You are on page 1of 11

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო კუპრაძე

შესავალი წრფივ ალგებრაში

ლექციების კურსი

2023
ლექცია 1

ველი

განმარტება 1.1. ℱ სიმრავლეს ეწოდება ველი, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

(A) ℱ სიმრავლეზე განსაზღვრულია შეკრების ოპერაცია (+) ისე, რომ ყოველი 𝛼 ∈ ℱ და


𝛽 ∈ ℱ ელემენტთა წყვილს შეესაბამება 𝛼 + 𝛽, რომელიც ასევე ეკუთვნის ℱ სიმრავლეს და
რომელსაც ეწოდება 𝛼 და 𝛽 ელემენტების ჯამი.

შეკრების ოპერაცია აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1. შეკრება არის კომუტაციური: 𝛼 + 𝛽 = 𝛽 + 𝛼,


2. შეკრება არის ასოციაციური: 𝛼 + (𝛽 + 𝛾) = (𝛼 + 𝛽 ) + 𝛾,
3. ∃! ელემენტი 0 ∈ ℱ (ნული) ისეთი, რომ ∀𝛼 ელემენტისათვის 𝛼 + 0 = 𝛼,
4. ∀𝛼 ელემენტისათვის, ∃! ელემენტი −𝛼 ისეთი, რომ 𝛼 + (−𝛼 ) = 0.

(B) 𝓕 სიმრავლეზე განსაზღვრულია გამრავლების ოპერაცია (⋅) ისე, რომ ყოველი 𝛼 ∈ ℱ


და 𝛽 ∈ ℱ ელემენტთა წყვილს შეესაბამება 𝛼 ⋅ 𝛽, რომელიც ასევე ეკუთვნის 𝓕 სიმრავლეს
და რომელსაც ეწოდება 𝛼 და 𝛽 ელემენტების ნამრავლი.

გამრავლების ოპერაცია აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1. გამრავლება არის კომუტაციური: 𝛼 ⋅ 𝛽 = 𝛽 ⋅ 𝛼,


2. გამრავლება არის ასოციაციური: 𝛼 ⋅ (𝛽 ⋅ 𝛾) = (𝛼 ⋅ 𝛽) ⋅ 𝛾,
3. ∃! ელემენტი 1 ∈ ℱ (ერთი) ისეთი, რომ ∀𝛼 ელემენტისათვის 𝛼 ⋅ 1 = 𝛼,
4. ∀𝛼 (𝛼 ≠ 0) ელემენტისათვის, ∃! ელემენტი 𝑎−1 ∈ ℱ ისეთი, რომ 𝛼 ⋅ 𝑎−1 = 1.

(C) შეკრება და გამრავლება აკმაყოფილებს დისტრიბუციულობის პირობას:

1. 𝛼 ⋅ (𝛽 + 𝛾) = 𝛼 ⋅ 𝛽 + 𝛼 ⋅ 𝛾.

1
მაგალითად, ℚ რაციონალურ რიცხვთა სიმრავლე, მიმატების და გამრავლების
საზოგადოდ მიღებული განმარტებით, წარმოადგენს ველს. იგივე სამართლიანია ℝ
ნამდვილ რიცხვთა და ℂ კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლეებისთვის.

განმარტება 1.2. თუ ℱ სიმრავლე წარმოადგენს ველს, მაშინ მის ელემენტებს ეწოდებათ


სკალარები.

საწყის ეტაპზე ჯობია, რომ თავი ავარიდოთ კონკრეტული რიცხვითი სიმრავლის


გამოყენებას. ლექციის ამ ნაწილში რიცხვებს სკალარებად მოვიხსენიებთ(გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულ მაგალითებს განვიხილავთ).

ვექტორული სივრცე

შემდგომი განმარტებისთვის ვიგულისხმოთ, რომ მოცემული გვაქვს ℱ ველი.

