You are on page 1of 8

კომპლექსური დავალება: ნახტომი კოსმოსიდან

საკითხი - მსოფლიო მიზიდულობის კანონი


ქვესაკითხი - თავისუფალი ვარდნა ( როგორც გრავიტაციული ველის სხეულზე მოქმედების შედეგი); ქვეცნებები - ველი-გრავიტაციული
ველი; ნივთიერება- ნივთიერების სტრუქტურა და თვისებები, სამიზნე ცნება - მატერია (შ - 1,2,3,4)
ქვესაკითხი - თავისუფალი ვარდნა (როგორც სხეულთა ვარდნა მხოლოდ სიმძიმის ძალის გავლენით); ქვეცნებები - ურთიერთქმედების
სახეები-გრავიტაციული ურთიერთქმედება; ნიუტონის კანონები - ძალის მოქმედების შედეგები - წონასწორობა, სიჩქარის ცვლილება; სამიზნე
ცნება - ძალა (შედეგი: 1,2,3,4)
ქვესაკითხი - თავისუფალი ვარდნა (როგორც სხეულთა აჩქარებული მოძრაობის მაგალითი); ქვეცნებები - მექანიკური მოძრაობა-თანაბარი
ობა, აჩქარებული მოძრაობა; ფიზიკური პროცესის მახასიათებლები - ენერგიის შენახვა და გარდაქმნა; სამიზნე ცნება - ფიზიკური პროცესი (შედეგი:

ქვესაკითხი- თავისუფალი ვარდნა (როგორც სხეულის ენერგიის გარდაქმნის მაგალითი) ქვეცნებები - სხეულის ენერგია-მექანიკური ენერგია;
შინაგანი ენერგია- მოლეკულების ქაოსურად მოძრაობის კინეტიკური ენერგია - სამიზნე ცნება - ენერგია (შედეგი: 1,2,3,4)

საკვანძო შეკითხვა - როგორ წარმოვაჩინო პოსტერის საშუალებით, თუ რა განსაზღვრავს ცნობილი პარაშუტისტის მოძრაობის სახეს მთელი მოძრაობის
( სტრატოსფეროში ასვლისა და შემდგომ მისი დაშვების ) განმავლობაში?

კომპლექსური დავალება - გაეცანით ვიდეორგოლს „ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომი სტრატოსფეროდან“, დაამზადე პარაშუტი, რომლის საშუალებით
მოახერხებ სხეულების უსაფრთხოდ დაშვებას და შექმენი პოსტერი, სადაც ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე ასახავ, თუ რა განსაზღვრავს ცნობილი
პარაშუტისტის მოძრაობის სახეს მთელი მოძრაობის ( სტრატოსფეროში ასვლისა და შემდგომ მისი დაშვების ) განმავლობაში.

სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან შეფასების კრიტერიუმი ნაშრომში/ნაშრომში პრეზენტაციისას ხაზგასმით


დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლეს შეუძლია: წარმოაჩინეთ:
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:
მატერია: მატერია:  პარაშუტისტზე მოქმედი ძალები
1. ყველაფერი რაც ჩვენ გარშემო  გააცნობიეროს, მატერიის რომელი სახეები მთელი მოძრაობის ( სტრატოსფეროში
არსებობს მატერიაა. იგი ორი სახისაა: ხვდება მას, განსახილველ საკითხში, ასვლისა და შემდგომ მისი დაშვების )
ნივთიერება და ველი. ყველა რისგან შედგება ნივთიერება, რომელიც
განმავლობაში. მოძრაობის სხვადასხვა
ნივთიერება შედგება მის მიერ განსახილველ საკითხში
ეტაპზე. როგორი იყო ამ ძალების
ნაწილაკებისაგან - მოლეკულებისა მონაწილეობს(მკ.წ.1);
და ატომებისგან;  გააანალიზოს, რა დამოკიდებულებაა თანაფარდობა, რაც განსაზღვრავდა
2. ნივთიერების ფიზიკური თვისებები განსახილველ საკითხში წარმოდგენილი პარაშუტისტის მოძრაობის სახეს.
დამოკიდებულია მის შემადგენელ ნივთიერების თვისებებსა და მის (ძალა.1;2; ფიზ.პროც.2);
ნაწილაკებზე და სტრუქტურაზე, სტრუქტურას შორის, რა
ხოლო ველის ფიზიკური თვისებები - დამოკიდებულებაა განსახილველ  მატერიის რომელი ფორმა
ველის შემქნელი ობიექტების საკითხში არსებული ველის თვისებებსა განაპირობებს სხეულის ვარდნას
მოძრაობასა და განლაგებაზე; და ველის შემქმნელი ობიექტების დედამიწაზე, შესამჩნევად იცვლებოდა
3. მატერიის ფიზიკური თვისებები განლაგებას/მოძრაობას შორის(მკ.წ.2); თუ არა მატერიის ამ ფორმის თვისებები
შეიძლება შეიცვალოს შიდა/გარე  იმსჯელოს, რომელი გარე/შიდა პარაშუტისტის მოძრაობის მანძილზე,
ფაქტორებით. ეს თვისებები და მათი ფაქტორები განაპირობებს მატერიის და რატომ? რა როლს ასრულებდა
ცვლილება ხასიათდება ფიზიკური ფიზიკური თვისებების ცვლილებებს და ატმოსფერო პარაშუტისტის ვარდნისას?
სიდიდეებით, რომლებიც იზომება რომელი ფიზიკური სიდიდეებით (მატერია 1, 2 3; ფიზ.პროც.2).
ცდის მეშვეობით. ხასიათდება მატერიის ეს თვისებები და
ძალა: მათი ცვლილება(მკ.წ.3).  როგორი ენერგია ჰქონდა პარაშუტისტს
1. სხეულებს შორის ურთიერთქმედება ძალა: ვარდნის დასაწყისში და რომელი
ხასიათდება ფიზიკური სიდიდით -  იმსჯელოს, რა სახის ურთიერთქმედებები სხეულების ურთიერთქმედებით იყო
ძალით. ბუნებაში ხვდება მას, განსახილველ მოვლენაში და გამოწვეული? როგორ გარდაიქმნებოდა
ურთიერთქმედების ოთხი სახე როგორ აღიწერება ეს
ეს ენერგია მთელი ვარდნის
გვხვდება; ურთიერთქმედებები(მკ.წ.1);
განმავლობაში და ინახებოდა თუ არა ამ
2. ძალის მოქმედება განსაზღვრავს  გააანალიზოს, რას იწვევს
სხეულის მოძრაობის ცვლილებას სხეულზე/სისტემაზე მოქმედი ძალები და დროს მექანიკური ენერგია? (ენერგია 1,
ან/და მის დეფორმაციას, შედეგი კი რაზეა დამოკიდებული ძალის მოქმედებით 2; ფიზ.პროც.1, 2)
დამოკიდებულია ძალის მოდულზე, გამოწვეული შედეგები(მკ.წ.2);
მიმართულებასა და მოდების ფიზიკური პროცესი:
წერტილზე;  იმსჯელოს, რა თვისობრივი ცვლილებები
ფიზიკური პროცესი: მიმდინარეობს განსახილველ ფიზიკურ
1. ფიზიკური პროცესი პროცესში და როგორ აღიწერება ეს
სისტემის/სხეულის მდგომარეობის
ცვლილებები რაოდენობრივად(მკ.წ.1);
დროში ცვლილებაა, რომელიც
 დააკავშიროს ერთმანეთთან განსახილველი
აღიწერება რაოდენობრივი და
თვისობრივი მახასიათებლებით; მოვლენის/პროცესის გამომწვევი მიზეზები
2. ყველა ფიზიკურ მოვლენას/პროცესს და შედეგები, ახსნას ეს კავშირი ბუნების
აქვს მიზეზი და მოჰყვება შედეგი, კანონების გამოყენებით(მკ.წ.2);
რომელთა დაკავშირებაც ენერგია:
შესაძლებელია ბუნების კანონების  იმსჯელოს, ენერგიაზე, როგორც სისტემის
გამოყენებით. მდგომარეობის განმსაზღვრელ ძირითად
ენერგია: სიდიდეზე ან/და ამ სისტემის მუშაობის
1. ენერგია სისტემის მდგომარეობის შესრულების უნარზე(მკ.წ.1);
ერთ - ერთი ძირითადი  გააცნობიეროს, ენერგიის რომელი სახეებით
განმსაზღვრელია და ახასიათებს მის ხასიათდებიან განსახილველ
მიერ მუშაობის შესრულების უნარს; მოვლენაში/საკითხში მონაწილე სხეულები
და როგორ გარდაქიმნება ენერგია(მკ.წ.2);
2. სისტემის შემადგენელ  დაადგინოს, რომელი შიდა ფაქტორები
სხეულებს/ნაწილაკებს გააჩნიათ განაპირობებს სისტემაში ენერგიის
სხვადასხვა სახის ენერგია, რომელიც გარდაქმნებს და რომელი გარე ფაქტორები -
შესაძლებელია გარდაიქმნას ერთი სისტემის სრული ენერგიის
სახიდან მეორეში. ჩაკეტილი ცვლილებას(მკ.წ.3);
სისტემის სრული ენერგია მუდმივია;
3. სისტემაში ენერგიის გარდაქმნა
განპირობებულია შიდა
ფაქტორებით, ხოლო სისტემის
სრული ენერგიის ცვლილება - გარე
ფაქტორებით.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)


ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
რესურსები/განსახილველი ქეისები:
 რესურსი 1. კომპლექსური დავალების პირობა
 რესურსი 2. ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომი სტრატოსფეროდან
https://www.youtube.com/watch?v=yNEF-tShdHY
https://www.youtube.com/watch?v=raiFrxbHxV0
 რესურსი 3. პარაშუტის დამზადება https://www.youtube.com/watch?v=uA_qzmaDF_8
 რესურსი 4. როგორ შევქმნათ პოსტერი როგორ შევქმნათ პოსტერი

კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა


სარეკომენდაციო აქტივობა: რესურს 1-ზე დაყრდნობით, მოსწავლეები ეცნობიან დავალების პირობას და პირობაში მოცემულ
ვიდეორესურს (რესურსი 2), რესურსი 3-ის საშუალებით ეცნობიან პარაშუტის დამზადებას. მოსწავლეები მსჯელობენ, რა
მასალებს გამოიყენებენ პარაშუტის შესაქმნელად. რესურს 4-ზე დაყრდნობით მსჯელობენ, როგორ ასახონ პოსტერში მიღწეული
შედეგები.
კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები
პარაშუტი (რესურსი 3)
 გინახავთ თუ არა პარაშუტით დაშვება?
 თქვენი აზრით, რისთვის არის საჭირო პარაშუტი?
 აქვს თუ არა პარაშუტის ფორმას მნიშვნელობა?
პოსტერი (რესურსი 8)
 შეგიქმნიათ თუ არა პოსტერი?
 რა უნდა ვიცოდეთ პოსტერის შესაქმნელად?
 როგორ ასახავთ პოსტერში მიღწეულ შედეგებს?
 როგორ ასახავთ პოსტერში ნახაზებს და გრაფიკებს?
კომპლექსური დავალება
 თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ, რას შეეხება დღეს მოცემული დავალება, რომელზეც რამდენიმე გაკვეთილის
განმავლობაშ უნდა იმუშავოთ?
 მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა


სამიზნე ცოდნა:
ქვესაკითხი - თავისუფალი ვარდნა ( როგორც გრავიტაციული ველის სხეულზე მოქმედების შედეგი); ქვეცნებები - ველი-
გრავიტაციული ველი; ნივთიერება- ნივთიერების სტრუქტურა და თვისებები, სამიზნე ცნება - მატერია (შ - 1,2,3,4)
ქვესაკითხი - თავისუფალი ვარდნა (როგორც სხეულთა ვარდნა მხოლოდ სიმძიმის ძალის გავლენით); ქვეცნებები -
ურთიერთქმედების სახეები-გრავიტაციული ურთიერთქმედება; ნიუტონის კანონები - ძალის მოქმედების შედეგები -
წონასწორობა, სიჩქარის ცვლილება; სამიზნე ცნება - ძალა (შედეგი: 1,2,3,4)
ქვესაკითხი - თავისუფალი ვარდნა (როგორც სხეულთა აჩქარებული მოძრაობის მაგალითი); ქვეცნებები - მექანიკური
აობა-თანაბარი მოძრაობა, აჩქარებული მოძრაობა; ფიზიკური პროცესის მახასიათებლები - ენერგიის შენახვა და გარდაქმნა; სამიზნე
- ფიზიკური პროცესი (შედეგი: 1,2,3,4)
ქვესაკითხი- თავისუფალი ვარდნა (როგორც ენერგიის გარდაქმნის მაგალითი) ქვეცნებები - სხეულის ენერგია-მექანიკური
ენერგია; შინაგანი ენერგია- მოლეკულების ქაოსურად მოძრაობის კინეტიკური ენერგია - სამიზნე ცნება - ენერგია (შედეგი:
1,2,3,4)

