You are on page 1of 10

ლექცია 9

მოძრავი მუხტების ველი, მაგნიტური ველი


ერსტედიდან აინშტაინამდე, მაგნიტური ძალა. მუხტის გაზომვა
მოძრაობის დროს. მუხტის ინვარიანტობა. მუდმივი სიჩქარით მოძრავი
წერტილოვანი მუხტის ველი. მოძრავ მუხტზე მოქმედი ძალა. მოძრავი
მუხტების ურთიერთქმედება სხვა მოძრავ მუხტებთან.
1. ერსტედიდან აინშტაინამდე. გადმოცემის მიხედვით, ჰ.ქ. ერსტედმა
თავისი უდიდესი აღმოჩენა - ელექტრული დენი ქმნის მაგნიტურ ველს -
გააკეთა სტუდენტთა აუდიტორიის წინაშე წაკითხული ლექციის
დამთავრებისთანავე(ზოგი ვერსიით - ლექციის დროს). იგი კითხულობდა
ლექციებს ელექტრობასა, გალვანიზმსა და მაგნეტიზმის შესახებ. მიაქციეთ
ყურადღება - ეს სამი რამ იმ დროს განსხვავებულ მოვლენებად აღიქმებოდა!
იგი ატარებდა დენს მავთულში, რომელიც კომპასის ისრის მახლობლად იყო

დაკიდებული(ნახ. 1ა). როცა სადენი ისრის მართობული იყო, წრედის შეკვრისას


ისარი უძრავად დარჩა, მაგრამ როცა სადენი ისრის პარალელური იყო, ჩამრთველის
ჩართვისას ისარი მკვეთრად გადაიხარა(ნახ. 2ბ), ბატარეის პოლუსების შეცვლისას
ისარი საპირისპირო მხარეს გადაიხარა. ამით დამტკიცდა, რომ დენიანი გამტარი
ქმნის მაგნიტურ ველს. ამით ზემოთ აღნიშნულ სამ მოვლენას საერთო ფესვები
აღმოაჩნდა! ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით
ამპერის და ფარადეის ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგად. ყოველივე ამის
გვირგვინი იყო მაქსველის მიერ კლასიკური ელექტრომაგნეტიზმის თეორიის შექმნა.
ფარდობითობის სპეციალური თეორია სწორედ კლასიკურ ელექტრომაგნეტიზმის
თეორიის ბაზაზე შეიქმნა. ყურადღება მიაქციეთ აინშტაინის ფუნდამენტური
ნაშრომის სათაურს - „მოძრავ სხეულთა ელექტროდინამიკისთვის“. დღეისთვის
ფარდობითობის თეორია მოიცავს მთელ ფიზიკას და არა მარტო
ელექტრომაგნეტიზმს. მოითხოვება, რომ ნებისმიერი ფიზიკური თეორია იყოს
რელატივისტურად ინვარიანტული - კანონებს ერთნაირი სახე უნდა ჰქონდეთ
ნებისმიერ ინერციულ ათვლის სისტემაში. მოხდა ისე, რომ სანამ მეცნიერები
ჯეროვნად შეაფასებდნენ რელატივისტური ინვარიანტობის უაღრესად დიდ
მნიშვნელობას, უკვე არსებობდა რელატივისტურად ინვარიანტული თეორია -
მაქსველის ელექტროდინამიკა.
2. მაგნიტური ძალა. ორი პარალელური სადენი, რომლებშიც ერთი
მიმართულების დენები გადის, მიიზიდება ერთმანეთისკენ. თითოეული
სადენის სიგრძის ერთეულზე მოსული ძალა პროპორციულია სადენებში
გამავალი დენების ნამრავლისა და უკუპროპორციულია სადენებს შორის
მანძილისა(ნახ. 2ა). თუ ერთერთ სადენში დენის მიმართულება შეიცვლება,

