You are on page 1of 6

წრფივი ალგებრა

თავი 3: სიმეტრიული ჯგუფი

ვახტანგ ლომაძე, ქეთევან შავგულიძე

1 რა არის ჯგუფი?
ჯგუფის ცნება ფუნდამენტურია მათემატიკაში. მას ფართოდ იყენებენ აგრეთვე ფი-
ზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და სხვ.

ბინარული ოპერაცია არაცარიელ G სირავლეზე არის წესი, რომელიც ყოველ


(x, y) ∈ G × G წყვილს უთანადებს x ∗ y ელემენტს ისევ ამ სიმრავლიდან.

De nition. ჯგუფი არის (არაცარიელი) G სიმრავლე ბინარულ ∗ ოპერაციასთან


ერთად, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ სამ პირობას:
a) ∀x, y, z ∈ G, (x ∗ y) ∗ z = x ∗ (y ∗ z) (ასოციაციურობის კანონი);
b) არსებობს e ∈ G ისეთი, რომ ∀x ∈ G, x ∗ e = x = e ∗ x (ერთეულოვანი
ელემენტის არსებობის კანონი);
c) ∀x ∈ G, არსებობს x′ ∈ G ისეთი, რომ x ∗ x′ = e = x′ ∗ x (შებრუნებულის
არსებობის კანონი).

G ჯგუფს ჰქვია აბელური (ან კომუტაციური) თუ სრულდება შემდეგი პირობა:


∀x, y ∈ G, x ∗ y = y ∗ x.

Exercise. დაამტკიცეთ, რომ ჯგუფში სრულდება შეკვეცის წესები:

ax = ay ⇒ x = y და xa = ya ⇒ x = y.

Remark. ტერმინი ”ჯგუფი” პირველად გაჩნდა გალუას ((Galois) შრომებში. ჯგუ-


ფის აბსტრაქტული განსაზღვრება მოგვცა კელიმ (Kelly).

1
ჯგუფებში ტრადიციულად მიღებულია მულტიპლიკაციური აღნიშვნა; ნაცვ-
ლად x ∗ y-ისა წერენ xy-ს. ერთეულოვანი ელემენტი ხშირად აღინიშნება ჩვეულე-
ბრივი 1-ით. ზოგჯერ მოსახერხებელია, განსაკუთრებით აბელურ ჯგუფებში, ადი-
ციური აღნიშვნა. ერთეულოვან ელემენტს ამ შემთხვევაში აღნიშნავენ 0-ით.

აი რამდენიმე მარტივი მაგალითი ჯგუფისა:

Z: მთელი რიცხვები შეკრებით;


Q∗ : ნულისგან განსხვავებული რაციონალური რიცხვები გამრავლებით;
R: ნამდვილი რიცხვები შეკრებით;
R∗ : ნულისგან განსხვავებული ნამდვილი რიცხვები გამრავლებით;
{1, −1}: პლიუს-მინუს ერთი გამრავლებით.

შემდეგი ორი მაგალითი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

1) ნამდვილი ზოგადი წრფივი n × n ჯგუფი GLn (R):

GLn (R) = {n × n ზომის შებრუნებადი მატრიცები}.

ბევრი საინტერესო ჯგუფი ამ ჯგუფის ქვეჯგუფია.

2) სიმეტრიული S(X) ჯგუფი X სიმრავლისა. იგი შედგება X-ის გარდაქმნე-


ბისგან. (გარდაქმნა - ესაა ბიექციური ასახვა f : X → X.) როდესაც X სასრულია,
მაშინ ”გარდაქმნის” მაგივრად უფრო ამბობენ ”გადანაცვლებას”. {1, 2, ..., n} სიმრა-
ვლის სიმეტრიული ჯგუფის აღსანიშნავად ხმარობენ Sn აღნიშვნას.

De nition. ვთქვათ G და H ჯგუფებია. ჰომომორფოზმი არის ϕ : G → H ასახვა,


რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:

ϕ(xy) = ϕ(x)ϕ(y) ∀x, y ∈ G.

ბიექციური ჰომომორფიზმს ჰქვია იზომორფიზმი.

Example. ცოტა ქვევით, ჩვენ ავაგებთ sgn : Sn → {±1} ჰომომორფიზმს.

Example. შემდეგ თავში ავაგებთ det : GLn ((R)) → R∗ ჰომომორფიზმს.

Example. ϕ : R → GL2 (R) ასახვა, განსაზღვრული


[ ]
1 x
ϕ(x) =
0 1

ფორმულით არის ჰომომორფიზმი.

Example. exp : R → R+ , x 7→ ex არის იზომორფიზმი.

Example. ln : R+ → R, x 7→ ln(x) არის იზომორფიზმი.

