You are on page 1of 13

ლექცია 8

ელექტრული დენი
მუხტის გადატანა და მუხტის სიმკვრივე. მუდმივი დენი. გამტარობა და
ომის კანონი. გამტარებლობის მექანიზმი. სად ირღვევა ომის კანონი?
გამტარების კუთრი წინაღობა ელექტრული წრედები და მათი
ელემენტები. ენერგიის გაფანტვა რეზისტულ დენიან გარემოში.
ელექტრომამოძრავებელი ძალა და გალვანური ელემენტი. ცვლადი დენი
კონდენსატორებსა და რეზისტორებში.
1. მუხტის გადატანა და მუხტის სიმკვრივე. ელექტრული დენი - ესაა
მუხტების მოწესრიგებული მოძრაობა. იგი განისაზღვრება, როგორც გამტარის
განივკვეთში დროის ერთეულში გასული მუხტი: I = q/t. მისი ერთეული გაუსის
სისტემაში იქნება 1 CGSEq/წმ; SI-ში დენის ერთეულია ამპერი და იგი ამ
სისტემაში ძირითადი ერთეულია თავისი ეტალონით: 1 ამპერი = 1კ/წმ. კავშირი
მათ შორის: 1 ა = 3.109 CGSEq/წმ.
დავიწყოთ მარტივი შემთხვევის განხილვით. ვთქვათ, თავისუფალი მუხტების
კონცენტრაცია(დამუხტულ ნაწილაკთა რიცხვი მოცულობის ერთეულში) არის

n და ყველა მათგანს აქვს ერთნაირი q მუხტი და ერთნაირი u სიჩქარე.

წარმოვიდგინოთ მცირე ზომის ჩარჩი, რომლის ფართობია a და გარკვეული
ორიენტაცია უჭირავს სივრცეში (ნახ. 1ა.).

რამდენი ნაწილაკი გაივლის ჩარჩოში Δt დროის განმავლობაში? ცხადია, რომ ეს


იქნება ყველა ის ნაწილაკი, რომელიც იმყოფება ირიბ პრიზმაში(ნახ. 2ბ). ამ

პრიზმის ფუძეა a და მისი წიბო - ut , ანუ მანძილი, რომელსაც გაივლის
თითოეული ნაწილაკი Δt დროში. მისი მოცულობა იქნება

aut cos   au t ,

ხოლო ნაწილაკთა რიცხვი ამ მოცულობაში იქნება nau t . მაშინ ჩარჩოში
გამავალი დენი იქნება:

q (nau t ) 
I (a )   nqau (1)
t
მიღებული შედეგი მარტივად შეიძლება განვავრცოთ ზოგადი შემთხვევისთვის,
როცა გვაქვს ნაწილაკები განსხვავებული მუხტებით, სიჩქარეებით,
კონცენტრაციებით:
   
I (a)  n1q 1 au1  n2 q 2 au2  ....  a  nk q k uk (2)
k 1
(2)-ში მოცემულ ჯამს უწოდებენ დენის სიმკვრივეს:
 
J   nk q k uk (3)
k
მისი ერთეული გაუსის სისტემაში: 1 CGSEq/წმ.სმ2; SI-ში: ა/მ2.
განვიხილოთ, რა წვლილი შეაქვთ დენში ერთი ტიპის ნაწილაკებს(ვთქვათ,
ელექტრონებს), რომლებსაც განსხვავებული სიჩქარეები აქვთ. ცხადია, რომ უნდა
ავიღოთ ამ სიჩქარეების საშუალო მნიშვნელობა:
 1 
u
Ne
n u
k
k k (4)

მაშინ ელექტრონების წვლილი დენში იქნება:


 
J e  eN e ue (5)
2. მუდმივი დენი. გრძელ გამტარში(მავთულში) გამავალი დენი გამოითვლება

I   Jda (6) 
ზედაპირული ინტეგრალით: S J
- ესაა ვექტორის ნაკადი S
ზედაპირზე, S გამტარის განივი კვეთია.

