You are on page 1of 18

წარმოებული როგორც ფუნქცია

3.2
წინა სექციაში ჩვენ განვსაზღვრეთ y  f ( x ) ფუნქციის წარმოებული x  x0
წერტილში, როგორც ზღვარი
f ( x0  h)  f ( x0 )
f ( x0 )  lim .
h 0 h
ახლა ჩვენ შევისწავლით წარმოებულს როგორც ფუნქციას, მიღებულს f ( x ) ფუნქციიდან, შესაბამისი
ზღვრის გამოთვლით მისი განსაზღვრის არის ყოველ წერტილში .

განსაზღვრება. f ( x ) ფუნქციის წარმოებული x ცვლადის მიმართ


წარმოადგენს f  ფუნქციას, რომლის მნიშვნელობა x წერტილში განსაზღვრულია
f ( x  h)  f ( x )
f ( x)  lim
h 0 h
ტოლობით , თუკი ეს ზღვარი არსებობს .

წარმოებულის განმარტებაში f  x  სიმბოლოს გამოყენება განპირობებულია იმით, რომ ხაზი

გაესვას დამოუკიდებელ x ცვლადს, რომლის მიმართაც იძებნება წარმოებული. f   x  ფუნქციის


განსაზღვრის არე არის f  x  ფუნქციის განსაზღვრის არის იმ წერტილთა სიმრავლე,

რომელთათვისაც არსებობს მოცემული ზღვარი. ეს ნიშნავს, რომ f   x  -ის განსაზღვრის არე არის

იგივე, ან უფრო მცირე, ვიდრე f  x  -ის განსაზღვრის არეა. თუ f   x  არსებობს x -ის რომელიღაც
კონკრეტული მნიშვნელობისათვის, მაშინ ვამბობთ, რომ f  x  წარმოებადია (აქვს წარმოებული) x
წერტილში. თუ f  არსებობს f -ის განსაზღვრის არის ნებისმიერ წერტილში, მაშინ f -ს
წარმოებადი ეწოდება.
თუ z  x  h , მაშინ h  z  x და h უახლოვდება 0-ს მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ z
უახლოვდება x -ს. ამიტომ წარმოებული ეკვივალენტური გზით ასეც შეიძლება განისაზღვროს (იხ.
ფიგ. 3.4). ეს ფორმულა ზოგჯერ უფრო მოსახერხებელია წარმოებულის გამოსათვლელად.

გაწარმოების ალტერნატული ფორმულა:


f ( z )  f ( x)
f ( x)  lim .
zx zx

წარმოებულის გამოთვლა განსაზღვრების მეშვეობით

წარმოებულის გამოთვლის პროცესს გაწარმოება ეწოდება. იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ გაწარ-


d
მოება y  f ( x ) -ზე შესრულებული ოპერაციაა, f  -ის ნაცვლად გამოვიყენებთ f ( x) აღნიშვნას,
dx

249
რაც f   x  -ის იდენტურია. სექცია 3.1-ის მაგალით 1-ში

ნაჩვენებია y  1 x ფუნქციის გაწარმოების პროცესი


x  a მნიშვნელობისათვის. განსაზღვრის არის ნებისმიერ
x წერტილში კი ვღებულობთ ფორმულას
d 1 1
  2.
dx  x  x
განვიხილოთ ორი სხვა მაგალითიც, რომლებშიც x
შეიძლება იყოს ნებისმიერი სიდიდე f -ის განსაზღვრის
არედან.
x
მაგალითი 1. გავაწარმოოთ f ( x)  .
f -ის წარმოებული x წერტილში არის x 1
f ( x  h)  f ( x ) ამოხსნა. გამოვიყენოთ წარმოებულის განსაზღვრება,
f ( x)  lim 
x 0 h რომელიც გაყოფილი სხვაობის მრიცხველის მისაღებად
f ( z )  f ( x) საჭიროებს f ( x  h ) -ის გამოთვლას და შედეგიდან f ( x ) -
 lim
zx zx ის გამოკლებას. გვაქვს
ფიგურა 3.4
x xh
გაყოფილი სხვაობის ორი ფორმა f ( x)  და f ( x  h)  , ამიტომ
x 1 x  h 1

f ( x  h)  f ( x )
f ( x)  lim  განსაზღვრება
h 0 h
,
xh x

 lim x  h  1 x  1 
h 0 h

1 ( x  h)( x  1)  x( x  h  1)
 lim 
h 0 h ( x  h  1)( x  1)

