You are on page 1of 7

მინერალური წყლების კლასიფიკაცია.

მინერალური წყლების ფიზიკურ-


ქიმიური თვისებები.

ბუნების მკურნალ ძალებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი წყალს


უჭირავს. მინერალური წყლების მავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველო. აქ
არის მტკნარიც და ძლიერ მინერალიზებულიც, ცივიც და თერმულიც, ყველა სახის
გაზის შემცველი. საქართველო კურორტების ქვეყანაა. მის შედარებით მცირე
ტერიტორიაზე აღრიცხულია და ნაწილობრივ შესწავლილია ბევრი უაღრესად
მრავალნაირი მინერალური წყარო. საქართველოში ჩვენ ვხვდებით არსებული
ბალნეოლოგიური კლასიფიკაციის თითქმის ყველა ტიპის წყაროს და დაახლოებით
200-მდე სამთო და ზღვისპირა კლიმატურ სადგურს. მიუხედავათ იმისა, რომ
ქართულ მინერალურ წყლებს წარმოების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მთელი
რიგი ეკონომიკური თუ სოციალური მიზეზების გამო ყველა მინერალური წყლების
წარმოება არ ხდება. აუცილებელია მინერალური წყლების ადგილობრივი წარმოება
სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდეს. საყოველთაოდაა აღიარებული ქართული
მინერალური წყლების უნიკალური სამომხმარებლო თვისებები, რომ ქართულ
მინერალური წყლების მიღება რეკომენდირებულია ყველასათვის ვისაც აწუხებს ან
არ აწუხებს ჯამრთელობა. საქართველოში 400-მდე საკურორტო ადგილია, ისინი
ორი სახისაა ბალნეოროგიული და კლიმატური. აუცილებელია მინერალური
წყლების სიღრმისეული შესწავლა. ყველა პირობაა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ
მინერალური წყლების ჰოდროქიმიური, ჰოდროლოგიური და ბალნელოგიური
შესწავლის საკითხებში წამყვანი ადგილი დაიკაოს. წყლის ჩამოსასხმელად საჭირო
დოკუმენდაციაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წყლის შემადგენლობა, თუკი
შემადგელობა იცვლება, მათი ჩამოსხმა არ შეიძლება. საქართველოს წიაღში
არსებული წყლები ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
საქართველოში მინერალურ წყლებს შორის როგორც რაოდენობის, ისე რესურსების
მიხედვით ნახშირჟანგის აირით დაგაზული წყლები ლიდერობს.
მინერალური წყლები არის მიწისქვეშა (ზოგჯერ ზედაპირული) წყლები,
რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალებს
(იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვთ განსაკუთრებული ფიზიკურ–ქიმიური
თვისებები (ტემპერატურა,რადიოაქტიურობა და სხვა. ) .

