You are on page 1of 20

§11. ფუნქციის წარმოებული წერტილში.

11.1. ფუნქციის წარმოებულის განმარტება განსაზღვრის არის შიგა წერტილში.

11.1.1. ვთქვათ, მოცემულია რაიმე D  სიმრავლე და ვთქვათ, x0  D .

x0 წერტილს D სიმრავლის შიგა წერტილი ეწოდება, თუ არსებობს ისეთი დადებით  რიცხვი, რომ
ღია ინტერვალი ცენტრით x0 წერტილში და რადიუსით  , მთლიანად ( x0 წერტილიანად) შედის D
-ში.

D სიმრავლეს ვუწოდოთ ღია ( -ში), თუ D -ს ყოველი წერტილი მისი შიგა წერტილია.

11.1.2. ვთქვათ, მოცემულია რაიმე D  სიმრავლეზე განსაზღვრული ნამდვილი y = f ( x)


ფუნქცია და ვთქვათ, x0  D არის D სიმრავლის შიგა წერტილი. რადგან x0 არის D სიმრავლის
შიგა წერტილი, არსებობს ისეთი   0 რიცხვი, რომ ( x0 −; x0 + )  D .

თუ ( x0 −; x0 + ) ინტერვალს რიცხვით ღერძზე პარალელურად გადავიტანთ ისე, რომ x0


წერტილი დაემთხვეს 0 წერტილს, მივიღებთ ღია ინტერვალს (−; ) (იხ. ნახაზი 1).

ნახაზი 1

შევნიშნოთ, რომ ყოველი t  (− ; ) -სათვის, x0 + t  ( x0 −; x0 +  )  D .

განვიხილოთ (−;0) (0; ) სიმრავლეზე განსაზღვრული  : (−;0) (0; ) → ფუნქცია,


რომელიც, განმარტებულია შემდეგი ფორმულის მიხედვით:

f ( x0 + t ) − f ( x0 )
 (t ) = .
t

რადგან რიცხვი 0 წარმოადგენს  (t ) ფუნქციის განსაზღვრის არის დაგროვების წერტილს


შეიძლება ვილაპარაკოთ 0 წერტილში ამ ფუნქციის ზღვრის არსებობა-არარსებობის საკითხზე.

11.1.3. თუ 11.1.2 პუნქტში განსაზღვრულ  ფუნქციას გააჩნია ზღვარი t = 0 წერტილში, ამბობენ,


რომ f ფუნქცია წარმოებადია (ან დიფერენცირებადია) x0 წერტილში და lim  (t ) ზღვარს f
t →0

ფუნქციის x0 წერტილში წარმოებულს უწოდებენ. x0 წერტილში წარმოებადი f ფუნქციის


df
წარმოებულს f ( x0 ) (ან ( x0 ) ) სიმბოლოთი აღნიშნავენ. ამრიგად, f ( x0 ) = lim  (t ) , ანუ,
dx t →0

1
f ( x0 + t ) − f ( x0 )
f ( x0 ) = lim .
t →0 t

f ( x0 + t ) − f ( x0 ) სხვაობას x0 წერტილში ფუნქციის ნაზრდს უწოდებენ, ხოლო t -ს – არგუმენტის


ნაზრდს. ამ ტერმინოლოგიის გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციის წარმოებული მისი
განსაზღვრის არის (შიგა) წერტილში არის ფუნქციის ნაზრდისა და არგუმენტის ნაზრდის
შეფარდების ზღვარი, როცა არგუმენტის ნაზრდი მიისწრაფვის 0-სკენ (მე-2 ნახაზზე ნაჩვენებია ის
შემთხვევა, როცა არგუმენტის ნაზრდი დადებითია).

ნახაზი 2

არგუმენტის ნაზრდი შეიძლება აღნიშნული იყოს რაიმე სხვა ასოთი (მაგალითად h -ით). ხშირად,
არგუმენტის ნაზრდს  x სიმბოლოთი აღნიშნავენ. რაც შეეხება ფუნქციის ნაზრდს, მას ზოგჯერ
აღნიშნავენ f , ან y სიმბოლოთი. ასე, რომ შეგვიძლია დავწეროთ:

df f ( x0 + t ) − f ( x0 ) f ( x0 + h) − f ( x0 ) f ( x0 + x) − f ( x0 ) f y
f ( x0 ) = ( x0 ) = lim = lim = lim = lim = lim .
dx t → 0 t h → 0 h x → 0 x x → 0 x x → 0 x

11.1.4. შენიშვნა. წარმოებულის განმარტებაში ფიგურირებს ისეთი  ფუნქცია, რომელიც გარდა


თვით f ფუნქციისა, დამოკიდებულია ასევე ისეთ დადებით  რიცხვზე, რომ ღია ინტერვალი
( x0 − ; x0 +  ) წარმოადგენს D სიმრავლის ქვესიმრავლეს ( რიცხვზეა დამოკიდებული 
ფუნქციის განსაზღვრის (−;0) (0; ) არე). შევნიშნოთ, რომ აღნიშნული თვისების მქონე 
რიცხვების სიმრავლე უსასრულოა: მართლაც,  -ზე ნაკლები ყოველი დადებითი   რიცხვი იმავე
თვისებისაა; ამასთან, არ არის გამორიცხული არსებობდეს  -ზე მეტი ასეთი რიცხვებიც.

თუმცა, როგორც ეს გამომდინარეობს 10.2.5-დან, f ფუნქციის x0 წერტილში წარმოებადობის


საკითხი და x0 წერტილში f ფუნქციის წარმოებულის მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული
აღნიშნული თვისების  რიცხვის შერჩევაზე.

2
11.1.5. შენიშვნა. თუ ფუნქცია წარმოებადია რაიმე წერტილში, ამბობენ, რომ ეს ფუნქცია ამ
წერტილში გლუვია.

11.3. წარმოებულის გამოსათვლელი ალტერნატიული ფორმულა.

11.3.1. ვთქვათ, მოცემულია რაიმე D  სიმრავლეზე განსაზღვრული ნამდვილი y = f ( x)


ფუნქცია და ვთქვათ, x0  D არის D სიმრავლის შიგა წერტილი. შევარჩიოთ რომელიმე   0 ისე,
რომ ( x0 −; x0 + )  D . განვიხილოთ ფუნქცია  : ( x0 −; x0 ) ( x0 ; x0 + ) → , რომელიც
f ( x) − f ( x0 )
განმარტებულია შემდეგი ფორმულის მიხედვით:  ( x) = .
x − x0

შევნიშნოთ, რომ x0 არის ( x0 −; x0 ) ( x0 ; x0 + ) სიმრავლის დაგროვების წერტილი.

