You are on page 1of 7

ეკოლოგიური

პრობლემები
(ჰაერის დაბინძურება)
ეკოლოგიური
პრობლემები ერთ-ერთი
ნიშვნელოვანი საკითხი
21-ე საუკუნეში.
მსოფლიო ეკონომიკა
ყოველწლიურად 5
ტრილიონ დოლარს
კარგავს ჰაერის
დაბინძურებით
გამოწვეული
ეკოლოგიური
პრობლემების გამო. NDI-
ის გამოკითხვის
თანახმად, თბილისის
მოსახლეობას გარემოს
დაბინძურება ყველაზე
მეტად აწუხებს.
ყოველივე ამის
გათვალისწინებით,
ბოლო პერიოდში
თბილისის მოსახლეობა
საცხოვრებლად
ეკოლოგიურად სუფთა
უბნებს ირჩევს და
ცდილობს, არჩევანი
მწვანე გარემოზე
შეაჩეროს.
დღეს განვიხილავთ ჰაერის დაბინძურებას
საქართველოში
ელექტროსადგურები, ფაბრიკა-ქარხნები, 
 და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს,
ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში.
დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა
ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის
ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება
გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების
დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც
ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი
აზიანებს. ოზონი აირია,
 რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში
ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან.
დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის
ულტრაიისფერი მავნე სხივების
ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის
წვით წარმოქმნილი აირები და
ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები
და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის
ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი
დაავადების შემთხვევები მოიმატებს.
• საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში
სამმა სხვადასხვა საერთაშორისო
ავტორიტეტულმა წყარომ დაასახელა ქვეყნად,
რომელიც, ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის
მაჩვენებლით, მსოფლიოში წამყვან ადგილს
იკავებს. 2016 წელს საერთაშორისო
ენერგეტიკის სააგენტომ
გამოაქვეყნა ანგარიში რომელშიც ნათქვამია,
რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების
შედეგად 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში
ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა
ფიქსირდება 2012 წლის მონაცემებით. ამ
მონაცემებით, საქართველო უსწრებს ჩინეთსაც,
რომელიც აბსოლუტური მაჩვენებლით
მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ამ ქვეყანაში
დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული
დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი
იღუპება.
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2012
წლის მონაცემებით, საქართველო ჩრდილოეთ
კორეის შემდეგ, მეორე ადგილზეა
მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ჰაერის
დაბინძურების გამო გამოწვეული
სიკვდილიანობის დონის მიხედვით.
დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობაზე გამანადგურებელ გავლენას
ახდენს. მას არაერთი მწვავე თუ ქრონიკული დაავადების გამოწვევა შეუძლია . მათ
შორის, ყველაზე ხშირია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები .
მაღალ სიკვდილიანობასთან ერთად, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი ,
ინსულტი და ასთმა, მნიშვნელოვნად აუარესებენ ცხოვრების ხარისხს . მათ მიერ
მიყენებული ზიანი სიკვდილიანობის სტატისტიკაში ასახულზე გაცილებით მეტია .
აღიარებული ფაქტია, რომ დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით უარყოფითად
მოქმედებს ახალშობილებზე და მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას
გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
დაბინძურებულ გარემოს განსაკუთრებულად დიდი ზიანი მოაქვს სოციალურად
დაუცველი მოსახლეობისთვის. გამოწვეულ დაავადებათა მკურნალობა , რაც ხშირად
ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ პროცედურებს მოითხოვს , ხშირ შემთხვევაში
მხოლოდ უმცირესობისთვისაა ხელმისაწვდომი. ამასთან , ეკონომიკურად
დაწინაურებული მოსახლეობა დაბინძურებული სივრცეებისგან თავის დაღწევას
ახერხებს, ქალაქში კი სიღარიბისა და დაბინძურების კონცენტრირებული ზონები
რჩება.
ჰაერის დაბინძურება პრობლემას ყველაზე მეტად უქმნის ღარიბ
მოსახლეობას, რომელსაც არ აქვს საშუალება ჯანმრთელობის
პრობლემებს სათანადო ყურადღება მიაქციოს ან უფრო უკეთესი
საცხოვრებელი პირობები თუ გარემო შეიქმნას. თბილისში,
როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად არის დაცული ფეხით
მოსიარულეებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით
მოსარგებლე ადამიანების ინტერესები.
მნიშვნელოვაია ისიც, რომ გარემოს დაბინძურებას არა მხოლოდ უშუალო, არამედ
გრძელვადიანი ზიანის მოტანაც შეუძლია. გარემოსთვის მიყენებული ზიანი
მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანად თანდათან იქცევა და მისი შედეგებიც დროთა
განმავლობაში, წლების მანძილზე ვლინდება. დაბინძურებულ გარემოში გაზრდილ თაობას
ეს ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. ჰაერის დაბინძურება საქართველოში
იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ მისი მოგვარების გადადება არ შეიძლება. ამიტომ,
აუცილებელია, რომ დღესვე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობისა და ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა დავიცვათ.

You might also like