თუ J ვექტორი არ იცვლება დროის მიხედვით, მაშინ გვაქვს მუდმივი
(სტაციონარული) დენი. მუდმივი დენი აკმაყოფილებს მუხტის შენახვის კანონს.
განვიხილოთ რაიმე არე სივრცეში, რომელიც შემოსაზღვრულია სფერული S

ზედაპირით. ზედაპირული ინტეგრალი J -დან S ზედაპირზე იძლევა ამ
ჩაკეტილი მოცულობიდან მუხტის გამოდინების სიჩქარეს. იგი დადებითია, თუ
დადებითი მუხტები გამოდიან გარეთ და უარყოფითები შედიან შიგნით. თუ ამ
ჩაკეტილ მოცულობაში შემავალი და გამომავალი მუხტების ნაკადი არაა
დაბალანსებული, მაშინ გამოყოფილი მოცულობა დროთა განმავლობაში
მთლიანად დაიცლებოდა მუხტებისგან. არფერი ამის მსგავსი არ ხდება - მუხტის
სიმკვრივე ხომ უცვლელი უნდა იყოს დროის მიხედვით. ე.ი. სრული ნაკადი
ნულის ტოლია. მოვიშველიოთ გაუსის თეორემაც:
   
  0,
S
Jda 
S
Jda 
V
 divJdV  0,  divJ 0 (7)

(7) განტოლება გამოსახავს მუხტის მუდმივობის კანონს დიფერენციალური


ფორმით. მისი განზოგადება არასტაციონარული შემთხვევისთვის გვაძლევს
ე.წ. უწყვეტობის განტოლებას:
 
divJ   (8)
- t
- სივრცის მოცემული წერტილის მახლობლად მუხტის სიმკვრივის
ცვლილების სისწრაფე შებრუნებული ნიშნით ტოლია ამ წერტილის
შემცველი უსასრულოდ მცირე ნებისმიერი ჩაკეტილი ზედაპირის
გამჭოლი მუხტის ნაკადისა, რომელიც მოდის მოცულობის ერთეულზე.
3. გამტარობა და ომის კანონი. მუხტის ამოძრავების მრავალი საშუალება
არსებობს, მაგრამ ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ ერთზე, როცა მუხტების
მოწესრიგებული მოძრაობა გამოწვეულია ელექტრული ველის მოქმედებით.
კავშირი მუხტებზე მოქმედ ელექტრულ ველსა და დენს შორის პირველად
დადგინდა ლითონებისთვის - ესაა თქვენთვის კარგად ნაცნობი ომის კანონი:
I = V/R (9), სადაც I დენია, V -პოტენციალთა სხვაობა გამტარის ბოლოებზე,
ანუ ძაბვა. გამტარში გამავალი დენი პროპორციულია მის ბოლოებზე
არსებული ძაბვისა - ომის კანონი. ძაბვა და პოტენციალთა სხვაობა ტოლფასი
ცნებებია: V = φ1 – φ2 = φ12. პროპორციულობის კოეფიციენტი ომის კანონში
არის 1/R, R-ს ეწოდება გამტარის წინაღობა, იგი დამოკიდებულია გამტარის L
სიგრძეზე და A განივი კვეთის ფართობზე და გამტარის გვარობაზე:
L
R (10)
A
გამტარის წინაღობა SI სისტემაში იზომება ომებში. 1 ომი წინაღობა აქვს
გამტარს, რომლის ბოლოებზე 1 ვოლტი ძაბვისას მასში გადის 1 ამპერი დენი.
(9)-ში მამრავლი ρ ახასიათებს სწორედ გამტარის გვარობას და მას გამტარის
კუთრი წინაღობა ეწოდება. SI სისტემაში კუთრი წინაღობის ერთეული იქნება
ომი.მ.
(9) და (10) განტოლებები გამოხატავენ ერთ ფუნდამენტურ ფაქტს, რომელიც
შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: მყარ ერთგვაროვან ნივთიერებაში
დენის სიმკვრივე ნებისმიერ წერტილში პროპორციულია ელექტრული
ველისა, პროპორციულობის კოეფიციენტი კი დამოკიდებულია მხოლოდ
ნივთიერების გვარობაზე:
 
J E (11)
σ პროპორციულობის კოეფიციენტს გამტარობა ეწოდება და იგი კუთრი
წინაღობის შებრუნებული სიდიდეა: σ = 1/ρ. (11) განტოლება წარმოადგენს
ომის კანონის დიფერენციალურ ფორმას. ნახ. 2-ზე მოყვანილია მარტივი
თანაფარდობები ზემოაღნიშნულ სიდიდეებს შორის და ნაჩვენებია, როგორ
გამომდინარეობს (11)-დან (9) და (10).

