You are on page 1of 29

საკვები დანამატები

კონსერვანტები
ლექცია 5.
ზოგადი დახასიათება
 პროდუქტების დასაკონსერვებლად
ცხოვრების თანამედროვე პირობებში
ფართოდ გამოიყენება ქიმიური
კონსერვანტები, რომელთა
უმნიშვნელო რაოდენობის დამატება
თრგუნავს მიკროორგანიზმების
გამრავლებასა და ზრდას, ამით კი
უზრუნველყოფს პროდუქტების
შენახვას.
 ქიმიური კონსერვანტი უნდა ავლენდეს

1. ეფექტურ ანტიმიკრობულ მოქმედებას,

2. არ უნდა ცვლიდეს პროდუქტის ორგანოლეპტიკურ თვისებებს და

3. უნდა იყოს ორგანიზმისათვის აბსოლუტურად უვნებელი.

 სანიტარიული წესებითა და ნორმებით გათვალისწინებულია


ქიმიური კონსერვანტების გამოყენების რაოდენობრივი შეზღუდვები:
ისინი უნდა გამოიყენებოდეს ტექნოლოგიური ეფექტის მისაღწევად
საჭირო მინიმალური კონცენტრაციებით.
E200 სორბინის მჟავა, E202 კალიუმის სორბატი, E203 კალციუმის სორბატი
 წყარო. სორბინის მჟავა არის 2,4-ჰექსადიენის მჟავის ტრანს იზომერი. ის
ბუნებრივად მოიპოვება დაუმწიფებელ ჭნავის ნაყოფში (Sorbus aucuparia L.)
და ზოგიერთ ღვინოში. ნივთიერება კომერციულად ხელმისაწვდომია
სინთეზური სახით
 ფუნქცია საკვებში. სორბინის მჟავა და სორბატები გამოიყენება, როგორც
კონსერვანტები. მათი ანტიმიკრობული აქტივობა მოქმედებს
მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე, ნაწილობრივ დროჟებზე და ობის
სოკოზე, მათ შორის მიკოტოქსინების წარმომქნელ მიკროორგანიზმებზე.
ბაქტერიებიდან ძალიან კარგად მოქმედებს აერობულ ბაქტერიებზე. ხშირად
ხანგრძლივი გამოიყენება სხვა კონსერვანტებთან ერთად კომბინაციაში.
გამოყენება იწვევს  წარმატებულობა. სორბინის მჟავა და მისი წარმოებულები შეიძლება
დნმ-ის დაზიანებას გამოყენებული იყოს სხვადასხვა pH ზე. ისინი არ ურთიერთქმედებენ საკვები
პროდუქტის დანარჩენ ნივთიერებებთან და არიან ნეიტრალურები გემოსა და
და სიმსივნეს სუნის მიხედვით.
 შეზღუდვები. 25 mg/kg სხეულის წონაზე. მშრალი სორბატები
სტაბილურია. ფერმენტაციის გზით მიღებულ პროდუქტებში აინჰიბირებს
საფუარას მოქმედებას. თუ კალიუმის სორბატი გამოიყენება სხვა
კონსერვანტებთან კომბინაციაში ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არ უნდა
იყოს კალციუმის იონები, რადგან ის იწვევს ნალექის წარმოქმნას. შესაბამისად
კალიუმის სორბატთან კომბინაციისთვის უნდა იყოს გამოყენებული
კალიუმის პროპიონატი და არა კალციუმის პროპიონატი. სურსათში ემატება
0.05-0.2%
 სორბატს არ გააჩნია ოქსიდაციური და ფერმენტული გაყავისფერების
წინააღმდეგ მოქმედების ეფექტი, ამიტომ უნდა იყოს კომბინირებული
გოგირდის დიოქსიდთან, ან გაყავისფერების ინჰიბირების მიზნით უნდა
მოხდეს მაღალ ტემპერატურაზე პასტერიზაცია.
 პროდუქტები. ცომეული, არაალკოჰოლური სასმელები, ყველი, ღვინო, რძის
პროდუქტები, ძეხვეული, ხორცის პროდუქტები, ფუნგისტატური შესაფუთი
მასალა. ყველა პროდუქტში, რომელიც ინახება ოთ. ტემპ-ზე., ყველა
E210 ბენზოინის მჟავა E211 ნატრიუმის ბენზოატი E212 კალიუმის ბენზოატი
