რადიოტრეკერი

You might also like

You are on page 1of 7

რადიოაქტიური ინდიკატორის მეთოდი

მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენების სფეროები, ე.წ. „მშვიდობიანი ატომისა“


იმდენად დიდია, რომ ძალიან ძნელია კონკრეტულად ჩამოვთვალოთ ის სფეროები
და შესაძლებლობები სადაც ისინი არ გამოიყენებიან. ესაა მრეწველობა, ენერგეტიკა,
მეტალურგია, მსუბუქი და კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გეოლოგია და
გეოფიზიკა, მედიცინა და სხვა მრავალი. იზოტოპების გამოყენების საწყის ეტაპზე
განსაკუთრებული როლი მოიპოვა ე.წ. ნიშანდებულმა ატომებმა ანუ რადიაქტიურმა
ინდიკატორებმა.

ამ მეთოდის ძირითადი უპირატესობაა მისი უნარი აღმოჩენილი და გაზომილი იქნას


იზოტოპის უმცირესი რაოდენობა არა მასის განსაზღვრით, არამედ გამოსხივების
საშუალებით. თითქმის ყველა რადიაქტიურ ელემენტს გააჩნია მისი ანალოგი
სტაბილური იზოტოპი(გარდა ტრანსურანებისა). თითოეული
იზოტოპი
განსხვავდება მისი ახლობელი სტაბილურისაგან იმიტ, რომ თავს ავლენს α , β , γ
გამოსხივებით, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს თავისებურ „სავიზიტო
ბარათს“ , რომლის საშუალებითაც არამარტო შეიძლება აქტივობის გაზომვა, არამედ
სხვა მახასიათებლების გაზომვაც. ამ მეთოდის გამოყენება ქიმიაში, ბიოლოგიაში და
მედიცინაში საშუალებას იძლევა აღმოჩენილ იქნას ნივთიერების ძალიან მცირე
dN
რაოდენობა. მართლაც რადიაქტიური დაშლის კანონიდან A= =λN -აქტივობის
dt
ფორმულიდან გამომდინარეობს, რომ ატომების რიცხვი N , მით ნაკლები იქნება, რაც
მეტია მეტია λ -რადიაქტიური დაშლის მუდმივა. მართლაც (იხ.ცხრილი1)ჩანს,რომ
ხანგრძლივ პერიოდიანი იზოტოპების გამოყენება ხელსაყრელი არაა, რადგან ამ
დროს მცირეა დეტექტორის მგრძნობიარობა.

T 1/ 2 ატომების რიცხვი მოლები


−21
1წთ 8.7 ∙ 10
2
1.4 ∙ 10
−19
1სთ 5.2 ∙10
4
0.9 ∙ 10
−17
1დღე 1.3 ∙10
6
0.2 ∙10
−15
1წელი 4.5 ∙ 10
8
0.8 ∙ 10
ეს გამოთვლები ჩატარებულია შემდეგი ფორმულიდან:

λ ∙ m∙ N a ln 2∙ m ∙ N a
A=λN= =
A T 1 /2 ∙ A

სადაც m -იზოტოპის მასაა, A -მისი მასური რიცხვი(ჩვენს შემთხვევაში A =100), ხოლო


N a -ავოგადროს რიცხვია. უკანასკნელ დროს შექმნილმა რადიომეტრულმა
ხელსაწყოებმა საშუალება მისცა მეცნიერებს განესაზღვრათ 10 გრ რაოდენობის
−9

იზოტოპი მინარევში.