განმარტება 1.3. 𝒱 სიმრავლეს ეწოდება ვექტორული სივრცე (რომელიც განსაზღვრულია


ℱ ველზე), ხოლო მის ელემენტებს უწოდებენ ვექტორებს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ
პირობებს:

(A) 𝒱 სიმრავლეზე განსაზღვრულია ვექტორების შეკრების ოპერაცია (⊕) ისე, რომ


ყოველი 𝑥 ∈ 𝒱 და 𝑦 ∈ 𝒱 ვექტორთა წყვილს შეესაბამება 𝑥 ⊕ 𝑦 ვექტორი, რომელიც ასევე
ეკუთვნის 𝒱 სიმრავლეს და რომელსაც ეწოდება 𝑥 და 𝑦 ვექტორების ჯამი.

ვექტორების შეკრების ოპერაცია აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1. შეკრება არის კომუტაციური: 𝑥 ⊕ 𝑦 = 𝑦 ⊕ 𝑥,


2. შეკრება არის ასოციაციური: 𝑥 ⊕ (𝑦 ⊕ 𝑧) = (𝑥 ⊕ 𝑦) ⊕ 𝑧,
3. ∃! ვექტორი 0 ∈ 𝒱, ე.წ. საწყისი, ისეთი, რომ ∀𝑥 ∈ 𝒱 ვექტორისთვის 𝑥 ⊕ 0 = 𝑥,
4. ∀𝑥 ვექტორისათვის ∃! ვექტორი −𝑥 ∈ 𝒱 ისეთი, რომ 𝑥 ⊕ (−𝑥 ) = 0.

2
(B) 𝒱 სიმრავლეზე განსაზღვრულია ვექტორის სკალარზე გამრავლების ოპერაცია (⊙)
ისე, რომ ყოველი 𝛼 ∈ ℱ და 𝑥 ∈ 𝒱 წყვილს შეესაბამება 𝛼 ⊙ 𝑥 ვექტორი, რომელიც ასევე
ეკუთვნის 𝒱-ს.

ვექტორის სკალარზე გამრავლების ოპერაცია აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1. გამრავლება არის ასოციაციური: 𝛼 ⊙ (𝛽 ⊙ 𝑥 ) = (𝛼 ⋅ 𝛽) ⊙ 𝑥,


2. ∀𝑥 ვექტორისათვის 1 ⊙ 𝑥 = 𝑥, სადაც 1 ∈ ℱ.

(C)

1. ვექტორული ჯამის სკალარზე გამრავლება დისტრიბუციულია: 𝛼 ⊙ (𝑥 ⊕ 𝑦) =


𝛼 ⊙ 𝑥 ⊕ 𝛼 ⊙ 𝑦,

2. ვექტორის სკალარულ ჯამზე გამრავლება დისტრიბუციულია: (𝛼 + 𝛽 ) ⊙ 𝑥 = 𝛼 ⊙


𝑥 ⊕ 𝛽 ⊙ 𝑥.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვექტორების შეკრების და ვექტორის სკალარზე გამრავლების


ოპერაციები მიზანმიმართულად არასაზოგადოდ მიღებული ⊕ და ⊙ სიმბოლოებით
აღვნიშნეთ, რათა ყურადღება მიგვექცია იმ ფაქტზე, რომ (C)2. აქსიომაში ტოლობის
მარცხენა მხარეს გვაქვს სკალარების შეკრების ოპერაცია, ხოლო ტოლობის მარჯვენა
მხარეს გვაქვს ვექტორების შეკრების ოპერაცია.

შემდგომში, სკალარების შეკრებისა და გამრავლების, ასევე, ვექტორების შეკრებისა


და გამრავლების ოპერაციებს საზოგადოდ მიღებული წესით აღვნიშნავთ, 𝑥 ⊕ 𝑦 = 𝑥 +
𝑦 და 𝛼 ⊙ 𝑥 = 𝛼𝑥.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როცა სკალარების გამრავლებას ვახორციელებთ


ვგულისხმობთ ℱ ველის ოპერაციას, ხოლო, როცა ვექტორს ვამრავლებთ სკალარზე,
ვგულისხმობთ 𝒱 ვექტორული სივრცის ოპერაციას.

კავშირი 𝒱 ვექტორულ სივრცესა და ქვემდებარე ℱ ველს შორის ჩვეულებრივ


მოიხსენიება, როგორც ℱ ველზე განსაზღვრული 𝒱 ვექტორული სივრცე.

