You are on page 1of 14

ლექცია 22

მრავალი ცვლადის ფუნქციები

ბიზნესსა და ეკონომიკაში ხშირად ვხვდებით ისეთ ამოცანებს, რომელთა გადაწყვე-


ტა შესაძლებელია მხოლოდ მრავალი დამოუკიდებელი ცვლადის ფუნქციათა თეორიის
დახმარებით.
ვთქვათ, მწარმოებელმა დაადგინა, რომ მის მიერ გამოშვებული პროდუქტის x რა-
ოდენობა შიდა ბაზარზე შეიძლება გაიყიდოს ცალი 35 ლარად, ხოლო გარე ბაზარზე
შესაძლებელია y რაოდენობის გაყიდვა 52 ლარად. მაშინ, ამ გაყიდვებით მიღებული
მთლიანი შემოსავალი გამოისახება შემდეგნაირად:

R = 35x + 52y.

ფსიქოლოგიაში ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) იზომება შემდეგი ფარ-


დობის საშუალებით:

100m
IQ = ,
a
სადაც m და a წარმოადგენენ, შესაბამისად, ადამიანის გონებრივ(მენტალურ) და
რეალურ ასაკს.
დურგალმა, რომელიც ამზადებს x სმ სიგრძის, y სმ სიგანის და z სმ სიღრმის სკივრს,
იცის, რომ ამ სკივრს ექნება V = xyz მოცულობა და S = 2xy + 2xz + 2yz გვერდითი
ზედაპირი.
ჩვენ ძირითადად განვიხილავთ ორი ცვლადის ფუნქციებს, რომელნიც, როგორც ვნა-
ხავთ, განსხვავებით წირებისაგან სიბრტყეზე, გეომეტრიულად წარმოადგენენ ზედაპი-
რებს სამგანზომილებიან სივრცეში.

22.1 ორი ცვლადის ფუნქცია

ორი დამოუკიდებელი x და y ცვლადის f ფუნქცია წარმოადგენს წესს, რომელიც


ნამდვილ რიცხვთა ყოველ დალაგებულ (x; y) წყვილს მოცემული D სიმრავლი-
დან(ანუ ფუნქციის განსაზღვრის არიდან) შეუსაბამებს ერთადერთ ნამდვილ რი-
ცხვს, რომელიც აღინიშნება f (x; y)-ით.

შევთანხმდეთ, რომ თუ რაიმე კონკრეტული პირობაა არაა მოცემული, f ფუნქციის


განსაზღვრის არედ ჩავთვალოთ ყველა ისეთ (x; y) წყვილთა სიმრავლე, რომელთათ-
ვისაც განსაზღვრულია f (x; y) გამოსახულება.

269
მაგალითი 22.1 მოცემულია

3x2 + 5y
f (x, y) = .
x−y
ა) ვიპოვოთ f ფუნქციის განსაზღვრის არე;
ბ) გამოვთვალოთ f (1; −2).
ამოხსნა. ა) ცხადია, f (x; y) გამოსახულებას აზრი აქვს ყველა იმ (x; y) დალაგე-
ბული წყვილისთვის, რომელთათვისაც x − y 6= 0 ან x 6= y . გეომეტრიულად, ეს არის
xy საკოორდინატო სიბრტყის ყველა წერტილი, გარდა y = x წრფის წერტილებისა.
ბ)
3(1)2 + 5(−2) 3 − 10 7
f (1, −2) = = =− .
1 − (−2) 1+2 3

მაგალითი 22.2 მოცემულია

f (x, y) = xey + lnx.

ა) ვიპოვოთ f ფუნქციის განსაზღვრის არე;


ბ) გამოვთვალოთ f (e2 ; ln 2).
ამოხსნა. ა) ვინაიდან xey ფუნქცია განსაზღვრულია ნებისმიერი x და y ნამდვი-
ლი რიცხვისთვის, ხოლო lnx განსაზღვრულია მხოლოდ მაშინ, როცა x > 0, ცხადია,
f (x; y) ფუნქციის განსაზღვრის არე იქნება ყველა იმ (x; y) დალაგებულ წყვილთა
სიმრავლე, რომელთათვისაც x > 0 და y ნებისმიერია.
ბ)
f (e2 ; ln 2) = e2 eln2 + lne2 = 2e2 + 2 = 2(e2 + 1).