ქვემოთ მოცემულია აქტივობები და შეკითხვები საგაკვეთილო პროცესში რომლების პროვოცირებაც საჭირო იქნება სამიზნე
ცოდნის კონსტრუირებისთვის. თითოეულ შეკითხვასთან მიმართებით მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ
დეტალებზე, გამოთქვან ვარაუდები, დასვან საპასუხო შეკითხვები, მოიყვანონ არგუმენტები საკუთარი მოსაზრებების
დასადასტურებლად, გააკეთოს განზოგადებები პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით.

კრიტერიუმი 1. პარაშუტისტზე მოქმედი ძალები მთელი მოძრაობის ( სტრატოსფეროში ასვლისა და შემდგომ მისი დაშვების )
განმავლობაში. მოძრაობის სხვადასხვა ეტაპზე როგორი იყო ამ ძალების თანაფარდობა, რაც განსაზღვრავდა პარაშუტისტის
მოძრაობის სახეს. (ძალა.1;2; ფიზ.პროც.2);

რესურსი/აქტივობა/დამხმარე კითხვები:

რესურსი 1 სახელმძღვანელო, პარ. 2.1 ნიუტონის I კანონი.


რესურსი 2 - ვირტუალური ლაბორატორია-„ძალები და მოძრაობა“
https://phet.colorado.edu/sims/cheerpj/motion-series/latest/motion-series.html?simulation=forces-and-motion
აქტივობა 1. რესურს 2-ზე დაყრდნობით მოსწავლეები აკვირდებიან, რას იწვევს სხეულზე ძალების მოქმედება.
დამხმარე კითხვები
 როგორ მოძრაობს სხეული, თუ მასზე გაუწონასწორებელი ძალა მოქმედებს?
 რა მდგომარეობაშია სხეული, თუ მასზე მოქმედი ძალები გაბათილებულია?
 როგორი უნდა იყოს სხეულზე მოქმედი ორი ძალა, რომ მან თანაბრად იმოძრაოს?
 არის თუ არა პრინციპული განსხვავება უძრაობასა და თანაბარ მოძრაობას შორის?

რესურსი 3 - სიმულაცია -პარაშუტისტზე მოქმედი ძალები


https://www.echalk.co.uk/Science/physics/forces/terminalVelocity/cartoonIntro/parachute.html
რესურსი 4 - სიმულაცია- პარაშუტით დაშვება.
https://www.radian.com.hk/simulations/index.html?
fbclid=IwAR0OLtMPK4DaQaoVZwU_sdIAck9SK_wZzqatYSKp3ZeSfm0CcvlGCsWkeXo#/details/42-
აქტივობა 2. რესურს 3 და 4-ზე დაყრდნობით მოსწავლეები აკვირდებიან, რა ძალები მოქმედებენ პარაშუტისტზე, როგორ
გავლენას იქონიებს ამ ძალების ერთობლივი მოქმედება და აკეთებენ დასკვნებს.
დამხმარე კითხვები
 რა ძალები მოქმედებენ პარაშუტისტზე ვარდნისას?
 რომელი ძალაა მოდულით მეტი?
 რას იწვევს სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი?
 როგორ მოძრაობდა ფელიქს ბაუმგარტნერი ვარდნის დასაწყისში?
 როგორც ცნობილია, პარაშუტისტის სიჩქარემ პირველ 33 წამში 1110 კმ/სთ-ს მიაღწია. ჩათვალეთ მოძრაობა
თანაბარაჩქარებულად და გამოითვალეთ მისი აჩქარება.
 იყო თუ არა ეს თავისუფალი ვარდნა? რატომ?
 რა მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწია ფელიქს ბაუმგარტნერმა (მოიძიეთ ინტერნეტში ან ისარგებლეთ რესურსი 2-ით)?
 ვარდნის პროცესში რა მოსდის ჰაერის წინააღმდეგობის ძალას? რატომ?
 როგორ აგრძელებს მოძრაობას პარაშუტისტი, როდესაც წინააღმდეგობის ძალა მოდულით სიმძიმის ძალას უტოლდება?
 როგორ აგრძელებს მოძრაობას პარაშუტისტი, როდესაც წინააღმდეგობის ძალა მოდულით სიმძიმის ძალაზე მეტი
ხდება?
 იცვლება თუ არა პარაშუტისტზე მოქმედი სიმძიმის ძალა ვარდნის განმავლობაში?
 პარაშუტის გახსნის შემდგომ რომელი ძალა იცვლება?
 როგორ გავლენას იქონიებს ეს ფაქტი პარაშუტისტის მოძრაობაზე?
 შენელების შემდგომ რატომ ხდება პარაშუტისტის მოძრაობა კვლავ თანაბარი?