ერთეულები. SI: [ρ] = [R].[A]/[L] = ომი.მ; CGSE: [ρ] = [E]/[J] = ([q]/[r]2). ([r]2t/[q]
= [t] = წამი.
4. გამტარებლობის მექანიზმი. ომის კანონის - (11) განტოლების - შინაარსს
რომ ჩავწვდეთ, უნდა გავერკვეთ იმ პროცესებში, რომლებიც აღიძვრება
ნივთიერებაში მასზე ელექტრული ველის მოდებისას. დავუშვათ, ნივთიერება
შეიცავს ერთნაირი N რაოდენობით დადებით და უარყოფით დენის
გადამტანებს, რომელთა მუხტებია e და -e, მასები M+ და M-, შესაბამისად. ამ

მუხტების საშუალო სიჩქარე განსაზღვრავს დენის J სიმკვრივეს. როცა ამ

ნივთიერებას მოვდებთ E ერთგვაროვან და დროში მუდმივ ელექტრულ ველს,
თითოეულ მუხტზე იმოქმედებს ძალა, რომელიც ზრდის მუხტის სიჩქარეს.
ბუნებრივია კითხვა -რატომაა დენის სიმკვრივე მუდმივი? მუდმივი ძალის
მოქმედებით სიჩქარე ხომ სულ უნდა იზრდებოდეს! თუ ომის კანონი სწორია(ის
კი ნამდვილად სწორია - ამას ადასტურებს ცდა!), მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც
ძალა, რომელიც ხელს უშლის ელექტრული ველით გამოწვეულ მოძრაობას. ეს
ძალა მსგავსია ხახუნის ძალისა და იგი განპირობებულია დენის გადამტანების
დაჯახებით ერთმანეთთან ან გარემოში არსებულ სხვა ნაწილაკებთან. ამ ძალის
კონკრეტული სახე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ განვიხილოთ
მარტივი შემთხვევა - გვაქვს გაზი, რომელიც შედგება ნეიტრალური ატომებისგან
და დადებითი და უარყოფითი იონებისგან. ნაწილაკთა კონცენტრაცია
(სიმკვრივე) დაახლოებით ისეთივეა, როგორც ნორმალურ პირობებში -
1019ატომი/სმ3-ზე. უფრო ჭარბი რაოდენობით არიან ნეიტრალური ატომები.
საშუალო მანძილი ნაწილაკებს შორის ბევრად აღემატება ნაწილაკთა ზომებს -
ე.ი, ნაწილაკები უმეტეს დროს ატარებენ მოძრაობაში დაჯახებიდან
დაჯახებამდე. ველის გარეშე ნაწილაკები მოძრაობენ ქაოსურად და მათი
სიჩქარეები განისაზღვრება ტემპერატურით. ვთქვათ, დროის t = 0 მომენტში

u
რომელიღაც კონკრეტული იონის სიჩქარე არის . ეს ნაწილაკი აგრძელებს
მოძრაობას ამ სიჩქარით, სანამ არ დაეჯახება რომელიმე ნაწილაკს. ამ
დაჯახებისას ორი ნაწილაკის იმპულსი და ენერგის ინახება, მაგრამ სიჩქარე და

მიმართულება შეიცვლება- მეტად ან ნაკლებად - და გახდება u . ამის შემდეგ
იონი აგრძელებს მოძრაობას უკვე ამ ახალი სიჩქარით მომდევნო დაჯახებამდე,

