You are on page 1of 3

შენ უკვე იცი, რომ, თუ რხევით კონტურში დამუხტულ კონდენსატორს

მიმდევრობით მივუერთებთ კოჭას, კონტურში თავისუფალი


ელექტრული რხევები აღიძვრება.

იდეალურ შემთხვევაში, როცა კონტურის R წინაღობა ნულის ტოლია (ან


იმდენად მცირეა, რომ მისი უგულებელყოფა შეიძლება, R → (0), წრედში
ენერგიის კარგვა არ ხდება და ელექტრული რხევები არამილევადია.
ასეთ შემთხვევაში რხევები კონტურში უსასრულოდ დიდხანს
გაგრძელდება და ჰარმონიული კანონით აღიწერება.
მაგრამ რეალურ რხევით კონტურში თავისუფალი ელექტრული
რხევები მილევადია, რადგან ენერგიის დანაკარგი გარდაუვალია: კოჭას,
კონდენსატორსა და შემაერთებელ სადენებს ყოველთვის აქვთ წინაღობა
და ამის გამო ენერგიის ნაწილი მათ შინაგან ენერგიად გარდაიქმნება.
ამასთან, რაც მეტია კონტურის წინაღობა, მით უფრო სწრაფად მიილევა
რხევები. საკმარისად დიდი წინაღობის დროს კი რხევები საერთოდ არ
აღიძვრება: კონდენსატორი განიმუხტება, მაგრამ მისი ხელახლა
დამუხტვა აღარ მოხდება. მილევადი რხევები პერიოდული პროცესი არ
არის, ამიტომ ისინი ჰარმონიული კანონით არ აღიწერება და
შესაბამისად, მუხტის, ძაბვისა და დენის ძალის ცვლილება დროის
მიხედვით სინუსოიდით (ან კოსინუსოიდით) არ გამოისახება. რხევით
კონტურში მუხტის რხევის ამპლიტუდა მუდმივი არ არის – ის დროის
მიხედვით თანდათან მცირდება.

თავისუფალი ელექტრული რხევები პრაქტიკაში თითქმის არ


გამოიყენება სწორედ იმიტომ, რომ ისინი სწრაფად მიილევა. უფრო
მნიშვნელოვანია იძულებითი არამილევადი რხევები, რომლებიც
შეიძლება ნებისმიერად დიდხანს გაგრძელდეს. მექანიკური რხევების
შესწავლისას ჩეენ გავეცანით ქანქარას იძულებით რხევებს: როცა გარე
ძალის პერიოდული ზემოქმედების შედეგად ქანქარას მექანიკური
ენერგიის შევსება ხდება, მიუხედავად ხახუნის ძალების არსებობისა,
ქანქარას რხევები არ მიილევა.

სწორედ ასევე, იმისათვის, რომ რხევით კონტურში იძულებითი


არამილევადი რხევები აღიძრას (ანუ ელექტრული რხევები
განუსაზღვრელად დიდხანს შენარჩუნდეს), აუცილებელი გარე ძალების
პერიოდული ზემოქმედების შედეგად კონტურის ენერგიის მარაგის
პერიოდულად შევსება ამ მიზნით გამოიყენება ელექტრული დენის
გენერატორები, რომელთა ემ ძალა პუროოდულად იცვლება. ელექტრულ
წრედში, რომელშიც ასეთი გენერატორია ჩართული, იძულებითი
ელექტრული რხვეები, ანუ დენის ძალისა და ძაბვის პერიოდულ
ცვლილებები, აღიძერება, რაც იმას ნიშნავს, რომ დენის ძალისა და ძაბვის
ყველა მნიშვნელობა დროის ტოლი შუალედების შემდეგ ზუსტად
მეორდება . ელექტრულ დენს, რომლის სიდიდე და მიმართულება
დროის მიხედვით იცვლება, ცვლადი დენი ჰქვია, ამასთან, თუ ცვლადი
დენის სიდიდე ერთოდულად იცვლება, მას პერიოდულად ცვლად (ან
პერიოდულ) დენს უწოდებენ..