მინერალური წყლების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები


მინერალური წყლები არის რთული ნაერთები, რომლებიც შეიცავს
ნივთიერებებს იონების, არადისოცირებული მოლეკულების, გაზების, კოლოიდური
ნაწილაკების სახით. ნატურალური სასმელი მინერალური წყლები ეწოდებათ
წყლებს, რომელებიც მოპოვებულია დედამიწის სიღრმეში არსებული ნიადაგის
სხვადასხვა ფენიდან და რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ბუნებრივი ქიმიური
შემადგენლობა. ხოლო გაზრდილი მინერალიზაციით ან ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებების დამატებით ისინი იძენენ სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებს.
ბინებრივ მინერალურ წყლებს არ მიეკუთვნება მინერალური წყლისა და
სასმელი წყლის ნარევი ან ბუნებრივი მინერალური წყლის და ხელოვნური
მინერალური წყლის ნარევი.
სამკურნალო წყლები დედამიწის სიღრმეში მიედინებიან ნიადაგის
სხვადასხვა ფენებში. დედამიწასთან შეხების შედეგად ისინი (წყლები) ხსნიან
სხვადასხვა მარილს და ითვისებენ მათ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი გავლის
დროს ნიადაგში წყალს გაჩერება მოუხდება.).
ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებში შედის ტემპერატურა, მინერალიზაცია,
იონური შედგენილობა, წყალში გახსნილი აირები, რადიოაქტიურობა,
ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთები, მიკროელემენტები და ა.შ.
ფიზიკური თვისებები
ფერი. წყლის შეფერილობით შესაძლებელია იმ ქანების თვისებების ნახვა,
რომლეშიც იგი მოძრაობს. სუფთა სასმელ წყალს კი არ უნდა ქონდეს შეფერილობა.
გამჭვირვალობა. სასმელი წყალი შეიძლება შეიცავდეს უმნიშვნელო
რაოდენობით მინარევ ნივთიერებებს, მისი შემღვრევა გავლენას ახდენს მისი გემოს
ხარისხზე. შემღვრეული წყალი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მინერალური
წყლები, რომლებიც სამკურნალო სასმელ წყალს წარმოადგენს, გამჭვირვალეა.
სუნი. მიწისქვეშა წყლების სუნს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის მიუთითებს
სხვადასხვა ორგანული და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებით შესაძლო
დაბინძურებაზე, დიდი რაოდენობით რკინის შემცველობაზე. გოგორდწყალბადის
სუნი მიუთითებს იმაზე, რომ წყალი ამოდის ღრმა ფენებიდან. მტკნარ სასმელ წყალს
სუნი არ უნდა ქონდეს, სამკურნალო მინერალურ წყლებს, კი აქვთ სუსტი სუნი.
გემო. წყლის გემოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მიწისქვეშა წყლების
გენეზისის შესწავლაში. მლაშე ან ნაკლებად მარილიანი წყლები იძლევა იმის
საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მათი წარმოშობა დაკავშირებულია მაღალ
მარილშმცველ ქანებთან. წყლის მჟავე გემო კი მიუთითებს წყალში თავისუფალი
გოგირდოვანი მჟავის ან ნახშირმჟავის არსებობაზე. პირველ შემთხვევაში ეს
დაკავშირებულია სულფიდური მინერალების არსებობასთან წყალშემცველ ქანებში
