You are on page 1of 30

ფიზიკა

 სიტყვა ფიზიკა ბერძნულია ,,ფიუზის“ ბუნებას ნიშნავს. ფიზიკა საბუნებისმეტყველო


მაცნიერებაა და ბუნებას შეისწავლის;
 ყველაფერი, რაც შეიძლება იყოს მეტი, ნაკლები ან ტოლი და რისი გაზომვაც შეიძლება,
არის ფიზიკური სიდიდე;
 გავზომოთ ფიზიკური სიდიდე ნიშნავს, შევადაროთ იგი ერთგვაროვან სიდიდეს,
რომელიც პირობითად ერთეულის ტოლად არის მიღებული;
 ფიზიკური სიდიდეების ერთობლიობას ერთეულთა სისტემა ჰქვია;
 უფრო მოსახერხებელია ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე ერთეულთა სისტემით
სარგებლობა. ამ მიზნით მიღებულია ერთეულთა საერთაშორისო სისტემა,
შემოკლებით SI (I) ინტერნაციონალური (S) სისტემა.

ფიზიკური სიდიდე აღნიშვნა ერთეული


სიგრძე l; S 1 მეტრი (1მ)
მასა m; M 1კილოგრამი (1კგ)
დროის შუალედი t 1წამი (1წმ)
დენის ძალა I 1ამპერი (1ა)
აბსოლუტური ტემპერატურა T 1კელვინი (1კ)
ნივთიერების რაოდენობა 1მოლი
სინათლის ძალა I 1 სანთელი (1სნ)

 სხვა ფიზიკური სიდიდეების ერთეულები მიიღება ძირითადი ერთეულებისაგან იმ


მათემატიკური ფორმულების გამოყენებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს
ფიზიკურ სიდიდეებს;
 საზომ ერთეულებს, საჭიროების მიხედვით, ამცირებენ ან ადიდებენ 10-ჯერ, 100-ჯერ,
1000-ჯერ და ა.შ. თუ რამდენჯერაა გადიდებული ან შემცირებული მოცემული
ერთეული, გვიჩვენებს თავსართი, რომელიც ერთვის ერთეულს;

დასახელება აღნიშვნა მამრავლი დასახელება აღნიშვნა მამრავლი


ტერა ტ 1012 დეცი დ 10-1
გიგა გ 109 სანტი ს 10-2
მეგა მგ 106 მილი მ 10-3
კილო კ 103 მიკრო მკ 10-6
ჰექტო ჰ 102 ნანო ნ 10-9
დეკა დკ 10 პიკო პ 10-12

 ყველაფერი , რაც ჩვენ ირგვლივ არსებობს ბუნებაა. ბუნება განუწყვეტლივ იცვლება;


