You are on page 1of 8

HEALTH

ჯანმრთელობ
ა და ჯანსაღი
საკვები
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი როგორც
ყოველთვის დღესაც საკმაოდ აქტუალური საკითხია.
ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, სულიერი და
სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა
მარტო ავადმყოფობის და ფიზიკური ნაკლოვანებების
არარსებობა. სულიერი ჯანმრთელობა - ჩვენი გონების
ჯანმრთელობაა, ფიზიკური - ჩვენის სხეულის.
ჯანმრთელობის ელემენტები ჰარმონიულად უნდა
ვითარდებოდეს.
დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია ( ძილის, კვების,
შრომის, დასვენების, პირადი ჰიგიენის, სპორტის და ა.ს.
მიზანშეწონილი განსაზღვრა ) აუცილებელია ჩვენი
ჯანმრთელობისთვის. მუშაობის და დასვენების სწორი
შეთავსება ითვლება მაღალი შრომისუნარიანობის
საფუძვლად.
დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე, რათამ
მან გამოიყენოს დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის
ხელშესაწყობად ან აღსადგენად. ყოველდღიური დასვენების
ერთ ერთი მთავარი სახეობაა ძილი. საშუალოდ
რეკომენდირებულია 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი.

ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად


მიჩნეულია სწორი კვება. საკვების მიღებას შორის
შუალედები უნდა შეადგენდეს 4-5 საათს. 

ოთხჯერადი კვების დროს საუზმე უნდა შეადგენდეს რაციონის


25%-ს, სადილი 35%-ს, შუალედური წახემსება 15%-ს, ხოლო
ვახშამი 25%-ს. ვახშმობა რეკომენდირებულია ძილამდე
არაუმეტეს 3 საათისა.
ჯანსაღი კვება
21-ე საუკუნეში საზოგადოება საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ
მოექცა. რთულია გაუძლო ცდუნებას, როდესაც ირგვლივ ამდენი
გემრიელი საკვებია. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ არ
ვუკვირდებით რას ვჭამთ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა
გვინდა, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა ესაჭიროება ჩვენს
ორგანიზმს. 
ახლა რაც შეეხება თვითონ ჯანსაღ კვებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ
რომ მივიღოთ ნატურალური პროდუქტი და გავანაწილოთ ის
დღის სხვადასხვა მონაკვეთზე.  დილის რაციონში უნდა
შედიოდეს: ნახშირწყლები, ცილები და ბოსტნეული. შუადღეზე -
ცილები და ბოსტნეული, ხოლო საღამოთი მხოლოდ ცილები. 
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ კვებაზე და ზოგადად
ჯანსაღი ცხოვრების წესზე, არ უნდა დავივიწყოთ წყალი,
რომელიც კარგი გამხსნელია და უნდა ვეცადოთ ყველანაირად,
რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მივიღოთ.
ჯანსაღი საკვები
კვების საკითხებზე მომუშავე
ექსპერტები სურსათს ექვს
ძირითად ჯგუფად ყოფენ:
. მარცვლეულად,
. ხილად,
. ბოსტნეულად,
. ხორცეულად,
. რძის პროდუქტებად,
. ცხიმებად.
იმავე დეპარტამენტის
რეკომენდაციით მოზრდილი
ადამიანის დღიური რაციონი
უნდა შეიცავდეს:
. 170 გ მარცვლეულს,
. ორ ჭიქა ხილს,
. ორჭიქანახევარ
ბოსტნეულს,
. სამ ჭიქა უცხიმო ან
ნაკლებცხიმიან რძის
პროდუქტს.
პროდუქტები, რომელიც პირამიდის ფუძეშია
უფრო ხშირად უნდა იყოს გამოყენებული დღის
განმავლობაში, ხოლო პროდუქტები მწვერვალზე
უნდა შეიზღუდოს –ცხიმები, ალკოჰოლი და
ტკბილეული.
1. პური, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, წიწიბურა,
შვრია, ფეტვი, ქერი (6-11 ულუფა დღეში) –
წარმოადგენს ენერგიის, ნახშირწყლების,
ცილების, В ჯგუფის ვიტამინების, რკინისა და
სხვ. წყაროს.
2. ბოსტნეული (3–5 ულუფა) და ხილი (2–4
ულუფა) – წარმოადგენს უჯრედისის,
ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების
წყაროს.
3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები,
კვერცხი, ნიგოზი, თხილი (2-3 ულუფა) –
წარმოადგენს ცილების, ვიტამინებისა და
მინერალური ნივთიერებების წყაროს. ხორცის
4. რძის პროდუქტები: რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი (2-3
პროდუქტების ულუფა დღეში)
ჩანაცვლება – წარმოადგენს
შეიძლება
უზრუნველყოფს. ძვლის სიმტკი ცეს.
ცილებისა და კალციუმის წყაროს, რომელიც პარკოსნებით
5. ცხიმები (2-3 ულუფა) – წარმოადგენს ენერგიის, A და E ვიტამინების წყაროს.
რეკომენდებულია ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მცენარეული ზეთების (ზეითუნის,
მზესუმზირის, სიმინდის, სოიის) გამოყენება და ცხოველური (ნაჯერი) ცხიმების (კარაქი,
მარგარინი და სხვ.) მოხმარების შეზღუდვა.
ჯანსაღი კვება ასევე არის დღეისათვის საკმაოდ აქუალური საკითხის -
წონის დაკლებისასე რომ ვთქვათ უმტკივნეულო გზა ,რადგანაც იმდენად
ბევრ საკვებს იღებ დღის განმავლობაში, რომ შიმშილის გრძნობა არ
გაწუხებს და გარდა ამისა თავს გრძნობ მსუბუქად და ჰაეროვნად. სასტიკად
მიუღებელია შიმშილობის გზით წონის დაკლება, რადგანაც ამ დროს
ორგანიზმი ყველანაირად იშლება და თქვენი ამგვარი ქმედება ცუდად
აისახება ჯანმრთელობაზე. წონის დასაკლებად შერჩეული "თვითწვალება"
შეიძლება სავალალოც კი აღმოჩნდეს და ადამიანი ანორექსიამდე
მიიყვანოს რაც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. ასე, რომ ჯობს დაიკლოთ
ჯანსაღად თვეში 3-4 კგ., ვიდრე თქვენი მომავალი საფრთხეში ჩააგდოთ და
ორგანიზმს ზიანი მიაყენოთ.

გისურვებთ
ჯანმრთელობას !
#დარჩისახლ
ში
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like