რესურსი 5 პარაშუტის დამზადება: https://www.youtube.com/watch?v=uA_qzmaDF_8


აქტივობა 3. პარაშუტის დამზადება რესურს 5-ის მიხედვით და სხეულების უსაფრთხოდ დაშვების შემოწმება.

რესურსი 6 სახელმძღვანელო, პარ. 2.3 ნიუტონის II კანონი.


რესურსი 7 - სიმულაცია-„სითბური საჰაერო ბურთის მოძრაობა“
https://simtest.ck12.org/simulations/physics/hot-air-balloon/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://
simtest.ck12.org/simulations/physics.html
აქტივობა 4. რესურს 7-ზე დაყრდნობით მოსწავლეები შეისწავლიან საჰაერო ბურთის მოძრაობას.
დამხმარე კითხვები
 რა ძალები მოქმედებენ სითბურ საჰაერო ბურთზე მოძრაობის დაწყებისას?
 რითია გამოწვეული და რა ბუნებისაა თითოეული ეს ძალა?
 რომელი ძალაა მოდულით მეტი?
 ბურთის როგორ მოძრაობას იწვევს ზევით მიმართული ტოლქმედი ძალა?
 ტვირთის მასის ცვლილებით როგორ იცვლება ბურთის აჩქარება(რესურსი 6)?
 როგორ ვახერხებთ ამწევი ძალის ცვლილებას?
 რა მოსდის ბურთის აჩქარებას ტოლქმედი ძალის ცვლილებით?
 როგორ ვხვდებით ამას გრაფიკებიდან(რესურსი 6)?
 როგორი ხდება ბურთის მოძრაობა უმაღლეს წერტილთან მიახლოებისას?
 რომელი ძალის ცვლილება იწვევს ბურთის შენელებას და რატომ?
 როდემდე იმოძრავებს სითბური საჰაერო ბურთი ზევით?
 რა მსგავსება და განსხვავებაა სითბურ საჰაერო ბურთსა და აეროსტატს შორის?
 აღწერეთ, რა ძალები მოქმედებდა აეროსტატზე, რომელშიც ფელიქს ბაუმგარტნერი იჯდა, და როგორ მოძრაობებს
ასრულებდა იგი?

რესურსი 8. სახელმძღვანელო, პარ. 2.4 ნიუტონის III კანონი, პარ 2.2 მასა-ინერტულობის ზომა
აქტივობა 5. ექსპერიმენტი ორი ურიკის შეჯახების დროს ურიკების მიერ შეძენილი აჩქარებების შედარებაზე.
(სახელმძღვანელო, გვ.101, ცდა 3, ცდა 4.)
დამხმარე კითხვები
 როგორი ძალებით ურთიერთქმედებენ სხეულები?
 შეიძლება თუ არა, ურთიერთქმედი ძალები სხვადასხვა ბუნების იყოს?
 რატომ არ აბათილებენ ეს ძალები ერთმანეთს?
 როგორ აჩქარებებს იღებენ ურთიერთქმედი სხეულები?
 თუ ერთი სხეულის მასა გაცილებით დიდია მეორისაზე, რომელი სხეული იღებს მეტ აჩქარებას და რამდენჯერ?
 როგორია დედამიწისა და პარაშუტისტის ურთიერთქმედების ძალები, რომელი სხეული იღებს მეტ აჩქარებას და
რამდენჯერ?
აქტივობა 6. მოსწავლეები ხაზავენ სიჩქარის დროზე დამოკიდებუკლების გრაფიკებს ფელიქს ბაუმგარტნერის მთელი
მოძრაობის განმავლობაში

კრიტერიუმი 2. მატერიის რომელი ფორმა განაპირობებს სხეულის ვარდნას დედამიწაზე, შესამჩნევად იცვლებოდა თუ არა
მატერიის ამ ფორმის თვისებები პარაშუტისტის მოძრაობის მანძილზე, და რატომ? რა როლს ასრულებდა ატმოსფერო
პარაშუტისტის ვარდნისას? (მატერია 1, 2 3; ფიზ.პროც.2).