 ბუნებაში მომხდარ ყოველგვარ ცვლილებას მოვლენა ჰქვია;
 ფიზიკური სხეული შედგება ნივთიერებისაგან;
 ფიზიკა სხვადასხვა ნაწილებისაგან შედგება და ერთ-ერთი ნაწილია მექანიკა;
მექანიკა (ბერძნული) -მეცნიერება მანქანების შესახებ, მანქანების აგების ხელოვნება;
 მდებარეობა ნიშნავს, სხეული იმყოფება, დევს, უჭირავს ადგილი დედამიწის ზედაპირზე
ან სივრცეში სხვა სხეულების მიმართ;
 სხეულის მდებარეობა განსხვავებულია სხვადასხვა სხეულის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ
სხეულის მდებარეობა ფარდობითია (შედარებითია);
 სხეულს, რომლის მიმართაც განიხილება სხვა სხეულის მდებარეობა, ათვლის სხეული
ეწოდება;
 დროის განმავლობაში სხეულის მდებარეობის ცვლილებას სივრცეში სხვა სხეულის
მიმართ მექანიკური მოძრაობა ეწოდება;
 მოძრაობა და უძრაობა ფარდობითია. შევთანხმდეთ, როდესაც ათვლის სხეული
მითითებული არ არის, მაშინ მოძრაობა განიხილება დედამიწის ზედაპირის მიმართ;
 შეკითხვას- სად მდებარეობს სხეული? პასუხი, რომ გავცეთ აუცილებელია, ავირჩიოთ
სხვა სხეული, რომლის მიმართაც განვიხილავთ მოცემული სხეულის მდებარეობას. ამ
სხვა სხეულს ათვლის სხეულს უწოდებენ;
 ათვლის სხეულად ნებისმიერი სხეული შეიძლება ავირჩიოთ. სხეულის მდებარეობა
განსხვავებულია სხვადასხვა სხეულის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ სხეულის მდებარეობა
ფარდობითია (შედარებითია);
 სხეული, რომელიც დროის განმავლობაში ათვლის სხეულის მიმართ მდებარეობას
იცვლის, მოძრაობს;
 ერთი და იგივე სხეული შეიძლება ერთი ათვლის სხეულის მიმართ იცვლიდეს
მდებარეობას, მეორის მიმართ კი არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სხეული ერთი ათვლის
სისტემის მიმართ მოძრაობს, მეორის მიმართ-უძრავია. მაშასადამე მოძრაობა და უძრაობა
ფარდობითია;
 წირს, რომელსაც სხეული მოძრაობისას შემოწერს, ამ წერტილის მოძრაობის ტრაექტორია
ეწოდება;
 ტრაექტორიის ფორმის მიხედვით მოძრაობა შეიძლება იყოს წრფივი და მრუდწირული.
 მოძრაობას, რომლის დროსაც რაღაც მდებარეობის მიმართ ხან ერთ ხან მეორე მხარეს
გადაიხრება, რხევითი მოძრაობა ეწოდება;
 დროის რაიმე შუალედში აღწერილი ტრაექტორიის ნაწილის სიგრძეს დროის ამ
შუალედში გავლილი მანძილი ეწოდება. ამასთან, ტრაექტორიის ერთი და იგივე უბანი
სხეულმა რამდენჯერმე აღწერა, იმდენჯერ უნდა ავიღოთ შესაკრებად მისი სიგრძე;
 გავლილი მანძილი ფიზიკური სიდიდეა. იგი იზომება სიგრძის ერთეულებით;
 ამგვარად, ყველა სხეული ,,ტოვებს კვალს“, რომელსაც ტრაექტორიას უწოდებენ.
ტრაექტორია შეიძლება იყოს ხილული, შეიძლება უხილავი;
 თუ გვსურს გავიგოთ, რა მანძილი გაიარა სხეულმა დროის შუალედში, უნდა გავზომოთ
დროის ამ შუალედში აღწერილი ტრაექტორიის სიგრძე;
 ტრაექტორია და გავლილი მანძილი ფარდობითი სიდიდეებია;
 სხეულს, რომლის ზომა ამოცანის მოცემულ პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ,
ნივთიერი წერტილი ეწოდება;
 სხეულის თითოეული წერტილის მოძრაობის აღწერა არც მაშინაა საჭირო, როდესაც
სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს. ასეთ მოძრაობას გადატანითი
მოძრაობა ეწოდება;
 ამგვარად, სხეულის სხვადასხვა ნაწილი სივრცის სხვადასხვა ადგილას მდებარეობს.
ზოგჯერ, ამოცანის მოცემულ პირობებში სხეულის ზომა შეიძლება უგულებელვყოთ და
იგი განვიხილოთ როგორც ნივთიერი წერტილი;
 მექანიკის ძირითადი ამოცანაა სხეულის მდებარეობის (კოორდინატების) განსაზღვრა
სივრცეში დროის ნებისმიერ მომენტში;
 წრფეზე სხეულის მდებარეობა განისაზღვრება ერთი კოორდინატით;
 სიბრტყეზე სხეულის მდებარეობა განისაზღვრება ორი კოორდინატით;
 სივრცეში სხეულის მდებარეობა განისაზღვრება სამი კოორდინატით;
 ათვლის სხეული, მასთან დაკავშირებული კოორდინატთა სისტემა და დროის გასაზომი
ხელსაწყო ერთად ქმნის ათვლის სისტემას, რომლის მიმართაც განიხილება სხეულის
მოძრაობა;
 წრფის მიმართულ მონაკვეთს, , რომლიც აერთებს სხეულის საწყის მდებარეობას მის
მომდევნო მდებარეობასთან ამ სხეულის (ნივთიერი წერტილის) გადაადგილება
ეწოდება. გადაადგილება ხასიათდება დადებითი რიცხვითი მნიშვნელობით
(გადაადგილების სიგრძე) და მიმართულებით;
 ვექტორულია სიდიდე, რომელსაც აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, მიმართულება და
მოდების წერტილი;
 სიდიდეს, რომელსაც აქვს მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა, სკალარული სიდიდე
ეწოდება;
 გადაადგილება ვექტორული სიდიდეა;
 ვექტორების შეკრების ორი წესი არსებობს, სამკუთხედის და პარალელოგრამის;
 სამკუთხედის წესი: ორი ვექტორი, რომ შევკრიბოთ საჭიროა, პირველი ვექტორის ბოლოს
მოვდოთ მეორე ვექტორის სათავე, პერველი ვექტორის სათავიდან მეორე ვექტორის
ბოლომდე გავლებული ვექტორი არის მოცემული ორი ვექტორის ჯამი;
 პარალელოგრამის წესი: პირველი და მეორე ვექტორების სათავეები ერთ წერტილში
მოვდოთ, ეს გვერდები პარალელოგრამის გვერდებია და მათზე ავაგოთ
პარალელოგრამი. ვექტორების საერთო სათავიდან გავავლოთ დიაგონალი და ბოლოს
გავუკეთოთ ისარი. ეს იქნება ამ ორი ვექტორის ჯამი;
 ორი a და b ვექტორის სხვაობა ეწოდება ისეთ c ვექტორს, რომელიც უნდა დავუმატოთ b
ვექტორს, რომ მივიღოთ a ვექტორი c=a-b b+c=a;
 ორი a და b ვექტორის სხვაობა, რომ განვსაზღვროთ საჭიროა ისინი მოვდოთ ერთ
წერტილს. მათი ბოლოების შემაერთებელი, მაკლებიდან საკლებისაკენ მიმართული ,
ვექტორი არის ორი ვექორის სხვაობა;
 a ვექტორის k სკალარულ სიდიდეზე ნამრავლი არის ვექტორი, რომლის მოდული k-ჯერ
მეტია a ვექტორის მოდულზე, აქვს a ვექტორის მიმართულება, როდესაც k
დადებითია და a ვექტორის საპირიპიროდაა მიმართული, როდესაც k უარყოფიტია. a
ვექტორის k სკალარულ სიდიდსეზე ნამრავლი ტოლია ნულის, თუ k=0;
 ამრიგად, შევისწავლოთ მექანიკური მოძრაობა ანუ გადავწყვიტოთ მექანიკის ძირითადი
ამოცანა ნიშნავს, განვსაზვღვროთ სხეულის მდებარეობა დროის ნებისმიერ
მომენტში.სხეულის მდებარეობის განსასაზღვრავად ათვლის სხეული, კოორდინატთა
სისტემა და დროის გაზომვაა საჭირო. შემოვიღეთ გადაადგილების ცნება. იგი
ვექტორული სიდიდეა;
 გადაადგილების ვექტორის გეგმილი ღერძზე ეწოდება ამ ღერძზე ვექტორის ბოლო და
საწყისი წერტილების კოორდინატების სხვაობას;
 ვექტორის გეგმილი ღერძზე ტოლია ვექტორის მოდულისა და იმ კუთხის კოსინუსის
ნამრავლის, რომელსაც ვექტორი ქმნის ღერძის დადებით მიმართულებასთან;
 ვექტორის მოდული ტოლია კვადრატული ფესვისა ორ ურთიერთმართობულ ღერძზე
ვექტორის გეგმილების კვადრატების ჯამიდან;
 ვექტორის მიერ X ღერძთან შედგენილი კუთხის ტანგენსი ტოლია Y და X ღერძებზე
ვექტორის გეგმილების შეფარდებისა;
 ნებისმიერ ღერძზე ვექტორების ჯამის გეგმილი ტოლია იმავე ღერძებზე შესაკრები
ვექტორების გეგმილთა ალგებრული ჯამისა;
 ვექტორის სკალარზე ნამრავლის გეგმილი ვექტორის გეგმილისა სკალარის ნამრავლის
ტოლია;
 გადავჭრათ მექანიკის ძირითადი ამოცანა ნიშნავს ვიპოვოთ:
Sx=X-X0; Sy=Y-Y0 ; X= X0+Sx; Y=Y0+Sy ;
 თანაბარია მოძრაობა, როდესაც სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ერთნაირ
გადაადგილებას ასრულებს. ე.ი. თანაბარი მოძრაობისას არ იცვლება სხეულის
მოძრაობის მიმართულება და იგი დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლ მანძილს
გადის. Vx=Sx/t; Vx=X-X0/t; X=X0+ Vx t ;
 X0 - საწყისი კოორდინატი - 1მ ; X - საბოლოო კოორდინატი -1მ ;
t - დრო -1მ; S-გავლილი მანძილი-1მ; S-ვექტორი- გადაადგილება-1მ;
Sx-გადაადგილების გეგმილი X ღერძზე-1მ; V-ვექტორი- სიჩქარე- 1მ/წმ;
Vx - სიჩქარის გეგმილი X ღერძზე-1მ/წმ; Vსაშ-საშუალო სიჩქარე-1მ/წმ;
 მოძრაობას, რომლის დროსაც სხეული დროის ტოლ შუალედებში სხვადასხვა
გადაადგილებას ასრულებს, არათანაბარი მოძრაობა ეწოდება. Vსაშ=S/t;
 არათანაბარია იმ სხეულის მოძრაობაც, რომლის ტრაექტორია მრუდი წირია;
 თანაბარი მოძრაობის სიჩქარე ეწოდება მუდმივ სიდიდეს, რომელიც ტოლია დროის
ნებისმიერ შუალედში სხეულის გადაადგილების ფარდობისა ამ შუალედის
მნიშვნელობასთან;
 სიჩქარე ვექტორული სიდიდეა.
 კოორდინატთა ღერძზე სიჩქარის გეგმილი რიცხობრივად დროის ერთეულში სხეულის
კოორდინატის ცვლილების ტოლია, ან სხეულის სიჩქარის გეგმილი არის მისი
კოორდინატის ცვლილების სისწრაფე;
 სხეულის გადაადგილება უძრავი ათვლის სისტემის მიმართ ტოლია მოძრავი ათვლის
სისტემის მიმართ მისი გადაადგილებისა და უძრავი ათვლის სისტემის მიმართ
მოძრავი ათვლის სისტემის გადაადგილების ჯამისა. S=S1+S2 ;
 სხეულის სიჩქარე უძრავი ათვლის სისტემის მიმართ ტოლია მის სიჩქარეს მოძრავი
ათვლის სისტემის მიმართ დამატებული მოძრავი ათვლის სისტემის სიჩქარე უძრავის
მიმართ. სიჩქარეთა შეკრების კანონი V=V1+V2;
 ერთი სხეულის მეორეზე მოქმედება არის მათი სიჩქარის შეცვლის და არა მოძრაობის
გამომწვევი მიზეზი;
 სიდიდეს, რომლითაც ხასიათდება ერთი სხეულის მოქმედება მეორეზე, ძალა ეწოდება.
ძალის მოქმედებით იცვლება სხეულის სიჩქარე;
 თანაბარი მოძრაობა სხეულის ისეთივე ,,ბუნებრივი“ მდგომარეობაა როგორიც უძრაობა;
 ნიუტონის პირველი კანონი. ყველა სხეული ინარჩუნებს უძრაობის ან თანაბარი
მოძრაობის მდგომარეობას მანამ, სანამ სხვა სხეულის მოქმედება გამოიყვანს ამ
მდგომარეობიდან;
 ათვლის სისტემას, რომლის მიმართ სხეული ინარჩუნებს მუდმივ სიჩქარეს, როდესაც
მასზე სხვა სხეული (ძალა) არ მოქმედებს, ინერციული ეწოდება;
 ყოველი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ბუნებრივი მდგომარეობა, ამ
მოვლენას ინერცია ეწოდება;
 ტრაექტორიის რომელიმე უბანზე არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე ეწოდება
სიდიდეს, რომელიც ტოლია ამ უბანზე გადაადგილების ფარდობისა იმ დროის
შუალედთან, რომლის განმავლობაში ეს გადაადგილება შესრულდა;
 არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე ისეთი თანაბარი მოძრაობის სიჩქარის
ტოლია, რომლის დროსაც სხეული იმავე დროში ისეთივე გადაადგილებას ასრულებს,
როგორსაც თანაბარი მოძრაობისას;
 სიჩქარესდროის მოცემულ მომენტში და ტრაექტორიის მოცემულ წერტილში მეყსეული
სიჩქარე ეწოდება;
 მოდულით ზრდადი სიჩქარით მოძრაობას აჩქარებულს უწოდებენ, ხოლო კლებადი
სიჩქარით მოძრაობას- შენელებულს. მაგრამ მექანიკაში ნებისმიერ წრფივ არათანაბარ
მოძრაობას ხშირად აჩქარებული მოძრაობა ეწოდება;
 მოძრაობას, რომლის დროსაც სხეულის სიჩქარე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში
ერთნაირად იცვლება, თანაბარაჩქარებული მოძრაობა ეწოდება;
 თანაბრააჩქარებული სხეულის აჩქარება ეწოდება მუდმივ სიდიდეს, რომელიც ტოლია
სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობისა დროის იმ შუალედთან, რომლის
განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა;
 აჩქარების ერთეულად Si-ში მიღებულია ისეთი თანაბარაჩქარებული მოძრაობის
აჩქარება, როდესაც სხეულის სიჩქარე 1 წამში 1 მ/წმ-ით იცვლება;
 თანაბარაჩქარებული მოძრაობისას საშუალო სიჩქარის გეგმილი სხეულის საწყისი
სიჩქარისა და საბოლოო სიჩქარის გეგმილების ჯამის ნახევრის ტოლია.
 a=V-V0/t; V=V0+at; S=V0+V/2 . t; S=V2-V0/2a; S=V0 t+at2/2; X=X0+ V0 t+at2/2 ;
Vსაშ=V0+V/2; Sn=a/2 (2n-1);
 სიმძიმის ძალის მოქმედებით სხეულის ვარდნას ვაკუუმში თავისუფალი ვარდნა
ეწოდება. g= V-V0/t; V=V0+gt; h=V0+V/2 . t; h=V2-V0/2g; h=V0 t+gt2/2;
y=y0+ V0 t+gt2/2 ; Vსაშ=V0+V/2; hn=g/2 (2n-1);
 V0- საწყისი სიჩქარე-1მ/წმ; V-საბოლოო სიჩქარე-1მ/წმ; a-აჩქარება-1მ/წმ2
g-თავისუფალი ვარდნის აჩქარება-1მ/წმ2 ; h-სიმაღლე-1მ;
Sn და hn -მეენე წამში გავლილი მანძილი -1მ;
 ნებისმიერი სხეული მიზიდულობის გამო ვარდება ერთი და იგივე აჩქარებით;
 თავისუფალი ვარდნა თანაბარაჩქარებული მოძრაობაა;
 ორი ურთიერთქმედი სხეულიდან ერთი იმდენჯერ ინერტულია მეორეზე,
რამდენჯერაც ნაკლებად იცვლება მისი სიჩქარის მოდული;
 ინერტულობა ყველა სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ინერტულობის
თვისების რაოდენობრივი თვისებაა მასა. m- მასა- 1კგ;
 ნივთიერების სიმკვრივე ტოლია ამ ნივთიერებისგან დამზადებული ერთეულოვანი
მასის. ρ =m/V; m-მასა-1კგ; V-მოცულობა-1მ3 ; ρ -სიმკვრივე-1კგ/მ3 ;
 სხეულის აჩქარება მასზე მოქმედი ძალისა და სხეულის მასის შეფარდების ტოლია.
ნიუტონის მეორე კანონი a=F/m F- ძალა- 1 ნიუტონი;
Si სისტემაში ძალის ერთეულად მიღებულია ძალა, რომელიც 1 კგ მასის სხეულს
ანიჭებს 1მ/წმ2 აჩქარებას. ამ ერთეულს ნიუტონი ეწოდება;
 სხეულის ჩქარებას ყოველთვის მასზე მოქმედი ძალის მიმართულება აქვს;
 როცა სხეულზე რამდენიმე ძალა მოქმედებს, მაშინ ნიუტონის მეორე კანონი ჩაიწერება
ასე F1+F2+F3+…Fn=ma. გეგმილების სახით კი F1x+F2x+F3x+…Fnx=max;
 ნიუტონის მეორე კანონი-სხეულის აჩქარება მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედისა და
სხეულის მასის შეფარდების ტოლია;