11.3.2. შენიშვნა. ისევე როგორც ზემოთ (იხ.11.1.4), შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ lim  ( x)
x → x0

ზღვრის არსებობა-არარსებობის საკითხი და ამ ზღვრის (მისი არსებობის შემთხვევაში)


მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული  რიცხვის შერჩევაზე.

11.3.3. წინადადება. f : D → ფუნქცია წარმოებადია მისი განსაზღვრის არის შიგა x0 წერტილში


მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს  : ( x0 − ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) → ფუნქციის ზღვარი x0
f ( x) − f ( x0 )
წერტილში (იხ. ნახაზი 3), სადაც  არის  ( x) = ფორმულით განსაზღვრული
x − x0
ფუნქცია. ამასთან, f ფუნქციის x0 წერტილში წარმოებადობის შემთხვევაში,

f ( x) − f ( x0 )
f ( x0 ) = lim  ( x) = lim .
x → x0 x → x0 x − x0

ნახაზი 3
3
დამტკიცება. აუცილებლობა. ვთქვათ, f : D → ფუნქცია წარმოებადია მისი განსაზღვრის არის
შიგა x0 წერტილში, ანუ, დავუშვათ, არსებობს  : (− ;0) (0; ) → ფუნქციის ზღვარი t = 0
წერტილში, სადაც   0 რიცხვი ისეთია, რომ ( x0 −; x0 + )  D და ყოველი t  (−;0) (0; ) -
f ( x0 + t ) − f ( x0 )
სათვის  (t ) = . დავუშვათ, ეს ზღვარი A რიცხვის ტოლია: lim  (t ) = A .
t t →0

ვაჩვენოთ, რომ მაშინ lim  ( x) = A .


t →0

ამისათვის, განვიხილოთ ნებისმიერი   0 რიცხვი. რადგან lim  (t ) = A , არსებობს ისეთი   0


t →0

რიცხვი, რომ ყოველი t -სათვის  ფუნქციის განსაზღვრის არედან, რომელიც აკმაყოფილებს


0 | t |  უტოლობებს, ადგილი აქვს უტოლობას:

|  (t ) − A |  . (1)

განვიხილოთ, ახლა, ნებისმიერი x რიცხვი  ფუნქციის განსაზღვრის არედან, რომელიც


აკმაყოფილებს უტოლობებს: 0 | x − x0 |  . (1)-ის თანახმად, |  ( x − x0 ) − A |  . მაგრამ
f ( x0 + ( x − x0 )) − f ( x0 ) f ( x) − f ( x0 )
 ( x − x0 ) = = =  ( x) . მაშასადამე, |  ( x) − A |  .
x − x0 x − x0

ამრიგად, ყოველი   0 რიცხვისათვის, მოიძებნა ისეთი   0 რიცხვი, რომ ნებისმიერი x


რიცხვისათვის  ფუნქციის განსაზღვრის არედან, რომელიც აკმაყოფილებს 0 | x − x0 | 
უტოლობებს, სამართლიანია უტოლობა: |  ( x) − A |  , რაც ნიშნავს იმას, რომ lim  ( x) = A .
x → x0

საკმარისობა მტკიცდება ანალოგიური მსჯელობით (შეეცადეთ დაამტკიცოთ დამოუკიდებლად).

11.4. წარმოებული ფუნქცია.

11.4.1. განმარტება. ვთქვათ, მოცემულია ღია D  სიმრავლეზე განსაზღვრული f : D →


ფუნქცია და დავუშვათ, f წარმოებადია D სიმრავლის ყოველ წერტილში; ასეთ შემთხვევაში
ამბობენ, რომ f ფუნქცია წარმოებადია ან, დიფერენცირებადია ( D სიმრავლეზე).

11.4.2. განმარტება. განვიხილოთ ახალი ფუნქცია f  : D → , რომელიც ყოველ x  D წერტილს


უთანადებს f ფუნქციის წარმოებულს x წერტილში.

ამ ახალ f  ფუნქციას f ფუნქციის წარმოებულ ფუნქციას (ან, უბრალოდ წარმოებულს) უწოდებენ.


df
ხშირად, f  -ის ნაცვლად წერენ: .
dx

4
• ამ პარაგრაფში, ყველგან ქვემოთ (თუ სხვა არაფერია ნათქვამი), ვგულისხმობთ, რომ
ყოველი განსახილველი ფუნქცია ნამდვილი ცვლადის ნამდვილი ფუნქციაა, რომლის
განსაზღვრის არე წარმოადგენს ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის რაიმე ღია ქვესიმრავლეს
(ანუ, ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის ისეთ ქვესიმრავლეს, რომლის ყოველი წერტილი მისი
შიგა წერტილია (იხ. 11.1.1)).

11.5. თეორემა წარმოებადი ფუნქციის უწყვეტობის შესახებ.

11.5.1. პირველ რიგში შეგახსენებთ ფუნქციის უწყვეტობის ცნებას მისი განსაზღვრის არის რაიმე
წერტილში (იხ. 7.1).

ვთქვათ, f : D → ნამდვილი ცვლადის რაიმე ფუნქციაა და x0  D (აქ არ იგულისხმება, რომ x0


არის D სიმრავლის შიგა წერტილი). f ფუნქციას ეწოდება უწყვეტი x0 წერტილში, თუ f ( x0 ) -ის
ყოველი  -მიდამოსათვის ( V = ( f ( x0 ) −  ; f ( x0 ) +  ) -სათვის), მოიძებნება x0 წერტილის ისეთი
 -მიდამო U = ( x0 −  ; x0 +  ) , რომ ნებისმიერი x U D -სათვის, f ( x) V .

ვთქვათ, x0 არის D სიმრავლის შიგა წერტილი. ცხადია, მაშინ, x0 იქნება D სიმრავლის


დაგროვების წერტილი. x0 წერტილში ფუნქციის ზღვრის განმარტებიდან პირდაპირ
გამომდინარეობს შემდეგი დებულების მართებულობა:

11.5.2. წინადადება. f ფუნქცია უწყვეტია x0 წერტილში მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს
ზღვარი lim f ( x) და ზღვრის ეს მნიშვნელობა ემთხვევა ფუნქციის მნიშვნელობას x0 წერტილში:
x → x0

lim f ( x) = f ( x0 ) (შევნიშნოთ, რომ უკანასკნელი ტოლობა ტოლფასია შემდეგი ტოლობის:


x → x0

lim( f ( x) − f ( x0 )) = 0 ).
x → x0

11.5.3. თეორემა. თუ ფუნქცია წარმოებადია მისი განსაზღვრის არის რომელიმე წერტილში, მაშინ ეს
ფუნქცია უწყვეტია ამ წერტილში.

