You are on page 1of 30

მოლი

არაორგანული ქიმია
გიორგი ღოღობერიძე
რას შეისწავლის ქიმია და რა არის
ქიმიური რეაქცია?
• ნივთიერებას, მის თვისებებს, გარდაქმნებს და ამ
გარდაქმნების თანმხლებ მოვლენებს სწავლობს ქიმია.
• ქიმიური რეაქცია ეს არის ერთი ნივთიერებიდან მეორე,
ახალი, ნივთიერების მიღება.
• ქიმიური რეაქციის დასახასიათებლად და შესასწავლად
მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რა სახის ნივთიერებები
შედის რეაქციაში, ასევე ისიც, თუ რა თანაფარდობით შედიან
ერთმანეთთან.
• ანუ ქიმიურ რეაქციას ვახასიათებთ რაოდენობრივად და
თვისობრივად.
რა არის მოლი?
• ნივთიერების რაოდენობის საზომი ერთეულია მოლი
• მოლი აღინიშნება ბერძნული ნიუ ასოთი.
• ერთი მოლი ეს არის ნივთიერების ის რაოდენობა, რომელიც
შეიცავს იმდენივე სტრუქტურულ ნაწილაკს, რამდენიც არის 12
გრამ 12C იზოტოპში.
• თუ ჩვენ გვეცოდინება, რამდენი ატომია ნახშირბად-12-ში (12C),
იმდენივე იქნება ნებისმიერი ელემენტის 1 მოლში.
• 1 ატომის მასა არის 1, 992 x ×1023 გრამი.
• ანუ 1 ატომი ნახშირბადი არის 1, 992 x ×1023 გრამი.
• 12 გრამ ნახშირბადში იქნება ატომების რაღაც X რაოდენობა.
• X= 12/ 1, 992 x ×1023 = 6.02214076×1023 მოლი−1.
რა არის ავოგადროს მუდმივა?
• ავოგადროს მუდმივა ეს არის 1 მოლში შემავალი ნაწილაკების
რაოდენობა.
• ავოგადროს მუდმივა აღინიშნება NA -თი.
• ავოგადროს მუდმივა უდრის:
• NA = 6.023 ×1023 მოლი−1.
• ანუ 6. 023 000 000 000 000 000 000 000
რა არის სტრუქტურული ნაწილაკი?
• სტრუქტურული ნაწილაკი არის ატომი, იონი ან მოლეკულა.
• 1მოლი გოგირდი (C)= 6.023 ×1023 ატომი
• 1 მოლი ნახშირორჟანგი (CO2) 6.023 ×1023 მოლეკულა
• 1 მოლი NaCl შედგება 6.023 ×1023 ნატრიუმის იონისა და
6.023 ×1023 ქლორის იონისგან.
12 გრამი ნახშირბადი
რა კავშირშია მოლი და მასა?
• n= m/M
რა არის მოლური მასა?
• მოლური მასა არის ფარდობითი მოლეკულური მასა
რიცხობრივად.
• შინაარსობრივად მოლური მასა არის 1 მოლი ნივთიერების
მასა.
• განსხვავება ამ ორ სიდიდეს შორის არის ის, რომ მოლური
მასის (M) ერთეულია გრამ/მოლი, ხოლო ფარდობითი
მოლეკულური მასა (Mr) არის უგანზომილებო სიდიდე.
მოლური მასები სხვადახვა შემთხვევაში:
• 1 მოლი წყალი 18 გრამია
• 1 მოლი გოგირდმჟავა 98 გრამია
• 1 მოლი შაქარი 343 გრამია
გამოთვალეთ, რამდენი მოლია 12,4
გრამი ნატრიუმის ოქსიდი?
• ოქსიდი არის რთული ნივთიერება, რომელიც შედგება ორი
ელემენტისგან, რომელთაგან ერთ-ერთი არის ჟანგბადი
• ნატრიუმის ოქსიდი იწერება ასე: Na2O
• n= m / M
• მნიშვნელში არის მოლური მასა.
• m= 12,4 გრამი.
• M (Na2O)= 2x23 +16=62 გრამ/მოლი
• n= 12,4 გრამი/ 62 გრამ/მოლზე= 0.2 მოლი
რა კავშირშია მოლი და მასა?
• n= N/ NA
• N (მრიცხველი) ეს არის ნაწილაკების რაღაც რაოდენობა
• NA (მნიშვნელი) ეს არის ნაწილაკების რაოდენობა 1 მოლში.
• ნაწილაკი შეიძლება იყოს ატომი, იონი ან მოლეკულა.
რამდენი მოლია 4.8 ×10 23 ატომ
გოგირდში?
• n= N/ NA
• N= 4.8 ×1023
• NA = 6.022 ×1023 მოლი−1.
• n= 0.79 მოლი
გამოთვალეთ ატომების რაოდენობა 1,2
მოლ ნახშირბადში?
• n= 1,2 მოლი
• NA = 6.022 ×1023 მოლი−1.
• N= n x NA = 1,2 x 6.022 ×1023 = 7.2 ×1023
რამდენ მოლეკულას და რამდენ ატომს
შეიცავს 3 მოლი ნახშიორჟანგი (CO2)?
• n=3
• n= N/ NA
• N= n x NA = 3 x 6.022 ×1023 = 18 ×1023 მოლეკულა
• ნახშიორჟანგში (CO2-ში) არის 3 ატომი, ამიტომ 3 მოლში იქნება
3-ჯერ 18 ×1023 მოლეკულა (54 ×1023 ატომი)
რა არის ავოგადროს კანონი?
• სხვადასხვა აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ ფიზიკურ
პირობებში (ერთნაირ წნევასა და ტემპერატურაზე)
მოლეკულების ტოლ რიცხვს შეიცავს.