 ნიუტონის მესამე კანონი- ძალები, რომლითაც სხეულები ურთიერთქმედებენ,
მოდულით ტოლია და მიმართულია ურთიერთსაპირისპიროდ ერთი წრფის გასწვრივ.
ქმედება იწვევს ტოლ და საპირისპირო უკუქმედებას; F=-F;
 ძალები, რომლითაც ორი სხეული ურთიერთქმედებს, მოდულით ტოლია, აქვთ
ურთიერთსაპირისპირო მიმართულება და ერთმანეთს არ აწონასწორებენ, რადგან
სხვადასხვა სხეულებზეა მოდებული;
 მრუდწირულია იმ სხეულის მოძრაობა, რომლის ტრაექტორია მრუდი წირია;
 მრუდწირული მოძრაობისას სხეულის სიჩქარე მრუდის ნებისმიერ წერტილში
მიმართულია ამ წერტილზე გავლებული მხების გასწვრივ;
 მრუდწირულ ტრაექტორიაზე მოძრაობა ყოველთვის აჩქარებულია;
 დროის შუალედს, რომლის განმავლობაში სხეული ერთ ბრუნს ასრულებს, ბრუნვის
პერიოდი ეწოდება. T- პერიოდი -1წმ. N –ბრუნთა რიცხვი;
t-დრო-წმ; T=t/N; T=1/n;
 დროის ერთეულში შესრულებულ ბრუნთა რიცხვს ბრუნვის სიხშირე ეწოდება.
n-სიხშირე-1/წმ=წმ-1=1ჰერცი; n=N/t; n=1/T;
 π−წ რეწირისსიგრძის შეფარდებამის დიამეტრთან=3 , 14 ; φ-
შემობრუნების კუთხე - 1 რადიანი; R-რადიუსი-1მ;
 1 რადიანი არის ცენტრალური კუთხე, რომლის შესაბამისი რკალის სიგრძე ამ რკალის
რადიუსის სიგრძის ტოლია; 1 რადიანი=570
 წრეწირზე მოძრავი ნივთიერი წერტილის რადიუსის შემობრუნების კუთხის
შეფარდებას დროის იმ შუალედთან, რომლის განმავლობაშიც ეს შემობრუნება
შესრულდა კუთხური სიჩქარე ეწოდება. W-კუთხური სიჩქარე-რად/წმ; W= φ /t ;
W=2 π n; W=2 π /T; W=V/R;
 წრეწირზე მოძრავი სხეულის წირითი სიჩქარე V=l/t; l-რკალის სიგრძე1 1მ;
V= 2 π R/T; V=2 π Rn; V=WR;
 წრეწირზე მოდულით მუდმივი სიჩქარით მოძრაობისას მის ყოველ წერტილში
ცენტრისკენული აჩქარების მოდული ერთი და იგივეა და რადიუსის გასწვრივ
წრეწირის ცენტრისკენაა მიმართული: a=v2/R; a=W2 R;
 კეპლერის კანონები: I კანონი. ყოველი პლანეტა მოძრაობს ელიფსზე, რომლის
ერთ-ერთფოკუსში მზე იმყოფება.
 კეპლერის II კანონი. პლანეტის რადიუს- ვექტორის მიერ დროის ტოლ
შუალედებში აღწერილი ფართობები ტოლია. ( რადიუს-ვექტორი არის მზის და
პლანეტის შემაერთებელი მონაკვეთი, რომელიც მიმართულია პლანეტისკენ.);
 კეპლერის III კანონი. მზის ირგვლივ პლანეტების გარშემოვლის დროის
შუალედის კვადრატები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც მზიდან მათი
საშუალო მანძილების კუბები.
 ყოველი პლანეტისათვის გარშემოვლის დროის კვადრატის შეფარდება მზიდან
საშუალო მანძილის კუბთან მუდმივი სიდიდეა, ე.ი. T2 R2
 სხეულის m მასისა და მისი v სიჩქარის ნამრავლს სხეულის P იმპულსი
ეწოდება. P=mv; P-სხეულის იმპულსი-1კგ. მ/წმ;
 m1 v1+m 2 v2 = m1 u1+m 2 u2 სხეულების იმპულსების ჯამი ურთიერთქმედებამდე
ტოლია იმპულსების ჯამისა ურთიერთქმედების შემდეგ. V1 დაV2 სიჩქარეები
ურთიერთქმედებამდე; U1 და U2 სიჩქარეები ურთიერთქმედების შემდეგ;
 ჩაკეტილი სისტემის სხეულთა იმპულსების ჯამი მუდმივია ამ სისტემაში
შემავალი სხეულების ნებისმიერი ურთიერთქმედებისას.
m1 v1+m 2 v2 +….+mn vn =const. რადგანაც ჩაკეტილ სისტემაში სხეულთა
იმპულსების ჯამი მუდმივია კოორდინატთა ღერძებზე იმპულსების გეგმილთა
ჯამიც.ამის გამოც, იმპულსების ჯამი შეიძლება შეიცვალოს მათი გეგმილების
ჯამით. m1 v1x+m 2 v2x +….+mn vnx =const იმპულსის მუდმივობის კანონი.
 რეაქტიული მოძრაობა- მოძრაობა, რომელიც აღიძვრება სხეულიდან მისი რაღაც
ნაწილის რაიმე სიჩქარით მოძრაობისას.
 სხეულზე მოქმედი ძალისა და ურთიერთქმედების დროის შუალედის ნამრავლს
Ft - ძალის იმპულსი ეწოდება. Ft- ძალის იმპულსი სხეულის იმპულსის
ცვლილების ტოლია. Ft=mv-mv0 . Ft- ძალის იმპულსი -1ნ წმ=1 კგ მ/წმ;
 მუდმივი ძალის მუშაობა ტოლია F ძალისა და S გადადგილების მოდულებისა
და მათ მიმართულებებს შორის α კუთხის კოსინუსის ნამრავლისა. A=F S cosα .
A-მექანიკური მუშაობა- 1ჯ; F- ძალა -1ნ; S-გადაადგილება-1მ; α -
კუთხე ძალასა და გადაადგილებას შრის-გრადუსი;
თუ α =0 ; მაშინ A=F S ; თუ α =90 ; მ აშინ 0 ; თუ α =180A=-F S
 სიმძიმის ძალის მუშაობა A= mgh;
 სიმძიმის ძალის მუშაობა დამოკიდებული არ არის სხეულის მოძრაობის
ტრაექტორიაზე. იგი ტოლია სიმძიმის ძალის მოდულის ნამრავლისა სხეულის
საწყისი და საბოლოო მდებარეობების დონეთა სხვაობაზე.
 სიმძიმის ძალის მუშაობა შეკრულ ტრაექტორიაზე ნულის ტოლია.
 ისეთ ძალებს, რომელთა მუშაობა არ არის დამოკიდებული ტრაექტორიის
ფორმასა და სიგრძეზე და დამოკიდებულია მხოლოდ საწყის და საბოლოო
მდებარეობაზე, კონსერვატიული ანუ პოტენციალური ძალები ეწოდება.
 ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც ახასიათებს სხეულის ან სხეულთა სისტემის
მუშაობის შესრულების უნარს, მექანიკური ენერგია ეწოდება.
 მექანიკურიო ენერგიაა-პოტენციური და კინეტიკური. E -ენერგია-1 ჯ;
Eპოტ -პოტენციური ენერგია-1ჯ; Eკინ-კინეტიკური ენერგია-1ჯ;
 ენერგიას, რომელიც სხეულს მოძრაობის შედეგად აქვს, კინეტიკური ენერგია
ეწოდება. Eკინ=mv2/2
 კინეტიკური ენერგია განისაზღვრება იმ მუშაობით, რომელიც საჭიროა
შესრულდეს უძრავი სხეულისათვის სიჩქარის მისანიჭებლად ან იმ მუშაობის
მოდულით, რომელსაც შეასრულებს სხეულზე მოქმედი ძალა მის გასაჩერებლად.
 სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედის მუშაობა სხეულის კინეტიკური
ენერგიის ცვლილების ტოლია. A=Eკინ2-Eკინ1
 ენერგიას, რომელიც განისაზღვრება ურთიერთქმედი სხეულების ან ერთი და
იმავე სხეულის ნაწილების ურთიერთმდებარეობით, პოტენციური ენერგია
ეწოდება.
 პოტენციური ენერგია აქვს დედამიწიდან რაიმე სიმაღლეზე აწეულ სხეულს და
ყველა დრეკად-დეფორმირებულ სხეულს. Eპოტ=m g h Eპოტ=kx2/2
 სიმძიმის ძალის მუშაობა უდრის პოტენციური ენერგიის ცვლილებას
მოპირდაპირე ნიშნით. A=-(Eპოტ2-Eპოტ1 )
 დრეკად დეფორმირებული ზამბარის პოტენციური ენერგია იმ მუშაობის
ტოლია, რომელსაც შეასრულებს დრეკადობის ძალა ზამბარის
არადეფორმირებულ მდებარეობაში დასაბრუნებლად.
 დრეკადობის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა უდრის პოტენციური
ენერგიის ცვლილებას მოპირდაპირე ნიშნით. A=-( kx22/2-kx12/2)
 დრეკადობის ძალის მუშაობა არ არის დამოკიდებული ტრაექტორიის ფორმაზე.
 თუ სხეულზე მოქმედებს მხოლოდ სიმძიმის ძალა, მაშინ მოძრაობისას მისი
სრული მექანიკური ენერგია მუდმივია. ამ დროს ხდება მხოლოდ ერთი სახის
მექანიკური ენერგიის გარდაქმნა მეორე სახის ენერგიად. ამაში მდგომარეობს
ენეგიის მუდმივობის კანონი. იმ სხეულებისათვის რომლებზედაც მოქმედებს
სიმძიმის ძალა.
 იმ სხეულთა ჩაკეტილი სისტემის სრული ენერგია, რომლებიც მსოფლიო
მიზიდულობის ძალებით ურთიერთქმედებს, უცვლელია ამ სხეულთა
ნებისმიერი მოძრაობისას. შესაძლებელია, მხოლოდ კინეტიკური და
პოტენციური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა.
 სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილება უდრის მისი პოტენციური ენერგიის
ცვლილებას, აღებულს შებრუნებული ნიშნით.
 თუ სხეულზე მოქმედებს მხოლოდ დრეკადობის ძალა, მაშინ მოძრაობისას მისი
სრული მექანიკური ენერგია მუდმივია.
 იმ სხეულთა კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამი, რომლებიც ქმნის
ჩაკეტილ სისტემას და ურთიერთქმედებს მხოლოდ მსოფლიო მიზიდულობისა
და დრეკადობის ძალებით, მუდმივია.
 როდესაც ასროლილი სხეული საწყის დონეზე ჩამოდის, მაშინ შეკრულ
ტრაექტორიაზე სიმძიმის ძალის მუშაობა ნულის ტოლია.
 როდესაც ასროლილი სხეული საწყის დონეზე ჩამოდის, მაშინ შეკრულ
ტრაექტორიაზე ჰაერის წინააღმდეგობის ძალის მუშაობა ნულის ტოლი არ არის.
 ენერგია არც ქრება და არც არაფრისაგან არ წარმოიქმნება. ერთი სახის ენერგია
გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს.
ამასთან, მისი სიდიდე უცვლელია.
 მეცნიერებაში დადგენილია ოთხი ტიპის ურთიერთქმედება:გრავიტაციული,
ელექტრომაგნიტური, ძლიერი (ბირთვული) და სუსტი.
 ხახუნის ძალა სამი სახისაა:უძრაობის, სრიალის და გორვის.
 უძრაობის ახუნის ძალა მაშინ აღიძვრება, როდესაც რაიმე ძალა ცდილობს
სხეულის უძრაობის მდგომარეობიდან გამოყვანას, მიმართულია მის
საპირისპიროდ და მოდულით ამ ძალის ტოლია.
 სრიალის ხახუნის ძალა წარმოიქმნება ერთი სხეულის ზედაპირზე მეორის
სრიალისას და მიმართულია მოძრაობის საპირისპიროდ.
 გორვის ხახუნის ძალა აღიძვრება ერთი სხეულის გორვისას მეორის ზედაპირზე.
 ხახუნის ძალის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი შემხები ზედაპირების სიმქისეა.
ხახუნის მეორე მიზეზი შემხები ზედაპირების მოლეკულათა
ურთიერთმიზიდულობაა.
 სრიალის ხახუნის ძალის მოდული ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალის
მოდულის პირდაპირპროპორციულია. F ხახ= μN , სადაც μსრიალის ხახუნის
კოეფიციენტია. F -ხახუნის ძალა-1ნ. N -რეაქციის ძალა-1ნ. N=mg
μ−ხ ახუნის კოეფიციენტი− განყენებულისიდიდეა ..
 სითხეში (აირში) მოძრავ სხეულზე მოქმედებს სიჩქარის საპირისპიროდ
მიმართული ძალა, რომელსაც სველი ხახუნის ძალა ან წინააღმდეგობის ძალა
ეწოდება.
 სითხესა და აირში სხეულზე უძრაობის ხახუნის ძალა არ მოქმედებს.
 ხახუნის ხან სასარგებლოა, ხან საზიანო. როცა ხახუნი საზიანოა, ცდილობენ მის
შემცირებას, ხოლო როცა სასარგებლოა-გაზარდას.
 ხახუნის შესამცირებლად გამოიყენება საპოხი.
 წინააღმდეგობის ძალა მიმართულია სიჩქარის საპირისპიროდ. წინააღმდეგობის
ძალის მოდული დამოკიდებულია სხეულის განივკვეთის ფართობზე, მის
ფორმაზე, ზედაპირის დამუშავების ხარისხზე, სითხისა და აირის გვარობაზე.
 სხეულის ფორმისა ან მოცულობის შეცვლას დეფორმაცია ეწოდება, ხოლო
სხეულს ამ მდგომარეობაში- დეფორმირებული.
 სხეულის დეფორმაციისას მასში აღიძვრება ნაწილაკების წანაცვლების
საპირისპიროდ მიმართული ელექტრომაგნიტური ძალა, რომელსაც
დრეკადობის ძალა ეწოდება.
 სხეულის დეფორმაციის მიზეზი მისი ერთი ნაწილის მოძრაობაა მეორის
მიმართ, ხოლო დეფორმაციის შედეგია დრეკადობის ძალა.
 ნებისმიერი რთული დეფორმაცია ორ სახეზე დაიყვანება: გაჭიმვა(კუმშვა) და
ძვრა.
 მცირე დეფორმაციისას (დრეკადობის ფარგლებში) გაჭიმულ (შეკუმშულ)
ზამბარაში აღძრული დრეკადობის ძალა ზამბარის წაგრძელების (ან
დამოკლების) -სიგრძის ცვლილების პროპორციულია. ჰუკის კანონი. F=kx
x=∆ l=l-l 0 ; x -დეფორმაციის სიდიდე-1მ; l-საწყისი სიგრძე-1მ;
l0 -დეფორმაციის შემდეგ სიგრძე-1მ; ∆ l -აბსოლუტური წაგრძელება-1მ;
Fდრ -რეკადობის ძალა-1ნ; K -სიხისტე-1ნ/მ; K=SE/l
2
S- განივკვეთის ფართობი- 1მ ; E-იუნგის მოდული-1პა;
 დრეკადობის ძალის მოდულის შეფარდებას სხეულის განივკვეთის ფართობთან
F დრ
მექანიკური ძაბვა ეწოდება. σ= σ −მექანიკური ძაბვა1 პა ;
S
 აბსოლუტური წაგრძელების (შეკუმშვის) შეფარდებას ღეროს საწყის
სიგრძესთან ფარდობითი წაგრძელება ეწოდება;
∆l
ε= ε −ფარდობითი წაგრძელება−განყენებულისიდიდეა ; σ =Eε
l
 მსოფლიო მიზიდულობის ძალა. ყველა სხეული ურთიერთმიიზიდება ძალით,
რომლის მოდულიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და
უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა. F=GMm/R2 ;
F-მსოფლიო მიზიდულობის ძალა-1ნ; G=6,67.10-11 ნმ2/კგ2 ;
M-დედამიწის მასა-1კგ; m-სხეულის მასა-1კგ;
R-სხეულების ცენტრებს შორის მანძილი-1მ;
 G=FR2/mM გრავიტაციული მუდმივარიცხობრივად იმ ძალის მოდულის
ტოლია, რომლითაც ერთმანეთს იზიდავს თითო კილოგრამი მასის ნივთიერი
წერტილები, როდესაც მათ შორის მანძილი 1მ-ია;
 F=GMm/R2 ფორმულიდან, g=GM/R2 მაშინ F=gm -სიმძიმის ძალა- ძალა,
რომლითაც დედამიწა იზიდავს სხეულს.
 ძალას, რომლითაც სხეული დედამიწის მიზიდულობის გამო მოქმედებს
საყრდენზე ან საკიდელზე, სხეულის წონა ეწოდება. თუ საყრდენი ან
საკიდელი უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად v=const, მაშინ
P=mg; თუ სხეული აჩქარებულად მოძრაობს ვერტიკალურად ქვევით, მაშინ
P=m(g-a); სხეულის წონა მცირდება. თუ a=g მაშინ სხეულის წონა 0-ის ტოლი
ხდება P=0; თუ სხეული აჩქარებულად მოძრაობს ვერტიკალურად ზევით,
მაშინ P=m(g+a); სხეულის წონა იზრდება. გადატვირთვა;
 პირველ კოსმოსურ სიჩქარეს უწოდებენ სიჩქარეს, რომელიც უნდა მივანიჭოთ
სხეულს ჰორიზონტალური მიმართულებით დედამიწის ზედაპირთან, რომ
დედამიწაზე არ დაეცეს და იქცეს წრიულ ორბიტაზე მოძრავ დედამიწის
თანამგზავრად;
F=GMm/R2; F=ma=mv2/R; v= √ GM / R v=√ gr =8კმ/წმ;
 სხეული, რომელიც ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარის მოდული ნაკლებია
პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე დაეცემა დედამიწაზე და დაიწვება
ატმოსფეროში.
 მეორე კოსმოსური სიჩქარე მეტია პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე
8კმ/წმ-ზე და სხეული იმოძრავებს ელიფსზე, რაც მეტია სიჩქარე მით
უფრო გაწელილზე. როდესაც სიჩქარის მოდული 11,2 კმ/წმ გახდება
თანამგზავრის ორბიტა არ შეიკვრება და იგი იმოძრავებს პარაბოლაზე.
სხეული მიაღწევს სხვა პლანეტებამდე. სხეული გახდება მზის
ხელოვნური თანამგზავრი;
სტატიკა

