You are on page 1of 7

ამოცანა №19

დედამიწის მაგნიტური ველი


საჭირო მოწყობილობა:

1. ტანგენს-გალვანომეტრი
2. მულტიმეტრი
3. რეოსტატი
4. კომპასი
5. დენის წყარო
6. შემაერთებელი სადენები

მიზანი:
ამ ლაბორატორიული სამუშოს მიზანია დედამიწის მაგნიტური ველის და მისი
ჰორიზონტალური მდგენელის განსაზღვრა თბილისის განედზე.

თეორია :
დედამიწის მაგნიტური ველის წარმოშობის მექანიზმი ბოლომდე გარკვეული
არაა. ერთერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მოსაზრების მიხედვით,
დედამიწის მაგნიტური ველის წყაროს წარმოადგენს გრიგალური ელექტრული
დენები, რომლებიც მიედინებიან დედამიწის ბირთვის ზედა ფენებში. ეს დენები,
ზოგი მოსაზრებით, ინდუქციური წარმოშობისაა, სხვა მოსაზრებით -
თერმოელექტრული წარმოშობისა. ასევე გავრცელებულია ე.წ. „თვითაღგზნებადი
დინამოს“ თეორია, რომლის მიხედვით ეს დენები წარმოიშობიან დედამიწის
ბირთვში არსებული დიდი ელექტროგამტარობის მქონე თხევადი მასის
მექანიკური მოძრაობით. ამ მოსაზრებების შესაბამისი მაგნიტო-
ჰიდროდინამიკური განტოლებების ამონახსნების მიხედვით შესაძლებელია
აიხსნას არსებული დედამიწის მაგნიტური ველის მნიშვნელობა.
დედამიწის მაგნიტური ველი დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ,
როგორც თანაბრად დამაგნიტებული სფეროს ველი ან მაგნიტური დიპოლის
ველი, რომელიც განლაგებულია დედამიწის ცენტრში და რომლის სიდიდეა
8.1022ჯ/ტლ(ა.მ2). დიპოლური მომენტის მიმართულება 11.50-იან კუთხეს ადგენს
დედამიწის ბრუნვის ღერძთან(ნახ. 1). გეოგრაფიული და მაგნიტური პოლუსები
არ ემთხვევა ერთმანეთს, თანაც მაგნიტური პოლუსის მდებარეობა იცვლება -
უკანასკნელი 100 წლის მანძილზე მაგნიტურმა პოლუსმა დაახლოებით 50-ით
გადაიწია. გეოგრაფიულ ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს განლაგებულია სამხრეთ
მაგნიტური პოლუსი და პირიქით(ამაზე მიუთითებს კომპასის ისარიც: ისრის
ჩრდილოეთ პოლუსს მიიზიდავს მაგნიტური ველის სამხრეთ პოლუსი).
დედამიწის მაგნიტური ველი შეიძლება დახასიათდეს რამდენიმე სიდიდით:
Beh - ჰორიზონტალური მდგენელით, Bt - სრული მაგნიტური ველით, ψ-
მაგნიტური მიხრილობით ( კუთხე ჰორიზონტალურ მდგენელსა და
გეოგრაფიული მერიდიანის სიბრტყეს შორის) და θ - მაგნიტური დახრილობით
(კუთხე, რომელსაც ქმნის სრული მაგნიტური ველის მიმართულება
ჰორიზონტალურ სიბრტყესთან). ცხადია, რომ თუ გვეცოდინება
ჰორიზონტალური მდგენელი და მაგნიტური დახრილობა, ადვილად
გამოვთვლით სრულ მაგნიტურ ველს, ამიტომ ამ ოთხიდან დამოუკიდებელია
სამი. როგორც წესი, ეს სიდიდეებია Beh, ψ და θ.
ტანგენს გალვანომეტრის ძირითადი დეტალებია მაგნიტური ისარი და წრიული
ხვიები. წრიული დენიანი ხვიების მიერ შექმნილი მაგნიტური ველი
განისაზღვრება ფორმულით:
μ 0 iN
BL=
2r (1),

