია ბუფერული


თვისება_გაანეიტრალოს კარიოგენული ბაქტერიების მიერ გამომუშავებული მჟავები.
დამცველობითი ფაქტორები, რომლებიც მოიცავს ნერწყვში არსებულ ფტორის იონებს,
კალციუმს, ფოსფორსა და ცილებს, ასევე ნერწყვის რაოდენობას, განაპირობებენ კარიესული
დაავადების ბალანსს, პრევენციას და უკუგანვითარებას.
კარიესული პროცესის განვითარების სისწრაფე მრავალ ფაქტორზეა
დამოკიდებული. ფტორის მიღების შემთხვევაში დაწყებული პროცესი შეიძლება შენელდეს.
ფტორს მკვეთრად გამოხატული კარიესსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს - ის ჩაენაცვლება
მინანქრის ჰიდროქსიაპატიტის ჰიდროქსილურ ჯგუფს, ფტორი თრგუნავს
მჟავაწარმომქმნელ ბაქტერიებს. ყველაზე რადიკალურ და ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია
წყლის ფტორირება (1 მგ/ლ-მდე კონცენტრაციით) - ეს კარიესის ალბათობას 30-35%-ით
ამცირებს, მაგრამ ფტორის ჭარბ (1მგ/ლ-ზე მეტ) შემცველობას შეუძლია ფლუოროზი
გამოიწვიოს. ფლუოროზი ენდემური დაავადებაა და აღენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც
ცხოვრობენ სასმელ წყალსა და ნიადაგში ფტორის მაღალი შემცველობის გეოგრაფიულ
ზონაში. ფტორი ბავშვების ორგანიზმში უფრო დიდი რაოდოენობით რჩება, ვიდრე
მოზრილებში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ილექება ძვლებში, კბილებში,
პარენქიმულ ორგანოებში, ორგანიზმიდან იგი შარდისა და ფეკალიების მასების
საშუალებით გამოიყოფა.

ითვლება რომ ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მოხვედრილი ფტორი ზეგავლენას


ახდენს ენამელობლასტებზე და იწვევს მინანქრის არასრულფასოვან ფორმირებას. ის
ამცირებს ფოსფატაზურ აქტივობას და აფერხებს მინერალიზაციას. დადგენილია, რომ
დიდი დოზებით ადგილობრივი და პერორალური მიღების შემთხვევში, ფტორი სწრაფად
ხვდება სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ბლოკირებას და მოქმედებს მის
აქტივობაზე. დაზიანების უბანში კბილის მინანქარი ხდება უსიცოცხლო და უფერული,
რაც აიხსნება ფტორის ინტოქსიკაციის ფონზე განვითრებული მინანქრის დარღველი
სტრუქტურით. აღინიშნება გვირგვინების ფერის შეცვლა (ყვითელი ან ღია ყავისფერი).
ბოლოს ხდება ეროზიების ჩამოყალიბება და დესტრუქცია.
კარიესის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს რაციონში შაქრის
სიჭარბე წარმოადგენს. პროფილაქტიკის პერსპექტიული მიმართულებაა ნახშირწყლების
შეზღუდვა რაციონში და შაქრის ჩანაცვლება არაკარიესოგენული პროდუქტებით
(სორბიტით, ქსილიტით) ბავშვთა საკვებ ნარევებსა და საკონდიტრო ნაწარმში. მინანქრის
რემინერალიზაციას იწვევს რძე და ყველის ზოგიერთი სახეობა. დადებითი ეფექტი აქვს
ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინების ზომიერ გამოყენებას: საღეჭი რეზინი კბილის
ზედაპირს აშორებს საკვების ნარჩენებს და ნაწილობრივ - ნადებს, მეორე - ღეჭვის აქტი
ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს.

კარიესისადმი კბილის მგრძნობელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:

 პირის ღრუს ჰიგიენა - ნადების მოშორება აფერხებს კარიესის განვითარებას;


 კვების თავისებურება - რბილი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს
კბილებზე ნადების გაჩენას; ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიუხვე დადებითად
მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობასა და ნერწყვის თვისებებზე;
 ნერწყვის ხარისხსა და ოდენობაზე - წებოვანი ნერწყვის მცირე ოდენობაც კი უწყობს
ხელს ბაქტერიების მიწებებას და ნადების გაჩენას. მინანქრის კარიესისადმი გამძლეობაზე
დიდ გავლენას ახდენს ნერწყვის ბუფერული (მჟავიანობის გამანეიტრალებელი) თვისებები
და მასში იმუნოგლობულინებისა და სხვა დამცავი ფაქტორების არსებობა;
საკვები კარიესის წინააღმდეგ

კარიესის განვითარება დამოკიდებულია კვებაზე. სპეციალისტების რჩევით შეიძლება


მნიშვნელოვნად შევამციროთ კარიესული პროცესი:

საჭიროა განისაზღვროს საკვების მიღების რაოდენობა (ჯერადობა) _ ხშირი “წახემსება” არ


უხდება კბილებს, ვინაიდან საკვების შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლები
(განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი) წარმოადგენს კარგ საკვებ არეს
მოკროორგანიზმებისათვის

შევამციროთ ტკბილეულის მიღება, განსაკუთრებით კვებას შორის შუალედებში. შაქრის


არსებობა პირის ღრუში ასტიმულირებს მიკრობების გამრავლებასა და მჟავიანობის
მომატებას. თუკი მაინც ტკბილეული უმჯობესია ისეთი პროდუქტების მიღება,
რომლებიც შეიცავენ შაქრის შემცვლელებს _ ქსილიტს, სორბიტს, სახარინს, ასპარტამს.
შეამცირეთ პირის ღრუში შაქრის ან სხვა ტკბილეულის დაყოვნების დრო, სასურველია
დროული გაწმენდა ან წყლის გამოივლება

საკვები აუცილებდ უნდა შეიცავდეს ვიტამინებს, ცილოვან ნივთიერებებსა და


მიკროელემენტებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი, რომელსაც შედარებით
დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები. დღიური მოთხოვნილება კალციუმზე
შეადგენს 1000 მგ, ხოლო რაც შეეხება ხორცსა და თევზს, მათი შემცველობა საკვებში
ყოველდღიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 გრამს.