 მექანიკის ნაწილს, რომელიც სხეულთა წონასწორობას შეისწავლის სტატიკა ეწოდება;


 მექანიკური წონასწორობა გულისხმობს სხეულის ისეთ მდგომარეობას, როცა იგი
ინარჩუნებს სიჩქარეს; უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად;
 გადატანით მოძრავი სხეული წონასწორობაშია, თუ მასძე ძალები არ მოქმედებენ ან
მასზე მოქმედი ძალების ტოქმედი ნულის ტოლია; F1+F2+F3+…Fn=0. გეგმილების სახით
კი F1x+F2x+F3x+…Fnx=0;
 წონასწორობის სახეები. სხეულთა წონასწორობა:1. მდგრადია, თუ წონასწორობიდან
მცირე გადახრისას სხეული უბრუნდება წონასწორობის მდებარეობას; 2. არამდგრადია,
თუ წონასწორობიდან მცირე გადახრისას სხეული შორდება წონასწორობის მდებარეობას;
3.განურჩეველია, თუ წონასწორობიდან მცირე გადახრა სხეულის მდებარეობის
ცვლილებას არ იწვევს;
 იმისათვის, რომ სხეულის წონასწორობა მდგრადი იყოს, აუცილებელია;
ა) სხეულის სიმძიმის ცენტრი მის შესაძლო მდებარეობიდან ყველაზე დაბლა იყოს;
ბ) სხეულის სიმძიმის ცენტრზე გავლებული შვეული სხეულის საყრდენი ფართობის
შიგნით გადიოდეს;
 სხეული, რომელიც დამაგრებული ცენტრის(ღერძის) გარშემო ბრუნავს წონასწორობაში
იქნება, თუ მასზე მოდებული სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულებით საპირიპირო
ორი ძალა ერთნაირ მაბრუნებელ მოქმედებას ქმნის; ეს მბრნავი სხეულის წონასწორობის
პირობაა;
 ძალის მხარი უმოკლესი მანძილია სხეულის ბრუნვის ცენტრიდან (ღერძიდან) იმ
წრფემდე, რომელიც ძალის მოქმედების მიმართულებას ეთხვევა(ძალის მოქმედების
წრფე) d- ძალის მხარი-1მ
 უმოკლესი მანძილი წერტილიდან წრფემდე წერტილიდან წრფეზე დაშვებული
მართობია. ასე, რომ ძალის მხარის საპოვნელად ბრუნვის ცენტრიდან ძალის მოქმედების
წრფემდე მართობი უნდა დავუშვათ;
 ძალის სიდიდისა და მისი მხრის ნამრავლს ძალის მომენტი ეწოდება. M=F d
F-ძალა-1ნ; d- ძალის მხარი-1მ; M-ძალის მომენტი-1ნ.მ
 ძალის ერთი და იგივე მომენტი შეიძლება წარმოიქმნას მცირე ძალითაც, რომლის მხარი
დიდია და დიდი ძალითაც, რომლის მხარი პატარაა;
 მარტივი მექანიზმები მოწყობილობებია, რომლებიც ძალის გარდასაქმნელად
გამოიყენება; ასეთებია: ბერკეტი, ჭოჭონაქი, დახრილი სიბრტყე, სოლი,ხრახნი და ა.შ;
 ბერკეტი მყარი სხეულია,რომელსაც უძრავი საყრდენის გარშემო შეუძლია ბრუნვა;
 ბერკეტი წონასწორობაშია, თუ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით მაბრუნებელ
ძალთა მომენტების ჯამი ტოლია იმ ძალთა მომენტების ჯამისა, რომლებიც ბერკეტს
საწინააღმდეგო მიმართულებით აბრუნებს. M1=M2 ან F1 d1=F2 d2;
 ბერკეტი წონასწორობაშია, თუ მასზე მოდებული ძალები მხრების
უკუპროპორციულია F1/F2=d2/d1;
 ბერკეტის გამოყენება იმდენჯერ გვაძლევს ძალაში მოგებას, რამდენჯერაც დიდი ძალის
მხარი მეტია პატარა ძალის მხარზე;
 რამდენჯერაც ვიგებთ ძალაში იმდენჯერ ვაგებთ მანძილში და პირიქით. მექანიკის
ოქროს წესი;
 დამაგრებული ბრუნვის ღერძის (ცენტრის) მქონე სხეული წონასწორობაშია, თუ მასზე
მოდებული ძალების მომენტების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია. მომენტების წესი.
M1+M2+M+....+Mn=0;
 სხეულის h სიმაღლეზე დახრილი სიბრტყის გამოყენებით შესრულებული მუშაობა და
დახრილი სიბრტყის გარეშე შესრულებული მუშაობა ერთნაირია Fწევ l= m g h;
 დახრილ სიბრტყეზე სხეულის თანაბრად ატანისას სხეულზე მოდებული წევის ძალა
იმდენჯერ ნაკლებია სხეულის სიმძიმის ძალის სიდიდეზე, რამდენჯერაც დახრილი
სიბრტყის სიმაღლე ნაკლებია დახრილი სიბრტყის სიგრძეზე. Fწევ/m=h /l ;
Fწევ- წევის ძალა-1ნ; mg-სიმძიმის ძალა-1ნ;
h-დახრილი სიბრტყის სიმაღლე-1მ; l- დახრილი სიბრტყის სიგრძე-1მ;
 F ღარიანი ბორბალია, რომელსაც სიმძიმეების ასაწევად იყენებენ;
 ჭოჭონაქი ორგვარია: მოძრავი და უძრავი;
 უძრავი ჭოჭონაქი ძალასა და მანძილში მოგებას არ გვაძლევს, მაგრამ გვაძლევს
საშუალებას შევცვალოთ ძალის მოქმედების მიმართულება Fწევ= Fსიმ;
 მოძრავი ჭოჭონაქის გამოყენებისას მანძილში 2-ჯერ ვაგებთ, მაგრამ სამაგიეროდ ძალაში
ვიგებთ 2- ჯერ Fწევ= Fსიმ/2;
 მარგი ქმედების კოეფიციენტი. რადგან ხახუნის უგულებელყოფა რეალურ სიტუაციებში
შეუძლებელია, მექანიზმების გამოყენებისას შესრულებული მუშაობა ყოველთვის
აღემატება იმ მუშაობას, რომელიც საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად;
 მუშაობას, რომელიც მხოლოდ დასახული მიზნის მისაღწევადაა საჭირო სასარგებო
მუშაობას უწოდებენ, ხოლო მუშაობა,რომელშიც გათვალისწინებულია როგორც
სასარგებლო მუშაობა, ისე ხახუნის ძალის დასაძლევად შესრულებული მუშაობა, სრული
მუშაობა.
 თუ ტვირთის ასატანად დახრილ სიბრტყეს ვიყენებთ, სასარგებლო მუშაობა სიმძიმის
ძალის მიერ შესრულებული მუშაობაა Aსიმ= mgh = Aსასარგებლო ;
სრული მუშაობა წევის ძალის მიერ შესრულებული მუშაობაა Aსრული= Fწევ l რომელიც
სრულდება არა მარტო სიმძიმის ძალის, არამედ ხახუნის ძალის დასაძლევადაც, ამიტომ
სრული მუშაობა ყოველთვის მეტია სასარგებლო მუშაობაზე A
სრული>¿ A სასარგებლო ;
 სიდიდეს, რომელიც გვიჩვენებს სრული მუშაობის (ან დახარჯული ენერგიის) რა ნაწილს
შეადგენს სასარგებლო მუშაობა, მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტი ეწოდება.
შემოკლებით მ.ქ.კ. მ.ქ.კ=( Aსასარგებლო/Aსრული ¿.100% მ.ქკ-ერთეულია-%
ნებისმიერი მექანიზმის მ.ქ.კ. 1-ზე (ანუ 100%-ზე) ნაკლები რიცხვია;
ჰიდრო და აეროსტატიკა
 ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებულია არა მარტო იმ ძალაზე, რომლითაც
სხეული ზედაპირს აწვება, არამედ ამ ზედაპირთან შეხების ფართობზეც. რაც მეტია
ფართობის ერთეულზე მოქმედი ძალა, მიტ უფრო მკვეთრადაა გამოხატული ამ ძალის
მოქმედების შედეგი. (ან რაც ნაკლებია ფართობი, რომელზედაც ძალა მოქმედებს, მით
უფრო მკვეთრადაა გამოხატული ამ ძალის მოქმედების შედეგი)
 ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც გვიჩვენებს, რა სიდიდის ძალა მოქმედებს ფართობის
ერთეულზე წნევას უწოდებენ.
 წნევა სკალარული ფიზიკური სიდიდეა, რომელიც ტოლია ზედაპირის მართობულად
მოქმედი ძალის შეფარდებისა ამ ზედაპირის ფართობთან P=F/S
2
წნევის ერთეულად Si სისტემაში მიღებულია 1ნ/მ =1პასკალი;
2
P- წნევა-1ნ/მ =1პასკალი (1პა) F-ძალა-1ნ S-ფართობი- 1მ2
 წნევას აირი და სითხეც ქმნის: დახურულ ჭურჭელში მოთავსებული აირის ქაოსურად
მოძრავი მოლეკულები განუწყვეტლივ ,,ბომბავენ“ ჭურჭელს შიგნიდან და ამ დროს აირი
ქმნის წნევას ჭურჭლის კედლებზე, ფსკერზე, თავსახურზე;
 სითხეზე ისე როგორც დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ სხვა სხეულზე, სიმძიმის ძალა
მოქმედებს, დედამიწის მიზიდულობის გამო სითხის ზედა ფენები ქვედა ფენებს აწვება,
ქვედა ფენები ჭურჭლის ფსკერს და შედეგად, სითხის შიგნით იქმნება წნევა არა მარტო
ჭურჭლის ფსკერსა და კედლებზე, არამედ სითხის შიგნით მოთავსებულ ყველა
სხეულზე;
 სითხის წნევა დამოკიდებულია მხოლოდ სითხის სვეტის სიმაღლეზე, სითხის
გვარობაზე და არ არის დამოკიდებული იმ ჭურჭლის ფორმაზე, რომელშიც ასხია.
სითხის შიგნით ნებისმიერ სიღრმეზე წნევა გამოითვლება ფორმულით: P= ρ gh
ρ−სიმკვრივე -1კგ/მ3; g =9,8 მ/წმ2 ; h -სიმაღლე-1მ; P-წნევა-1პა;
 ჭურჭლის კედელზე წნევა გამოითვლება ფორმულით P=1/2 . ρ gh;
 აირის წნევა ჭურჭლის ნებისმიერ წერტილში ერთნაირია;
 წნევის ცვლილება მყარ სხეულზე მხოლოდ ძალის მოქმედების მიმართულებით
გადაეცემა;
 სითხეზე და აირზე გარე ძალის მოქმედების შედეგად გამოწვეული წნევის ცვლილება
ყველა მიმართულებით ერთნაირად გადაეცემა სითხისა და აირის ყველა წერტილს. ეს
პასკალის კანონია;
 ჰირავლიკური მანქანა ძალაში მოგებას გვაძლევს: პატარა ძალით შევძლებთ იმდენჯერ
დიდი ძალა გავაწონასწოროთ, რამდენჯერაც დიდი დგუშის ფართობი მეტია პატარა
დგუშის ფართობზე: F2/F1=S2/S1 ; F1-პატარა დგუშზე მოქმედი ძალა-1ნ ;
F2-დიდ დგუშზე მოქმედი ძალა-1ნ ; S1 -პატარა დგუშის ფართობი-1მ2 ;
S2 -დიდი დგუშის ფართობი-1მ2 ;
 ზიარჭურჭელი ერთმანეთთან საერთო ნაწილით (მილით) შეერთებული ორი ან
რამდენიმე ჭურჭელს ჰქვია;
 ერთგვაროვანი სითხე ზიარჭურჭელში ერთ დონეზე დგება;
 თუ ზიარჭურჭლის მუხლებში ჩასხმულია ორი სხვადასხვა სითხე, რომლებიც
ერთმანეთს არ ერევა, მაშინ ის სითხე, რომლის სიმკვრივეც ნაკლებია, მეტ სიმაღლეს
იკავებს; h1/h2= ρ 2 / ρ 1;
 ატმოსფერო-ჰაერის გარსია, რომელიც დედამიწას გარს აკრავს;
 ატმოსფერო დედამიწაზე და მის ზედაპირზე მყოფ ნებისმიერ სხეულზე წნევას ქმნის,
რომელსაც ატმოსფერული წნევა ჰქვია;
 პირველად ატმოსფერული წნევა გალილეის მოწაფე ევანჯელისტა ტორიჩელმა გაზომა;
 ატმოსფერულ წნევას, რომელიც ტოლია 760 მმ ვერცხლისწყლის სვეტის წნევისა
0 0 C -ზე ნორმალური ატმოსფერული წნევა (1ატმ) ეწოდება;
1ატმ=760 მმ. ვერცხ. სვეტ. = 10 5პა;
 სითხეში ჩაშვებულ ნებისმიერ სხეულზე სითხის მხრიდან მოქმედებს ვერტიკალურად
ზევით მიმართული ძალა, რომელიც სითხიდან სხეულის ამოგდებას ,,ცდილობს“ ამ
ძალას სითხის ამომგდები ძალა ჰქვია; ამომგდები ძალა არა მარტო სითხეში არამედ
აირში მოთავსებულ სხეულებზეც მოქმედებს;
 ამომგდებ ძალას, რომელიც სითხეში ან აირში ჩაძირულ სხეულზე მოქმედებს არქიმედეს
ძალას უწოდებენ; ცურვის
 სითხეში ან აირში ჩაძირულ სხეულზე მოქმედი არქიმედეს ძალა გამოითვლება
ფორმულით Fა= ρ სითgV F -არქიმედეს ძალა-1ნ; g =9,8 მ/წმ2 ;
ρ სით−სითხის სიმკვრივე -1კგ/მ3; V-სხეულისიმ ნაწილის მოცულობა,
3
რომელიც სითხეშია შაძირული-1მ ;
 არქიმედეს კანონი: სითხეში ჩაძირულ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა სხეულის
მიერ გამოდევნილი სითხის სიმძიმის ძალის ტოლია: Fა= Fგამოდევნილი სითხე