სადაც
B⃗ L ხვიების მიერ შექმნილი მაგნიტური ველის ინდუქციის ვექტორია, μ -
0

მაგნიტური მუდმივა( μ0 = 4π.10-7 ჰნ/მ), i - დენის ძალა ხვიებში, r - ხვიების


რადიუსი, N – ხვიათა რიცხვი. ამ ველის მიმართულება განისაზღვრება მარჯვენა
ხელის წესით. თუ მოხრილი მარჯვენა ხელის თითები გვიჩვენებენ დენის
მიმართულებას ხვიებში, მაშინ 900-ით გაშლილი ცერა თითი გვიჩვენებს
მაგნიტური ველის მიმართულებას. ველის მიმართულება ასევე შეიძლება
განისაზღვროს ბურღის წესით: თუ ბურღის ტარს დავატრიალებთ ხვიებში
გამავალი დენის მიმართულებით, მაშინ ბურღის წვერის გადაადგილება
გვიჩვენებს მაგნიტური ველის მიმართულებას. ქვემოთ ვაჩვენებთ, თუ როგორ
შეიძლება ამ ველის საშუალებით განისაზღვრის უცნობი მაგნიტური ველი.
ტანგენს-გალვანომეტრის ხვიები მოთავსებულია უცნობი მაგნიტური ველის
გასწვრივ(ნახ.2). ხვიებში დენის გატარებისას მის მიერ შექმნილი ველი
ვექტორულად იკრიბება უცნობ ველთან და იძლევა ჯამურ ველს. კომპასის ისარი
სწორედ ამ ჯამური ველის გასწვრივ განლაგდება. იზომება ისრის გადახრის
კუთხე α და განისაზღვრება დედამიწის მაგნიტური ველის ჰორიზონტალური
მდგენელი შემდეგი განტოლებიდან:
B B μ iN
tg α= L ⇒ B eh= L = 0
Beh tg α 2 rtgα (2),
სადაც
B eh დედამიწის მაგნიტური ველის ჰორიზონტალური მდგენელია. (2)
ფორმულა შეიძლება სხვანაირად გადავწეროთ:
μ 0 Ni i 2 rBeh
=Beh tg α ⇒ = =C
2r tg α μ 0 N (3)
C მოცემული ხელსაწყოსთვის დედამიწის მოცემულ ადგილზე მუდმივი
სიდიდეა, მას ტანგენს-გალვანომეტრის მუდმივას უწოდებენ და იგი ტოლია იმ
დენისა, რომელიც იწვევს ისრის გადახრას 450-იანი კუთხით. ამრიგად ისრის
გადახრის კუთხის მეშვეობით შეიძლება გაიზომოს ხვიებში გამავალი დენის
ძალა - ამიტომაც უწოდებენ მას ტანგენს-გალვანომეტრს.
ნახ. 3 -დან ჩანს, რომ თუ გვეცოდინება მაგნიტური დახრილობა და
ჰორიზონტალური მდგენელი, მაშინ ადვილად გამოვთვლით დედამიწის სრულ
მაგნიტურ ველს:
B eh
Bt=
cos θ (4)

სამუშაოს შესრულება:
შეაერთეთ მიმდევრობით დენის წყარო, ტანგენს-გალვანომეტრი, რეოსტატი და
ციფრული მულტიმეტრი. დააყენეთ ტანგენს-გალვანომეტრის ხვიები
მერიდიანის სიბრტყეში ამ დროს კომპასის ისარი და ტანგენს-გალვანომეტრის
ხვიები ერთ სიბრტყეში იქნებიან. დააყენეთ რეოსტატი მაქსიმალურ წინაღობაზე
და ჩართეთ დენის წყარო. რეოსტატის მეშვეობით არეგულირეთ დენის ძალა.
გაზომეთ α კუთხე დენის სამი სხვადასხვა მნიშვნელობისთვის. თითოეული
მნიშვნელობისთვის გაზომვა ჩაატარეთ 3-ჯერ და აიღეთ საშუალო
მნიშვნელობები. (2) ფორმულით გამოთვალეთ დედამიწის მაგნიტური ველის
ჰორიზონტალური მდგენელი. სასურველია, რომ კუთხე იცვლებოდეს 200 -700-ის
ფარგლებში. თუ (2) ფორმულით გამოთვლით ცდომილებას, დაინახავთ, რომ
მინიმალურ ცდომილებას იძლევა 450-იანი კუთხე.
გაითვალისწინეთ, რომ მაგნიტური დახრილობა თბილისისთვის არის 60043’ და
(4) ფორმულით გამოთვალეთ დედამიწის სრული მაგნიტური ველის
მნიშვნელობა თბილისისთვის.

ლიტერატურა:
1. D. Halliday, R. Resnick, J. Walker. Fundamentals of Physics. § 34-5. John Wiley &. Sons.
Inc. 1993.
2. А.В.Кортнев, Ю.В.Рублев, А.Н.Куценко. Практикум по физике. стр. 329-335.
«Высшая школа», М., 1963.

You might also like