მაშინ სადენები ერთმანეთისგან განიზიდებიან(ნახ. 2ბ). ეს ძალა


დაკავშირებულია მუხტის მოძრაობასთან - დენთან და მას მაგნიტურ ძალას
უწოდებენ. დენიან გამტარებს შორის მოქმედი ძალა შეიძლება აღიწეროს
მაგნიტური ველის შემოღების მეშვეობით - ისევე, როგორც უძრავ მუხტებს
შორის ურთიერთქმედება აღიწერება ელექტრული ველის მეშვეობით. ანუ:
დენიანი გამტარი თავის ირგვლივ ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც
მოქმედებს მეორე დენიან გამტარზე და პირიქით. შეიძლება გაგიჩნდეთ
კითხვა: კი მაგრამ, ერსტედის ცდაში ხომ მეორე დენიანი გამტარი არ ყოფილა -
კომპასის ისარი იყო?! საქმე იმაშია, რომ, ამპერის ცნობილი ჰიპოთეზის
თანახმად, მაგნიტურ ნივთიერებებში(კომპასის ისარი სწორედ ასეთია)
ცირკულირებენ მიკროსკოპული დენები ატომურ მასშტაბებში და სწორედ
ამითაა განპირობებული მათი მაგნიტური თვისებები. ამრიგად, დენიანი
გამტარი თავის ირგვლივ ქმნის მაგნიტურ ველს და თუ ამ ველში აღმოჩნდება
სხვა დენიანი გამტარი ან, უბრალოდ, მოძრავი მუხტი, მასზე ომპქმედებს
ძალა, რომელიც პროპორციულია მაგნიტური ველისა. მოძრავ მუხტზე
მოქმედი ძალა ყოველთვის მართობულია მისი სიჩქარისა. სრული ძალისთვის
გვექნება:
  q 
F  qE   B  (1)

c
სადაც B მაგნიტური ველია. (1)-ის მარჯვენა მხარეზე პირველი წევრი აღწერს
ელექტრული ველის მხრიდან მუხტზე მოქმედ ძალას, მეორე - მაგნიტური
ველის მხრიდან მაძრავ მუხტზე მოქმედ ძალას, რომელიც მისი სიჩქარის
პროპორციულია. ფაქტობრივად, (1) წარმოადგენს მაგნიტური ველის
განმარტებას. ღირსშესანიშნავი ფაქტია, რომ ეს ძალა სიჩქარის
პროპორციულია, ხოლო ელექტრული ველის მოქმედება საერთოდ არაა
დამოკიდებული სიჩქარეზე.
3. მუხტის გაზომვა მოძრაობის დროს. ახდენს თუ არა მოძრაობა გავლენას
თვითონ მუხტზე? მუხტის გაზომვა შესაძლებელია მისი მოქმედების
მეშვეობით. უძრავი Q მუხტის გასაზომად საჭიროა გაიზომოს ძალა, რომელიც
მოქმედებს მისგან რაღაც მანძილზე მდებარე სასინჯ q მუხტზე. ეს ძალა
ემორჩილება კულონის კანონს. მოძრავი მუხტის შემთხვევაში სივრცეში
ჩნდება გამოყოფილი მიმართულება - მუხტის სიჩქარის მიმართულება და არაა
გამორიცხული, რომ მუხტებს შორის მოქმედი ძალა დამოკიდებული იყოს ამ
მიმართულებაზე. ამ სიტუაციის გასათვალისწინებლად შევთანხმდეთ, რომ Q
მუხტი განვსაზღვროთ ყველა შესაძლო მიმართულებით გასაშუალოებული
ძალის მეშვეობით. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი უსასრულოდ
მცირე სასინჯი მუხტები, რომლებიც თანაბრადაა განაწილებული სფეროს
ზედაპირზე(ნახ. 3.) იმ მომენტში, როცა მოძრავი მუხტი გადის სფეროს
ცენტრში, იზომება ყოველ სასინჯ (უძრავ!) მუხტზე მოქმედი ძალა და Q
მუხტის განსასაზღვრავად გამოიყენება ამ ძალების საშუალო ყველა
მიმართულებით. ეს სწორედ ის ოპერაციაა, რომელიც საჭიროა ინტეგრალის
განსასაზღვრავად ელექტრული ველიდან სფეროს ზედაპირზე დროის t
მომენტში. გავიხსენოთ, რომ სასინჯი მუხტები უძრავია, q მუხტზე მოქმედი
ძალა, მოსული მუხტის ერთეულზე, განსაზღვრავს ველს ამ წერტილში.
ამრიგად, არა კულონის კანონი, არამედ გაუსის თეორემა იძლევა საშუალებას
ბუნებრივად განისაზღვროს მოძრავი მუხტის სიდიდე. ეს შეიძლება გაკეთდეს
შემდეგნაირად: მუხტის სიდიდე, რომელიც მოქცეულია გარკვეული არის