 ცურვის პირობები:
1. სხეული სითხეში ცურავს, თუ სრულდება პირობა: ρ სხ = ρ სით;
Fსიმ=F ა;
2. სხეული სითხეში იძირება,თუ სრულდება პირობა: Fსიმ¿F ა; ρ სხ> ρსით;
3. სხეული სითხეში ამოტივტივდება, თუ სრულდება პირობა: Fსიმ¿F ა; ρ სხ ¿ ρ სით;
 საინტერესოა ის შემთხვევა, როცა Fსიმ¿F ა; რა ხდება ამ დროს? რადგან ვიცით, რომ
თუ Fსიმ¿F ა, სხეული ზევით მოძრაობს. სხეული სითხის ზედაპირს მიაღწევს და იმ
მომენტიდან, როცა ის სითხის ზედაპირს აცსდება, არქიმედეს ძალა შემცირებას
დაიწყებს, რადგან შემცირდება სხეულის სითხეში ჩაძირული ნაწილის მოცულობა. როცა
არქიმედეს ძალა სხეულის სიმძიმის ძალას გაუტოლდება, სხეული გაჩერდება და,
სითხეში ნაწილობრივ ჩაძირული, მის ზედაპირზე დაიწყებს ტივტივს;
 მოტივტივე სხეულის სიმძიმის ძალის სიდიდეარქიმედეს ძალის (ანუ სხეულის მიერ
გამოძევებული სითხის სიმძიმის ძალის) სიდიდის ტოლია- ეს სხეულის ტივტივის
პირობაა;
 ტივტივის დროს სრულდება პირობა F=m g= ρ სითgV ; წყალში მოტივტივე სხეული
გამოდევნის წყალს, რომლის მოცულობა სხეულის სითხეში ჩაძირული ნაწილის
მოცულობის ტოლია;
მექანიკური რხევები და ტალღები

 მექანიკური რხევა პერიოდული მოძრაობაა, რომლის დროსაც სხეული წონასწორობის


მდებარეობიდან ხან ერთ ხან მეორე მხარეს გადაიხრება;
 მექანიკური რხევა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა 1.თუ სხეული რხევით
მოძრაობას ასრულებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ერთი განსაზღვრული მდებარეობა
(წონასწორობის მდებარეობა), რომლის მახლობლადაც სხეული მთელი დროის
განმავლობაში რჩება. 2. რხევით მოძრაობას პერიოდულობა ახასიათებს: მოძრაობა
მეორდება დროის განსაზღვრული შუალედის შემდეგ, ანუ მეორდება სხეულის
მოძრაობის მახასიათებელი სიდიდეები(კოორდინატი, სიჩქარე, აჩქარება) ზუსტად ან
მიახლოებით;
 წონასწორობის მდებარეობიდან სხეულის გადახრას წანაცვლება ეწოდება.
X-წანაცვლება-1მ;
 წონასწორობის მდებარეობიდან სხეულის მაქსიმალურ გადახრას ამპლიტუდა ეწოდება.
A-ამპლიტუდა-1მ;
 რხევის პერიოდი არის დრო, რომლის განმავლობაში მერხევი სხეული ასრულებს ერთ
სრულ რხევას. T-პერიოდი-1წმ; T=1/n; T=t/N; t-დრო-წმ; N-რხევათა რიცხვი;
 რხევის სიხშირე არის დროის ერთეულში (1წმ) შესრულებულირხევათა რიცხვი.
n=1/T n=N/t n-სიხშირე-1/წმ=1ჰერცი (1ჰც);
 ერთი პერიოდის განმავლობაში სხეული გადის ოთხი ამპლიტუდის ტოლ მანძილს;
 მათემატიკური ქანქარა არის უწონო და უჭიმარ ძაფზე დაკიდებუკი დიდი მასის და
მცირე მოცულობის სხეული. T=2 π √ l/ g π=3 , 14 l -ქანქარის სიგრძე-1მ g
2
=9,8მ/წმ ;
π √m
 ზამბარიანი ქანქარა T=2 ; m -მასა-1კგ; k-სიხისტე-1მ;
k
 პერიოდულ რხევას, რომელიცმიმდინარეობს წონასწორობიდან გადახრის
პროპორციული და წონასწორობის მდებარეობისაკენ მიმართული ძალის მოქმედებით
π
ჰარმონიული რხევა ეწოდება X=Asinφ ; X=Asin2 .t ; X=Asin2 πnt ; φ -ფაზა-
T
1რადიანი;
 სხეულთა სისტემას, რომელსაც აქვს თავისუფალი რხევის უნარი, რხევითი სისტემა
ეწოდება;
 თავისუფალ რხევას საკუთარ რხევასაც უწოდებენ, მის სიხშირეს კი საკუთარ სიხშირეს;
 რხევას, რომლის ამპლიტუდა დროის განმავლობაში მცირდება მილევადი რხევა
ეწოდება;
 რხევას, რომელსაც სხეული ასრულებს პერიოდულად ცვლადი გარე ძალის მოქმედებით,
იძულებითი რხევა ეწოდება;
 რადგან იძუკებითი რხევის დროს ხდება სისტემის ენერგიის შევსება ამიტომ ეს რხევები
არამილევადია;
 რეზონანსი ამპლიტუდის მკვეთრად ზრდის მოვლენა, როცა გარე ძალის რხევის სიხშირე
გაუტოლდება სისტემის საკუთარი რხევის სიხშირეს;
 რხევითი მოძრაობის დროს პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურად და
პირიქით;
 რხევის გავრცელება გარემოში არის ტალღა;
 ტალღას გარემოს ყველა წერტილში გადააქვს ენერგია, თუმცა არ გადააქვს ამ ენერგიის
მატარებელი მერხევი ნაწილაკები;
 ტალღას გადააქვს ენერგია ნივთიერების გადატანის გარეშე, რაც მეტია ტალღის მიერ
გადატანილი ენერგია, მით მეტია გარემოს ნაწილაკების რხევის ამპლიტუდა;
 ტალღას, რომელშიც გარემოს შემადგენელი ნაწილაკები ტალღის გავრცელების
მიმართულების მართობულად ირხევა, განივი ტალღა ჰქვია;
 ტალღას, რომელშიც გარემოს შემადგენელი ნაწილაკები ტალღის გავრცელების
მიმართულების გასწვრივ ირხევა, გრძივი ტალღა ჰქვია;
 განივი ტალღა ვრცელდება მხოლოდ მყარ გარემოში;
 გრძივი ტალღა ვრცელდება აირებში სითხეებში და მყარ გარემოში;
 მანძილს რომელზედაც ვრცელდება რხევა ერთი პერიოდის განმავლობაში ტალღის
სიგრძე ეწოდება;
 განივ ტალღაში ტალღის სიგრძე შეესაბამება ნებისმიერორ მეზობელ ბურცობს ან
ნებისმიერ ორ მეზობელ ღრმულს შორის მანძილს;
 გრძივ ტალღაში ტალღის სიგრძე შეესაბამება ნებისმიერ ორ მეზობელ შესქელებას ან
ნებისმიერ ორ მეზობელ შეთხელებას შორის მანძილს;
 ტალღის გავრცელების სიჩქარე v = λ / T; v= λn; λ-ტალღის სიგრძე-1მ;
T-პერიოდი-1წმ; n-სიხშირე-1წმ ; v-ტალღის გავრცელების სიჩქარე-1მ/წმ;
 ტალღებს რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის სმენის შეგრძნება გამოიწვიონ ბგერითი
ტალღები ეწოდება;
 ფიზიკის ნაწილს, რომელიც შეისწავლის ბგერით მოვლენებს, აკუსტიკა ეწოდება;
 ადამიანის ყურს მხოლოდ 16ჰც-იდან 20 000 ჰც-მდე სიხშირის ტალღები შეუძლია
აღიქვას, ამიტომ ამ დიაპაზონში მოქცეულ სიხშირეებს ბგერითი სიხშირეები ეწოდება.
ბგერის წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი მერხევი სხეული, თუ ის ბგერითი სიხშირით
ირხევა;
 ტალღებს, რომელთა სიხშირე 20 000 ჰც-ს აღემატება, ულტრაბგერები ეწოდება, ხოლო
16 ჰც-ზე ნაკლები სიხშირის ტალღებს ინფრაბგერები;
 ბგერითი ტალღა გრძივი ტალღაა;
 ბგერის სიჩქარე ჰაერში 340 მ/წმ-ია. წყალში 1460მ/წმ;
 ბგერებს, რომელსაც გამოსცემს ჰარმონიულად მერხევი სხეული, მუსიკალური ბგერები
ჰქვია;
 რაც მეტია ბგერის ამპლიტუდა, მით ხმამაღალია ბგერა;
 რაც მეტია ბგერის ტალღის რხევის სიხშირე, მით მეტია ტონის სიმაღლე;
 ექო არის-ბგერითი ტალღები,რომლებიც დაბრკოლებიდან 9შენობიდან, ფერდობიდან,
ტყიდან და ა.შ)აირეკლა და ბგერის წყაროსთან დაბრუნდა. S=vt/2 ;
S -დაბრკოლებამდე მანძილი-1მ ; v-ბგერის სიჩქარე-1მ/წმ ; t-დრო-1წმ;