ან სულფიდების არსებობასთან იმ სიღრმეებში, რომელთაც გაივლის მიწისქვეშა
წყლები. მეორე შემთხვევაში მიუთითებს ტექტონიკურ დარღვევებზე იმ ზონებში,
რომელთაც გაივლის კარბონატული წყალი ზედაპირიზე ამოსვლისას.
სიმკვრივე. როგორც ცნობილია დისტილირებული (გამოხდილი) წყლის
სიმკვრივე 4°С - ზე ერთის ტოლია. მაგრამ ბუნებრივი მიწისქვეშა წყლები ითვისებენ
სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებებს სხვადასხვა რაოდენობით. ეს
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზებს გაივლიან ისინი დედამიწის ზედაპირზე
ამოსვლისას. სწორედ ამიტომ მათი სიმკვრივე მუდამ მაღალია ერთზე. რაც უფრო
მეტი გახსნილი ნივთიერებებია მათში, მით მეტია მათი სიმკვრივე.
ტემპერატურა. დადასტურებულია, რომ რაც უფრო მიწის ზედაპირიდან ახლოს
მდებარე ქანებიდან მოედინება მინერალური წყალი, მით მეტია მისი
ტემპერატურული რყევების ამპლიტუდა. ტემპერატურის მიხედვით გამოიყოფა
მინერალური წყლების შემდეგი ჯგუფები: ძლიერ ცივი __ 4°C–მდე, ცივი__ 4-20°C ,
თბილი __ 20-37°C , ცხელი (თერმული) __ 37-42°C, ძლიერ ცხელი (ჰიპერთერმული)
__ 42°C და მეტი.
წყალბადური იონების კონცენტრაცია (pH). დაკავშირებულია წყლის
ტემპერატურასთან. მინერალიზაციის ხარისხთან, მასში გახშნილი ნივთიერებების
თვისებებთან, ნახშირმჟავის და იონების რაოდენობის თანაფარდობასთან და
ორგანული მჟავების დისოციაციასთან.
ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი. მინერალურ წყლებს წყაროს ტერიატორიაზე
ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მნიშვნელობა აქვს -70- დან +446 -მდე mB.
ყველა მინერალური წყლის შემადგენლობაში შედის ოთხი ძირითადი
კომპონენტი - არაორგანული მინერალური ნივთიერებები, გაზი, ორგანული
ნივთიერებები და მიკროფლორა. ისინი გახსნილია წყალში, მათი მოლეკულები
ერთმანეთთან დაკავშირებულია სუსტი წყალბადური ბმებით (20 კჯოული/მოლი
ენერგიით) და ქმნიან სხვადასხვა პოლიასოციაციებს. ასეთი სუპერმოლეკულები
შედგებიან ტეტრაედრული კოორდინაციის მქონე 57 წყლის მოლეკულისგან და
წარმოადგენენ წყლის საერთო მოცულობის 15 %-ს. 16 ასეთი მოლეკულა
დაკავშირებულია წყლის განსაკუთრებულ ელემენტებთან -მიკროკლასტერებთან, ეს
კლასტერები შდგებიან 912 წყლის მოლეკულისაგან. წყლის საერთო მოცულობის
80% ასეთი სივრცითი სტრუქტურის მქონე ელემენტების წილი შეადგენს. ასეთი
კლასტერების მთლიანობას განაპირობებს შიდაკლასტერული ატომთაშორისი
ურთიერთობები. ასეთი კლასტერები თითქმის არ იშლება დუღილის დროსაც კი.
მინერალური წყლების შემადგენლობაში შედის პრაქტიკულად ყველა
ქიმიური ელემენტი, რომელიც ნიადაგის ფენების შემადგენლობაში
ჰიდრატირებული იონების ან ასოცირებული კავშირების სახით არიან.
კათიონებიდან მეტად გავრცელებულია Na+, Mg2+, Са2+ და ანიონებიდან CI-, SO24-,
HCO3-.
მინერალური წყლებისათვის მნიშვნელოვან პარამეტრებს წარმოადგენს მისი
იონური შემადგენლობა და მასში გაზის არსებობა.

