You are on page 1of 6

წრფივი ალგებრა

თავი 6: წრფივი ასახვები

ვახტანგ ლომაძე, ქეთევან შავგულიძე

1 განსაზღვრებები და ”Rank-Nullity” თეორემა


De nition. ვთქვათ V, W წრფივი სივრცეებია. φ : V → W ასახვას ჰქვია წრფივი თუ

φ(x + y) = φ(x) + φ(y) და φ(ax) = aφ(x).

(წრფივი ასახვას კიდევ ჰომომორფიზმს უწოდებენ.) V -დან W -ში წრფივი ასახვე-


ბის სიმრავლე აღინიშნება L(V, W ) სიმბოლოთი. მას განიხილავენ როგორც წრფივ
სივრცეს: φ + ψ და aφ განისაზღვრება შემდეგი წესებით

(φ + ψ)(x) = φ(x) + ψ(x), (aφ)(x) = aφ(x).

ძირითადი მაგალითი წრფივი ასახვისა არის მარცხნიდან მატრიცზე გამრავლე-


ბა:

Example. ვთქვათ A არის m × n ზომის მატრიცი. მაშინ

x 7→ Ax

არის წრფივი ასახვა Rn სივრცისა Rm სივრცეში.

De nition. ბირთვი წრფივი φ : V → W ასახვისა არის სიმრავლე

Kerφ = {x ∈ V | φ(x) = 0}

სიმრავლე; ცხადია, რომ იგი V -ს ქვესივრცეა. φ-ს სახე არის სიმრავლე Imφ = φ(V );
იგი W -ს ქვესივრცეა.

1
Example. ვთქვათ A არის მატრიცი. მაშინ

x 7→ Ax

ასახვის ბირთვი არის N (A) და სახე არის C(A). (N (A) და C(A) სივრცეების განსა-
ზღვრება იხ. მე-9 თავში.)

De nition. ბიექციურ წრფივ ასახვას ჰქვია იზომორფიზმი.

იზომორფიზმის მაგალითია საკოორდინატო ასახვა.

Example. ვთქვათ გვაქვს V წრფივი სივრცე, და ვთქვათ v = (v1 , . . . , vn ) არის მისი


ბაზისი. მაშინ
x 7→ [x]v
ასახვა ამყარებს იზომორფიზმს V და Rn სივრცეებს შორის. მას v-ს შესაბამისი სა-
კოორდინატო ასახვა ჰქვია, და აღინიშნება [ ]v სიმბოლოთი.

მნიშვნელოვანი შედეგი ამ მაგალითისა არის შემდეგი თეორემა. კერძოდ, იგი


გვეუბნება, რომ იზომორფიზმამდე სიზუსტით იმდენი წრფივი სივრცეა რამდენიც
არაუარყოფითი მთელი რიცხვი.

Theorem 1 ყოველი n-განზომილებიანი წრფივი V სივრცე იზომორფულია Rn სი-


ვრცის.

შემდეგი თეორემა ერთერთი ფუნდამენტურია წრფივ ალგებრაში.

Theorem 2 (Rank-Nullity Theorem) ვთქვათ φ : V → W არის წრფივი ასახვა. მაშინ,

dim(Kerφ) + dim(Imφ) = dim V.

Proof. ავირჩიოთ
(v1 , . . . , vk )
ბაზისი Kerφ ქვესივრცეში და შევავსოთ იგი V სივრცის

(v1 , . . . , vk , w1 , . . . , wl )

ბაზისამდე. ვაჩვენოთ, რომ


φ(w1 ), . . . , φ(wl )
ქმნიან Imφ სივრცის ბაზისს. მართლაც, ამ სივრცის ყოველი y ელემენტისთვის გვე-
ქნება:
∑ k ∑
l ∑
l
y = φ( ai vi + bj wj ) = bj φ(wj ).
i=1 j=1 j=1

დავუშვათ ახლა, რომ



l
bj φ(wj ) = 0.
j=1

2
∑l ∑l
მაშინ, φ( j=1 bj wj ) = 0. ეს კი ნიშნავს, იმას რომ j=1 bj wj ∈ Kerφ. გვექნება


l ∑
k
bj wj = ai v i .
j=1 i=1

ვინაიდან (v1 , . . . , vk , w1 , . . . , wl ) ბაზისია, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვე-


ვაში, როცა ყველა b (და ყველა a) ნულის ტოლია.
თეორემა დამტკიცებულია. 2

2 წრფივი ასახვის მატრიცი

ზევით ავღნიშნეთ, რომ მატრიცი გვაძლევს წრფივ ასახვას სტანდარტულ სივცეებს


შორის. არ არის ძნელი იმის ჩვენება, რომ ყოველი წრფივი ასახვა სტანდარტულ
სივრცეებს შორის მატრიცით მიიღება.