1 h
 lim 
h  0 h ( x  h  1)( x  1)

ფიგურა 3.5 y x მრუდი და


მისი მხები (4, 2) -ში. დახრილობა 1 1
 lim  .
h 0 ( x  h  1)( x  1) ( x  1) 2
გამოთვლილია წარმოებულის მნიშ-
ვნელობით x  4 წერტილში (მაგ. 2).

მაგალითი 2.
(ა) ვიპოვოთ f ( x)  x -ის წარმოებული, როცა x  0 .
(ბ) ვიპოვოთ y  x მრუდის მხები წრფე x  4 წერტილში.
ამოხსნა.

250
(ა) ვიყენებთ გაწარმოების ალტერნატულ ფორმულას:
f ( z )  f ( x) z x z x 1 1
f ( x)  lim  lim  lim  lim 
zx zx z x zx z x ( z  x )( z  x ) zx z x 2 x
1 1
(ბ) x  4 წერტილში მრუდის დახრილობაა f (4)   . მხები (4, 2) წერტილზე გამავალი
2 4 4
1 1
წრფეა y  2  ( x  4) , y x  1 , რომლის დახრილობაა 1/4 (ფიგურა 3.5) .
4 4
აღნიშვნები
უკუპროპორციულობის
y  f ( x) ფუნქციის წარმოებულის აღსანიშნავად სხვადასხვა
ფუნქციის წარმოებული
სიმბოლოებს იყენებენ. ზოგიერთი უფრო გავრცელებული
აღნიშვნა ასეთია:
d 1 1
  2 dy df d
dx  x  x f ( x)  y    f ( x)  D ( f )( x )  Dx f ( x ).
dx dx dx

d dx და D სიმბოლოები და გაწარმოების ოპერაციებს


კვადრატული ფესვის dy dx სიმბოლოს ვკითხულობთ " y -ის
აღნიშნავენ. ჩვენ

ფუნქციის წარმოებული წარმოებული x -ის მიმართ". "პრიმე" აღნიშვნები y  და f 


მომდინარეობს ნიუტონიდან, რომელიც მათ იყენებდა. d dx
d 1
x ,x0 იმის მსგავსია, რასაც ლაიბნიცი იყენედა. dy dx სიმბოლოს
dx 2 x
არ განვიხილავთ როგორც წილადს ( ვიდრე სექცია 3.11-ში
არ წარმოვადგენთ "დიფერენციალის" იდეას ).

მითითებულ x  a წერტილში წარმოებულისთვის მოსახერხებელია აღნიშვნები:


dy df d
f (a)    f ( x) .
dx x  a dx x  a dx xa

კერძოდ, მაგალითი 2-ის შემთხვევაში


d 1 1
f (4)  x   .
dx x4 2 x x 4
4

წარმოებულის გამოსახვა გრაფიკულად

y  f ( x) -ის დახრილობის შესაფასებლად ჩვენ ხშირად მიზანშეწონილად მივიჩნევთ გრაფიკულად


გამოვსახოთ y  f ( x ) -ის წარმოებული. ანუ, ავაგებთ  x, f ( x)  წერტილებს xy სიბრტყეზე და
შევაერთებთ მათ გლუვი წირით, რაც გამოსახავს y  f ( x ) -ს.

მაგალითი 3. ავაგოთ ფიგ. 3.6(ა)-ზე მოცემული y  f  x  ფუნქციის წარმოებულის გრაფიკი.

251
ამოხსნა. ვაგებთ f გრაფიკის მხებებს ინტერვალთა ხშირ რაოდენობაზე და ვიყენებთ მათ
დახრილობებს f   x  -ის შესაფასებლად შეხების წერტილებში. ავაგოთ შესაბამისი  x, f   x  
წერტილები და შევაერთოთ გლუვი წირით, როგორც ფიგურა 3.6(ბ) -ზეა ნაჩვენები.