ვთქვათ, მოვემულია 𝒱 ვექტორული სივრცე, რომელიც განსაზღვრულია ℱ ველზე.

განმარტება 1.4. თუ ℱ არის ℚ რაციონალურ რიცხვთა ველი, მაშინ 𝒱 ვექტორულ სივრცეს


რაციონალური ვექტორული სივრცე ეწოდება.

განმარტება 1.5. თუ ℱ არის ℝ ნამდვილ რიცხვთა ველი, მაშინ 𝒱 ვექტორულ სივრცეს


ნამდვილი ვექტორული სივრცე ეწოდება.

განმარტება 1.5. თუ 𝓕 არის ℂ კომპლექსურ რიცხვთა ველი, მაშინ 𝒱 ვექტორულ სივრცეს


კომპლექსური ვექტორული სივრცე ეწოდება.

3
სანამ აქსიომებიდან გამომდინარე შედეგებზე გადავალთ, განვიხილოთ რამდენიმე
მაგალითი.

1. დავუშვათ, რომ 𝐶 1 (ℂ) არის კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლე. თუ ამ სიმრავლის


ყოველ ელემენტს განვიხილავთ როგორც ვექტორს და ვექტორების შეკრების
ოპერაციის და ვექტორის საკალარზე გამრავლების ოპერაციის ქვეშ ვიგულისხმებთ
ჩვეულებრივ კომპლექსურ რიცხვთა შეკრებასა და გამრავლებას, მაშინ 𝐶 1 გახდება
კომპლექსური ვექტორული სივრცე, რომელიც განსაზღვრულია ℂ კომპლექსურ
რიცხვთა ველზე.
2. დავუშვათ, რომ 𝐶 𝑛 , არის ყველა დალაგებულ 𝑛 ელემენტიან კომპლექსურ რიცხვთა
სიმრავლე. თუ 𝑥 = (𝜉1 , … , 𝜉𝑛 ) და 𝑦 = (𝜂1 , … , 𝜂𝑛 ) არიან 𝐶 𝑛 ვექტორული სივრცის
ელემენტები, მაშინ, განმარტების თანახმად:

 𝑥 + 𝑦 = (𝜉1 + 𝜂1 , … , 𝜉𝑛 + 𝜂𝑛 ),
 𝛼𝑥 = (𝛼𝜉1 , … , 𝛼𝜉𝑛 ),
 0 = (0, … , 0),
 −𝑥 = (−𝜉1 , … , −𝜉𝑛 ).

ადვილი შესამოწმებელია, რომ უკანასკნელ მაგალითში სამივე (A), (B) და (C)


ნაწილის პირობა სრულდება, შესაბამისად 𝐶 𝑛 წარმოადგენს კომპლექსურ ვექტორულ
სივრცეს, ჩვენ მას ვუწოდებთ 𝑛 განზომილებიან კომპლექსურ კოორდინატებიან სივრცეს.

3. დავუშვათ, რომ 𝑅𝑛 , ყველა დალაგებულ 𝑛 ელემენტიან ნამდვილ რიცხვთა


სიმრავლეა. ვექტორების შეკრებისა და ვექტორის სკალარზე გამრავლების მსგავსი
ფორმალური განმარტებით, როგორიც 𝐶 𝑛 -ის შემთხვევაში გამოვიყენეთ, იმ
განსხვავებით, რომ ახლა მხოლოდ 𝛼 ∈ ℝ სკალარებს განვიხილავთ, 𝑅𝑛 წარმოადგენს
ნამდვილ ვექტორულ სივრცეს, ჩვენ მას ვუწოდებთ 𝑛 განზომილებიან ნამდვილ
კოორდინატებიან სივრცეს.

ზემოთ მოყვანილი ყოველი მაგალითი შესაძლოა განზოგადდეს.

