You are on page 1of 11

ხსნარები

ხსნარები დისპერსიულ სისტემებს წარმოადგენს. დისპერსიული ეწოდება მიკროჰე-


ტეროგენურ სისტემებს, რომელშიც ერთი ნივთიერების ნაწილაკები განაწილებულია
მეორე ნივთიერების ნაწილაკებს შორის.
განასხვავებენ: უხეშ-დისპერსიული სისტემები – სუსპენზიები და ემულსიები
(ნაწილაკების ზომა 1 მკ (10-4 სმ)-ზე მეტი, კოლოიდური ხსნარები (1-0,1 მკ-ის რიგის),
კოლოიდური ხსნარები წარმოადგენენ ორფაზიან სისტემებს, რომლებიც შედგება
დისპერსიული არისაგან და დისპერსიული ფაზისაგან. კოლოიდურ ხსნარებს ზოლები
ეწოდება. კოლოიდურ ხსნარებს ახასიათებთ ტინდალის მოვლენა – თუ მასში
გავატარებთ სინათლის კონას, წარმოიქმნება განათებული კონუსი.
ზოლის ნაწილკების გამოსალექად საჭიროა მათი უფრო დიდი ზომის ნაწილაკებად
შეერთება. ამ პროცესს კოაგულაცია ეწოდება. დიდი ნაწილაკების გამოლექვას სიმძიმის
ძალის გავლენით სედიმენტაცია ეწოდება.
ჭეშმარიტია ხსნარი, რომელშიც გახსნილი ნივთიერება დანაწილებულია მოლე-
კულებამდე ან იონებამდე.
ჭეშმარიტი ხსნარი წარმოადგენს ცვლადი შედგენილობის მქონე ჰომოგენურ სის-
ტემას, რომელიც შედგება გამხსნელისაგან, გახსნილისაგან და მათი ურთიერთქმედების

პროდუქტებისაგან. მაგ.: H2SO4-ის წყალხსნარი შედგება: H+, H SO4 , SO42 -ისაგან.

გამხსნელი ხსნარის იმ კომპონენტს ეწოდება, რომელიც იმავე აგრეგატულ მდგომა-


რეობაშია, როგორც ხსნარი. თუ ორივე ერთსა და იმავე აგრეგატულ მდგომარეობაშია,
გამხსნელი ის ნივთიერებაა, რომელიც ხსნარში მეტი რაოდენობით შედის.
ხსნარი არც ნაერთია და არც ნარევი, მას უკავია შუალედური მდგომარეობა.
გახსნის პროცესების შესახებ ორი ძირითადი თეორია არსებობს: ფიზიკური და ქი-
მიური. ფიზიკური თეორიის (ვანტ-ჰოფი, არენიუსი) მიხედვით გამხსნელი განიხილება
ინერტულ არედ, რომელშიც თანაბრად არის განაწილებული გახსნილი ნივთიერების
ნაწილაკები. მათ შორის ქიმიური ურთიერთქმედება არ არსებობს. ქიმიური თეორიის
საფუძვლები შეიმუშავა მენდელეევმა. ამ თეორიის მიხედვით გამსხნელსა და გახსნილ