მრავალი მიკროელემენტების იონები Мn, Сu, Zn, Mo, Fe, As, Co, В, F, Br, J,
რომლებიც შედიან მინერალური წყლების შემადგენლობაში უმნიშვნელო
რაოდენობით, წარმოადგენენ სხვადასხვა ენზიმების კოფაქტორებს და შეუძლიათ
ჩაერთონ სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. იმ მინერალური წყლების
გამოყენებისას, რომლებიც გამოიყენება გარეგანი მოქმედებისთვის, დიდი
მნიშვნელობა არ ენიჭება ამ მოკროკომპონენტების არსებობას, მაგრამ ესენი
მნიშვნელოვან რომლს თამაშობენ დასალევი მინერალური წყლის გამოყენების დროს.
ამას გარდა მინერელური წყლები შეიცავენ სილიკომანგანუმის მნიშველოვან
რაოდენობას სილიციუმის მჟავის H2SiO3 ან ჰიდროსილიკატ იონის HSIO3- სახით.

აირების ნაწილი, რომლებსაც შეიცავს მინერალური წყლები, გახსნილ


მდგომარეობაშია. მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ იმის დასადგენად, თუ როგორი
წარმოშობის არის მინერალური წყლი.

მინერალური წყლების შემადგენლობაში არსებულ აირებს შორის ყველაზე


გავრცელებულია ნახშირორჟანგი CO2 , აზოტი N2, მეთანი CH4, გოგირდწყალბადი H2S.
აზოტი და მეთანი სუსტი ხსნადობის გამო, მაღალი კონცენტრაციის დროს
სპონტანურად გამოიყოფა წყლიდან. მინერალურ წყლებში ასევე ნახულობენ მთელ
რიგ ძვირფას გაზებს. მათ შორის ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავია რადიუმის
ემანაცია, ჰელიუმი, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებათა დაშლის შედეგია. მისი
რაოდენობა ზოგიერთ წყალში საკმაოდ დიდია. ამიტომ თუ ასეთი გაზის რაოდენობა
1/10–ზე მეტს აღწევს, მას ეძლევა პრაქტიკული მნიშვნელობა. გარდა ამისა წყლებში
აგრეთვე ნახულობენ ურანს, თორიუმსა და აქტინიუმს.

ორგანული ნივთიერებებიდან, რომლებიც შედიან მინერალური წყლების


შემადგენლობაში დომინირებს ცხომოვანი მჟავები, ამინები, სპირტები და
ნახშირწყლები.

უფრო დიდი რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს შეიცავენ მიწისქვეშა


წყლები, რომლებიც წარმოშობილი არიან ნავთობის და გაზის ან ტორფშემცველი
ნიადაგიდან.
მინერალიზაცია

წყლის მინერალიზაცია მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების საერთო


რაოდენობით განისაზღვრება. საერთო მინერალიზაციის (სმ) მიხედვით გამოყოფენ
სუსტი მინერალიზეციის (სმ-1 გ/ლ –დან 5 გ/ლ-მდე), დაბალი მინერალიზაციის (სმ–5
გ/ლ- დან 10 გ/ლ- მდე), საშუალო მინერალიზაციის (სმ-10 გ/ლ –დან 15 გ/ლ-მდე),
მაღალი მინერალიზაციის (სმ-15 გ/ლ –დან 35 გ/ლ-მდე), სუსტ მარილიან (სმ-35 გ/ლ
–დან 70გ/ლ-მდე), მარილიან (სმ-70 გ/ლ –დან 150 გ/ლ-მდე) და ზემარილიან (სმ-150
გ/ლ და მეტი) წყლებს.
(სუსტი მინერალიზაციისა და კალციუმის იონებიან მინერალურ წყლებს აქვს
შარდმდენი თვისებები, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდთან ერთად
ბაქტერიების, ლორწოს, ქვიშისა და წვრილი კონკრემენტების გამოყოფას.)
pH-ის სიდიდის მიხედვით, მინერალური წყლები იყოფა ძლიერ მჟავე (pH <
3,5), მჟავე (pH - 3,5-დან 5-მდე ), სუსტად მჟავე (pH - 5-დან 6,8-მდე ), ნეიტრალურ
(pH– 6,8-დან 7,2-მდე ), სუსტი ტუტე (pH – 7,2-დან 8,5-მდე ) და ტუტე (pH - 8,5 და
მეტი ) წყლებად.

კლასიფიკაცია

მინერალური წყლების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებათა განხილვის შემდეგ