მაგალითი (1) შეიძლება ასე განვაზოგადოთ: ნებისმიერი ველი შეიძლება


განიმარტოს, როგორც ვექტორული სივრცე განსაზღვრული თავის თავზე, ხოლო (2) და
(3) მაგალითების განხილვა გულისხმობს ნებისმიერი ℱ ველის განხილვას და მისი
საშუალებით ℱ 𝑛 ვექტორული სივრცის აგებას, რომელიც შედგება ყველა დალაგებული 𝑛
სკალარისაგან ℱ ველიდან.

4
წრფივი დამოკიდებულება

განვსაზღვროთ დამოკიდებულებები სივრცეების ელემენტებს შორის. დასაწყისში,


ვთქვათ ორიოდე სიტყვა ჯამის აღნიშვნასთან დაკავშირებით. თუ ინდექსების სიმრავლის
ყოველ 𝑖 ელემეტს შეესაბამება 𝑥𝑖 ვექტორი თუ არაა აუცილებელი ამ სიმრავლის
განმარტების შემოტანა, ჩვენ უბრალოდ ვისაუბრებთ {𝑥𝑖 } ვექტორთა დალაგებულ
სიმრავლეზე. (ჩვენ დავუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ორ განსხვავებულ ინდექსს
შეესაბამებოდეს ერთი და იგივე ვექტორი.)

თუ განსახილველი ინდექსების სიმრავლე სასრულია, მაშინ შესაბამისი ვექტორების


ჯამს აღვნიშნავთ ∑𝑖 𝑥𝑖 , (ან როცა საჭირო იქნება, უფრო მკაფიო ∑𝑛𝑖=1 𝑥𝑖 ჩანაწერს
გამოვიყენებთ). ასეთი აღნიშვნა მიღებულია იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ კერძო
შემთხვევების განხილვას და გამოიყენება მაშინაც კი, როცა არ არსებობს 𝑖 ინდექსი,
რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შეკრება, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როცა
განსახილველ ინდექსთა სიმრავლე ცარიელია. (რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში არ
არსებობს ვექტორი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს შეკრება, ანუ
{𝑥𝑖 } ცარიელია). განმარტების თანახმად, ასეთი „ცარიელი ჯამი“ შეგვიძლია 0 ვექტორის
ტოლად ჩავთვალოთ.

განმარტება 1.7. {𝑥𝑖 } ვექტორთა სასრულ სიმრავლეს ეწოდება წრფივად დამოკიდებული,


თუ არსებობს შესაბამისი {𝛼𝑖 } სკალარების სიმრავლე, რომელთაგან ერთი მაინც
განსხვავდება ნულისგან და სამართლიანია შემდეგი ტოლობა:

∑ 𝛼𝑖 𝑥𝑖 = 0. (1.1)
𝑖

ხოლო, {𝑥𝑖 } სიმრავლეს ეწოდება წრფივად დამოუკიდებელი, თუ (1.1) ტოლობიდან


გამომდინარეობს, რომ ყველა 𝑖-სთვის 𝛼𝑖 = 0.

შენიშვნა 1.1 ცარიელი ვექტორული სიმრავლე წრფივად დამოუკიდებელია. იმისათვის,


რომ წინადადება „∑𝑖 𝛼𝑖 𝑥𝑖 = 0 ტოლობიდან გამომდინარეობს, რომ ყველა 𝑖-სთვის 𝛼𝑖 = 0."
უფრო მარტივად აღვიქვათ, იმ შემთხვევაშიც, როცა არ არსებობს 𝑖 ინდექსი, შეგვიძლია,
რომ ის სხვაგვარად ჩავწეროთ. „თუ ∑𝑖 𝛼𝑖 𝑥𝑖 = 0, მაშინ არ არსებობს ისეთი 𝑖,
რომლისთვისაც 𝛼𝑖 ≠ 0.“ ასეთი ჩანაწერი, ცხადია, სამართლიანია იმ შემთხვევაშიც, როცა
𝑖 ინდექსთა სიმრავლე ცარიელია.

5
წრფივი დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა ვექტორთა სიმრავლეების
თვისებებია. თუმცა, საზოგადოდ მიღებულია შესაბამისი ზედსართავი სახელის თავად
ვექტორებზე გამოყენება და, შესაბამისად, "ვექტორთა წრფივად დამოუკიდებელი
სიმრავლის" ნაცვლად, ამბობენ "წრფივად დამოუკიდებელ ვექტორთა სიმრავლეს".