ოპტიმალურია, თუ საკვების ყოველი მიღების შემდეგ გაიწმინდავთ კბილებს კბილის


ჯაგრისით და კბილის პასტით. თუ დღის განმავლობაშიარ არის ამის შესაძლებლობა, მაშინ
მიზანშეწონილია უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება. მათ შემადგენლობაში მყოფი შაქრის
შემცვლელები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ მიკრობებზე, აღადგენენ მჟავა-ტუტე
წონასწორობას პირის ღრუში.

საღეჭი რეზინი – გამოვიყენოთ თუ არა იგი?

რამდენიმე მიზეზი, რის გამოც საღეჭი რეზინის გამოყენება სასარგებლოა :

 საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა ღეჭვისას სუფთავდება კბილების


მხოლოდ საღეჭი ზედაპირი;
 ღეჭვის პროცესში ხდება ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, რომლის ხარჯზეც პირის ღრუდან
ხდება საკვების ნარჩენების ჩამორეცხვა და მოცილება;
 საღეჭ რეზინში არსებული შაქრის შემცვლელები (სორბიტოლი, ქსილიტი) ახდენენ
მჟავა-ტუტე წონასწორობის აღდგენას.
 ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი ამაგრებს ღრძილებს, რაც თავის მხრივ ეხმარება
ორგანიზმს წინ აღუდგეს გინგივიტსა და პაროდონტიტს.
საღეჭ რეზინს აქვს უარყოფითი თვისებებიც:
 ბაზარი გაჯერებულია შაქრის შემცველი ისეთი საღეჭი რეზინის ფართო
ასორტიმენტით, რომელიც იწვევს pH-ის შემცირებას და შესაბამისად, ხელს უწყობს
კარიესის განვითარებას;
 ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი მავნე ზეგავლენას ახდენს ყბა-საფეთქლის სახსრის
მდგომარეობაზე, ხანგრძლივი ღეჭვა ცვლის სახის ფორმას. საღეჭი კუნთების
ჰიპერტროფიის გამო სახე კვადრატული ხდება. იცვლება თანკბილვაც,არ არის
რეკომენდებული საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ 10 წთ-ზე
ხანგრძლივად;
საღეჭი რეზინი იწვევს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ამიტომ, საღეჭი
რეზინის ღეჭვა უზმოზე იწვევს გასტრიტის გაჩენას ან გამწვავებას;

1. კარიოგენული საკვები - მეტაბოლიზდება მიკროორგანიზმებით და ამცირებს pH


5,5-მდე და ქვემოთ. ასეთ საკვებს მიეკუთვნება: ფერმენტირებადი ნახშირწყლების
შემცველი(ხილი მშრალი,ცოცხალი),რძის პროდუქტი, ბურღულეული, ყველა ტიპის შაქარი.

2. კარიოსტატული - არ მეტაბოლიზდება მიკროორგანიზმებით, და არ ამცირებს pH.


ცილოვანი საკვები - კვერცხი, თევზი, ხორცი, ქათმის ხორცი, ბოსტნეულის უმრავლესობა,
ცხიმი და უშაქრო საღეჭი რეზინი.

3. ანტიკარიოგენული საკვები - საკვები, რომელიც აინჰიბირებს მიკროორგანიზმებს


და ხელს უშლის მჟავაწარმომქმნელი საკვების ამოცნობაში და იწვევს პრევენციას
მოსალოდნელი მჟავიანობისაგან, როდესაც მიიღება წინსწრებით. ასეთია:
ხუთნახშირბადიანი შაქრის სპირტები (ქსილიტოლი, ის არ იშლება ამილაზას მიერ და არ
მეტაბოლიზდება მიკროორგანიზმებით).

 ქსილიტოლს აქვს ანტიმიკრობული მოქმედება, ხოლო საღეჭი რეზინი


ასტიმულირება ნერწყვის წარმოქმნას

 სანერწყვე ჯირკვლების სტიმულაცია ზრდის ნერწყვის ბუფერულ აქტივობას.

 ამრიგად, უშაქრო, ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინების მიღება


რეკომენდირებულია ყოველი კვების შემდეგ კარიესის რისკის შემცირების მიზნით

 ქსილიტოლის მოქმედებით ძკლიერდება რემინერალიზაციის პროცესი (ემალის


აღდეგან ჰიდროქსიაპატიტამდე).

 აუვნებელყოფს ფერმენტირებად ნახშირწყლებს

სხვა ანტიკარიოგენული საკვები: ყველი ჩედარი, შვეიცარული ყველი, ყველი -


მონტერეი ჯეკი (Monterey Jack), რომლებიც გამოირჩევიან კაზეინის, კალციუმის,
ფოსფორის მაღალი შემცველობით.

საყლაპავი ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანი ქსოვილი ყლაპვის შესრულებისას.