E213 კალციუმის ბენზოატი
 წყარო. ბენზოის მჟავა ბუნებრივად არის ვაშლში, შტოშში,
ქიშმიშში, დარიჩინში, მიხაკში და მდოგვში. კომერციული
მიზნით მიიღება ტოლუოლის დაჟანგვის შედეგად.
ნატრიუმის ბენზოატი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი
მარილი.
 ფუნქცია საკვებში. ობის და საფუარას წინააღმდეგ.
ბაქტერიების წინააღმდეგ ნაკლებეფექტურია. გამოიყენება
კომბინაციაში სხვა დანამატებთან, სორბატებთან და
გოგირდის ორჟანგთან, რომელიც აინჰიბირებს ფერმენტულ
აქტივობას და გაყავისფერებას
 წარმატებულობა. კარგად იხსნება წყალში. ბენზოატები
გამოიყენება მჟავე საკვებში.
 შეზღუდვები. ბენზოატებს აქვთ სპეციფიკური სუნი, რაც
ზღუდავს მათ გამოყენებას მაღალი კონცენტრაციით. დდმ
არის 5 mg/kg, გადათვლილი ბენზოის მჟავის რაოდენობაზე.
სურსათში ემატება 0.03-0.2%
სინთეზურ საღებავებთან  პროდუქტები. ძირითადი კონსერვანტია, რომელიც
ერთად ჰიპერაქტიურ გამოიყენება არაალკოჰოლურ სასმელებში. წვენები,
ქცევასთან აქვს კავშირი პიკულები, სალათის დრესინგები, სასმელები.
(E110, E104, E122, E129,
E102, E124 )  ასკორბინის მჟავასთან (E300-თან) კომბინაციაში
E222-თან კომბინაციაში წარმოიქმნება ბენზოლი, კარცინოგენული ნახშირწყალბადი.
იწვევს ნევროლოგიურ მზის სხივებმა, გაცხელებამ შეიძლება გაზარდოს ბენზენის
დარღვევებს, წარმოქმნის რისკი.
E214 ეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, E215 ეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი ნატრიუმის
მარილი, E218 მეთილ p- ჰიდროქსიბენზოატი, E219 მეთილ p-
ჰიდროქსიბენზოატი ნატრიუმის მარილი
 წყარო. ჰიდროქსიბენზოის მჟავის ესთერები მიიღება p-
ჰიდროქსიბენზოატის სპირტებთან რეაქციის შედეგად.
მატ პარაბენებს უწოდებენ.
 ფუნქცია საკვებში. საფუარა და ობის სოკო. ნაკლებად
ეფექტურია ბაქტერიების მიმართ, განსაკუთრებით გრამ-
უარყოფითი ბაქტერიების. მათი ეფექტურობა
დამოკიდებულია ინდივიდუალურ სახეობებზე და
ხშირად გამოიყენება კომბინაციაში სორბინის ან
ბენზოინის მჟავასთან. უმეტესად გამოიყენება
კოსმეტიკასი.
 წარმატებულობა. ესთერები უფრო ეფექტური
ანტიმიკრობული აგენტებია სორბინის და ბენზოინის
მჟავასთან შედარებით და რაც უფრო გრძელია ესთერული
ჯგუფის ჯაჭვის სიგრძე ეფექტურობა იზრდება. სხვა
კონსერვანტებისაგან განსხვავებით ის არ არის
მგრძნობიარე pH-ის მიმართ. დდმ 10 მგ/კგ
მცირე დოზებშიც იწვევს
ტოქსიკოლოგიურ პრობლემებს,  შეზღუდვები. მათი გემო ძალიან მცირე დოზებშიც
ასთმიანებში აკრძალულია ზოგიერთ იგრძნობა. დაშცვებულია ძალიან მცირე დოზებით
საღებავთან კომბინაციაში. სნექებში, საკონდიტრო ნაწარმში, პაშტეტში
ცხოველებზე კვლევებმა გამოავლინა  პროდუქტები. მაიონეზი, კეტჩუპი, სასმელები, ნაყინი,
ეპილეპტოგენური მოქმედება. გასპაჩო, ჯემები და სხვა.
აკუმულირდება ორგანიზმში და
იწვევს სიმსივნეს.
სალიცილის მჟავა, ლიპოფილური lipophilic
მონოჰიდროქსიბენზოის მჟავა, 2-ჰიდროქსიბენზოის მჟავა