1
ნივთიერებებს შორის არსებობს ქიმიური ურთიერთქმედება. – მიიღება
კომპლექსები(სოლვატები) – (წყალხსნარებში ადგილი აქვს ჰიდრატაციას).
გახსნის ენთალპია ( სითბური ეფექტი)
ენთალპიის ცვლილებას, რომელსაც ადგილი აქვს 1 მოლი ნივთიერების გახსნისას,
გახსნის ენთალპია ეწოდება.
კრისტალური ნივთიერების გახსნა ძირითადად ორი პროცესისაგან შედგება. პირ-
ველზე ხდება კრისტალური მესრის რღვევა, რაზეც ენერგია იხარჯება (ენდოთერმული)
ΔH>0. მეორე სტადიაზე ხდება მიღებული ნაწილაკების (მოლეკულების ან იონების)
ჰიდრატაცია (ზოგადად – სოლვატაცია), რის შედეგადაც სითბო გამოიყოფა (ეგზოთერ-
მული) ΔHჰიდრ < 0. ამგვარად, გახსნისას ენტროპია:
ΔHგახს.= ΔHკრ. + ΔHჰიდრ.
თუ | ΔHკრ. | > |ΔHჰიდრ.|, ΔHგახს. > 0 და გახსნა ენდოთერმულია. თუ | ΔHკრ. | < |ΔHჰიდრ.|,
ΔHგახს. < 0 და პროცესი ეგზოთერმულია.
აირებს კრისტალური მესერი არ გააჩნიათ, ამიტომ მათი გახსნა წარმოადგენს
მოლეკულების ჰიდრატაციას, რომელიც ეგზოთერმული პროცესია (ამიტომაცაა, რომ
ტემპრატურის აწევით აირების ხსნადობა მცირდება). ხაზგასმით აღვნიშნავთ! – გახსნა
ყოველთვის მიმდინარეობს ენტროპიის გაზრდით.
მყარი ნივთიეების გახსნისას დგება მომენტი, როდესაც ხსნარში გადასული და
ხსნარიდან გამოყოფილი ნაწილაკების რიცხვი ტოლი ხდება. ამ დროს მყარდება
დინამიკური წონასწორობა ნივთიერების გახსნილ და გაუხსნელ ნაწილაკებს შორის.
ხსნარს, რომელშიც მოცემული ნივთიერება მოცემულ ტემპერატურაზე მეტი აღარ
გაიხსნება ნაჯერი ხსნარი ეწოდება
ხსნარი უჯერია, თუ მცემულ ტემპერატურაზე მოცემული ნივთიერება შეიძლება
კიდევ გაიხსნას. არსებობს– ზენაჯერი ხსნარი, რომელიც უფრო მეტ გახსნილ
ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე შესაბამისი ნაჯერი ხსნარი.
ნივთიერების ხსნადობის რაოდენობრივი მახასიათებელია ხსნადობის კოეფიციენ-
ტი, რომელიც არის მოცემულ ტემპერატურაზე ნივთიერების მასის ფარდობა
გამხსნელის მოცულობასთან. ხსნადობის განზომილებაა გ/ლ:

2
mnivT .
S=
Vgamxs.

ხსნადობის მიხედვით განასხვავებენ: კარგად ხსნადი (100 გრამ წყალში 10 გრამზე


მეტი ნივთიერება), მცირედ ხსნადი (100 გრამ წყალში 1 გრამზე ნაკლები) და პრაქტიკუ-
ლად უხსნად (100 გრამ წყალში 0,01 გრამზე ნაკლები ნივთიერება). აბსოლუტურად
უხსნადი ნივთიერება არ არსებობს.
მყარ ნივთიერებათა ხსნადობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტემპერატურა-
ზე. მყარი ნივთიერების უმრავლესობის ხსნადობა ტემპერატურის გაზრდით იზრდება,
ზოგის – თითქმის არ იცვლება, ზოგის – მცირდება.
აირადი ნივთიერების ხსნადობა. აირის წყალში გახსნა ეგზოთერმული პროცესია,
ამიტომ ტემპერატურის აწევისას მცირდება. სითხეში აირის ხსნადობა წნევის გაზრდი-
სას იზრდება. არსებობს ორი კანონი.
ჰენრის კანონი. მუდმივ ტემპერატურაზე გახსნილი აირის მასა, ხსნარის ზემოთ
მისი წნევის პირდაპირპროპორციულია:
ρ = kP
სადაც: ρ აირის მასური წილია ხსნარში, k – პროპორციულობის კოეფიციენტი (ჰენრის
მუდმივა), P – აირის წნევა ხსნარს ზემოთ.

ხსნარის შედგენილობის რაოდენობრივი გამოსახვის ხერხები


1. გახსნილი ნივთიერების მასური წილით ()
m(gaxsn.)
 ; ·100= (%)
m(xsnari)

2. გახსნილი ნივთიერების მოლური წილი (φ(x))


n(x)
φ(x)=
n ( x )  n gamxsn.