რესურსი/აქტივობა/დამხმარე კითხვები:

რესურსი 9 სახელმძღვანელო, პარ. 3.1 მსოფლიო მიზიდულობის კანონი; პარ. 3.3 სიმძიმის ძალა
სიმულაცია- „ნიუტონის ვაშლი“ https://simtest.ck12.org/simulations/physics/newtons-apple/app/index.html?
screen=sandbox&lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html
რესურსი 10. სიმულაცია- „ასტრონავტი“ https://simtest.ck12.org/simulations/physics/astronaut-training-chamber/app/index.html?
screen=rwe4&lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html
აქტივობა 7. რესურს 9-ზე დაყრდნობით მოსწავლეები შეისწავლიან მსოფლიო მიძიდულობის ძალის დამოკიდებულებას
სხეულებს შორის მანძილზე. რესურს 10-ზე დაყრდნობით შეისწავლიან სიმძიმის ძალის დამოკიდებულებას პლანეტის
მახასიათებლებზე.
დამხმარე კითხვები
 რაში მდგომარეობს მსოფლიო მიზიდულობის კანონი?
 როგორი ურთიერთქმედება არსებობს ნებისმიერ ორ სხეულს შორის და რაზეა იგი დამოკიდებუკლი?
 რას ქმნის მასიური სხეული თავის გარშემო?
 რა ჰქვია მატერიის ამ ფორმას?
 რაზეა დამოკიდებული გრავიტაციული ველის ფიზიკური თვისებები?
 როგორ შეიძლება შეიცვალოს ველის ფიზიკური თვისებები?
 რა მანძილებზე იცვლება შესამჩნევად გრავიტაციული ველის ფიხიკური თვისებები?
 ფელიქს ბამგარტნერის მოძრაობის მანძილზე შესამჩნევად შეიცვლებოდა თუ არა დედამიწის გრავიტაციული ველის
თვისებები? რატომ?
 რატომ არ იყოფელიქს ბაუმგარტნერის მოძრაობა თავისუფალი ვარდნა?
 4 წთ 20 წმ-ის განმავლობაში თავისუფალი ვარდნის შემთხვევაში რა სიჩქარეს მიაღწევდა იგი? რა მანძილს გაივლიდა ამ
დროში?
 რა უშლიდა ხელს პარაშუტისტის მოძრაობას პარაშუტის გახსნამდე?
 როგორი იქნებოდა სრატოსფეროში 42 კმ-ზე ჰაერის სიმკვრივე?
 როგორ იცვლებოდა ჰაერის სიმკვრივე პარაშუტისტის ვარდნის პროცესში?
 თქვენი აზრით, როგორ გავლენას იქონიებდა ეს წინააღმდეგობის ძალაზე, და შესაბამისად, პარაშუტისტის აჩქარებაზე?
 იგივე რომ მთვარეზე მომხდარიყო, იქნებოდა თუ არა ეს თავისუფალი ვარდნა?
 საჭირო არის თუ არა მთვარეზე დაშვებისთვბის პარაშუტი? რატომ?
 იგივე სიდიდის სიმძიმის ძალა იქნებოდა მოდებული პარაშუტისტზე?
 რამდენჯერ არის განსხვავებული თავისუფალი ვარდნის აჩქარება მთვარეზე დედამიწასთან შედარებით?
 რით არის ეს გამოწვეული?
კრიტერიუმი 3. როგორი ენერგია ჰქონდა პარაშუტისტს ვარდნის დასაწყისში და რომელი სხეულების ურთიერთქმედებით იყო
გამოწვეული? როგორ გარდაიქმნებოდა ეს ენერგია მთელი ვარდნის განმავლობაში და ინახებოდა თუ არა ამ დროს მექანიკური
ენერგია? (ენერგია 1, 2; ფიზ.პროც.1, 2)

რესურსი 11: სიმულაცია- ენერგია სკეიტერების პარკში: https://phet.colorado.edu/sims/html/energy-skate-park/latest/energy-skate-


park_all.html
აქტივობა 8. რესურს 11-ზე დაყრდნობით შეისწავლეთ როგორ გარდაიქმნება ენერგია მოძრაობისას და რა შემთხვევაში ინახება
მექანიკური ენერგია.

