You are on page 1of 3

სპეციალობა-ბიოლოგია

კურსი-III, ჯგუფი-3B141-19

ატომთა ბიოგენური მიგრაცია


ქიმიური ელემენტების მიგრაციას, რომელიც ხორციელდება ბიოსფეროს
შემქმნელი ორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად, ეწოდება
ელემენტების ბიოგენური მიგრაცია. ატომთა ბიოგენური მიგრაცია-ეს
არის ქიმიური ნივთიერებების ბუნებაში განსაკუთრებული ციკლი,
რომელიც წარმოიქმნება ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო
პროცესების გამო, საარსებო წყაროს ქვეშ იგულისხმება მათი სუნთქვა,
კვება, გამრავლება, ორგანული ელემენტების დაგროვება და დაშლა,
ცოცხალი ორგანიზმების დაშლა-გახრწნა.
ბიოსფეროს კონცეფცია პირველად შემოიტანა ვერნადცკიმ, მისი
განმარტებით- ეს არის დედამიწის ზედაპირული გარსი, რომელიც
სიცოცხლითაა დაკავებული და თვისობრივად მის მიერ გარდაქმნილი.ეს
გარსი ცოცხალი და არაცოცხალი ნივთიერებების ურთიერთქმედების
შედეგი იყო. ვერნადცკის აზრით, მთელი ცოცხალი მატერია
დაკავშირებულია ატომების დინებასთან, ბიოგენურ მიგრაციასთან,
რომელიც მზის ენერგიის ზემოქმედებით ხდება.
ბიოგენურ მიგრაციაში ჩართულია სხვადასხვა მინერალური
ელემენტების დიდი რაოდენობა, რომელთა შორის წამყვანი როლი
ეკუთვნის ნახშირბადს, წყალბადს, აზოტს, ფოსფორს, გოგირდს. მათგან
ერთად ცხოველქმედების პროცესში ორგანიზმები იყენებენ: კალიუმს.
კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, მარგანეცს, მოლიბდენს,
კობალტს და სხვ.
ზღვის წყალში ნაპოვნია 70 ელემენტი, რომლისგანაც 46 მათგანის
რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჯამში ისინი შეადგენენ მხოლოდ
0.02გ/ლ-ს. ჰიდრობიონტებს აქვთ განსაკუთრებული უნარი შთანთქონ და
დაიგროვონ თავიანთ სხეულში სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც
წყალში ძალზე მცირე აროდენობითაა. ზოგიერთი ელემენტი შემჩნეული
იქნა ჯერ ორგანიზმებში და შემდეგ წყალში.ქიმიური ელემენტების
შემადგენლობა ხშირად ჰიდრობიონტებში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე
წყალში. მაგალითად, მარგანეცისა და ლითიუმის კონცენტრაცია
ნიჩაბფეხიან კიბოსნაირებში ათიათასჯერ, ხოლო რკინის, კაჟის,
ვერცხლის მილიონჯერ მეტია წყალთან შედარებით. რვაფეხებში სისხლი
შეიცავს 18-23,5%-სპილენძს, მაშინ როცა წყალში მისი რაოდენობა
შეადგენს მხოლოდ 0.001%-ს.
სხეულში ქიმიური ელემენტების რაოდენობის მიხედვით
კონცენტრატორი ორგანიზმები ვერნადცკის მიერ იყოფა 2 ძირითად
ჯგუფად: 1. ორგანიზმები, რომლებიც იგროვებენ თავის სხეულში
ელემენტებს მათი სხეულის სველი წონის 10%-ზე მეტი რაოდენობით.
მაგალითად კანეკლიანებში კალციუმის შემცველობა მერყეობს სველი
ნივთიერების მასის38-დან 50%-მდე. 2.ორგანიზმები, რომლებშიც
ცალკეული ელემენტების კონცენტრაცია ათჯერ ნაკლებია, ვიდრე
პირველი ჯგუფის ორგანიზმებში, ხოლო ასჯერ და ათასჯერ მეტია,
ვიდრე მთლიანად ბიოსფეროს ცოცხალ ნივთიერებაში, ეკუთვნიან
მეორეჯგუფის ორგანიზმებს. ასეთია იოდის კონცენტრატორები,
სპილენძს აგროვებენ მოლუსკების მრავალი სახეობები და კიბოსნაირები.
ბაქტერიების, ფიტოპლანქტონის და მრავალი პლანქტონური და
ბენთოსური ორგანიზმების მოქმედების შედეგად ზღვის წყლიდან
გამოიყოფა:რკინა, მარგანეცი, კობალტი, ნიკელი, მოლიბდენი და ა.შ.
სულ 35-მდე ელემენტი და იკრიბებიან ისინი ე.წ რკინა-მარგანეცის
საბადოს სახით ოკეანის ფსკერზე. ეს საბადოები მოიცავენ ოკეანის
ფსკერის უზარმაზარ ფართობებს-3000-6000 მეტრს. ზღვის წყლები
წარმოადგენენ ქიმიური რესურსების კოლოსალურ წყაროს. მაგალითად,
ფოლფრამის საერთო შემცველობა მსოფლიო ოკეანეში შეადგენს 140
მილიარდ ტონას.
ამჟამად, ზღვის წყლიდან მოიპოვება ისეთი ელემენტები,
როგორიცაა:ნატრიუმის ქლორიდი და სულფატი, მაგნიუმის, ბრომისა და
კალიუმის მარილები, გაანგარიშებულია, რომ წყნარი ოკეანის საბადოს
მარაგს შეუძლია უზრუნველყოს ადამიანის გაზრდილი მოთხოვნები
სპილენძზე 6000წელს, ალუმინზე 20000წელს. ოკეანის წყლებში მცირე
რაოდენობით არსებული ელემენტების მოპოვება შეიძლება
აარპირდაპირი გზით-ორგანიზმი კონცენტრატორების გზით, რომლებიც
ასრულებენ ,,ცოცხალი მადნის“ ფუნქციას.

You might also like