სადაც: n(x) – გახსნილის მოლების რიცხვია, nგამხს. – გამხსნილის მოლების რიცხვი.


3. გახსნილი ნივთიერების მოლური კონცენტრაცია (Cx):
n(x)
Cx 
V(xsn.)

3
მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს 1 ლიტრ ხსნარში გახსნილი ნივთიერების მოლების
რაოდენობას.
4. ხსნარის მოლარობა. (Cm) გვიჩვენებს გახსნილი ნივთიერების მოლების რიცხვის
ფარდობას გამხსნელის მასასთან(კგ):
nx
Cm ( x) 
M x  m(gamxsn.)

5. ხსნარის ნორმალობა განისაზღვრება გახსნილი ნივთიერების ეკვივალენტური


რაოდენობის ფარდობით ხსნარის მოცულობასთან(ლ):
nekv.
Cekv.( x) 
Vxsn.

ამგვარად, ნორმალობა გვიჩვენებს, თუ რამდენ მოლიეკვივალენტ ნივთიერებას


შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი.
გავიხსენოთ ფორმულები:
Mr Mr
ეკვ. მჟავა = ; ეკვ. ფუძე = ;
fuZianoba mJauroba

Mr
ეკვ. მარილი =
metalis atomebis ricxvi  valentoba

6. ტიტრი გახსნილი ნივთიერების მასაა გრამებით, რომელსაც შეიცავს 1 მგ ხსნარი.

ხსნარების კოლიგატიური თვისებები


კოლიგატიური თვისებები ხსნარების ისეთ თვისებებს ეწოდება, რომლებიც ხსნარ-
ში არსებულ ნაწილაკთა რიცხვზეა დამოკიდებული.
ნახევრადშეღწევადი მემბრანის გავლით (რომელიც ატარებს მხოლოდ გამხსნელის
და არა გახსნილის მოლეკულებს) მიმდინარე გამხსნელის ცალმხრივ დიფუზიას ოსმოსი
ეწოდება. ოსმოსური ეწოდება წნევას, რომელიც მოქმედებს ნახევრადშეღწევად
მემბრანაზე კონცენტრირებული ხსნარის მხრიდან და წყვეტს ოსმოსის მოვლენას.

4
არსებობს ვანტ-ჰოფის ფორმულა, რომელიც გამოხატავს არაელექტროლიტთა გან-
ზავებული ხსნარებისათვის ოსმოსური წნევის ხსნარის კონცენტრაციაზე და ტემპერა-
ტურაზე დამოკიდებულებას:
m
πოსმ. = CMRT = RT
M
CM – მოლური კონცენტრაცია.
ხსნარებს, რომელთა ოსმოსური წნევა სტანდარტული ხსნარის ოსმოსური წნევის
ტოლია, იზოტონური ხსნარები ეწოდება, უფრო მაღალი ოსმოსური წნევის ხსნარებს –
ჰიპერტონური, უფრო დაბალს – ჰიპოტონური.
სისხლის ოსმოსური წნევა 370C-ზე 7,4-7,8 ატმოსფეროს ტოლია. ასეთ წნევას ავითა-
რებს 0,86%-იანი NaCl-ის ხსნარი, რომელიც სისხლის იზოტონურია. მას ფიზიოლო-
გიური ხსნარი ეწოდება.
სუფთა გამხსნელთან შედარებით, ხსნარის ზედაპირზე არსებული ორთქლის წნევა
ყოველთვის უფრო დაბალია. წნევის ამ დაწევას გამოსახავს რაულის კანონი (1883):
p0  p n
ორთქლის წნევის ფარდობითი დაწევა  .
p0 n  n0

სადაც: p0 – სუფთა გამხსნელის ზედაპირზე ნაჯერი ორთქლის წნევაა, p – ხსნარის


ზედაპირზე, n – გახსნილი ნივთიერების მოლების რაოდენობა.
რაულმა დაადგინა კანონზომიერება – სუფთა გამხსნელთან შედარებით ხსნარის
დუღილის ტემპერატურის აწევა და გაყინვის ტემპერატურის დაწევა გახსნილი ნივთიე-
რების მოლალური კონცენტრაციის პროპორციულია:
Δtდუღ. = ECm; Δtგაყინვ. = KCm
სადაც: E არის ებულიოსკოპული მუდმივა; K – კრიოსკოპული მუდმივა, Cm –
გახსნილის მოლების რიცხვი 1000 გ გამსნელში; E და K დამოკიდებულია გამხსნელის
ბუნებაზე.