შენიშვნა 1.2 ვექტორთა წრფივად დამოკიდებულებისა და ვექტორთა წრფივად


დამოუკიდებლობის განმარტებიდან უშუალოდ გამომდინარეობს შემდეგი დებულებები:

1. თუ ვექტორთა სისტემა შეიცავს ნულოვან ვექტორს, მაშინ იგი წრფივად


დამოკიდებულია.

2. თუ ვექტორთა სისტემა შეიცავს წრფივად დამოკიდებულ ქვესისტემას, მაშინ


თვით მოცემული სისტემაც წრფივად დამოკიდებულია.

3. წრფივად დამოუკიდებელ ვექტორთა ყოველი ქვესისტემა წრფივად


დამოუკიდებელია.

წრფივი კომბინაციები

ვიტყვით რომ 𝑥 არის {𝑥𝑖 } -ს წრფივი კომბინაცია, თუ ∑𝑖 𝛼𝑖 𝑥𝑖 = 𝑥.

თეორემა 1.1. იმისათვის, რომ არანულოვანი 𝑥1 , … , 𝑥𝑛 , ვექტორთა სისტემა იყოს წრფივად


დამოკიდებული აუცილებელია და საკმარისი, რომ ამ ვექტორებიდან ერთ-ერთი, 𝑥𝑘 , 2 ≤
𝑘 ≤ 𝑛 , წარმოადგენდეს წინამორბედების წრფივ კომბინაციას.

დამტკიცება. დავუშვათ, რომ 𝑥1 , … , 𝑥𝑛 , სიმრავლე წრფივად დამოკიდებულია და 𝑘 არის


პირველი მთელი რიცხვი 2-სა და 𝑛-ს შორის, რომლისთვისაც 𝑥1 , … , 𝑥𝑘 წრფივად
დამოკიდებულია. მაშინ

𝛼1 𝑥1 + ⋯ + 𝛼𝑘 𝑥𝑘 = 0.

შესაბამისი 𝛼 კოეფიციენტებისათვის, რომელთაგან ერთი მაინც განსხვავდება


ნულისაგან. უფრო მეტიც, დაშვებიდან გამომდინარე 𝛼𝑘 ≠ 0, სხვაგვარად მივიღებდით
წინააღმდეგობას. ამრიგად,
−𝛼1 −𝛼𝑘−1
𝑥𝑘 = 𝑥1 + ⋯ + 𝑥𝑘−1 .
𝛼𝑘 𝛼𝑘

6
ამით თეორემის პირობის აუცილებლობა დამტკიცებულია. საკმარისობის პირობა კი
ცხადია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერი სისტემა, რომელსაც გააჩნია
წრფივად დამოკიდებული ქვესისტემა თავადაც წრფივად დამოკიდებულია.

ბაზისი

განმარტება 1.8. 𝒱 ვექტორული სივრცის ბაზისი ეწოდება ისეთ 𝒳 წრფივად


დამოუკიდებელ ვექტორთა სიმრავლეს, რომლისთვისაც თითოეული ვექტორი 𝒱-დან
წარმოადგენს 𝒳 სიმრავლის ელემენტების წრფივ კომბინაციას.

განმარტება 1.9. 𝒱 ვექტორულ სივრცეს ეწოდება სასრულგანზომილებიანი ვექტორული


სივრცე, თუ მას სასრული (სასრულელემენტებიანი) ბაზისი გააჩნია.