შიგნით, განისაზღვრება ზედაპირული ინტეგრალით E ელექტრული
ველიდან იმ S ზედაპირზე, რომლითაც ეს არეა შემოსაზღვრული. S ზედაპირი
უძრავია რომელიღაც F კოორდინატთა სისტემაში. F სისტემის რომელიღაც

(x,y,z) წერტილში E ელექტრული ველი დროის ნებისმიერ t მომენტში იზომება
ძალით, რომელიც მოქმედებს F სისტემის მიმართ უძრავ სასინჯ მუხტზე იმავე
ადგილას და იმავე მომენტში. ზედაპირული ინტეგრალი უნდა შევუსაბამოთ
დროის განსაზღვრულ t მომენტს. ამრიგად, ველის მნიშვნელობას
ერთდროულად ზომავენ დამკვირვებლები, რომლებიც განლაგებული არიან
მთელ S ზედაპირზე. აღვნიშნოთ ზედაპირული ინტეგრალი S ზედაპირზე
 
S (t ) Eda (2)
შემდეგნაირად: . S ზედაპირის შიგნით მოქცეული მუხტის
1  
4 S( t )
Q Eda (3)
სიდიდე განვსაზღვროთ შემდეგნაირად: .
საკვირველი იქნებოდა ასეთნაირად განსაზღვრული Q მუხტის სიდიდე რომ
დამოკიდებული ყოფილიყო S ზედაპირის ფორმასა და ზომაზე. უძრავი
მუხტისთვის ეს ნამდვილად ასეა - გაუსის თეორემის თანახმად. მაგრამ გაუსის
თეორემა სამართლიანია მოძრავი მუხტის შემთხვევაში? - საბედნიეროდ, კი და
ეს უნდა მივიღოთ, როგორც ექსპერიმენტული ფაქტი. ელექტრული ველის ეს
ფუნდამენტური თვისება საშუალებას იძლევა განისაზღვროს მუხტის სიდიდე
(3) განტოლებით.
4. მუხტის ინვარიანტობა. ექსპერიმენტული ფაქტები ამომწურავად
ადასტურებენ, რომ სისტემის სრული მუხტი არ იცვლება მუხტის
გადამტანების მოძრაობისას. ამის ურყევი არგუმენტია ატომებისა და
მოლეკულების ელექტრონეიტრალობა. წყალბადის მოლეკულა და ჰელიუმის
ატომი შედგება ერთნაირი დამუხტული ნაწილაკებისგან - ორ-ორი პროტონისა
და ორ-ორი ელექტრონისგან(ჰელიუმის ატომში შემავალი ორი ნეიტრონი
ელექტრონეიტრალურია). როგოც წყალბადის მოლეკულაში, ისე ჰელიუმის
ატომში ელექტრონები და პროტონები სრულიასდ განსხვავებულად
მოძრაობენ და მათი მუხტი სიჩქარეზე დამოკიდებული რომ ყოფილიყო, მაშინ
სისტემა ნეიტრალური აღარ იქნებოდა. უაღრესად ზუსტმა ცდებმა აჩვენა, რომ
ეს ობიექტები ნეიტრალურია 10-20 სიზუსტით! ამრიგად, ელექტრული მუხტი
ინვარიანტული სიდიდეა - არაა დამოკიდებული სიჩქარეზე. ჩვენს მიერ
ხსენებული და მრავალი სხვა ცდაც ადასტურებს, რომ ზედაპირული
 