Proposition 1 ყოველი m და n მთელი დადებითი რიცხვებისთვის, გვაქვს კანონი-


კური იზომორფიზმი
L(Rn , Rm ) ≃ Rm×n .
იგი მოიცემა შემდეგი წესით:

A 7→ [x 7→ Ax, x ∈ Rn ].

Proof. ვთქვათ φ : Rn → Rm არის წრფივი ასახვა. ავიღოთ კანონიკური e1 , . . . , en


ბაზისი Rn -ში. განვსაზღვროთ Aφ როგორც

Aφ = [φ(e1 ) . . . φ(en )]

მატრიცი. ადვილი შესამოწმებელია, რომ

φ(ej ) = Aφ ej ∀ 1 ≤ j ≤ n.

აქედან, რადგან ej ელემენტები შეადგენენ ბაზისს, ვღებულობთ, რომ

φ(x) = Aφ x ∀ x ∈ Rn .

Convention. მათემატიკაში მიღებული წესია, რომ კანონიკურად იზომორფული


”ობიექტები” გააიგივეონ. ჩვენც, შემდგომში, გავაიგივეებთ სტანდარტული სივრ-
ცეების წრფივ ასახვებს მატრიცებთან.

3
Proposition 2 ვთქვათ φ : V → W წრფივი ასახვაა, და ვთქვათ v = (v1 , . . . , vn ) არის
V სივრცის ბაზისი და w = (w1 , . . . , wm ) არის W სივრცის ბაზისი. არსებობს ერთი
და მხოლოდ ერთი A მატრიცი, რომელიც შემდეგ დიაგრამას
φ
V → W
↓ ↓
A
Rn → Rm

კომუტაციურს ხდის. (აქ მარცხენა ვერტიკალური ისარი არის [ ]v , ხოლო მარჯვენა


[ ]w .)

Proof. [ ]w ◦ φ ◦ [ ]−1
v კომპოზიცია არის წრფივი ასახვა R სივრციდან R სივრცეში,
n m

და მაშასადამე უდრის რაღაც A მატრიცს:

[ ]w ◦ φ ◦ [ ]−1
v = A.

აქედან ვღებულობთ
A ◦ [ ]v = [ ]w ◦ φ.
2

De nition. A მატრიცს (ზემოთ) ჰქვია φ ასახვის მატრიცი , ასოცირებული

(v1 , . . . , vn ) და (w1 , . . . , wm )

ბაზისებთან. სხვა სიტყვებით, ეს არის მატრიცი

[φ(v1 )]w , . . . , [φ(vn )]w

სვეტებით.

Proposition 3 ვთქვათ φ : V → W არის წრფივი ასახვა. ვთქვათ კიდევ, რომ v და v ′


ძველი და ახალი ბაზისებია V სივრცეში და, რომ w და w′ ძველი და ახალი ბაზისე-
ბი W სივრცეში. და ბოლოს, ვთქვათ A არის φ ასახვის მატრიცი ძველი ბაზისების
მიმართ, ხოლო A′ ახალი ბაზისების მიმართ. მაშინ,

A′ = Q−1 AP,

სადაც P არის v-დან v ′ -ზე გადასვლის მატრიცი, ხოლო Q არის w-დან w′ -ზე გადა-
სვლის მატრიცი.

Proof. კოორდინატების გარდაქმნის ფორმულის თანახმად,

[ ]v′ = P −1 [ ]v და [ ]w′ = Q−1 [ ]w .

მაშასადამე, გვექნება:

A′ = [ ]w′ ◦ φ ◦ [ ]−1
v′ = Q
−1
[ ]w ◦ φ ◦ [ ]−1
v P =Q
−1
AP.

4
3 საკუთრივი რიცხვები და საკუთრივი ვექტორები
წრფივი სივრცის წრფივ ასახვას თავის თავში ჰქვია წრფივი ოპერატორი (ან ენდო-
მორფიზმი).

თუ φ : V → V წრფივი ოპერატორია და u ბაზისი V სივრცეში, მაშინ φ-ს მატრი-


ცი u ბაზისში ჰქვია A = [ ]u ◦ φ ◦ [ ]−1
u მატრიცს (ანუ φ-ს მატრიცს u და u ბაზისების
მიმართ).

