You are on page 1of 12

მოგესალმები

თ!
ფიზიკის პროექტზე იმუშავა
ქ.თბილისის N: 105 საჯარო
სკოლის 8ა
კლასის მოსწავლემ :ნიკოლოზ
ენუქიძემ.
მასწავლებელი: თამარ
თავდიშვილი.
პროექტში განვიხილავთ
კატაპულტის მოქმედებით
ენერგიის გარდაქმნებს ტვირთის
გატყორცნის დაწყებიდან
ტვირთის დავარდნამდე , ასევე
სრულდება თუ არა მექანიკური
ენერგიის მუდმივობის კანონი ამ
დროს და გავიგებთ რატომ
ითვლება კატაპულტი მძლავრ
იარაღად. ჩვენ გამოვცდით
დამზადებულ იარაღს,
განვიხილავთ თუ რაზეა
დამოკიდებული ტვირთის ფრენის
სიშორე და როგორი ფორმის
ტვირთი უნდა ავიღოთ, რომ
შევამციროთ მექანიკური
ენერგიის დანაკარგი.
სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ გავიხსენოთ რამდენიმე ფორმულა და წესი:
1) მექანიკური მუშაობა
2) სიმძიმის ძალა და მისი მუშაობა
3) ენერგიის განსაზღვრა, კინეტიკური და პოტენციური ენერგიები
4) სიმძლავრე
5) ენერგიის მუდმივობის კანონი
6) ჰუკის კანონი, დრეკადობის ძალა
7) სხეულის წონასწორობა.

1) სხეულზე მოქმედი ძალის მოდულისა და ამ ძალის მიმართულებით


გავლილი მანძილის ნამრავლს მექანიკური მუშაობა ეწოდება. ( A=FS )
2) სიმძიმის ძალა არის ძალა, რომელიც მიიზიდავს სხეულს დედამიწისკენ (F=mg),
სიმძიმის ძალის მუშაობა გამოითვლება ფორმულით A=mgh.
3) მუშაობის შესრულების უნარს ენერგია ეწოდება.
კინეტიკური ენერგიის სიდიდე განისაზღვრება იმ მუშაობით, რომელსაც სხეული
შეასრულებს გაჩერებამდე ან იმ მუშაობით რომელიც საჭიროა შესრულდეს
სხეულისთვის სიჩქარის მისანიჭებლად. კინეტიკური ენერგია გააჩნია ყველა
მოძრავ სხეულს და გამოითვლება ფორმულით : Eკინ= mv2/2
ენერგიას, რომელიჩ განისაზღვრება ურთიერთმოქმედი სხეულების ან ერთი და იმავე
სხეულის ნაწილების ურთიერთმდებარეობით- პოტენციური ენერგია ეწოდება.
დედამიწიდან h-სიმაღლეზე ატანილი სხეულის პოტენციური ენერგია გამოიტვლება
ფორმულით : Eპოტ= mgh. ხოლო დრეკად-დეფორმირებული სხეულების პოტენციური
ენერგია გამოითვლება ფორმულით : Eპოტ= kx2/2
4) მუშაობის შესრულების სისწრაფეს ახასიათებენ სიდიდით, რომელსაც სიმძლავრე
ეწოდება. იგი გამოსახავს დროის ერთეულში შესრულებულ მუშაობას. (N=A/t)
5) ენერგიის მუდმივობის კანონი: ენერგია არც ქრება და არც არაფრისგან წარმოიქნება.
ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი
სხეულიდან მეორეს, ამასთან, ენერგიის სართო სიდიდე უცვლელი რჩება. ჩაკეტილი
ენერგიის სრული ენერგია მუდმივია. W= E + U = const.
6) სხეულის დეფორმაციისას აღიძვრება ძალა, რომელიც ეწინაამღდეგება დეფორმაციას
და ცდილობს სხეულის თავდაპირველი ფორმისა და ზომების აღდგენას- ამ ძალას
დრეკადობის ძალა ეწოდება. Fდრ= -kx.
ჰუკის კანონი : მცირე დეფორმაციისას დრეკადობის ძალა დეფორმაციის
პირდაპირპროპორციულია და ყოველთვის მიმართულია დეფრომაციის
საწინააღმდეგოდ. Fდრ= -kx.
7) უძრავ ან თანაბრად მოძრავ სხეულზე ამბობენ რომ იგი წონასწორობაშია.
სხეული წონასწორობაშია, როდესაც მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი 0-ის ტოლია.
კატაპულტა ბერძნული
ტერმინია, რომელიც ზოგადად
ნებისმიერი ქვისმტყორცნელი
საბრძოლო მანქანის
დასასახელებაა. ასეთი ტიპის
იარაღი დაახლოებით. ძვ.წ V-IV
საუკუნიდან შემოვიდა
ხმარებაში ჯერ საბერძნეთში,
ხოლო შემდეგ რომის
იმპერიაში. ასევე შუა
საუკუნეების პერიოდშიც
იყენებდნენ. ადრეულ რომაულ
ხანაში კატაპულტა სწორედ
მძიმე რკინის ისრებისა და
ქვების სასროლ მანქანას
წარმოადგენდა.
ჩვენ შევქმენით კატაპულტის ორი მოდელი და გავისროლეთ სხეული ამ
იარაღიდან.
ალბათ გაინტერესებთ რა არის მოდელი? რა მასალებით დავამზადეთ
კატაპულტის მოდელი, როგორ და რამდენად უსაფრთხოდ გამოვიყენეთ ის.