ზოგადად, {𝑥1 , … , 𝑥𝑛 } ბაზისის მქონე სასრულგანზომილებიანი 𝒱 ვექტორული


სივრცისთვის ნებისმიერი 𝑥 ვექტორი შეგვიძლია, რომ შემდეგნაირად წარმოვადგინოთ

∑ 𝛼𝑖 𝑥𝑖 = 𝑥.
𝑖

ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ 𝑥 ვექტორის არჩევით ყოველი 𝛼𝑖


ცალსახად განისაზღვრება. ეს ფაქტი მტკიცდება იმავე ხერხის გამოყენებით, რომელიც
ხშირად გამოიყენება წრფივად დამოკიდებულების თეორიაში. თუ ∑𝑖 𝛽𝑖 𝑥𝑖 = 𝑥, მაშინ
გამოკლების შედეგად მივიღებთ, რომ

∑ (𝛼𝑖 − 𝛽𝑖 )𝑥𝑖 = 0.
𝑖

𝑥𝑖 ვექტორების წრფივად დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, 𝛼𝑖 − 𝛽𝑖 = 0, 𝑖 = 1, … , 𝑛,


ამიტომ 𝛼𝑖 = 𝛽𝑖 .

შევნიშნოთ, რომ ჩანაწერი {𝑥1 , … , 𝑥𝑛 }, რომელიც გამოიყენება 𝑛 ელემენტიანი


ბაზისისთვის, გამოუსადეგია 𝑛 = 0 შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ასეთ აღნიშვნას
ხშირად გამოვიყენებთ, რადგან ყველაფერი, რაც 𝑂 ვექტორულ სივრცეს შეეხება იმდენად
ტრივიალურია, რომ ყოველ ჯერზე დეტალურ განხილვას არ საჭიროებს და ხშირად
შეგვიძლია მისი განხილვის გამოტოვება.

7
ბაზისის მაგალითს 𝑅𝑛 -ში წარმოადგენს 𝑥𝑖 (𝑖 = 1, … , 𝑛) ვექტორთა სიმრავლე,
რომელიც განსაზღვრულია იმ პირობით, რომ 𝑥𝑖 ვექტორის 𝑖-ური კოორდინატი არის 𝛿𝑖𝑗 -
ს ტოლი. აქ ჩვენ ვიყენებთ ცნობილ ე.წ. კრონეკერის 𝛿 სიმბოლოს, რომელიც
შემდეგნაირად განისაზღვრება:
1, როცა 𝑖 = 𝑗
𝛿𝑖𝑗 = { }.
0, როცა 𝑖 ≠ 𝑗

ამრიგად, 𝑅3 -ში 𝑥1 = (1,0,0), 𝑥2 = (0,1,0) და 𝑥3 = (0,0,1) ვექტორები ქმნიან ბაზისს.


მარტივი შესამჩნევია, რომ მოცემული ვექტორები წრფივად დამოუკიდებლები არიან.
ხოლო ფორმულა

𝑥 = (𝜉1 , 𝜉2 , 𝜉3 ) = 𝜉1 𝑥1 + 𝜉2 𝑥2 + 𝜉3 𝑥3 ,

ამტკიცებს, რომ ნებისმიერი 𝑥 ვექტორი 𝑅3 -დან ამ ვექტორების წრფივ კომბინაციას


წარმოადგენს.

თეორემა 1.2. ვთქვათ, 𝒱 სასრულგანზომილებიანი ვექტორული სივრცეა და {𝑦1 , … , 𝑦𝑚 }


არის ამ სივრცის ნებისმიერი წრფივად დამოუკიდებელ ვექტორთა სიმრავლე. თუ
აღნიშნული სიმრავლე ჯერ კიდევ არ ქმნის ბაზისს, მაშინ მოიძებნება
ისეთი 𝑦𝑚+1 , … , 𝑦𝑚+𝑝 ვექტორები, რომ 𝑦-ების ერთობლიობა, ანუ {𝑦1 , … , 𝑦𝑚 ,
𝑦𝑚+1 , … , 𝑦𝑚+𝑝 } სიმრავლე უკვე ბაზის წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ნებისმიერი წრფივად დამოუკიდებელი ვექტორების სიმრავლე შეიძლება გაფართოვდეს
ბაზისამდე.