საყლაპი მილის დაავადებები გამოიხატება ყლაპვის პროცესის მოშლით, ობსტრუქციით
(გაუვალობით), ანთებით, ან სფინქტერის ანომალური ფუნქციონირებით. საყლაპავ მილთან
დაკავშირებული დაავადებები ძირითადად გამოიხატება ყლაპვის მექანიზმის
გაძნელებასთან და ”ყელში გაჩხერილი”-ს შეგრძნებით. საკვების გადაადგილებას შეიძლება
ხელს უშლიდეს საყლაპავის გარეთ, გულმკერდის ღრუში, არსებული სხვადასხვა
წარმონაქმნი – მაგ. მსხვილი სისხლძარღვის გაფართოება, ანევრიზმა, ფარისებური
ჯირკვლის გადიდება, შუასაყარის ლიმფური ჯირკვლები, სიმსივნე და სხვა, რომელიც
აწვება საყლაპავის კედელს და იწვევს საყლაპავის ხვრელის სანათურის დავიწროებას.
ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია არის მდგომარეობა, როდესაც ჭირს პირის ღრუში
მოხვედრილი საკვების კუჭისკენ გადაადგილება. ყლაპვის გაძნელებას ხშირად თან ახლავს
ტკივილი. ზოგჯერთი პაციენტი საერთოდ კარგავს ყლაპვის უნარს.
ამ მდგომარეობას აფაგიას უწოდებენ. აფაგიის დროს დაკარგულია როგორც მყარი, ისე
თხევადი საკვებისა და ნერწყვის ყლაპვის უნარი, რაც ორგანიზმში კალორიების დეფიციტს
და წონის დაქვეითებას იწვევს.

1. დისფაგია ყლაპვის გაძნელება. იწვევს მალნუტრიციას არასაკმარისი საკვები


ნივთიერებების მიღების გამო. უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია ნევროლოგიურ
დარღვევებთან: პარკინსონიზმთან, ალცჰეიმერის სინდრომთან, გაფანტულ სკლეროზთან,
დემენციასთან, და ინსულტებთან. ამ დაავადების გართულებას წარმოადგენს წონის
დაკლება და ანორექსია. დიეტოლოგები, ყლაპვის პროცესის გაუმჯობესების მიზნითი
დამატებითი ხერხების შემუშავების რეკომენდაციებს იძლევიან.

საწყის, ოროფარინგეალურ ფაზაში პირის ღრუში ხდება საკვების დაღეჭვა და


ნერწყვთან შერევა, შემდეგ ენის დახმარებით ხახაში გადატანა. საკვები როგორც კი გადავა
პირის ღრუდან ხახაში ზედა სფინქტერი იხსნება და საკვები გადადის საყლაპავში,
პერისტალტიკის წყალობით გადაადგილდება. ყლაპვის პროცესის მეორე ეზოფაგურ
ფაზაში ხდება ქვედა სფინქტერის გახსნა და საკვების კუჭში გადასვლა.

გამოყოფენ ოროფარინგეალურ და ეზოფაგურ დისფაგიას. ოროფარინგიალური


დისფაგია, როდესაც გაძნელებულია საკვების გადასვლა ხახიდან საყლაპავში უკავშირდება
საყლაპავის ზემო ნაწილის პათოლოგიას. ამ დროს ხშირია ნევროლოგიური ხასიათის ან
კუნთთა პათოლოგიები (პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ამიოტროფული
ლატერალური სკლეროზი, პოლიომიელიტი, და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა
დაავადებები) ან კუნთთა ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა მაგ. დერმატომიოზიტი და
კუნთთა დიტროფია. დისფაგიის ამ ფორმის დროს გაძნელებულია საკვების გადასვლა
ხახიდან საყლაპავში, საკვების მასა და სითხე ბრუნდება უკან და გადადის ცხვირის ღრუში
საკვების ნაწილები ხვდება სასულეში და იწვევს ხველის პაროქსიზმებს.
ეზოფაგური დისფაგია. რომლის დროსაც გაძნელებულია საკვების მოძრაობა
საყლაპავში - ზემოდან ქვემოთ. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ან
მექანიკური დაბრკოლებით ან საყლაპავის კუნთთა მოტორიკის დარღვევით (საყლაპავში
საკვების მოხვედრის შემდეგ იწყება საყლაპავის კუნთების რითმული შეკუმშვა, რაც ხელს
უწყობს საკვების გადაადგილებას). საკვების გადაადგილების შეფერხების მექანიკური
მიზეზი შეიძლება იყოს საყლაპავის შიგნით არსებული დაბრკოლება – მაგ. ლორწოვანი
გარსის უჯრედების პათოლოგია და შეშუპება, წყლული, სიმსივნე, ე.წ. “საყლაპავის ქვემო
რგოლი” და სხვა. საკვების გადაადგილებას შეიძლება ხელს უშლიდეს საყლაპავის გარეთ,
გულმკერდის ღრუში, არსებული სხვადასხვა წარმონაქმნი – მაგ. მსხვილი სისხლძარღვის
გაფართოება, ანევრიზმა, ფარისებური ჯირკვლის გადიდება, შუასაყარის ლიმფური
ჯირკვლები, სიმსივნე და სხვა, რომელიც აწვება საყლაპავის კედელს და იწვევს საყლაპავის
ხვრელის სანათურის დავიწროებას.
საყლაპავის კუნთთა მოტორიკის დარღვევით გამოწვეული დისფაგიის მიზეზი
შეიძლება იყოს ლორწოვანის უჯრედების პათოლოგია, საყლაპავის კუნთთა მოდუნება
(აქალაზია), სპაზმი, კუნთთა სისტემური სკლეროზი და სხვა. ასეთ შემთხვევაში
გაძნელებულია როგორც მყარი საკვების ისე სითხის ყლაპვა, მაშინ, როცა მექანიკური
დაბრკოლების შემთხვევაში მხოლოდ მყარი საკვების გადაადგილებაა გაძნელებული და
სითხის მიღება ჩვეულებრივად, დაბრკოლების გარეშე ხდება. განსაკუთრებით
გაძნელებულია პურისა და ხორცის ყლაპვა. დისფაგიის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ
მონაცემებს და ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებს (ენდოსკოპია, რეტგენოლოგიური
კვლევა, კონტრასტული ნივთიერებით კვლევა და სხვა) მკურნალობა.