უმეტესი ელემენტებისათვის უკვე შექმნილია ნიშანდებული ატომები სხვადასხვა


ქიმიურ შენაერთებში, ქიმიური სინთეზის , იზოტოპური გაცვლისა და ბიოსინთეზის
საშუალებით. ამავე დროს საჭიროა მკაცრად იყოს რეგლამენტირებული დოზების
მნიშვნელობები განსაკუთრებით ბიოლოგიაში და მედიცინაში. ბერილიუმის ,
ფტორის , ნატრიუმის, ალუმინის, ფოსფორის, იოდისთვის არ არსებობს სხვა მეორე
სტაბილური იზოტოპი. ამიტომ ნიშანდებულ ატომებად იყენებენ მათ რადიაქტიურ
ანალოგებს 10Be, 18F, 22Na, 23Na,26Al, 32P, 130 J , 131J, და სხვა. სხვა ელემენტებს : წყალბადი,
ნახშირბადი , ქლორი აქვთ შესაბამისი მარკირების იზოტოპები 3T , 14C , 12C , 36Cl , 38Cl .
სტაბილური ნიშანდებული ატომების აღმოსაჩენად მასს-სპექტრომეტრულ,
ინფრაწითელ და მიკროტალღურ სპექტრომეტრიას; უფრო ზუსტია
რადიოაქტივობის აღმოჩენა უკვე აღნიშნული რადიომეტრული ხელსაწყოებით.
უფრო ხშირად მეცნიერი თვითონ არჩევს ნიშნულს და უმატებს მას სტაბილურ
იზოტოპში, გამომდინარე ექსპერიმენტის რეალობიდან. თუ კონკრეტული
ამოცანისთვის შეუძლებელია ბუნებრივი ნუკლიდების შერჩევა, საჭიროა
ხელოვნური ელემენტები არა „შიშველი“ სახით, არამედ კონკრეტული ქიმიური
შენაერთის შემადგენლობაში, რადგანაც რადიაქტიური ელემენტი ორგანოებში ისევე
იქცევა, როგორც მისი ქიმიური ანალოგი.

არსებობენ ბუნებრივი რადიოაქტიური ინდიკატორებიც. მათ შორის რადიოაქტიური


40
K(კალიუმი), რომელიც არარადიაქტიურის სულ 0.0119% შეადგენს. იგი γ -
გამომსხივებელია E γ=1440კევ ენერგიით, კარგად იზომება γ -სპექტრომეტრებზე და
კალიუმის ჯამური რაოდენობის მიხედვით შეიძლება ზუსტად განისაზღვროს
კალიუმის ქცევა ამა თუ იმ სისტემაში. მაგალითად კარგადაა ცნობილი,რომ ცოცხალი
უჯრედები აქტიურად იმარაგებენ გარემომცველი ბუნებიდან K+ იონებს . 40
K
ნიშანდებული ატომების საშუალებით შეიძლება თვალი მივადევნოთ ამ პროცესს და
განვსაზღვროთ თუ რამდენი კალიუმი ილექება უჯრედის შიგა ნაწილზე, როცა
ლოკალურ ადგილებში ის ქმნის მუხტს. ამავე დროს შეიძლება იმის დადგენაც თუ
კალიუმის რა ნაწილი გამოიდევნება გარეთ უჯრედის აღგზნების დროს. ამრიგად
ბუნებრივი ნიშნულის მიხედვით, შეიძლება მივიღოთ ბევრი ინფორმაცია თუ როგორ
ხდება ნივთიერებათა ცვლა უჯრედებში და როგორია მისი ურთიერთქმედება
გარემოსთან. რადიაქტიური ინდიკატორების გამოყენებამდე რამდენადმე
ბუნდოვანი იყო ორგანიზმებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისა და გარდაქმნების
პროცესები. მაგალითად, რა ხდება ორგანიზმში ცხიმებისა და ცილების მიღების
შემდეგ, რომლებსაც ასე ბევრს ვღებულობთ? ეს რომ დავადგინოთ საჭიროა ძალიან
მცირე რაოდენობის წყალბადის ატომები შევცვალოთ მისი რადიოაქტიური
იზოტოპით ტრიტიუმით (3T). ამის შემდეგ მისი აღმოჩენა აპარატურით ძალიან
მარტივია. აღმოჩნდა, რომ ცხიმები გროვდებიან ორგანოების გარკვეულ ადგილებში.
ორგანიზმში ხდება მისი გაყოფა და უკვე დაგროვილი ცხიმებით ხდება მარაგის
შევსება. ცნობილია, რომ უჯრედებში იმყოფებიან ბიოკატალიზატორები-
ფერმენტები, რომლებიც იწვევენ რთული მოლეკულების გახლეჩას. ორგანიზმში
გამუდმებით მიმდინარეობს ორი პროცესი -დაშლა და სინთეზი, ხოლო უცვლელია
ორივე პროცესის ბალანსი, ხოლო მატება კი ზედმეტობა სინთეზისა დაშლასთან
შედარებით.