Proposition 4 ვთქვათ φ : V → V არის წრფივი ოპერატორი, და ვთქვათ u და v ძვე-


ლი და ახალი ბაზისებია V სივრცეში. ვთქვათ A არის φ ასახვის მატრიცი ძველ ბა-
ზისში, ხოლო B ახალი ბაზისში. მაშინ,

B = P −1 AP,

სადაც P არის u-დან v-ზე გადასვლის მატრიცი.

Proof. ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს წინა წინადადებიდან. პირდაპირი და-


მტკიცება ასეთია:

B = [ ]v ◦ φ ◦ [ ]−1
v =P
−1
[ ]u ◦ φ ◦ [ ]−1
u P =P
−1
AP.

ამბობენ, რომ A და B მსგავსი მატრიცებია თუ მოიძებნება შებრუნებადი P მატ-


რიცი ისეთი, რომ
B = P −1 AP.
ამრიგად, ჩვენი წინადადება გვეუბნება, რომ წრფივი ოპერატორის მატრიცები
სხვადასხვა ბაზისებში ერთმანეთის მსგავსია.

წრფივი ოპერატორთან დაკავშირებით მნიშვნელოვნია საკუთრივი მნიშვნელო-


ბა და საკუთრივი ვექტორის ცნება.

De nition. ვთქვათ φ : V → V არის წრფივი ოპერატორი. ამბობენ, რომ λ არის φ


ოპერატორის საკუთრივი მნიშვნელობა, თუ მოიძებნება არანულოვანი x ∈ V ვექ-
ტორი ისეთი, რომ
φ(x) = λx.
ყოველ ასეთ x ვექტორზე კი ამბობენ, რომ იგი საკუთრივი ვექტორია.

ისმის კითხვა: როგორ ვიპოვოთ წრფივი ოპერატორის საკუთრივი მნიშვნელო-


ბები? ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი გამოყენებითი ამოცანა და-
იყვანება მასზე.

De nition. A მატრიცის მახასიათებელი პოლინომი ჰქვია

pA (s) = det(sI − A)

პოლინომს.

5
Lemma 1 მსაგავს მატრიცებს ერთი და იგივე მახასიათებელი პოლინომი აქვთ.
Proof. დავუშვათ A და B მსგავსი მატრიცებია, და ვთქვათ B = P −1 AP . მაშინ,
det(B−λI) = det(P −1 AP −λI) = det(P −1 (A−λI)P ) = det(P )−1 det(A−λI) det(P ).
ეს ასრულებს დამტკიცებას. 2

ვიცით, რომ წრფივი ოპერატორის მატრიცი ცალსახად განისაზღვრება მსგავსე-


ბამდე სიზუსტით. ასე რომ, ლემა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ წრფივი ოპე-
რატორის მახასიათებელი პოლინომი.

De nition. წრფივი φ : V → V ოპერატორის მახასიათებელი პოლინომი განისა-


ზღვრება
pφ (s) = pA (s)
ფორმულით, სადაც A არის φ-ს მატრიცი რომელიმე ბაზისის მიმართ.

Theorem 3 ვთქვათ φ : V → V არის წრფივი ოპერატორი. რიცხვი λ არის φ-ს საკუ-


თრივი მნიშვნელობა მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა pφ (λ) = 0.
Proof. ავიღოთ u = (u1 , . . . , un ) ბაზისი და ავღნიშნოთ A-თი ჩვენი ოპერატორის
მატრიცი ამ ბაზისში. გვექნება კომუტაციური
φ−λid
V → V
↓ ↓
A−λI
Rn → Rn
დიაგრამა, სადაც ვერტიკალური ისრები u ბაზისის საკოორდინატო ასახვებია. ამ
დიაგრამიდან ვხედავთ, რომ
Ker(φ − λid) ≃ Ker(A − λI).
ვღებულობთ, რომ
Ker(φ − λid) ̸= 0 ⇔ Ker(A − λI) ̸= 0.
აქედან კი ადვილად გამომდინარეობს თეორემა, რადგან
Ker(A − λI) = 0 ⇔ rk(A − λI) < n ⇔ det(A − λI) = 0.
2
[ ]
2 1
Example. ვთქვათ A = . მაშინ,
1 2

2−λ 1
|A − λI| = = 3 − 4λ + λ2 .

1 2−λ
საკუთრივი მნიშვნელობებია 1 და 3.

Remark. საზოგადოდ, შეუძლებელია მატრიცის მახასიათებელი პოლინომის (ზუ-


სტი) ფესვების პოვნა. ამიტომ, ეძებენ მიახლოებით ფესვებს. რიცხვით ანალიზში
არსებობს რამდენიმე კარგი მეთოდი. ერთერთ საუკეთესო მეთოდად ითვლება QR-
მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია QR ფაქტორიზაციაზე.

You might also like