You are on page 1of 5

აფხაზეთი - საქართველოს ტკივილი და სიამაყე

აფხაზეთის გაგონებისას თითოეულ ჩვენგანს სევდა და წარსულის ტკივილი


იპყრობს. მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა ამ ულამაზესი კუთხის შვილები, მას
ჩვენი - ქართველების გულებში გამორჩეული ადგილი უკავია. წლების გასვლასთან
ერთად, მისი დაბრუნების იმედი არასდროს გამქრალა, ვინაიდან ის, რაც წაგვართვეს
და რაც ჩვენია, საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ჩემი სამშობლო საზღვაო ქვეყანაა, რომელსაც თავისი თვითმყოფადი და


უნიკალური კლიმატური პირობებით ,,დაჯილდოვებული“ აფხაზეთის სანაპირო
ზოლი დროებით დაკარგული აქვს. ამ უკანასკნელის ფასეულობას განსაზღვრავს
არამხოლოდ მისი, როგორც საქართველოს ძირძველი ტერიტორიის სტატუსი, არამედ
ეკონომიკური თუ ტურისტული განვითარების მნიშველოვანი პოტენციალი.

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას უშუალოდ შავი ზღვის ფასდაუდებელ


მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ნათლად აისახება რესურსების
მოპოვების, რეკრეაციული სექტორის თუ საგარეო პოლიტიკის განვითარების
ჭრილში.

ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს შავი ზღის უპირატესობა


ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. კერძოდ, საქართველოს სიახლოვე
ევროპულ ბაზრებთან, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოსთან, ხელს უწყობს
აქტიური სავაჭრო ურთიერთობების განხორციელებას. ამ ყველაფრის ხელშემწყობი
ფაქტორი კი, რა თქმა უნდა, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული საპორტო ქალაქებია.
აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას მეტად დიდი
პერსპექტივები გააჩნია. ამის ნათელი მაგალთია სწორედ აფხაზეთის სანაპირო,
რომელიც მრავალი მომგებიანი პროექტის განხორციელების პერპექტივთ
ხასიათდება.

სხვა მხრივ,ნებისმიერი ქვეყნისთვის,მათ შორის, რა თქმა უნდა,საქართველოსთვის


უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატარებელია არამხოლოდ ეკონომიკური
სტაბილურობის შენარჩუნება არამედ მტკიცე და ჰარმონიული კავშირის დამყარება
როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან ისევე შორეულ მოკავშირეებთან .ამ კუთხით
ნათელია ის წვლილი, რომელიც საგარეო ურთიერთობების განვითარებაში შეაქვს
ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას, რაც ამ შემთხვევაში ზღვაზე გასასვლელის
არსებობაში გამოიხატა. მსგავსი კავშირი დასავლურ სამყაროსთან, მე ვფიქრობ, ხელს
უწყობს ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ საგარეო პოლიტიკის კუთხით წინსვლას, არამედ
პროდასავლური კურსის სიმტკიცესა და ნატოსკენ მიმავალი გზის სასურველი
წარმატებით გავლას. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი ლოგიკური და საიმედო გზაა
ჩვენი ქვეყნის მთავარი ტკივილის და პრობლემის გადასალახად - აფხაზეთის უკან
დასაბრუნებლად. მართალია, ამ ყველაფერში ზოგიერთ ჩვენგანს დროდადრო
შეიძლება ეჭვიც შეეპაროს, თუმცა, გულის სიღრმეში, ყველამ ვიცით რომ ეს ნანატრი
დღე დადგება შავი ზღვის (ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის) ეს უმშვენიერესი და
განუყოფელი ნაწილი სამშობლოს დაუბრუნდება.