რა შეიძლება ვისწავლოთ y  f   x  -ის გრაფიკიდან ? თვალის ერთი გადავლებით ვხედავთ:


1. სად არის f  x  -ის ცვლილების სიჩქარე დადებითი, უარყოფითი, ან ნულის ტოლი;

2 . ზრდის სიჩქარის მიახლოებით მნიშვნელობას ნებისმიერი x -ისათვის და მის სიდიდეს f  x  -ის


სიდიდესთან მიმართებაში;
3 . სად არის ცვლილების სიჩქარე ზრდადი თუ კლებადი.

ფიგურა 3.6
y  f ( x) -ის გრაფიკის ასაგებად (b) -ზე, ჯერ (a)-ზე

მონიშნულია y  f ( x) -ის გრაფიკის დახრილობები.

B -ის ვერტიკალური კოორდინატი წარმოადგენს


დახრილობას B -ში და ა.შ. E -ში დახრილობის
მიახლოებითი სიდიდეა 8 4  2. (b)-ზე ვხედავთ, რომ

f -ის ცვლილების სიჩქარე უარყოფითია, როცა x

იცვლება A და D  -ს შორის; ცვლილების სიჩქარე


დადებითია, თუ x არის D  -ის მარჯვნივ.

(ა)
)
წარმოებადობა ინტერვალზე . ცალმხრივი წარმოებულები

y  f ( x) ფუნქციას ეწოდება წარმოებადი ინტერვალზე (სასრულზე ან უსასრულოზე), თუ მას


წარმოებული აქვს ინტერვალის ყველა წერტილში. ის წარმოებადია [ a , b ] სეგმენტზე , თუ
წარმოებადია ( a , b ) -ზე და ბოლო წერტილებზე არსებობს ზღვრები (ფიგ. 3.7):

f ( a  h)  f ( a )
lim მარჯვენა წარმოებული a წერტილში
h 0 h

252
f (b  h)  f (b)
lim მარცხენა წარმოებული b წერტილში
h 0 h

მარჯვენა და მარცხენა წარმოებულების ცნება


შეიძლება შემოვიტანოთ ფუნქციის განსაზ-
ღვრის არის ნებისმიერ შიგა წერტილშიც. ასე
რომ, სექცია 2.4-ის თეორემა 6-ის თანახმად
ფუნქცია წარმოებადია წერტილში მაშინ და
მხოლოდ მაშინ, როცა მას ამ წერტილში აქვს
მარცხენა და მარჯვენა წარმოებულები და ეს
ცალმხრივი წარმოებულები ტოლია.

ფიგურა 3.7 ბოლო წერტილებში


წარმოებულები ცალმხრივი ზღვრებია.

მაგალითი 4. ვაჩვენეთ რომ y  x ფუნქცია წარმოებადია  , 0  და  0,  


ინტერვალებში, x0 წერტილში კი მას არა აქვს წარმოებული.

ამოხსნა. როგორც სექცია 3.1-ში ვაჩვენეთ, y  mx  b ფუნქციის წარმოებული არის დახრილობა


m . ამიტომ სათავიდან მარჯვნივ (ფიგურა 3.8)
d
dx
 x    x   1 x   1 ,
d
dx
d
dx
d
dx
( mx  b)  m , x  x

მარცხნივ კი
d
dx
 x     x    1  x    1
d
dx
d
dx
x  x

სათავეში წარმოებული არ იარსებებს , რადგან აქ მარჯვენა და მარცხენა წარმოებულები


ერთმანეთისაგან განსხვავდება:
0h  0 h
x - ის მარჯვენა წარმოებული ნულში = lim  lim =
h 0 h h 0 h

h
 lim  lim 1  1 , h  h თუ h  0
h 0 h h 0 

0h  0 h
x –ის მარცხენა წარმოებული ნულში = lim  lim =
h 0 h h 0 h

253
h
 lim  lim ( 1)  1. h  h თუ h  0
h0 h h  0

ფიგურა 3.8 y  x ფუნქცია არაა


წარმოებადი კოორდინატთა სათავეში,
სადაც მისი გრაფიკი "კუთხეს" ქმნის

მაგალითი 5. მაგალით 2-ში დავადგინეთ , რომ


d
dx
 x  21x , როცა x  0.