2
2 Sn სიმეტრიული ჯგუფი
Sn ჯგუფი ჩვენ გვჭირდება დეტერმინანტების განსაზღვრისთვის. როგორც უკვე
ავღნიშნეთ, Sn თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია ჯგუფისა. იგი შე-
დგება
σ : {1, 2, ..., n} → {1, 2, ..., n}
ბიექციებისგან, ანუ გადანაცვლებებისგან.
σ ∈ Sn გადანაცვლებას ხშირად წარმოადგენენ როგორც 2 × n ზომის მატრიცს:
( )
1 2 ... n−1 n
.
σ(1) σ(2) . . . σ(n − 1) σ(n)

Example. ვთქვათ n = 5. მაშინ,


( ) ( )
1 2 3 4 5 1 2 3 4 5
,
3 4 5 2 1 4 5 1 3 2

გადანაცვლებებია.

σ ∈ Sn გადანაცვლებას ჰქვია ციკლი თუ მოიძებნება

a1 , a2 , . . . , ak ∈ {1, 2, . . . , n}

ისეთი, რომ
σ(a1 ) = a2 , σ(a2 ) = a3 , . . . , σ(ak ) = a1 .
და σ(x) = x ყველა სხვა x ელემენტისთვის. მას აღნიშნავენ (a1 , a2 , . . . , ak ) სიმბო-
ლოთი. k-ს ჰქვია ციკლის სიგრძე. უნდა აღინიშნოს, რომ იგივურ ასახვასაც უწოდე-
ბენ ციკლს. მას განიხილავენ, როგორც 1 სიგრძის ციკლს.

ამბობენ, რომ σ = (a1 , a2 , . . . , ak ) და τ = (b1 , b2 , . . . , bl ) ციკლები განცალებულია,


თუ ai ̸= bj ყველა i და j-თვის. ადვილი დასანახია, რომ თუ σ და τ განცალებული
ციკლებია, მაშინ ისინი კომუტირებენ: στ = τ σ.

Theorem 1 ყოველი გადანაცვლება შეიძლება წარმოდგენილ იქნას (და ამასთანავე


მხოლოდ ერთი გზით) როგორც განცალებული ციკლების ნამრავლი.

Proof. ვთქვათ, გვაქვს σ ∈ Sn .


განვსაზღვროთ:
X1 = {σ(1), σ 2 (1), . . .}.
შემდეგ, i იყოს ყველაზე პატარა მთელი რიცხვი, რომელიც არ ეკუთვნის X1 სიმრა-
ვლეს, და განვსაზღვროთ
X2 = {σ(i), σ 2 (i), . . .}.
თუ ასე გავაგრძელებთ, პროცესი დასრულდება, რა თქმა უნდა. მივიღებთ არათა-
ნამკვეთ სიმრავლეებს X1 , X2 , . . . , Xr , რომელთა გაერთიანება {1, 2, . . . , n} სიმრავ-
ლის ტოლია.

3
განვსაზღვროთ σi ციკლი შემდეგნაირად
{
σ(x) თუ x ∈ Xi ,
σi (x) = .
x სხვა შემთხვევაში

ცხადია, რომ
σ = σ1 σ2 . . . σ r .
რადგან X1 , X2 , . . . , Xr ქვესიმრავლეები არ იკვეთებიან, ეს ციკლები განცალებუ-
ლია.
2

თეორემის დამტკიცებიდან ჩანს, რომ გადანაცვლების ციკლებად დაშლა იოლი


საქმეა.

ყველაზე მარტივი გადანაცვლებებია 2-ციკლები. ასეთ ციკლებს ჰქვია ტრანსპო-


ზიციები. ვინაიდან

(a1 , a2 , . . . , ak ) = (a1 , ak )(a1 , ak−1 ) . . . (a1 , a3 )(a1 , a2 ),

სამართლიანია შემდეგი წინადადება.

Corollary 1 ორი ან მეტი ელემენტისგან შემდგარი სიმრავლის ყოველი გადანაცვ-


ლება არის ტრანსპოზიციების ნამრავლი.

რა თქმა უნდა, გადანაცვლების დაშლა ტრანსპოზიციების ნამრავლად არ არის


ერთადერთი.

De nition. ti = (i, i + 1) სახის ტრანსპოზიციას, სადაც 1 ≤ i ≤ n − 1, ჰქვია


მომიჯნავე ტრანსპოზიცია.

Lemma 1 ყოველი ტრანსპოზიცია (და მაშასადამე ყოველი გადანაცვლება) არის მო-


მიჯნავე ტრანსპოზიციების ნამრავლი.

Proof. ამის ჩვენება ადვილია. მართლაც, ვთქვათ გვაქვს (k, l) ტრანსპოზიცია. თუ


l − k = 1 მაშინ არაფერია დასამტკიცებელი. თუ კი l − k ≥ 2, მაშინ

(k, l) = (l − 1, l)(k, l − 1)(l − 1, l).