 Eda
ინტეგრალი S გაუსის თეორემაში დამოკიდებულია მხოლოდ S
ზედაპირის შიგნით მოხვედრილი ნაწილაკების რაოდენობასა და ტიპზე და
არა მათს მოძრაობის ხასიათზე. ფარდობითობის სპეციალური თეორიის
პოსტულატის თანახმად, თუ ეს მტკიცებულება სამართლიანია რომელიმე
ერთი ინერციული სისტემის მიმართ, მაშინ იგი სამართლიანი იქნება
ნებისმიერი სხვა ინერციული სისტემის მიმართაც. ამიტომ, თუ F’ არის
რომლიღაც სხვა ინერციული სისტემა, რომელიც მოძრაობს F-ის მიმართ,
ხოლო S’ - ჩაკეტილი ზედაპირი, რომლითაც შემოსაზღვრულია t’ მომენტში F’
სისტემაში იგივე დამუხტული სხეულები, რომლებიც მოქცეული იყვნენ S
ზედაპირის შიგნით t მომენტში, მაშინ
   

S (t )
Eda  
S ( t )
E da (4)


E  ველი გაზომილია F’სისტემაში, ანუ იმ ძალის მიხედვით, რომელიც მოქმედებს F’
სისტემის მიმართ უძრავ მუხტზე. ყურადსაღებია განსხვავება t და t’ -ს შორის - ის,
რაც ერთდროულია ერთ სისტემაში, სხვა სისტემაში შეიძლება არ იყოს
ერთდროული. ყოველი ზედაპირული ინტეგრალი (4)-ში აღებული უნდა იყოს
დროის ერთსა და იმავე მომენტში თავის სისტემაში.

(4) განტოლება ფორმალურად გამოხატავს მუხტის რელატივისტურ


ინვარიანტობას.ის არაა მუხტის შენახვის კანონის ეკვივალენტური, რომელიც
 
divJ  
მათემატიკურად გამოისახებოდა შემდეგნაირად: t . მუხტის შენახვის
კანონი გვეუბნება, რომ თუ რომელიმე სისტემაში ავიღებთ რაიმე ჩაკეტილ უძრავ
ზედაპირს, რომელიც შეიცავს რაღაც რაოდენობის დამუხტულ სხეულებს და არც
ერთი ნაწილაკი არ კვეთს ზედაპირს, მაშინ ამ ზედაპირის შიგნით სრული მუხტი არ
იცვლება. ინვარიანტობა კი გვეუბნება, რომ თუ ამ გამოყოფილ არეს შევხედავთ
რომელიმე სხვა სისტემიდან, მაშინ მუხტის რაოდენობა მასში იქნება იგივე.

5. მუდმივი სიჩქარით მოძრავი წერტილოვანი მუხტის ველი. განვიხილოთ


წერტილოვანი მუხტი Q, რომელიც უძრავდ იმყოფება F ათვლის სისტემის სათავეში

(ნახ. 4ა). სივრცის ყოველ წერტილში E ელექტრული ველი არის Q/r2 და
მიმართულია რადიუსვექტორის გასწვრივ. xz სიბრტყის ნებისმიერ (x,z) წერტილში
ველის კომპონენტები იქნება:

Q Qx 
Ex  cos   2 
r 2
( x  z 2 )3/2 
 (5)
Q Qz 
Ez  2 sin   2
r ( x  z 2 )3/ 2 

დავუშვათ, F’ სისტემა მოძრაობს υ სიჩქარით x ღერძის საწინააღმდეგო


მიმართულებით. კავშირი კოორდინატებს შორის ამ ორ სისტემაში მოიცემა
ლორენცის გარდაქმნებით:

 x
x   ( x   ct ), y  y , z  z , t   (t   ) (6)
c
 1
 , 
c 1  2
საათი დაყენებულია ისე, რომ აჩვენებდეს ნულს, როცა წერტილები x = 0 და x’ = 0
ემთხვევიან ერთმანეთს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც მოვიყვანთ
დამტკიცების გარეშე და რომელიც ეხება ელექტრული ველის გარდაქმნას ერთი
ინერციული სისტემიდან მეორეში გადასვლისას. ველის განივი მდგენელები არ
იცვლება, ხოლო გასწვრივი მდგენელი გარდაიქმნება გარკვეული წესით(„განივი“ და
„გასწვრივი“ - მოძრავი სისტემის სიჩქარესთან მიმართებაში):

Ex  Ex , Ez   Ez (7)