რომლის შემდეგ სიჩქარე გახდება u  და ა.შ. საბოლოო შედეგი ამ დაჯახებებისა
- ამაშია სწორედ ჩვენი ამოცანის გასაღები - არის ის, რომ იკარგება ყოველგვარი
კავშირი ნაწილაკის სიჩქარესა დროის t = 0 მომენტში და მის სიჩქარეს შორის
გარკვეული τ დროის ინტერვალის შემდეგ. ანუ, t = τ მომენტში სიჩქარე თანაბარი
ალბათობით შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერ მხარეს. მიუხედავად იმისა
თუ როგორი იყო სიჩქარის მიმართულება t = 0 მომენტში. ანუ, ნაწილაკი
მთლიანად „ივიწყებს“ საწყისი სიჩქარის მიმართულებას. ნუ გამოვეკიდებით
დეტალებს და აღვნიშნოთ მთავარი: ყოველი სისტემისთვის არსებობს
დამახასიათებელი დროის ინტერვალი τ, რომლის შემდეგ პრაქტიკულად
იკარგება კორელაცია ნაწილაკის საწყის და საბოლოო სიჩქარეების
მიმართულებებს შორის.
ახლა მოვდოთ ამ სისტემას ელექტრული ველი.სიმარტივისთვის დავუშვათ,
რომ ერთი დაჯახებაც კი საკმარისია, რომ დაიკარგოს მეხსიერება სიჩქარის
მიმართულების შესახებ. მაშინვე დაჯახების შემდეგ იონის სიჩქარე აღვნიშნოთ

u c -თი. მისი მიმართულება ნებისმიერია. t დროში იონი ელექტრული ველის

გავლენით შეიძენს eEt იმპულსს, რომელიც ვექტორულად შეიკრიბება საწყის
 
იმპულსთან და იონის იმპულსი გახდება Mu c  eEt . თუ შეძენილი იმპულსი
საწყისთან შედარებით მცირეა(ე.ი. სიჩქარე მცირედ შეიცვალა), მაშინ შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ მომდევნო დაჯახებამდე იგივე დროის შუალედი გაივლის,
როგორც ეს იყო ველის გარეშე, ანუ: თუ ველი ძალიან დიდი არაა, მაშინ
დაჯახებებს შორის საშუალო დრო t არაა დამოკიდებული ველზე.
ველის მიერ მინიჭებულ იმპულსს ყოველთვის ერთი მიმართულება აქვს, მაგრამ
ეს მიმართულება მთლიანად იკარგება ყოველი დაჯახებისას - ყოველი
დაჯახების შემდეგ იონის სიჩქარის მიმართულება ნებისმიერია.
როგორია ყველა დადებითი იონის საშუალო იმპულსი დროის მოცემულ
 1 c 
Mu 
N
 (Mu j  eEt j ) (12)
j
მომენტში? ამ კითხვის პასუხი მარტივია: ,

u cj
სადაც არის j-ური იონის სიჩქარე მაშინვე ბოლო დაჯახების შემდეგ, მისი
მიმართულება სრულიად შემთხვევითია და მისი წვლილი საშუალოდ ნულის

ტოლია. გვრჩება მეორე წევრი, რომელიც არის eE ძალის ნამრავლი ბოლო
t
დაჯახებიდან გასულ საშუალო j დროზე. ეს საშუალო დრო უდრის საშუალო
დროს მომდევნო დაჯახებამდე და უდრის საშუალო დროს დაჯახებებს შორის.

ამრიგად, დადებითი იონის საშუალო სიჩქარე მუდმივ E ელექტრულ ველში

 eEt
u  (13)
M
როგორც ვხედავთ, დენის გადამტანების საშუალო სიჩქარე მათზე მოქმედი
ძალის პროპორციულია. სხვანაირად რომ ვთქვათ, გარემო ეწინააღმდეგება
მოძრაობას სიჩქარის პროპორციული ძალით - ანალოგია ბლანტ
დამუხრუჭებასთან.
უარყოფითი იონებისთვის საშუალო დრო განსხვავებულია, ისინი მოძრაობენ
საწინააღმდეგო მიმართულებით, მაგრამ მათ უარყოფითი მუხტი მიაქვთ,
ამიტომ მათი წვლილი დენის სიმკვრივეში იკრიბება დადებითი იონების
წვლილთან და მივიღებთ (5)-ის ანალოგიურ განტოლებას:
 