შემდეგ დავშლით (k, l − 1) ტრანსპოზიციას (საჭიროების შემთხვევაში). თუ ასე გა-


ვაგრძელებთ, ბოლოს და ბოლოს მივიღებთ იმას, რაც გვინდა. 2

De nition. ვთქვათ გვაქვს σ ∈ Sn , სადაც n ≥ 2. ყოველ (i, j) წყვილს, რომელიც


აკმაყოფილებს შემდეგ ორ პირობას

i < j და σ(i) > σ(j).

4
ჰქვია σ-ს ინვერსია. მათი რიცხვი ავღნიშნოთ N (σ) სიმბოლოთი.

De nition. ვთქვათ ისევ σ ∈ Sn . მისი ნიშანი (”signum”-ი) განისაზღვრება ფორ-


მულით
sgn(σ) = (−1)N (σ) .
გადანაცვლებას, რომლის ნიშანია ”+1” ჰქვია ლუწი; გადანაცვლებას, რომლის ნიშა-
ნია ”-1” ჰქვია კენტი.

Example. sgn(id) = 1, sgn(ti ) = −1.

Theorem 2 sgn : Sn → {±1} არის ერთადერთი ასახვა, რომელიც აკმაყოფილებს


შემდეგ ორ პირობას:
(ა) sgn არის ჰომომორფიზმი;
(ბ) sgn(t) = −1 ყოველი მომიჯნავე t ტრანსპოზიციისთვის.

Proof. ვთქვათ σ ∈ Sn და 1 ≤ i ≤ n − 1. გვექნება:



 σ(x) როცა x ̸= i, i + 1
(σti )(x) = σ(i + 1) როცა x = i .

σ(i) როცა x = i + 1

ვხედავთ, რომ თუ (i, i + 1) არის ინვერსია σ-სთვის ის არ იქნება ინვერსია (σti )-


სთვის; და პირიქით.
ვთქვათ (i, k) არის წყვილი, სადაც k ≥ i + 2. თუ (i, k) არის ინვერსია σ-სთვის,
მაშინ (i + 1, k) იქნება ინვერსია (σti )-სთვის; და პირიქით.
ვთქვათ (k, i + 1) არის წყვილი, სადაც k ≤ i − 1. თუ (k, i + 1) არის ინვერსია
σ-სთვის, მაშინ (k, i) იქნება ინვერსია (σti )-სთვის; და პირიქით.
სხვა ინვერსიები ამ ორ გადანაცლებას ერთნაირი აქვთ. ასე რომ,

N (σti ) = N (σ) ± 1,

და მაშასადამე
sgn(σti ) = −sgn(σ).
შემდეგ, τ = (i, j) ტრანსპოზიცია არის 2k−1 მომიჯნავე ტრანსპოზიციის ნამრავლი,
სადაც k = |i − j|. (ეს ჩანს, ლემა 1-ის დამტკიცებიდან.) ამიტომ

sgn(τ ) = −1 და sgn(στ ) = −sgn(σ).

გამოდის, რომ თუ τ1 . . . τr ტრანსპოზიციებია, მაშინ

sgn(τ1 . . . τr ) = (−1)r .

ვინაიდან, ყოველი გადანაცვლება არის ტრანსპოზიციების ნამრავლი, ამ ფორმუ-


ლით დამტკიცება მთავრდება. 2

Corollary 2 ვთქვათ σ არის k-ციკლი. მაშინ, sgn(σ) = (−1)k−1 .

5
შემდეგი დებულება გვასწავლის ძალიან იოლ გზას sgn-ის გამოსათვლელად.
(შევნიშნოთ, რომ გადანაცვლების დაშლა ციკლებად არის ძალიან ადვილი საქმე.)

Corollary 3 ვთქვათ σ არის გადანაცვლება. მაშინ,

sgn(σ) = (−1)p ,

სადაც p არის ლუწი ციკლების რაოდენობა σ-ს ციკლებად დაშლაში.

Proof. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ

(a1 , a2 , . . . , ak ) = (a1 , ak )(a1 , ak−1 ) . . . (a1 , a3 )(a1 , a2 ).

ანუ, k სიგრძის ციკლი იშლება k − 1 ტრანსპოზიციის ნამრავლად. მაშასადამე, მისი


ნიშანია (−1)k−1 . აქედან, ადვილად გამომდინარეობს დებულება. 2

Example. ვთქვათ n = 10 და
( )
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
σ= .
2 5 4 3 1 7 8 10 6 9

მაშინ
σ = (1 2 5)(3 4)(6 7 8 10 9).
ამ დაშლაში მხოლოდ ერთი ციკლია ლუწი სიგრძის. ვასკვნით, რომ sgn(σ) = −1.

You might also like