დამტკიცება. რადგან 𝒱 სასრულგანზომილებიანია, მას გააჩნია სასრული ბაზისი


{𝑥1 , … , 𝑥𝑛 }. განვიხილოთ 𝑆 ვექტორთა დალაგებული სიმრავლე

𝑦1 , … , 𝑦𝑚 , 𝑥1 , … , 𝑥𝑛 ;

ელემენტების მოცემული თანმიმდევრობით და ამ სიმრავლისთვის რამდენჯერმე


გამოვიყენოთ თეორემა 1.1.. 𝑆 სიმრავლე წრფივად დამოკიდებულია, რადგან ნებისმიერი
𝑦 ვექტორი(ისევე როგორც ნებისმიერი ვექტორი) 𝑥 ვექტორების წრფივი კომბინაციაა.
აქედან გამომდინარეობს, რომ 𝑆 დალაგებული სიმრავლის ზოგიერთი ვექტორი უნდა
წარმოდგინდეს წინამდებარე(მარცხნივ მდგარი) ვექტორების წრფივი კომბინაციით.
დავუშვათ, რომ 𝑧 პირველი ასეთი ვექტორია, მაშინ 𝑧 უნდა განსხვავდებოდეს
ნებისმიერი 𝑦𝑖 , 𝑖 = 1, … , 𝑚; ვექტორისაგან(რადგან 𝑦-ები წრფივად დამოუკიდებლები
არიან, გამოდის, 𝑧 არის ერთ-ერთი ვექტორი 𝑥 -ებიდან, მაგალთად, 𝑧 = 𝑥𝑖 . განვიხილოთ
ახალი 𝑆 ′ სიმრავლე შემდგარი

𝑦1 , … , 𝑦𝑚 , 𝑥1 , … , 𝑥𝑖−1 , 𝑥𝑖+1 , … , 𝑥𝑛;

ვექტორებისგან. შევნიშნოთ, რომ თითოეული ვექტორი 𝒱-დან წარმოადგენს 𝑆 ′


სიმრავლის ვექტორთა წრფივ კომბინაციას, რადგან 𝑦1 , … , 𝑦𝑚 , 𝑥1 , … , 𝑥𝑖−1 ვექტორების
წრფივი კომბინაციით შეგვიძლია 𝑥𝑖 ვექტორის წარმოდგენა, ხოლო შემდგომ
8
𝑥1 , … , 𝑥𝑖−1 , 𝑥𝑖 , 𝑥𝑖+1 , … , 𝑥𝑛 ვექტორების წრფივი კომბინაციით კი სხვა ნებისმიერი
ვექტორის. (გავიხსენოთ, რომ 𝑥 ვექტორები ქმნიან ბაზისს). თუ 𝑆 ′ წრფივად
დამოუკიდებელია, მაშინ შედეგი მიღებულია. თუ 𝑆 ′ წრფივად დამოუკიდებელი არაა,
გამოვიყენოთ თეორემა 1.1. ისევ და ისევ, სანამ წრფივად დამოუკიდებელ სიმრავლეს არ
მივიღებთ. მიღებული სიმრავლე 𝑦1 , … , 𝑦𝑚 ვექტორებს შეიცავს და ამ სიმრავლის
ვექტორებით გამოისახება ყველა სხვა დანარჩენი ვექტორი 𝒱-დან. სწორედ ეს სიმრავლე
იქნება 𝑦 ვექტორების შემცველი ბაზისი.

განზომილება

თეორემა 1.3. სასრულგანზომილებიანი 𝒱 ვექტორული სივრცის თითოეული ბაზისი


ერთნაირი რაოდენობის ელემენტებისგან შედგება.

დამტკიცება. (ამ თეორემის დამტკიცება თავის თავში მოიცავს 1.2. თეორემის


დამტკიცებისას გამოყენებული მეთოდის მცირედად დახვეწილ მეთოდს და მოცემული
თეორემის დამტკიცებასთან ერთად, რაღაც უფრო მეტსაც ამტკიცებს.) ვთქვათ, 𝑋 =
{𝑥1 , … , 𝑥𝑛 }, და 𝑌 = {𝑦1 , … , 𝑦𝑚 }, ორი სასრული ვექტორული სიმრავლეა, რომელთაგან
თითოეულს აქვს ბაზისის განმსაზღვრელი ორი თვისებიდან ერთი. დავუშვათ, რომ
თითოეული ვექტორი 𝒱-ში გამოისახება 𝑥-ების წრფივი კომბინაციით(მაგრამ არა ის,
რომ 𝑥-ები წრფივად დამოუკიდებლები არიან) და ამასთან, დავუშვათ, რომ 𝑦-ები
წრფივად დამოუკიდებლები არიან (მაგრამ არა ის, რომ თითოეული ვექტორი 𝒱-ში
გამოისახება 𝑦-ების წრფივი კომბინაციით). 𝑆 ვექტორების სიმრავლე

