You are on page 1of 9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო

უნივერსიტეტი.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი


(დაწყებითი განათლება)

რეფერატი თემაზე: საკვები ობიექტი სკოლაში

სტუდენტი: ანი თევდორაშვილი

ლექტორი: ეფემია ხარაძე 20.06.2022წ

ყველასთვის ცნობილია, რომ კვება და სკოლაში


შრომისუნარიანობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. აშშ-
ის ქრონიკული დაავადებების პრევენციის ეროვნული
ცენტრის კვლევების მიხედვით, საუზმის გამოტოვება
მოსწავლეებში ასოცირებულია გაუარესებულ აკადემიურ
მოსწრებასთან. მალე სკოლა დაიწყება და მოსწავლეების
კვება კიდევ ახლიდან დადგება დღის წესრიგში. როგორ უნდა
იკვებოს მოსწავლემ ჯანსაღად და როგორი უნდა იყოს მისი
ყოველდღიური რაციონი მოსწავლის ასაკში, როდესაც
აქტიურად მიმდინარეობს როგორც ფიზიკური, ასევე
გონებრივი განვითარება, აუცილებელია სწორად შერჩეული
ჯანსაღი საკვების მიღება. საუზმე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი
კვების რაციონის შეუცვლელი ნაწილია. ღამის ხარისხიან და
საკმარის ძილს, დილას აუცილებლად უნდა მოსდევდეს
ბალანსირებული, სასარგებლო და გემრიელი საუზმე. დილის
კვება ბავშვებს აძლევს ენერგიის წყაროს, რათა დღის
განმავლობაში სკოლაში იყვნენ აქტიურები და
კონცენტრირებული სხვადასხვა დავალების შესრულებაზე.
კვება და სკოლაში შრომისუნარიანობა პირდაპირ კავშირშია
ერთმანეთთან.

აშშ-ს ქრონიკული დაავადებების პრევენციის ეროვნული


ცენტრის კვლევების მიხედვით, საუზმის გამოტოვება
მოსწავლეებში ასოცირებულია გაუარესებულ აკადემიურ
მოსწრებასთან. ასევე, არაჯანსაღი კვებით გამოწვეული
ნუტრიენტების დეფიციტი დაკავშირებულია სკოლის ხშირ
გაცდენასა და ცუდ ნიშნებთან.

მოსწავლისთვის იდეალური დაბალანსირებული საუზმის


აუცილებელი კომპონენტებია: რთული ნახშირწყლები, ცილა
და ჯანსაღი ცხიმები.

საუზმედ შეიძლება გამოყენებული იყოს: რძის პროდუქტები:


ყველი, ხაჭო, რძე, მაწონი, არაჟანი; ასევე, კვერცხი, შვრია
ხილთან ერთად, თხილეული, უშაქრო გრანოლა რძით, მთელ
მარცვლოვანი პურით დამზადებული სენდვიჩი, წიწიბურა და
ა.შ..

მშობელს უდიდესი როლი აკისრია ბავშვის ჯანსაღი კვების


ქცევის ჩამოყალიბებაში. ოჯახის წევრებმა მოზარდს უნდა
მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი
ჯანსაღი კვება და რა გავლენას ახდენს ჩვენს
ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, მშობელმა პირადი სწორი
კვების მაგალითი უნდა აჩვენოს ბავშვს და
დაბალანსირებულად იკვებოს. ხშირად ბავშვებს პროტესტი
აქვთ გარკვეული საკვების მიმართ (მაგ. ბოსტნეული) და
სწორედ ამ დროს, მშობელს დიდი მოთმინება სჭირდება,
რათა ბავშვი ნელ-ნელა „დაამეგობროს“ სასარგებლო
საკვებს. მნიშვნელოვანია ბავშვს უშუალოდ შეხება ჰქონდეს
საკვებთან: მაგალითად, მთელმა ოჯახმა ერთად მოამზადოს
კერძი. ბავშვებს უმეტესად სწრაფი კვების ობიექტების
პროდუქტები ხიბლავთ, რომლებიც შეიცავენ დიდი
რაოდენობით შაქარს, არაჯანსაღ ცხიმებს (ტრანსცხიმებს) და
კალორიებს. მსგავსი საკვები დიდი რაოდენობითა და
სიხშირით ყველასთვის უსარგებლო და საზიანოა. შესაძლოა
მსგავსი საკვების დამზადება სახლში: მაგალითად,
ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი საკვები კარტოფილის
ჩიფსები შეიძლება მოვამზადოთ სახლში, ღუმელის
გამოყენებით, ნაკლები მარილითა და ცხიმით. ასევე ყიდვის
მაგივრად, უმჯობესია სახლში მოვამზადოთ გემრიელი
იოგურტი სეზონური ხილითა და რძის პროდუქტებით (მაწონი,
ხაჭო ან არაჟანი). უცილებლია გაკონტროლდეს და
მინიმალურად შემცირდეს მოსწავლის მიერ შემდეგი
პროდუქტების მიღება:

პროცესირებული (გადამუშავებული) ხორცის პროდუქტები:


ძეხვეული, სოსისი, შაშხი და ა.შ.;

გაზიანი, ტკბილი სასმელები და შაქრიანი წვენები;

ჩიფსი, მარილიანი ორცხობილები;


ტკბილეულობა: შოკოლადი, ნამცხვარი, ორცხობილა და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ


მსგავსი პროდუქტების ხშირად მირთმევა შესაძლოა
დაკავშირებული იყოს ჭარბწონიანობასთან, მაკრო- და
მიკრონუტრიენტების დეფიციტთან, დიაბეტთან და სხვა
ჯანმრთელობის პრობლემებთან. ასევე შაქრის დიდი
რაოდენობით მოხმარება პატარა ასაკიდან იწვევს კბილის
ემალის სერიოზულ დაზიანებას.

ცომეული, რომელიც დამზადებულია ხორბლის თეთრი


ფქვილისგან, საფუარისა და შაქრისგან შეიცავს დიდი
რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს, ამიტომ კვებით რაციონში
მინიმალურად უნდა იყოს წამოდგენილი. მისი მირთმევა
უმჯობესია იშვიათად და მცირე ოდენობით. მოზარდებისთვის
და, ასევე, ზრდასრულებისთვის, უმჯობესია მთელ
მარცვლოვანი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტების
მირთმევა (რაოდენობა დამოკიდებულია როგორც
კონკრეტულ ასაკსა და სქესზე, ასევე ფიზიკურ აქტივობაზე).
მაგალითად, როგორიცაა მთელ მარცვლოვანი ჭვავის პური.
მთელ მარცვლოვანი ფქვილი ბევრად უფრო სასარგებლოა,
შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და მდიდარია
ვიტამინებითა (B და E ჯგუფი), თუთიით, რკინითა და სელენით.

მოზარდს აუცილებლად ესაჭიროება ყოველდღიურ


რაციონში საკმარისი რაოდენობით ჯანსაღი ცხიმების,
ნახშირწყლების, ცილების, ვიტამინებისა და მინერალების
მიღება. ამ ასაკში ორგანიზმში მრავალი მნიშვნელოვანი
ცვლილება მიდინარეობს, რომლის დროსაც ჯანსაღ კვებას
უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.
კვებით რაციონში მრავლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხილ-
ბოსტნეული, რთული ნახშირწყლები, ცილა და რძის
პროდუქტები.

განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ


მიკრონუტრიენტებზე: რკინა, ვიტამინი D და კალციუმი.

რკინა პასუხისმგებელია ჟანგბადის ტრანსპორტზე


ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მისი საკმარისი
რაოდენობით მიღება. რკინის წყაროს წარმოადგენს –
წითელი ხორცი, ღვიძლი, პარკოსნები (ლობიო, ოსპი, ბარდა),
მუქი მწვანე ფერის ფოთლოვანი ბოსტნეული, გარგრის ჩირი.
ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ C ვიტამინი
აუცილებელია, რათა ორგანიზმმა ეფექტურად შეითვისოს
რკინა საკვებიდან. ამიტომ, C ვიტამინით მდიდარი საკვებიც
(ციტრუსი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, კივი, ბროკოლი,
კენკრა) უნდა ჩავრთოთ რაციონში რკინასთან ერთად.

ვიტამინი D აუცილებელია ჯანმრთელი ძვლებისა და


კბილებისთვის. მისი მთავარი წყაროა მზე, მაგრამ მცირე
რაოდენობით არსებობს გარკვეულ პროდუქტებში: ცხიმიანი
თევზი (დორადო, ორაგული), წითელი ხორცი, კვერცხის
გული, ღვიძლი. საჭიროების შემთხვევაში ექიმის
დანიშნულებით შესაძლოა D ვიტამინის დანამატების მიღება.
კალციუმი, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებაში.
კალციუმის მდიდარ წყაროს წარმოადგენს: რძის
პროდუქტები, ბროკოლი, კომბოსტო, თხილეული, თევზი.

არ დაგვავიწყდეს საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება!


უნდა გვახსოვდეს, რომ წყალი არასდროს არ უნდა
ჩანაცვლდეს ტკბილი, გაზიანი სასმელებით.

ტკბილეული, ჩიფსები, ცომეული, გაზიანი სასმელები,


არომატიზატორებით გაჟღენთილი სასუსნავები – ეს იმ
საკმაოდ მავნე პროდუქტების არასრული ჩამონათვალია,
რომლითაც თქვენი შვილები ყოველდღიურად სკოლებში
იკვებებიან. ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით,
საქართველოში არ არსებობს სტანდარტები, რომლითაც
სკოლებში ბავშებისა და მოზარდების კვებაზე სახელმწიფო
იზრუნებდა.