 სალიცილის მჟავა ანტიმიკრობული


ბუნების კონსერვანტია, რომელიც
ოდითგანვე გამოიყენებოდა
ტომატებისა და ხილის კომპოტების
საოჯახო პირობებში დასამზადებლად,
თუმცა იგი ხასიათდება
ტოქსიკურობით: ახდენს რიგი
ფერმენტების ინჰიბირებას, იწვევს
ჰიპოპროთრომბონემიასა და
ჰემორაგიულ მოვლენებს, ღვიძლისა
და თირკმელების ნეკროზულ
ცვლილებებს. ყოველივე ამის გამო
სალიცილის მჟავას საკვებ დანამატად
გამოყენება შეიზღუდა. აგრეთვე
კბილის პასტებშიც აიკრძალა
 კოსმეტიკაში 0.5%

სალიცილის მჟავა ბენზოის მჟავა  წნორი (ლათ. Salix alba) ქერქი


შეიცავს
E 220 – გოგირდის დიოქსიდი;

 გოგირდის დიოქსიდის აირი, ანუ


გოგირდის ანჰიდრიდი –რთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული კონსერვანტი,
რომელიც ხასიათდება ჟანგვაწინაღი
თვისებებით.

 გოგირდოვანი ანჰიდრიდი წყალში


კარგად ხსნადი აირია, რომლის
წყალხსნარს გოგირდოვანი მჟავა ეწოდება.
გოგირდის ანჰიდრიდის გამომყოფი
გოგირდის ყველა შენაერთი თრგუნავს
სოკოების, საფუარებისა და აერობული
ბაქტერიების ზრდას. ეს არის ფართო
სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედების
ნივთიერება.
E 221 – ნატრიუმის სულფიტი;
E 222 – ნატრიუმის ჰიდროსულფიტი;
E 223 – ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ანუ პიროსულფიტი;
E 224 – კალიუმის მეტაბისულფიტი, ანუ პიროსულფიტი;
E 225 – კალიუმის სულფიტი;
E 226 – კალციუმის სულფიტი;
E 227 – კალციუმის ჰიდროსულფიტი;
E 228 – კალიუმის ჰიდროსულფიტი.
 გოგირდოვანი მჟავის H2SO3 მარილები

 კონსერვირებისათვის გამოიყენება ნატრიუმის


უწყლო სულფიტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი,
ნატრიუმის მჟავე სულფიტი. სულფიტები
გამოიყენება აგრეთვე როგორც მათეთრებელი
საშუალება, რომელიც იცავს გასუფთავებულ
კარტოფილს, ხილის დაჭრილ ნაყოფსა და
ბოსტნეულს შემუქებისაგან. გოგირდოვანი აირი და
მისი მარილები გამოიყენება აგრეთვე წვენების,
ხილკენკროვანი პიურეს, ხილფაფებისა და სხვათა
შესანახად.