• შედეგი:
• სხვადასხვა აირის მოლეკულათა ტოლი რიცხვი ერთნაირ
ფიზიკურ პირობებში ტოლ მოცულობებს იჭერს.
• 1 მოლი ნებისმიერი აირი (ჟანგბადი, მეთანი, აზოტი და ა.შ.)
იჭერს 22,4 ლიტრ მოცულობას.
რა კავშირშია მოლი და მოცულობა?
• V= V / Vm
• აქედან Vm არის 1 მოლი აირის მოცულობა და ის ნორმალურ
პირობებში (ნ.პ.) იკავებს 22,4 ლ მოცულობას.
• ანუ 1 მოლი ნებისმიერი აირი იკავებს 22,4 ლ-ს.
რამდენი მოლია 67,2 ლიტრი ნახშირბად
IV-ის ოქსიდი?
• ნახშირბად (IV)-ის ოქსიდია: CO2
• მისი ტრივიალური (ფართოდ გავრცელებული სახელი) არის
ნახშირორჟანგი.
• V= 67,2 ლიტრი /22,4 ლიტრ/მოლი= 3 მოლი ნახშირორჟანგი
რა მოცულობას იკავებს ნ.პ. 0,4 მოლი
წყალბადი?
• ნორმალური პირობების მითითება აუცილებელია
გამოთვლების დროს (ტემპერატურა 0 გრადუსი, წნევა 1
ატმოსფერო)
• ნ.პ. ნებისმიერი აირი იკავებს 22,4 ლიტრს.
• n= 0.4 მოლი
• Vm= 22,4
• V= 0.4 მოლი x 22,4 ლ/მოლი= 8.96 ლიტრი წყალბადი.
6,5 გრამი თუთია რეაგირებს მარილმჟავასთან. რა
მოცულობა წყალბადი გამოიყოფა?
• ეს არის კომბინირებული ამოცანა მასა/მოცულობის:
• Zn + 2HCl → ZnCl2 + H2
• m/M = V/Vm
• თუთიის მოლური მასა 65
• 6.5 / 65 = V / 22.4
• პასუხი: 2,24 ლიტრი.
ერთიანი ეროვნული გამოცდა
ნაწილი მეორე

You might also like