 eEt eEt t t 
J  Ne( )  Ne( )  Ne (
2
 )E (14)
M M M M
როგორც ვხედავთ, ეს სისტემა ემორჩილება ომის კანონს - (14)-ში ველის წინ
მდგომი კოეფიციენტი მუდმივია და თამაშობს σ გამტარობის როლს. ზოგადად,
დენის სიმკვრივის ფარდობა ველთან პროპორციულია დენის გადამტანების
რიცხვისა და მახასიათებელი τ დროისა. ჩვენს კერძო მაგალითში τ შევცვალეთ
t -თი და σ-სთვის მივიღეთ კონკრეტული შედეგი. დადებითი და უარყოფითი
მუხტის გადამტანების რაოდენობა შეიძლება არ იყოს ერთნაირი, მაშინ:
N   N  
  e2  (15)
M M
5. სად ირღვევა ომის კანონი? ვნახოთ, სად შეიძლება ირღვეოდეს ომის კანონი.
თუ ელექტრული ველი იმდენად ძლიერია, რომ დენის გადამტანების მიერ
ველში შეძენილი დამატებითი სიჩქარე მათი ქაოსური მოძრაობის საშუალო
სიჩქარის შესადარია, მაშინ ეს დიდ გავლენას მოახდენს დაჯახებებს შორის
საშუალო დროზე- ისინი დამოკიდებული იქნებიან ველზე და (14) განტოლება
არაწრფივი გახდება. შევაფასოთ ველის ის მნიშვნელობა, რომლის დროს იწყება
არაწრფივობა. ნორმალურ პირობებში ნაწილაკების თავისუფალი განარბენი
აირებში λ = 10-6 სმ. სითბური მოძრაობის საშუალო ენერგია kT-ს რიგისაა(k
ბოლცმანის მუდმივაა, T - აბსოლუტური ტემპერატურა). „უსიამოვნებებს“ უნდა
ველოდოთ, როცა დაჯახებებს შორის ნაწილაკების მიერ შეძენილი კინეტიკური
ენერგია სითბური ენერგიის რიგისა გახდება: eEλ ≈ kT (16)
შესაბამის ველის მნიშვნელობა დაახლოებით 24 კვ/სმ-ია.
ძალიან ძლიერი ველები იწვევენ დენის გადამტანების რიცხვის ზრდას,
ზოგჯერ ზვავისებურად, რაც ნიშნავს ომის კანონის კატასტროფულ დარღვევას.
გადახრა ომის კანონიდან შეიძლება გამოიწვიოს ველის მოკლე იმპულსებმაც.
წარმოვიდგინოთ, რომ ცვლადი ელექტრული ველის პერიოდი ნაკლებია
დაჯახებებს შორის დროის შუალედზე. მაშინ ჩვენს მიერ განვითარებული
მსჯელობა არ იქნება მართებული და დენის გადამტანების რეაქცია
განისაზღვრება ძირითადად მათი ინერციით.
ომის კანონი ირღვევა აგრეთვე ვაკუუმურ ხელსაწყოებში(მაგალითად,
ვაკუუმურ დიოდში), რაც იწვევს მათ ცალმხრივ გამტარებლობას. იგივე ითქმის
ორ ნახევრადგამტარს შორის ან ნახევრადგამტარსა და მეტალს შორის
კონტაქტზე.
6. გამტარების კუთრი წინაღობა. გამტარების წინაღობის ფორმულა ჩვენ უკვე
გვქონდა(ფ-ლა (10)), მაგრამ ამ ფორმულას აზრი აქვს მხოლოდ გარკვეული
კონფიგურაციის დენისთვის. მავთულის შემთხვევაში ყველაფერი ცხადია.
ზოგად შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს მოცულობით დენებთან, წინაღობაზე
ლაპარაკს აზრი არა აქვს, სანამ არ მივუთითებთ მომჭერების განლაგებას,
რომელთა მეშვეობით დენი შედის და გამოდის სისტემაში. დენის სიმკვრივის
განაწილება მოცულობაში უნდა განისაზღვროს ომის კანონიდან - (11)
ფორმულით.
7. ელექტრული წრედები და მათი ელემენტები. ნებისმიერ ელექტრულ
მოწყობილობას აქვს მომჭერები, რომლებსაც უერთდება სადენები. ამ სადენებით
მუხტები შედიან და გამოდიან მოწყობილობაში. თუ მოწყობილობას მხოლოდ
ორი მომჭერი აქვს, მაშინ მათში ტოლი და საწინააღმდეგო მიმართულების
დენები გადიან - თუ დენი სტაციონარულია.
წრედის ელემენტები შეიძლება უერთდებოდნენ ერთმანეთს მიმდევრობით ან
პარალელურად. მიმდევრობითი შეერთებისას(ნახ. 3ა) დენები ერთნაირია:
I = I1 = I2, ძაბვები განაწილებულია წინაღობების პროპორციულად: U1/U2 = R1/R2,
U1+U2 =U, წინაღობები იკრიბება: R = R1+R2 . პარალელური შეერთებისას(ნახ. 3ბ)
ძაბვები ერთნაირია: U1=U2 =U, დენები განაწილებული წინაღობების
უკუპროპორციულად I2 / I1 = R1/R2, I = I1 + I2, იკრიბება წინაღობის შებრუნებული
სიდიდეები 1/R = 1/R1 +1/R2.
რთული წრედების წინაღობის დასათვლელად გამოიყენება ეკვივალენტური
სქემების მეთოდი(ნახ. 4).