დამტკიცება. ვთქვათ, f : D → ფუნქცია წარმოებადია x0  D წერტილში. უნდა ვაჩვენოთ, რომ f


უწყვეტია x0 -ში, რისთვისაც, თავის მხრივ უნდა დავრწმუნდეთ, რომ lim f ( x) = f ( x0 ) . ცხადია,
x → x0

უკანასკნელი ტოლობა დამტკიცებული იქნება, თუ შევამოწმებთ, რომ lim ( f ( x) − f ( x0 )) = 0 .


x → x0

მართლაც,

 f ( x) − f ( x0 )  f ( x) − f ( x0 )
lim( f ( x) − f ( x0 )) = lim   ( x − x0 )  = lim  lim( x − x0 ) = f ( x0 )  0 = 0 .
x → x0 x → x0
 x − x0  x → x0 x − x0 x → x0

11.5.4. შენიშვნა. თეორემა 11.6.1-ის „შებრუნება“ არ შეიძლება; შესაძლებელია, ფუნქცია იყოს


უწყვეტი რომელიმე წერტილში, მაგრამ არ იყოს წარმოებადი ამ წერტილში. მაგალითად, როგორც
ვიცით, f ( x) =| x | ფორმულით განსაზღვრული ფუნქცია (რომლის განსაზღვრის არეა ) უწყვეტია

5
ყოველ წერტილში და, კერძოდ, x = 0 წერტილშიც. ვაჩვენოთ, რომ ეს ფუნქცია არ არის
დიფერენცირებადი ამ წერტილში.

მართლაც, f ფუნქცია წარმოებადია x = 0 წერტილში მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს


f ( x) − f (0) | x|
ზღვარი lim = lim . ეს ზღვარი კი არსებობს მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს
x →0 x−0 x → 0 x
|x|
ფუნქციის მარცხენა და მარჯვენა ზღვრები ამ წერტილში და ისინი ერთმანეთის ტოლია. გვაქვს:
x

| x| −x | x| x
lim− = lim− = −1 და lim+ = lim+ = 1 . რადგან ეს ცალმხრივი ზღვრები განსხვავებულია,
x →0 x x →0 x x →0 x x →0 x
| x|
ზღვარი lim არ არსებობს, ანუ, f არ არის დიფერენცირებადი x = 0 წერტილში.
x →0 x

11.6. მაგალითები.

11.6.1. მუდმივი ფუნქციის წარმოებული.

ნებისმიერი მუდმივი ფუნქციის წარმოებული იგივურად 0-ის ტოლი ფუნქციაა.

უფრო ზუსტად, ვთქვათ, f : D → არის D  სიმრავლეზე განსაზღვრული მუდმივი ფუნქცია,


რომელიც იგივურად c რიცხვის ტოლია, ანუ, ყოველი x  D -სათვის, f ( x) = c . დასამტკიცებელია,
რომ ყოველი x  D -სათვის f ( x) = 0 .

f ( x + t ) − f ( x) c−c 0
მართლაც, f ( x) = lim = lim = lim = lim 0 = 0 .
t →0 t t →0 t t →0 t t →0

11.6.2. ყოველი ნატურალური n რიცხვისათვის, f ( x) = x n ფორმულით განსაზღვრული ფუნქციის


წარმოებული გამოითვლება ფორმულით: f ( x) = nx n −1 .

დასამტკიცებლად, ჯერ შევნიშნოთ, რომ ყოველი ნატურალური n რიცხვისათვის და ნებისმიერი a


და b რიცხვებისათვის, სამართლიანია ტოლობა:

a n − b n = (a − b)(a n −1 + a n − 2b + a n −3b 2 + ... + a 2b n −3 + ab n − 2 + b n −1 ) .

ამ ტოლობის გამოყენებით, ყოველი x0 -სათვის ( f -ის განსაზღვრის არედან) ვღებულობთ:

f ( x) − f ( x0 ) x n − x0n ( x − x0 )( x n −1 + x n − 2 x0 + x n −3 x0 2 + ... + x 2 x0 n −3 + xx0 n − 2 + x0 n −1 )


f ( x) = lim = lim = lim =
x → x0 x − x0 x → x0 x − x
0
x → x0 x − x0

= lim( x n −1 + x n − 2 x0 + x n −3 x0 2 + ... + x 2 x0 n −3 + xx0 n − 2 + x0 n −1 ) = x0 n −1 + x0 n −1 + x0 n −1 + ... + x0 n −1 + x0 n −1 + x0 n −1 = nx0n −1 .


x → x0
n

ამრიგად, f ( x0 ) = nx0 n −1
, საიდანაც (რადგან x0 აღებული გვქონდა ნებისმიერად) გამომდინარეობს
დასამტკიცებელი ტოლობა.

6
11.6.3. შენიშვნა. მტკიცდება, რომ f ( x) = x ფორმულით მოცემული ფუნქციის წარმოებული, სადაც
 ნებისმიერი ნამდვილი რიცხვია, გამოითვლება ფორმულით: f ( x) =  x −1 .

11.7. გაწარმოების წესები.

11.7.1. თეორემა (მუდმივის ფუნქციაზე ნამრავლის წარმოებული). თუ f :D→ ფუნქცია


დიფერენცირებადია x  D წერტილში, მაშინ x წერტილში დიფერენცირებადია ნებისმიერი c
მუდმივისა და f ფუნქციის ნამრავლი და სამართლიანია ტოლობა:

(c  f )( x) = c  f ( x) .

(c  f )( x + t ) − (c  f )( x) c  ( f ( x + t )) − c  ( f ( x))
დამტკიცება. (c  f )( x) = lim = lim =
t →0 t t →0 t

c  ( f ( x + t ) − f ( x)) f ( x + t ) − f ( x)
= lim = c  lim = c  f ( x).
t →0 t t → 0 t
11.7.2. თეორემა (ორი ფუნქციის ჯამის წარმოებული). თუ f : D → და g : D → ფუნქციებიდან
თითოეული დიფერენცირებადია x  D წერტილში, მაშინ x წერტილში დიფერენცირებადია f და
g ფუნქციათა ჯამი და სამართლიანია შემდეგი ტოლობა:

( f + g )( x) = f ( x) + g ( x) .

