You are on page 1of 5

ფიზიკა კულინარიაში

ფიზიკა და კულინარია სულ სხვადასხვა სიტყვები არის და ბევრ ადამიანს გაუჭირდება მათი
დაკავშირება, მაგრამ ფიზიკას კულინარიაში დიდი როლი უჭირავს. მაგალითად თაფლს ან შაქარს
თუ ავადუღებთ, გაცივების შემდეგ იგი მყარი გახდება. ეს გვაჩვენებს რომ კულინარიაში ფიზიკის
არსებობას კულინარიაში, ბევრი კულინარიური საიდუმლოება ფიზიკის საშუალებით შეგვიძლია
მოვხსნათ. განვიხილოთ რამოდენიმე მოვლნა:

დიფუზია ორი სხვადასხვა ნივთიერების შერევაა, ანუ ერთი ნივთიერების მოლეკულები


როდესაც მეორე ნივთიერების მოლეკულებს შორის თავსდებიან. დიფუზია როგორც ფიზიკაში,
ასევე კულინარიაშიც ხდება, მაგალითად ავხსნათ დამწნილება : ამ პორცესის დროს ბოსტნეულის
შემადგენელ ნაწილაკებში, წყლისა და მარილის შემადგენელი ნაწილაკების შერევა ხდება.
პროცესი რომ დაჩქარდეს ამისთვის დიასახლისი ბოსტნეულს ასხამს ცხელ წყალს, შემდეგ
აგრილებს და საბოლოოდ ამატებს ადუღებულ წყალში გახსნილ მარილს. ეს ადუღებული წყალი
იმიტომ დაამატა, რომ მოლეკულები აჩქარდნენ და უფრო სწრაფად მოხდეს დიფუზია.

კოქტეილში მკვეთრი საზღვარი რომ შენარჩუნდეს, ამისთვის იგი უნდა იყოს ცივ გარემოში,
რადგან მაღალ ტემპერატურიან გარემოში მოლეკულები აჩქარდებიან და დიფუზიაც აჩქარდება,
ხოლო ცივ გარემოში მოლეკულები შედარებით ნაკლებად აჩქარდებიან. სითხეები ჭურჭელში
სიმკვრივეების მიხედვით შემდეგი სახით განლაგდებიან : ყველაზე მაღალი სიმკვრივის მქონე
ჩაიძირება ქვემოთ. მასზე ნაკლებად მკვრივი შემდეგ იქნება, ხოლო ყველაზე ნაკლებად
სიმკვრივის მქონე ზემოთ განლაგდება.

ნებისმიერი სითხეების შერევისას არ ხდება დიფუზია, მაგალითად, წყალი და ზეთი არ ერევიან


ერთმანეთს, შესაბამისად არც დიფუზია ხდება, რადგან ზეთს უფრო ნაკლები სიმკვრივე აქვს
ვიდრე წყალს.

აქტივობები/ექსპერიმენტები
აქტივობა 1

რესურს 4-ზე დაყრდნობით დიფუზიის მოვლენა შეიცვლება თუ ერთ ნივთიერების მოლეკულის


დიამეტრი მეტი იქნება მეორეზე. აქედან გამომდინარე დიფუზიის მოვლენა შეიცვლება იმით რომ ნაკლები
დიამეტრის მქონე მოლეკულები უფრო გავრცელდებაინ მეორე ნივთიერებაში ვიდრე დიდი დიამეტრის
მოქნე მოლეკულები პირველ ნივთიერებაში. თუ ამ ნივთიერებებს ექნებათ სხვადასხვა მასის მქონე
მოლეკულები, მაშინ მაღალი მასის მქონე მოლეკულები ისე სწრაფად ვერ გავრცელდებიან პირველ
ნივთიერებაში, როგორც დაბალი მასის მქონე მოლეკულები მეორე ნივთიერებაში. ხოლო თუ ამ
ნივთიერებებს ექნებათ სხვადასხვა სიჩქარის მქონე მოლეკულები, მაშინ მაღალი სიჩქარის მოლეკულები
უფრო გავრცელდებიან, ვიდრე დაბალი სიჩქარის მქონე მოლეკულები.
აქტივობა 2

ყავის ცივ წყალში გახსნისას ყავის მარცვალი ჩადის ფსკერზე, შემდეგ იწყება, ნელ-ნელა ყავის
მარცვლის ნაწილაკების წყლის ნაწილაკებთან შერევა, საბოლოოდ ყავის მარცვლები მთლიანად
შეერია წყალს.

აქტივობა 3

წინა ცდის გამოყენებით დავაკრვიდი დიფუზიის მოვლენას ცხელ წყალში, პროცესზე


დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ ცხელ წყალში ყავის მარცვალი უფრო სწრაფად გაიხსნა ვიდრე
ცივ წყალში.