 მთავარი შემზღუდავი აის ალერგიული რეაქციის


წარმოქმნა. იწვევს B1 და E ვიტამინის დაშლას.
 ფუნქცია საკვებში. სულფიტები
წარმოადგენენ ყველაზე უნივერსალურ
დანამატებს. ისინი გამოიყენებოდა ჯერ
ძველი რომაელების და ბერძნების მიერ
და წარმოადგენენ მრავალი
ტრადიციული პროდუქტის
შემადგენელს.
 ანტიმიკრობული მოქმედება და
ჟანგვითი ფერმენტების ინჰიბიტორები.
 სულფიტები განასაკუთრებით
ეფექტურია მჟავე პროდუქტებში.
 აგრეთვე სულფიტები ემატება
პროდუქტის ქიმიური გაფუჭების
შესაჩერებლად. ყველაზე ფართო
გამოყენება აქვს გაყავისფერების
პროცესის შესაჩერებლად, რადგან
აინჰიბირებს სხვადასხვა ფერმენტს.
როგორიც არის პეროქსიდაზები,
ლიპოოქსიგენაზები და სხვადასხვა
დამჟანგველი ფერმენტები.
 ხორცპროდუქტებში უნარჩუნებენ
წითელ შეფერილობას, მაგალიტად
სოსისებს.
 პროდუქტი. საკვები, რომელიც შეიცავს
სულფიტებს, მრავალრიცხოვანია,
ამიტომ რთულია ვახსენოთ
ინდივიდუალურად. გამაგრილებელი
სასმელები და ხილის წვენები;
ფერმენტირებული სასმელები, ლუდი,
ღვინო, სიდრი და პური;
დეჰიდრატირებული ბოსტნეული;
გაუწყლოებული ხილი; გათლილი
კარტოფილი; მარასკინის ალუბალი
(კოქტეილის); ძეხვი და ბურგერები; ჯემი
ხილის რბილობიდან); და ნამცხვრები.
 წყარო. ანტიმიკრობული პოლიციკლური პეპტიდი ან
E234 ნიზინი „ბაქტერიოცინი“, წარმოქმნიან რძემჟავა ბაქტერიების
ზოგიერთი შტამები -Lactococcus lactis subsp.lactis.
 კომერციულად ხელმისაწვდომია - ნიზინის წარმოქმნის
კონტროლირებული ფერმენტაციის გზით რძიან
გარემოში ზემოაღნიშნული შტამის თანაობისას.
გამომშრალი ნიზინი ძალიან სტაბილურია.
 ფუნქცია საკვებში. ამჟღავნებს ძლიერ ანტიმიკრობულ
მოქმედებას გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ,
საფუარასა და ობის სოკოების წინააღმდეგ. აქტიურია
სპორების წარმომქნელი Clostridium და Bacillus
წარმომადგენლების მიმართ. სპორებიც და
ვეგეტატიური უჯრედებიც მგრძნობიარე ნიზინის
მიმართ. აგრეთვე ნიზინის მიმართ მგრძნობიარე არიან
რძემჟავა ბაქტერიები და ანაერობული Listeria
monocytogenes.
 წარმატებული გამოყენება. ისეთ საკვებში, რომელსაც
უკეთდება პასტერიზაცია და არასრული
სტერილიზაცია. პასტერიზაცია კლავს გრამ-ნეგატიურ
ბაქტერიებს, საფუარას და ობს, ხოლო ბაქტერიულ
სპორებს ვერ ანადგურებს. მაღალ-ტემპერატურაზე
დამუშავებულ საკვებში შეიძლება გამოყენებული იყოს
მაღალი ტემპერატური დამუშავების ხანგრძლივობის
შესამცირებლად - უზრუნველყოფს საკვების
დაზიანების თავიდან აცილებას, კვებითი ღირებულების
და არომატის, ტექსტურის და ენერგიის შენარჩუნებას.
 შეზღუდვები. დდმ 0,13 მგ/კგ. ხოლო
საკვებში 0.5 -15 მგ/კგ პროდუქტზე.