5
წყლის დისოციაცია. წყალბადის მაჩვენებელი

სუფთა წყალი ძალიან ცუდად ატარებს ელექტრულ დენს, მაგრამ მაინცაა


შესაძლებელი ელექტროგამტარებლობის გაზომვა. ეს აიხსნება წყლის მოლეკულის
მცირე დისოციაციით:

H2O ⇄ H+ + OHˉ

სუფთა წყლის ელექტროგამტარებლობის მნიშვნელობის მიხედვთ შეიძლება


წყალბადის და ჰიდროქსილ-იონების კონცენტრაციების გამოთვლა. 250C-ზე ის ტოლია
10-7 მოლი/ლ-ის. წყლის დისოციაციის მუდმივა გამოსახება.

[H  ][ OH  ]
K=
[ H 2 O]

ეს ტოლობა შეიძლება დავწეროთ შემდეგნაირად:


[H+][OHˉ] = [H2O]K
რადგანაც წყლის დისოციაციის ხარისხი ძალიან მცირეა, წყალში არადისოცირებუ-
ლი H2O მოლეკულების კონცენტრაცია პრაქტიკულად ტოლია წყლის საერთო კონცენ-
ტრაციის (1 ლ შეიცავს 1000 გ წყალს ანუ 1000 : 18,02 = 55,55 მოლს). ტოლობაში [H2O]K
ნამრავლის ახალი მუდმივით – K H 2 O -ით შეცვლისას, მივიღებთ:

[H+][OHˉ] = K H 2 O

წყლისა და განზავებული წყალხსნარებისათვის მუდმივ ტემპერატურაზე წყალბად-


იონებისა და ჰიდროქსილიონების კონცენტრაციათა ნამრავლი მუდმივი სიდიდეა. ამ
მუდმივ სიდიდეს ეწოდება წყლის იონური ნამრავლი. სუფთა წყალში 250C-ზე
[H+]=[OHˉ] = 1·10-7 მოლი/ლ. ამიტომ, აღნიშნული ტემპერატურისათვის K H 2 O = 10-7·10-7 =

10-14.
ხსნარებს, რომლებშიც წყალბადის და ჰიდროქსილ-იონების კონცენტრაციები ერთ-
ნაირია, ეწოდება ნეიტრალური ხსნარები. 250C-ზე, როგორც უკვე იყო ნათქვამი, ნეიტ-
რალურ ხსნარებში, როგორც წყალბად-იონების, ისე და ჰიდროქსილ-იონების კონცენტ-
რაცია 10-7 მოლი/ლ-ის ტოლია. მჟავა ხსნარებში მეტია წყალბად-იონების კონცენტრა-
ცია, ტუტე ხსნარებში – ჰიდროქსილ-იონებისა. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ხსნარის
არე, წყალბადიონებისა და ჰიდროქსილიონების კონცენტრაციათა ნამრავლი მუდმივი

6
რჩება. თუ, მაგალითად, სუფთა წყალს დავუმატებთ იმდენ მჟავას, რომ წყალბადიო-
ნების კონცენტრაცია გაიზარდოს 10-3 მოლი/ლ-მდე, მაშინ ჰიდროქსიდ-იონების კონ-
ცენტრაცია შემცირდება ისე, რომ [H+][OHˉ] დარჩება 10-14-ის ტოლი. მაშასადამე, ასეთ

1014
ხსნარში ჰიდროქსილ-იონების კონცენტრაცია იქნება [OHˉ]= 3
 1011 . პირიქით, თუ
10
დავუმატებთ წყალს ტუტეს და ამით გავზრდით ჰიდროქსილ-იონების კონცენტრაციას,
მაგალითად, 10-5-მოლი/ლ-მდე, მაშინ წყალბად-იონების კონცენტრაცია გახდება