( f + g )( x + t ) − ( f + g )( x) f ( x + t ) + g ( x + t ) − f ( x) − g ( x)
დამტკიცება. ( f + g )( x) = lim = lim =
t →0 t t → 0 t

f ( x + t ) + g ( x + t ) − f ( x) − g ( x) f ( x + t ) − f ( x) + g ( x + t ) − g ( x)
= lim = lim =
t →0 t t → 0 t

f ( x + t ) − f ( x) g ( x + t ) − g ( x)
= lim + lim = f ( x) + g ( x) .
t →0 t t →0 t
11.7.3. შედეგი. თუ f1 ,..., f n : D → ( n  ) ფუნქციებიდან თითოეული დიფერენცირებადია x  D
წერტილში, მაშინ ნებისმიერი c1 ,..., cn რიცხვებისათვის x წერტილში დიფერენცირებადია
c1  f1 + ... + c1  f n ფუნქცია (რომელსაც f1 ,..., fn ფუნქციათა ( c1 ,..., cn კოეფიციენტებიანი) წრფივი
კომბინაცია ეწოდება) და სამართლიანია ტოლობა:

(c1  f1 + ... + c1  f n )( x) = c1  ( f1 )( x) + ... + cn  ( f n )( x) .

კერძოდ, თუ f1 : D → და f 2 : D → ფუნქციები დიფერენცირებადია x  D წერტილში, მაშინ x


წერტილში დიფერენცირებადია f და g ფუნქციათა სხვაობაც და სამართლიანია ტოლობა:
( f1 − f 2 )( x) = f1 ( x) − f 2 ( x ) .

დამტკიცება პირდაპირ გამომდინარეობს 11.7.1-დან და 11.7.2-დან.

7
11.7.4. თეორემა (ორი ფუნქციის ნამრავლის წარმოებული). თუ f :D→ და g:D→
ფუნქციებიდან თითოეული დიფერენცირებადია x  D წერტილში, მაშინ x წერტილში
დიფერენცირებადია f და g ფუნქციათა ნამრავლი და სამართლიანია შემდეგი ტოლობა:

( f  g )( x) = f ( x)  g ( x) + f ( x)  g ( x) .

დამტკიცება.

( f  g )( x + t ) − ( f  g )( x) f ( x + t )  g ( x + t ) − f ( x)  g ( x)
( f  g )( x) = lim = lim =
t →0 t t → 0 t
f ( x + t )  g ( x + t ) − f ( x)  g ( x + t ) + f ( x)  g ( x + t ) − f ( x)  g ( x)
= lim =
t →0 t
( f ( x + t ) − f ( x))  g ( x + t ) + f ( x)  ( g ( x + t ) − g ( x))  f ( x + t ) − f ( x) 
= lim = lim   g(x + t)  +
t →0 t t → 0
 t 
 g ( x + t ) − g ( x)   f ( x + t ) − f ( x)   g ( x + t ) − g ( x) 
+ lim  f ( x)   = lim    lim( g ( x + t )) + lim( f ( x))  lim  .
t →0
 t  t → 0
 t  t → 0 t → 0 t → 0
 t 

 f ( x + t ) − f ( x) 
რადგან f და g ფუნქციები წარმოებადია x წერტილში, ამიტომ, lim   = f ( x) და
t →0
 t 
 g ( x + t ) − g ( x) 
lim   = g ( x) . ასევე, რადგან g , როგორც x წერტილში წარმოებადი ფუნქცია
t →0
 t 
უწყვეტიცაა x წერტილში (იხ. 11.5.1) გვექნება: lim( g ( x + t )) = g ( x) , ხოლო რადგან f ( x) მუდმივია
t →0

( t -ს მიმართ), lim f ( x) = f ( x) (იხ. 11.6.1). ამიტომ, საბოლოოდ გვექნება:


t →0

 f ( x + t ) − f ( x)   g ( x + t ) − g ( x) 
( f  g )( x) = lim    lim( g ( x + t )) + lim( f ( x))  lim  =
t →0
 t  t → 0 t → 0 t → 0
 t 
= f ( x)  g ( x) + f ( x)  g ( x).

11.7.5. თეორემა (ორი ფუნქციის ნამრავლის წარმოებული). თუ f :D→ და g:D→


ფუნქციებიდან თითოეული დიფერენცირებადია x  D წერტილში და ამასთან, D სიმრავლის
არცერთ წერტილში g ფუნქცია არ ღებულობს 0 -ის ტოლ მნიშვნელობას, მაშინ x წერტილში
დიფერენცირებადია f ფუნქციის შეფარდება g ფუნქციასთან და სამართლიანია შემდეგი
ტოლობა:

 f  f ( x)  g ( x) − f ( x)  g ( x)
  ( x) = .
g [ g ( x)]2

დამტკიცება.

8
 f ( x + t ) f ( x) 
 f   g ( x + t ) − g ( x)   f ( x + t )  g ( x) − f ( x)  g ( x + t ) 
  ( x) = lim   = lim  =
g t → 0
 t  t → 0
 t  g ( x + t )  g ( x) 
 
 
 f ( x + t )  g ( x ) − f ( x )  g ( x ) + f ( x )  g ( x) − f ( x)  g ( x + t ) 
= lim  =
t →0
 t  g ( x + t )  g ( x) 
 ( f ( x + t ) − f ( x))  g ( x) − f ( x)  ( g ( x + t ) − g ( x)) 
= lim  =
t →0
 t  g ( x + t )  g ( x) 
 f ( x + t ) − f ( x) g ( x + t ) − g ( x) 
  g ( x) − f ( x)  
= lim  t t
=
t →0
 g ( x + t )  g ( x) 
 
f ( x + t ) − f ( x) g ( x + t ) − g ( x)
lim  lim g ( x) − lim f ( x)  lim
t →0 t t →0 t →0 t →0 t
= .
lim g ( x + t )  lim g ( x)
t →0 t →0

 f ( x + t ) − f ( x) 
რადგან f და g ფუნქციები წარმოებადია x წერტილში, ამიტომ, lim   = f ( x) და
t →0
 t 
 g ( x + t ) − g ( x) 
lim   = g ( x) . ასევე, რადგან g , როგორც x წერტილში წარმოებადი ფუნქცია
t →0
 t 
უწყვეტიცაა x წერტილში (იხ. 11.5.1) გვექნება: lim( g ( x + t )) = g ( x)  0 , ხოლო რადგან g ( x)
t →0

მუდმივია ( t -ს მიმართ), lim g ( x) = g ( x)  0 (იხ. 11.6.1). ამიტომ, საბოლოოდ გვექნება:


t →0

f ( x + t ) − f ( x) g ( x + t ) − g ( x)
 f  lim  lim g ( x) − lim f ( x)  lim
t →0 t → → → t f ( x)  g ( x) − f ( x)  g ( x)
= =
t 0 t 0 t 0
  ( x ) .
g lim g ( x + t )  lim g ( x) [ g ( x)]2
t →0 t →0

11.8. წარმოებულის გეომეტრიული ინტერპრეტაცია.