დამხმარე კითხვები
 როგორი ენერგია აქვს სკეიტერს უკიდურეს ზედა წერტილში (რესურსი 10)?
 რაში გარდაიქმნება ეს ენერგია ქვევით მოძრაობისას, თუ ხახუნი არ არის?
 თუ ჩავრთავთ ხახუნს, ავა თუ არა იგივე სიმაღლეზე სკეიტერი?
 რომელ ენერგიაში გადაიზრდება მისი მექანიკური ენერგია?
 სკეიტერის მოძრაობისას ინახება თუ არა მექანიკური ენერგია? სრული ენერგია?
 როგორი ენერგია ჰქონდა პარაშუტისტს ვარდნის დასაწყისში?
 რომელი სხეულების ურთიერთქმედებით იყო ეს ენერგია გამოწვეული?
 რომელი ძალის მუშაობით განისაზღვრება სხეულის გრავიტაციული პოტენციური ენერგია?
 როგორ იცვლებოდა პოტენციური ენერგია ვარდნის პროცესში და რით იყო ეს გამოწვეული?
 რაში გარდაიქმნებოდა ვარდნის პროცესში პარაშუტისტის პოტენციური ენერგია?
 როგორ მუშაობას ასრულებდა სიმძიმის ძალა ვარდნის პროცესში?
 ვარდნის პროცესში რომელი სხეულებისგან შემდგარი სისტემა უნდა ჩავთვალოთ ჩაკეტილ სისტემად?
 რომელ შემთხვევაში ინახება ჩაკეტილი სისტემის მექანიკური ენერგია?
 მოქმედებდა თუ არა ვარდნის პროცესში წინააღმდეგობის ძალა?
 შედეგად რაში გარდაიქმნებოდა მექანიკური ენერგიის ნაწილი?
 ინახებოდა თუ არა სრული ენერგია ვარდნის პროცესში?
 რა ცვლილებას განიცდის ვარდნისას პარაშუტისტის სკაფანდრის შინაგანი ენერგია?
 როგორი მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული პარაშუტისტის სკაფანდრი, რომ გარემოს არასასურველი
გავლენისგან დაეცვა იგი?

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები კონკრეტულ
მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად
აღწერეთ, როგორ მიმდინარეობს/წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
 როგორ გეგმავ/დაგეგმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი? რას ითვალისწინებდი სამუშაო პროცესის
დაგეგმვისას?
 გქონდა თუ არა დავალებაზე მუშაობისთვის პირველადი გეგმა? რამდენად დაგეხმარა ეს გეგმა მუშაობის პროცესში?
გახდა თუ არა საჭირო თავდაპირველ სამუშაო გეგმებში ცვლილებების შეტანა? რატომ?
 ვისთან და როგორ ითანამშრომლე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? შეხვდით თუ არა განსხვავებული
მოსაზრებების მქონე ადამიანებს? რამდენად დაგეხმარათ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა?
 გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების
გამოყენება?
 რა პროდუქტი შექმენით კომპლექსური დავალების სახით?
ახსენით, რა ცოდნა და გამოცდილება შეიძინე კომპლექსური დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 რა საკითხს შეეხება შენს მიერ შექმნილი კომპლექსური დავალება?
 რა იცოდი შესასწავლი საკითხის შესახებ? რა გაიგე ახალი? დამატებით რის გაგებას ისურვებდი?
 რა დასკვნებამდე მიხვედი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რითი დასტურდება შენ მიერ გაკეთებული
დასკვნები?
 ვისთვის და რატომ არის შენს მიერ შექმნილი კომპლექსური დავალება სასარგებლო და საინტერესო?
 რა ხერხები გამოიყენე სასწავლო მასალის უკეთ გასააზრებლად? / კომპლექსური დავალების უკეთ შესასრულებლად?
შეაფასეთ, რამდენად პროდუქტიული და საინტერესო იყო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი
 შეაფასეთ, რამდენად გამოგივიდათ დავალების შესრულება? რამდენად ემთხვევა ის მასწავლებლის მოლოდინებს?
 რა გააკეთეთ დამოუკიდებლად? რაში დაგჭირდათ სხვების დახმარება?
 რა ფაქტორები გაითვალისწინეთ/უნდა გაითვალისწინოთ საიმისოდ, რომ თქვენი კომპლექსური დავალების
პრეზენტაცია მსმენელისთვის გასაგები და მისაღები ყოფილიყო?
 თქვენი აზრით, რით და რამდენად განსხვავდება თქვენს მიერ შესრულებული დავალება თანაკლასელების
ნაშრომებისგან?
 რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