მრეწველობაში ყველაზე მეტად ჰარმონიულად ცვლადი დენი


გამოიყენება. ასეთი დენი ელექტროსადგურების ცვლადი დენის
გენერატორში აღიძვრება, რომლის ემ ძალა ჰარმონიულად, სინუსის
კანონის მიხუდვით იცვლება
e= e0 sinω0 t
სადაც “e „ გენერატორის ემ ძალის რხევის ამპლიტუდაა, ω კი რხევის
ციკლური სიხშირე

ცვლადი დენის გენერატორი, რომელშიც მექანიკური ენერგია ცვლადი


დენის ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება ორი ძირითადი
ნაწილისაგან
შედგება:
1. ინდუქტორი – ელექტრომაგნიტი ან მუდმივი მაგნიტი, რომელიც
მაგნიტურ ველს ქმნის,
2 ღუზა — გამტარი ხვიების გრაგნილი, რომელშიც (ცელადი ემ ძალა
აღიძერება.)

ცვლადი დენის გენერატორის მოქმედება ელექტრომაგნიტური


ინდუქციის მოვლენას ემყარება. გენერატორის მოქმედების პრინციპში
გასარკვევად განვიხილოთ მისი უმარტივესი მოდელი, რომელმიც
ინდუქტორი მუდმივი მაგნიტია, ხოლო ღუზა – გამტარი ჩარჩო. ვთქვათ,
გამტარი ჩარჩო მუდმივი მაგნიტის პოლუსებს შორის მაგნიტურ ველში
თანაბრად ბრუნავს. ჩარჩოს მიერ შემოსაზღვრულ S ფართობს
მაგნიტური ინდუქცის ϕ ნაკადი განჭოლავს, რომელიც შემდეგ
ფორმულით განისაზღვრება.
Φ= B S cos a
სადაც a მაგნიტური ინდუქციის ვექტორსა და ჩარჩოს ნორმალს შორის
კუთხეა

ჩარჩოს თანაბარი ზრუნვისას კუთხე დროის პირდაპირპროპორციულად


იცვლება:
a= t 2π/T
სადაც T ჩარჩოს ბრუნვის პერიოდია.
გაიხსენე: 2π/T=ω ციკლური სიხშირეა. ასე რომ ფორმულა ასეთ სახეს
მიიღებს

a= t ω

მივიღებთ, რომ ჩარჩოს გამჭოლი მაგნიტური ნაკადი დროის მიხედვით


ჰარმონიულად იცვლება, ანუ

Φ= B S cos ω t

მაგნიტური ნაკადის ცვლილების შედეგად გამტარ ჩარჩოში ინდუქციის


ემ ძალა აღიძრება, რომელიც, ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონის
თანახმად, საპირისპირო ნიშნით აღებული მაგნიტური ინდუქციის
ნაკადის ცვლილების სიჩქარის ტოლია;

ξ= ΔΦ/ Δt

თუ მოსრიალე საკონტაქტო რგოლების დახმარებით გამტარი ხვიების


ბოლოებს ელექტრომომხმარებელს მივუერთებთ, დროის მიხედვით
ჰარმონიულად ცვლადი ინდუქციის ემ ძალის მოქმედებით წრედში
დენის ძალის იძულებითი ჰარმონიული რხევა, ანუ ცვლადი დენი,
აღიძვრება. ინდუქციის ემ ძალისა და შესაბამისად, დენის ძალის
მნიშვნელოვნად დიდი ამპლიტუდის მისაღებად გამოიყენება ცვლადი
დენის გენერატორი, რომლის ღუზას ბევრი ხვია აქვს და ხვიებით
შემოსაზღვრული ფართობიც მნიშვნელოვნად დიდია.

You might also like