11.8.1. ვთქვათ, f : D → ფუნქცია დიფერენცირებადია D სიმრავლის შიგა a წერტილში და


ვთქვათ,   0 რიცხვი ისეთია, რომ (a −; a +  )  D . განვიხილოთ (a −; a +  ) სიმრავლის a -
საგან განსხვავებული რაიმე x წერტილი. f ფუნქციის გრაფიკის A = (a, f (a)) და X = ( x, f ( x))
წერტილებზე გავატაროთ წრფე. ამ წრფეს f ფუნქციის გრაფიკის მკვეთი წრფე (ან, უბრალოდ,
მკვეთი) ვუწოდოთ (იხ. ნახაზი 4).

9
ამ მკვეთის საკუთხო კოეფიციენტი აღვნიშნოთ m x -ით, ხოლო ის კუთხე, რომელსაც ეს მკვეთი
ადგენს Ox ღერძის დადებით მიმართულებასთან, აღვნიშნოთ  x -ით. ნახაზიდან ჩანს, რომ
f ( x) − f (a ) f ( x) − f ( a )
mx = = tg x . ცხადია, y = mx , y = და y = tg x − (a −; a + ) ინტერვალზე
x−a x−a
განსაზღვრული ნამდვილი ფუნქციებია.

პირობის თანახმად, f ფუნქცია დიფერენცირებადია a წერტილში. მაშასადამე, არსებობს ზღვარი:


f ( x) − f (a )
lim , რომელიც წარმოადგენს f ფუნქციის წარმოებულს a წერტილში.
x→a x−a
ნახაზიდან ვხედავთ, რომ როცა x „მიისწრაფვის“ a -საკენ, X წერტილი f ფუნქციის გრაფიკზე
„მიისწრაფვის“ A წერტილისაკენ. ამასთან, ყოველი x  (a −; a +  ) წერტილისათვის, სადაც
x  a , A და X წერტილებზე გამავალი წრფე f ფუნქციის გრაფიკის მკვეთია. ინტუიცია
გვკარნახობს, რომ მკვეთი წრფე ზღვარში (როცა x „მიისწრაფვის“ a -საკენ და შესაბამისად, როცა
X წერტილი f ფუნქციის გრაფიკზე „მიისწრაფვის“ A წერტილისაკენ) უნდა გვაძლევდეს f
ფუნქციის გრაფიკის მხებ წრფეს A წერტილში, ხოლო ამ მხები წრფის საკუთხო კოეფიციენტი m
უნდა წარმოადგენდეს y = mx ფუნქციის ზღვარს x=a წერტილში:
f ( x) − f (a )
m = lim(mx ) = lim = f ( x0 ) .
x →a x →a x−a
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ბუნებრივია, წრფეს, რომელიც გადის A = (a, f (a))
წერტილზე და რომლის საკუთხო კოეფიციენტი a წერტილში f ფუნქციის წარმოებულის ტოლია,
A = (a, f (a)) წერტილში f ფუნქციის გრაფიკის მხები წრფე ვუწოდოთ.

ამ მხები წრფის განტოლებას აქვს შემდეგი სახე (იხ. §9):

10
y = f ( x0 )  ( x − a) + f (a) .

მაშასადამე, a წერტილში f ფუნქციის წარმოებული წარმოადგენს A = (a, f (a)) წერტილში f


ფუნქციის გრაფიკის მხები წრფის საკუთხო კოეფიციენტს, ანუ, იმ  კუთხის ტანგენსს, რომელსაც
აღნიშნული მხები წრფე ადგენს Ox ღერძის დადებით მიმართულებასთან (იხ. ნახაზი 4).

11.9. ფუნქციის გრაფიკის ნორმალი.

11.9.1. განმარტება. ვთქვათ, მოცემულია f : D → ფუნქცია და x0  D . მაშინ, A( x0 , f ( x0 )) ამ


ფუნქციის გრაფიკის წერტილია. ვიგულისხმოთ, რომ f წარმოებადია x0 წერტილში, რაც
გეომეტრიულად ნიშნავს იმას, რომ f ფუნქციის გრაფიკს გააჩნია მხები წრფე A წერტილში. ამ
მხები წრფის მართობულ წრფეს, რომელი გადის A წერტილზე A წერტილში f ფუნქციის
გრაფიკის ნორმალს უწოდებენ (იხ. ნახაზი 5).

ნახაზი 5

11
როგორც ვიცით, ( x0 , f ( x0 )) წერტილზე გავლებული მხების საკუთხო კოეფიციენტი f ( x0 ) -ის
ტოლია. თუ ვიგულისხმებთ, რომ f ( x0 )  0 , მაშინ ( x0 , f ( x0 )) წერტილზე გავლებული ნორმალის

საკუთხო კოეფიციენტი − -ის ტოლი იქნება (იხ. 9.5.1). რადგან ნორმალი გადის ( x0 , f ( x0 ))
f ( x0 )
წერტილზე, ამიტომ, ამ შემთხვევაში, მის განტოლებას ექნება შემდეგი სახე:

1
y=− ( x − x0 ) + f ( x0 ) .
f ( x0 )

იმ შემთხვევაში, თუ f ( x0 ) = 0 , მაშინ მხები ჰორიზონტალურია (პარალელურია Ox ღერძის).


ამიტომ, ( x0 , f ( x0 )) წერტილზე f ფუნქციის გრაფიკისადმი გავლებული ნორმალის განტოლებას,
ამ შემთხვევაში ექნება ასეთი სახე:

x = x0 .

11.10. წარმოებული წერტილში, როგორც ფუნქციის ცვლილების მყისი სიჩქარე.