 პროდუქტები. რძემჟავა ბაქტერიების


წინააღმდეგ, როგორც ანტიმიკრობული
აგენტი ნიზინი მოქმედებს დაბალი pH
მქონე საკვებში, სოუსებსა და სალათების
დრესინგებში. ზოგიერთ პროდუქტში,
როგორიცაა რიკოტა, ფეტა და ხაჭო
ნიზინის-შემცველი პროდუქტის
მოხმარების შემდეგ ნიზინი
დეგრადირდება მომნელებელი
ფერმენტების საშუალებით, ამიტომ ის არ
აკუმულირდება. არატოქსიკურია და
არაალეგრიული.
E235 ნატამიცინი (pimaricin, tennectin)
 წყარო. ბუნებრივი ანტიმიკრობული
კონსერვანტი Streptomycetes
ბაქტერიების (Streptomyces
natalensis) მიერ პროდუცირდება.
კომერციულად ფერმენტაციით
შესასბამისი შტამის მიერ დექსტროზას
არეში.
 ფუნქცია საკვებში. საფუარას და ობის
სოკოს წინააღმდეგ. ბაქტერიების და
ვირუსების მიმართ არაეფექტური.
 გამოყენება. ზედაპირული დამუშავება.
რადგან წყალში არ იხსნება
კარგადგამოსაყენებელია ზედაპირის
დასამუშავებლად.
 შეზღუდვა. დდმ 0.25-0.3 მგ/კგ, ხოლო
საკვებში 2.5 - 8 მგ/კგ პროდუქტზე
 პროდუქტები. ყველის და სოსისების
ზედაპირის დასამუშავებლად
E239 ჰექსამეთილტეტრამინი
 წყარო. მიიღება
ფორმალდეჰიდის და
ამონიუმის რეაქციის შედეგად.
შემდეგ ხდება გასუფთავება.
 ფუნქცია საკვებში. მჟავე არეში
გამოყოფს ფორმალდეჰიდს,
რომელიც მოქმედებს
ბაქტერიოსტატულად.
მაგალითად, ყველში.
 შეზღუდვები. აქვს მოტკბო
გემო. ნებადართულია მხოლოდ
(Provolone) პროვოლონში -
იტალიური მაგარი ყველის
სახეობა, რომელშიც
დაშვებულია 25 მგ/კგ
პროდუქტზე
E242 დიმეთილდიკარბონატი (დმდკ)
 წყარო. ბუნებრივი სახით არ არსებობს
 ფუნქცია საკვებში. გამოიყენება სასმელების ცივი
სტერილიზაციისთვის. ძალიან ეფექტურია
სასმელების გაფუჭებაში მონაწილე
მიკროორგანიზმების წინააღმდეგ (სასმელების
ფერმენტაციას იწვევენ) - ფერმენტაციული
საფუარა, ბაქტერია და მიკოდერმა. მაღალი
კონცენტრაციით კლავს უამრავბაქტერიას და
ობის სოკოს. არ ცვლის სასმელების
ორგანოლეპტიკურ თვისებებს.
 შეზღუდვა. ევროპაში არაალკოჰოლურ
სასმელებში. აშშ-ში ღვინოებშიც. აუცილებელია
სასმელის 200C მდე გაგრილება
 პროდუქტები. არაალკოჰოლური სასმელები,
გაზირებული სასმელები, იზოტონური
სპორტული სასმელები, ცივი ჩაი, ვიტამინებით
გამდიდრებული სასმელები, ღვინო და სხვა
E249 კალიუმის ნიტრიტი
E250 ნატრიუმის ნიტრიტი
 წყარო. მიიღება აზოტის ოქსიდების
გატარებით ნატრიუმის ჰიდროქსიდში.
კალიუმის ნიტრიტი მცირე რაოდენობით
კვებით მრეწველობაში
 ფუნქცია საკვებში. ნიტრიტები
გამოიყენება ხორცის ნაწარმში
პათოგენების ზრდის წინააღმდეგ
(Clostridium botulinum). არ მოქმედებენ
საფუარასა და ობზე. ანტიმიკრობული
ეფექტი ძლიერდება, თუ ნიტრიტების
დამატება ხდება ხორცის მაღალ
ტემპერატურაზე დამუშავებამდე.
 შეზღუდვები. დდმ 0-0.06 მგ/კგ სხეულის
მასაზე. მხოლოდ ხორცის პროდუქტებში.
 პროდუქტები. შაშხი, ლორი
E251 ნატრიუმის ნიტრატი
E252 კალიუმის ნიტრატი
 წყარო. ნატრიუმის ნიტრატი
ბუნებაში არის ჩილიური სელიტრას
სახელწოდებით. (ატაკამას
უდაბნოში, სამხრეთ ამერიკა).
კალიუმის ნიტრატი გამოიყენება
სოფლის მეურნეობაში.
 ფუნქცია საკვებში. მუშაობს,
როგორც ნიტრიტის წყარო, რადგან
საკვევბსა და ბაქტერიებში
არსებული ფერმენტების
ზემოქმედებით გადადის ნიტრიტში.
ანაერობული Clostridium botulinum
ზრდის დათრგუნვა.
 შეზღუდვა. დდმ 0-3.7 მგ/კგ
სხეულის მასაზე.
 პროდუქტები. სალიამი, ყველი,
დამარილებული ქაშაყი.
მიოგლობინის ფიქსატორები
 მიოგლობინის ფიქსატორებს (მფ) მიეკუთვნება

ნივთიერებები, რომლებიც ხორცის პროდუქტებს

მდგრად ვარდისფერ შეფერილობას უნარჩუნებს.

 განსაკუთრებული ჰიგიენური მნიშვნელობა

მიოგლობინის ფიქსატორებს შორის აქვს ნიტრიტებსა

და ნიტრატებს, რომლებსაც ამატებენ ძეხვეულის

ნაწარმს, ღორის ხორცის შებოლილ პროდუქციასა და

ხორცის ზოგიერთ დელიკატეს კონსერვს, აგრეთვე

ხორცის დასამარილებლად განკუთვნილ ნარევებს

მისთვის ბუნებრივი ვარდისფერ-წითელი

შეფერილობის შესანარჩუნებლად.