ოროფარინგეალური დისფაგია ემართებად ძირითადად ხანდაზმულებს და ხშირად


გამოწვეულია თავის ტვინის ინსულტით. ეზოფაგური დისფაგია - საყლაპავის გაუვალობით
და მოტორიკის მოშლით. თუ დისფაგია დაკავშირებულია მხოლოდ მყარ საკვებთან და არა
თხევადთან, ე.ი. ადგილი აქვს საყლაპავის გაუვალობას, რომელიც შეიძლება გამოწვეული
იყოს შევიწროვებით, სიმსივნით ან ახლომდებარე ორგანოებით მისი კომპრესიით. თუ
დისფაგია ეხება როგორც მყარს, ასევე თხევად საკვებს მიზეზი არის მოტორიკული
დარღვევები.

აქალაზია არის მოტორიკის ყველაზე გავრცელებული დარღვევა - პათოლოგია,


როდესაც სფინქტერის კუნთი საყლაპავი მილის ბოლოში კარგავს შეკუმშვის უნარს და
მოდუნებულია შესაბამისი ინერვაციის დეგენერაციის გამო. საყლაპავის ქვედა ნაწილის
კუნთები (სფინქტერი) ჯეროვნად ვერ დუნდება, რაც საკვების კუჭისაკენ გადაადგილებას
ხელს უშლის. ეს ყველაფერი საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის მოშლის შედეგია.
დაავადების დასაწყისში ჭირს მხოლოდ მყარი საკვების ყლაპვა, მოგვიანებით კი
თხევადისაც. კარდიის აქალაზიას კუჭის შიგთავსის რეფლუქსიც ახასიათებს (დროთა
განმავლობაში განვითარებული საყლაპავის გლუვი კუნთების დასუსტების გამო).
დისფაგია აქალაზიის დროს პროგრესირებს.

კვებითი ინტერვენცია. მკურნალობის ტაქტიკა მრავალმხრივია და ყოველ ცალკეულ


შემთხვევაში პათოლოგიის მიზეზზეა დამოკიდებული. საყლაპავის დაავადებებით
გამოწვეული დისფაგიის დროს მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა, რეჟიმის
დაცვა, დიეტა. რადგან დისფაგიის გამომწვევი ბევრი მიზეზია (ფიზიკური, მექანიკური,
ნერვული), ამიტომ ძალიან რთულია შესაბამისი დიეტის შედგენა. დიეტის შედგენა
შესაძლებელია ცდის და შეცდომების მეთოდის გამოყენებით. საკვების ფიზიკური
მახასიათებლების შეცვლით შესაძლებელია ყლაპვის პროცესის გაადვილება. ძირითადად
საკვების მიღება ხდება თხევადი, ჰომოგენური სახით. მთავარი მიზანია კალორიების
საკმარისი რაოდენობის მიღება. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, რომ მოხდეს საჭირო
კალორიების შევსება. საყლაპავის კიბოს დამახასიათებელი ნიშანი
სწორედ ყლაპვის გაძნელებაა. თავდაპირველად დაბრკოლება მხოლოდ მყარი საკვების
მიღებისას ჩნდება, მერე და მერე კი დისფაგია ფაფისებრი საკვების მიღების დროსაც
გამოვლინდება. მოგვიანებით ვითარდება საყლაპავისმიერი ღებინება. კიბოს ერთ-ერთი
ადრეული ნიშანია ხმის ჩახლეჩა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მკვეთრად
იკლებს წონა, ვითარდება ანემია, ხშირი ღებინებისა და სითხის მიღების დარღვევის გამო
თავს იჩენს ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები. სიმსივნის შემთხვევაში ეს სიმპტომები
საკმაოდ სწრაფად ვითარდება. საყლაპავის კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან უმეტესად
ფიბრომები, პოლიპები და კისტები გვხვდება. მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე
შესაძლოა რამდენიმე ხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ზომის მატებისას თავს
იჩენს დისფაგია, ღებინება, წონის დაქვეითება.

გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი და ეზოფაგიტი - ტერმინი ეზოფაგიტი საყლაპავის


ანთებას ნიშნავს. დაავადება უმეტესად საყლაპავის ქვედა მესამედს აზიანებს. მწვავე
ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვან გარსზე სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური ფაქტორის
(ცხელი და გამღიზიანებელი ნივთიერებების, მჟავების, ტუტეების, უცხო სხეულების)
დამზიანებელი ზემოქმედების შედეგია. ხშირად მწვავე ეზოფაგიტს ინფექციური აგენტებიც
იწვევს. დაავადებას ახასიათებს საყლაპავის მდებარეობის ადგილას - მკერდის ძვლის უკან -
მუდმივი წვის შეგრძნება, ტკივილი საყლაპავის გასწვრივ, რომელიც საგრძნობლად
ძლიერდება მილში საკვების გადაადგილებისას. დღეს აქტუალურია რეფლუქს-
ეზოფაგიტის პრობლემა. რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავის ანთებაა, რომელიც ეგრეთ
წოდებული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს აღმოცენდება. კუჭის
ქვედა მომჭერის ანუ სფინქტერის ტონუსის დაქვეითებისა და კუჭის მჟავე წვენის
მოცულობის გაზრდის გამო მისი მჟავე შიგთავსი საყლაპავში ამოიტყორცნება. რეფლუქსის
პროვოცირებას მუცლის ღრუში წნევის მომატებაც უწყობს ხელს. კუჭის მჟავე შიგთავსის
ხშირი ზემოქმედება საყლაპავის ლორწოვანზე მისი ანთების მიზეზად იქცევა. ასე
ყალიბდება რეფლუქს-ეზოფაგიტი. ტკივილი არა მარტო ყლაპვის დროს, არამედ ზოგჯერ
სპონტანურად აღმოცენდება. გარდა ყლაპვის გაძნელებისა და სპონტანური ტკივილისა,
რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს უჩივიან წვის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან,
გულძმარვას. ტკივილისა და გულძმარვის პროვოცირებას იწვევს დიდი რაოდენობით
საკვების მიღება, ალკოჰოლიანი სასმელები, ციტრუსები და მათი წვენები, ყავა, შოკოლადი,
თამბაქო. სიმპტომები ძლიერდება, როცა კარგად დანაყრებული პაციენტი
დანაყრებისთანავე წამოწვება, ხოლო სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები მათ
ამსუბუქებს.
კუჭის კომპონენტების რეფლუქსი საყლაპავ მილში ძალიან ხშირად გვხვდება ჯანმრთელ
ადამიანებში და გამოირჩევა გულის წვის შეგრძნებით. მოსახლეობის 7-8% განიცდის
გულის წვას ყოველ დღე, რაც არის კუჭის კომპონენტების საყლაპავში გადასვლის შედეგი.
როდესაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს ეზოფაგური რეფლუქსი შეიძლება
განვითარდეს ეროზია. ხოლო გახანგრძლივებული ეროზიული მდგომარეობა იწვევს
ეზოფაგიტს - საყლაპავის ანთების განვითარებას, შევიწროვებას, და დისფაგიას. აგრეთვე
რთულად მიმდინარე ეზოფაგური რეფლუქსის შედეგად შეიძლება განვითარდეს საყლაპავი
მილის ადენოკარცინომა.