მაგალითი 22.3 მოცემული სამი ცვლადის

f (x, y, z) = xy + xz + yz

ფუნქციისთვის ვიპოვოთ f (−1; 2; 5).


ამოხსნა. ჩავსვათ x = −1, y = 2, z = 5 მნიშვნელობები f (x, y, z) ფუნქციაში.
მივიღებთ:
f (−1; 2; 5) = (−1)(2) + (−1)(5) + (2)(5) = 3.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს ეკონომიკასა და ბიზნეს-


ში მრავალი ცვლადის ფუნქციის გამოყენების საჭიროებას.

270
წარმოებული პროდუქციის Q რაოდენობა, როგორც წესი, დამოკიდებულია სხვა-
დასხვა ფაქტორზე. განვიხილოთ შემთხვევა, როცა ის დამოკიდებულია მხოლოდ კაპი-
ტალზე (K ) და შრომაზე (L). ასეთ შემთხვევაში ფუნქციას

Q(K, L) = AK α Lβ ,
სადაც A, α და β დადებითი რიცხვებია და α + β = 1, ეკონომიკაში ეწოდება ქობ-
დაგლასის (Cobb-Douglas) საწარმოო ფუნქცია.

მაგალითი 22.4 ვთქვათ, ქარხანაში გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა გამო-


1 2
ისახება ქობ-დაგლასის შემდეგი ფუნქციის საშუალებით: Q(K, L) = 60K 3 L 3 , სადაც
K არის ინვესტირებული კაპიტალი(ათას ერთეულში), ხოლო L სამუშაო დროის რა-
ოდენობა.
ა) გამოვთავლოთ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა , თუ ინვესტირებულია
512000 ლარი და გამოყენებულია მუშახელის 1000 სამუშაო საათი.
ბ) ვაჩვენოთ, რომ ა) პუნქტში მიღებული შედეგი გაორმაგდება, თუ გავაორმა-
გებთ ინვესტირებულ თანხასა და მუშახელის სამუშაო დროს.
ამოხსნა. ა) შევაფასოთ Q(K, L) როცა K = 512(ათასი) და L = 1000. მივიღებთ:
1 2
Q(512, 1000) = 60(512) 3 (1000) 3 = 60(8)(100) = 48000

(ათასი ერთეული).
ბ) შევაფასოთ Q(K, L) როცა K = 2(512)(ათასი) და L = 2(1000). გვექნება:
1 2
Q[2(512), 2(1000)] = 60[2(512)] 3 [2(1000)] 3 = 96000

(ათასი ერთეული).
როგორც ვხედავთ, კაპიტალისა და სამუშაო დროის გაორმაგებამ გამოიწვია გა-
მოშვებული პროდუქციის რაოდენობის გაორმაგებაც.

მაგალითი 22.5 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გამოისახება ექსპონენ-


ციალური ფუნქციით:
P (A; k; t) = Aekt ,
სადაც P არის პოპულაცია დროის t მომენტში, A- საწყისი პოპულაცია(როცა t = 0),
ხოლო K - მოსახლეობის ფარდობითი(ერთ სულ მოსახლეზე) ზრდის ტემპი. თუ ქვეყ-
ნის მოსახლეობა ამჟამად 5 მილიონს შეადგენს და ის იზრდება 3%-ით წელიწადში,
რამდენი იქნება ქვეყნის პოპულაცია 7 წლის შემდეგ?
ამოხსნა. ვთქვათ, P იზომება მილიონებით. ჩავსვათ პოპულაციის ფუნქციაში
A = 5, k = 0.03(3%-იანი წლიური ზრდა) და t = 7. მივიღებთ:

P (5; 0.03; 7) = 5e0.03(7) ≈ 6.16839.

მაშასადამე, 7 წლის მერე ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა იქნება დაახლოებით


6168400.