11.10.1. განმარტება. ვთქვათ, [a; b] ( a  b ) ჩაკეტილი მონაკვეთი წარმოადგენს ნამდვილი


f (b) − f (a)
ცვლადის f : D → ფუნქციის განსაზღვრის D არის ქვესიმრავლეს. რიცხვს [a; b]
b−a
მონაკვეთზე f ფუნქციის ცვლილების საშუალო სიჩქარე ვუწოდოთ.

11.10.2. ვთქვათ, მოცემულია ნამდვილი ცვლადის f : D → ფუნქცია. ვიგულისხმოთ, რომ x0 ამ


ფუნქციის განსაზღვრის D არის შიგა წერტილია.

შევარჩიოთ   0 რიცხვი ისე, რომ ( x0 −  ; x0 +  )  D (ასეთი  რიცხვი არსებობს, რადგან x0


არის D -ს შიგა წერტილი).

განვიხილოთ რაიმე ისეთი რიცხვი t, რომ t  (− ;0) (0;  ) . ცხადია, მაშინ
x0 + t  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  )  ( x0 −  ; x0 +  )  D .

რადგან t  (− ;0) (0;  ) , ამიტომ ან t  (0;  ) ან t  (− ;0) .

12
ვთქვათ, t  (0;  ) (იხ. ნახ. 6ა).

ნახაზი 6ა

მაშინ x0 + t  ( x0 ; x0 +  ) და ამ შემთხვევაში f ფუნქციის ცვლილების საშუალო სიჩქარე [ x0 ; x0 + t ]


f ( x0 + t ) − f ( x0 ) f ( x0 + t ) − f ( x0 )
მონაკვეთზე იქნება: = .
x0 + t − x0 t

ვთქვათ, t  (− ;0) (იხ. ნახაზი 6ბ).

ნახაზი 6ბ
მაშინ x0 + t  ( x0 −  ; x0 ) და ამ შემთხვევაში f ფუნქციის ცვლილების საშუალო სიჩქარე [ x0 + t; x0 ]
მონაკვეთზე იქნება (შევნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში x0 + t  x0 ):
f ( x0 ) − f ( x0 + t ) f ( x0 ) − f ( x0 + t ) f ( x0 + t ) − f ( x0 )
= = .
x0 − ( x0 + t ) −t t

f ( x0 + t ) − f ( x0 )
ამრიგად, ნებისმიერი t  (− ;0) (0;  ) -სათვის წარმოადგენს f ფუნქციის
t
ცვლილების საშუალო სიჩქარეს შესაბამის მონაკვეთზე.

f ( x0 + t ) − f ( x0 )
ბუნებრივია, რომ თუ არსებობს (− ;0) (0;  ) სიმრავლეზე განსაზღვრული
t
ფუნქციის (სასრული) ზღვარი, როცა t მიისწრაფვის 0 -სკენ, ამ ზღვარს f ფუნქციის x0 წერტილში
f ( x0 + t ) − f ( x0 )
ცვლილების მყისი სიჩქარე ვუწოდოთ. მაგრამ, lim ზღვარი (თუკი ის არსებობს)
t →0 t
არის f ფუნქციის წარმოებული x0 წერტილში.

13
ამრიგად, განსაზღვრის არის შიგა x0 წერტილში წარმოებადი f ფუნქციის f ( x0 ) წარმოებული
წარმოადგენს f ფუნქციის ცვლილების მყის სიჩქარეს x0 წერტილში.

მაგალითად, თუ სწორხაზოვან გზაზე ერთი მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მიერ გავლილ


მანძილს განვიხილავთ როგორც დროის ფუნქციას, მაშინ ამ ფუნქციის წარმოებული დროის ყოველ
მომენტში წარმოადგენს ამ მომენტში ავტომობილის მყის სიჩქარეს.

11.11. კომპოზიციის წარმოებული.

11.11.1. წინადადება. ვთქვათ, f : U → და  :V → , შესაბამისად, U და V ღია სიმრავლეებზე


განსაზღვრული ნამდვილი ცვლადის ისეთი ფუნქციებია, რომ ყოველი x U -სათვის, f ( x) V
(რაც ნიშნავს იმას, რომ f (U )  V ). დავაფიქსიროთ x0 U წერტილი. ვიგულისხმოთ, რომ f
ფუნქცია უწყვეტია x0 წერტილში,  ფუნქცია უწყვეტია f ( x0 ) წერტილში და lim  ( y) = 0 . მაშინ,
y → f ( x0 )

არსებობს  f :U → კომპოზიციის ზღვარი x0 წერტილში და lim ( ( f )( x) ) = 0 .


x → x0

დამტკიცება. დავასახელოთ ნებისმიერი   0 რიცხვი. რადგან lim  ( y) = 0 =  ( f ( x0 )) და


y → f ( x0 )

f ( x0 ) წარმოადგენს V სიმრავლის შიგა წერტილს, არსებობს ისეთი   0 რიცხვი, რომ


( f ( x0 ) −; f ( x0 ) + )  V და ყოველი y  ( f ( x0 ) −; f ( x0 ) + ) -სათვის |  ( y) |  .

შემდეგ, რადგან x0 წერტილში f ფუნქცია უწყვეტია, lim f ( x) = f ( x0 ) (იხ. 11.5.2). ამიტომ, (რადგან
x → x0

x0 არის D სიმრავლის შიგა წერტილი) არსებობს ისეთი   0 რიცხვი, რომ ( x0 −  ; x0 +  )  U


და ნებისმიერი x  ( x0 −  ; x0 +  ) -სათვის f ( x)  ( f ( x0 ) −; f ( x0 ) + ) . ამიტომ, რადგან
f ( x)  ( f ( x0 ) −; f ( x0 ) + ) , გვექნება: |  ( f ( x0 )) |  , ანუ, | ( f )( x0 ) |  . ეს კი ნიშნავს იმას,
რომ lim ( ( f )( x) ) = 0 .
x → x0

11.11.2. თეორემა (ორი ფუნქციის კომპოზიციის გაწარმოების ჯაჭვური წესი). ვთქვათ, მოცემულია
ნამდვილი ცვლადის ორი ფუნქცია: f : D → და g : E → , სადაც D და E ისეთი ღია
სიმრავლეებია, რომ ყოველი x  D -სათვის, f ( x)  E (რაც ნიშნავს იმას, რომ f ( D)  E ).
ვიგულისხმოთ, რომ f ფუნქცია წარმოებადია x0  D წერტილში, ხოლო g ფუნქცია წარმოებადია
f ( x0 )  E წერტილში. მაშინ x0 წერტილში წარმოებადია g f : D → კომპოზიციაც და
სამართლიანია ტოლობა:

( g f )( x0 ) = g( f ( x0 ))  f ( x0 ) .

