You are on page 1of 5

ორგანული ქიმიის შესავალი

ბუნებაში არსებული ნივთიერებები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: ორგანულ და


არაორგანულ ნივთიერებებად. ნივთიერებების ორგანულ და არაორგანულ
ნივთიერებებად დაყოფის კრიტერიუმს მათი ელემენტური შედგენილობა წარმოადგენს.
ყველა ორგანული ნივთიერების შედგენილობაში შედის ელემენტი ნახშირბადი.
ნივთიერებებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ელემენტი ნახშირბადი (გარდა
ნახშირბადის ოქსიდებისა (CO, CO2), ნახშირმჟავასა (H2CO3) და მისი მარილებისა,
კარბიდებისა და ციანიდებისა) ორგანული ნივთიერებები ეწოდება.
არსეობს ორგანული ნივთიერებების სხვა განმარტებაც: ნივთიერებებს, რომელთა
მოლეკულაში ნახშორბადის ატომებს შორის არსებობს ბმა (-ები) ორგანული
ნივთიერებები ეწოდება. თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისები - ორგანული ნივთიერება
მეთანი (CH4) და მისი ნაწარმები, რომლებშიც ნახშირდის ატომებს შორის ბმები არ არის
ერთი უბრალო მიზეზის გამო - ამ მოლეკულებში მხოლოდ ერთი ნახშირბადის ატომია.
სწორედ ორგანულ ნივთიერებებს შეისწავლის ორგანული ქიმია.
ნახშირბადი (C) განსაკუთრებული ელემენტია. ვერც ერთი სხვა ქიმიური ელემენტი ვერ
წარმოქმნის ნაერთების ისეთ მრავალფეროვნებას როგორც ნახშირბადი. ეს
განპირობებულია იმით, რომ ნახშირბადის ატომებს აქვთ უნარი:
 დაუკავშირდნენ მოლეკულაში შემავალ სხვა ნახშირბადის ატომებს და წარმოქმნან
სხვადასხვა სიგრძისა და კონფიგურაციის (აღნაგობის) ჯაჭვები: ღია (ხაზობრივიან
განშტოებული დატოტვილი) ან ჩაკეტილი (შეკრული). ნახშირბადატომების ჯაჭვი
შეიძლება რამდენიმე ათას ატომს შეიცავდეს.
 წარმოქმნან ერთმანეთთან როგორც ერთმაგი, ისე ორმაგი და სამმაგი ბმები:

ორგანული ნივთიერებები ძირითადად კოვაენტური ნაერთებია და


არაელექტროლიტებს წარმოადგენენ. არაორგანული ნივთიერებებისაგან განსხვავებით,
ორგანულ ნივთირებებს დნობისა და დუღილის დაბალი ტეპერატურები აქვთ. მაღალ
ტემპერატურაზე ისინი ნახშირდებიან (იშლებიან).

ორგანული ნაერთების აღნაგობის თეორია

ორგანული ქიმიის საფუძველს წარმოადგენს ორგანული ნაერთების აღნაგობის თეორია.


ორგანული ნაერთების აღნაგობის თეორია მოიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს:
 ყველა ორგანულ ნაერთში ნახშირბადი ყოველთვის ოთხვალენტიანია.
 ორგანული ნაერთების მოლეკულებში ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია
(განლაგებულია) მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით მათი ვალენტობის
შესაბამისად.
 ორგანული ნივთიერებების ქიმიური თვისებები დამოკიდებულია არა მარტო
მოლეკულის შედგენილობაზე, არამედ მოლეკულაში ატომთა
ურთიერთდაკავშირების თანმიმდევრობაზე. მოლეკულაში ერთი ატომის ადგილის
შეცვლაც კი გამოიწვევს ახალი ნივთიერების წარმოქმნას ახალი თვისებებით.
მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ ეთილის (ღვინის) სპირტი და
დიმეთილეთერი. ორივე ამ ნივთიერების მოლეკულური ფორმულაა C2H6O, თუმცა
მათ მოლეკულებს განსხვავებული აღნაგობა - სტრუქტურული ფორმულა აქვთ:
ეს ორი ნივთიერება ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც ფიზიკური, ისე ქიმიური
თვისბებით, კერძოდ, ეთილის (ღვინის) სპირტი სითხეა, დილეთილეთერი კი აირია;
ეთილის (ღვინის) სპირტი რეაქციაში შედის მეტალურ ნატრიუმთან, ხოლო
დიმეთილეთერი მეტალურ ნატრიუმთან რეაქციაში არ შედის. ეთილის (ღვინის)
სპირტი და ეთილის (ღვინის) სპირტი იზომერებია.
იზომერები ეწოდებათ ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც ერთნაირი შედგენილობა
(მოლეკულური ფორმულა) აქვთ, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან აღნაგობით
(სტრუქტურით), და აქედან გამომდინარე, ფიზიკურ ქიმიური თვისებებითაც. სწორედ
იზომერია წარმოადგენს ორგანული ნივთიერებების სიმრავლის ერთ-ერთ საწინდარს.

ორგანული ნივთიერებების კლასიფიკაცია

ამ დროისათვის ცნობილია დაახლოებით 20 მილიონი ორგანული ნივთიერება, მაშინ


როდესაც არაორგანული ნივთიერებების რაოდენობა 0,5 მილიონს არ აღემატება.
ორგანული ნივთიერებების ასეთი სიმრავლის შესწავლა, ცალკეული ნივთიერებების
ქიმიური თვისებების დამახსოვრება შეუძლებელია გარკვეული კლასიფიკაციის გარეშე.
ორგანული ნივთიერებების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს მოლეკულაში
ნახშირბადატომთა ჯავის (ჩონჩხის) აღნაგობა და მოლეკულაში ფუნქციური ჯგუფების
არსებობა.
ორგანული ნივთიერებების მოლეკულაში შემავალი ნახშირბადის ატომები
ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად წარმოქმნიან ჯაჭვს.
ნახშირბადატომების ჯაჭვის აღნაგობის მიხედვით ორგანულ ნივთიერებებს ყოფენ ღია
ჯაწვიან ანუ აციკლურ და ჩაკეტილ-ჯაჭვიან ანუ ციკლურ ნაერთებად.
აციკლური ეწოდება ნაერთს, რომლის მოლეკულაში ნახშირბადატომები ერთმანეთთან
დაკავშირებულია ხაზობრივი (წრფივი) სახით ან განშტოებული (დატოტვილი), მაგრამ
ღია ჟაჭვის სახით:
ციკლური ეწოდება ნაერთს, რომლის მოლეკულაში ნახშირბადატომებისაგან
წარმოქმნილი ჯაწვი შეკრულია სხვადასხვა ზომის ციკლის სახით:
ციკლურ ნაერთებს, რომლებშიც ციკლს ქმნიან მხოლოდ ნახშირბადის ატომები,
კარბოციკლურ ნაერთებს უწოდებენ.

ციკლურ ნაერთებს, რომლებიც ციკლის შემადგენლობაში ნახშირბადის ატომების გარდა


შეიცავენ სხვა ქიმოური ელემენტის (ჟანგბადის, გოგირდის, აზოტის და ა.შ.) ატომებსაც,
ჰეტეროციკლურ ნაერთებს უწოდებენ.
ორგანული ნაერთების კლასიფიკაცია აღნაგობის მიხედვით :

You might also like