271
22.2 ორი ცვლადის ფუნქციის გრაფიკი
ვნახოთ, რას წარმოადგენს გეომეტრიულად ორი ცვლადის ფუნქციის გრაფიკი. ვთქვათ,
მოცემულია z = f (x; y). ავიღოთ სივრცეში დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა OXY Z
სისტემა და განვიხილოთ (x; y; z) სამეული, რომელშიც (x, y) ∈ D(f ), ხოლო z =
f (x; y). ყველა ასეთი (x; y; f (x; y)) წერტილების ერთობლიობა წარმოადგენს გარკვე-
ულ ზედაპირს სივრცეში და z = f (x; y) თანაფარდობას ეწოდება ამ ზედაპირის განტო-
ლება(სურ.22.1 )

სურ 22.1

მაგალითად, z = x2 + y 2 განტოლების შესაბამის ზედაპირს ეწოდება პარაბოლოი-


დი(სურ.22.2 )

სურ 22.2

272
22.3 დონის წირები და მათი გამოყენება ეკონომიკაში
საზოგადოდ, ორი ცვლადის ფუნქციის გრაფიკის აგება არაა იოლი საქმე. ერთ-ერთი
მეთოდი სივრცეში ზედაპირის ვიზუალიზაციისა ნაჩვენებია სურ.22.3-ზე.

სურ 22.3

მივაქციოთ ყურადღება, რომ როცა z = C სიბრტყე კვეთს z = f (x; y) ზედაპირს,


სივრცეში მიიღება წირი. შესაბამის (x; y) წერტილთა სიმრავლეს XY საკოორდინატო
სიბრტყიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ f (x; y) = C განტოლებას, ეწოდება f ფუნქცი-
ის დონის წირი C წერტილში. როდესაც C ღებულობს სხვადასხვა მნიშვნელობებს f
ფუნქციის მნიშვნელობათა არიდან, წარმოიქმნება დონის წირთა ოჯახი. XY სიბრტყე-
ზე ამ ოჯახის წირების დახატვით შეგვიძლია შევიქმნათ სასარგებლო წარმოდგენები
z = f (x; y) ზედაპირის შესახებ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ z = f (x; y) ზედაპი-
რი წარმოადგენს''მთას''( ''მთას'' ვამბობთ შემოკლების მიზნით, ცხადია, იგულისხმება
მთის ზედაპირი )(სურ. 22.4 (ა)).

სურ 22.4

273
f (x; y) = C დონის წირი მდებარეობს უშუალოდ ''მთის'' იმ ბილიკის ქვემოთ, სადაც
სიმაღლე მუდმივად C -ს ტოლია. ''მთის'' გრაფიკის ასაგებად შეგვიძლია მივუთითოთ
სწორედ ეს ბილიკები, დავხატავთ რა მათ სიბრტყეზე და ყოველ წირზე ალმის საშუალე-
ბით მოვნიშნავთ იმ სიმაღლეს, რომელსაც ეს წირი შეესაბამება. ასეთნაირად მიღებულ
ბრტყელ ფიგურას z = f (x; y) ზედაპირის ტოპოგრაფიული რუკა ეწოდება(სურ. 22.4
(ბ)).

მაგალითი 22.6 გავაანალიზოთ f (x; y) = x2 + y 2 ფუნქციის დონის წირები.


ამოხსნა. f (x; y) = C დონის წირის განტოლება იქნება x2 + y 2 = C . თუ (C = 0),
ეს წირი იქნება (0; 0) წერტილი, ხოლო როცა C > 0, მაშინ დონის წირები √ იქნება
წრეწირები ცენტრით კოორდინატთა სისტემის სათავეზე და რადიუსით C . ცხადია,
როცა C < 0, x2 + y 2 = C განტოლების ნამდვილი ამონახსნები არ არსებობენ.

სურ. 22.5-ზე მოცემულია f (x; y) = x2 + y 2 ფუნქციის დონის წირები, რომელსაც მი-


ვიღებთ (სურ.22.2 )-ზე მოცემული პარაბოლოიდის OZ ღერძის მართობულ სიბრტყე-
ებთან გადაკვეთის შედეგად.

სურ 22.5

დონის წირები წარმატებით გამოიყენება ეკონომიკაში. მაგალითად, თუ გამოშვებუ-


ლი პროდუქციის რაოდენობის ფუნქცია Q(x; y) დამოკიდებულია ორ პარამეტრზე(ვთქვათ,
სამუშაო საათებსა და ინვესტირებულ კაპიტალზე), მაშინ Q(x; y) = C დონის წირს ეწო-
დება მუდმივი C წარმოების წირი, ან, მოკლედ, იზოქვანტი.
კიდევ ერთი გამოყენება დონის წირებისა ეკონომიკაში დაკავშირებულია ე.წ. გა-
ნურჩევლობის მრუდების კონცეფციასთან. მომხმარებელი, რომელიც განიხილავს ორი
პროდუქტის რამდენიმე ერთეულის შესყიდვის შესაძლებლობას, ასოცირდება სარგებ-
ლიანობის U (x; y) ფუნქციასთან, რომელიც ზომავს იმ საერთო კმაყოფილებას(ან სარ-
გებლიანობას), რასაც მომხმარებელი იღებს პირველი პროდუქტის x ერთეულის და