არ შეიძლება არ ვისაუბროთ შავი ზღვის ამ მონაკვეთის წიაღისეული


რესურსებზე,რომლიდანაც აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის
საბადოები,. ბევრგანაა ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და სხვა ლითონების
მადანგამოვლინებები. არალითონური წიაღისეულიდან გვხვდება ძირითადად
ბარიტი (ბზიფის, კოდორის, მოქვისა და ააფსთის ხეობებში) და თაბაშირი, ხოლო
საშენი და შესამოსი მასალიდან კირქვა, სააგურე თიხა, სერპენტინიტი, დიაბაზი და
დიორიტი. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები-
ნახშირორჟანგიანი მინერალური წყაროები მდინარეების კოდორის, საკენის,
გვანდრის, ჩხალთის ბზიფის, ავადჰარისა და სხვა ხეობებში, ხოლო თერმული
სამკურნალო წყლები ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონისა და გაგრის
მიდამოებში.მე ვფიქრობ, ეს მწირი ინფორმაციაც კი უდაოდ მიუთითებს აფხაზეთის
ეკონომიკურ უპირატესობას , რასაც თან ერთვის ექსპორტის მნიშვნელოვანი
პოტენციალი.ამის ნათელი მაგალითია ტყვარჩელის და ბზიფის ქვანახშირის
საბადოები ,რომლებიც ცხადია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნებს
კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.

ყველაფერთან ერთად აფხაზეთის მთავარ ხიბლს მისი თვალწარმტაცი ბუნება


წარმოადგენს, რომელსაც ანალოგი რთულად მოეძებნება მსოფლიოში.ეს არის მხარე,
სადაც ერთნაირად აღაფრთოვანებს მნახველს, როგორც ზღვის ტალღები ,ისე მთების
,,მდუმარება“.ჯერ კიდევ,საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის შავი ზღვის პლაჟები
მრავალ ტურისტს იზიდავდა მიმდებარე ქვეყნებიდან, რაც საქართველოს საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკის ტურისტული ბაზრის 40 %-ს შეადგენდა. აფხაზეთის
1992-1993 წლების ომამდე, რეგიონს ყოველწლიურად 202 000 ტურისტი
სტუმრობდა.დღევანდელ დღეს კი რისკების მიუხედავად აფხაზეთს დაახლოებით
300 000 ტურისტი სტუმრობს,ძირითადად რუსეთიდან.აღნიშნული მონაცემები ,ჩემი
აზრით, თვალსაჩინოს ხდის ამ მხარის საზღვაო კურორტების ტურისტულ
პოტენციალს ხოლო დღევანდელი სურათი ამ კუთხით ბევრად ჩამოუვარდება
დასავლურ სტანდარტებს, რადგან მხარის ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი
საბჭოთა პერიოდს მიეკუთვნება.აქედან გამომდინარე,მე ვფიქრობ, თვალსაჩინოა
საკურორტო ზონების კეთილმოწყობის და სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების
საჭიროება,რაც სასურველი მიზნების მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს.

ზემოთხსენებული პერსპექტიულობით გამოირჩევა აფხაზეთის ამჟამინდელი


დედაქალაქი-სოზუმი.სოხუმი, თავისი ულამაზესი სანაპიროებითა და სამკურნალო
საშუალებების მრავალფეროვნებით.ამ უკანასკნელს შორის კი აღსანიშნავია:
კლიმატოთერაპია, ზღვაში ბანაობა (მაისი-ოქტომბერი) და მინერალური წყლები
(აზოტიანი, სულფატურ-ალორიდულ-ნატრიუმიან-კალციუმიანი, სუსტი
გოგირდწყალბადიანი მეთანიანი და სხვა). ამასთან,აუცილებლად უნდა ვაისაუბროთ
ტურისტული სექტორის ცხოველქმედების ერთ-ერთ უმნიშველოვანესი რგოლზე-
ღირსშესანიშანობებზე,რომელთა შორის სოხუმს ამშვენიერებს :ბაგრატის
ციხე,სოხუმის ბოტანიკური ბაღი,ბესლეთის ხიდი,სოხუმის სტელა და
სხვები.ამგვარად,,უდავოა,რომ მომსახურების სფეროს განვითარებისთანავე ისეთი
კურორტი ,როგორიც სოხუმია მრვალ დამსვენებელს მიიზიდავს არამხოლოდ
მეზობელი ქვეყნებიდან ,არამედ უცხოეთიდანაც.