გასტროეზოფაგიალური რეფლუქსით გამოწვეული ეზოფაგიტის სიმძიმე


განისაზღვრება კუჭის რეფლუქსის რაოდენობით, სიხშირით და შემადგენლობით;
მუკოზური ბარიერის სიჯანსაღით საყლაპავის გასუფთავების სიჩქარით; და კუჭის
დაცარიელების სიჩქარით. გამოიყოფა ეროზიული და არაეროზიული, დღის და ღამის
გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადება.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი-დაავადება საყლაპავისა და კუჭის ფუნქციური


დარღვევით ვლინდება. ამ დროს კუჭსა და საყლაპავს შორის არსებული სფინქტერი,
რგოლისებრი მომჭერი კუნთი, მოსუსტებულია, რაც კუჭის შიგთავსის საყლპავში
გადასვლას განაპირობებს. რეფლუქსს არასასიამოვნო შეგრძნებათა წყება ახლავს თან:
უპირველესად – გულძმარვა, ასევე – გულისრევის შეგრძნება, ბოყინი. საყლაპავის ანთება-
საყლაპავში კუჭის მჟავე შიგთავსის გადასვლით არის განპირობებული. საყლაპავის
ლორწოვანი გარსი ძირითადად ტუტე სეკრეტს გამოიმუშავებს, ამიტომ მჟავას
ზემოქმედების შემთხვევაში ვითარდება მისი ანთება, რომელიც შესაძლოა ქრონიკულ
პროცესადაც ჩამოყალიბდეს.
შესაძლოა ჩამოყალიბდეს საყლაპავის ეროზია, მისი წყლული, რასაც იშვიათად
სისხლდენაც მოჰყვება.

მნიშვნელოვანია საყლაპავის ქვედა სფინქტერის შესაბამისი მუშაობაც, მისი


მუშაობის უნარზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი: მოწევა, დიეტები, გლუვი კუნთის
რელაქსანტები. მისი წნევა აგრეთვე ქვეითდება ორსულობის პერიოდში, პროგესტერონის
შემცველი კონტრაცეპტივების მომხმარებელ ქალებში. ეზოფაგიტის შემთხვევების
უმრავლესობა დაკავშირებულია ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებთან, დამჟანგველ
აგენტებთან და რადიაციასთან. მოწევა (ნიკოტინი ადუნებს და ამცირებს სფინქტერის
წნევას), ასპირინის ან არასტეროიდული ანთებისსაწიააღმდეგი პრეპარატების მაღალი
დოზით მიღება ზრდის ეზოფაგიტის განვითარების რისკს.

რეფლუქსის განვითარებას იწვევს ყველა ის ფაქტორი, რომელიც სფინქტერის


ტონუსს აქვეითებს. ესენია: ცხიმიანი საკვები, სანელებლებით უხვად შეზავებული
(ზედმეტად ცხარე) საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი და მისი შემცველი სხვადასხვა
პროდუქტი, გაზიანი სასმელები, ციტრუსები, ეგზოტიკური ხილი, საზოგადოდ,
ყოველგვარი პროდუქტი, რომელიც უჩვეულოა იმ რეგიონისთვის, სადაც მუდმივად
ცხოვრობს პიროვნება.
სფინქტერის ნაკლოვანების შემთხვევაში რეფლუქსის გამოვლენას ან მისი სიმპტომების
დამძიმებას ხელს უწყობს ყოველგვარი ფაქტორი, რომელიც მაღლა სწევს მუცელშიდა
წნევას: მოჭერილი ტანსაცმელი, ორსულობა, ჭარბი წონა, ჭამის შემდეგ
წამოწოლა. გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალოდ მედიკამენტებზე არანაკლებ
მნიშვნელოვანია საგანგებო რეჟიმისა და ცხოვრების წესის დაცვა. ეს გულისხმობს საკვების
მიღებას მცირე ულუფებით და ხშირად, დღეში ოთხჯერ მაინც, გვიან, საღამოს 6-7 საათის
შემდეგ, ნოყიერ ვახშამზე უარის თქმას. მსუბუქი ვახშამი, მაგალითად, ერთ ჭიქა მაწონი და
პატარა ნაჭერი პური, ნებადართულია.

მედიკამენტოზური მკურნალობა მჟავიანობის დაქვეითებით იწყება. მკურნალობის


აუცილებელი კომპონენტი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებია.