მაგალითები შედარებისთვის

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს განსაზღვრული მაგალითები, რომლების


კონტესტ-მაგალითთან შედარებაც მოსწავლეს სამიზნე ცოდნის გააზრებამდე მიიყვანს. ამ ტიპის მაგალითებს
შესაძლოა ვუწოდოთ „მაგალითები შედარებისთვის“. მნიშვნელოვანია რომ მასწავლებელს ისინი (და მათი
ამსახველი რესურსები) კურიკულუმის დაგეგმვის პროცესშივე ჰქონდეს განსაზღვრული.

მაგალითად, თუკი ვმუშაობთ სამიზნე ცნებაზე „ძალა“ და ძირითად კონტექსტ-მაგალითად შევარჩევთ „ფელიქს
ბაუმგარტნერის ნახტომი სტრატოსფეროდან“, მაგალითი შედარებისთვის შეიძლება იყოს ვირტუალური
ექსპერიმენტი „ძალები და მოძრაობა“ https://phet.colorado.edu/sims/cheerpj/motion-series/latest/motion-
series.html?simulation=forces-and-motion, რის საშუალებითაც მოსწავლე შეისწავლის, თუ რას იწვევს სხეულზე
მოქმედი ძალა და რა ხდება, როდესაც სხეულზე მოქმედი ძალები გაბათილებულია. ფელიქს ბაუმგარტნერის
ვარდნისას მისი მოძრაობის სახეს განსაზღვრავს მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი.

ასევე სხვა მაგალითი შედარებისთვის შეიძლება იყოს სიმულაცია-„სითბური საჰაერო ბურთის მოძრაობა“
https://simtest.ck12.org/simulations/physics/hot-air-balloon/app/index.html?
lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html, რადგანაც შეფასების
კრიტერიუმებში მოსწავლეს ვთხოვთ , აღწეროს პარაშუტისტის მოძრაობა არა მარტო ვარდნისას, არამედ ასევე
ზევით მოძრაობისას. სტრატოსტატით ზევით მოძრაობას კი ბევრი რამ აქვს საერთო საჰაერო ბურთის ზევით
მოძრაობასთან.

მესამე მაგალითი შედარებისთვის შეიძლ რეალური ექსპერიმენტი ურიკების შეჯახებისას აჩქარებების


შედარებაზე, რის საშუალებითაც მოსწავლე გაიაზრებს, რომ ურთიერთქმედება არასდროს არის ცალმხრივი, რომ
სხეულები თავიანთი მასების უკუპროპორციულ აჩქარებებს იღებენ და ამგვარად, დედამიწაზე ვარდნისას
აჩქარებას იღებს სხეული, და არა დედამიწა.

ძირითადი რესურს-მაგალითი და რესურსები


მაგალითები შედარებისთვის
ძირითადი კონტექსტ-მაგალითი: · სახელმძღვანელო გვ. 143
ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომი
სტრატოსფეროდან · ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?
v=raiFrxbHxV0

მაგალითი შედარებისთვის 1 ვირტუალური ექსპერიმენტი „ძალები და მოძრაობა“


https://phet.colorado.edu/sims/cheerpj/motion-series/latest/motion-
series.html?simulation=forces-and-motion,
მაგალითი შედარებისთვის 2. სიმულაცია-
„სითბური საჰაერო ბურთის მოძრაობა“
https://simtest.ck12.org/simulations/physics/hot-air-balloon/app/
index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://
simtest.ck12.org/simulations/physics.html

მაგალითი შედარებისთვის 3. სახელმძღვანელო, გვ. 101, ცდა 3, ცდა 4.


ექსპერიმენტი ორი ურიკის შეჯახების დროს ურიკების მიერ
შეძენილი აჩქარებების შედარებაზე.

რა განსხვავებაა ძირითად კონტექსტ-მაგალითსა და შედარებისთვის გამოკვეთილ სხვა მაგალითებს შორის?


ძირითადი ქეისის ანალიზზე სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გადადის. მისი დამუშავება
ხდება სიღრმისეულად - კონტექსტის, მიზეზ - შედეგობრივი ასპექტების გათვალისწინებით, მაშინ როცა
შესადარებელად შერჩეული მაგალითები ფონური ცოდნის როლს ასრულებს.

You might also like