მოდელი არის ობიექტის, სისტემის ან პროცესის გამოსახვა. მისი დახმარებით


შესაძლებელია ისეთი ობიექტის შესწავლა, რომელიც არის ძალიან პატარა,
ძალიან დიდი, ან ძალიან შორეული იმისთვის, რომ პირდაპირ
შევისწავლოთ. მოდელი სასარგებლო რომ იყოს, ის რეალური ობიექტის
შესწავლისთვის საჭირო, მნიშვნელოვან საკითხებს ძალიან დეტალურად და
მაქსიმალურად უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ შევქმენით ჩვენ
კატაპულტის მოდელი, რომელიც დავამზადეთ რეზინებისა და ხის ჯოხების,
ბოთლის საცობის გამოყენებით. კარგი იქნება ამოვარჩიოთ შედარებით
მყარი მასალები , რათა ტვირთი კარგად გავისროლოთ. რა თქმა უნდა
გავითვალისწინეთ უსაფრთხოების წესებიც. მსობუქი ბურთი გავისროლეთ
უსაფრთხო მიმართულებით.
მოცემული დაკვირვების საფუძველზე დავასკვნით :
დრეკად-დეფორმირებულ ზამბარას აქვს პოტენციური ენერგია. (Eპოტ=
kx2/2). ხოლო როდესაც ჩვენ გავისვრით სხეულს ხდება ენერგიის
გარდაქმნა. ანუ მაგალითად, ისრის გატყორცნის მომენტიდან მის
დაცემამდე პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიად და
სრულდება მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი,
W= E + U = const, რადგან ხახუნი უმნიშვნელოა და სხეულები არ განიცდიან
დეფორმაციას. ეს ცვლილება განსაზღვრება დრეკადობის ძალის მუშაობით.

ჩვენ ვიცით რომ რაც უფრო მაღლა ადის გასროლილი სხეული იმატებს
პოტენციური ენერგია და იკლებს კინეტიკური, რადგან იზრდება სიმაღლე
და მცირდება სიჩქარე. ხოლო სხეულის ქვემოთ ჩამოვარდნისას პირიქით,
იზრდება კინეტიკური და მცირდება პოტენციური.

დრეკადობის ძალა ტვირთის გასროლისას ასრულებს დადებით მუშაობას.


როდესაც ზამბარა წაგრძელებულია დრეკადობის ძალა ასრულებს დადებით
მუშაობას, ხოლო როდესაც შეკუმშულია-უარყოფითს.
კატაპულტს გასროლამდე აქვს პოტენციური ენერგია და ის მაქსიმალურია
როცა აქვს მაქსიმალური დეფორმაცია და სიხისტე. ანუ მაქსიმალურად
შეიკუმშება.
ფრენის სიშორე არის მაქსიმალური მანძილი რაც გაიფრინა სხეულმა. ის
დამოკიდებულია სხეულის ფორმაზე, ზომაზე, გასროლის
მიმართულებაზე, კატაპულტის სიმძლავრეზე. ასევე ზამბარის
სიხისტეზე.

მექანიკური ენერგიის დანაკარგის შესამცირებლად უნდა ავიღოთ


ოპტიმალური ფორმის ანუ მცირე ზომის სხეული.

სიმძიმისა და დრეკადობის ძალები ორივე არის წრფივი. სიმძიმის ძალა


ყოველთვის მიმართულია ზემოდან ქვემოთ და დადებითია, ხოლო
როდესაც ქვემოდან ზემოთ-უარყოფითი. დრეკადობის ძალა ნებისმიერ
შემთხვევაში მიმართულია დეფორმაციის საწინააღმდეგოდ.

როგორც აღვნიშნეთ , ზამბარას ათავისუფლებს დრეკადობის ძალა.

კატაპულტს აქვს დიდი სიმძლავრე. მისი სიმძლავრე დამოკიდებულია


ზამბარის დეფორმაციაზე ანუ დრეკადობის ძალის მუშაობაზე და იმ
დროზე რა დროშიც კატაპულტა სხეულს გაისვრის.
იმ ძალის მუშაობა რომლის მიმართულება ემთხვევა
სხეულის მოძრაბის მიმართლებას ან მასთან მახვილ
კუთხეს ქმის- დადებითია. იმ ძალისა კი რომელიც
მოქმედებს სხეულის მოძრაობის საპირისპიროდ ან
მასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის-უარყოფითია. ასევე,
გადაადგილების მიმართულებისადმი მართობულად
მოქმედი ძალა მუშაობას არ ასრუელებს.

შეკრულ ტრაექტორიაზე სიმძიმის ძალის მუშაობა 0-ის


ტოლია.
ქვევიდან ზევით სხეულის გადაადგილებისას სიმძიმის
ძალის მიერ შესრულებული მუშაობა უარყოფითია :
A=-mgh
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like