მეთოდი გამოიყენება:

1.პროცესების შესწავლა, რომლებიც დაკავშირებულია ნივთიერების


გადაადგილებასთან(დიფუზიის პარამეტრების განსაზღვრა, გაცვლითი რეაქციების
ფაქტის დადგენა(საკვლევი სისტემის ჰერმეტიზაციის კონტროლი და სხვა.)

შესაბამისი ექსპერიმენტები შეიძლება მოიცავდნენ რადიოაქტიურ შრეებში


აქტივობის განსაზღვრას , მყარი ფაზის ნივთიერებისათვის სხვადასხვა მანძილზე
წერტილიდან, რომელზედაც დატანილია რადიაქტიური ინდიკატორი - ნიშნულა.

2. მოლეკულური სტრუქტურისა და ქიმიური რეაქციის მექანიზმის შესწავლა.


მაგალითად, როცა ადგილი აქვს ორი ნივთიერების სინთეზს, რომელთაგანაც
ერთერთი მონიშნულია რადიაქტიურად. სინთეზირებული ნაერთის დაშლის
შემდეგ შეისწავლება აქტივობის განაწილება დაშლის პროდუქტებში. განვიხილოთ
2−¿¿
კონკრეტული მაგალითი- ქიმიური ნაერთი ტიოსულფატანიონი S2 O3 . ამ
ნაერთისათვის თავდაპირველად შესაძლებელია კავშირის ორი ფორმის არსებობა
(1)

კავშირის ტიპის დასადგენად საკმარისია მოვახდინოთ ტიოსულფატის სინთეზირება


„მონიშნულ“ ელემენტარულ გოგირდთან
35
(¿ S , β−აქტიური , E β =167 კევ , T 1 /2=87 დღე)¿ . ტიოსულფატანიონი წარმიქმნება
max

ნატრიუმის სულფიტის ხსნარისა და ელემენტარული გოგირდის ფხვნილის


დუღილისას (რეაქცია (2)):
35 35 2−¿¿

S O 2−¿+¿
3
S → SS O3 ¿¿
(2)

2−¿¿
ამის შემდეგ S2 O3 ანიონს შლიან მჟავის დამატებით და შემდეგ განსაზღვრავენ
აქტივობის განაწილებას რეაქციის პროდუქტებში.

35
S S O2−¿→ (3)
35 2−¿ ¿
S ↓+S O 3 ¿
3

მოცემულ შემთხვევაში ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აქტივობა კვლავ განპირობებულია


ელემენტარული გოგირდით, რომელიც გამოიყოფა ნალექის სახით (რეაქცია (3)). ეს
ნიშნავს იმას, რომ ტიოსულფატ-ანიონში გოგირდის ატომები არ არიან
თანაბარუფლებიანი, რაც შეესაბამება იმას, რომ ფორმა ა)-(1) გამოირიცვხა და
რეალიზებულია ბ) სტრუქტურა

(4)