აქტივობა 4

ოთახში სუნამოს გაფრქვევისას სუნამოს მოლეკულები ნელ-ნელა გავრცელდა ჰაერში და ერთი


კუთხიდან საბოლოოდ მთელ ოთახში გავრცელდა. ეს პროცესი არ იყო სწრაფი, რადგან სუნამოს
მოლეკულები ჰაერის მოლეკულებს ეჯახებოდნენ, რაც მის სწრაფ გავრცელებას აფერხებდა, მაგრამ
მაინც გავრცელდა.

აქტივობა 5

სამზარეულოში უამრავი დიფუზიის მოვლენა მიმდინარეობს, მაგალითად, საჭმლის


მომზადებისას სუნის გავრცელება, ჩაის მომზადებისას წყალში ჩაის ნაწილაკების შერევა, ყავის
მომზადებისას, ყავისა და შაქრის ნაწილაკების ყალში გახსნა.

ბუნებაში უამრავი მოვლენა დიფუზიის შედეგია. ის არის როგორც სასარგებლო ასევე საზიანო,
მაგალითად ჰაერში სხვადასხვა აირების შერევა, შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც
ცოცხალი ორგანიზმებისთვის. დიფუზიის შედეგად ჟანგბადი ფილტვებიდან აღწევს სისხლში,
სისხლიდან კი ქსოვილში, ცხოველები, ფრინველები და მწერები დიფუზიის წყალობით გრძნობენ
მცენარეთა არომატებს, აგნებენ მსხვერპლს და ა.შ.
ჩავატაროთ რამოდენიმე ცდა დიფუზიის მოვლენისა და ნივთიერების სიმკვრივის უკეთესად
გასაცნობად.

ცდა 1
სხეულის სიმკვრივის გამოთვლა საპნის სიმკვრივის მაგალითზე.

წყლის მასა არის 500მლ, შემდეგ ჩავაგდეთ მასში საპონი და წყალი აიწია 610მლ-მდე. აქედან
გამომდინარე საპნის მოცულობა არის 110მლ=110სმ3

საპნის მასა = 125გ

გამოვთვალოთ საპნის სიმკვრივე p = m/V = 125გ : 110სმ3 = 1,14გ/სმ3 = 1140კგ/მ3

თვევადი საპონი

წყლის მასა არის 500მლ, ჩავასხი 50მლ თხევადი საპონი და წყალი აიწია 45 მლ-ით რაც ტოლია
45სმ3

V = 45გრ3 m = 100გრ

p = 100გ/45სმ3 = 2,22გ/სმ3 = 2220კგ/მ3


ცდა 2

გავიგოთ ვაშლის სიმკვრივე

მასა - 230გრ

მოცულობა - რადგან წყლის მასა არის 400მლ, ვაშლის ჩაგდების შემდეგ აიწია 540მლ-მდე ანუ
ვაშლის მოცულობაა 140მლ რაც არის 140სმ3

სიმკვრივე = p = m/V = 230გრ/140სმ3 = 1,6გრ/მ3 = 1600კგ/მ3

ცდა 3
დავამზადე კოქტეილი შემდეგი გზით : ერთ
ჭიქაში 2 კოვში შაქარი ჩავყარე მეორეში 1
ხოლო მესამეში არცერთი. მერე ყველაზე
მკვრივს დავამატე ყველაზე მეტი ჩაი, ხოლო
მასზე ნაკლებად მკვრივს ცოტათი ნაკლები და
მესამეს საერთოდ არ დავამატე ჩაი. შემდეგ
ყველაზე მკვრივს ნელა დავასხი მასზე
ნაკლებად მკვრვი და შემდეგ ყველაზე
ნაკლებად მკვრივი და საბოლოოდ კოქტეილი
გამომივიდა. ოთახის ტემპერატურაზე
დატოვებულ ჭურჭელში, ნივთიერებები
ერთმანეთს უფრო სწრაფად შეერია, ხოლო აცივარში დადებულ ჭურჭელში ცვლილება თითქმის
არ მომხდარა.
პირველი ჭიქა - 20გრ/15სმ3 = 1,3გრ/სმ3=1300კგ/მ3 მეორე ჭიქა - 20გრ/18 = 1,1გრ/სმ3 = 1100კგ/მ3
წყალი - 1000კგ/მ3

ცდა 4

წყლის სიმკვრივე - 1000კგ/მ3 ზეთის სიმკვრივე - 930კგ/მ3

წყალი და ზეთი არ შეერია, იმიტომ რომ სხვადასხვა სიმკვრივეები აქვთ. ზეთის ჩასხმის შემდეგ,
იგი მოთავსთდა წყლის ზემოთ ერთ ფენად. კოვზით ავურიე და ეს ზეთის ფენა პატარა მრგვალ
ფენებად დაიყო, მაგრამ საბოლოოდ დაუბრუნდა თავის თავდაპირველ ფორმას.

ჩატარებულ ცდებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, თუ რა სასწაულები შეიძლება მოახდინოს ფიზიკამ


კულინარიაში, მზარეულების მიერ ჩატარებული კულინარიური ხრიკები სულაც არ არის
სასწაული და ფიზიკურ მოვლენებს ეფუძნება.

You might also like