You are on page 1of 9

ალკოჰოლი

პრეზენტატორი: ნატო ლაფაჩი


რა არის ალკოჰოლი?
ალკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი არის აქლორადი უფერო სითხე,
რომელსაც სპეციფიკური სუნი და გემო აქვს. ალკოჰოლი წყალში
ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. სხვადასხვა ალკოჰოლური
სასამელი ეთილის სპირტის სხვდასხვა დოზას შეიცავს. ლუდი 2-6%,
ღვინო 20-40%, არაყი 40-56%, ვისკი და ჯინი 40-55%, რომი 70-77%.
მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ერთი ჭიქა შავი ღვინის
მიღება ყოველდღიურად ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, კარგია
სისხლძარღვებისა და გულისთვის, დაბალი წნევის დროს. ზოგადად
ალკოჰოლი უამრავ ადამიანს უყვარს, განსაკუთრებით კი მისი მიღება
სხვადასხვა დღესასწაულებზე, მეგობრების წრეში, მოსადუნებლად.თუმცა
საქმე იმაშია, რომ, დადებითი მაჩვენებლის გარდა, ალკოჰოლური
სასმელი შეიცავს ისეთ ტოქსინებს,
რომელიც უარყოფითად მოქმედებს
ღვიძლზე. მისი დიდი რაოდენობით
მიღება კი დიდ ზიანს აყენებს
ჯანმრთელობას.
ალკოჰოლიზმის მომაკვდინებელი ,,ხიბლი “

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები


გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის
ინდივიდებს აყენებს ზიანს, გარშემომყოფებისთვის და მთელი
საზოგადოებისთვის არასახარბიელო შედეგები მოაქვს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ არსებობს მოსაზრება, რომ სპირტიანი
სასმელის მცირე დოზით მიღება ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მავნე
არ არის. მეტიც, თუ კანადელი მედიკოსების მიერ კალგარის
უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას დავუჯერებთ, მისი ზომიერი
მოხმარება ორგანიზმში ე.წ. კარგი ქოლესტერინის რაოდენობას
ზრდის. ეს გულის დაავადებების და გულის შეტევით გარდაცვალების
რისკს 25%-ით ამცირებს. თუმცა ზომიერების დარღვევის შემთხვევაში
ალკოდამოკიდებულების, უფრო რთულ შემთხვევებში კი
ალკოჰოლიზმის განვითარების საფრთხე არსებობს. მსგავსი შედეგის
გამოწვევა ბევრ ფაქტორს შეუძლია, განკურნება კი არც ისე ადვილია.
ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც
ორგანიზმი მასზე დამოკიდებული ხდება. ამ დროს ადამიანი სასმელს
უკონტროლოდ და ხშირად გაუაზრებლადაც კი იღებს. დაავადებული
ცხადად ხედავს თანმდევ  ფინანსურ და ჯანმრთელობის პრობლემებს,
მაგრამ სმას თავს მაინც ვერ, ზოგჯერ კი არ ანებებს.
მედიკოსები განარჩევენ დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხს,
ალკოჰოლის ბოროტი მოხმარებიდან ქრონიკულ ალკოჰოლიზმამდე.
ყველა ამ შემთხვევას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. თუ ადამიანს აქვს
სასმელის მიღების მუდმივი მოთხოვნილება, ვერ აკონტროლებს მის
რაოდენობას, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი სჭირდება თრობის
მისაღწევად, სიფხიზლეში თავს არაკომფორტულად გრძნობს, სასმელის
არქონის შემთხვევაში კი მთელ ძალებს მის შოვნაზე მიმართავს, ეს
ერთადერთ რამეზე მეტყველებს: ალკოჰოლიზმამდე ერთი ნაბიჯია
დარჩენილი.
ერთი შეხედვით, ალკოჰოლი ადამიანს ამხიარულებს და პრობლემებს
ავიწყებს, რეალურად კი დეპრესანტი გახლავთ. თრობით გამოწვეული
ეიფორია ხანმოკლეა, შედეგები კი – არც ისე სახარბიელო. ალკოჰოლი
აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს, ითრგუნება ტვინის ზოგიერთი
უბნის მუშაობა. შესაბამისად – კოორდინაცია ირღვევა, ხანმოკლე მეხსიერება
სუსტდება, აზროვნება ნელდება და ყურადღება იფანტება.
ალკოჰოლით თრობა ხშირად დანაშაულებათა ჩადენის მიზეზი ხდება.
სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, მაგალითად გადაღლილობისას ან
შიმშილის დროს, შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებული მდგომარეობა,
რომელსაც პათოლოგიური თრობა ეწოდება. ამ ხანმოკლე, მაგრამ მწვავე
ფსიქოზური მდგომარეობის დროს ადამიანს ცნობიერება ეშლება.
პათოლოგიური თრობა უეცრად იწყება და მისთვის დიდი ოდენობით სპირტის
დალევა აუცილებელი არ არის.  
განსაკუთრებით საშიში ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე მოქმედების
გრძელვადიანი შედეგებია. სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღება
აზიანებს ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემას, მხედველობას, გულს.
ღვიძლში იწყება გადაგვარებითი პროცესი, რამაც ალკოჰოლური ჰეპატიტი,
იგივე ღვიძლის ანთება შეიძლება გამოიწვიოს. რამდენიმეწლიანი სმის შემდეგ
ამას ღვიძლის დაშლამდე მივყავართ. 
ალკოჰოლი
მოზარდებში