274
მეორე პროდუქტის y ერთეულის შეძენით. სარგებლიანობის ფუნქციის U (x; y) = C
დონის წირს ეწოდება განურჩევლობის მრუდი და ის იძლევა x და y -ის ყველა იმ კომ-
ბინაციას, რომლებიც იწვევენ მომხმარებლის კმაყოფილების ერთსა და იმავე დონეს.

მაგალითი 22.7 ვთქვათ, სარგებლიანობა(კმაყოფილება), რომელსაც იღებს მომ-


ხმარებელი პირველი პროდუქტის x ერთეულის და მეორე პროდუქტის y ერთეუ-
3
ლის შეძენით, გამოისახება U (x; y) = x 2 y სარგებლიანობის ფუნქციით. ვიპოვოთ
მომხმარებლის კმაყოფილების დონე იმ შემთხვევაში, როცა ის ფლობს პირველი
პროდუქტის x = 16 ერთეულს და მეორე პროდუქტის y = 20 ერთეულს. ავაგოთ
შესაბამისი განურჩევლობის მრუდი.
ამოხსნა. სარგებლიანობის მიმდინარე დონეა
3
U (16; 20) = (16) 2 (20) = 1280,
ხოლო შესაბამის განურჩევლობის მრუდის განტოლებას ექნება სახე:
3
x 2 y = 1280,
3
ანუ, y = 1280x− 2 . ეს წირი შეიცავს ყველა იმ (x; y) წერტილს, რომლებზეც კმა-
3
ყოფილების დონე U (x; y) არის 1280. x 2 y = 1280 წირი და რამდენიმე სხვა წირი
3
x 2 y = C წირთა ოჯახიდან მოცემულია სურ.22.6-ზე.

სურ 22.6

22.4 სავარჯიშოები
1. გამოთვალეთ ფუნქციის მნიშვნელობები მითითებულ წერტილებზე
ა) f (x, y) = 5x + 3y; f (−1, 2), f (3, 0)

275
ბ) f (x, y) = x2 + x − 4y; f (1, 3), f (2, −1)
გ) g(x, y) = x (y − x3 ) ; g(1, 1)
3x+2y
დ) f (x, y) = 2x+3y
; f (1, 2)
p
ე) g(x, y) = y 2 − x2 ; g(4, 5)
ვ) g(u, v) = 10u1/2 v 2/3 ; g(16, 27)
s
ზ) f (r, s) = ln r
; f (e2 , 3) , f (ln 9, e3 )
xy
თ) f (x, y) = xye ; f (1, ln 2)
y
ი) g(x, y) = x
+ xy ; g(1, 2)
est
კ) f (s, t) = 2−est
; f (1, 0), f (ln 2, 2)
ლ) f (x, y, z) = xyz; f (1, 2, 3)
მ) g(x, y, z) = (x + y)eyz ; g(1, 0, −1), g(1, 1, 2)
ln(r+t)
ნ) F (r, s, t) = r+s+t
;F (0, e2 , 3e2 )
ო) f (x, y, z) = xye + xzey + yzex ; f (1, 1, 1), f (ln 2, ln 3, ln 4)
z

2. იპოვეთ მოცემული ფუნქციის განსაზღვრის არე


5x+2y
ა) f (x, y) = 4x+3y
p
ბ) f (x, y) = 9 − x2 − y 2
p
გ) f (x, y) = x2 − y
x
დ) f (x, y) = ln(x+y)

ე) f (x, y) = ln(x + y − 4)
xy
ვ) f (x, y) = √e
x−2y

3. ააგეთ მოცემული f (x; y) = C დონის წირები C -ს მითითებული მნიშვნელობების-


თვის
ა) f (x, y) = x + 2y; C = 1, C = 2, C = −3
ბ) f (x, y) = x2 + y; C = 0, C = 4, C = 9
გ) f (x, y) = x2 − 4x − y; C = −4, C = 5
დ) f (x, y) = xy ; C = −2, C = 2
ე) f (x, y) = xy; C = 1, C = −1, C = 2, C = −2