შესაბამისად, თუკი ზემოთჩამოთვილილი პროდუქტების


გაყიდვა იქ არათუ სკოლაში, არამედ სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზეც კი აკრძალულია, ქართულ სკოლებში მათ
გარდა ვერაფერს ნახავთ.

ბუფეტებში ვერასდროს შეხვდებით წვნიანებს, ბოსტნეულის


სალათებს, ბურღულეულს, ხილს, კომპოტებს, რძის ნაწარმს,
თევზს, კვერცხს და ა.შ. ანუ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რითიც
წესით ბავშვი უნდა იკვებებოდეს და სრულფასოვან სადილს
იღებდეს. მათ ნაცვლად მოსწავლეები შაქრითა და მარილით
უხვად გაჯერებულ სასუსნავებს ეტანებიან, რაშიც,
მაღაზიებთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასს იხდიან.

არცთუ იშვიათად კი, ამ პრობლემას სხვა, არანაკლებ მძიმე


პრობლემებიც ემატება – ბუფეტებში ჰიგიენური ნორმების
დარღვევა, პროდუქციაზე ვადების არასათანადო კონტროლი,
წინა დღეს გამომცხვარი ღვეზელებისა თუ ხაჭაპურების მეორე
დღეს გაიყდვა და ა.შ. ბევრია ისეთი სკოლაც, სადაც
მაცივარიც არ არის, ან ეკონომიის მიზნით გამორთულია და
პროდუქტი ისე ინახება. საქართველოში 2 085 საჯარო და 250
კერძო სკოლაა, სადაც ყოველწლიურად, 6-დან 18 წლამდე
ასაკის 600 000-მდე მოსწავლე სწავლობს. უმეტეს სკოლას
სასადილო იმავე შენობაში აქვს განთავსებული. თუმცა,
აღსანიშნავია, რომ სჯარო სკოლების თითქმის ნახევარს
ბუფეტი საერთოდ არ აქვს.

თითოეულ სკოლაში მოსწავლეების კვებაზე სხვადსხვა


ინდმეწარმე ზრუნავს. სასადილოს მოსაწყობად ადგილი
იჯარით გაიცემა. ტარდება ტენდერი და მასში ის იმარჯვებს,
ვინც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს წარადგენს. იმის გამო,
რომ საერთო წესი არ არსებობს, მეიჯარეები სურვილისამებრ
აწყობენ სასადილოებს და იმას ყიდიან რაც თავად სურთ. ამ
დროს კი, ევროპასა და ამერიკაში ბავშვებისა და მოზარდების
კვებაზე ყოველწლიურად უფრო და უფრო ზრუნავენ და
შესაბამისად, ადგენენ ახალ წესებსა და სტანდარტებს, რაც
სკოლების სასადილოებმა უნდა დააკმაყოფილონ. იმისთვის,
რომ გავიგოთ თუ რამხელა ყურადღებას უთმობენ
მოსწავლეების ჯანსაღ კვებას განვითარებულ ქვეყნებში, ეს
ორიოდე მაგალითიც კმარა:

ინგლისში პეპსისა და კოკა–კოლას, გაყიდვა როგორც


ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელების, არათუ
სკოლებში, არამედ სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსშიც კი
იკრძალება.

აშშ-ში 2010 წლიდან სკოლების სასადილოებში ჰოთ-


დოგების, ჰამბურგერებისა გაზიანი და შაქრის შემცველი
სასმელების გაყიდვა აიკრძალა. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაცია კი მოზარდების კვების რაციონში სწრაფი
კვების პროდუქტების (ჰამბურგერი, ჩიპსები და ა.შ) მკაცრად
შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევა.

სპეციალისები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია


სადილობისთვის განკუთვნილი დროის ხანრგძლივობაც. მას
მინიმუ 45 წუთი უნდა ეთმობოდეს, რათა მოსწავლემ ჯეროვანი
სადილის მიღება მოასწროს. ისინი სავალდებულო
სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზეც საუბრობენ და
აღნიშნავენ, რომ სრულფასოვანი საკვები ბავშვების
გონებრივ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. მანამდე
კი, სანამ სახემწიფო მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას
გადაწყვეტდეს, სპეციალისტები მშობლებს დაბეჯითებით
ურჩევენ შვილებს სადილი სახლიდან გაატანონ და არავითარ
შემთხვევაში არ მისცენ თანხა ბუფეტში წასახემსებლად.

სამინისტრის რეკომენდაციები სკოლებში,


კვების პროცესისადმი:
არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ
შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო
დისტანციის დაცვა;

საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების


მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების
კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების
ორგანიზება სასწავლო ოთახებში;

საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით


(საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ
არის რეკომენდირებული);

უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა


ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;

ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში


ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის
გამართული ხელსაბანები.

You might also like