დამტკიცება.

აღვნიშნოთ: y0 = f ( x0 ) .

14
რადგან y0 არის E სიმრავლის შიგა წერტილი არსებობს ისეთი   0 რიცხვი, რომ
( y0 −; y0 + )  E . განვიხილოთ ( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) სიმრავლეზე განსაზღვრული

G : ( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) →

ფუნქცია, რომელიც განსაზღვრულია

g ( y ) − g ( y0 )
G( y) =
y − y0

ტოლობით.

რადგან g ფუნქცია წარმოებადია y0  E წერტილში, არსებობს G ფუნქციის (სასრული) ზღვარი


y0 წერტილში და ეს ზღვარი g ფუნქციის y0 წერტილში წარმოებულის ტოლია:

g ( y ) − g ( y0 )
lim G ( y ) = lim = g ( y0 ) .
y → y0 y → y0 y − y0

რადგან G ფუნქციის ზღვარი y0 წერტილში g( y0 ) რიცხვის ტოლია, არსებობს


( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) სიმრავლეზე განსაზღვრული ისეთი

 : ( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) →

ფუნქცია, რომ

lim  ( y) = 0
y → y0

და ყოველი y  ( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) -სათვის

G( y) = g ( y0 ) +  ( y) ,

ანუ,

g ( y ) − g ( y0 )
= g ( y0 ) +  ( y )
y − y0

(იხ. 10.3.2, ვრცელი ვერსია).

უკანასკნელი ტოლობიდან ვღებულობთ, რომ ნებისმიერი y  ( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) -სათვის

g ( y) − g ( y0 ) = g( y0 )  ( y − y0 ) +  ( y)  ( y − y0 ) . (1)

 ფუნქცია, რომელიც ფიგურირებს უკანასკნელ ტოლობაში, განსაზღვრულია


( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) სიმრავლეზე. გავაგრძელოთ ეს ფუნქცია გარკვეული წესის მიხედვით
( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) სიმრავლის მომცველ ( y0 −; y0 + ) სიმრავლეზე. უფრო ზუსტად,

15
განვიხილოთ ახალი   : ( y0 −; y0 +  ) → ფუნქცია, რომლის მნიშვნელობა
( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) სიმრავლის თითოეულ წერტილში ემთხვევა  ფუნქციის მნიშვნელობას,
ხოლო y0 წერტილში   ფუნქციის მნიშვნელობად გამოვაცხადოთ რიცხვი 0 :

 ( y ), Tu y  y0 ,
  ( y) = 
 0, Tu y = y0 .

რადგან ყოველი y  ( y0 −; y0 ) ( y0 ; y0 + ) -სათვის a ( y) =  ( y) და lim  ( y) = 0 , ამიტომ,


y → y0

lim  ( y ) = 0 .

y → y0

ახლა შევნიშნოთ, რომ ყოველი y  ( y0 −; y0 +  ) -სათვის სამართლიანია

g ( y) − g ( y0 ) = g ( y0 )  ( y − y0 ) +   ( y)  ( y − y0 ) (2)

ტოლობა. მართლაც, თუ y  ( y0 −; y0 +  ) და y  y0 , მაშინ   ( y) =  ( y) და (2) ტოლობის


მართებულობა გამომდინარეობს (1) ტოლობიდან. თუკი y = y0 , მაშინ (2) ტოლობის ორივე მხარე
ნულის ტოლია, ასე, რომ (2) ტოლობა ამ შემთხვევაშიც სამართლიანია.

შემდეგ, რადგან f , როგორც x0 წერტილში წარმოებადი ფუნქცია, უწყვეტია x0 -ში (იხ. 11.5.3) და
რადგან D ღია სიმრავლეა, მოიძებნება ისეთი   0 რიცხვი, რომ ( x0 −  ; x0 +  )  D და ყოველი
x  ( x0 −  ; x0 +  ) -სათვის f ( x)  ( f ( x0 ) −; f ( x0 ) + ) .

რადგან f უწყვეტია x0 -ში,   უწყვეტია f ( x0 ) -ში და lim   ( y ) = 0 , ამიტომ (წინადადება


y → f ( x0 )

11.11.1-ის თანახმად) lim ( 


x → x0
( f )( x) ) = 0 ,

შევზღუდოთ f ფუნქცია x  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) სიმრავლეზე, ანუ განვიხილოთ ახალი


f : ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) → ფუნქცია, რომელიც განმარტებულია შემდეგი წესის მიხედვით:
ყოველი x  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) -სათვის, f ( x) = f ( x) .

რადგან ყოველი x  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) -სათვის, f ( x) = f ( x) , ამიტომ

lim ( (  f )( x) ) = lim ( (  f )( x) ) = 0 . (3)


x → x0 x →x0

ბოლოს, განვიხილოთ H : ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) → ფუნქცია, რომელიც განმარტებულია


შემდეგი წესის მიხედვით:

ყოველი x  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) -სათვის

( g f )( x) − ( g f )( x0 ) g ( f ( x)) − g ( f ( x0 ))
H ( x) = = .
x − x0 x − x0

16
რადგან ყოველი x  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) -სათვის f ( x) = y  ( y0 −; y0 + ) , ამიტომ (2)
ტოლობიდან (თუ დავუშვებთ f ( x) = y და გავითვალისწინებთ, რომ y0 = f ( x0 ) ) მივიღებთ, რომ
ყოველი x  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) -სათვის

g ( f ( x)) − g ( f ( x0 )) g ( y0 )( y − y0 ) +   ( f ( x))( y − y0 )
H ( x) = = =
x − x0 x − x0

g ( f ( x0 ))( f ( x) − f ( x0 )) + (  f )( x)( f ( x) − f ( x0 ))
= =
x − x0

f ( x) − f ( x0 ) f ( x) − f ( x0 )
= g ( f ( x0 )) + (  f )( x) .
x − x0 x − x0

ამრიგად, ყოველი x  ( x0 −  ; x0 ) ( x0 ; x0 +  ) -სათვის გვექნება:

f ( x) − f ( x0 ) f ( x) − f ( x0 )
H ( x) = g ( f ( x0 )) + (  f )( x) .
x − x0 x − x0

თუ უკანასკნელ ტოლობაში გადავალთ ზღვარზე (როცა x → x0 ), გავითვალისწინებთ (3) ტოლობას


f ( x) − f ( x0 )
და იმას, რომ lim = f ( x0 ) , საბოლოოდ მივიღებთ:
x → x0 x − x0

 f ( x) − f ( x0 ) f ( x) − f ( x0 ) 
( g f )( x0 ) = lim H ( x) = lim  g ( f ( x0 )) + (  f )( x) =
x → x0 x → x0
 x − x0 x − x0 
 f ( x) − f ( x0 )   f ( x) − f ( x0 ) 
= lim  g ( f ( x0 ))  + lim  (  f )( x) =
x → x0
 x − x0  x → x0  x − x0 
f ( x) − f ( x0 ) f ( x) − f ( x0 )
= g ( f ( x0 )) lim + lim(  f )( x) lim =
x → x0 x − x0 x → x0 x → x0 x − x0
= g ( f ( x0 )) f ( x0 ) + 0  f ( x0 ) = g ( f ( x0 )) f ( x0 ),

რაც უნდა დაგვემტკიცებინა.