წარმოებულის განსაზღვრებით გამოვიკვლიოთ არსებობს თუ არა წარმოებული x0 -ში:


0h  0 1
lim  lim  .
h 0 h h 0 h
რადგან წარმოებული (მარჯვენა) სასრული არ არის , ამიტომ x0 -ში წარმოებული არ არსებობს.

ასევე, რადგან y x გრაფიკის  h, h  წერტილზე და სათავეზე გამავალი მკვეთის დახრილობა


უახლოვდება უსასრულობას, გრაფიკს აქვს ვერტიკალური მხები სათავეში. (იხ. ფიგ.1.17. ???
გვერდზე).

როდის შეიძლება არ ჰქონდეს ფუნქციას წარმოებული წერტილში ?

ფუნქციას წარმოებადია x0 წერტილში, თუ P ( x0 , f ( x0 )) და გრაფიკზე მის მეზობელ Q წერტილზე


გამავალი მკვეთი წრფის დახრილობას აქვს სასრული ზღვარი, როცა Q უახლოვდება P -ს. როცა
მკვეთი ვერ იღებს ზღვრულ მდებარეობას ან იღებს ვერტიკალურ მდგომარეობას Q -ს P -სკენ
მისწრაფებისას, წარმოებული არ არსებობს. ამრიგად, წარმოებადობა "სიგლუვის" მაჩვენებელია f -
ის გრაფიკზე. ფუნქციას მრავალი მიზეზის გამო შეიძლება არ ჰქონდეს წარმოებული წერტილში, მათ
შორის ისეთი წერტილების არსებობის გამო, რომლებშიც გრაფიკს აქვს:

1. კუთხე, სადაც ცალმხრივი


წარმოებულები არატოლია
2. წვეტა, სადაც PQ -ს დახრილობა უახლო-
ვდება  და  -ს სხვადასხვა მხრიდან
254
3. ვერტიკალური მხები 4. წყვეტა (ნაჩვენებია ორ მაგალითზე)

წარმოებულის არ არსებობის სხვა შემთხვევას წარმოადგენს დახრილობის მკვეთრი ოსცილაცია P -ს


სიახლოვეს. მაგალითად f ( x )  sin(1 x ) ფუნქცია სათავის სიახლოვეს, სადაც ის წყვეტილია (იხ. ფიგ.
2.31).

წარმოებადი ფუნქცია უწყვეტია

ფუნქცია უწყვეტია ყველა იმ წერტილში, სადაც წარმოებული აქვს.

თეორემა 1 - წარმოებადობიდან გამომდინარეობს უწყვეტობა

თუ f ფუნქციას აქვს წარმოებული x  c წერტილში, მაშინ f უწყვეტია x  c -ში .

დამტკიცება. ვთქვათ f  არსებობს. საჭიროა ვაჩვენოთ, რომ lim x c f ( x)  f (c ), ან რაც იგივეა,


limh0 f (c  h)  f (c). თუ h  0 , მაშინ

f (c  h)  f (c )
f (c  h)  f (c )   h . აქედან სექცია 2.2-ის თეორემა 1-ის თანახმად
h
f (c  h )  f (c )
lim f (c  h)  lim f (c)  lim  lim h  f (c)  f (c)  0  f (c) .
h 0 h 0 h 0 h h 0

ანალოგიური მსჯელობით ცალმხრივი ზღვრების შემთხვევაში შეიძლება ჩვენება, რომ თუ f


ფუნქციას x  c წერტილში აქვს ცალმხრივი ზღვარი (მარჯვენა ან მარცხენა), მაშინ f უწყვეტია ამ
მხრიდან x  c -ზე.