მედიკამენტოზური და კვებითი ინტერვენცია. სამედიცინო კვებითი თერაპიის


მთავარი მიზანი არის (1) ეზოფაგური რეფლექსის პრევენცია, (2) ტკივილის და ანთებითი
საყლაპავის მუკოზის გაღიზიანების პრევენცია, (3) ეროზიის გამომწვევის და
სეკრეტირებული კუჭის მჟავიანობის შემცირება.
კუჭის წვენის სეკრეციის სუპრესორები ამცირებენ მჟავას დამაზიანებელ ეფექტს
საყლაპავის ქსოვილზე. პროტონული საქაჩის ინჰიბიტორები წარმოადგენენ ყველაზე
ეფექტურ მედიკამენტებს. მეორე არის ჰისტამინის რეცეპტორი-2-ის ბლოკატორები (H2-
blockers) და ანტაციდები, რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის მჟავას. ანატაციდები ხშირად
გამოიყენება გულის წვის მოსახსნელად, ანტაციდები არის მედიკამენტები, რომლებიც
ხელს უწყობენ კუჭის მჟავიანობის განეიტრალებას, მოქმედებენ მჟავის სეკრეციის
შემცირებით ან პრევენციით.

გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან დაკავშირებული დისკომფორტის


მინიმიზაციისთვის არსებობს შემდეგი რეკომენდაციები:

1. იკრძალება კვების შემდეგ დაწოლა. საკვების მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე


2-3 საათით ადრე.
2. ღამის რეფლუქსის შესამცირებლად საწოლიდან თავი უნდა აიწიოს 15 სმ-ზე.
3. საკვების მიღება უნდა მოხდეს მცირე ულუფებად და კვებებს შორის სითხის
მიღება ისეთი რაოდენობით, რომ არ გადაივსოს კუჭი, რაც იწვევს საყლაპავის ქვედა
სფინქტერზე დაწოლას
4. შეიზღუდოს საკვები, რომელიც ასუსტებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის
წნევას ან ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. ასეთ საკვებს მიეკუთვნება შოკოლადი,
ცხიმოვანი საკვები, პიტნა, ყავა (კოფეინით და უკოფეინო) და ჩაი.
5. იკრძალება სიგარეტის და ალკოჰოლის მიღება; ორივე იწვევს საყლაპავის
ქვედა სფინქტერის მოდუნებას.
6. თავი აარიდეთ მოჭერულ ტანსაცმელს, რადგან იზრდება დაწოლა კუჭზე და
იზრება რეფლუქსის რისკი.
7. აუცილებელია წონის დაკლება, რადგან სიმსუქნეც ზრდის აბდომინალურ
წნევას.
8. ეზოფაგიტის დროს თავი აარიდეთ ისეთ საკვებს და სასმელს, რომელიც
იწვევს საყლაპავის გაღიზიანებას.მაგ.ციტრუსოვანი ხილი და სასმელი, პომიდვრის
პროდუქტი, წიწაკა, ცხარე საკვები, გაზირებული სასმელი,ძალიან ცხელი ან ცივი საკვები.
9. თავი აარიდეთ საყლაპავის მუკოზის დამაზიანებელი მედიკამენტების
მიღებას: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ასპირინი;
10. საკვების აუტანლობა ინდივიდუალურია, ამიტომ უკეთესია მოხდეს
დაკვირვება, თუ რომელი საკვები იწვევს კუჭნაწლავის სიმპტომებს.

გულისრევა და/თუ ღებინება

გულისრევა არაასიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც ღებინებას მოასწავებს. ღებინება კი


რთული რეფლექსური აქტია, რომლის დროსაც კუჭის ან ნაწლავების შიგთავსი
უკუმიმართულებით იწყებს მოძრაობას. გულისრევა და ღებინება ყოველთვის ერთად არ
გვხვდება – ძლიერ გულისრევას ყოველთვის არ მოსდევს ღებინება და შეიძლება ადამიანმა
სპონტანურად, გულისრევის შეგრძნების გარეშე აღებინოს. მკურნალობის მეთოდებიც
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის გაუმჯობესებისა და ღებინების
შემსუბუქებისკენაა მიმართული.

გამომწვევი მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ცენტრალური, ტოქსიკური და


ვისცერული წარმოშობის ღებინებას. ცენტრალური წარმოშობის ღებინება ვითარდება
წინმსწრები გულისრევის შეგრძნების გარეშე და არ უკავშირდება საკვების მიღებას. თან
ახლავს არა მუცლის, არამედ თავის ტკივილი. ამ ტიპის ღებინება რეფლექსური ბუნებისაა
და შესაძლოა განვითარდეს უსიამოვნო შთაბეჭდილების, სუნის შეგრძნების გამო.
ცენტრალური ტიპის ღებინება ზოგი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომიც არის.
ქალასშიდა წნევის მატება, შაკიკი, ჰიპერტონიული კრიზი, თავის ტვინის სიმსივნე,
მენინგიტი, ზღვისა და მთის ავადმყოფობა. ვისცერული ღებინება უკავშირდება ზოგიერთი
შინაგანი ორგანოს ორგანულ ან ფუნქციურ დარღვევებს. გასტრიტი, კუჭისა და
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭისა და საყლაპავის კიბო;
პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი.