გეომეტრიული ოპტიკა
 ოპტიკა არის ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სინათლის მოვლენებს.
 სინათლეს სინათლის წყარო ასხივებს. სინათლის ზოგიერთი წყარო ბუნებრივია,
(მზე, ელვა) ზოგიერთი ხელოვნური (ნათურა, კოცონი).
 სინათლის წყაროს მისგან წამოსული სხივებით ვხედავთ, რომელიც ხვდება თვალს
და აღიზიანებს მხედველობის ნერვის დაბოლოებებს. გაღიზიანება გადაეცემა
ტვინს და ადამიანი იღებს მხედველობით შეგრძნებას.
 ჩვენ იმ სხეულებსაც ვხედავთ, რომლებიც სინათლის წყაროები არ არის
(მაგ. მთვარეს) და ვხედავთ მხოლოდ მაშინ, როცა სხეულები სინათლითაა
განათებული: სინათლე მათი ზედაპირიდან აირეკლება და ყველა
მიმართულებით ვრცელდება, არეკლილი სინათლე ხვდება თვალში და ჩვენ
ვხედავთ სხეულს. გაიხსენე: ყოველი თვის სხვადასხვა დღეს მთვარეს სხვადასხვა
ფაზაში ვხედავთ: ხან ნამგლისებრია, ხანაც ბადროსებრი (ამ დროს ამბობენ, რომ
მთვარის ფაზები იცვლება), რადგან ჩვენ მთვარის მხოლოდ იმ ნაწილს ვხედავთ,
რომელიც მზითაა განათებული.
 ერთგვაროვან გამჭვირვალე გარემოში სინათლე წრფივად ვრცელდება-ეს
სინათლის წრფივი გავრცელების კანონია.
 სინათლის წრფივ გავრცელებაში გულისხმობენ, რომ სინათლის სხივი არის
სინათლის უწვრილესი კონა, რომლის გასწვრივაც ვრცელდება სინათლე
(სინათლის ენერგია). უფრო სწორად კი სინათლის სხივი არის წირი, რომლის
გასწვრივაც ვრცელდება სინათლის ენერგია.
 ოპტიკის ნაწილს, რომელშიც შეისწავლება სინათლის ენერგიის გავრცელების
კანონები, გამჭვირვალე გარემოში, სინათლის სხივზე წარმოდგენის საფუძველზე,
გეომეტრიული ოპტიკა ეწოდება.
 სინათლის წრფივი გავრცელებით აიხსნება ჩრდილის, ანუ იმ ადგილის წარმოქმნა,
სადაც სინათლე (სინათლის ენერგია) არ ხვდება (გაიხსენე, როგორ ჩნდება ხეების,
შენობების ჩრდილი)
 სინათლის წრფივი გავრცელების შედეგად წარმოიქმნება მკვეთრი ჩრდილი, თუ
გაუმჭვირვალე სხეული განათებულია წერტილოვანი სინათლის წყაროთი, ანუ
სინათლის ისეთი წყაროთი, რომლის ზომები გაცილებით პატარაა ა) იმ
სხეულთან შედარებით, რომლის განათებაც ხდება; ბ) იმ მანძილთან შედარებით,
რომლითაც სხეულია დაშორებული სინათლის წყაროდან.
 ჩრდილი წარმოიქმნება იმ შემთხვევაშიც, თუ გამუმჭვირვალე სხეული
განათებულია სინათლის ისეთი წყაროთი, რომლის ზომები გაცილებით დიდია
იმ სხეულის ზომებთან შედარებით, რომლის განათებაც ხდება, მაგრამ ამ
შემთხვევაში ჩრდილი არამკვეთრია ანუ როგორც მას უწოდებენ
ნახევარჩრდილია.
 მზისა და მთვარის დაბნელების დროს ბუნებაში უზარმაზარი მასშტაბის ჩრდილი
და ნახევარჩრდილი წარმოიქმნება.
 მზის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწის გარშემო მოძრაობისას
დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება. მზის დაბნელება მხოლოდ იმ
ადგილებში ხდება, რომელზეც მთვარის ჩრდილი ან ნახევარჩრდილი ეცემა.
 მთვარის დაბნელება ხდება მაშინ,როცა მზის გარშემო მოძრაობისას დედამიწა
მზესა და მთვარეს შორის აღმოჩნდება. როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში
შედის, ხდება მთვარის სრული დაბნელება, თუ მთვარე დედამიწის
ნახევარჩრდილში გაივლის, მაშინ მთვარის ნაწილობრივი დაბნელება.
 ერთგვაროვან გარემოში სინათლის ხივი წრფივად ვრცელდება მანამ, სანამ არ
მიაღწევს ამ გარემოსა და მეორე გარემოს საზღვარს. ორი გარემოს საზღვარზე
სინათლის სხივი იცვლის თავის მიმართულებას: სინათლის ნაწილი (ზოგ
შემთხვევაში კი მთლიანად) ბრუნდება პირველ გარემოში. ამ მოვლენას სინათლის
არეკვლა ეწოდება. თუ მეორე გარემო გამჭვირვალეა, სინათლის ნაწილი გადადის
მეორე გარემოში და იცვლის თავის გავრცელებისმიმართულებას, ანუ
გარდატყდება.
 სხეულებს მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა მათგან არეკლილი სინათლის სხივი
ჩვენ თვვალს ხვდება. სხეულისგან არეკლილი სინათლე კი ზოგჯერ ხვდება
თვალს, ზოგჯერ არა, რადგან სინათლის არეკვლა ნებისმიერი ზედაპირიდან (ორი
გარემოს გამყოფი საზღვრიდან) სინათლის არეკვლის კანონს ემორჩილება.
1.დაცემული სხივი, არეკვლილი სხივი და დაცემის წერტილში ზედაპირისადმი
აღმართული მართობი ერთ სიბრტყეში მდებარეობს.
2.დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლია. α =β
 დაცემის კუთხე ( α ¿არის კუთხე დაცემულ სხივსა და დაცემის წერტილში
ზედაპირისადმი აღმართულ მართობს შორის.
 არეკვლის კუთხე ( β ¿არის კუთხე არეკვლილ სხივსა და დაცემის წერტილში
ზედაპირისადმი აღმართულ მართობს შორის.
 დაცემული და არეკვლილი სხივები შექცევადია.
 როგორ ხედავს თვალი სხეულს, რომელიც სინათლის წყაროთია განათებული?
 ბრტყელ სარკეში სხეულის გამოსახულება : წარმოსახვითია; პირდაპირია
(შებრუნებული არ არის); სიდიდით ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხეული;
მიიღება სარკიდან იმავე მანძიზე, რა მანძილზეც სხეულია სარკიდან
დაშორებული.
 თუ ორი სარკე ისეა ერთმანეთტან განლაგებული, რომ ისინი ერთმანეთთან α
ქმნიან, მაშინ სარკეში მიიღება მათ შორის მოთავსებული სხეულის
მრავალჯერადი გამოსახულება. გამოსახულებათა რაოდენობის გამოთვლა
შესაძლებელია ფორმულით n=(360-α )/α ;
 სინათლის არეკვლა ორი გარემოს გამყოფი საზღვრის თვისებებზეა
დამოკიდებული: თუ საზღვარი გლუვია, მას სარკული ზედაპირი ეწოდება.
სარკულ ზედაპირზე დაცემული სინათლის პარალელურ სხივთა კონა არეკვლის
შემდეგაც პარალელური დარჩება. ასეთ არეკვლას სარკული არეკვლა ეწოდება.
 მქისე (არაგლუვ) ზედაპირზე დაცემული სინათლის პარალელური სხივები
არეკვლის შემდეგ პარალელური არ დარჩება, მქისე ზედაპირი გააბნევს მათ. ეს
გაბნეული, ანუ დიფუზიური არეკვლაა.
 სწორედ გაბნეული (დიფუზიური) არეკვლის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვხედავთ
ნებისმიერ სხეულს, რომელიც სინათლეს თვითონ არ ასხივებს. სინათლე გაიბნევა
(მცირედ, მაგრამ მაინც) ყველაზე გლუვი ზედაპირებიდან (მაგ. ჩვეულებრივი
სარკიდან) არეკლვლის შემთხვევაშიც კი. ასე რომ არ იყოს, მაშინ ჩვენ სარკის
ზედაპირს ვერ დავინახავდით.
 სინათლის გავრცელების მიმართულების შეცვლას ერთი გარემოდან მეორეში
გადასვლისას სინათლის გარდატეხა ეწოდება.
 სხივს, რომელიც გარდატეხის შემდეგ მეორე გარემოში ვრცელდება, გარდატეხილი
სხივი ეწოდება.
 ორი გარემოს გამყოფ საზღვარზე სხივის დაცემის წერტილში საზღვრისადმი
აღმართულ მართობსა და გარდატეხილ სხივს შორის კუთხეს გარდატეხის კუთხე
(γ ¿ეწოდება.
 თუ α ¿ γ , მაშინ ვამბობთ, რომ მეორე გარემო ოპტიკურად მეტად მკვრივია.
თუ α ¿ γ , მაშინ ვამბობთ , რომ მეორე გარემო ოპტიკურად ნაკლებად
მკვრივია.
 სხვადასხვა ნივთიერება სინათლეს სხვადასხვანაირად გარდატეხს, მაგრამ ეს
მოვლენა ყოველთვის გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება , რომელსაც
სინათლის გარდატეხის კანონი ჰქვია: 1. დაცემული სხივი, გარდატეხილი სხივი
და დაცემის წერტილში ორი გარემოს გამყოფ საზღვარზე აღმართული მართობი
ერთსიბრტყეში მდებარეობს. 2. დაცემის კუთხის სინუსის შეფარდება
გარდატეხის კუთხის სინუსთან მოცემული ორი გარემოსათვის მუდმივი
სიდიდეა: sin α /sinγ =n სადაც α დაცემის კუთხეა, γ გარდატეხის კუთხე,
ხოლო n მეორე გარემოს ფარდობითი მაჩვენებელი პირველი გარემოს მიმართ.
გარდატეხის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული დაცემის კუთხეზე და ის
მოსაზღვრე გარემოთა თვისებებით განისაზღვრება.
 სხივების შექცევადობა მათი გარდატეხისასაც ვლინდება.
 სინათლის გავრცელების სიჩქარე გარემოში (V0 ყოველთვის ნაკლებია სინათლის
სიჩქარეზე ვაკუუმში (c ) V¿ c;
 ვაკუუმში სინათლის გავრცელების სიჩქარე მაქსიმალურია და ტოლია
c=300 000კმ/წმ;
 სიდიდეს, რომელიც გვიჩვენებს, რამდენჯერ მეტია სინათლის გავრცელების
სიჩქარე ვაკუუმში, სინათლის გავრცელების სიჩქარეზე მოცემულ გარემოში,
გარემოს გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი ეწოდება n= c/ V;
 გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი მოცემული გარემოსათვის მუდმივი სიდიდეა
და ამ გარემოში სინათლის გავრცელების სიჩქარით განისაზღვრება.
 ორი გარემოდან ოპტიკურად უფრო მკვრივია ის გარემო, როლის გარდატეხის
აბსოლუტური მაჩვენებელი უფრო მეტია;
 რაც უფრო მკვრივია გარემო ოპტიკურად, მით უფრო ნაკლებია სინათლის
გავრცელების სიჩქარე ამ გარემოში;
 გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი: ვაკუუმისათვის n=1;
ჰაერისათვის n=1,0003≈ 1 ; წყლისათვის n ≈ 1 ,3 ; მინისათვის n≈ 1 ,5 ;
 სინათლის გარდატეხის კანონში შემავალ მუდმივ სიდიდეს (n) ეწოდება
გარდატეხის მეურე გარემოს გარდატეხის ფარდობითი მაჩვენებელი პირველი
გარემოს მიმართ;
 n 1 და n2 შესაბამისად, პირველი და მეორე გარემოს გარდატეხის აბსოლუტური
მაჩვენებლებია, მაშინ მეორე გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი პირველის
მიმართ გამოითვლება ფორმულით: n= n2/ n1;
 თუ გავითვალისწინებთ, რომ n1=c/v1 და n2=c/ v2 ( v1 და v2 შესაბამისად
პირველ და მეორე გარემოში სინათლის გავრცელების სიჩქარეა), მივიღებთ, რომ
მეორე გარემოს გარდატეხის ფარდობითი მაჩვენებელი პირველის მიმართ
გამოითვლება ფორმულით: n=v1/v2 sinα /sin β =n2/n1=v1/v2 ;
 თეთრი ფერის სინათლე რთული შედგენილობისაა, ის შვიდი ფერის სინათლისაგან
შედგება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.
 თითოეული ცალკეული ფერის სინათლე მარტივია: ის სხვა ფერებად აღარ იშლება.
ცალკ-ცალკე თითოეული ფერის სინათლე განსხვავებულად აღიქმება თვალის
მიერ. ყველა ერთად კი თეთრი ფერის შეგრძნებას იწვევს.
 გარდატეხის მაჩვენებელი სხვადასხვა ფერის სინათლისათვის სხვადასხვაა. მაგ.
მინის პრიზმაში გავლისას წითელი სინათლე ყველაზე ნაკლებად გარდატყდება
(რადგან გარემოში ყველა სხვა ფერის სინათლესთან შედარებით უდიდესია),
იისფერი კი - ყველაზე მეტად (გარემოში მისი გავრცელების სიჩქარე უმცირესია)
 სინათლის გარდატეხის მაჩვენებლის ფერზე დამოკიდებულებას დისპერსია
ეწოდება.
 სწორედ დისპერსიის შედეგია სპექტრის წარმოქმნა: თუ მინის სამკუთხა პრიზმას
თეთრი სინათლის ვიწრო კონა დაეცემა, მასში შემავალი სხვადასხვა ფერის
სხივები სხვადასხვანაირად გარდატყდება და თეთრი სინათლე შემადგენელ
ფერებად დაიშლება. თუ პრიზმიდან გამოსულ სინათლეს ეკრანს დავუხვედრებთ,
ეკრანზე ფერადი, ცისარტყელასებრი ზოლი მიიღება. სწორედ ამ ზოლს ჰქვია
სპექტრი.
 მრუდე ზედაპირით შემოსაზღვრულ გამჭვირვალე სხეულს ლინზა ეწოდება.
 ლინზა შეიძლება იყოს მასზე დაცემული სხივების შემკრები ან გამბნევი.
 ლინზას, რომლის შუა ნაწილი უფრო განიერია, ვიდრე კიდურა ნაწილები,
ამოზნექილი ლინზა ეწოდება. ყველა ამოზნექილი ლინზა შემკრებია.
 ლინზას, რომლის შუა ნაწილი უფრო ვიწროა, ვიდრე კიდურა ნაწილები,
ჩაზნექილი ლინზა ეწოდება. ყველა ჩაზნექილი ლინზა შემკრებია.
 წრფეს, რომელიც გადის შემომსაზღვრელი სფერული ზედაპირების ცენტრებზე,
ლინზის მთავარი ოპტიკური ღერძი ეწოდება. ლინზის ოპტიკურ ცენტრში
გამავალი სხივო არ გარდატყდება.
 წერტილი, რომელშიც გარდატეხის შემდეგ იკრიბება შემკრებ ლინზაზე დაცემული
მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურ სხივთა კონა, არის შემკრები ლინზის
ფოკუსი, რომელიც აღინიშნება F ასოთი. ლინზის ფოკუსი მდებარეობს მთავარ
ოპტიკურ ღერძზე. F-ფოკუსური მანძილი-1მ;
 მანძილს ლინზიდან მის ფოკუსამდე ფოკუსური მანძილი ეწოდება და მასაც F
აღნიშნავენ. ლინზის ფოკუსური მანძილის შებრუნებულ სიდიდეს ლინზის
ოპტიკური ძალა ეწოდება და აღინიშნება D ასოთი D=1/ F;
 ოპტიკური ძალის ერთეულია 1მ-1 და მას დიოპტრი (დპტრ) ეწოდება. 1დიოპტრი
ისეთი ოპტიკური ძალაა, რომლის ფოკუსური მანძილი 1მ-ია.
 შემკრები ლინზის ოპტიკური ძალა დადებითია. (D¿0)
 გამბნევ ლინზაზე დაცემული მთავარი მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელური
სხივები გარდატეხის შემდეგ არ იკრიბება. იკრიბება მხოლოდ გარდატეხილი
სხივების გაგრძელებები. ისინი იკრიბება წერტილში, რომელიც გამბნევი ლინზის
მთავარ ოპტიკურ ღერძზე მდებარეობს. ეს წერტილი წარმოსახვითია და არის
გამბნევი ლინზის ფოკუსი. გამბნევი ლინზის ოპტიკური ძალა უარყოფითია (D¿0)
 გამოსახულების აგება შემკრებ ლინზაში შესაძლებელია ორი სხივის გამოყენებით.1.
სხივი, რომელიც მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურია ლინზიდან
გამოსვლის შემდეგ ფოკუსში გაივლის. 2. ოპტიკურ ცენტრზე გამავალი სხივი
მიმართულებას არ იცვლის.
 შემკრებ ლინზაში საგნის გამოსახულება ყოველთვის ნამდვილია, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა საგანი მოთავსებულია ლინზასა და ფოკუსს შორის ( ამ
შემთხვევაში საგნის გამოსახულება წარმოსახვითია)
 გამბნევ ლინზაში საგნის გამოსახულება ყოველთვის წარმოსახვითია.
 გამოსახულება ნამდვილია, თუ სხივთა კონა ოპტიკურ სისტემაში გავლის შემდეგ
უშუალოდ გადაიკვეთება რაიმე წერტილში. გამოსახულება წარმოსახვითია, თუ
ის მიიღება არა ოპტიკურ სისტემაში გასული სხივების, არამედ ამ სხივების
გაგრძელებათა გადაკვეთით.
 ლინზას, რომლის სისქე გაცილებით ნაკლებია ლინზის გრძივ ზომაზე, თხელი
ლინზა ეწოდება.
 თხელი ლინზის ფორმულა. 1/F= 1/d+1/f
F -ლინზის ფოკუსური მანძილი-1მ; d-მანძილი საგანსა და ლინზას შორის-1მ;
f -მანძილი ლინზასა და გამოსახულებას შორის-1მ;
 გამოსახულების ზომის A1 B1 შეფარდებას საგნის A 2B 2 ზომასთან ლინზის
გამადიდებლობა ეწოდება Г =A1 B1 /A2 B2; Г =f/d
Г -ლინზის გამადიდებლობა-ერთეული არა აქვს;
სითბური მოვლენები

 მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები:


1.ნითიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისაგან ( მოლეკულებისაგან,
ატომებისაგან, იონებისაგან), რომელთა შორის შუალედებია;
2.ნივთიერების შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები განუწყვეტლივ და
ქაოსურად მოძრაობენ;
3.ნივთიერების შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები ურთიერთქმედებენ:
მიიზიდებიან და განიზიდებიან;
 ბროუნის მოძრაობა წარმოადგენს სითხეში ან აირში შეტივტივებული ნაწილაკების
მოძრაობას;
 ნებისმიერ მაკროსკოპულ სხეულში შემადგენელი ნაწილაკების (მოლეკულების
ატომების, იონების) რიცხვი წარმოუდგენლად დიდია.სწორედ ამიტომ მათ
მოძრაობას ქაოსური უწესრიგო ხასიათი აქვს;
 დიფუზია არის მოვლენა, რომლის დროსაც ნივთიერებები (რომლებიც ერთმანეთს
ეხება) თავისთავად შეერევა ერთმანეთს;
 მოლეკულებისა და ატომების ქაოსურ მოძრაობას სითბური მოძრაობა ჰქვია.
მოლეკულების ქაოსური მოძრაობის სიჩქარე სხეულის ტემპერატურაზეა
დამოკიდებული, სწორედ ამიტომაც ჰქვია სხეულის შემადგენელი ნაწილაკების
მოძრაობას ,,სითბური“.
 თერმოდინამიკა შეისწავლის სისტემის თვისებებს ისე, რომ არ ითვალისწინებს
სისტემაში შემავალ სხეულთა ატომურ-მოლეკულურ აგებულებას.