255
თეორემა 1 გვამცნობს, რომ თუ ფუნქცია წყვეტას განიცდის წერტილში (მაგალითად, აქვს ნახტომი),
მაშინ ის ვერ იქნება წარმოებადი აქ. უდიდესი მთელის ფუნქცია y   x  არაა წარმოებადი x  n
მთელ რიცხვებზე (მაგალითი 4, სექცია 2.5).

ყურადღებით. თეორემა 1-ის შებრუნებული მართებული არაა. წერტილში უწყვეტობისათვის არაა


აუცილებელი წარმოებადობა ამ წერტილში, როგორც ვნახეთ მაგალით 4-ში.

სავარჯიშოები 3.2

ფუნქციის წარმოებული და მისი მნიშვნელობების პოვნა

1--6 სავარჯიშოებში განსაზღვრების საფუძველზე გამოთვალეთ ფუნქციათა წარმოებულები. შემდეგ


იპოვეთ მითითებული მნიშვნელობები.

1. f ( x)  4  x 2 ; f (3), f (0), f (1)

2. F ( x)  ( x  1) 2  1; F (1), F (0), F (2)

1
3. g (t )  ; g ( 1), g (2), g ( 3)
t2

1 z
4. k ( z )  ; k ( 1), k (1), k ( 2)
2z

5. p( )  3 ; p(1), p(3), p(2 3)

6. r (s)  2s  1; r (0), r (1), r (1 2)

7-12 სავარჯიშოებში იპოვეთ მითითებული წარმოებულები

dy dr
7. , თუ y  2 x3 8. , თუ r  s  2 s  3
3 2

dx ds

9. ds , თუ s  t
10.
dv
, თუ vt
1
dt 2t  1 dt t

dp 1 dz 1
11. , თუ p 12. , თუ z 
dq q 1 dw 3w  2

256
დახრილობები და მხები წრფეები

13--16 სავარჯიშოებში გააწარმოეთ ფუნქციები და იპოვეთ მხები წრფის დახრილობები


დამოუკიდებელი ცვლადის მოცემული მნიშვნელობებისათვის.

9 1
13. f ( x )  x  , x  3 14. k ( x )  , x2
x 2 x

x3
15. s  t  t , t  1 16. y  , x  2
3 2

1 x

17--18 სავარჯიშოებში გააწარმოეთ ფუნქციები. შემდეგ იპოვეთ მხები წრფის განტოლება ფუნქციის
გრაფიკის მითითებულ წერტილში.

8
17. y  f ( x)  , ( x, y )  (6, 4)
x2

18. w  g ( z)  1  4  z , ( z, w)  (3, 2)

19--22 სავარჯიშოებში გამოთვალეთ წარმოებულთა მნიშვნელობები.

ds dy 1
19. , თუ s  1  3t 2 20. , თუ y  1
dt t 1 dx x 3 x

dr 2 dw
21. , თუ r 22. , თუ w  z  z
d  0 4  dz z  4

გაწარმოების ალტერნატული ფორმულის გამოყენება


23 -- 26 სავარჯიშოებში ფუნქციების წარმოებულის მოსაძებნად გამოიყენეთ გაწარმოების
ალტერნატული ფორმულა
f ( z )  f ( x)
f ( x)  lim .
zx zx
1
23. f ( x )  24. f ( x)  x 2  3 x  4
x2

x
25. g ( x )  26. g ( x)  1  x
x 1

27--30 სავარჯიშოების ფუნქციათა გრაფიკები შეუსაბამეთ თანმხლებ (a)-(d) ფიგურებზე ნაჩვენებ


წარმოებულთა გრაფიკებს.

257
31. ა. თანმხლები ფიგურის გრაფიკი წრფის მონაკვეთების ერთმანეთზე მიერთებითაა შედგენილი.
[-4, 6] ინტერვალის რომელ წერტილებში არ არსებობს f  ? პასუხი დაასაბუთეთ.
ბ. დახაზეთ f -ის წარმოებულის გრაფიკი. გრაფიკი საფეხურა ფუნქციას უნდა გამოსახავდეს.