4. ვთქვათ, ქარხანაში გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა გამოისახება ქობ-


2 1
დაგლასის ფუნქციის საშუალებით Q(K, L) = 120K 3 L 3 , სადაც K არის ინვეს-
ტირებული კაპიტალი(ათას ერთეულში), ხოლო L სამუშაო დროის რაოდენობა.
ა) გამოთვალეთ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა , თუ ინვესტირებულია
125000 ლარი და გამოყენებულია მუშახელის 1331 სამუშაო საათი.
ბ) გაარკვიეთ, რა მოუვა ა) პუნქტში მიღებულ შედეგს, თუ ინვესტირებული თანხა
და მუშახელის სამუშაო დრო განახევრდება.

276
5. როდესაც ქარხანა ყოველდღიურად იყენებს x რაოდენობა ჩარხსა და y სამუშაო
საათს,მაშინ ის უშვებს Q(x; y) = 10xy ფიჭურ ტელეფონს. აღწერეთ დამოკიდე-
ბულება x და y პარამეტრებს შორის იმ შემთხვევაში, როცა ქარხანა ყოველდღი-
ურად უშვებს 1000 ერთეულ ტელეფონს.(მითითება: უნდა იპოვოთ Q ფუნქციის
დონის წირი).

6. ვთქვათ, სარგებლიანობა(კმაყოფილება), რომელსაც იღებს მომხმარებელი პირ-


ველი პროდუქტის x ერთეულის და მეორე პროდუქტის y ერთეულის შეძენით,
გამოისახება U (x; y) = 2x3 y 2 სარგებლიანობის ფუნქციით. იპოვეთ მომხმარებ-
ლის კმაყოფილების დონე იმ შემთხვევაში, როცა ის ფლობს პირველი პროდუქ-
ტის x = 5 ერთეულს და მეორე პროდუქტის y = 4 ერთეულს. ააგეთ შესაბამისი
განურჩევლობის მრუდი.

7. ვთქვათ, სარგებლიანობა(კმაყოფილება), რომელსაც იღებს მომხმარებელი პირ-


ველი პროდუქტის x ერთეულის და მეორე პროდუქტის y ერთეულის შეძენით,
გამოისახება U (x; y) = (x + 1)(y + 2) სარგებლიანობის ფუნქციით. იპოვეთ მომ-
ხმარებლის კმაყოფილების დონე იმ შემთხვევაში, როცა ის ფლობს პირველი
პროდუქტის x = 25 ერთეულს და მეორე პროდუქტის y = 8 ერთეულს. ააგეთ
შესაბამისი განურჩევლობის მრუდი.

277
პასუხები
ლექცია 22
სავარჯ.№

1
ა) f(-1;2)=1, f(3;0)=15
ბ) f(1;3)=-10 , f( 2; -1)= 10
გ) g ( 1; 1) =0
დ) f (1;2) = 7/8
ე) g( 4; 5) =3
ვ) g (16 ; 27 )=360
ზ) f (e2 ; 3)=1,5 ; f(ln9, e3 ) =e3/ ln(ln9)
თ) f (1; ln2) =2ln2
ი) g (1; 2) =2,5
კ) f (1; 0 ) =1 , f( ln2; 2 )= -2
ლ) f ( 1; 2; 3) = 6 ,
მ) g ( 1; 0; -1) =1 , g (1; 1;2)=2e2
ნ) F (0; e2;3e 2) = ( 2+ ln3)/4e2
ო) f (1;1;1) =3e
2

ა) D f   x; y  | 4 x  3 y  0

ბ)
გ)

დ) D f   x; y  | x  y  0, x  y  1

ე)

ვ) D f   x; y  | x  2 y  0

3
ა) იხ. ნახაზი.

ბ) იხ. ნახაზი.

გ) იხ. ნახაზი.

დ) იხ. ნახაზი.
ე) იხ. ნახაზი.

4
ა) Q(125 ; 1331)=33000000
ბ) Q განახევრდება, Q (K/2 ;L/2)=0,5 Q(K;L) =16500000
5 იხ. ნახაზი.

6 U(5; 4 )=4000, განურჩევლობის


მრუდი x3y2=2000, y= (2000x-3
)0,5
იხ. ნახაზი.
7 U (25;8)=260,
განურჩევლობის
მრუდი y=260/(x+1) -
2
იხ. ნახაზი.

You might also like