აგრეგატული მდგომარეობა ფორმა მოცულობა


აირი არ აქვს არ აქვს
სითხე არ აქვს აქვს
მყარი სხეული აქვს აქვს

 თერმოდინამიკური სისტემა წარმოადგენს იმ სხეულთა ერთობლიობას,


რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება ერთმანეთთან და სხვა სხეულებთან;
 თერმოდინამიკური სისტემა შედგება ნაწილაკთა იმდენად დიდი რიცხვისაგან,
რომ იგი შეიძლება დავახასიათოთ მაკროსკოპული პარამეტრებით, როგორიცაა
ტემპერატურა, მოცულობა და წნევა.
 უცვლელი გარეშე პირობების დროს თერმოდინამიკური სისტემა მიისწრაფის
სითბური ანუ თერმოდინამიკური წონასწორობის მდგომარეობისაკენ.
 თერმოდინამიკური წონასწორობის მდგომარეობაში სისტემის პარამეტრები დროის
მიხედვით უცვლელია, არ ხდება სისტემაში დიფუზია, ქიმიური რეაქციები,
ფიზიკური გარდაქმნები.
 ტემერატურა არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს სითბურ
წონასწორობაში მყოფ სხეულთა სისტემის შინაგან მდგომარეობას.
 სითბურ წონასწორობაში მყოფი სხეულების ტემპერატურა ერთნაირია.
 ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყოს- თერმომეტრის პირველი დემონსტრირება
მოხდა გალილეის მიერ 1597 წელს. ამდროისათვის არ არსებობდა
ტერმინი ,,თერმომეტრი“იგი შემოვიდა მოგვიანებით-1636 წელს.
 ამჟამად ყველაზე გავრცელებული თერმომეტრებია ცელსიუსის, კელვინის და
ფარენჰაიტის სკალით. მათ შორის ასეთი კავშირია:
0
T=t+273 F= (9/5)0 C+320
T- კელვინის სკალაზე ათვლილი ტემპერატურა-1კელვინი (K)
0
t - ცელსიუსის სკალაზე ათვლილი ტემპერატურა- C
F - ფარეჰაიტის სკალაზე ათვლილი ტემპერატურა- 1F
 სხეულის შემადგენელი ნაწილაკების მოძრაობის კინეტიკური და
ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამს სხეულის შინაგანი ენერგია
ეწოდება.
 სხეულის შინაგანი ენერგია დამოჯიდებულია ტემპერატურაზე და აგრეგატულ
მდგომარეობაზე.
 შინაგანი ენერგია შეიძლება შეიცვალოს ორი გზით მექანიკური მუშაობის
შესრულებით და თბოგადაცემით.
 არსებობს თბოგადაცემის 3 სახე: თბოგამტარობა, კონვექცია და გამოსხივება.
 შინაგანი ენერგიის გადაცემას ერთი სხეულიდან მასთან კონტაქტში მყოფ მეორე
სხეულზე ან სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე თბოგამტარობა ეწოდება.
 თბოგამტარობისას ნივთიერების გადატანა არ ხდება, ენერგიის გადაცემა სხეულის
ერთი ნაწილიდან მეორეში ხორციელდება ნაწილაკების საშუალებით.
 დიდი თბოგამტარობა აქვს ლითონებს. ნივთიერებები, რომელთა თბოგამტარობა
მცირეა, გამოიყენება როგორც თბოიზოლატორები. ასეთებია ბეწვი, ბუმბული...
 სითხეებსა და აირებში თბოგადაცემის პროცესს, რომლის დროსაც ენერგიის
გადაცემა ხდება სითხის ან აირის ჭავლის მიერ, კონვექცია ეწოდება.
 გამოსხივება არის ენეგიის გადაცემის პროცესი სხივების საშუალებით.
 კონვექციით სითბოს გადაცემა ხდება სხეულთა უშუალო შეხებით, გამოსხივებით
კი- შეხების გარეშე.
 ენერგიას, რომელსაც გასცემს ან მიიღებს სხეული სითბოცვლის პროცესში, სითბოს
რაოდენობა ეწოდება.
 სხეულის მიერ შთანთქმული სითბოს რაოდენობა მიჩნულია დადებითად,
გამოყოფილი სითბოს რაოდენობა უარყოფითად.
 სხეულის მიერ მიღებული ან გაცემული სითბოს რაოდენობა იანგარიშება
ფორმულით Q=cm(t2-t1) Q - სითბოს რაოდენობა-1ჯ ; m-მასა-1კგ;
t1 -საწყისი ტემპერატურა - 10 C; t2 -საბოლოო ტემპერატურა- 10 C ;
c-კუთრი სითბოტევადობა-1ჯ/კგ0 C;
 კუთრი სითბოტევადობა ფიზიკური სიდიდეა, რომელიც გვიჩვენებს რა სითბოს
რაოდენობა უნდა მიიღოს ან გასცეს 1კგ მასის ნივთიერებმ, რომ მისი
ტემპერატურა 10 C -ით შეიცვალოს.
 სხეულთა იზოლირებულ სისტემაში სითბოცვლის პროცესის დროს სითბოს რა
რაოდენობასაც გასცემს მეტად თბილი სხეული, იმავე რაოდენობის სითბოს
მიიღებს ნაკლებად თბილი სხეული. სითბური ბალანსის განტოლებაა
Q1+Q2+........+Qn=0;
 სითბოტევადობა არის სხეულის მასისა და კუთრი სითბოტევადობის ნამრავლი.
C=cm; C-სითბოტევადობა-1ჯ/ 0 C;
 ენერგიას, რომელიც გამოიყოფა საწვავის სრული დაწვისას საწვავის წვის კუთრი
სითბო ეწოდება.
 ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც გვიჩვენებს რა სითბოს რაოდენობა გამოიყოფა 1კგ
მასის საწვავის სრული დაწვისას, საწვავის წვის კუთრი სითბო ეწოდება.
 საწვავის წვის სითბო ტოლია საწვავის მასისა და წვის კუთრი სითბოს ნამრავლისა
Q=qm; Q-საწვავის დაწვისას გამოყოფილი სითბო-1ჯ;
q-საწვავის წვის კუთრი სითბო-1ჯ/კგ;
 დნობა არის ნივთიერების მყარი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში
გადასვლა, გამყარება (კრისტალიზაცია) პირიქით თხევადი მდგომარეობიდან
მყარ მდგომარეობაში გადასვლა;
 ტემპერატურას, რომელზეც ნივთიერება დნება, დნობის ტემპერატურა ეწოდება.
დნობის პროცესში ნივთიერების ტემპერატურა უცვლელია (სხვადასხვა
ნივთიერებებს სხვადასხვა დნობის ტემპერატურა აქვთ;
 გამათბობლისგან მიღებული სითბო დნობის პროცესში მთლიანად კრისტალური
მესრის რღვევას ხმარდება და ამიტომ მოლეკულების სიჩქარე აღარ იზრდება,
შესაბამისად , ნივთიერების ტემპერატურა დნობის პროცესში არ იცვლება.
კრისტალური მესრის დაშლისას იცვლება მოლეკულათა ურთიერთქმედების
ხასიათი: იზრდება მოლეკულათა ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია და
დნობის პროცესში პოტენციური ენერგიის ზრდის ხარჯზე იზრდება ნივთიერების
შინაგანი ენერგია;
 დნობისას ნივთიერება ენერგიას შთანთქავს, რომელიც კრისტალური მესრის
დაშლას ხმარდება და ამიტომ ნივთიერების ტემპერატურა უცვლელი რჩება;
 სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა დნობის ტემპერატურამდე მიყვანილი m
მასის კრისტალური ნივთიერების გასადნობად, გამოითვლება ფორმულით:
Q= λ m; λ- ნივთიერების დნობის კუთრი სითბო -1ჯ/კგ;
m- მასა-1კგ; Q-სითბოს რაოდენობა-1ჯ;
 ნივთიერების დნობის კუთრი სითბო ეწოდება ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც
გვიჩვენებს რა სითბოა საჭირო, რომ დნობის ტემპერატურამდე მიყვანილი 1 კგ
მასის კრისტალური ნივთიერება იმავე ტემპერატურის სითხედ გადაიქცეს.
სხვადასხვა ნივთიერებას სხვადასხვა დნობის კუთრი სითბო აქვთ;
 ნივთიერება მყარდება იმავე ტემპერატურაზე, რომელზედაც დნება;
 ტემპერატურას, რომელზედაც ნივთიერება მყარდება (კრისტალდება) გამყარების
(კრისტალიზაციის) ტემპერატურა ეწოდება;
 გამყარება გრძელდება, თუ ნივთიერება განაგრძობს სითბოს დაკარგვას, სითხის
ტემპერატურა გამყარების პროცესში არ იცვლება: კრისტალური მესრის
აღდგენისას პოტენციური ენერგია მცირდება. ამ დროს გამოიყოფა ენერგია,
რომლის ნაწილი ნაწილაკების კინეტიკური ენერგიის დანაკარგის შევსებას
ხმარდება და კინეტიკური ენერგია უცვლელი რჩება. შესაბამისად სითხის
ტემპერატურა გამყარების პროცესში არ იცვლება. გამყარებისას გამოყოფილი
ენერგიის ნაწილი კი გარემოს გადაეცემა, რის შედეგად გარემო თბება;
 ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად, კრისტალიზაციისას გარემოში
სიდიდით ზუსტად იმდენივე სითბო გამოიყოფა, რამდენიც მისი დნობისას
შთაინთქმება;
 სითბოს რაოდენობა, რომელიც კრისტალიზაციის ტემპერატურამდე მიყვანილი
m მასის თხევადი ნივთიერების კრისტალიზაციისას გამოიყოფა გამოითვლება
ფორმულით: Q=- λ m;
 გაითვალისწინე: Q= λ m; და Q= -λ m; ფორმულების გამოყენება მხოლოდ
დნობის ტემპერატურამდე მიყვანილი ნივთიერებისსთვისაა შესაძლებელი;
 პროცესს, რომლის დროსაც თხევადი ნივთიერება აირადში გადადის, ორთქლად
ქცევა ეწოდება, ხოლო თუ ორთქლად ქცევა ნივთიერების ზედაპირიდან ხდება,
მას აორთქლებს უწოდებენ.
 პროცესს, რომლის დროსაცნივთიერება აირადი მდგომარეობიდან თხევადში
გადადის კონდენსაცია ეწოდება;
 სითხეები ნებისმიერ ტემპერატურაზე ორთქლდება;
 აორთქლების სისწრაფე დამოკიდებულია ტემპერატურაზე, სითხის გვარობაზე,
სითხის თავისუფალი ზედაპირის ფართობსა და გარემომცველი ჰაერის
მოძრაობის სიჩქარეზე. სითხეს აქვს თავისუფალი ზედაპირი- ზედაპირი,
რომელიც ჭურჭლის კედლებს არ ეხება;
 პროცესს, რომლის დროსაც ნივთიერება მყარი მდგომარეობიდან აირადში გადადის
(ისე, რომ არ თხევადდება), სუბლიმაცია ეწოდება;
 დუღილი ორთქლად ქცევის პროცესია, რომლის დროსაც სითხის შიგნით მთელ
მოცულობაში წარმოიქმნება სწრაფად მზარდი ორთქლის ბუშტუკები. ბუშტუკები
სითხის ზედაპირზე ამოდიან, სკდებიან და ორთქლს ატმოსფეროში
გამოაფრქვევენ;
 ტემპერატურას, რომელზედაც სითხე დუღს, დუღილის ტემპერატურა ეწოდება.
დუღილის ტემპერატურა განსხვავებულია სხვადასხვა ნივთიერებისთვის და
დამოკიდებულია ატმოსფერულ წნევაზე;
 დუღილის ტემპერატურამით უფრო დაბალია, რაც უფრო დაბალია ატმოსფერული
წნევა და პირიქით, ატმოსფერული წნევის მომატებისას დუღილის ტემპერატურა
იზრდება;
 წყლის (სითხის) ტემპერატურა დუღილისას არ იცვლება და უცვლელი იქნება, მანამ
სანამ მთელი წყალი (სითხე) არ აორთქლდება;
 დუღილი იწყება, მას შემდეგ, რაც ორთქლის წნევა სითხეში წარმოქმნილ
ბუშტუკებში გაუტოლდება წნევას ბუშტუკებს გარეთ. წნევა ბუშტუკებს გარეთ კი,
თავის მხრივ, სითხის წნევისა და ატმოსფერული წნევის ჯამის ტოლია:
Pბუშ=Pგარე=Pსით +P ატმ;
 დუღილისას სითხე ენერგიას შთანთქავს, რომელიც მთლიანად ხმარდება სითხის
ორთქლად ქცევას (მოლეკულებს შორის მიზიდულობის ძალების დაძლევასა და
მათ შორის კავშირის გაწყვეტას). ეს ენერგია მოლეკულების სიჩქარის გაზრდაზე
არ იხარჯება და ამიტომ სითხის ტემპერატურა დუღილისას არ იცვლება: სითხის
მთლიანად აორთქლების შედეგად იმავე ტემპერატურის ორთქლი მიიღება;
 ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც გვიჩვენებს, რა რაოდენობის სითბოა საჭირო, რომ
1კგ სითხე, უცვლელი ტემპერატურის პირობებში, მთლიანად აორთქლდეს,
ნივთიერების ორთქლადქცევის კუთრი სითბო ეწოდება. (სხვადასხვა
ნივთიერებას ორთქლად ქცევის სხვადასხვა კუთრი სითბო აქვს)
L-ორთქლადქცევის კუთრი სითბო -1ჯ/კგ;
 სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა უცვლელი ტემპერატურის პირობებში
m მასის სითხის მთლიანად ასაორთქლებლად, გამოითვლება ფორმულით: Q=Lm;
 უცვლელი ტემპერატურის პირობებში m მასის ორთქლის კონდენსაციისას კი
გამოიყოფა სითბო, რომელიც გამოითვლება ფორმულით: Q=-Lm;
 აირს, რომლის მოლეკულებს შორის ურთიერთქმედება მხედველობაში არ მიიღება
იდეალური აირი ეწოდება; E=3/2 kT; k=1,38 10-23 ჯ/K; ბოლცმანის მუდმივა;
 იდეალური აირის წნევა მისი მოლეკულების საშუალო კინეტიკურ
ენერგიასთანდაკავშირებულია დამოკიდებულებით, რომელსაც აირის
მდგომარეობის განტოლებასაც უწოდებენ: P=2/3 nE; სადაც E=1/3 .m0 v2;
n=N/V; P=nkT; E- საშუალო კინეტიკური ენერგია-1ჯ;
T-აბსოლუტური ტემპერატურა -1K; n-კონცენტრაცია- მოცულობის ერთეულში
მოლეკულათა რიცხვი-1/მ3 ; V-მოცულობა-1მ 3; N-მოლეკულათა რიცხვი-
განყენებული სიდიდეა; m0 - ერთი მოლეკულის მასა-1კგ;
 Mფ- ფარდობითი მოლეკულური მასა-განყენებული სიდიდეა;
M-მოლური მასა-1კგ/მოლი; γ −ნივთიერების რაოდენობა−1მოლი ;
m
γ =N /N A ; γ= ; N A =6,02 1023 მოლი -1; -ავოგადროს მუდმივა;
M
R= K.NA=R8,31 ჯ/მოლი K; - აირის უნივერსალური მუდმივა;
 PV=m/M × RT; კლაპეირონ-მენდელეევის განტოლება;
 კლაპეირონის განტოლება- pV/T=const; P 1V1 / T1=P 2V 2/T2 ;
 პროცესს, რომელიც ერთ-ერთი თერმოდინამიკური პარამეტრის მუდმივობის
პირობებში მიმდინარეობს იზოპროცესები ეწოდება;
 თერმოდონამიკური სისტემის ცვლილების პროცესს მუდმივი ტემპერატურის
დროს იზოთერმული პროცესი ეწოდება. მუდმივი ტემპერატურის პირობებში
მოცემული მასის აირის წნევისა და მოცულოვის ნამრავლი მუდმივია; კანონი-
ბოილ-მარიოტის;
m=const T=const PV=const P1 V 1= P2 V 2 ;
 თერმოდონამიკური სისტემის ცვლილების პროცესს მუდმივი მოცულობის
პირობებში, იზოქორული პროცესი ეწოდება; მოცემული მასის აირის წნევისა და
აბსოლუტური ტემპერატურის შეფარდება მუდმივია, თუ მოცულობა არ იცვლება
ან მოცემული აირის წნევა აბსოლუტური ტემპერატურის
პირდაპირპროპორციულია, თუ აირის მოცულობა არ იცვლება; კანონი- შარლის;
m=const V=const P/T=const p1 /T 1= P2/T 2 ; P=P0 β T; β =1/273 K-1 ;
 თერმოდონამიკური სისტემის ცვლილების პროცესს მუდმივი წნევის პირობებში
იზობარული პროცესი ეწოდება; უცვლელი წნევისას მოცემული მასის აირის
მოცულობისა და აბსოლუტური ტემპერატურის შეფარდება მუდმივია ან
უცვლელი წნევისას მოცემული აირის მოცულობა აბსოლუტური ტემპერატურის
პირდაპირპროპორციულია; კანონი- გეი-ლუსაკის;
m=const P=const V=V0 α T; α =1/273 K-1 ;
 ∆ U=3/2 m/M R∆ T ერთატომიანი იდეალური აირის შინაგანი ენერგიის
გამოსაანგარიშებელი ფორმულა;
 იდეალური აირის მიერ შერულებული მუშაობა იზობარული პროცესის დროს
იანგარიშება ფორმულით A=P(V2-V1); P-წნევა-1პა;
3
V0 -საწყისი მოცულობა -1მ ; V- საბოლოო მოცულობა- 13 მ ;
V-V0 -მოცულობის ცვლილება- 1მ3 ; A-მუშაობა-1ჯ;
 სხეულის შინაგანი ენერგია შეიძლება შეიცვალოს მუშაობის შესრულებით და
მუშაობის შესრულების გარეშე- სითბოგადაცემით;
 ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას სისტემის ∆ U შინაგანი ენერგიის
ცვლილება ტოლია გარე ძალთა A მუშაობისა და სისტემაზე გადაცემული Q
სითბოს რაოდენობის ჯამისა: ∆ U = A+Q ;
1 1
Q=∆ U +A ; A –სისტემის მიერ გარე სხეულების მიმართ შესრულებული
მუშაობა; სისტემაზე გადაცემული სითბოს რაოდენობა ხმარდება შინაგანი
ენერგიის ცვლილებას და სისტემის მიერ გარე სხეულების მიმართ მუშაობის
შესრულებას;
ასეთი სახე აქვს თერმოდინამიკის პირველ კანონს, რომელიც სითბურ
მოვლენებზე გავრცელებულ ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონს
წარმოადგენს;
 იზოქორული პროცესი.
იზოქორული პროცესის დროს მოცულობა არ იცვლება V=const; ∆ V=0, ამიტომ
აირის მუშაობა A=P∆ V=0, მაშინ ∆ U = A+Q ; გამომდინარეობს, რომ ასეთ
პირობებში: ∆ U =Q ე.ი. სისტემის ენერგიის ცვლილება იზოქორული
პროცესის დროს ტოლია გაცემული ან მიღებული სითბოს რაოდენობისა.
თუ აირი თბება, Q¿ 0 და ∆ U > 0 , მაშინ მისი შინაგანი ენერგია იზრდება .
აირის გაცივების დროს, Q¿ 0 და ∆ U =U 2−U 1<0 ; შინაგანი ენერგიის
ცვლილება უარყოფითია ე.ი. აირის შინაგანი ენერგია მცირდება;
 იზოთერმული პროცესი.
იზოთერმული პროცესის დროს იდეალური აირის შინაგანი ენერგია, ცხადია, არ
იცვლება, რადგან შინაგანი ენერგია ∆ U=3/2 m/M R∆ T მხოლოდ აბსოლუტურ
ტემპერატურაზეა დამოკიდებული. მაშინ Q=∆ U +A1 ფორმულის თანახმად
გვექნება ∆ U = 0 და Q= +A1 ე. ი. იზოთერმული პროცესის დროს სისტემისათვის
გადაცემული მთელი სითბოს რაოდენობა ხმარდება შიდა ძალების მიერ
მუშაობის შესრულებას. თუ აირი სითბოს ღებულობს Q¿ 0 , მაშინ ის ასრულებს
დადებით მუშაობას A1 ¿ 0 ; თუ პირიქით, აირი აირი სითბოს გასცემს
გარემოს, მაშინ ¿ 0 . ამ შემთხვევაში გარე ძალების მიერ შესრულებული
A 1

მუშაობა დადებითია A ¿ 0 ;
 იზობარული პროცესი.
იზობარული პროცესისათვის უნდა გამოვიყენოთ ზოგადი თანაფარდობა Q=∆ U
+A1 თუ აირი თბება Q¿ 0 , ის ფართოვდება და დადებით მუშაობას ასრულებს
A 1
¿0 ერთდროულად იზრდება მისი შინაგანი ენერგია ∆ U > 0 . გაცივების
დროს Q<0 აირი იკუმშება და აირზე მოქმედი ძალების მიერ შესრულებული
მუშაობა დადებითია A¿ 0 , მისი შინაგანი ენერგია კლებულობს ∆ U < 0 ;
 ადიაბატური პროცესი.
განვიხილოთ ისეთი თერმოდინამიკური სისტემა, რომელიც გარემო სხეულებთან
სითბოცვლაში არ მონაწილეობს. ასეთ სისტემას თბოიზოლირებული სისტემა
წოდება. თბოიზოლირებულ სისტემაში პოცესს ადიაბატურს უწოდებენ.
ადიაბატური პროცესის დროს Q=0; ∆ U = A+Q ; ფორმულის თანახმად
მუშაობის შესრულება შინაგანი ენერგიის ცვლილების ხარჯზე ხდება: ∆ U = A1
ცხადია, იდეალურად იზოლირებული სისტემები ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ
თუ განვიხილავთ საკმაოდ სწრაფად მიმდინარე პროცესს, რომლის განმავლობაში
არ ხდება შესამჩნევი სითბოცვლა სისტემასა და გარემოს შორის, მაშინ ეს პროცესი
შეგვიძლია ადიაბატურად მივიჩნიოთ.
განტოლების ∆ U = A1 თანახმად, გარეშე ძალების მიერ სისტემაზე დადებითი
მუშაობის შესრულების დროს, მაგალითად აირის შეკუმშვისას, მისი შინაგანი
ენერგია იზრდება. ეს კი ნიშნავს აირის ტემპერატურის მომატებას. პირიქით,
აირის ადიაბატური გაფართოებისას თვით აირი ასრულებს დადებით მუშაობას
A1 ¿ 0 და მისი შინაგანი ენერგია კლებულობას, შედეგად ცივდება;

You might also like