258
32. ფუნქციის აღდგენა მისი წარმოებულიდან

ა. f -ის გრაფიკის ასაგებად ჩაკეტილ [-2, 5] ინტერვალზე გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია :.

i) f -ის გრაფიკი მიღებულია ჩაკეტილ ბოლოებიანი წრფის მონაკვეთების ერთმანეთზე ბოლოების


მიერთებით.

ii) გრაფიკი იწყება (-2,3) წერტილში.

iii) f -ის წარმოებულის გრაფიკი ასეთი საფეხურა ფუნქციაა:

ბ. გაიმეორეთ ( ა) დავალება იმ პირობით, რომ (-2, 3)-ის ნაცვლად გრაფიკი იწყება (-2, 0) წერტილში.

33. ეკონომიკის ზრდა. თანმხლებ ფიგურაზე ნაჩვენები გრაფიკი ასახავს შეერთებული შტატებში
y  f (t ) ერთიანი ეროვნული შემოსავლის საშუალო წლიურ პროცენტულ ცვლილებას 1983 - 1988
წლებში. გამოსახეთ გრაფიკულად dy dt ( სადაც განსაზღვრულია).

259
34.დროზოფილები (დროზოფილა - ხილის მავნებელი მწერია). (სექცია 2.1-ის მაგალითი 4-ის გაგრძ.)
პოპულაცია, რომლის განვითარება ჩაკეტილ გარემოში მიმდინარეობს, თავდაპირველად ნელა
იზრდება, შედარებით მცირე რაოდენობის წევრების გამო. შემდეგ, როცა პოპულაციის რიცხოვნობა
მნიშვნელოვნად გაიზარდა მაგრამ განვითარებისთვის საჭირო რესურსები ჯერ კიდევ უხვადაა,
ზრდა სწრაფად მიმდინარეობს. და ბოლოს, როცა პოპულაციის მოცულობა იმდენად გაიზარდა რომ
რესურსები აღარაა საკმარისი, ზრდის ტემპი კლებულობს.
ა. გამოიყენეთ მაგალითი 3-ის გრაფიკული ხერხი და დახაზეთ დროზოფილების პოპულაციის
წარმოებულის გრაფიკი. პოპულაციის გრაფიკი ქვემოთაა წარმოდგენილი (ვერტიკალურ ღერძზე
დროზოფილების რაოდენობაა ნაჩვენები, ჰორიზონტალურზე -- დღეები).

ბ. რომელ დღეებშია პოპულაციის ზრდა ყველაზე სწრაფი? ყველაზე ნელი?

35. ტემპერატურა. მოყვანილ გრაფიკზე ნაჩვენებია ტემპერატურა ფარენჰეიტის გრადუსებში


კალიფორნიის ქალაქ დევისში, 2008 წლის 18 აპრილს, დილის 6სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე შუალედში.

260
ა. შეაფასეთ ტემპერატურის ცვლილების სიჩქარე მითითებულ მომენტში:

i) 7 სთ დილ. ii) 9 სთ დილ. iii) 2 სთ საღ. iv) 4 სთ საღ.

ბ. რა მომენტშია ყველაზე სწრაფი ტემპერატურის ზრდა? ტემპერატურის კლება? რისი ტოლია


სიჩქარე დროის ამ მომენტებში?

გ. გამოიყენეთ მაგალითი 3-ის გრაფიკული ტექნიკა T ტემპერატურის წარმოებულის გრაფიკის


ასაგებად t დროსთან მიმართებაში.

36. წონაში დაკლება. ჯარედ ფოგლი, რომელსაც "მიწისქვეშა გადასასვლელების სენდვიჩის ბიჭსაც"
უწოდებენ, 1997 წელს 425 გირვანქას (ფუნტს) იწონიდა, ვიდრე 240 გირვანქას დაკარგავდა 12 თვეში
(http://en.wikipedia.org/wiki/Jared_Fogle). ამ დრამატული წონის დაკლების გრაფიკი თანმხლებ
სურათზეა ნაჩვენები.

a. შეაფასეთ ჯარედის წონაში კლების სიჩქარე, როცა

i) t 1 ii) t 4 iii) t  11

b. როდის იკლებდა წონაში ჯარედი ყველაზე სწრაფად და რისი ტოლია ეს კლების სიჩქარე?

c. გამოიყენეთ მაგალითი 3-ის გრაფიკული ტექნიკა W წონის წარმოებულის გრაფიკის ასაგებად.