ტოქსიკური ღებინებას იწვევს მოწამვლა და მეტაბოლური დარღვევები, ნიკოტინით,


ალკოჰოლითა და ნახშირჟანგით მოწამვლა; ზოგი პრეპარატი (ციტოსტატიკები, გულ-
სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები), თირკმლის ქრონიკული
უკმარისობა, დიაბეტური კეტოაციდოზი, ორსულთა ტოქსიკოზი;
რა აღაგზნებს ცენტრს? – კუჭიდან ან ნაწლავებიდან წამოსული ნერვული სიგნალები,
სისხლში არსებული ქიმიური ნივთიერებები, შფოთვის ან მძაფრი სუნის საპასუხო
ფსიქოლოგიური სტიმულები, შუა ყურიდან წამოსული სიგნალები, ნებისმიერი
ლოკალიზაციის ძლიერი ტკივილი. გულისრევითა და ღებინებით უამრავი დაავადება თუ
პათოლოგიური მდგომარეობა ამჟღავნებს თავს – ინფექციური გასტროენტერიტი,
საკვებისმიერი ალერგია, საკვებისმიერი მოწამვლა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი,
წყლულოვანი დაავადება, აპენდიციტი, გაუვალობა, შაკიკი, მოძრაობის დაავადება,
ნეიროინფექცია, სიმსივნე, ნებისმიერი სახის ინტოქსიკაცია. გულისრევის შეგრძნებასთან
ერთად ღებინებას, ხშირად წინ უძღვის გაძლიერებული ნერწყვდენა, სიფითრე, სუნთქვის
გახშირება, სუნთქვის რიტმის დარღვევა.
ღებინება რთული მექანიზმით რეგულირდება. ამას მოგრძო ტვინში მდებარე
ღებინების ცენტრი ახორციელებს. სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებელი ფაქტორის
ზემოქმედებით მუცლის ღრუში, თირკმელებში, ღრუ ორგანოებში არსებული
ცენტრისკენული ნეირონების საშუალებით ღებინების ცენტრს მიეწოდება ინფორმაცია, რის
შედეგადაც იგი ცენტრიდან გზავნის იმპულსებს გამღიზიანებელი ფაქტორის დროულად
მოცილების თაობაზე. შედეგად დიაფრაგმისა და მუცლის კუნთები ძლიერ იკუმშებიან,
დუნდება კუჭის შესასვლელის კუნთოვანი შრე, ვითარდება ანტიპერისტალტიკა და კუჭის
შიგთავსი პირის ღრუში ამოიტყორცნება. ღებინება დამცავ რეფლექსურ რეაქციას
წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ორგანიზმიდან დროულად გამოიდევნოს საფრთხის
შემცველი გამღიზიანებელი ფაქტორი. თუ გულისრევასა და ღებინებას თან ახლავს: გულის
ტკივილი, მუცლის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა,
ცნობიერების დაბინდვა, გაუწყლოების ნიშნები, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა,
მძაფრსუნიანი ამონაღები, ძლიერი თავის ტკივილი მაშინ საჭიროა ექიმთან ვიზიტი.
მთავარი საფრთხე, რომელსაც ღებინება იწვევს დეჰიდრატაციაა. რაზეც მიუთითებს:
ძლიერი წყურვილი, სისუსტე, თავბრუხვევა, ადინამია, შრომის უუნარობა, პირის
სიმშრალე, შარდვის შემცირება, მუქი შარდი, კანის სიმშრალე. სითხეში იგულისხმება წყალ
და ნებისმიერ ჩაის. არ შეიძლება გაზიანი სასმელების ან ქარხნული წარმოების
წვენების მიღება. ღებინების ან დიარეის შედეგად დაკარგული სითხის
ასანაზღაურებლად რეკომენდებულია პერორალური რეჰიდრატაცია.
კვებითი ინტერვენცია. გამოფიტვის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კვების ხასიათიც.
BRAT დიეტა: B (bananas), R (rice) – ბრინჯი, A (apple souce) – ვაშლის სოუსი, T (toast) –
ტოსტი. ჩამოთვლილი პროდუქტები ერთმანეთს კარგად ეწყობა – ღარიბია უჯრედისით
(მართალია, უჯრედისის შემცველი საკვები ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი
კომპონენტია, მაგრამ დიარეისა და ღებინების დროს ვითარებას ამძიმებს), არ შეიცავს
ცხიმს, ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია. არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს.
BRAT დიეტის პროდუქტები. ღებინებიდან 24-48 საათის მერე რაციონში ხილი და
ბოსტნეული ერთვება დიარეისა და ღებინების დროს კარგია ელექტროლიტების შემცველი
ხსნარიც. არ არის რეკომენდებული რძის ნაწარმი, ტკბილი და ცხიმიანი საკვები. ნელა ჭამა
და დალევა სასარგებლოა, აგრეთვე ცივი გაზირებული სასმელი ან ხილის წვენი აადვილებს
სიმპტომებს. ზოგიერთი მშრალი საკვები, მათ შორის მარილიანი კრეკერი და კრენდელები
ხსნიან გულის რევის სიმპტომებს.გულისრევისა და ღებინების კიდევ ერთი გავრცელებული
მიზეზი საკვებისმიერი ინტოქსიკაციაა. ის მაშინ ვითარდება, როცა მიღებულ საკვებში ან
სასმელში ბაქტერია, ვირუსი ან მიკრობების მიერ წარმოქმნილი ტოქსინებია.
სამკურნალო დიეტები. დიეტა № 1

დიეტა № 1. ჩვენებები:1. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება საშუალო სიმძიმის


გამწვავებისა და გამოჯანმრთელების პერიოდში;
2. მწვავე გასტრიტი გამოჯანმრთელების პერიოდში;
3. ქრონიკული გასტრიტის საშუალო სიმძიმის გამწვავება, შენარჩუნებული სეკრეციით.

ზოგადად გამოიყენება მწვავე გასტრირის დროს სამკურნალო დიეტა #1 და ქრონიკული გასტრიტის


დრო სამკურნალო დიეტა #2. ზოგადი დახასიათება

ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა, კუჭის სეკრეციის ძლიერი გამომწვევების, ძნელად


გადასამუშავებელი პროდუქტებისა და კერძების შეზღუდვით.

ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი)

ცილები – 90-100г (60% ცხოველური) ცხიმები – 100г (30% მცენარეული)ნახშირწყლები – 400 – 420
გრამი ენერგოღირებულება – 2800-3000 კკალ

რეკომენდებული პროდუქტები და კერძებიწინადღის გამომცხვარი ან გამომშრალი პური, მშრალი


ნამცხვარი, ბისკვიტი. გახეხილი ბოსტნეულისაგან მომზადებული სუპები. ნაკლებცხიმიანი ხორცი
– ფრინველი, თევზი (მოხარშული ან ორთქლზე
მომზადებული). რძე, ნაღები,კეფირი (არამჟავე), მაწონი, ხაჭო. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი,
ყვავილოვანი კომბოსტო. ბურღულეული: მანი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია. ტკბილი კენკრა და ხილი
– გახეხილი, მოხარშული, მოთუთქული.

გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები

ჭვავისა და ნებისმიერი სახის ახალი პური, ერბოზელილი ცომის ნამზადი. ხორცისა და თევზის
ბულიონები, შჩი ბორში, ბოსტნეულის ნახარშები. ცხიმიანი ხორცი, ფრინველი, თევზი,
დამარილებული თევზი, კონსერვები. მჟავე რძის პროდუქტები. ფეტვის, ქერის, სიმინდის
ბურღულეული, მარცვლეული. კომბოსტო, ბოლოკი, მჟაუნა, ხახვი, კიტრი; დამარილებული,
დამწნილებული ბოსტნეული, სოკო. მჟავე და უჯრედისით მდიდარი ხილი დაკენკრა.

სამკურნალო დიეტები. დიეტა № 2

ჩვენებები: 1. ქრონიკული გასტრიტისეკრეტორული უკმარისობით 2. მწვავე გასტრიტი


გამოჯანმრთელების პერიოდში 3. ქრონიკული ენტერიტისა დაკოლიტის გამწვავების შემდგომი
პერიოდი
ზოგადი დახასიათება ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა საჭმლის მომნელებელი
ორგანოების ზომიერი მექანიკური დაზოგვითა და ზომიერი სტიმულაციით.

ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):ცილები – 90-100 გრამი (60%


ცხოველური) ცხიმები – 90-100 გრამი (25% მცენარეული) ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი
ენერგოღირებულება – 2800-3000 კკალ

რეკომენდებული პროდუქტები და კერძები: პური (ხორბლის), უცხიმო ცომისაგან მომზადებული


ნამცხვარი. უცხიმო ხორცი სა და თევზის ბულიონზე მომზადებული სუპები; ბოსტნეულის
ნახარშზე მომზადებული სუპები ვერმიშელით, მათი გადაუტანლობისას – ახალი კომბოსტოსაგან
მომზადებული შჩი. ნაკლებცხიმიანი ხორცი – ფრინველი, თევზი, მოხარშული ენა,
რძიანი სოსისი; რძე ,ნაღები, რძე მჟავა სასმელები, ახალი ხაჭო, ყველი, არაჟანი; სხვადასხვა ფაფები,
გარდა ფეტვისა და უჩენჩო ქერის ბურღულისაგან
მომზადებული. კარტოფილი,სტაფილო, ჭარხალი, ყაბაყი, კომბოსტო; მწიფე ხილი
და კენკრა, მანდარინი,ფორთოხალი, საზამთრო, ყურძენი (კანგაცლილი), მარმელადი, პასტილა, ზე
ფირი,თაფლი, მურაბები და ჯემები (სახლის), მურაბა.

გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები: ახალი პური და ერბოზელილი ცომისაგან


მომზადებული ნამცხვარი. რძიანი, ბარდის, ლობიოს სუპები; ცხიმიანი ხორცი, კონსერვები,
ცხიმიანი, დამარილებული და შებოლილითევზი; უმი გაუხეხავი და
დამწნილებული ბოსტნეული, მარინადი, ხახვი, ბოლოკი,თალგამი,
ტკბილი წიწაკა, კიტრი, ნიორი, სოკო; უხეში ხილი და კენკრა ცოცხალი სახით, შოკოლადისა და
კრემისაგან მომზადებული პროდუქტები.

სამკურნალო დიეტები. დიეტა N3

სამკურნალო დიეტები

ჩვენებები: ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ყაბზობით მიმდინარე.

ზოგადი დახასიათება:

ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა, ნაწლავის დაცლის გამაძლიერებელი პროდუქტებისა და


კერძების გათვალისწინებით.

ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):

ცილები – 90 – 100 გრამი (55% ცხოველური) ცხიმები – 90 – 130 (30 – 40%


მცენარეული) ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი ენერგოღირებულება – 2800 – 3000 კკალ.

რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:


უხეშად დაფქვილი ფქვილისაგან წინადღის გამომცხვარი პური; ბოსტნეულის სუპები,
ნაკლებცხიმიანი ხორცი , თევზი, ფრინველის ხორცი; რძე მჟავა სასმელები, წიწიბურას, ხორბლის,
ქერის ბურღულეულის ფაფები (ფანტია); ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი კიტრი, ყაბაყი, გოგრა,
ყვაილოვანი კომბოსტო; ახალი ტკბილი ხილი და კენკრა მეტი
რაოდენობით, თაფლი, მურაბა,მარმელადი, ჩირი (შავი ქლიავი, ლეღვი), ასკილისა და ხორბლის
ქატოს ნახარში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები.

გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:

უმაღლესი ხარისხის ფქვილის პური, ერბოზელილი ფუნთუშეული, ცხიმიანი ხორცი, თევზი,


ფრინველი; კონსერვები, ბოლში გამოყვანილი ხორცეული და თევზეული; ბრინჯი, მანის
ბურღული, ვერმიშელი, მარცვლეული. ბოლოკი,თალგამი, ნიორი, ხახვი, სოკო; კისელი, მოცვი,
კომში, შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი, ცხარე და ცხიმიანი სოუსები, მდოგვი, პილპილი, კაკაო,
მაგარი ჩაი, ცხოველური და კულინარული ცხიმები.

You might also like