მოზარდებში ალკოჰოლის მიჩვევა უფრო ადვილად ვითარდება,ვიდრე


უფროსებსი რაც უფრო ადრე იწყებს მოზარდი ალკოჰოლის მიღებას,მიტ
უფრო სწრაფად ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებული.ეს ნიშნავს რომ
სმისგან თავის სეკავება მასში მტკივნეულშეგრძნებებს იწვევს ამიტომ იგი
იძულებულია მიიღოის სასმელის ახალი დოზა.
ESPAD-ის (European School Survey Project on Alcohol and Other Drugs)
გამოკითხვის თანახმად, საქართველოში 16 წლის მოზარდებში
ალკოჰოლი ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფსიქოაქტიურ
საშუალებას წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, ახალგაზრდები ყველაზე ხშირად სვამენ ღვინოს –
(40%), ლუდს – (36%), სპირტიან სასმელებს – (30%), ალკოპოპს –
(14%).
კვლევამდე, 30 დღის განმავლობაში ალკოჰოლი მიიღო მოსწავლეთა
43%-მა. მათგან უმრავლესობამ – (25%) ალკოჰოლი ერთხელ ან ორჯერ
მიიღო.
საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ გამოკითხული მოზარდების 22%-მა თრობა
13 წლის ან უმცროს ასაკში განიცადა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,
ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად
დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. საიდანაც 300
ათასი შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის. ალკოჰოლი
60- მდე დაავადების, ტრავმების, ინვალიდობის მიზეზია, ის ანადგურებს
ჯანმრთელობას და აზიანებს გულს, ღვიძლს, ძვლოვან სისტემას, ტვინსა
და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მომნელებელ სისტემას, მეტაბოლიზმს
და სხვა.
ამავე კვლევების მიხედვით, ალკოდამოკიდებულების მიზეზი
მოზარდებში ხშირად ადრეულ ასაკიდანვე დაწყებული სმა ხდება. ხშირად
გადამწყვეტ გავლენას ალკოდამოკიდებული მშობელი, თუ მეგობართა
წრე ახდენს.
ამრიგად, ბავშვისთვის მადის მოსამატებლად მიცემული მცირე
რაოდენობით ღვინო, მეგობრებთან ერთად სუფრებზე სასმელის მიღება,
შეიძლება სულაც არ იყოს ისე უსაფრთხო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like