ნებისმიერი წრედი, რომლის შემადგენელ ელემენტებში მიედინება მუდმივი


დენი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1) დენი ნებისმიერ ელემენტში ტოლი უნდა იყოს ამ ელემენტზე მოდებული
ძაბვის ფარდობისა მის წინაღობასთან(ომის კანონი);
2) წრედის კვანძში, ანუ წერტილში სადაც თავს იყრის ორი ამ მეტი სადენი,
შემავალი დენების ალგებრული ჯამი ინდა იყოს ნულის ტოლი(მუხტის
შენახვის კანონი);
3) წრედის ნებისმიერ შეკრულ კონტურში პოტენციალთა სხვაობების ჯამი
 
ნულის ტოლია( 
Eds 0
).
ამ წესებით უნდა ვისარგებლოთ იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელი ხდება
წრედის გამარტივება მიმდევრობითი და პარალელური უბნების გამოყოფით.
ამის მაგალითია ნახ. 5-ზე გამოსახული მარტივი სქემა.

8. ენერგიის გაფანტვა რეზისტულ დენიან გარემოში. გამტარში დენის



გავლისას ხდება ენერგიის გაბნევა. თუ დენის გადამტანების  საშუალო

სიჩქარით გადასაადგილებლად საჭიროა F ძალა, მაშინ მოწყობილობა,
 
რომელიც უზრუნველყოფს დენის გადამტანების მოძრაობას, ანვითარებს F 

სიმძლავრეს. თუ E ელექტრული ველი ამოძრავებს q მუხტის მქონე იონს, მაშინ
  
F  qE და სიმძლავრე იქნება qE . დახარჯული ენერგია საბოლოოდ სითბოს
სახით გამოიყოფა. მექანიზმი მარტივია: ჩვენს მარტივ მოდელში დენის
გადამტანი ნაწილაკი დაჯახებებს შორის იძენს არა მარტო იმპულსს, არამედ
ენერგიასაც. დაჯახებისას იგი ცოტა ენერგიას კარგავს(თუ დენის გადამტანის
მასა გაცილებით ნაკლებია იმ ატომის მასაზე, რომელსაც იგი ეჯახება), ენერგია
გროვდება და საბოლოოდ ეს დაგროვილი ენერგია დაჯახებისას დაკარგული
ენერგიის რიგისა გახდება.ეს ნიშნავს, რომ ველის მიერ შესრულებული მუშაობა
გადაეცემა გარემოს სითბოს სახით.
V 2t
Q  A  qV  IVt  I Rt 
2
, P  I 2R (17)
R
9. ელექტრომამოძრავებელი ძალა და გალვანური ელემენტი. წრედში
მუდმივი დენის არსებობისთვის აუცილებელი რაღაც ენერგიის წყარო. აქამდე ამ
საკითხს გვერდს ვუვლიდით და განვიხილავდით წრედის მხოლოდ ნაწილს -
წყარო(„ბატარეა“) ნახაზს მიღმა რჩებოდა. ახლა კი სწორედ დენის წყაროები
განვიხილოთ. მუდმივი დენის წრედში ელექტრომამოძრავებელი ძალის წყაროს
წარმოადგენს მექანიზმი, რომელსაც მუხტი გადააქვს ელექტრული ძალების
საწინააღმდეგო მიმართულებით. ამის ერთერთი ნიმუშია ვან დე გრააფის
გენერატორი(ნახ. 6.)