1014
5
 10 9 მოლი/ლ.
10
ხსნარის როგორც მჟავა, ისე ტუტე გარემო შეიძლება რაოდენობრივად დახასიათდეს
წყალბადიონების კონცენტრაციით:
ნეიტრალური ხსნარი [H+] = 10-7 მოლი/ლ
მჟავე ხსნარი [H+] > 10-7 მოლი/ლ
ტუტე ხსნარი [H+] < 10-7 მოლი/ლ
წყალბადიონების კონცენტრაციის ნაცვლად იყენებენ მის ათობით ლოგარითმს,
აღებულს შებრუნებული ნიშნით. უკანასკნელ სიდიდეს ეწოდება წყალბადის მაჩვენებე-
ლი და აღინიშნება pH-ით:
pH = -lg[H+]
მაგალითად, თუ [H+] = 10-5 მოლი/ლ, მაშინ pH = 5; თუ [H+] = 10-9 მოლი/ლ, მაშინ pH =
9 და ა.შ. აქედან ცხადია, რომ ნეიტრალურ ხსნარში ([H+] = 10-7 მოლი/ლ) pH = 7; მჟავა
ხსნარშებში pH<7 და მით ნაკლებია, რაც უფრო მჟავეა ხსნარი. ტუტე ხსნარებში
პირიქითაა: pH>7 და მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტია ხსნარის ტუტიანობა.
pH-ის გაზომვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ხსნარის რეაქცია თვისებრივად
შეიძლება განისაზღვროს სპეციალური რეაქტივების საშუალებით, რომელთაც ეწოდე-
ბათ ინდიკატორები და რომელთა შეფერვა იცვლება წყალბადიონების კონცენტრაციაზე
დამოკიდებულებით. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინდიკატორებია: მეთილნარინჯი,
მეთილწითელი, ფენოლფტალეინი, ლაკმუსი ცხრილში №4 მოცემულია ზოგიერთი
ინდიკატორის დახასიათება.
pH-ის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალი პროცესისათვის. ასე, მაგალი-
თად, ადამიანისა და ცხოველების სისხლის pH არის მუდმივი სიდიდე.

7
ცხრილი 4
უმნიშვნელოვანესი ინდიკტორები

ინდიკატორის ფერი სხვადასხვა გარემოში

მჟავე ნეიტრალური ტუტე

მეთილნარინჯი წითელი ნარინჯისფერი ყვითელი


(pH<3,1) (3,1<pH< 4,4) (pH>4,4)
მეთილწითელი წითელი ნარინჯისფერი ყვითელი
(pH<4,2) (4,2<pH<6,3) (pH>6,3)
ფენოლფტალეინი უფერული ბაცი ჟოლოსფერი ჟოლოსფერი
(pH<8) (8,0pH<9,8) (pH>9,8)
ლაკმუსი წითელი იისფერი ლურჯი
(pH<5) (5<pH<8) (pH>8)

ელექტროლიტების ხსნარები

მარილების, მჟავებისა და ფუძეების ხსნარების თავისებურებები. ჩვენ გავეცანით


კანონებს, რომლებიც სამართლიანია განზავებული ხსნარებისთვის. მაგრამ არსებობს
ნივთიერებები, რომელთა ხსნარები არ ემორჩილება განხილულ კანონებს. ეს ნივთიე-
რებებია მარილები, მჟავები და ტუტეები. მათთვის ოსმოსური წნევა, ორთქლის წნევის
დაწევა, დუღილის და გაყინვის ტემპერატურათა ცვლილება ყოველთვის მეტია, ვიდრე
ეს ხსნარის კონცენტრაციას შეესაბამება. ოსმოსური წნევის სიდიდე გამოისახება
ტოლობით: P=1000CRT. ოსმოსური წნევის ეს ტოლობა ელექტროლიტების ხსნარების-
თვისაც რომ გაევრცელებინა, ვანტ-ჰოფმა მასში შეიტანა შესწორების კოეფიციენტი i
(იზოტონური კოეფიციენტი), რომელიც უჩვენებს, თუ რამდენჯერ მეტია მოცემული
ხსნარის ოსმოსური წნევა ,,ნორმალურზე”: P = 1000 i CRT.
i კოეფიციენტი თითოეული ხსნარისათვის განისაზღვრება ექსპერიმენტულად.
მაგალითად, ორთქლის წნევის დაწევის, ან გაყინვის ტემპერტურის დაწევის, ან დუღი-
ლის ტემპერატურის აწევის მიხედვით.