𝑦𝑚 , 𝑥1 … , 𝑥𝑛 ;

როგორც წინა თეორემაში, ახლაც შეგვიძლია თეორემა 1.1.-თან მიმართებით


განვიხილოთ. ვიცით, რომ თითოეული ვექტორი 𝒱-ში არის 𝑆-ის ვექტორთა წრფივი
კომბინაცია და რომ 𝑆 წრფივად დამოკიდებულია. იგივე მიდგომით, განვიხილოთ
ვექტორული სიმრავლე 𝑆 ′

𝑦𝑚 , 𝑥1 … , 𝑥𝑖−1 , 𝑥𝑖+1 , … , 𝑥𝑛 ;

ისევ თითოეული ვექტორი 𝒱-ში არის 𝑆 ′ ვექტორების წრფივი კომბინაცია. ახლა


დავუწეროთ 𝑆 ′ სიმრავლეს მარცხნიდან 𝑦𝑚−1 და ამ ქმედებით მიღებული სიმრავლე იმავე
არგუმენტის მიმართ განვიხილოთ. ამ პროცესის გაგრძელებით, შევნიშნავთ,
9
რომ 𝑥 ვექტორები არ ამოიწურებიან 𝑦 ვექტორებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში,
დარჩენილი 𝑦 ვექტორები იქნებიან უკვე 𝑆-ში ჩართული ვექტორების წრფივი
კომბინაცია, რაც დაშვებას ეწინააღმდეგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პროცესის 𝑚-
ჯერ შესრულებით მივიღებთ ისეთ ვექტორულ სიმრავლეს, რომელსაც 𝑥 ვექტორების
თვისება აქვს და 𝑥 ვექტორების სიმრავლისგან იმით, განსხვავდება, რომ მიღებულ
სიმრავლეში 𝑚 ცალი 𝑥 ვექტორი ჩანაცვლებულია 𝑦-ით. ეს ერთი შეხედვით მარტივი
დამტკიცება სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, აქედან გამომდინარეობს, რომ 𝑛 ≥ 𝑚.
შესაბამისად, თუ 𝑋 და 𝑌 წარმოადგენენ ბაზისს(ისე, რომ თითოეულ მათგანს აქვს ბაზისის
ორივე თვისება), მაშინ 𝑛 ≥ 𝑚 და 𝑚 ≥ 𝑛, საიდანაც გამომდინარეობს, რომ 𝑛 = 𝑚.

განმარტება. სასრულგანზომილებიანი 𝒱 ვექტორული სივრცის განზომილება ეწოდება


მისი ბაზისის ელემენტების რაოდენობას.

შევნიშნოთ, რომ რადგან ცარიელი ვექტორული სიმრავლე ტრივიალური 𝑂 სივრცის


ბაზისია, განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ამ სივრცის განზომილება არის 0.
ამასთან, მოცემული განმარტება, იძლევა შემდეგი შედეგის გაცხადების საშუალებას:
𝑛 განზომილებიან კოორდინატთა სივრცე არის 𝑛 განზომილებიანი. (დებულება
სამართლიანია როგორც ნამდვილ, ასევე კომპლექსურ რიცხვთა შემთხვევაშიც). შემდეგ
თეორემას დამტკიცების გარეშე ჩამოვაყალიბებთ. აღნიშნული თეორემა გამომდინარეობს
თეორემა 1.2. და თეორემა 1.3. -დან.

თეორემა 1.4. 𝑛 განზომილებიანი 𝒱 ვექტორული სივრცის ყოველი 𝑛 + 1 ვექტორისგან


შედგენილი სიმრავლე წრფივად დამოკიდებულია.

10

You might also like