11.12. სავარჯიშოები.

11.12.1.

წარმოებულის განმარტების მიხედვით შეამოწმეთ, რომ:

ა) y = x ფუნქციის წარმოებული ფუნქციაა y = 1;

ბ) y = x2 ფუნქციის წარმოებული ფუნქციაა y = 2 x ;

გ) y = x3 ფუნქციის წარმოებული ფუნქციაა y = 3x2 .

17
11.12.2. იპოვეთ f (1), f (0), f ( 2), f (−0,5) , თუ:

ა) f ( x) = x ; ბ) f ( x) = x2 ; გ) f ( x) = x3 .

 x 2 , Tu x  2

11.12.3. არის თუ არა f ( x) =  1, Tu x = 2 ფუნქცია წარმოებადი x = 2 წერტილში?
4 x − 4, Tu x  2

პასუხი დაასაბუთეთ.

 x 2 , Tu x  2

11.12.4. არის თუ არა f ( x) =  4, Tu x = 2 ფუნქცია წარმოებადი x = 2 წერტილში?
4 x − 4, Tu x  2

პასუხი დაასაბუთეთ.

11.12.5. არსებობს თუ არა ისეთი a და b რიცხვები, რომელთათვისაც


 x , Tu x  2
2

f ( x) =  ფუნქცია წარმოებადია x = 2 წერტილში? პასუხი დაასაბუთეთ.


ax + b, Tu x  2

 sin x
 , Tu x  0
11.12.6. არსებობს თუ არა ისეთი a რიცხვი, რომლისთვისაც f ( x) =  x
 a, Tu x = 0
ფუნქცია წარმოებადია x = 0 წერტილში? პასუხი დაასაბუთეთ.

f ( x) − 1
11.12.7. მოცემულია f : → ფუნქცია. ცნობილია, რომ f (2) = 1 და lim = 3.
x →2 x−2
f (t + 2) − 1
გამოთვალეთ ზღვარი: lim .
t →0 t
df
11.12.8. იპოვეთ , თუ:
dx
1
ა) f ( x) = x5 − x 2 + 3x − 7 (გამოიყენეთ 11.7.3);
5

ბ) f ( x) = ( x2 + 3x −1)  (3x5 + 2 x4 − x3 + x2 − x −1) (გამოიყენეთ 11.7.4);

x3 − 2 x
გ) (გამოიყენეთ 11.7.5);
x2 + 1
11.12.9. მოცემულია ორი f : → და g : → ფუნქცია. ცნობილია, რომ: f (0) = 0 ,
f (0) = 0 , g (0) = 1 და g(0) = 1 . იპოვეთ ( f  g )(0) .

18
11.12.10. მოცემულია ორი f : → და g : → ფუნქცია, სადაც ყოველი x  -

 f 
 
სათვის g ( x)  0 . ცნობილია, რომ: f (2) = 0 , f (2) = 1 , g (2) = 3 და g (2) = 1 . იპოვეთ   (2).
g

11.12.11. დაწერეთ y = x3 + x ფუნქციის გრაფიკის (1;2) წერტილზე გამავალი მხების


განტოლება.

11.12.12. დაწერეთ y = x3 + x ფუნქციის გრაფიკის (1;2) წერტილზე გამავალი ნორმალის


განტოლება.

11.12.13. იპოვეთ y = f ( x) ფუნქციის ცვლილების საშუალო სიჩქარე [a; b] მონაკვეთზე, თუ:

ა) f ( x) = x 2 , a = 1 , b = 3 .

ბ) f ( x) = x 2 , a = −3 , b = −1 .

გ) f ( x) = sin x , a = 0 , b =  .

11.12.14. S (t ) = t 3 − 6t 2 + 12t წარმოადგენს დროის 0  t  4 შუალედში წრფეზე ერთი


მიმართულებით მოძრავი ნაწილაკის მიერ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების
ფუნქციას. უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

ა) რა მანძილი გაიარა ნაწილაკმა დროის t = 1 მომენტიდან დროის t = 3 მომენტამდე?

ბ) რა საშუალო სიჩქარით მოძრაობდა ნაწილაკი დროის t = 1 მომენტიდან დროის t = 3


მომენტამდე შუალედში?

გ) დროის რომელ t ( 0  t  4 ) მომენტში იყო ნაწილაკის სიჩქარე 0 -ის ტოლი?

11.12.15. f (t ) = x3 − 3x წარმოადგენს რიცხვით ღერძზე დროის (0; 4) შუალედში მოძრავი


ნაწილაკის მდებარეობის ფუნქციას. უფრო ზუსტად, დროის ყოველი t  (0;4) მომენტისათვის f (t )
წარმოადგენს მოძრავი ნაწილაკის კოორდინატს აღნიშნულ რიცხვით ღერძზე. როდის მოძრაობდა
ნაწილაკი დადებითი სიჩქარით? უარყოფითი სიჩქარით? რომელ მომენტში/მომენტებში იყო
სიჩქარე ნულის ტოლი?

11.12.16. კომპოზიციის გაწარმოების ჯაჭვური წესის გამოყენებით იპოვეთ შემდეგ ფუნქციათა


წარმოებულები:

ა) f ( x) = (3x2 −1)2021 ;

(5 x − 2)10
ბ) f ( x) = ;
x2 + 1

გ) f ( x) = x  ( x + 1)101 .

19
11.12.17. განვიხილოთ ფუნქციები: f ( x) = x2 + 1 და g ( x) = x7 . იპოვეთ ( g f )(1) და
( f g )(1) .

20

You might also like