P'-ით, t duR . -ით, t gay. -ით აღვნიშნოთ შესაბამისად, ხსნარის ოსმოსური წნევა, დუ-
' '

ღილის ტემპერატურის აწევა და გაყინვის ტემპერატურის დაწევა ხსნარისა, რომელიც

8
არ ექვემდებარება ვანტ-ჰოფისა და რაულის კანონებს, ხოლო P, Δtდუღ. და Δtგაყ. –შესაბა-
მისად, იყოს იმავე სიდიდეების თეორიული გაანგარიშებით მიღებული მნიშვნელობები
ხსნარის კონცენტრაციის მიხედვით. i კოეფიციენტი შეიძლება გამოისახოს შემდეგი
თანაფარდობით:

P' t duR . t gay.


' '

i  
P t duR . t gay.

ყველა მარილისათვის, რომელიც წარმოქმნილია ერთვალენტიანი მეტალებით და


ერთფუძიანი მჟავებით, მათი ხსნარების საკმაოდ განზავებისას i კოეფიციენტი უახ-
ლოვდება 2-ს. მარილებისათვის, რომლებიც წარმოქმნილი არიან ორვალენტიანი მეტა-
ლებითა და ერთფუძიანი მჟავებით – 3-ს.
ამგვარად, მარილები, მჟავები და ფუძეები წყალში გახსნისას ქმნიან გაცილებით
მეტ ოსმოსურ წნევას, ვიდრე ყველა სხვა ნივთიერებათა ეკვიმოლური რაოდენობა.

წყლის დისოციაცია. წყალბადის მაჩვენებელი

სუფთა წყალი ძალიან ცუდად ატარებს ელექტრულ დენს, მაგრამ მაინცაა


შესაძლებელი ელექტროგამტარებლობის გაზომვა. ეს აიხსნება წყლის მოლეკულის
მცირე დისოციაციით:

H2O ⇄ H+ + OHˉ

სუფთა წყლის ელექტროგამტარებლობის მნიშვნელობის მიხედვთ შეიძლება


წყალბადის და ჰიდროქსილ-იონების კონცენტრაციების გამოთვლა. 250C-ზე ის ტოლია
10-7 მოლი/ლ-ის. წყლის დისოციაციის მუდმივა გამოსახება.

[H  ][ OH  ]
K=
[ H 2 O]

ეს ტოლობა შეიძლება დავწეროთ შემდეგნაირად:

9
[H+][OHˉ] = [H2O]K
რადგანაც წყლის დისოციაციის ხარისხი ძალიან მცირეა, წყალში არადისოცირებუ-
ლი H2O მოლეკულების კონცენტრაცია პრაქტიკულად ტოლია წყლის საერთო კონცენ-
ტრაციის (1 ლ შეიცავს 1000 გ წყალს ანუ 1000 : 18,02 = 55,55 მოლს). ტოლობაში [H2O]K
ნამრავლის ახალი მუდმივით – K H 2 O -ით შეცვლისას, მივიღებთ:

[H+][OHˉ] = K H 2 O

წყლისა და განზავებული წყალხსნარებისათვის მუდმივ ტემპერატურაზე წყალბად-


იონებისა და ჰიდროქსილიონების კონცენტრაციათა ნამრავლი მუდმივი სიდიდეა. ამ
მუდმივ სიდიდეს ეწოდება წყლის იონური ნამრავლი. სუფთა წყალში 250C-ზე
[H+]=[OHˉ] = 1·10-7 მოლი/ლ. ამიტომ, აღნიშნული ტემპერატურისათვის K H 2 O = 10-7·10-7 =