(5) და (6) განტოლებების გამოყენებით შეგვიძლია x


E , E 
z კომპონენტები

გამოვსახოთ კოორდინატების საშუალებით F’ სისტემაში. t’ = 0 მომენტში, როცა Q


მუხტი გადის F’ სისტემის სათავეში, გვექნება:

 Qx 
E x  E x  , 
[( x) 2  z 2 ]3/2 
 (8)
 Qz 
E z   E z 
[( x) 2  z2 ]3/2 

z
Ez / Ex  
პირველ რიგში შევნიშნოთ, რომ x - ეს ნიშნავს, რომ E  ვექტორი x’
 
ღერძთან ქმნის იმავე კუთხეს, რასაც r  ვექტორი. ანუ, E  ვექტორი მიმართულია
რადიალურად გარეთკენ იმ წრფის გასწვრივ, რომელიც გადის Q მუხტის მყის
მდებარეობაზე(ნახ. 4ბ). ვიპოვოთ ველის სიდიდე:


2
  2 Q 2 ( x 2  z  2 ) Q 2 ( x2  z  2 )
E  Ex  Ez 
2 2
 
[( x) 2  z 2 )]3  4 [ x2  z 2   2 z 2 ]3
Q 2 (1   2 ) 2
 (9)
 2 z 2 3
( x  z  ) (1  2
2 2 2
)
x  z 2
აღვნიშნოთ r’-ით მანძილი Q მუხტიდან(რომელიც ამ მომენტში იმყოფება
კოორდინატთა სათავეში), (x’,y’) წერტილამდე(სადაც იზომება ველი): r   x  z  .
2 2

ვთქვათ θ’ არის კუთხე რადიუსვექტორსა და Q მუხტის სიჩქარეს შორის, რომელიც


მოძრაობს F’ სისტემაში x’ ღერძის გასწვრივ. ვინაიდან z’=r’sinθ’, ველისთვის
Q 1  2
E  2 (10)
მივიღებთ:
r  (1   2 sin 2  )3/2
კოორდინატთა სათავე და x’z’ სიბრტყე ნებისმიერადაა არჩეული.ამიტომ შეგვიძლია
ჩამოვაყალიბოთ სრულიად ზოგადი დებულება: თანაბრად მოძრავი მუხტის ველი
დროის მოცემულ მომენტში მიმართულია რადიალურად მუხტის მყისი
მდებარეობიდან, მისი სიდიდე კი მოიცემა (10) განტოლებით, სადაც θ’ არის კუთხე
მუხტის სიჩქარესა და იმ რადიუსვექტორს შორის, რომელიც გავლებულია მუხტის
მყისი მდებარეობიდან დაკვირვების წერტილამდე.

მცირე სიჩქარეების დროს ველი პრაქტიკულად ემთხვევა უძრავი მუხტის ველს F’


Q
E (11)
სისტემაში: r 2 . დიდი სიჩქარეების დროს, როცა β2-ის
უგულებელყოფა არ შეიძლება, სურათი იცვლება: ველი მოძრაობის მართობული
მიმართულებით უფრო ძლიერია, ვიდრე მოძრაობის გასწვრივი მიმართულებით.
ძალწირების ენაზე თუ ვიმსჯელებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალწირები
კონცენტრირდებიან დისკოდ, რომელიც მართობია მოძრაობის მიმართულებისა. ნახ.
5-ზე ნაჩვენებია ძალწირების კვეთა x’z’ სიბრტყით. ეს ველი არაა სფერულად

სიმეტრიული, რაც გასაგებია, რადგან არსებობს გამოყოფილი მიმართულება -


მუხხტის სიჩქარის მიმართულება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ველს ვერ
შექმნის მუხტების სტაციონარული განაწილება: წირითი ინტეგრალი ABCD შეკრულ
კონტურზე არ უდრის ნულს!