ქვედა შკივთან ხდება მუხტების გენერირება(სხვადასხვანაირი გზით!),


რომლებიც ეწებებიან რეზინის(იზოლატორის!) ღვედს. ღვედს ამოძრავებენ
მექანიკურად(ჩეულებრივ, ელექტროძრავით, შეიძლება ხელითაც) და მუხტს
აწვდიან ლითონის სფეროს, სადაც საკმაოდ დიდი მუხტის დაგროვება შეიძლება.
უნგრეთში აწყობილ წრფივ ამაჩქარებელზე მიიღეს თითქმის 1 მეგავოლტი ძაბვა.
ჩვეულებრივ ბატარეებში მუხტების მოძრაობა ელექტრული ძალების
საწინააღმდეგო მიმართულებით ხორციელდება ქიმიური ენერგიის ხარჯზე.
ქიმიური ენერგიის ხარჯზე მომუშავე დენის წყაროებს გალვანურ ელემენტებს
უწოდებენ (ნახ. 7.). დადებითი მუხტი შეიძლება ამოძრავდეს მაღალი
პოტენციალის წერტილისკენ, თუ იგი მონაწილეობს ქიმიურ რეაქციაში,
საიდანაც იღებს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე საჭიროა იმ მაღალი პოტენციალის
წერტილამდე მისაღწევად. ქიმიური ელემენტების მოქმედების პრინციპი
განვიხილოთ ვესტონის ელემენტის მაგალითზე - ნახ. 8. ესაა H-ის მსგავი მინის
ჭურჭელი, რომლის შტოები ზემოდან დარჩილულია, ხოლო თითოეული შტოს
ძირში მირჩილულია პლატინის მავთულები - ელექტროდები. „დადებითი“
შტო : 1 - ვერცხლისწყალი, 2 - პასტა-დეპოლარიზატორი, 3 -CdSO4-ის
კრისტალები; „უარყოფითი“ შტო :
4 -კადმიუმის ამალგამა(12% კადმიუმი, 88% ვერცხლისწყალი), 3’ - CdSO4-ის
კრისტალები(იგივე, რაც დადებით შტოში), 5 - CdSO4-ის ნაჯერი წყალხსნარი.
მისი ემძ ძალიან ვიწრო საზღვრებშია: 1.085-1.087 ვ, ამიტომაც მას ნორმალურ

ელემენტს უწოდებენ და დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ძაბვის


ეტალონებად. მუშაობის პრინციპი: კადმიუმის იონების ნაწილი ამალგამიდან
გადადის წყალხსნარში და ამ დროს ტოვებს 2 ელექტრონს ამალგამის შემცველ
შტოში, რის გამოც შესაბამისი ელექტროდი იძენს დიდ უარყოფით მუხტს.
შესაბამისი ქიმიური რეაქცია: Cd+Hg2+ Cd2+ + 2Hg . რაღაც მომენტში ეს
პროცესი შეწყდება, მაგრამ თუ ამ დროს გარე წრედს შევკრავთ რაიმე წინაღობით,
მაშინ ელექტრონები დაიწყებენ მოძრაობას უარყოფითი ელექტროდიდან
დადებითისკენ, რის გამოც კადმიუმის იონების ახალი პორცია გადავა
ამალგამიდან წყალხსნარში, წრედში გაივლის სტაციონარული დენი. მეორე
ელექტროდთანაც მიდის ქიმიური პროცესები, მაგრამ ამაზე არ შევჩერდებით.
ნებისმიერ დენის წყაროში მოქმედებს გარე ძალა(ქიმიური, მექანიკური, ...), ანუ
არაელექტროსტატიკური წარმოშობის ძალა. ამ ძალის მუშაობა, ენერგიის
შენახვის კანონის თანახმად, წრედში გამოყოფილი ენერგიის ტოლი უნდა იყოს.
ვინაიდან დენი გვაქვს წრედის შიგა უბანზე, ამ უბანსაც გარკვეული წინაღობა
გააჩნია - მას შიგა წინაღობას უწოდებენ - r. გამოვიყენოთ ენერგიის შენახვის
კანონი:

A  q  It  I 2 ( R  r )t  I  , V    Ir (18)
Rr
სადაც V არის ძაბვა წყაროს მომჭერებზე, ε - წყაროს ელექტრომამოძრავებელი
ძალა: ε = A/q, A - გარე ძალის მუშაობაა.. (18) გამოსახავს ომის კანონს სრული
წრედისთვის.
10.ცვლადი დენი კონდენსატორებსა და რეზისტორებში. ვთქვათ, C
ტევადობის კონდენსატორი დამუხტულია რაღაც V0 ძაბვამდე(ნახ. 9ა).