 გარდა ამისა, ნატრიუმის ნიტრიტი და კალიუმის

ნიტრატი გამოიყენება ბრინზისა და სხვა ყველის

წარმოებისათვის ადრეული ამობერვის


E260 ძმარმჟავა
 წყარო. ღვინის ბაქტერიული დაჟანგვით მიიღება ძმარი. ძმარი არის
ძმარმჟავის 5-10% იანი წყალხსნარი
 ფუნქცია საკვებში. ძველთაგანვე გამოიყენებოდა პიკულებისთვის. ძველ
რომში გამოიყენებოდა მარილთან და თაფლთან ერთად. pH-ის დაწევით
ასრულებს თავის ეფექტს. მარილის დამატება ზრდის მის ეფექტიანობას
წყლის აქტივობის შემცირების გზით.
 წარმატება. ძალიან ეფექტური საკვების გამფუჭებელი მიკროორგანიზმების
წინააღმდეგ. ეფექტურია მარალ pH-ზეც. სინერგისტულად მოქმედებს
კომბინაციაში სორბინის და რძის მჟავასთან.
 პროდუქტი. სოუსები, პიკულები, მარინადები, დრესინგები და სხვა
E261 კალიუმის აცეტატი
E262 ნატრიუმის აცეტატი (i) sodium acetate
(ii) sodium diacetate
E263 კალციუმის აცეტატი