შეიძლება მინერალური წყლები დავყოთ განსაკუთრებულ ჯგუფებად:
I – ჰიდროკარბონატული;
II – ქლორიდული;
III – სულფატური;
IV – ნახშირმჟავა;
V – გოგირდწყალბადის (სულფიდური);
VI – რადონის (რადიოაქტიური);
VII – წყლები ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით (რკინა, დარიშხანი,
ბრომი, იოდი და სხვ.);
VIII – აზოტიანი, მეთანიანი, აზოტიან-მეთანიანი, კაჟმჟავა წყლები და
ორგანული ნივთიერებების შემცველი წყლები;
IX – რთული შემადგენლობის წყლები, რომლებიც შეიცავენ რამოდენიმე ტიპის
ანიონს, კათიონს და ქიმიური შემადგენლობით არ მიეკუთვნებიან ზემოთ
აღნიშნული კლასების მინერალურ წყლებს.
ყოველ კლასში გამოყოფენ ამა თუ იმ ტიპის მინერალურ წყალს.
საქართველოში ყველაზე ხშირად ვხვდებით VIII და IX კლასების მინერალურ წყლებს
–– აზოტიანს, მეთანიანს, აზოტიან-მეთანიანს, კაჟმჟავა წყლებს და ორგანული
ნივთიერებებისა და რთული იონური შემადგენლობის წყლებს. შედარებით
იშვიათად გვხვდება IV და V კლასების – ნახშირმჟავა და გოგირდწყალბადიანი
(სულფიდური) მინერალური წყლები. გამოვლენილია და სამკურნალო-
პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება სხვა კლასის მინერალური წყლებიც –
ჰიდროკარბონატული, ქლორიდული, სულფატური და ბიოლოგიურად აქტიური
კომპონენტების შემცველი მინერალური წყლები.
მინერალური წყლის ამა თუ იმ ბალნეოლოგიური ჯგუფისათვის მიკუთვნება
ხდება შემდეგი რაოდენობრივი მაჩვენებლებისა და ნიშან-თვისებების
ერთობლიობის გათვალისწინებით:
ა) წყლის საერთო მინერალიზაცია;
ბ) იონური შედგენილობა;
გ) აირშემცველობა და აირგაჯერებულობა;
დ) ბიოლოგიურად აქტიური მინერალური და ორგანული კომპონენტების
შემცველობა;
ე) რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა;
ვ) აქტიური რეაქცია - pH;
ზ) ტემპერატურა.

მინერალური წყლები შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგ ჯგუფებს:

ნატურალური მინერალური წყალი – დაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული,


მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი,
რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა,
ტემპერატურა, და დამტკიცებული მარაგები, ხოლო, მისი დამუშავების დროს
გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი
ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება.
ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო
თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე;
გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყალი -

ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც ნაწილობრივ ამ მთლიანად


გაზირებულია სხვა საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგით;

ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური


მინერალური წყალი, რომელშიც ნახშირორჟანგის შემცველობა მისი ჩამოსხმის
შემდეგ ისეთივეა, როგორც მისი საბადოდან მოპოვებისას. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება
ნატურალური მინერალური წყალი, რომელსაც დამატებული აქვს იმავე საბადოდან
მოპოვებული ნახშირორჟანგი, თუ დამატებულის რაოდენობა არ აღემატება
ჩამოსხმის დროს დაკარგული ნახშირორჟანგის რაოდენობას;

საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური


მინერალური წყალი, რომელიც გაზირებულია იმავე საბადოდან მიღებული
ნახშირორჟანგით და ნახშირორჟანგის შემცველობა
ჩამოსხმულ პროდუქციაში მეტია, ვიდრე საბადოდან მოპოვების დროს;

არაგაზირებული ნატურალური მინერალური წყალი -


რომელიც არ შეიცავს ნახშირორჟანგის შემცველობას;

დაფასოებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყალი –რომელიც


ჩამოსხმულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია სარეალიზაციოდ;

საქართველოში არსებული მინერალური წყლებიდან ღსანიშნავია: “სქური”,


“ვაჟას წყარო”, “ლუგელა”, “ყაზბეგი”, “უწერა”, ასევე ტყვარჩელისა და სხვა საბადოთა
თერმული წყლები, წყალტუბოს სამკურნალო წყლები, ჯავის მინერალური წყლის
საბადო, “ნაბეღლავი”,“ბორჯომი”, “ზვარე”, “საირმე”, თბილისის სამკურნალო
წყალი, ნუნისისა და მახინჯაურის სამკურნალო წყლები და სხვ., “ცაიში”, “ჯავა”ძაუ,
“ლებარდე”, “ლაშიჭალა”, “ვარძია”, მახინჯაური”, “სულორი”, “შოვი”, “ლიკანი”,
“ავადჰარა”ვარძია–ნაქალაქევისა და ბოლნისის წყლები სხვ.

You might also like