10-14.
ხსნარებს, რომლებშიც წყალბადის და ჰიდროქსილ-იონების კონცენტრაციები ერთ-
ნაირია, ეწოდება ნეიტრალური ხსნარები. 250C-ზე, როგორც უკვე იყო ნათქვამი, ნეიტ-
რალურ ხსნარებში, როგორც წყალბად-იონების, ისე და ჰიდროქსილ-იონების კონცენტ-
რაცია 10-7 მოლი/ლ-ის ტოლია. მჟავა ხსნარებში მეტია წყალბად-იონების
კონცენტრაცია, ტუტე ხსნარებში – ჰიდროქსილ-იონებისა. მაგრამ, როგორიც არ უნდა
იყოს ხსნარის არე, წყალბადიონებისა და ჰიდროქსილიონების კონცენტრაციათა
ნამრავლი მუდმივი რჩება. თუ, მაგალითად, სუფთა წყალს დავუმატებთ იმდენ მჟავას,
რომ წყალბადიონების კონცენტრაცია გაიზარდოს 10-3 მოლი/ლ-მდე, მაშინ ჰიდროქსიდ-
იონების კონცენტრაცია შემცირდება ისე, რომ [H+][OHˉ] დარჩება 10-14-ის ტოლი. მაშასა-

1014
დამე, ასეთ ხსნარში ჰიდროქსილ-იონების კონცენტრაცია იქნება [OHˉ]= 3
 1011 .
10
პირიქით, თუ დავუმატებთ წყალს ტუტეს და ამით გავზრდით ჰიდროქსილ-იონების
კონცენტრაციას, მაგალითად, 10-5-მოლი/ლ-მდე, მაშინ წყალბად-იონების კონცენტრაცია

1014
გახდება 5
 10 9 მოლი/ლ.
10
ხსნარის როგორც მჟავა, ისე ტუტე გარემო შეიძლება რაოდენობრივად დახასიათდეს
წყალბადიონების კონცენტრაციით:
ნეიტრალური ხსნარი [H+] = 10-7 მოლი/ლ
მჟავე ხსნარი [H+] > 10-7 მოლი/ლ

10
ტუტე ხსნარი [H+] < 10-7 მოლი/ლ
წყალბადიონების კონცენტრაციის ნაცვლად იყენებენ მის ათობით ლოგარითმს,
აღებულს შებრუნებული ნიშნით. უკანასკნელ სიდიდეს ეწოდება წყალბადის მაჩვენებე-
ლი და აღინიშნება pH-ით:
pH = -lg[H+]
მაგალითად, თუ [H+] = 10-5 მოლი/ლ, მაშინ pH = 5; თუ [H+] = 10-9 მოლი/ლ, მაშინ pH =
9 და ა.შ. აქედან ცხადია, რომ ნეიტრალურ ხსნარში ([H+] = 10-7 მოლი/ლ) pH = 7; მჟავა
ხსნარშებში pH<7 და მით ნაკლებია, რაც უფრო მჟავეა ხსნარი. ტუტე ხსნარებში
პირიქითაა: pH>7 და მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტია ხსნარის ტუტიანობა.
pH-ის გაზომვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ხსნარის რეაქცია თვისებრივად
შეიძლება განისაზღვროს სპეციალური რეაქტივების საშუალებით, რომელთაც ეწოდე-
ბათ ინდიკატორები და რომელთა შეფერვა იცვლება წყალბადიონების კონცენტრაციაზე
დამოკიდებულებით. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინდიკატორებია: მეთილნარინჯი,
მეთილწითელი, ფენოლფტალეინი, ლაკმუსი ცხრილში №4 მოცემულია ზოგიერთი
ინდიკატორის დახასიათება.
pH-ის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალი პროცესისათვის. ასე, მაგალი-
თად, ადამიანისა და ცხოველების სისხლის pH არის მუდმივი სიდიდე.

11

You might also like