მონიშნული ნაწილაკების ანალიტიკური გამოყენება

არსებობს რამოდენიმე შესაძლებლობა მცირედ ხსნადი ნივთიერების


კონცენტრაციის განსაზღვრისა თხევად და მყარ ფაზას შორის. ამ მიზნით
გამოიყენება საკვლევი ნიმუშის აქტივაციის მეთოდი. საწყის მომენტში ხდება
მცირედ ხსნადი ნივთიერების აქტივაცია ნეიტრონების ან გამა დასხივებით.
ყველაზე გავრცელებულია ნეიტრონული აქტივაციის მეთოდი. პრინციპი
მდგომარეობს შემდეგში: ერთმანეთს დარდება აქტივირებული ელემენტის აქტივობა
ანალიზირებულ ნივთიერებაში(პროპორციულია ამ ელემენტის შემცველობისა) და
ეტალონის აქტივობა, რომელიც სხივდება იდენტურ პირობებში.

რადიოაქტიური ინდიკატორის მეთოდი გამოიყენება ნივთიერების ნებისმიერ


აგრეგატულ მდგომარეობაში. თუმცა ის იძლევა არაპირდაპირ ინფორმაციას
ნივთიერების კრისტალური და ელექტრონული სტრუქტურის შესახებ. ამის გრდა
ყოველთვის რთულია „რადიოაქტივობასთან“ მუშაობა „ღია“ პირობებში.

მონიშნული ატომები(იზოტოპური ინდიკატორები) – იზოტოპები, როცა ხდება მათი


დამატება საკვლევ ნივთიერებაში, ასრულებენ ინდიკატორის როლს. მათი საშუალებით
შესაძლებელია დინამიკაში გამოკვლეულ იქნას ქიმიური ელემენტების ატომების
ფუნქციონირების როლი ნივთიერებაში. .
მონიშნული ატომები უნდა აკმაყოფილებდნენ ორ აუცილებელ პირობას: 1) ისინი უნდა
წარმოადგენდნენ იმ ქიური ელემენტების იზოტოპებს, რომლისგანაც შედეგება და რომელთა
როლი შეისწავლება საკვლევ ობიექტში; 2) მათი არსებობა და გადაადგილების გზების
დადგენა უნდა იყოს შედარებით მარტივი და ცალსახად რეალიზებადი. ეს პირობა მარტივად
შესრულებადია, თუ იზოტოპური ინდიკატორი იქნება რადიოაქტიური. ამ შემთხვევაში
ხდება რადიოაქტიური გამოსხივების რეგისტრირება და შედეგად იოლია მოცემული
ქიმიური ელემენტის ლოკალიზაციისა და მიგრაციის თავისებურება საკვლევ გარემოში.
მაგალითად თუ საჭიროა რომელიმე ბიოლოგიურ ობიექტში ფოსფორის(ბუნებაში
გავრცელებულია სტაბილური Р-ფოსფორი) როლის შესწავლა , მაშინ მასში ამატებენ,
31

მიკროსკოპული რაოდენობის, ხელოვნურად მიღებულ – 32


Р. ეს იზოტოპი ბეტა
რადიოაქტიურია იშლება და ასხივებს ელექტრონს. მისი ნახევარდაშლის პერიოდია 14.3დღე.
ამრიგად ფოსფორის როლი (მისი მიგრაცია, ლოკალიზაცია, დაგროვება და გამოსვლა)
საკვლევ ბიოლოგიურ ობიექტში შესაძლებელია გამოკვლეულ იქნას დეტექტორებით,
−¿¿
რადიაქტიური დაშლის პროდუქტის β - ნაწილაკების რეგისტრაციის საშუალებით.
მონიშნული ატომების მეთოდი გვეხმარება ქიმიური რეაქციის მექანიზმის დადგენაში,
მოლეკულის სტრუქტურის განსაზღვრაში. ის გამოიყენება ფიზიკაში, ქიმიაში,
ბიოლოგიაში(ცოცხალ უჯრედში ქიმიური ნაერთის სინთეზი და დაშლა, ნივთიერებათა
ცვლა) , მედიცინაში(დიაგნოსტიკა, წამლების მოქმედების დინამიკა) და ტექნიკაში.
ფარისებრი ჯირკვლის სცინტიოგრამა–ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებადი
ქსოვილის ვიზუალიზაცია მონოვალენტური ანიონების
საშუალებით - ქსოვილში გაძლიერებული და შემცირებული
მეტაბოლიზმის არეების დადგენა.
ისეთ ელემენტებს როგორებიცაა წყალბადი , ნახშირბადი, გოგირდი, ქლორი, ტყვია
გაააჩნიათ გამოსაყენებლად მოხერხებული როგორც სტაბილური — 2H, 13C, 34S, 35Cl, 37Cl, 204РЬ,
ასევე რადიაქტიური იზოტოპები — 3H, 11C, 14C, 35S, 36C1, 212РЬ. აზოტისა და ჟანგბადის
იზოტოპების სახით ხშირად გამოიყენებენ სტაბილურ 15N და18O იზოტიპებს.