 წყარო. ძმარმჟავის და კალიუმის


კარბონატის ან ნატრიუმის
ჰიდროქსიდის ან კალციუმის
ჰიდროქსიდის რეაქციის შედეგად.
აგრეთვე ბუნებრივად არსებობს მრავალ
ხილში.
 ფუნქცია საკვებში. მჟავიანობის
რეგულატორი და ბუფერი
 გამოყენება. როგორც არომატის
მოდიფიკატორი. კალციუმის აცეტატი
გამოიყენება პურში და მცენარეულ
ჟელატინში.
 პროდუქტი. ნატრიუმის დიაცეტატი
გამოიყენება პურში, სუპებში. კალციუმის
აცეტატი გამოიყენება პურში და
პცენარეულ შელატინებში
E270 რძემჟავა
 წყარო. ბუნებრივად ფერმენტაციის გზით და
სინთეზურად
 ფუნქცია საკვებში. არომატიზატორი: მსუბუქი
მჟავე არომატი; pH-რეგულატორი; კონსერვანტი:
ფართო სპექტრის ბაქტერიების ზრდის
ინჰიბირება. შეიძლება გამოყენებული იყოს
მაღალი კონცენტრაციით.
 პროდუქტები. რძის: მდნარი ყველი, რიკოტა,
მარგარინი, სპრედები.
 დამჟავებული პროდუქტი: კიტრის ბოსტნეული,
ზეთისხილი, დრესინგები, უცხიმო მაიონეზი,
(სამზარეულო) საწებელი, სალათები
 ხორცი: გარეთა დეკონტამინაცია
 არომატიზატორი: ყველი, ნაღები, იოგურტი და
ხორცის არომატიზატორი
 შაქრის საკონდიტრო ნაწარმი: რბილი კანფეტები,
მძიმე კანფეტები(ბუფერული რძემჟავა)
 პური არაჟნის ცომი
E280 პროპიონის მჟავა
E281 ნატრიუმის პროპიონატი
E282 კალციუმის პროპიონატი
E283 კალიუმის პროპიონატი
 წყარო. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა და ადამიანის
ორგანიზმის ჩვეულებრივ შემადგენელი
ნივთიერება. შეიძლება წარმოიქმნას
Propionibacterium მიერ რძემჟავიდან
ბუნებრივად არის შვეიცარულ ყველში.
ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიზდება,
როგორც ყველა ცხიმოვანი მჟავა
 ფუნქცია საკვებში. ობის სოკოს ინჰიბიტორი -
Aspergillus, Penicillium, Mucor და Rhizopus.
საფუარაზე და ბაქტერიაზე შეზღუდულე
ზეგავლენა აქვს. შეიძლება დააინჰიბიროს თივის
ჩხირი (Bacillussubtilis).
 პროდუქტები. საფუარიანი პური და უსაფუვრო
პური, წინასწარ შეფუთული და პურ-
ფუნთუშეული პური, ყველი და ყველის
პროდუქტები, ღვეზელის პიურე,
დაკონსერვებული ფრანკფურტები, სოუსები,
მურაბები, ჟელეები და კონსერვები.
E284 ბორის მჟავა
E285 ნატრიუმის ბორატი(ბორაქსი)
 წყარო. ბორაქსი არის ბუნებრივი ნივთიერება,
რომლისმოპოვების შემდეგ ხდება მისი გასუფთავება.
ბორის მჟავა მიიღება ბორაქსის და გოგირდმჟავის
ურთიერთქმედების შედეგად.
 ფუნქცია საკვებში. პირველად 1975 წელს მოხდა მისი
რეკომენდირება კონსერვანტის სახით გამოყენების
მიზნით. სახლის პირობებში დეზინფექციისთვის. ორივე,
მჟავაც და მარილიც ეფექტურია საფუარას მიმართ და
ნაკლებად ობისა და ბაქტერიების მიმართ.
 გამოყენება. ეფექტურია ნეიტრალურ pH-ზე. დიდი ხნის
განმავლობაში გამოიყენებოდა მარგარინებსა და კარაქში.
 შეზღუდვები. ევროგაერთიანების საკვები პროდუქტების
სამეცნიერო კომიტეტის აზრით ბორის მჟავა არ უნდა
იყოს გამოყენებული საკვებში. დაიშვება მხოლოდ
ხიზილალაში მაქსიმუმ 4 g/kg. ძირითადად გამოიყენება,
როგორც მინერალის დანამატი
E290 Carbon dioxide
 წყარო. ჰაერი შედგება: 78.1% აზოტი,
20.9% ჟანგბადი, 0.9% არგონი, 0.1%
ნახშირორჟანგი, სხვა აირები,
ტენიანობა
 როგორ ოფ-აირი ფერმენეტაციის
შედეგად. სუფთავდება და
გამოიყენება უამრავი დანიშნულებით
 ფუნქცია საკვებში. აირის
ჩასანაცვლებლად საკვების
შეფუთვა/შენახვისთვის. ბაქტერიების
ზრდის შესაჩერებლად, ეფექტურია
გრამ-უარყოფითი ბაქტერიებისთვის
Pseudomonas. სუსტი ნახშირმჟავას
წარმოქმნის გამო ამცირებს
პროდუქტების ზედაპირის და ქმნის
ბაქტერიერბისთვის არასასურველ
გარემოს. ობის სოკოს ზრდის
ინჰიბიტორი. გამოიყენება სასმელების
გაზირებისათვის. მშრალი
ყინულისთვის და გასაყინად
E296 ვაშლის მჟავა
 წყარო. ბუნებრივად ბევრ ხილში:
ვაშლში, ატამში ალუბალში და
სხვა. კომერციულად ვაშლის მჟავას
ანჰიდრიდიდან .
 გამოყენება. მჟავე გემო როგორც
ქელატური აგენტი წყლიდან და
ღვინიდან ლითონების
გამოსადევნად
 პროდუქტები. წვენები,
ტკბილეული, საღეჭი რეზინი,
გასუფთავებული კარტოფილი
E297 ფუმარატი
 წყარო. ბუნებრივად ბევრ
მცენარეშია. ხოლო კომერციულა
ფერმენტაციის გზით მიიღება
ვაშლის მჟავადან ..
 გამოყენება. მჟავე გემოს მისაცემად.
გამოიყენება ფხვნილის სახის
პროდუქტებში, რადგან არ არის
ჰიდროსკოპული. ცომეულში,
დესერტებში, საღეჭ რეზინებში,
ღვინოებში. 6 mg/kg body
 განიხილება გაფანტული
სკლეროზის სამკურნალო
საშუალებად
E 1105 ლიზოციმი
(მურანიდაზა)
 წყარო. ბუნებრივად მიიღება კვერცხიდან ან გენეტიკური ინჟინერიით გზით.
 გამოყენება. ყველში, სპრედებში, ნაღებში, ნედლ ხილში და ბოსტნეულში,
ტოფუ, ზღვის პროდუქტები, ხორცი და სოსისები, კარტოფილი, სხვადასხვა
ყველი, როგორიც არის ედამი, გაუდა და იტალიური მაგარი ყველი.
 შეზღუდვა. კვერცხზე ალერგია

You might also like