You are on page 1of 2

სიყვარული XXI საუკუნის გადმოსახედიდან

რა არის სიყვარული? სიყვარულს ყველა სხვანაირად შეიგრძნობს და ყველას სხვანაირად


ესმის. სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემ და ძნელია იმის ახსნა
თუ რას განიცდი სიყავრულის დროს. “სიყვარული აგვამაღლებს!” – წერდა შოთა რუსთაველი
და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო. სიყვარული არ არის მხოლოდ ერთგვარი, სიყვარულის
სხვადასხვა ფორმა არსებობს: დედის სიყვარულის შვილის მიმართ, შვილის სიყვარული
მშობლების მიმართ და სიყვარული რომელსაც ერთი ადამიანი მეორეს მიმართ გრძნობს,
რომელიც ძალიან შესანიშნაი გრძნობაა.

ჩემი აზრით, სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს, ოთარ ჭილაძეც აცხადებს :


“ჭეშმარიტი სიყვარული ტანჯვაა, განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვაა და ეს განუწყვეტელი
მსხვერპლშეწირვა და ტანჯვა არაფრით არ ნაზღაურდება. უფრო სწორად, ყველაზე დიდი
საზღაური ის არის, ამგვარი ტანჯვის განცდისა და ამგვარი მსხვერპლის გაღების უფლება
რომ მოგეცა.“

როდესაც ადამიანს კარგავ მხოლოდ მაშინ ხვდები როგორ ძალიან გიყვარს და მის გარეშე
უკვე შენს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს.

სიყვარული ეს არის უსაფრთხოება. სიყვარული ნიშნავს, რომ შენს გვერდით ადამიანს


შეუძლია იყოს ნადვილი. მას აქვს უფლება იყოს სუსტი, აქვს უფლება ეჭვი შეეპაროს,იყოს
ულამაზო და დაუშვას შეცოდმები. ისტერიკები, დავა, კამათი, ნეგატიური ემოციები არ
შეიძლება ადამიანის გადაყვარების მიზეზი გახდეს.ან არის კი შესაძლებელი გადაიყვარო
ვინმე, თუ სიყვარული ეს არის საჩუქარი, რომელსაც უძღვნი მთელი გულით, ყოველგვარი
სანაცვლოს მოთხოვნის გარეშე?გიყვარდეს ადამიანი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის
ქმედებები, რომლებსაც ის სჩადის. იყო გვერდით ჭირშიც და ლხინშიც, იყო ის, ვისზეც
დარწმუნებული არიან რომ არასდროს არ უღალატებთ.

ქმრისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ცოლს უყვარს ის მიუხედავად მისი


სამსახურებირივი წარმატება წარუმატებლობებისა.

ცოლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ქმარი ყოველთვი გვერდით იქნება, მიუხედავად


იმისა თუ როგორი გარეგნობა ექნება ათი, თუ 50 წლის შემდეგ. ჩემი აზრით ადამიანი უნდა
შეიყვარო მისი სულიდან გამომდინარე და არა მისი გარეგნობის გამო რადგან ის ფიზიკური
სილამაზე დროთა განმავლობაში სიყავრულთან ერთად გაქრება. მე მახსენდება ნიკოლოზ
ბარათაშვილი: „ სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების და, ვით ყვავილი, თავის დროზე
მსწრაფლად დაჭკნების, აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები, ცვალებადია,
წარმავალი და უმტკიცები!

21-ე საუკუნეში სწორედაც, რომ სილამაზის გამო უყვარდებათ ერთმანეთი. თითქოს


მეჩვენაბა, რომ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის ნამდვილი და წრფელი სიყვარული და
ძალიან ადვილათ თმობენ საყვარელ ადამიანებს.

ამერიკელი მწერალი პოლ ჰადსონი ფიქრობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ ვიქნებით
პირველი თაობა, რომელიც სიყვარულის უნარს დაკარგავს. როდესაც წყვილს შორის პატარა
პრობლემა გაჩნდება ისინი არ ფიქრობენ მის მოგვარებაზე უბრალოდ ერთმანეთზე უარს
ამბობენ და სხვასთან მიდიან. სწორედაც რომ ეს არის ჩვენი თაობის პრობლემა.სიყვარულის
უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კომპრომისია. არც ერთ თანამედროვე ადამიანს არ უყვარს
დათმობაზე წასვლა, სწორედ ამიტომ წყვილები ძალიან მალე შორდებიან და მათი
ურთიერთობა ზედაპირულია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე სიყვარული ამაღლებული გრძნობაა და ჩემი აზრით ეს


ყოველთვის ასე იქნება.

You might also like