აღნიშნულ საკითხთზე მსჯელობისას უდაოდ განხილვადია ისეთი კურორტი


როგორიცაა გაგრა.გაგრა,რომელსაც თავისი უნიკალური მდებარეობისა და შექმნილი
მიკროკლიმატის გამო საქართველოს კურორტებს შორის გამორჩეული ადგილი
ეჭირა. მის მრავალრიცხოვან ღირსშესანიშნაობათა შორისაა ჩვენი ქვეყნის საამაყო
წარსულის ნაწილიც: IV-VI საუკუნეებში აგებული ჟოეკვარას სიმაგრე, ხაშუფსეს
ციხე, VI საუკუნის გაგრის  ბაზილიკა - ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი
ძეგლი.ჩემი აზრით, ეს მცირე ინფორმაციაც წარმოაჩენს ხსენებული კურორტის
როგორც, ისტორიულ ფასეულობას ისევე ტურისტულ ღირებულებას ჩვენი
ქვეყნისთვის.ამასთან თავისი მშვენიერებით გამოირჩევა ძველი გაგრის ცნობილი
ტყე–პარკი, რომელიც მდიდარია მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოტანილი
ეგზოტიკური ხეებით, სუბტროპიკული მცენარეებით, ლამაზი ხეივნებით,
შადრევნებით და აუზებით.მე ვფიექრობ,სწორედ მსგავსი რეკრეაციული ზონები
წარმოადგენს იმ ფაქტორთაგან ერთ-ერთს,რომელიც განსაზღვრავს კურორტის
პერსპექტიულობას ტურისტულ სექტორში.მიზანშეწონილია გაგრის,როგორც
ქალაქის ეკონომიკურ ჭრილში განხილვა.გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს
უკანასკნელი გაგრის ზონაში მნიშველოვნად იყო განვითარბული..მრავალი
სამრეწველო საწარმო ფუნქციონირებდა,  კონკრეტულად:   თევზის, ხილის
წვენების, საკონსერვო და რკინა–ბეტონის ქარხნები,  ღვინის და ღორღის
ქარხნები,მეფრინველეობის ფაბრიკა, ციტრუსების, სატყეო მეურნეობები და
სხვა.შესაბამისად, სათანადო ზომების მიღებისა და სამრეწველო სფეროში საჭირო
რეფორმების გატარების შემდეგ შესაძლებელია არამხოლოდ მანამდე არსებული
მდგომარეობის აღდგენა არამედ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად
გამოყენება,რაც დიდი ალბადობით შესამჩნევ ბიძგსაც მისცემს ქვეყნის ეკონომიკას.ამ
კუთხით საინტერესოა 5 წლის წინ ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის
განცხადება,რომლითაც ამბობს,რომ აფხაზეთის  საქართველოს შემადგენლობაში
ყოფნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი ეფექტის მომტანი იქნებოდა.
მისი თქმით, აფხაზეთის სანაპირო ერთ–ერთი საუკეთესო საკურორტო ზონაა შავი
ზღვისპირეთში თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე.  კერძოდ, გაგრა –
ბიჭვინთის ზონა ეს არის ოპტიმალური საკურორტო ზონა, შესაბამისი,
თანამედროვე საკურორტო განვითარების პირობებში. ხუხაშვილი ცალსახად
აცხადებს, რომ ტურიზმის განვითარების მიმართულებით  აფხაზეთი იქნებოდა
ხერხემალი ქვეყნის ამ დარგის განვითარებაში. 

საბოოლოდ,ჩვენი ქევყნის ტკივილი და სიამაყე,შავი ზღვის შეუცვლელი ნაწილი


,განხილულიდან გამომდინარე, წარმოაჩენს რა თავის თვითმყოფადობას ასევე
ცხადყოფს საკუთარ პერსპექტიულობას და იმ როლს რაც მას შეუძლია შეიტანოს
საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის საქმეში.

გამოყენებული ინტერნეტრესურსები:

www.wikipedia.org

http://www.abkhazia.gov.ge/cities/GAGRA

https://commersant.ge/ge/post/afxazeti-qartuli-turizmis-dakarguli-xerxemali

You might also like