261
ცალმხრივი წარმოებულები

37-40 სავარჯიშოებში გამოთვალეთ მარჯვენა და მარცხენა წარმოებულები, როგორც ზღვრები, იმის


საჩვენებლად, რომ ფუნქციები არაა წარმოებადი P წერტილში.

41 და 42 სავარჯიშოებში განსაზღვრეთ, წარმოებადია თუ არა უბნობრივ მოცემული ფუნქცია


კოორდინატთა სათავეში.
2 x  1, x0  x ,
23
x0
41. f ( x )   2 42. g ( x)  
 x  2 x  7, x  0  x , x0
13

წარმოებადობა და უწყვეტობა ინტერვალზე


43--48 სავარჯიშოებში ყოველი ფიგურა წარმოადგენს ჩაკეტილ D ინტერვალზე განსაზღვრულ
ფუნქციას. წერტილთა რა სიმრავლეზეა ფუნქცია
ა. წარმოებადი?
ბ. წყვეტი, მაგრამ არაა წარმოებადი?
გ. არც უწყვეტი და არც წარმოებადი ?
პასუხები დაასაბუთეთ.

262
თეორია და მაგალითები
49-52 სავარჯიშოებში :
ა) იპოვეთ მოცემული y  f ( x ) ფუნქციის წარმოებული f ( x ) ;
ბ) ააგეთ y  f ( x ) და y  f ( x ) ფუნქციების წირები;
გ) x -ის რა მნიშვნელობებისთვისაა f  დადებითი? ნული? უარყოფითი?

263
დ) იპოვეთ y  f ( x ) ფუნქციის ზრდადობის შუალედი, როცა x იზრდება; კლებადობის შუალედი,
როცა x იზრდება; რა კავშირია ამ შედეგებსა და გ) პუნქტში მიღებულ შედეგებს შორის (ამ კავშირს
დაწვრილებით განვიხილავთ სექცია 4.3-ში)?
49. y   x 50. y  1/ x 51. y  x / 3 52. y  x / 4 ,
2 3 4

53. პარაბოლას მხები. შეიძლება თუ არა y  2 x  13x  5 პარაბოლას ჰქონდეს მხები, რომლის
2

დახრილობაა 1 ? თუ კი, მაშინ იპოვეთ მხების განტოლება და შეხების წერტილი. თუ არა,


დაასაბუთეთ რატომ?

54. y  x -ის მხები. შეიძლება თუ არა y  x მრუდის მხები კვეთდეს აბსცისათა ღერძს x  1
-ში? თუ კი, მაშინ იპოვეთ მხების განტოლება და შეხების წერტილი. თუ არა, დაასაბუთეთ რატომ?

55.  f ფუნქციის წარმოებული. ვთქვათ, f ( x ) ფუნქცია წარმოებადია x  x0 წერტილში. იქნება თუ


არა წარმოებადი  f ფუნქცია ამავე x  x0 წერტილში? პასუხი დაასაბუთეთ.

56. ნამრავლის წარმოებული. ვთქვათ, g (t ) ფუნქცია წარმოებადია t 7 წერტილში. იქნება თუ არა


წარმოებადი 3g ფუნქცია ამავე t 7 წერტილში? პასუხი დაასაბუთეთ.

57. განაყოფის ზღვარი. ვთქვათ, g (t ) და h (t ) ფუნქციები განსაზღვრულია ნებისმიერი t


სიდიდისთვის და g (0)  h (0)  0. არსებობს თუ არა lim  g (t ) /  h (t ) ? თუ ეს ზღვარი არსებობს,
t 0

იქნება თუ არა ნულის ტოლი? პასუხი დაასაბუთეთ.