შევკრათ წრედი რაიმე R წინაღობით - ჩავრთოთ ჩამრთველი t = 0 მომენტში.


კონდენსატორი დაიწყებს განმუხტვას (ნახ. 9ბ) , წრედში გაივლის დენი(ნახ. 9გ).
განმუხტვისას კონდენსატორი კარგავს მუხტს, ამიტომ მცირდება ძაბვა
ფირფიტებს შორის და დენი იწყებს კლებას.აღვწეროთ ეს პროცესი
მათემატიკურად. ვთქვათ, Q არის კონდენსატორის მუხტი ნებისმიერ მომენტში,
V - ძაბვა ფირფიტებს შორის იმავე მომენტში, დენი - I . დენი დადებითია, თუ ის
მიედინება დადებითი ფირფიტიდან უარყოფითისკენ. ყველა ეს სიდიდე დროის
ფუნქციაა.
V dQ dQ Q dQ dt
Q  CV , I  , I     
R dt dt RC Q RC
t
 ln Q   const ; t  0, Q  Q0  CV0 
RC
dQ V0 t / RC
Q  CV0 e t / RC (19)  I    e (20)
dt R
როგორც ვხედავთ, ჩამრთველის ჩართვისას დენი ნახტომისებურად იზრდება
V0/R -მდე, შემდეგ კი ექსპონენციალურად კლებულობს ნულამდე. ამ კლების
მახასიათებელი დროა RC. ვნახოთ, რომ ამ სიდიდეს მართლა აქვს დროის
განზომილება. SI : [R].[C] = ([V]/[I]).([Q]/[V]) = (ვ/ა).(კ/ვ) = კ/ა = წმ; CGSE: [R].[C] =
([ρ].[L]/[A]).[C] = (წმ.სმ/სმ2).სმ = წმ. ამ სიდიდეს ხშირად უწოდებენ „დროის RC
მუდმივას“. მას ღრმა და ძალიან ზოგადი შინაარსი აქვს: ნებისმიერ ელექტრულ
სისტემაში, სადაც გვაქვს დამუხტული გამტარები და მიმყვანი სადენები,
ერთერთი დროითი მასშტაბი მოიცემა რაღაც წინაღობისა და ტევადობის
ნამრავლით. წარმოვიდგინოთ, რომ სივრცე ბრტყელი კონდენსატორის
ფირფიტებს შორის მოულოდნელად შეავსეს გამტარით, რომლის კუთრი
წინაღობაა ρ. ეს გამტარი ისევე ეფექტურად დაიწყებს კონდენსატორის
განმუხტვას, როგორც ამას აკეთებდა R წინაღობა ზემოთ მოყვანილ მსჯელობაში.
დროითი მუდმივა იქნება (ρs/A)(A/4πs) = ρ/4π. ეს დრო არაა დამოკიდებული
კონდენსატორის ზომებზე, ეს არის მუხტის გადანაწილებისთვის საჭირო დრო,
ანუ ელექტრული ველის რელაქსაციის(მილევის) დრო გამტარ გარემოში. თუ
შევაფასებთ ამ დროს ტიპური გამტარებისთვის, მივიღებთ ფანტასტიკურად
მცირე დროს - 10-18 წმ, რაც ეჭვს ბადებს მის სისწორეში. საქმე იმაშია, რომ ასეთ
დროის მასშტაბებში მუდმივი დენის კანონები საერთოდ არ მუშაობს და მათზე
დაფუძნებული მსჯელობა არასწორია.

ლიტერატურა:

[2]. ხაზარაძე თ. ზოგადი ფიზიკის კურსი, ელექტრობა. თბ., თსუ, 1991.


- §§ 2.2, 11.1, 11.2, 11.7, 11.8;

[4]. Парселл Э. Электричество и магнетизм. М.: Наука, 1971.


- §§4.1, 4.2, 4.3, 4.4, 4.5, 4.7, 4.8, 4.9, 4.10, 4.11.

You might also like