5. მოძრავ მუხტზე მოქმედი ძალა. (10) განტოლებით განისაზღვრება ძალა,


რომლითაც უძრავ მუხტზე მოქმედებს მეორე, თანაბრად მოძრავი მუხტის
მიერ შექმნილი ველი. ახლა დავსვათ კითხვა: რა ძალა მოქმედებს მუხტზე,
რომელიც მოძრაობს სხვა მუხტების მიერ შექმნილ ველში?ჯერ განვიხილოთ
მუხტი, რომელიც მოძრაობს უძრავი მუხტების მიერ შექმნილ ველში.
(ელექტრონი ოსცილოგრაფის დამუხტულ ფირფიტებს შორის, α-ნაწილაკი
ბირთვის კულონურ ველში, ...). ასეთი სისტემა ყოველთვის მოიძებნება - მას
„ლაბორატორიულ სისტემას“ უწოდებენ. ამ სისტემაში რომელიღაც წერტილში
დროის რაღაც მომენტში გვაქვს v სიჩქარით მოძრავი q მუხტი. რა ძალა
 
მოქმედებს მასზე? ძალა - ესაა იმპულსის ცვლილების სისწრაფე(  dp / dt )
F
ლაბორატორიულ სისტემაში. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო გზა
ჩვენ, პრინციპში, უკვე გავიარეთ: გადავიდეთ F’ სისტემაში, რომელიც
მოცემულ მომენტში მოძრაობს ნაწილაკთან ერთად. ამ სისტემაში ნაწილაკი
უძრავია, სამაგიეროდ მოძრაობენ სხვა მუხტები. ვუბრუნდებით წინა

პარაგრაფში განხილულ სურათს: უძრავ მუხტზე მოქმედი ძალა არის qE ,

სადაც E  არის ელექტრული ველი, რომელიც დაიმზირება F’ სისტემაში. ჩვენ
 
ვიცით, როგორ ვიპოვოთ E  , თუ ვიცით E - (7) ფორმულის მეშვეობით,
E  E, Ez  E 
ოღონდ x . ამრიგად, თუ ვიცით E , შეგვიძლია ვიპოვოთ
იმპულსის ცვლილების სისწრაფე F’ სისტემაში, შემდეგ კი ეს სიდიდე
გადავიყვანოთ უკან F სისტემაში. მოვიყვანოთ საბოლოო შედეგი გამოყვანის
dp dp dp 1 dp
 ,  (12)
გარეშე:
dt dt  dt  dt  ერთხელ კიდევ
განვმარტოთ ამ ფორმულის შინაარსი: გვაქვს F’ ინერციული ათვლის სისტემა,
რომელშიც მოცემულ მომენტში ნაწილაკი უძრავია ან მოძრაობს ძალიან ნელა,
F - მეორე ინერციული ათვლის სისტემა, რომლის მიმართ F’ შეიძლება
მოძრაობდეს ნებისმიერ სიჩქარით. ინდექსები ,  აღნიშნავენ F’ და F
სისტემების ფარდობითი სიჩქარის პარალელურ და მართობულ მდგენელებს.
(12) და (7) საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მნიშვნელოვანი თანაფარდობები:
dp dp dp 1 dp
  qE,   qE (13)
dt dt  dt  dt 
ამ განტოლებებში ძალიან მარტივი აზრია ჩადებული: ძალა, რომელიც
მოქმედებს F სისტემაში მოძრავ დამუხტულ ნაწილაკზე, ტოლია მისი მუხტის

ნამრავლისა E ელექტრულ ველზე მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი
სიჩქარე! ეს შედეგი ჩვენ ერთხელ უკვე გამოვიყენეთ ამ ლექციის დასაწყისში -
ფორმულა (1).
6. მოძრავი მუხტების ურთიერთქმედება სხვა მოძრავ მუხტებთან.
„სხვა მოძრავი მუხტების“ ნაცვლად შეგვიძლია შემოვიღოთ მათ მიერ
შექმნილი მაგნიტური ველი და განვიხილოთ მოძრავი მუხტების
ურთიერთქმედება მაგნიტურ ველთან. ამიტომ ამ საკითხის განხილვას
გადავდებთ მაგნიტური ველის ცნების შემოღებამდე.
ლიტერატურა:

[2]. ხაზარაძე თ. ზოგადი ფიზიკის კურსი, ელექტრობა. თბ., თსუ, 1991.


- §§ 1.4, 3.2, 3.4;

[4]. Парселл Э. Электричество и магнетизм. М.: Наука, 1971.


- §§5.1, 5.2, 4.3, 5.4, 5.6, 5.8.

You might also like