58. ა) ვთქვათ, f ( x ) ფუნქცია აკმაყოფილებს შემდეგ უტოლობას: | f ( x) | x 2 , 1  x  1 . აჩვენეთ,


რომ f ფუნქცია წარმოებადია x  0 წერტილში და გამოთვალეთ f (0) .
ბ) აჩვენეთ მოყვანილი ფუნქციის წარმოებადობა x0 წერტილში და გამოთვალეთ f (0)

 2 1
 x sin , x  0,
f ( x)   x

 0, x  0.
T 59. ააგეთ y  1/ (2 x ) ფუნქციის გრაფიკი ფანჯარაში, რომლისთვისაც 0  x  2 . იქვე ააგეთ
xh  x h  1 , 0 . 5 , 0 . მნიშვნელობებისათვის.
y ფუნქციის გრაფიკიც 1 შემდეგ
h
სცადეთ h  1,  0.5,  0.1 -სათვის. ახსენით რა ხდება.

T 60. ააგეთ y  3 x ფუნქციის გრაფიკი 2  x  2, 0  y  3 ინტერვალზე. ამავე სიბტრყეზე ააგეთ


2

( x  h)3  x 3
y ფუნქციის გრაფიკი h  2, 1, 0.2 და h  2,  1,  0.2
h
მნიშვნელობებისათვის. ახსენით რა ხდება.
61. y | x | ფუნქციის წარმოებული. ააგეთ f ( x ) | x | და y  (| x | 0) / ( x  0) | x | / x ფუნქციების
გრაფიკები. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?

264
T 62. ვაიერშტრასის ფუნქცია, რომელიც უწყვეტია და არსად აქვს წარმოებული.

f ( x)   (2 / 3)n cos(9n  x )
n 0

ვაიერშტრასის ფუნქციის პირველი რვა წევრის ჯამია


g ( x)  cos( x )  (2 / 3)1 cos(9 x )  (2 / 3)2 cos(92  x ) 
 (2 / 3)3 cos(93  x)  ...  (2 / 3) 7 cos(9 7  x).
ააგეთ ამ ჯამის გრაფიკი. გაადიდეთ რამდენიმეჯერ. რამდენად უსწორმასწოროა ეს გრაფიკი ?
შეარჩიეთ დასანახი ფანჯა, რომელშიც გრაფიკის ნაწილი გლუვია.

კომპიუტერული კვლევა
გამოიყენეთ კომპიუტერის ალგებრული სისტემა, 63 - 68 სავარჯიშოებში მოყვანილი
ფუნქციებისათვის შემდეგი დავალებების შესასრულებლად.
ა. ააგეთ y  f ( x) -ის გრაფიკი ფუნქციის გლობალური ყოფაქცევის დასანახად.
ბ. ზოგად x წერტილში განსაზღვრეთ გაყოფილი სხვაობა q ზოგადი h ბადის ბიჯით.
გ. გამოთვალეთ h  0 ზღვარი. რა ფორმულა მიიღება?
დ. ჩასვით x  x0 მნიშვნელობა და ააგეთ y  f ( x) ფუნქცია, ამ წერტილში მხებთან ერთად.
ე. ჩასვით x0 -ზე დიდი და მცირე x -ის რამდენიმე მნიშვნელობა (გ) პუნქტში მიღებულ
ფორმულაში. იძენენ ეს რიცხვები აზრს თქვენს სურათებთან ერთად?
ვ. ააგეთ (გ) პუნქტში მიღებული ფორმულის გრაფიკი. რას ნიშნავს მისი მნიშვნელობების
უარყოფითობა? განულება? დადებითობა? ეს აზრიანი იქნება (ა ) პუნქტის გრაფიკისათვის ? პასუხები
დაასაბუთეთ.
63. f ( x)  x3  x2  x, x0  1. 64. f ( x)  x1/3  x2/3 , x0  1.
4x x 1
65. f ( x )  , x0  2. 66. f ( x )  , x0  1.
x 12
3x 2  1
67. f ( x)  sin 2 x, x0   / 2. 68. f ( x)  x2 cos x, x0   / 4.

265
266

You might also like