ელემენტებისათვის(Be, F, Na, Al, P, I), რომლებიც ბუნებაში არსებობენ მხოლოდ


სტაბილურ მდგომარეობაში, გამოიყენებენ ხელოვნურად მიღებულ რადიაქტიურ
იზოტოპებს. პრაქტიკაში კვლევითი მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენებენ 3H, 14C,
32
P, 35S, 45Ca, 51Cr, 59Fe, 60Co, 89Sr,95Nb, 110Ag, 131I და სხვა რადიაქტიურ იზოტოპებს.
რადიოიზოტოპების შერჩევა ხდება მისი ბირთვული მახასიათებლებით:
ნახევარდაშლის პერიოდი, გამოსხივების ტიპი და ენერგია. ინდიკაციისათვის
გამოიყენებენ ისეთ იზოტოპებს რომელთა ნახევარდაშლის პერიოდში
შესაძლებელია კვლევების სრულად-ეფექტურად ჩატარება. იზოტოპის რაოდენობა
უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ მან გავლენა ვერ მოახდინოს საკვლევ ბიოლოგიური
ობიექტის სიცოცხლისუნარიანობაზე. სტაბილური იზოტოპების კვლევისათვის
ანალიზის ძირითად მეთოდს წარმოადგენს მასს-სექტროსკოპული მეთოდი
( მგრძნობიარობა 10-4% , სიზუსტით 0,1—1% მგ გარკვეული წილის მასის
ნიმუშისათვის). სულ უფრო გამოყენებადი ხდება სპექტრალური და პარამაგნიტური
რეზონანსის მეთოდები. დეიტერიუმი, 18O და ზოგიერთი სხვა იზოტოპები
განისაზღვრება გარდატეხის მაჩვენებლის, სითბოგამტარობის, კონცენტრაციის
განსაზღვრით, როგორც თვითონ ელემენტარული ნივთიერებისათვის, ასევე მისი
ნაერთისთვის. რადიოაქტიური იზოტოპები განისაზღვრებიან მათი გამოსხივების
რეგისტრაციის მიხედვით გეიგერისა და სცინტილაციური მთვლელების
საშუალებით. ასე მაგალითად გეიგერის მთვლელის საშუალებით შეიძლება
დაფიქსირდეს 10-11გ ნახშირბადის იზოტოპის14C-ის გამოსხივება, 10-16გ ფოსფორის 32Р
+¿¿
და იოდის131I იზოტოპების გამოსხივება, 10-19გრ ნახშირბადის იზოტოპის 11C-ის β
გამოსხივება და ა.შ. თანამედროვე თხევადი სცინტილაციურ მთვლელები
საშუალებას იძლევიან დიდი ეფექტურობით და სიზუსტით დაფიქსირდეს(3H, 14C,
35
S)იზოტოპების რბილი-ბეტა გამოსხივება.

ნახევარდაშლის პერიოდია 20.364წთ.

You might also like